შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთელი (თავი მეხუთე)


8-08-2016, 16:45
ავტორი 5th Angel
ნანახია 2 394

წერეთელი (თავი მეხუთე)
და შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი სახელი, რომელიც წინა სახელს მტვრად გადააქცევს...
Я жду тебя, И нашел..
***
- ნიი..
ხელებით მეფერბოდა თმაზე, როგორც ყოველთვის.
- ხო ნიკუშ..
- იცი რატო შემიყვარდი?
მოულოდნელად შევკრთი. არ ველოდი ამ კითხვას..
- რატო?
- სხვა გოგოებს არ გავდი. არც სკოლაში, არც ახლა. და დარწმუნებული ვარ, არც მერე.. სუ სხვანაირი იყავი, მე რო ვოცნებობდი, ისეთი..
შუბლზე მაკოცა.
დავდნი.
თავი ზემოთ ავწიე და ვნებიანად დავაცხრი მის ტუჩებს. გულში რაღაც ბედნიერად ფუთფუთებდა.
მიყვარდა, ვუყვარდი, სიგიჟემდე და იმის იქით.
ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა და რაზეც არც კი მიოცნებია.
ღმერთის კი მწამდა, მაგრამ მერე მივხვდი რო სულ გვერდში გვედგა, გვეხმარებოდა და გვიცავდა, ყველაფრისგან.. და არასდროს გვტოვებდა. მთავარი ეს იყო, და მეც მაშინვე შემეცვალა აზროვნება კაცობრიობაზე..
***
ვიხსენებდი ყველაფერს. ყველა მოგონებას. ცრემლები გაუჩერებლად ეცემოდა ისევ ახალივით მყოფ სურათებს.
ნიკა მენატრებოდა.
ჩემი ნიკუშა.. მენატრებოდა მასთან გატარებული დრო.
მისი ჰერმესის სუნი, ღიმილი და მოფერება. შავი სობრანიეც, რომელზეც ერთ დროს გული მერეოდა, ახლა გემრიელად ვარტყამდი ნაფაზს და ღერს ღერზე ვიღებდი.
მერე, ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო..
ბედნიერების კიდევ სამი, არა ორ ნახევარი დღე!..
***
-მოგწონს?
ჭურჭელს ვრეცხავდით მე და ხმალაძე.
-რა?
მოულოდნელობისგან ჭიქა ნიჟარაში ჩაუვარდა.
გამეღიმა.
-მოგწონს დემეტრე?
კითხვა გავუმეორე.
-კაი რა, არ მიცნობდე მაინც.
სასხვათაშორისო პასუხი გამცა.
-ხოდა რო გიცნობ, მაგიტო გეუბნები!
შევუტიე.
-არა-მეთქი ნიცა! ვერ გაიგე?
-კარგი, როგორც გინდა.
განაწყენებულმა ვუთხარი და საჭმლის მომზადება დავიწყე.
-მაპატიე, არ უნდა მეყვირა. უბრალოდ ხო იცი, ჩემი ამბავი. არ მინდა ასე მალე რაღაც ურთიერთობები.
მომეხუტა.
-ანი, მისმინე! კარგია საკუთარ თავში ასეთი თავდაჯერებულობა. მაგრამ იმდენსაც ნუ იზავ, სიამაყის გამო სიყვარული დაკარგო, გთხოვ.
ვუთხარი, ვიცი, ეწყინებოდა, მაგრამ კარგი რო მინდოდა, იმიტო ვუთხარი.
გაეღიმა. ჩამეხუტა და მომწონსო, მითხრა.
გამიხარდა.
უხდებით ძალიან-მეთქი, გადავუჩურჩულე. ამ დროს ოთახში ნიკა და დემე შემოვიდნენ. ნიკა წელს ზემოთ შიშველი იყო, დემეს ბრეტელიანი მაისური ეცვა.
-აუ, გვშია, რა, რძალუკ, დატრიალდით მალე.
სკამი გამოსწია დემემ და მოწყვეტით დაეშვა.
ნიკა უკნიდან მოვიდა, ჩამეხუტა და ყელში მაკოცა. კინაღამ სულ დავლეწე ახალთახალი ჭურჭელი.
-გამოდი რა, ბიჭო აქეთ! რა გინდა ამ გოგოსგან, მიაღებინა ინფარქტი.
ჩაბჟირდა დემე.
ავჭარხლდი.
ნიკამ ლოყაზე მაკოცა და დემეს გვერდით დაჯდა.
