შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთელი (თავი მეექვსე-მეშვიდე)


9-08-2016, 12:53
ავტორი 5th Angel
ნანახია 2 556

წერეთელი (თავი მეექვსე)
“თუ გიყვარს ბედნიერი უნდა იყო.... თუმცა... როდესაც გიყვარს.. როდესაც გეფიქრება.. როდესაც გენატერაბა... როცა გტკივა.. როცა ეს ცხოვრება მის გარეშე არარაობად გეჩვენება... ფიქრობ რომ უფერულია ცისარტყელა...კარგავ რწმენას ... როცა იღლები ბრძოლით,ნებდები.“
***
ნიკას დაბადების დღის წინა დღე იყო. მთელი დღე გაგიჟებული დადიოდა, მისი ძმაკაცი თორნიკე რო ვერ ახერხებდა ჩამოსვლას ესპანეთიდან.
ისეთი დაგრუზული იყო, რით გამემხიარულებინა აღარ ვიცოდი.
თორნიკე ფეხბურთელი ყოფილა. კლუბს ყავდა იქ აყვანილი და მინიმუმ ორი წელი, ვერ შეძლებდა ჩამოსვლას.
ამაზე წერეთელმა ვაბშე ააფრინა. რას ქვია თორნიკე დემურია წერეთლის დაბადების დღეზე არ იქნებაო.
კატოც იმ დღეს ჩამოდიოდა ზუსტად გერმანიიდან. ერთი სული გვქონდა მე და ანის, როდის მოვიდოდა ხვალინდელი დღე.
მთელი საღამო ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ნიკასთვის საჩუქრად.. მერე თავში კარგმა იდეამ გამიელვა..
***
-აუ ჩამეხუტა რა, თორე გავრეკავ!
თვალები მოისრისა. სულ ჩასიებული ქონდა.
ჩავეხუტე. შუბლზე ვაკოცე და დამშვიდდი-მეთქი ვუთხარი. აი, ნახავ ყველაფერი კარგად იქნება-თქო და მერე ჩემი ანგელოზი ხარო.
წამში გავბედნიერდი.
***
საყვარელი ადამიანის სიტყვამ, ერთ წამში შეიძლება ხასიათი შეგიცვალოს. გაგაგიჟოს, გაგაფრენინოს ან უბედური გაგხადოს.
***
თბილისის აეროპორტში კატუსას დავხვდით მე და ხმალაძე. დემემ გამოგივლითო, მაგრამ ხმალაძემ უარი უთხრა, საქმეებს მიხედე და საღამოს გნახავო.
კატო გადაირია. აქამდე არ უნდა გეთქვათო?!
ბედნიერი იყო. გზაშივე მოგვიყვა გერმანიის ამბები.
მერე Le Marais-ში დავჯექით და თითქმის ყველაფერი მოვუყევი, რაც იყო და ისიც, რაც არ ყოფილა. (იცინის)
***
ცხოველთა სამყაროში შევედი, კოსტავაზე. მინი იორკშიტერიერი ვიყიდე. ფრაკით გამოვპრანჭე და თმაზე ბაფთა შევაბი.
ძალიან უყვარდა წერეთელს ძაღლები. მახსოვს ადრე მითხრა:ერთად რო ვიცხოვრებთ, ბევრი ძაღლები ვიყოლიოთო. თავი დავუქნიე. მეც ვგიჟდებოდი ცხოველებზე, განსაკუთრებით ძაღლებზე.
***
ყველაზე დიდი საჩუქარი , მაინც წინ იყო!
