ჩემი პრინცესა დაგარქვი (მეოთხე თავი)
აზროვნების უნარი მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა როცა სახლში მივიდნენ. გვანცა შეშინებული თვალებით იყურებოდა თითქოს რამე საშინელება ელოდა, ეშინოდა მისი მშობლების რეაქციის. - გვანცი შენს მშობლებს არ დაურეკავ? -შეიძლება?-მორცხვად იკითხა გვანცამ. გიორგიმ პასუხის მაგივრად მობილური გაუწოდა. -მადლობა. .. -გისმენთ-რამოდენიმე ზარის შემდეგ გაისმა საყვარელი ხმა. -დაჩი..-აღსრულებულს მხოლოდ ეს აღმოხდა. -გვანცა, პატარა სად ხარ? იცი რამდენი ხანია ვეძებთ? გადავქექეთ მთელი ქალაქი. -მომიტაცეს...-მორცხვად ჩაილაპარაკა და გიოს გაახედა. -რააა? ვინ? რატომ? -იც.- სიტყვის დამთავრება არ აცადა გიორგიმ, ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ეზოში. ზუსტად ხუთ წუთში ისევ ოთახში დაბრუნდა. ტელეფონი მაგიდაზე დადო და გვანცას მიუბრუნდა. რომელიც ნერვიულობისაგან კანკალს აეტანა. -ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.- გვანცას გაყინული ხელები თავის დიდ ტოტებში მოაქცია და ნერვიულად გაუღიმა. -ეგ როგორ?- ლოყებ აწითლებულმა ჰკითხა და თავი დახარა. ჯერ კიდევ სცხვენოდა აწ უკვე ქმრის. -ახლა მოვა შენი ძმა და შენ თავად გადაწყვეტ გაყვები თუ დარჩები... კიდევ ჩემი ნუ გრცხვენია.-გაუღიმა და მორცხვი გოგონას პირველი კოცნაც შეიწირა. -ასე ნუ მექცევი რა- ამოისლუკუნა და ცრემლები გადმოყარა. -ნუ ტირი... მოდი ჩემთან. არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა. -გულში იკრავდა პატარა სხეულს და გული ლამის საგულედან ამოვარდნოდა. -შეიძლება ცოტა ხნით დავწვე? -მორიდებით იკითხა გვანცამ ისე რომ ოდნავაც არ შეტოკებულა, მისი მკლავებიდან გაქცევა უნდოდა მიუხედავად იმისა რომ მეტად სასიამოვნო იყო მის მკლავებში ნებივრობა მაგრამ თავს უფლებას ვერ მისცემდა ყველაფრის მიუხედავდ ერთი დღის გაცნობი ბიჭს. -კი, რათქმაუნდა, წამოდი ჩვენს ოთახს გიჩვენებ. - გონებაში რამოდენიმეჯერ გაიმეორა "ჩვენი ოთახი" და გული საშინლად აუძგერდა. -აი ესაა... დაისვენე. -ოთახში შეუძღ ა თვითონ კი პირველ სართულზე დაბრუნდა. ............... პირველი პირი. გვანცა ოთახში შევედი კარგად ეტყობოდა რომ მამაკაცის ოთახი იყო. სულ გიორგის სუნამოს სუნი ტრიალებდა, რომელიც ჩემდა გასაოცრად ასე ძლიერად ჩამბეჭვდოდა გონებაში. საწოლზე ჩამოვჯექი სულ მთლიანად ვთრთოდი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. რა იქნებოდა ნეტავ მომავალში? რა მოხდებოდა როცა ამ ამბავს ჩემები გაიგებდნენ? არ ვიცი არ ვიცი. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც კარი გიორგიმ შემოაღო, შიგნით შემოვიდა და გვერდით დამიჯდა. -გვანცი... დაბლა ჩამოდი, შენები მოვიდნენ. - გიორგის რომ შევხედე გამაკანკალა. სახეზე ფერი არ ედო და მის თვალებში თითქოს პატარა, შიშის სხივი კრთოდა. მის სიტყვას დავემორჩილე და ნელი ნაბიჯებით დავუყევი კიბეებს. მისაღებ ოთახში შესულს ჩემი ძმა მომაფრინდა. -გვანცა კარგად ხარ? - მრისხანე მწვანე თვალები შემომანათა, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა ბრაზი და ასევე სიხარული. მისმა დანახვამ ცრემლები მომგვარა რაც როგორც ჩანს მან სხვა რამის ნიშნად მიიღო.- გვანცა მითხარი რამე დაგიშავა? ერთი სიტყვა და გეფიცები ძვლებს დავუმტვრევ. -არა... არა, არაფერი დაუშავებია, პირიქით. -წამოდი პატარავ წავიდეთ აქედან- მაჯაში ხელი წამავლო და სახლიდან დიდი სისწრაფით გამომიყვანა. უკან მივიხედე და გული დამეწვა გიორგის სევდიან თვალებს რომ შევხედე შემდეგ ხელს რომელზეც ქორწინების ბეჭედი ჩანდა, ეს ორი რამ რაც გიოსთან მაკავებდა. -დაჩი... - ჩუმად წარმოვთქვი მაგრამ ეს საკმარისი იყო რომ მიმეღო საპასუხოდ დაჩის გაკვირვებული მზერა. - დაჩი - ერთი და იგივეს ვიმეორებდი ახლა უკვე ტირილ ავარდნილი. ვსლუკუნებდი და ვერ ვჩერდებოდი.- დაჩი მე... მე.. ვერ... ვერ წამოვალ- ძლივს , მოვაბი სათქმელს თავი და ჩემი საყვარელი ძმის თვალებს მივაშტერდი. -რას ქვია ვერ წამოხვალ? -ძლივს შენარჩუნებული სიწყნარით მელაპარაკებოდა დაჩი. -მე არ შემიძლია, ის, ის ჩემი ქმარია. -კარგი- ჩუმად ჩაილაპარაკა და მანქანისკენ დაიძრა. ჭიშკართან იყო მისული რომ მობრუნდა , ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა. ეს ჩახუტება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.- როგორც შენ გინდა, იმედი მაქვს ბედნიერი იქნები. გამიკვირდა ჩემი ძმის ასეთი მარტივი თანხმობა. არასოდეს არ ყოფილა ასეთი, ყოველთვის ცდილობდა დავეცავი და თუნდაც სცოდნოდა რომ მე ვიყავი დამნაშავე ყოველთვის ხელს მაფარებდა მხოლოდ იმიტომ რომ გული არ მტკეოდა, ახლა კი ასე მალე შეეგუა ჩემს ქორწინებას. დაჩი წავიდა მე კი ისევ ოთახში ავედი. იმ ღამეს გიორგი აღარ ამოსლა ზემოთ. ფანჯრიდან ვხედავდი ჰამაკში იჯდა და უსასრულოდ გაჰყურებდა ამაყად მდგარ კავკასიონის მთებს. მე კი ვაკვისდებოდი მის ნაგვთებს და არ იყო შეუხედავი ბიჭი რომ მეფიქრა საცოლეს ისე ვერ იშოვიდა, პირიქით მისი გარეგნობის ბევრს შეშურდებოდა. .......... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.