-მიდით რა, ვჭამოთ და აუზზე გავიდეთ.
თავი დავუქნიე.
-რა უბედურებაა ეს..-დაიჭყანა დემეტრე-ტუალეტიდან ამოიღე?-ანის გახედა. ხმალაძეს ჩანგალი დაუვარდა. ნიკამ მხარი კი გაკრა, მარა უკვე გვიანი იყო.
არადა ყველამ ვიცოდით, რო მხოლოდ მის გასამწარებლად თქვა და საჭმელი არაფერ შუაში იყო..
ყველა დაიძაბა.
პირველად დავინახე მის თვალებში ჩამდგარი ცრემლები.
სწრაფად წამოდგა და საჭმელი,თეფშიანად ურნაში გადაუშვა.
მერე ჩქარი ნაბიჯებით წავიდა ზემოთა სართულზე.
-შენ ბიჭო, ხოარ გამო***ვდი?
თვალები დაუქაჩა ნიკამ. დემეტრემ თეფში გაღიზიანებულმა მისწია. "უბრალოდ გაღიზიანება მინდოდაო" ჩაიბურდღუნა და ფეხი მაგიდას მიარტყა.
ნიკას გავხედე. სახე გათეთრებული ქონდა.
კარი რო შევაღე, ხმალაძე იწვა და ჩუმად იღვრებოდა ცრემლებად.
ვიცი, უცნაური იყო, მაგრამ გამეღიმა. რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს.
მიხაროდა, პირველად შეუყვარდა და ვიცოდი,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-რაო ჯულიეტ, შეგიყვარდა რომეო?
მხარზე მოვუსვი ხელი. ხმა არ გაუცია.
-კაი რა, ხო იცი, შენ გასაბრაზებლად თქვა. გაღიზიანება უნდოდა, პროსტა!
დამშვიდება ვცადე. -დაწყნარდი ეხლა და ჩამოდი. მე მეუბნებოდი გოიმი ხარო,ნიკას რო ვეჩხუბე და ახლა შენ იქცევი ეგრე!
ლოყაზე ვაკოცე და ქვემოთ ჩავედი.
-აუ ძაან ეწყინა ტოო?
დემემ შეწუხებული სახით მკითხა.
-ხო, აბა რა გეგონა ასეთ რაღაცას რო ეუბნებოდი.
უხეშად ვუთხარი.
-აუ ნიცუშ, უთხარი რა რამე, არ უნდოდა ეგრეთქო!
-მე რა ვუთხრა, შენ თვითონ უთხარი. თუ აუხსნი, გაგიგებს..
ღიმილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
მე და ნიკა აუზზე გავედით.
-შენ ხო მოგწონს ჩემი საჭმელები?
ჩავიხითხითე და ხელი ლოყაზე ნაზად ავუსვი.
გაეცინა.
შენი საჭმელები კი არა, მთლიანად შენ მომწონხარო. ტუჩებზე ვნებიანად დამეწაფა.
***
“სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილი
***
სიყვარული – ეს არის გრძნობა, როდესაც სხვის ინტერესებს და აზრს აყენებ საკუთარზე წინ.
***
ხმალაძე თავს სრული იდიოტივით გრძნობდა. უხერხულად იყო, არადა უყვარდა.
ცხოვრებაში პირველად უყვარდა და ტკიოდა, რომ მისი გრძნობა ორ მხრივი არ იყო. არადა რა იცოდა, რო პირველად დემეს მოეწონა, შეუყვარდა და მერე ჩემი გოგო უნდა იყოსო, თორე მოვკვდებიო. ნიკუშას ეუბნებოდა ხოლმე.
კარებზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა. ალბათ ნიცა იქნება ისევო, იფიქრა. ცრემლები მოიწმინდა და შემოდიო უთხრა.
დემეტრეს დანახვაზე, დენმა დაარტყა.
სხეული გაუბუჟდა.
უნდოდა მისულიყო და გაბურძგნული თმით, ერთი კარგად ეთრია!
-ან, მაპატიე რა, ცუდად გამომივიდა. ხო იცი, როგორ მიყვრს შენი წვალება.
უხერხულობისგან სად წასულიყო, აღარ იცოდა.
-არ მაინტერესებს! მანამდე გეფიქრა მაგაზე.
ხმის არ ამოღებას, მწარე პასუხი ჯობდა.
ორი წამი თუ ჩამოხვალ დაბლა, ყველაფერს გამოვასწორებო, გპირდებიო. უთხრა და ნაზად აკოცა.
ხმალაძის გაბრაზება, და მერე ისევ შერიგება, თითქმის წარმოუდგენელი იყო. თუმცა სიყვარულის წინ ყველა იჩოქებს. ყველაზე ამაყებიც კი..
ფიქრობდა ჩასულიყო თუ არა, მაგრამ ოდესღაც ხო მოუწევდა დაბლა ჩასვლა?!
კიბეები რო ჩაირბინა. გულმა დაარტყა. არ იცოდა სად წასულიყო. ეტირა თუ ეცინა..
მთელი სახლი, ყვავილებით და ბუშტებით იყო მორთული..ჭერზე წარწერა იყო გაკრული:"მაპატიე"
შუაში დემე იდგა, მომღიმარი სახით.
გაგიჟდა.
გააფრინა.
ვეღარ მოითმინდა.
სულში ჩაწვდა, ყველაფერი აურდაურია და გააკეთებინა ის, რისი გაკეთებაც არასდროს შესძლებია.
მთელი ძალით გაიქცა და ჩაეხუტა საყვარელ ადამიანს.
დემემ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო. სუ გააგიჟა ხმალაძე.
ამან აკოცა..
მერე იყო ერთი ამბავი, აჟიოტაჟი..
ერთი დიდი სახლი წყნეთში და ორი საყვარელი წყვილი..
პატარა, თუმცა უდიდესი სიყვარულით გაჟღენთილი გულებით.
***
რას არ მივცემდი, დასასრული-თქო რო მიმეწერა ქვემოთ. მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი კარგად ვერ დასრულდება. და არც დასრულებულა..
***
იმ დღესვე ჩამოვედით. ყველაზე კარგი სამი დღე იყო, ჩემს ცხოვრებაში. ბევრი სასიამოვნო სიახლე და ყველაზე მთავარი, უბედნიერესად გატარებული წამები.
ნიკამ და დემემ საქმეები გვაქვსო, და ჩემთან დაგვტოვეს მე და ანი.
-აუ ძაან კაი იყო.
ბედნიერი სად წასულიყო არ იცოდა.
-ჰმ, კაი ყოფილა ხო, სიყვარული?
-ძალიან.
ლოგინზე მოწყვეტით დაეშვა.
-მაინც ჯულიეტა ხარ, რა გიხარია.
სიცილით ვუთხარი.
-ხანდახან კი მიშლი ნერვებს მარა შენ რო არ იყო, რა მეშველებოდა!
ჩამეხუტა და იმდენი მკოცნა, თავი ხო არ მიარტყი რამეს-მეთქი. დააფასე, იშვიათად გეუბნები ამასო.
გაეცინა.
მერე სოციალურ ქსელში შევედით. თითქმის ყველგან ჩემი და ნიკას ფოტოები იყო. ზოგს ისეთი საშინელება ეწერა ჩემზე, ლამის ცრემლები გადმომცვივდა.
ერთმა გოგომ მომწერა, ნუ გიხარია ბედნიერება, მალე ჩაგშხამდება, დიდხანს ვერ გასტანთ ერთად, მობეზრდები და მიგაგდებსო.
ტვინში სისხლმა ამასხა. ფეხები დამიბუჟდა. ისე გავმწარდი, მალე გონებას დავკარგავდი.
"sheni sakme ar aris) shen cxovrebas mixede, da sxvis sakmeshi cxviris chakofis nacvlad, shensas ukure!"-თქო მივწერე და დავბლოკე.
მერე ანიმ დამამშვიდა, შურიან მარტოხელა გოგოებს რა დალევს, ისედაც ხოიცი რო პელე წყვილი ხართო.
დავმშვიდდი მაგრამ მაინც ვერ ვიშორებდი ცუდ ფიქრებს თავიდან.
მერე ნიკას მივწერე:
"nikush, gikvarvar?"
პასუხი წამებში მოვიდა.
"sicocxleze metad ni. ra shekitxvaa, moxda rame?"
"ki moxda"
"ra moxda, mshvidobaa?"
"facebook-ze shedi da naxav"
ხუთ წუთში მომწერა.
"xoici ro cxovrebaze metad mikvarxar. ras usmen am nabo***ebs, daikide chemo sicocxle, fexebi ar mogchamon"
გულში სითბო ჩამეღვარა. მიყვარხარ-მეთქი და ტელეფონი გამოვრთე.
მერე ხმალაძესთან ლაპარაკში ჩამეძინა.


***
მოკლედ.. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, რომ კითხულობთ და აფიქსირებთ აზრს. აქვე, მინდა გთხოვოთ რომ დაახასიათოთ პერსონაჟები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. რა მოგწონთ მათში, რა არა..
love



№1  offline წევრი Mogwai.

ვაიმე..
შოკში ვარ, მართლა!
ძალიან ძალიან მაგარია. მეც მინდა ნიკასნაირი. ნუ, ცოტა კი მოვათვინიერებდი, მაგრამ მაინც..
ყოჩაღ. wink love

 


№2  offline წევრი ევანჯელისტა.

ძაან კაია
ველი გაგრძელებას love
არც კი ვიცი რა გითხრა, ისე რაღაცნაირად გადმოსცემ ყველაფერს, თითქოს მეც შიგნით ვარ, ამათთან ერთად.
love

 


№3  offline წევრი 5th Angel

Mogwai.
ვაიმე..
შოკში ვარ, მართლა!
ძალიან ძალიან მაგარია. მეც მინდა ნიკასნაირი. ნუ, ცოტა კი მოვათვინიერებდი, მაგრამ მაინც..
ყოჩაღ. wink love

ევანჯელისტა.
ძაან კაია
ველი გაგრძელებას love
არც კი ვიცი რა გითხრა, ისე რაღაცნაირად გადმოსცემ ყველაფერს, თითქოს მეც შიგნით ვარ, ამათთან ერთად.
love



მადლობა, ბავშვებო..

 


№4  offline წევრი isterichka123

რა შოკი გოგო ხარ კარგია გააგრძელე

 


№5  offline წევრი (((end)))

ვაიიიიჰ love გუუულიი love აი ძალიან ცუდად ვხდები,ამ ისტორიას რომ ვკითხულობბ love ნიცას მაგივრად ლამის მე გამივარდა ჭიქა,რომ დავასრულე წაკითხვა love აიიი ძააან მაგარი გოგო ხარ,ყოველდღე რომ დებ და არ გვალოდინებ love ჩემსავით ზარმაცი კი არ ხარ winked მოკლედ უმაგრესიაა love საერთოდ ვგიჟდები ორ დროში,რომ წერენ love და ცოტა გაზარდე რა თავები,მე არ მყოფნის,ღორმუცელა ვარ wink lol love

 


№6  offline წევრი 5th Angel

isterichka123
რა შოკი გოგო ხარ კარგია გააგრძელე

nia12nia
ვაიიიიჰ love გუუულიი love აი ძალიან ცუდად ვხდები,ამ ისტორიას რომ ვკითხულობბ love ნიცას მაგივრად ლამის მე გამივარდა ჭიქა,რომ დავასრულე წაკითხვა love აიიი ძააან მაგარი გოგო ხარ,ყოველდღე რომ დებ და არ გვალოდინებ love ჩემსავით ზარმაცი კი არ ხარ winked მოკლედ უმაგრესიაა love საერთოდ ვგიჟდები ორ დროში,რომ წერენ love და ცოტა გაზარდე რა თავები,მე არ მყოფნის,ღორმუცელა ვარ wink lol love



მართლა ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო. არც კი ვიცი, რა გითხრათ! ერთადერთი მადლობის თქმა შემიძლია. თან ძალიან დიდის. love

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უიიჰ რა კარგიიაა <3 როგორ მაინტერესებს რა მოხდა ამათთაან :X

 


№8  offline წევრი tatushki1995

Dzalian dzalian kargia momwons nika dzalian tbili sayvareli da mkavric aris dzalian kargad da sainteresod wer vgijdebi moutmenlad veli shemdeg tavs sixarulo

 


№9 სტუმარი lela

Kargia momwons imedia sabolood mainc ertad darchebian pele wyvili :D

 


№10  offline წევრი 5th Angel

მადლობა ყველას, ვეცდები ყველანაირად, რომ კარგი გამოვიდეს..

 


№11 სტუმარი კნოპკა

Auuici ramitxari nikas da nicas anu daashoreb bolos daarsherigdebian xo? Cudidasasruliarmikvars damirchevnia agar wavikigxo romere guliagar damwkdes :/ aeada magari wkviliiaa dzalian

 


№12  offline წევრი 5th Angel

კნოპკა
Auuici ramitxari nikas da nicas anu daashoreb bolos daarsherigdebian xo? Cudidasasruliarmikvars damirchevnia agar wavikigxo romere guliagar damwkdes :/ aeada magari wkviliiaa dzalian


მაგას სამწუხაროდ ვერ გეტყვი, იმიტომ, რომ მერე საშინლად უინტერესო იქნება. თუმცა გირჩვ რომ ბოლომდე წაიკითხო, მით უმეტეს რომ ორი თავი დარჩა მხოლოდ, უფროსწორად ოთხი, თუმცა რადგან ხვალ დასასვენებლად მივდივარ, ორ-ორი შევაერთე და ორი თავი გამოვიდა. ასე , რომ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent