შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიამაყე თუ?! (თავი III)


9-08-2016, 11:23
ავტორი tamo1804
ნანახია 2 548

************

ნათელა დეიდასთან ვიზიტმა უშედეგოდ ჩაიარა. მთელი კორპუსის ამბები მოგვიყვა, ვინ სად სწავლობდა, მუშაობდა, რამდენი წლის იყო, რა მოსწონდა, რა უყვარდა, ვის როდის ვისთან ან რამდენჯერ უჩხუბია, თუმცა ერთი სიტყვაც კი ვერ დავაცდევინეთ ჩვენი უცნობი მესაკუთრის შესახებ.
–ჯანდაბა, ყურები მტკივა–სავარძელში ჩაესვენა დაღლილი კესო.
–საიდან იტევს ამ ქალის ტვინი ამდენ ინფორმაციას? ვინჩესტერია რა–ყურზე ირტყამდა ხელს ხატია, თითქოს ამ გზით ცდილობდა უსარგებლო ინფორმაციის გამოდევნას თავიდან.
–რაღაც უნდა მოვიფიქროთ–მოღუშული სახით ვიჯექი და ტვინს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით, როგორ უნდა ამოგვეხსნა ეს საიდუმლო.
ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. თითქმის გადაგვავიწყდა კიდეც სახლის იდუმალი პატრონი, აღარც რეინჯ როვერი გამოჩენილა და აღარც ის შეგრძნება დაბრუნებულა... scorpions–ის კონცერტი მოახლოვდა, ვემზადებოდით, ტანსაცმელს ვარჩევდით, ვალაგებდით, ვმხიარულობდით... ჩემი ტელეფონი აწკრიალდა...
–დიახ, ბატონო გიორგი–უფროსი მირეკავდა.
–ეკა, სასწრაფოდ უნდა მოხვიდე.–გაისმა მისი მკაცრი ხმა
–გამოვდივარ–უხალისოდ ვუთხარი და დამწუხრებულმა გადავხედე გოგოებს.
–ახლა მაგან რამე რომ გამოგიჩხრიკოს და კონცერტზე ვერ წამოხვიდე, ჩემი ხელით მოვკლავ იცოდე–მუშტი მოღერა კესომ.
–კარგი რა, კეს, რა მისი ბრალია, ასეთი სამსახური მაქვს–გაღიმება ვცადე და წასასვლელად მოვემზადე.
უკვე მესამე თვეა, რაც მთავარი პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორი ვარ, ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე, მიყვარს ჩემი საქმე, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე საჭიროა, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად ის მინდა, რომ საქმესა და კონცერტს შორის არჩევნის გაკეთება მომიწიოს, თან როგორ ვუთხრა უფროსს, რომ scorpions-ის კონცერტზე მივდივარ და ამიტომ არ მცალიაო....
ამ ფიქრებით მივედი მთავარი პროკურატურის შენობამდე, ნელა დავაკაკუნე ბატონი გიორგის კარზე და ნებართვას დაველოდე.
–შემოდი, ეკა–ჩაფიქრებულმა ამომხედა მან.
–გისმენთ–ვუთხარი.

დავალება არც ისე ადვილი აღმოჩნდა... გამიმართლა და ჩემი მეწყვილე ქალბატონი ნონა იყო, უსაზღვრო გამოცდილების მქონე ადამიანი, 40წლამდე იქნებოდა, წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურაში და ყველასგან გამორჩეული იყო, როგორც საქმით, ასევე პიროვნულადაც, ყველას უკვირდა, როგორ შეეძლო ყოფილიყო უზომოდ შარმიანი, ქალური, დახვეწილი და ამავდროულად, მკაცრი, ძლიერი და ცოტა უხეში პროკურორი. მასთან ერთად მუშაობა ჩემთვის ნამდვილი მისწრება იყო, იმდენის სწავლა შემეძლო, კონცერტი სულ გადამავიწყდა, თავით გადავეშვი საქმეში ნონასთან ერთად, თითქმის მთელი ღამე გავათენეთ, თანაც დავალება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.....


************

–სამაგიეროდ, შენ შეიცვალე ბატონო დემეტრე, გაჭაღარავებულხარ–მეც ირონიით ვუპასუხე, დემონსტრაციულად გადავიდე ფეხი ფეხზე და ჩემი ჭიქა გამოვართვი ხელიდან...ოღონდ არაფერი შემეტყოს ღმერთო, ეს არ უნდა მექნა...მისი თბილი თითები ჩემსას რომ შეეხო, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს დენმა დამარტყა... უცბად გამოვტაცე ხელი და ვეცადე არაფერი შემემჩნია....წამიერად გაკრთა მის თვალებში ისევ ის თბილი, სიყვარულით სავსე მზერა, რომლითაც მხოლოდ მე მიყურებდა ხოლმე და ისევ სარკაზმის ნიღაბი აიკრო... ჩამეღიმა გულში და გავიფიქრე:
–ისევ გიყვარვარ დადიანო, უარყოფას აზრი არ აქვს, ვერც შენ შეძელი ჩემი დავიწყება, ამდენი წლის შემდეგაც კი....


************

გამთენიისას სახლში მისულს გოგონები ფხიზლად რომ დამხვდნენ კინაღამ გავგიჟდი.
–რატომ არ გძინავთ?სულ გადაირიეთ თქვენ??
–ჩვენ გავგიჟდით თუ შენ ეკა?–მომიბრუნდა გაბრაზებული ხატია.
–არ უნდა დაგერეკა მაინც? ხო იცოდი რომ ვინერვიულებდით?–აჰყვა კესოც.
–კარგით რა, პირველი შემთხვევა იყო თუ რა? ძალიან რთული საქმე მომცეს, მაგრამ საინტერესო და რაც მთვავარია, ნონა იქნება ჩემი მეწყვილე–მივახარე.
–wow, შენი კუმირი?? მაგარიაა!!! მაგრამ კონცერტიი??–უცებ ჩამოყარა ყურები კესომ.
–რამეს მოვიფიქრებ–გავუღიმე გამამხნევებლად, თუმცა ამის მეც არ მჯეროდა ბოლომდე.

მაღაზიაში ჩასვლა ამჯერადაც მე მომიწია. მახსოვდა, ბოლოს მარტო რომ ვიყავი მაინცდამაინც სახარბიელოდ არ ჩაიარა ამ ამბავმა და დიდად მოხარული არ დავრჩი, თუმცა მაინც წავედი. სადარბაზოდან გასვლისთანავე მომხვდა თვალში შავი რეინჯ როვერი, უფრო უცნაურად კი ის მომეჩვენა, რომ სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. აი სად გამოგიჭირე, გავიფიქრე და მისკენ თავდაჯერებული გავემართე, პატრულში დავრეკავ და დააჯარიმებენ, თან მის შესახებაც ყველაფერს გავიგებ..წარმოვიდგინე წინ რა სიამოვნება მელოდა, ყველა საიდუმლოსაც ავხდიდი ფარდას და ირონიული ღიმილით მივუახლოვდი. სახეზე შემეყინა ის ღიმილი, როცა უკანსვლით გაიყვანა მანქანა ეზოდან და ადგილს ისე მოსწყდა, რომ მტვრის გარდა ვეღარაფერს ვხედავდი...
–ჯანდაბა, ჯანდაბა...თან ნიშნებიც რომ არ ჰქონდა? როგორ გავარკვიო ვისია?–ვჯაჯღანებდი კიბეებზე მიმავალი და მხოლოდ სახლში შესულმა აღმოვაჩინე, რომ მაღაზიაში აღარც წავსულვარ....


************

დემეტრეს გვერდით მისი განუყრელი ძმაკაცები: იოანე და აკა მიუსხდნენ. ხატიას გადავხედე, სახეზე ფერი აღარ ედო, აკაც თითქოს ჯიბრით თვალს არ აცილებდა, ხელი მოვუჭირე და თვალებით ვანიშნე, გონს მოსულიყო.
–როგორ ხართ, გოგოებო?–იოანე ყოველთვის გამოირჩეოდა მათ შორის თავისი მხიარული ხასიათითა და მუდამ დადებითი განწყობით.
–კარგად, იო შენ?–მხიარულადვე უპასუხა კესომ.
ეს ორი ერთად ნამდვილი ტორნადო იყო... სულ ხუმრობდნენ, მაიმუნობდნენ, ჩხუბობდნენ და მაინც არ შეეძლოთ ერთმანეთის გარეშე...უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ, მეგობრები ვართო ამბობდნენ, თუმცა საეჭვოდ ეჭვიანობდნენ ერთმანეთზე, არაერთხელ გამოგვიჭერია მე და ხატიას მათი მზერა, სიყვარულით აღსავსე თვალებით, ჩუმჩუმად რომ უყურებდნენ და მაინც ჯიუტად დუმდნენ... გული მწყდებოდა, რომ ჩვენ გამო...
–სადმე არ წავიდეთ? ძველი დრო გავიხსენოთ–გამოვიდა იდეით აკა.
–სადმე არ ვართ ისედაც?–წაუსისინა ხატიამ.
–სხვა რამე ვიგულისხმე მე, მაგალითად ჩემი აგარაკი–თვალი ჩაუკრა აკამ.
აგარაკის ხსენებაზე ტანში გამცრა, ძლივს გავბედე დემეტრესთვის შემეხედა, არც ის გამოიყურებოდა უკეთ...ცხადი იყო, მასაც ის გაახსენდა, რაც მე...
არა ეკა, სისუსტის უფლება არ გაქვს, წადი და გაერთე! დაანახე, რომ შენთვის აღარაფერს ნიშნავს!–შემოვუძახე საკუთარ თავს და აკას მზერა გავუსწორე.
–წავიდეთ, რატომაც არა.
გაოგნებული მომაჩერდა 5 წყვილი თვალი.
–წავიდეთ!–გაისმა დემეტრეს მკაცრი ხმა და ყველანი წამოვდექით.
გარეთ გამოსული უცბად გავშეშდი, ბარის შესასვლელთან შავი რეინჯ როვერი იდგა.
–არ მოდიხარ?–დამიძახა დემემ.
ამას უკვე ვეღარ გავუძლებდი...
–იოს მანქანით წამოვალ მე–ვიყვირე და ისე ჩავხტი მის მერსედესში, თითქოს დემეტრე ძალით მიმათრევდა თავისი მანქანისკენ. არაფერი უთქვამს, ჩაეცინა უბრალოდ....

************

სამსახურში მისულს ნონა კიბეზე შემხვდა.
–გაემზადე, გადაუდებელი აუცილებლობით ვატარებთ ჩხრეკას–მითხრა და დადგენილება მომაჩეჩა ხელში. იარაღის აღება ძლივს მოვასწარი და მანქანისკენ გავიქეცი. სპეცრაზმი უკვე ადგილზე იყო და ჩვენ მისვლას ელოდნენ, რომ სპეცოპერაცია დაგვეწყო.
–რა შეიცვალა? გეგმიდან რატომ გადავუხვიეთ?– ვკითხე გზაში.
–ოპერატიული ინფორმაცია შემოგვივიდა, მგონი ამაღამ აპირებენ დაწყებას.–მითხრა ანერვიულებულმა.
–არ ჯობია, ცოტაც მოვიცადოთ?–მივმართე ნონას.–დაიწყონ მოქმედებები, გეგმა გვაქვს, ვიცით ზუსტად სად იქნებიან, შტაბში თუ ავიყვანეთ, მაქსიმუმ ბანდიტიზმს წავუყენებთ ბრალად და ეს არ გვაწყობს...
–მგონი, მართალი ხარ.–დამეთანხმა.
ორგანიზებული ჯგუფი იყო, 35 წევრისგან შემდგარი, დიდი ხნის განმავლობაში საოცარი სიზუსტით და გამჭრიახობით გეგმავდნენ ტერორისტული აქტის განხორციელებას, დიდი ხანია მათი გეგმები ხელში ჩაგვივარდა, რამდენიმე სამინისტროსა და პარლამენტის შენობაზე გეგმავდნენ ცეცხლის წაკიდებას, ქალაქის სხვადასხვა უბანში აფეთქებას, თავდასხმებს, არეულობას, ახლა მთავარი იყო მოქმედების განხორციელება დაეწყოთ, ფაქტზე ავიყვანდით და ყველაფერი დასრულდებოდა.
ასეც მოხდა... ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მათი ყველა ქმედება აღვკვეთეთ, დავაკავეთ, ბრალი წავუყენეთ და მალევე წარვადგინეთ სასამართლოს წინაშეც, მალე დაიწყებოდა საქმის არსებითი განხილვა და თითოეულ მათგანს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელოდა.... მე და ნონა ნამდვილი ვარსკვლავები გავხდით, ყველა ტელევიზია, გაზეთი, თუ სოციალური მედია ჩვენზე წერდა და ლაპარაკობდა, ინტერვიუს არ ვაძლევდი, მერჩივნა სხვებს ესაუბრათ მომხდარზე და მე არ გამომეცხადებინა გმირად საკუთარი თავი.... თუმცა ერთი პრობლემა მაინც რჩებოდა, 35 წევრიდან 34 დავაკავეთ, მათ შორის ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე კი გაქრა, მის კვალს ვერსად მივაგენით, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივმართეთ დახმარების აღმოჩენის თხოვნით, თუმცა მისი აღმოჩენა ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ....

ბატონი გიორგის კარზე მორიდებულად დავაკაკუნე.
–შემოდით–გაისმა მისი ბუბუნა ხმა.
–რაღაც მინდა გთხოვოთ–დავიწყე შორიდან.
–გისმენ–თბილად გამიღიმა–ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, არც მორალური და არც კანონისმიერი უფლება არ მაქვს რამეზე უარი გითხრა.
–რამდენიმე დღით გათავისუფლება მინდა, ზეგ კონცერტია და, იცით მთელი ცხოვრება ვოცნებობდი scorpions–ის კონცერტზე მოხვედრაზე, შარშან სტამბულში რომ იყვნენ ვერ მოვახერხე და...
–კარგი. არ არის პრობლემა. რომ ჩამოხვალ, შთაბეჭდილებები გამიზიარე–მითხრა მან.
გაოცებისგან ყბა ჩამომვარდა, არასდროს ყოფილა ასეთი უშუალო და კეთილი, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არაა, სანამ გადაუფიქრებია აქედან უნდა გავიქცე, გავიფიქრე.
–დიდი მადლობა, ბატონო გიორგი. აუცილებლად–ვუთხარი და თავქუდმოგლეჯილი გამოვქანდი გოგოებთან, რომ ახალი ამბავი მეხარებინა.

ერთადერთი საკითხი, რაშიც სამივე იდეალურად ვთანხმდებით და რითიც ნამდვილად ვგავართ „სტანდარტულ“ გოგოებს არის – ბარგი! 4 დღით მივდივართ მხოლოდ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ 4 წლის სამყოფი ნივთები ჩაგველაგებინა ჩვიდმეტიოდე ჩანთაში! ძლივს ჩავზიდეთ ბარგი, მანქანაში მოვთავსდით, რა თქმა უნდა scorpions–ის დისკი ჩავრთეთ, კესო აყვირდა: –ბათუმო, მოვდივაართ! გასაღები გადავატრიალე, ძრავამ ერთი ამოიფრუტუნა და გაჩერდა. –ოღონდ ეს არა! –შეუძლებელია! –მომაძახეს აქეთ–იქიდან... მეორედაც ვცადე, ნამდვილად არ იქოქება!
–ხომ არ დაგეხმაროთ?–ძალიან სასიამოვნო ხმა მომესმა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ბოხი, რაღაცნაირი ხმა ჰქონდა...სულში ჩამწვდომი....
გვერდით გავიხედე და შავ რეინჯ როვერზე მიყუდებული ბიჭი დავინახე, სიგარეტის ნამწვი გადააგდო და ამომხედა....შავ მაისურსა და ლურჯ კეტებში იყო გამოწყობილი, პატარა ცხვირი, მუქი წითელი, მარწყვისფერი ტუჩები ჰქონდა, შავი ფერის, ძალიან მუქი შავი თვალები, მზერას არ მაშორებდა და მეგონა, პირდაპირ ჩემს სულში იხედებოდა... მისი მზერა ძალიან მეცნობოდა და ვერაფრით ვიხსენებდი, საიდან მახსოვდა ეს თვალები.... დავმუნჯდი....



მაქსიმალურად ვეცადე გამეზარდა თავის მოცულობა... აბა რას ფიქრობთ? მაინტერესებს თქვენი აზრი პერსონაჟების შესახებ : ) დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გამოხატული ინტერესისთვის <3 ბევრს ნიშნავს ჩემთვის....



№1  offline წევრი (((end)))

მოკლედ,მოკლედ ძალიან მომწონს ეს ისტორია,მაგრამ გული მწყდება,როცა აი ასე საშინლად გვაინტრიგებ,ნერვები მეთხრება ბოლო დონეზე wink am ხოდა კიდევ ეს დემეტრე მგონია,რომ 35-ე იქნება, ეკა კარგი გოგოა,მომწონს love მისი დაქალებიც და დემეტრეს ძმაკაცებიც wink love მოკლედ უმაგრესია love

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

nia12nia
მოკლედ,მოკლედ ძალიან მომწონს ეს ისტორია,მაგრამ გული მწყდება,როცა აი ასე საშინლად გვაინტრიგებ,ნერვები მეთხრება ბოლო დონეზე wink am ხოდა კიდევ ეს დემეტრე მგონია,რომ 35-ე იქნება, ეკა კარგი გოგოა,მომწონს love მისი დაქალებიც და დემეტრეს ძმაკაცებიც wink love მოკლედ უმაგრესია love


მმ როგორ მიხარია, რომ მოგწონს <3 ეკა ჩემი მეგობარია, რეალურად არსებული პიროვნებაა და ნამდვილად საუკეთესო ადამიანია <3 სიუჟეტი ჩემი მოფიქრებულია, მსგავსი არაფერი გადახდენია (ჯერ) :))) შემდეგი თავი ხვალ იქნება, კიდევ უფრო მეტად ინტრიგნული :D :D

 


№3  offline წევრი dr ghost

Vaime deda :(

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

dr ghost
Vaime deda :(


ვერ ჩავწვდი ემოციას...

 


№5  offline წევრი მე-არავინ

სრული უაზრობა..მთავარი პერსონაჟი ყოველთვის რაღაცით უნდა გამოირჩეოდეს თუნდაც ფიქრებით და ქმედებით...მაგრამ ეს ჩვეულებრივი "გოგოშკური" ისტორიაა სადაც ძალით არის ჩაკვეხებული სამსახური.

 


№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

მე-არავინ
სრული უაზრობა..მთავარი პერსონაჟი ყოველთვის რაღაცით უნდა გამოირჩეოდეს თუნდაც ფიქრებით და ქმედებით...მაგრამ ეს ჩვეულებრივი "გოგოშკური" ისტორიაა სადაც ძალით არის ჩაკვეხებული სამსახური.


სამწუხაროა, თუ ასე ფიქრობ :) ყველას მოსაწონს ვერ დავწერ... მადლობა, რომ აზრი გამოხატე :)

 


№7 სტუმარი ემი

ეეეე, არ მეყოოო winked ასეთი, ჩახლართული ამბები მიყვარს... თან "გლობალურ - საერთაშორისო დონეზე" რომ იშლება love

 


№8  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ემი
ეეეე, არ მეყოოო winked ასეთი, ჩახლართული ამბები მიყვარს... თან "გლობალურ - საერთაშორისო დონეზე" რომ იშლება love


მადლობა, რომ კითხულობ :) სამწუხაროდ დღეში მხოლოდ ერთი სიახლის დამატების უფლება მაქვს, ხვალ იქნება ახალი თავი <3

 


№9 სტუმარი lana

დაიკიდე ვიღაცა იდიოტების გამოხტომმები love მთავარია შენ წერ love და გვასიამოვნებ,ჩვენ კი კომენტარებით მგონი უფრო ბედნიერსს გხდით love

 


№10  offline აქტიური მკითხველი tamo1804

lana
დაიკიდე ვიღაცა იდიოტების გამოხტომმები love მთავარია შენ წერ love და გვასიამოვნებ,ჩვენ კი კომენტარებით მგონი უფრო ბედნიერსს გხდით love

Lana, namdvilad asea chemo kargo. Titoeuli tqvenganis komentari mnishvnelovania chemtvis da mabednierebt :-* imedia, mogwons istoria :-)

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგია... მომწონს...
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხ...
სასიამოვნოა...
თან ისეთია პროგნოზსრომ ვერ გააკეთებ როგორ განვითარდება მოვლენები...
მაგრამ უნდა გითხრა როომ პატარაა და არ მეყო

 


№12  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
რა კარგია... მომწონს...
ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხ...
სასიამოვნოა...
თან ისეთია პროგნოზსრომ ვერ გააკეთებ როგორ განვითარდება მოვლენები...
მაგრამ უნდა გითხრა როომ პატარაა და არ მეყო

Shemdegi tavebi shedarebit didebia :-) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent