შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 4


9-08-2016, 21:00
ავტორი sophiaa
ნანახია 2 746

არ ვიცი ეზოში რამდენი ხანი ვიყავით, არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ ფაქტი ისაა რომ ოთახში გავიღვიძე. ძალიან ლამაზი ოთახი იყო, აშკარად ეტყობოდა რომ ბიჭისაა
-დილამშვიდობისა, როგორ გაძინა?
ოთახში პირსახოც შემოხვეული თოკო შემოვიდა. ღმერთო ჩემო ასეთი ტანი ჯერ არ მინახია, ცოტა ხანს თვალები გაშტერებული მქონდა შემდეგ კი გონს მოვეგე
-დილამშვიდობისა, ძალიან კარგად მეძინა. ეზოში ჩამეძინა?
-ხო, ეტყობა ძალიან დაღლილი იყვი, ამოგიყვანე და ტანსაცმელი გაგხადე
საბანი გადავიწიე, მხოლოდ გრძელი მაისური მეცვა რომელიც აშკარად არ იყო ჩემი. სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მან მე შიშველი მნახა. საწოლის წინ დადგმულ სარკეში დავინახე რომ ჭარხალივით წითელი ვიყავი.
-ჰეიი რატომ გაწითლდი? ისე ძაან მაგარი ტანი გქონია.
ახლა თუ არ მოკეტავს შეიძლება აქვე მოვკვდე. ძალიან მერიდებოდა მაგრამ ეს კითხვა რომ არ დამესვა ვერ მოვისვენებდი
-ისა თოკო და შენ სად გეძინა?
-შენს გვერდით, ასე კარგად დიდი ხანია არ მძინებია
ოო ღმერთო, ტუჩის კვნეტა დავიწყე ღიმილის შესაკავებლად. მოდი გადავხარშოთ. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ბიჭს მე ხეიბარი გოგო გუშინ აგარაკზე გამოვყევი, შემდეგ ეზოში მის გვერდით ჩამეძინა. დილით ვიღვიძებ მხოლოდ მისი მაისურით და ვიგებ რომ მას ჩემს გვერდით ეძინა. ახლა კი დგას პირსახოცით და ისე მიყურებს თითქოს ამ ყველაფერში უჩვეულო არაფერი იყოს.
-მოდი ახლა ჩავიცვათ, მე საუზმეს მოვამზადებ და მერე გავისეირნოთ. აქ მაგარი ტყეა
ცხოვრებაში პირველად საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო რომ ასეთი რაღაცეები არ შემეძლო. ის მომიახლოვდა წელზე ხელი შემიცურა და ერთი მარტივი მოძრაობით საწოლზე დამსვა. მაისური გამხადა. ძალიან ძალიან შემრცხვა.
-ანა ბიჭისთვის ოდესმე გიკოცნია?
ამ კითხვას ძალინ უხერხულ მომენტში სვავს. მე ნახევრად შიშველი საწოლზე ვზივარ ის კი ჩემს ფეხებთანაა ჩამუხლული
-არა, არასდროს
-იცი რომ პატარაობიდან მიყვარს როდესაც ყველაფერში პირველი ვარ?
კისერზე ხელები მომხვია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. თავიდან გაშეშებული ვიჯექი მაგრამ შემდეგ გავიფიქრე ერთი ამის დედაც და მეც ავყევი კოცნაში. მუცელში მთელი ზოოპარკი დარბოდა. შეუძლებელია ამაზე მაგარი გრძნობა არსებობდეს. ნადვილი საოცრება იყო. კოცნა რომ შევწყვიტეთ გული ისე მქონდა აჩქარებული მეგონა ამოხტებოდა. თავი მკერდზე მომადო. საინტერესოა რაში ვჭირდები ასეთ ბიჭს მე? რაში სჭირდება ჩემი ძიძობა? მე მას ვერც შვილს გავუჩენ, წარმოიდგინეთ საკურთხეველთანაც კი ვერ მივალ ჩემი ფეხით. ჰო გეთანხმებით ყველაფრის გაზვიადება მიყვარს. კაბა აიღო და ფრთხილად გადამაცვა
-კარგი ახლა წავიდეთ და ვისაუზმოთ
ხელში ამიყვანა, მეგონა ეტლში ჩამსვავდა მაგრამ პირდაპირ კარებისკენ წავიდა
-თოკო ეტლი იქით დევს
-დაიმახსოვრე სანამ ჩემთან ხარ ეტლი არ გჭირდება, მე შენ ყოველთვის ხელში აყვანილი გატარებ, აი მაშინაც როდესაც დამოუკიდებლად შეძლებ გავლას.
სიტყვებს ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვებს შეუძლია გული გვატკინოს ან პირიქით გაგვიხაროს. შეუძლია იმედი მოგვცეს ან გაგვიცრუოს. თოკოს სიტყვები ჩემზე რაღაცნაირ გავლენას ახდენს. მეც კი ვერ ავღწერ. მის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ჩემს გულს როგორც წამალი ისე ედება. მისმა სიტყვება იმედი მომაცა, იმედი იმისა რომ ერთ დღეს გავივლი.
-თოკო სახლში როდის დამაბრუნებ?
-ჩემი ნება რომ იყოს არც დაგაბრუნებდი მაგრამ შენები ინერვიულებენ ამიტომ დღეს საღამოს დავბრუნდეთ. მაგრამ პირობას გაძლევ აქ ხშირად ამოგიყვან ხოლმე
-ახლა მე მცხეთაში დავბრუნდები, შენ თბილისში წახვალ და ყველაფერი ძველებურად იქნება
-ასე გგონია ანი? გგონია რომ მე დაგივიწყებ და ყველაფერი დასრულდება? ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მაინც ამოვალ და გნახავ
-თოკო ვერ ვხვდები რაში გჭირდება ჩემნაირი გოგო თუნდაც მეგობრად?
-ანა ეს შენი რკინის სკამი არაფერს ცვლის. რატომ არ გესმის რომ შენც ჩვეულებრივი გოგო ხარ
-დამიჯერე ეს რკინის სკამია ყველაფერი. რაში გჭირდება გოგო რომელიც ელემენტარულად საცვალს ვერ იცმევს დამოუკიდებლად?
-ჩემო ანა სიყვარულმა არც რკინის სკამი იცის და არც შეცოდება. სოყვარული? ის ხომ ბრმაა
შოკირებული ვიყავი, ფაქტიურად სიყვარული ამიხსნა. არა ეს ყველაფერი ძალიან მარტივია
-შენ გგონია რომ ერთ დღეში შემიყვარე? დამიჯერე გავა ერთი-ორი დღე და მიხვდები რომ უბრალოდ გეცოდები
-მე მჯერა ერთი ნახვით სიყვარულის და თამამად შემიძლია ვთქვა რომ მიყვარხარ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent