ვაჩე ვიბლიანი 1 თავი
მთელი წელი ველოდი ზაფხულს, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა. აი ისიც მოვიდა და ისე დაცხა, ისე, რომ ახლა ერთი სული მაქვს როდის დადგება სანატრელი შემოდგომა. დიახ, სანატრელი იმიტომ, რომ შემოდგომაზე ვარ დაბადებული და რაც არ უნდა იყოს ჩემია, რაღაცნაირად, თავისებურად, ჩიტივით ვგრძნობ თავს წელიწადის ამ დროს. არც ცივა, არც ცხელა. მეც ხომ უკიდურესობების სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ... ხოდა დაიცა რასვამბობდი? მოკლედ, ბევრი ლაპარაკით, რომ არ მოგაწყინოთ თავი ეს გაგანია ზაფხული ძალიან მოქმედებს ჩემზე; ყველაფრის სურვილს და ხალისს მაკარგვინებს, ამიტომაც ქალაქიდან აუცილებლად გასული უნდა ვიყო. სხვა შემთხვევაში ალბათ კედლებზე გავალ, მაცივარზე ავძვრები, ანდაც შიგნით შევძვრები და ისე გავგრილდები. ეგეც თუ ვერ მოვახერხე, უკვე გამწარებული ნატალიას დავახრჩობ. რადგან ვახსენე ჩემი სათაყვანებელი დაქალი, ბარემ ერთი-ორი სიტყვით მასზეც მოგითხრობთ. ესეიგი ნატალია, ნუ პირველ რიგში რაც თავში მომდის ის არის, რომ ეს საკმაოდ რთული თემაა. რაც პირველად აღვიქვი რახდებოდა ჩემს გარშემო, ჩათვალეთ, რომ მაშინ აღვიქვი ნატალიაც. პირველი წამიდან ერთად მოვდივართ. ორივენი 23 ოქტომბერს ვართ დაბადებულები. ჩვენი მშობლები მას შემდეგ დადაქალდნენ რაც პირველად შეიყვანეს ორივე სამშობიარო ბლოკში ადრიანად დაწყებული ჭინთვებით. მეც და ნატალიაც რვა თვიანები ვართ. ახლა ალბათ იფიქრებთ, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება, მაგრამ ასეა. ჩასახვიდან რვა თვის თავზე მოვევლინეთ წუთისოფელს სრულიად ჯანმრთელები. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ხუთი თითივით ვიცნობ. ვიცი რაუნდა, რას ფიქროს, რას დარდობს, რას განიცდის, რა უნდა ამ ცხოვრებისგან, რომელმაც დედა დაბადებიდან ოთხ წელში წაართვა. ყველაფრის მიუხედავად არასდროს ჩაუქნევია ცხოვრებაზე ხელი და მიყვებოდა ჩვეულ რიტმს. რადიკალურად განსხვავდება ჩემგან. ბევრად უფრო მხიარული, ცოცხალი, ბრაზიანი, საქმის გამრჩევი და ნუ მოკლედ ამ ადამიანში არის ალბათ ყველანაირი გოგოს და ბიჭის თვისებები ერთად თავმოყრილი. დღემდე ვერგამიგია, როგორ შეიძლება ერწამს იყო სინაზის განსახიერება, ხოლო მეორე წუთს ბიჭს ეკაჩავო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დარწმუნებული ვარ არ ღირს ამ მძიმე ამოცანით დავიტვირთო თავი და არც თქვენ გირჩევთ ამას. როგორც ვახსენე არ მიყვარს ზაფხულში თბილისში ყოფნა, რაც რა თქმა უნდა ყველა ჩემიანმა იცის. საწოლზე წამოწოლილი სხვა და სხვა პოზებით ვცდილობდი სხეულის ნაწილები კონდიციონერისთვის მიმეშვირა უცებ ოთახში ნატალია, რომ შემოვარდა. -საკოოო საკოოო ჩემო საკოოოოო ისეთი კარგი ამბავი მაქვს გაგიჟდები პირდაპირ - როგორც ყოველთვის გამეცინა მის ასეთ აღტკინებაზე -რახდება მაიამის საგზურები იშოვე? -უფრო უკეთესი გოგო, ვაჩემ (ნატალიას დეიდაშვილი, რომელიც პორველად როგორც კი ვნახე , მაშინვე შეძლო ჩემში უარყოფიტი ემოციების წარმოქმნა თავისი უჟმური ხასიათით და ხისთავიანი სვანობით) დამირეკა გინდა თუ არა ბათუმში წავიდეთ ხვალო. თან ხოიცი სახლი აქვს იქ. ვაიმე ნუიღებ მასეთ სახეს რა, კი ვიცი როდიდად არგეხატება გულზე, მაგრამ ჩემი ხათრით რა, თან ხო ხედავ აქ უკვე როგორ ცხელა -რაიყო გოგო სიტყვით გამოდიხარ? არა უკეთესიო ისე თქვი, თავი უკვე იბიცაზე მქონდა წარმოდგენილი და ამან ბათუმიო. რაო ვიბლიანს ბათუმზე მეტი ფანტაზია არ ეყო? არიფიქროთ, რომ ბათუმს ვერჩოდი ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ ამ ბიჭის ყველანაირი სიტყვა თუ საქციელი მაღიზიანებდა და ვცდილობდი ყველაფერზე გამოვკიდებულიყავი. არც თვითონ მაკლებდა. -აუ ნუ იგესლები რა, ვაჩეს ძმაკაცებიც იქნებიან, თან მითხრა კესო და სალომეც წამოიყვანე თუ გინდაო -რამდენი ხნით მივდივართ? -ალბათ ორი კვირით მაინც -რაა? მაგდენი ხანი მაგ ხისთავიანი სვანის ყურებას ეხუმრები შენ? -კარგი რა, ყველაფრისგან ნუქმნი ერთ ამბავს. თუ რამეა და აღარ მოგვინდება იქ ყოფნა შეგვიძლია წამოვიდეთ, არავინ გაძალებს გინდა თუ არა იქ უნდა გადაცხოვრდეო. -კარგი ვიფიქრებ -სალომე იტყვი ეხლა თუ არა? ხვალ დილით უკვე გავდივართ და დავურეკო თუ არა კესოს? -კარგი ხო, მართლა აქ ხო არ ამომხდება სული -ვაიმე შენ ხარ ჩემი საკოოო, ჩემი საკურა რააა -თავი დამანებე ადამიანო, ჩემი სიამოვნებისთვის მოვდივარ შენთვის კი არა -ეგ ცათვალე არგამიგია, ეხლა აბრძანდი და მოემზადე. მე კესოს დავურეკავ, ბარემ გაემზადოს ისიც და ჩვენთან გამოვიდეს, აქ დარჩეს ღამე. სამი საათიც არ იქნებოდა გასული უცებ ჩვენმა უსექსუალურესმა, ულამაზესმა, უჭკვიანესმა, უიდიოტესმა და გადარეულზე გადარეულმა დაქალმა _ კესანემ, რომ შემოგლიჯა კარი, ჩანთა პირდაპირ სახეში მგლიჯა და რისი საშუალებაც სახეზე აფარებულმა ჩანთამ მომცა დავინახე, რომ საპირფარეშოსკენ "მიისეირნა" ორმეტრიანი ნახტომებით. სანამ ამ ქვეყანას დავუბრუნდი შეძლებისდაგვარად, ნატალიას უკვე შეთვალიერებული ქონდა სადარბაზო ვინმემ ხო არ მოსდევდა და ახლა გაოცებული ხან მე მიყურებდა, ხან ნასროლ ჩანტას, რომელიც სახიდან ხელებში ჩამივარდა და იმასაც ვერ ვხვდებოდი, რომ იქვე დივანზე დამედო. -ღმერთო ეს საპირფარეშო, რომ არ არსებობდეს, ალბათ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა (კესო) -რა საპირფარეშო გოგო სულ გადაირიე შენ? მეგონა ვიღაც მოგსდევდა -მომსდევდა? მე? ააა არა უბრალოდ კინაღამ ტაქსიში ჩავიფსი და წამებიტაც, რომ დამეგვიანა ალბათ გექნებოდათ იატაკი მოსაწმენდი -ღმერთო გადმოგვხედე აა -რა დროს ეგ არის? რახდება აბა მივდივართ? მოვლენ უკვე? აუუუუ რა ძაალიან მაგარი იქნებააააა. იცოდეთ წინ მე ვჯდები უფრო მალე ჩავალ -ამოისუნთქე ქლიავო, ხო გითხარი როდაგირეკე ხვალ დილით გავდივართ ექვს საათზეთქო, რატო არ იცი მოსმენა? წინ კიდე მე ვჯდები ისე როიცოდე. -უუუფ ნათალია რა უხასიათო დინოზავრი ხარ რა. ისე ავფორიქდი ეგ აღარ გამიგია თუ მითხარი -საერთოდ არ დაგტოვო ეხლა შენ აქ -ოხ შენც თქვი რაა, რომც დატოვო ხოიცი სულ როფეხით მოუხდეს ჩამოსვლა, მაინც ჩვენზე ადრე ჩავა იქ -უ შენ გენაცვალე საკო ჩემი "ძევოჩკა" ხარ რაა ___ უკვე დიდი ხანია დამავიწყდა რა გრძნობაა, როდესაც ბუნებრივად გამოგეღვიძება, რასაც ჩემს გადარეულ დაქალებს უნდა ვუმადლოდე. მორიგეობა აქვთ დაწესებული სხვა და სხვა დღეებში რომელი ბა სახლის ერთი ოთახიდან ბოლო ოთახში, სადაც ჩემი საყვარელი ოთახი მდებარეობს და დამახტება თავზე. ალბათ გაინტერესებთ სად არიან ჩვენი მშობლები. მამაჩემი ზურიკო , ხოლო დედაჩემი ნინო დიდი ხანია უკვე რაც დაშორებულები არიან და თავიანთ შესაძლებლობებს სხვადასხვა ქვეყნის დაწესებულებებში ამჟღავნებენ. ზურიკო არქიტექტორია და თურქეთში მუშაობს. ხოლო ნინო გრმანიაში მოღვაწეობს - გინეკოლოგია. ალბათ, სწორედ, მან ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ მეც სამედიცინოზე ჩავაბარე და პირველი ყველაზე რთული წელიც წარმატებით ჩავამთავრე. მიყვარს, ძალიან მიყვარს ჩემი მომავალი პროფესია. ნეიროქირურგი სალომე მაჩაბელი!!! რა კრგად ჟღერს არა? გერმანიაში მუშაობა ჩემთვის ოცნებაა. არა არა, ოცნებაათქო რომ ვთქვი მოგატყუეთ. ეს უბრალოდ დიდი, ასევთქვათ უდიდესი სურვილ და მიზანია ჩემთვის, რაც სტიმულს მაძლევს და ყოველღამეს მათენებინებს, რომ შევძლო ამხელა მასალის სწავლა. რაც შეეხება ნატალიას მშობლებს, მამაისმა როდსაც გაიგო, რომ მარიკა დეიდა ორსულად იყო, მაშინვე მიატოვა. არ დაივალდებულა თავი, რომ ცოლად მოეყვანა და მაშინვე არაკაცულად გაქრა. რასვიზავთ? ყველა თავიდანვე კაცად ვერიბადება... დედას რაც შეეხება უკვე ვახსენე, რომ ნატალიას დაბადებიდან ოტხ წელიწადში გარდაიცვალა და დეიდამ აიღო თავის თავზე პატარა ბავშვის გაზრდა. ასე ცხოვრობდნენ ერთად ვაჩე და ნატალია, სანამ სრულწლოვანი არშესრულდა და ჩემთან არგადმოვიდა. დილით ექვსს აკლდა ოცი წუთი რაღაცა მძიმის ჩარტყმამ რომ გამომაღვიძა, თვალები ძლივსძლივობით დავაშორე ერთმანეთს, ტანი ზანტად ავწიე და ცალი თვალი შევავლე გოგოებს, რომლებიც გაბრაზებულები მადგნენ თავზე და ყურებიდან ბოლი გასდიოდათ. ბოლოს უკვე რაც მახსოვს ის არის, რომ ვიკითხე საათი და როდესაც გავიაზრე, რომ ოცი წუთი მქონდა დარჩენილი გადასავლებად, ჩასაცმელად და ზოგადად მოსამზადებლად, გიჟივით გავვარდი სააბაზანოში. ___ -ნატალია, სად არის ის შენი სათაყვანებელი სალომე ამდენ ხანს? ჩემს ნერვებს ცდის? -კარგი რა მოვა სადაცაა. შენ ჯობია ის მითხრა სად არიან ბიჭები? -აქედან პირდაპირ იმათ გავუვლით და ერთად წავალთ -ვინ და ვინ მოდიან ? -უცხო არავინ: ნიკა, დამიანე და გაბრო. რაიყო რატო დაინტერესდი ასე ძაან? -აა არაფერი ისე. აიიი საკოც მოდის ვაჩემ სადარბაზოდან გამოსულ, შორტში და ტოპში გამოწყობილ ქალბატონს შეავლო თვალი და უსიამოვნოდ გადაატრიალა თვალები. ძლივს მოქონდა თავისზე დიდი ჩანთა და თან გულში ვაჟბატონს ლანძღავდა -უზრდელი, უტაქტო, ხეპრე. არაწიოს ერთი ადგილი და არდამეხმაროს. ამფიქრებში იყო უცებ მანქანიდან როგადმოვიდა ვაჩე, გამარჯობის თქმით გამოართვა ჩანთა და თითქოს ბუმბული ყოფილიყო, ცალი ხელით მოათავსა საბარგულში. ამჟესტზე სალომე გაშტერდა, მაგრამ სვანის ხავერდოვანმა ხმამ მოიყვანა გონზე -ჩაჯდები ბოლოს და ბოლოს თუ შენ გარეშე წავიდეთ? -ჰაა? ააა ხო ეხლავე სასწრაფოდ გამოაღო უკანა სავარძლის კარი და დარცხვენილი ჩაჯდა. ამაზე ვაჩეს ჩაეღიმა და მოწყვიტა მანქანა ადგილიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.