M.I (თავი მეთვრამეტე)
სანამ დავიწყებდე, გუშინ თავებს რომ გადავხედე შეცდომა აღმოვაჩინე მესამე თავში ირაკლის გვარი წერეთელი ირაკლი უნდა იყოს და არა ადამაშვილი ბოდიში შეცდომისთვის --------------------------------------------------------------------------------------------------------------არ ღირს. ის აქ არ არის, ისწავლე და დაანებე ამ სახლს თავი -საბა მითხარი ცოცხალი მაინც არის?-მარიმ მუდარით სავსე თვალებით შეხედა -კი, ცოცხალია. -აბა დაიჭირეს? -არა. მარი დრო მოვა და შენთითონ გაიგებ. ეს უფრო მალე მოხდება ვიდრე შენ გონია. -მე მისი დანახვა არ მინდა უბრალოდ მინდა ვიცოდე მიზეზი რის გამოც მიმატოვა. -არ მიუტოვებიხარ. -მესმის რამე ისეთი მიზეზი ჰქონდა. რატო არცერთხელ არ დამირეკა? რატომ არ დამირეკა? არ გავახსენდი? ესე იგი ისე ძაან არ ვუყვარდი როგორც მეუბნებოდა, მიუხედავად ყველაფრისა მე 6საათი დებილივით ველოდებოდი ადამიანს აეროპორტში დაჟე მაშინაც როცა თვითმფრინავი დაჯდა და ირაკლი არსად ჩანდა. მე ის მიყვარდა... მივენდე და კიდე იმედი გამიცრუა. მე ამ სახლს არ ვიცი რატო ვაშენებ... ალბათ ამით მას ვიხსენებ... -მარ, სწავლას თავი არ დაანებო ეს სახლი არსად გაიქცევა. ბოლო წელია თან დაჩიმ რო გაგიგოს? ისედაც სასამართლოში დადიხარ სადაც არის შეიძლება მეურმეობა შენ მშობლებს დაუბრუნონ საკმარისია ერთი ნარეკი სოციალურ მუშაკთან იმაზე რომ შენ სკოლაში არ დადიხარ და შენი მშობლები გაიმარჯვებენ. გთხოვ ეს შენთვის არის ცუდი. -კარგი. ვეცდები საბამ მარი სახლში წაიყვანა. მარის საბედნიეროდ დაჩიმ და ვერც სოციალურმა მუშაკმა ვერაფერი გაიგო. საღამოს როგორც ყოველთვის ყველა მარისთან შეიკრიბნენ, ნუცა ყოველთვის ვაკოსთან ერთად დადიოდა ხოლმე მაგრამ ამჯერად მარტო მივიდა. სანდრო ჩუმად იჯდა და ეწეოდა. ნუცას თვალს არ აშორებდა და ცდილობდა გაეგო დაშორდა თუ არა ის ვაკოს. -ნუც, სად არის ვაკო?(საშა) -დავშორდი(ნუცა) -ვა, რატო?(დაჩი) -იმიტომ.(ნუცა) -რატო მითხარი და მე, საშა და სანდრექსა გავხევთ ცემაში -არ მინდა -კაი დაჩი დაანებეთ თავი რა დაგემართათ(მარი) -ო, შენ ხმა ამოიღე?(სანდრო) -შენ?(მარი) მარტო მარიმ და სანდრომ იცოდნენ ორივეზე ყველაფერი რომ მარი ცუდად იყო ირაკლის გამო და სანდრო კი ნუცას გამო. ამაზე სულ ლაპარაკობდნენ ხოლმე. ამავდროულად ჭამდნენ ერთმანეთს. -რა ხდება(დაჩი) -არც არაფერი. მე სამზარეულოში გავალ ყავას გავიკეთ...-მარიმ წინადადება ვერ დაამთავრა რომ გული წაუვიდა. დაჩი გიჟივით მივარდა ხელი დაავლო სანდროს სიტყვის თქმაც არ დააცადა და საავადმყოფოში გააქანა. 1საათში გონზე მოვიდა. -რა დაგემართა, როგორ შეიძლება ყოველი საღამ...(დაჩი) -დაჩი არ გინდ...ა რ..ა(მარი) ამ დროს ექიმი შემოვიდა -მარის აქვს დაბალი ჰემოგლობინი, სტრესიც. რის გამოც გული წაუვიდა. ეტყობა კარგად არ იკვებება. რამე ხო არ ხდებოდა ისეთი ამ ბოლო დროს რის გამოც შეილება ეს დამართნოდა? -კი, ოჯახური პრობლემები. -კარგით, მაშინ მე წამლებს გამოვუწერ და 1-2 ანალიზს ყოველი შემთხვევისთვის სანდრო აუღებს.(ექიმი) -არა, ეს ხელს ამომთხრის(მარი) -შენ წყნარად(ნუცა) სანდროს გაუკვირდა ნუცამ რო დაიცვა. -კაი გადით ეხა ყველა, დამაცადეთ საქმე გავაკეთო(სანდრო) ყველა ოთახიდან გავიდა მარტო ნუცა დარჩა. სანდრომ ვენა მოძებნა და ნემსი შეარჭო. -რანაირად აკეთებ ხელი მეტკინა -ნუ ინძრევი და რა გეტკინება, მშვიდად! -სანდრო შეილება ვილაპარაკოთ?(ნუცა) -ეხლავე(სანდრო) -მომაშორე მტკენ(მარი) -2წლის ბავშვივით იქცევი. სანდრომ დაამთავრა და ეგ და ნუცა გავიდნენ გარეთ. -გისმენ, რამე პრობლემაა? -არა, უბრალოდ... მე... ალბათ მომეჩვენა მაგრამ გავიგე რო შენც გევასები. -საიდან მოიტანე ნუციკო.... ფფტ... -მარიმ მითხრა -ოოო -ანუ მართალია. -ნუცა, რა გინდა? იყავი იმ შენ ვაკოსთან და რაც გინდა ის ქენი -კარგი ნუცა წასვლა აპირებდა მაგრამ სანდრომ შეაჩერა და აკოცა. -მაგრამ დაიმახსოვრე პატარა შენ სულ ჩემი საკუთრება ხარ, ვაკოსთან იქნები თუ მახოსთან მაინც ჩემი ხარ. -გასაგებია(ნუცა) ნუცამაც აკოცა. -სანდრექს ამოასუნთქე გოგო(დაჩი) დაჩი და საშა დაცინოდნენ ამ ორს. -ზედმეტად დიდი ხომ არ ხარ მისთვის ძმაო?(საშა) -გააჩუმე ენა(სანდრო) -რას მიყურებთ, წადით თქვენი და მოამზადეთ გამოსაწერად. მიდით! მიდით!(სანდრო) *** საღამოს მარი უკვე სახლში იყო, დილით დაჩიმ დარეკა სკოლაში და უთხრა დირექტორს რომ მარ 3დღე არ ივლიდა სკოლაში და მერე ისედაც შაბათ-კვირა მოდიოდა.სანდრომ მარის ფსიქოლოგთან სიარული დააძალა რადგან ის არ ეუბნებოდა მისი სტრესის მიზეზს. ფსიქოლოგმა კი მარის დღიურის ქონა ურჩია, ფაქტიურად მანაც დააძალა. -სამშაბათი 25 სექტემბერი-წერდა დღიურში-ჩემი ,,მშობლები’’ არ ნებდებიან იდეეაში ჩემი დაბრუნება უნდათ მაგრამ არაფერი გამოუვათ რადგან ნაგვები არიან, ჩემი ფსიქოლოგი იდიოტია და ჩემი შეყვარებული გამექცა ამერიკაში. კიდე ერთ ფურცელი ამოხია და გადააგდო, ოთახში საბა შემოვიდა. -აქ რა გინდა საბამ ფურცლებით სავსე იატაკი რომ დაინახა გაეცინა. -ისევ მუზა არ მოგდის? -არა, უბრალოდ ჩემმა იდიოტმა ფსიქოლოგმა დამაძალა დღიურის წარმოება. -აჰაჰაჰ. ისე დიდიხანია ირაკლიზე აღარაფერს მეკითხები -ირაკლი? აბა ირაკლი? -შენი შეყვარებული -მე არ მყოლია შეყვარებული სახელად ირაკლი. სხვაგან მოხვდი -კარგი ბავშვივით ნუ იქცევი -ირაკლის არასდროს ვყვარებივარ შესაბაამისად არანაირი შეყვარებული არ მყოლია. -კარგი საბა მალე წავიდა. საღამოს მარიმ შორტები ჩაიცვა, ფეხსაცმელები ოდნავ მაღლები ჩაიცვა ოღონდ ქუსლების გარეშე, მაიკა და შავი ტყავის კურტკა. ეზოში ჩავიდა. იქ კახი, კოტე და საბა იყვნენ. გვერდი აუარა და კატოს შეეყარა. -მარი? როგორ ხარ?(კატო) -კარგად.-მარიმ წასვლა დააპირა მაგრამ კატო არ შეეშვა -ვიცი, ირაკლის არ დაურეკავს შენთვის და ნერვიულობ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ კარგად არის. ხვალ ჩამოვა -იცი, სულ ფეხზე . მაგრამ მადლობა რომ მითხარი მარიმ წასსვლა ვერ მოახერხა რადგან კახიმ დაუძახა მაგრამ მარიმ არც გახედა. შეიძლება გულში ფიქრობდა რომ ენატრებოდა და ხვალ უნდა დახვედროდა აეროპორტში მაგრამ... ტვინი ეუბნებოდა რომ მას თავმოყვარეობა გააჩნია, არ უნდა ყვარებოდა ის ბიჭი რომელიც წავიდა ამერიკაში მანამდე სიყვარულს ეფიცებოდა და წასვლის შემდეგ ერთხელაც არ მოუკითხავს. მეორე დღეს საღამოს ნუცამ მარის დაურეკა სანდრო და ეგ ელოდებოდნენ ქვევით. მარიმ ჩაიცვა უკანა ეზოში გავიდა და იქ ირაკლი დაინახა მისკენ იყო შემოტრალებული და მის წინ საბა იდგა. მარიმ გამარჯობაც არ უთხრა ისე გაუარა გვერდით მაგრამ ირაკლიმაც დრო იხელთა და ხელი ჩაავლო. -მარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.