შურისძიება ვამპირის ენაზე (7)
ამ ამბით გაოცებულმა დენიელმა და ემამ მაგიდისკენ გადაინაცვლეს და ერთმანეთს უყურებდნენ. ემას ხელები მაგიდაზე ჰქონდა დაწყობილი და თავის გრძელ ფრჩხილებს, რომელზე ლამაზად ესვა შავი ლაქი ნერვიულად და რითმულად აკაკუნებდა. დენიელს ნერვები მოეშალა ამ ხმაზე და ხელი ძლიერად მოუჭირა მის ხელზე. ემამაც გააჩერა. -რამე დასალევი გააქ? ჰკითხა ემამ. დენიმ უხმოდ გამოიღო ორი ჭიქა და ტეკილის ბოთლი. გაანაწილა ჭიქებში და ერთი ემას დაუდო წინ. თვითონ სწრაფად დაცალა და მეორე დაისხა. ემა კი ღიმილით მისჩერებოდა. -რაზე ნერვიულობ? -ჯესზე. არ უნდა გაეღვიძა აქამდე? რა ხდება? ემამ ისევ ღიმილით მიმართა. -მასზე ღელავ, ესეიგი მის მიმართ რაღაც გრძნობა გაქ. -ერთი შეუბღვირა დენიმ.- წესით მალე უნდა გაიღვიძოს, დაახლკებით ნახევარ საათში. შელოცვის შემდეგ ნახევარი დღე უნდა გავიდეს, რომ გაიღვიძოს.-მაჯის საათს დახედა. -შენ თქვი რომ ჯესსი ნაშვილებია. სკამი გამოსწია და მის წინ დაიკავა ადგილი. ქეროლმა და დეამინმა იციან ამის შესახებ? -არა არ იციან. ჯესსის ნამდვილმა დედამ ის საავადმყოფოშივე მიატოვა. ექიმებმა გადაწყვიტეს ის ობოლთა თავშესაფარში ჩაებარებინათ, მაგრამ შემდეგ ქეროლი შემოიყვანეს რომელიც მშობიარობდა. ბავშვი მკვდარი დაიბადა და ქეროლს ბავშვის დაკარგვა და ჯესის უდედობა რომ არ ეგრძნო ექიმებმა მას მიუყვანეს. -კარგი, ახლა სადაა ჯესიკას ნამდვილი დედა? -ამერიკაშია, ჯორჯიაში. -კარგი, ჯესი როგორ უნდა დავიცვათ, რომ მას არ მიეკარონ? -არვიცი. ვამპირი რო გახდეს? -ეგ არ გაჭრის, გული მაინც გულია. მაგრამ უფრო ძლიერი იქნება და თავის დაცვას შეძლებს. -რო არ დათანხმდეს? -სხვა გამოსავალიცაა, მასში ხომ არჯენტის სისხლია, იქნებ ჯადოქარია. -მაგრამ, თუ ალქაჯი არ იქნება უნდა მოვაქციოთ, სხვა გზა არაა, ასე უფრო დაზღვეულნი ვიქნებით.თქვა ჩაფიქრებულმა ემამ. მაგრამ მე ვერ მოვაქცევ, არასოდეს გამოკეთებია. თან არ მგონია ასე ადვილად მაპატიოს ნიკის სიკვდილი. -ნიკი რატომ მოკალი? -ის მაქცია იყო, ჯესისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ყოველთვის როდესაც მთვრალი იყო ზედმეტ რაღაცეებს აყრანტალებდა და თან ჩემს დაიკოს აწყენინა. ნუ მშიოდა კიდეც. გაეცინა. ცოტახანი კიდევ იჯდნენ ასე და უსაზღვროდ ფიქრობდნენ. ფიქრი ჯესიკას ღრმა ჩასუნთქვამ და ხველების დაწყებამ გააჩერებინა და ორივე მასთან მივარდა. ჯესიკა გაოცებული უყურებდა მათ. ფიქრობდა თუ აქ რა უნდოდა, სახლში რომელსაც პირველად ხედავდა. დენიელის ნახვა დიდად არ გაკვირვებია, მაგრამ ემას დანახვა საერთოდ არ ესიამოვნა. უცებ შეხტა და მდივნის საზურგეს მიეყრდნო. სასტიკად იეჭვიანა ემაზე, როცა მასთან ერთად დაინახა. დენიელს ჩაჰკიდა ძლიერად ხელი და ემას გაბრაზებულმა შეხედა. -დენიელ, ეს აქ რას აკეთებს. -გამარჯობა. გაუღიმა ემამ. ჯესიმ ყური არ ათხოვა დენიელს მიაშტერდა შეშფლთებული. -ხო კარგად ხარ? და თვალებში ჩახედა. -კი, ჯესს, კარგად ვარ. გახსოვს რამე? -კი ყველაფერი მახსოვს. ამ დროს ემამ ამოიღო ხმა. -წესით არ უნდა გახსოვდეს. გაკვირვებული მიაშტერდა. ჯესიმაც შეხედა გაბრაზებულმა. -დენიელ, წამოდი ერთ წუთს. დენიელიც სასწრაფოდ წამოდგა, ხელი ააცალა ჯესის და მას გაყვა. ჯესიკა გაბრაზებული იყო. წარბები შეკრა და ტუჩები გამობურცა. ემა და დენიელი მეორე ოთახში გავიდნენ. -დენიელ, მას წესით არ უნდა ახსოვდეს თუ რა მოხდა გუშინ. -რატომ? -ალქაჯებს შელოცვა დავამატებინე ასეთი. -მაშინ ყველაფერი უნდა ვუთხრათ. ღრმად ჩაისუნთქეს და ოთახში დაბრუნდნენ. ჯესი მათ უყურებდა და ყელში ბურთი ეჩხირებოდა, დენიელი რომ ემასთან ასე კარგად იყო. ემა უკვე ძულდა. -ჯესიკა, მნიშვნელოვანი რამ უნდა მოგიყვეთ. -რა მოხდა? და დაიწყეს ყველაფრის მოყოლა, ჯესიკა კი სულგანაბული უსმენდა და ხანდახან მისი გული დარტყმებს ტოვებდა ხოლმე. როცა მორჩნენ ჯესიკას მიაშტერდნენ. -ცოტახანს მარტო მინდა, ყველაფერი უნდა გავაანალიზო და სახლიდან გავარდა ისე რომ მათთვის არ შეუხედავს. ემამ თქვა -ცოტახანს მარტო იყოს. შენ მის სახლში წადი და იქ დაელოდე. მე აქ ვიქნები, შელოცვის თქმა დამავიწყდა და მთელი დღე ვერ გავალ მზეზე. *********** კარზე ზარის ხმა გაისმა. მამაკაცმა მიიხედა, სავარძლიდან წამოდგა და თქვა. -შემოდით. -ბოს, შეიძლება? ოთახში შევიდა ყვითელთვალება მამაკაცი. -უკვე შემოხვედი. რამე მოხდა მნიშვნელოვანი, რომ შემაწუხეთ?! მკაცრად შეხედა და ჭიქაში ბისკი დაისხა. -უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ვერაფერი გავიგეთ, იმ გოგონაზე. შეშინებულმა ახედა რადგან მისთვის რამე არ დაეშავებინა. -შეიძლება შენ ვერ გაიგე, მაგრამ მე ვიცი. გოგონა ჯესიკა მორგანია, ნამდვილი გვარი არჯენტი, ხოლო რაც შეგეხება შენ, ჩემი ტყუილად შეწუხების გამო დაისჯები. ვისკი ჩაცალა და მასთან მივიდა. -ბოო.. ს... -მეტი ვერაფერი თქვა, მხოლოდ ცრემლი გადმოუვარდა ყვითელთვალებას და იატაკზე მოწყვეტით დაეცა. მამაკაცმა ირონიულად შეხედა, ხელში რომ გული ეჭირა გაუშვა და მის სხეულთან ახლოს დაგდო. თვითონ სისხლიანი ხელი თეთრი ცვირსახოცით გაიწმინდა და დაიძახა. -ვილიამ. ვილიამი სწრადად შემოვარდა და შეხედა. -დიახ. შიშით უყურებდა ბოსს და ცხედარს ნაღვლიანად დახედა. -აქაურობა მოაწესრიგე.. სასწრაფოდ.. და თვითონ მდივანში ჩაესვენა. -დიახ, ახლავე. ცხედარი გაიტანა და სისხლის მოწმენდა დაიწყო. ცოტახანში შეპარვით შეეკითხა. -ბოსს, თქვენი საუბარი გავიგე, გოგონას რას უპირებთ? -შენთვის არ უსწავლებია დედაშენს, რომ სხვის საუბარს არ უნდა მოუსმინო?-ბიჭი გადაფითრდა- თუმცა რას გეკითხები დედამ ხო მიგატოვა-ირონიულად გაუღიმა- ბიჭი კი შეშინებული იყო და ნაღვლიანად ჰქონდა თავი დაბლა ჩახრილი.- ის გოგო, ჯესიკა. სამი თვე ალქაჯებმა თავისი ჭკუით გადამიმალეს. დავაცდი სამ თვეს საინტერესოა რას მოიმოქმედებს. -ვამპირი რო გახდეს? ან ალქაჯი რო იყოს, მასში ხო არჯენტის სისხლია. -ჩვენ მხოლოდ მისი გული გვჭირდება. ახლა სწრაფად დაასრულე საქმე და აქედან დამეკარგე და კიდევ მთელი სამი თვე არ ვიქნები ამ სახლში და ეცადეთ თვალით არ დამენახოთ სადმე. თუ მნახავთ ახლოს არ გამეკაროთ, ყველას შეატყობინე ეს. ვიცი, რომ ძაან, ძაან პატარა თავია,მაგრამ დღეს მივდივარ თბილისში და მეტს ვერ მოვახერხებდი. ახლაც გზაში ვარ და ისე დავწერე. შემდეგ თავს დავდებ დიდს და საინტერესოს მიყვარხართ და მადლობა ყველას ვინც მიფასებთ ისტორიას და მიხარია რომ მოგწონთ. პ.ს. ფოტოზე ჯესიკაა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.