***
გოგოები გავფრთხილე, დემესთან, ნიკასთან და ბიჭებთან, არაფერი წამოცდენოდათ. შეტყობინება მივწერე, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ბებიაჩემი გახდა ცუდად და რაჭაში უნდა წავიდე, მაპატიე-მეთქი და დიდი ტექსტით მივულოცე. პასუხი არ მოუწერია.
წარმოდგენაც არ მინდა როგორ გაბრაზდებოდა, თან მეცინებოდა, და ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი.
შუაღამის ორ საათზე, თბილისის აეროპორტში ვიყავი. აბრაზე მქონდა გაკრული წარწერა "თორნიკე დემურია"
როგორც კი დამინახა, წამოვიდა. გადამკოცნა, გადამეხვია და ნიკამ სწორი არჩევანი გააკეთაო, მითხრა.
გულში სითბო ჩამეღვარა. ძალიან კარგი ადამიანი ჩანდა.
გზაში ბევრი ვილაპარაკეთ..
ნიკას და თავისი ბავშვობის ამბებს მიყვებოდა. მთელი გზა მხიარულად გავატარეთ. მერე გოგოებს დავურეკე, ჩამოდით-მეთქი, და ხუთი წუთიც არ იყო გასული, უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით.
***
-ამის დედას ****ი, დავიჯერო ეგრე ცუდად იყო ბებიამისი, ერთი საათით რო ვერ მნახა?
დედა ****ან.
გაცეცხლებულმა წერეთელმა, ხელი კედელს მიარტყა.
-კაი დაწყნარდი. ეტყობა მართლა ცუდად იყო ის ქალი, თორე ხო იცი, არ წავიდოდა.
-ანიც არ ჩანს, შეიძლება რაღაცას ჩალიჩობენ.
დამშვიდება სცადა დემემ.
წერეთელმა ლარნაკი დაბლა დააგდო. ძარღვები სულ დაჭიმვოდა, ისეთი სახე ქონდა, ცოტაც და რქები ამოუვიდოდა.
მერე დაბლა დაჯდა, სობრანიეს მოუკიდა და ფიქრს მიეცა..
ისე ცუდად იყო წერეთელი, დემეს ეგონა გული გაუსკდებოდა. ასეთ მდგომარეობაში პირველად ხედავდა ძმაკაცს. არადა, რამდენჯერ იყო გაბრაზებული, თუმცა ასე, მაინც არასდროს ყოფილა! თვითონაც ნერვიულობდა ხმალაძეზე.
-*ლეზე ! აღარ მიხსენო მაგის სახელი.
-თქვენ კიდე აქ ხართ ტო? რა სახეები გაქვთ , იბრიდებით? აუ რა ნაშები ავაგდე, აზრზე არ ხართ პროსტა. წამო დროზე, ეე.. რას ჩამოგტირით სახე, ბიჭო!
ვაჩემ დემეს გახედა, თავით ანიშნა რა ხდებაო..
მერე ძალით შეიყვანეს. მაგ გოგოს სახელი აღარ მიხსენოთო, უთხრა და სტუმრებს შეერია.
***
როგორც კი მანქანა გაჩერდა, ბედნიერი გადავხტი ბარდიულზე. ძაღლი ხელში საყვარლად ცქმუტავდა.
-კაი არჩევანია, უყვარს ძაან ძაღლები.
შემაქო თორნიკემ. თავი დავუქნიე და ბედნიერმა შევაბიჯე შენობაში.
***
როგორ მინდოდა რომ შენი ცხოვრების ფუნჯი მე მჭეროდა და დამეხატა, მეფერადებინა შენი ცხოვრების ყველა დღე ჩემთან ერთად, გათენებაც და დაღამებაც, არასოდეს იქნებოდი მარტო, ვიქნებოდი მარტო.. მარტო ის მინდოდა შენთან ერთად გამღვიძებოდა რომ მეგრძნო, ვარსებობ, რადგან სუნთქავდე არ ნიშნავს რომ ცოცხლობ.. მიფრინდება წლები, წუთები და მეცლები ხელიდან ნელ ნელა. მრჩება ფუნჯი ჩემი ცხოვრების, სადაც ვერაფერს ვხატავ გარდა საკუთარი სიმარტოვისა... მიშველე გთხოვ, მოდი და შეწყვიტე ჩემი სიკვდილი..
***
-ნიკა,გიყვარვარ?
-სიცოცხლეზე მეტად, ნი..
***
რა დავინახე, როცა შევედი? ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი !
იმ წამს ათასჯერ მოვკვდი, და ათასჯერ ძ ა ლ ი თ გამაცოცხლეს. მირჩევნოდა სული ამოეცალათ და ძაღლებისთვის მიეგდოთ საჯიჯდგნას, ვიდრე საყვარელი ადამიანის სხვასთან ყოფნა, ალერსი და მოფერება დამენახა!
კალთაში ეჯდა. ხელი ქონდა გადახვეული და კოცნიდა.. გამეტებით, თამამად. ისე კოცნიდა, როგორც ერთ დროს მე!
იმ წამსვე მოსული შეტყობინება გამახსენდა. გულში მწარედ გამეცინა, მართალი იყავი-მეთქი.
სული შემეხუთა.
გული გამიქვავდა.
წნევა დამივარდა და ფეხებში ძალა გამომეცალა.
ვნახე სამოთხეც, და ვნახე ჯოჯოხეთიც.
პირველი წვეთი ცრემლი რო გადმომივარდა თვალიდან, თორნიკემ გაფითრებულმა შემომხედა. რაღაცის თქმა უნდოდა,აშკარად, მაგრამ ვერაფერი მითხრა.
ხმალაძეს ისეთი ფერი ედო სახეზე, მეგონა წამი-წამზე მივიდოდა დემეტრესთან და ყელს გამოჭრიდა.
ეფერებოდა, კოცნიდა. ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს მე.. მაგრამ ეს უკვე წარსული იყო..
გული ჩამეწვა. თითქოს დანით ამომაჭრეს და ფეხქვეშ გათელეს.
თორნიკემ რო ჩაახველა. დემემ და ნიკამ ერთდროულად გამოიხედეს. ისე იყო ყველაფერი, მგონი მუსიკაც თავისით გაჩერდა. (სიმწრით გაეღიმა)
ისეთი სახეები ქონდათ, ცოტაც და გული წაუვიდოდათ.
-არ არი სწორი საქციელი..
თორნიკემ დანანებით გააქნია თავი.
მერე არაფერი მახსოვს..
ნიკა წამოხტა. დემე ხმალაძისკენ გაიქცა. ძაღლი დაბლა დავსვი, დაბადების დღეს გილოცავ-მეთქი და ისე გამოვვარდი, ლამის კედელს შევეჯახე.
გამოვარდა.
დამეწია.
აგიხსნიო.
თავი დამანებე მეთქი, მე ჩემთვის შენ შენთვის-თქო.
ბოლოჯერ გეუბნები, კარგად დაფიქრდიო და ნახვამდის-მეთქი, რო ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი. ბაზარი არააო, მერე შეიგინა და მანქანაც გაუჩინარდა.
პირველად მეტკინა ასე ძალიან ცხოვრებაში. მერე, მივეჩვიე ტკივილს..


წერეთელი (თავი მეშვიდე)
ხდება ხოლმე, როდესაც საერთოდ არავის ხმის გაგონება არ გჭირდება.
უბრალოდ შენთვის მარტო ყოფნა გინდა.
***
გაფრინდნენ! გაფრინდნენ პეპლები მუცლიდან, ძალიან, ძალიან შორს!
***
მთელი დღეები უაზროდ იწელებოდა. იმდენად ცუდად ვიყავი, ლოგინიდან ადგომაც მიჭირდა.
თავბრუ მეხვეოდა და ცუდად ვხდედბოდი, უიმისოდ.
მტკიოდა, მეწვოდა ყველაფერი, რაც კი გამაჩნდა. ფეხებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. დედაჩემთან ვსლუკუნებდი, მეშინია, არ მინდა სიკვდილი-მეთქი.
ქალი გიჟს გავდა. ხან რომელ ექიმს მოიყვანდა, ხან რომელს. ექიმმა, შენ თავს თუ არ შემოუძახე, და სტრესი თუ არ მოიხსენი, უარესი დაგემართებაო.
დეპრესანტები დამინიშნა.
ვსვამდი.
მერე, მაგაზეც ჩავიქნიე ხელი.
თუ სიკვდილია, სიკვდილი იყოს-თქო. საჭმელსაც აღარ ვჭამდი. სულ გამოვხმი. თვალები ჩამისივდა, ლოყები ჩამიცვივდა. სახის კანს, მბზინვარე ოქროსფერი აღარ დაკრავდა.
სარკეში ჩახედვაც კი მეშინოდა.
მერე, სუიციდზეც ვიფიქრე. ნიკას გარეშე, ცხოვრება არ მინდოდა, და არც შემეძლო. მაგრამ დედაჩემი შემეცოდა, როცა წარმოვიდგინე რამხელა ტკივილის ატანა მოუწევდა.
ფოტო ალბომს ვათვალიერებდი და ცრემლები შეუჩერებლად მდიოდა სახიდან. ვიწვოდი ტკივილით და გული მეკუმშებოდა.
ცოტაც და მართლა მოვკვდებოდი. ვეღარ ვუძლებდი ასეთ ცხოვრებას!
***
შენ უფრო მეტ ტკივილს მაყენებ, ვიდრე მე ამას ვიმსახურებ. როგორ შეგიძლია იყო ასეთი სასტიკი? მე კი მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე შენ იმსახურებ. როგორ შეიძლება ვიყო ასეთი სულელი?
***
თუ ნამდვილად გიყვარს ნება მიეცი, რომ წავიდეს, თუ უკან დაბრუნდება იგი მუდამ შენი იქნება, თუ არადა ჩათვალე, რომ იგი არაფერი ყოფილა შენთვის.
***
23 თებერვალი იყო.. მახსოვს.
ოთახში დედაჩემი შემოვიდა, საჭმელი ჭამეო.
-არ მინდა დედა! შუქი ჩააქრე, რა..
თვალებზე ხელი ავიფარე, ისე მტკიოდა რო გამოძრავებაც კი მიჭირდა. სინათლის შუქი კი უფრო მაღიზიანებდა.
-ნიცა! გეყოფა. როდემდე უნდა იყო ასე? დავიჯერო ამად ღირს ის ბიჭი?
უკვე მეასედ მიმეორებდა, ერთი და იმავე ფრაზას.
"იმ ბიჭის" გახსენებაზე გული მომიკვდა.
ავფორიაქდი.
ცრემლების შეკავების ნაცვლად, ნიაღვარივით გადმოვუშვი.
-ცუდად ვარ დედა, გთხოვ, შუქი ჩააქრე და კარი მიკეტე!
სლუკუნით ვუთხარი.
გადმომატრიალა, შემომხედეო, მითხრა.
-ნიცა! ნიცა შემომხედე. გეყოფა, გეყო უკვე ისტერიკები, გესმის? წავიდა უკვე ის ბიჭი, მორჩა შენი ლამაზი ისტორიაც. როდემდე უნდა იგლოვო?! მითარი.. როდემდე უნდა იყო ასეთ მდგომარეობაში.. იქნებ პირდაპირ ადგე და საკუთარი თავი მოიკლა. რა საჭიროა ამდენი წვალება.
ისიც ტიროდა.
-დედა გთხოვ..
ვგრძნობდი როგორ ივსებოდა ყველაფერი ბურუსით. სუნთქვა მიჭირდა. ასე მეგონა ფილტვებში დანა გამიყარეს და ამომაჭრეს-თქო.
-რა გთხოვ ნიცა, გაჩერდი. გაჩერდი-მეთქი, სანამ გვიან არ.. ნიცა, ნიცა შემომხედე, კარგად ხარ? ნიცა!
ბოლო ხმაზე იღრიალა მაიამ. როცა ფილტვები გადამეკეტა. ვერ ვსუნთქავდი. ვგრძნობდი ორგანიზმში რაღაც როგორ იღვრებოდა.
როგორც შემეძლო, ვცდილობდი ხმის ამოღებას. თუმცა ამის ნაცვლას, საშინელ ბგერებს ვუშვებდი პირიდან.
თვალწინ ნიკა მედგა.
მისი ღიმილი. თაფლისფერი თვალები და მაცდური გამოხედვა. გამეღიმა.
სამოთხეში მოვხვდი-მეთქი. გამიხარდა!
მერე..
არაფერი მახსოვს.
მარტო მაიას განწირული კივილი. მიშველეთო. მერე, ნიკაც გაქრა..
***
გონს რო მოვედი, ჩემი ოთახის ნაცვლად, სულ სხვა გარემო დამხვდა. კედლები თეთრად იყო შეღებილი. ლამაზი ორნამენტებით. მაგიდაზე რამდენიმე საჩუქრის ყუთი იდო.
უამრავი ყვავილითა და ბუშტებით.
თავიდან ვერ გავიაზრე. მაგრამ მერე, გამახსენდა!
თავი საშინლად მტკიოდა. ყელში რაღაც მქონდა შერჭობილი და საკმაო დისკომფორტს მიქმნიდა.
ოდნავ წამოვიწიე და ისევ მსუბუქად დავენარცხე.
სადამდე დაეცი, ნიცა ყიფშიძე! ფეხზე წამოდგომაც კი არ შემეძლო.. ხელები მიკანკალებდა.
უჰაერობა მჭირდა.
ოღონდ ჰაერის კი არა, ნიკასი!
წერეთელი მინდოდა ჩემთან. ჩამხუტებოდა და ეთქვა, რო ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ეკოცნა ჩემთვის, მომფერებოდა და მეც წამში გადავვარდინილიყავი, უსასრულობაში.
მასთან ერთად, შორს.. ძალიან შორს.
***
-ოცნებები მიფრინავენ.
-სად?!
-შორს..
***
სიმართლე გითხრათ, ჩემი სხეული კი აქ იყო, მაგრამ სული წერეთელთან.
ვერ ვხვდებოდი რა დავაშავე, ან ასე როგორ გამიმეტა, ამ ტკივილისთვის. ჩვენ ხომ ისეთი ბედნიერები ვიყავით, ერთად.
მე და ნიკუშა.
ნიკუშა და მე.
და არა “ჩვენ.“
ჩვენ უკვე აღარ არსებობს, დიდი ხანია.
***
ყველა ჩემთან იყო. ყველაფერი კარგად იქნებაო, მეუბნებოდნენ. ყველა მამშვიდებდა, იმის გარდა, ვისგანაც ეს სიტყვები ჰაერივით მჭირდებოდა.
ხმალაძე და ცინცაძე მთელი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი, გვერდიდან არ მცილდებოდნენ.
ხან რითი მართობდნენ, ხან რითი.
მერე ხმალაძემ გამომიცხადა, მე და დემე შევრიგდითო.
გამიხარდა.
მართლა გულით გამიხარდა. რადგან ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ელოდა სიყვარულს, ეწვია და ამაზე უარი არ უნდა ეთქვა, არავის გამო.
ჩემი სიყვარული კი, სულაც არ ყოფილა ნამდვილი. ამბობენ, სიყვარული ნამდვილია, თუ მის სინამდვილეში არ შეიტან ეჭვსო.
გილოცავ კუს, ბედნიერებას გისურვებთ-მეთქი, ჩავეხუტე.
გამათბო!
მერე, დემე მოვიდა. უამრავი სათამაშოთი და ბუშტებით. ყველაფერი კარგად იქნება ნიცუშ, შენ არ იდარდოო.
მოწყენილი ჩანდა. ალბათ ვეცოდებოდი.
არადა ერთ დროს,თბილისის ყველაზე მაგარ ნათელმხილვესაც კი,რო ეთქვა ნიცა ყიფშიძეს ასეთი მომავალი ელისო, არ დავუჯერებდი.
თუმცა როგორც ჩვენ გვინდა, ისეთი არასდროსაა ცხოვრება, და ალბათ ვერც ვერასდროს იქნება.
თუ, ვინმემ ეს კანონი არ დ ა ა რ ღ ვ ი ა ! (დაიმახსოვრეთ, იქნებ თქვენ მაინც შეძლოთ რამე.)
***
ვინ აღარ იყო მოსული, გოგო-ბიჭებით დაწყებული, პატარა ბავშვებით და ასაკიანი ქალებით დამთავრებული. არავის თავი არ მქონდა.
ყველას უხეშად ვექცეოდი. ხვდებოდნენ და მიდიოდნენ, მალევე.
მერე დედაჩემი შემოვიდა, მიხარია რო კარგად ხარ, და იმ დღეს რაც გითხარი, ყველაფერი ტყუილი იყო. უბრალოდ მეშინოდა შენი დაკარგვისო, შუბლზე მაკოცა. მიყვარხარ-მეთქი და გავუღიმე.
მერე მთხოვა, იქნებ ჩემი ხათრით ახალი ცხოვრება დაიწყოო, თუ გინდა სხვაგან გაგიშვებო.
თავი დავუქნიე.
გაუხარდა, ჩამეხუტა და მეც ავასრულე, მიცემული პირობა.
***
-იქნებ გადაიფიქრო და სადმე წავიდეთ, ქალაქგარეთ ცოტახნით.
ხვეწნით დამსდევდა ანი.
გამეცინა.
-ხომ იცი, როგორ მიყვარხარ! ყოველ დღე მოგწერ..
სევდიანად გავუღიმე.
მერე კატუსას ჩავეხუტე. აბა შენ იცი, ხმალაძეს მიხედე, ძაან არ იცუღლუტონ ამან და დემემ-თქო.
გადაიხარხარა. მეც გამეცინა.
დროთა გამავლობაში მივხდი, რომ მეგობრობას დრო ვერაფერს დააკლებს. ის ისეთივე უცვლელი და ხელუხლებელი რჩება, როგორც ურთიერთობის დასაწყისში. თუ რა თქმა უნდა, ნამდვილია.
ისე ჩავეხუტე ჩემ ბარტყებს,ცოტაც და გავჭყლიტავდი. სხვა სიტუაციაში, წუწუნს დაიწყებდნენ. ხმა არ ამოუღიათ, ისე მეხუტებოდნენ.
თითქოსდა შემეცოდა ჩემი თავი.
ვტოვებდი ჩემ სამშობლოს. ჩემ თბილისს.. არც ვიცოდი, ოდესმე დავბრუნდებოდი, თუ არა.
-დე, ჩაი გამიკეთე რა.
გავუღიმე. ერთი-ორი ცრემლი გადმოაგდო და სამზარეულოში შევიდა. როგორც კი გაქრა, ჩემი თვალთახედვის არიდან, იქვე ჩავიკეცე.
ცრემლები გაუჩერებლად მდიოდა სახეზე.
ვუყურებდი ჩემ ეზოს და მახსენდებოდა ბავშვობის ტკბილი მოგონებები. ერთხელ მახსოვს, დედაჩემის საყვარელი ფეხსაცმელი გავტეხე, იმის გამო რო სტუმრებს ლამაზად დავხვედროდი და თავი მომეწონებინა. საშინლად დამტუქსა მაიამ. ერთი თვე, აღარც ნაყინს მყიდულობდა და აღარც პარკში მიშვებდა. მაშინ რვა წლის თუ ვიქნებოდი..
ახლა უკვე ცხრამეტის ვარ, და გეფიცებით.. გეფიცებით, დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს ნაყინზე, პარკზე და საერთოდ ყველაფერზე, რაც კი გამაჩნდა, რომ აქ, ჩემს ქალაქში, მოგონებებით სავსე, თბილ, მყუდრო და გრძნობებით გაჟღენთილ თბილისში დავრჩენილიყავი.
არ მჯეროდა, რომ ყველაფერს ასეთი დასასრული შეიძლებოდა ქონოდა. არ მჯეროდა, და არც მინდოდა დაჯერება.
ალბათ ეს იყო, სხვა არაფერი.
ცრემლები, სევდა და მარტოობის უგონო ღამეები.
მერე, წავედი ბერლინში და ყველაფერი ახლიდან დავიწყე. უთბილისოდ, უმეგობროდ, უდედოდ, უსიყვარულოდ და რაც მთავარია, უწერეთლოდ!



***
ბავშვებო, რადგანაც ხვალ მივდივარ დასასვენებლად, და ვეღარ შევძლებ დადებას, ამიტომ, ორი თავი შევაერთე, და კიდევ ორი დარჩა, რომელსაც ხვალვე ავტვირთავ.
ძალიან გთხოვთ, დააფიქსროთ აზრი, მთლიანად ისტორიასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მაინტერესებს.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ასე მახარებთ და გვერდში მიდგახართ, მიყვარხართ! love



№1  offline წევრი Mogwai.

აი მართლა არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარი ისტორიაა, ყველანაირად. პერსონაჟებითაც, სიუჟეტითაც, წერის სტილითაც.
მერამდენედ ვამბობ love
შოკი პიკი პანიკა! დასასრულისთვის არ ვიყავი ჯერ მზად, მაგრამ კარგია ძალიან რომ არ გაწელავ feel

 


№2  offline წევრი ევანჯელისტა.

ძაან მაგარიაააააააა
სერიოზულად
ვგიჟდები ამ მოთხრობაზე
თან ყოველდღე დებ და არ გვალოდინებ ხოლმე
არ მინდა დასასრულიიიიიიიიიი
გააგრძელე რა ან ახალი დაიწყე crying

 


№3  offline წევრი 5th Angel

Mogwai.
აი მართლა არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარი ისტორიაა, ყველანაირად. პერსონაჟებითაც, სიუჟეტითაც, წერის სტილითაც.
მერამდენედ ვამბობ love
შოკი პიკი პანიკა! დასასრულისთვის არ ვიყავი ჯერ მზად, მაგრამ კარგია ძალიან რომ არ გაწელავ feel


მადლობა, მეც იგივეს ვფიქრობ. არ მიყვარს გაწელილი ისტორიები, თუმცა არც ძალიან პატარა. გააჩნია სიტუაციას love

 


№4  offline წევრი dr ghost

Uplays.net _-_-_

 


№5  offline წევრი 5th Angel

ევანჯელისტა.
ძაან მაგარიაააააააა
სერიოზულად
ვგიჟდები ამ მოთხრობაზე
თან ყოველდღე დებ და არ გვალოდინებ ხოლმე
არ მინდა დასასრულიიიიიიიიიი
გააგრძელე რა ან ახალი დაიწყე crying



მადლობა დიდი, გაიხარე love როგორც უკვე ვთქვი, გაწელილი არ მინდა რომ იყოს, და ამიტომ მგონია, რომ ცხრა თავი სრულიად საკმარისია. სავარაუდოდ სექტემბრიდან, კვლავ დავიწყებ წერას რაიმე ისტორიის, მანამდე კი ჩანახატებით გაგანებივრებთ, ნუ, ვეცდები მაინც.. love winked

 


№6  offline წევრი isterichka123

აუ დზან მაგარია ამას ნაგდად არ მოველოდი ნიკას ეს არუნდა გაეკეთებინა კარგია გაგრძელე

 


№7  offline წევრი iriin3

ძაან მომწონსს.. კაი ისტორიაა სიამოვნებით ვკითხულობხოლმე..<3

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაააან მაგარიი იყოო <3 ვგიჟდები ამ ისტორიაზეეე <3

 


№9  offline წევრი anukianukianuki23

კაი იყო იმედია მალე დადებ ახალს

 


№10 სტუმარი reiki gogo

auuu mainteresebs dasasruliii male dasrule gtxov

 


№11 სტუმარი nia wereteli

weretelma ase rogor gawyeninat :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent