შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?! (თავი 37)


9-08-2016, 23:04
ავტორი aleqsandra
ნანახია 3 975

გიახლოვდება ადამიანი, რომელიც შენთვის საუკეთესოდ აქცია წლებმა, მაგრამ სხვისი შეცდომების და შენივე ლაჩრობის გამო მას დაშორდი, საუკეთესო მეგობარს თავად შენ აქციე ზურგი და რამდენი წელი თვალითაც არ გინახავს, ხვდები, როგორ მოგნატრებია ის თუმცა მაინც შიში, ყველაზე ძვირფასის დაკარგვის შიში უკან დახევას გაიძულებს.
ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი თემოს, უმალ ზურგი ვაქციე და სართულის კიბეებზე დავეშვი.
-ნინუცაა!.... გაწონასწორებული ხმით ერთჯერ დამიძახა თემომ, თუმცა არ შევჩერებულვარ. მეტჯერ არ უცდია დაძახება.
სული შემეკრა, ვფიქრობდი, რომ ზურამ გამოგზავნა ის. მივდიოდი წინ და თვალებში მიორდებოდა ადამიანები.
სამი სართული ასე, ჩამოვირბინე, თუმცა უკვე უნივერსიტეტის კარიდან ვაპირებდი გასვლას, როდესაც ხელი მტაცა მკლავში და გულში ჩამიკრა.
-რამდენი ხანია გეძებთ, როგორ მოგვენატრე და შეგვაშინე! თემოს მკლავებში ვყავდი მოქცეული და ვატყობდი, მის თითეულ სიტყვაში რამდენი ტკივილი იყო.
-გამიშვი თემო, არ მომეკაროო! გესლიანად ვუთხარი.
-რა დაგემართა ნინ?კვლავ მისი სევდა ჩამდგარი თვალები, როგორ მტკიოდა მისი ეს მდგომარეობა ნაწილობრივ, თუმცა შიშსს.... შიშს ვერაფერს ვუხერხებდი.
-მახსოვს 4 წლისწინ გითხარი, რომ ჩვენი მეგობრობა დასრულდა, ხოდა აზრი დღესაც არ შემიცვლია...
-რას ამბობ ხვდები?! ჩვენი მეგობრობა რის ფონზე დაასრულეე? თემო უმოწყალოდ შლიდა ხელებს და ცდილობდა ჩემი აზრები წაეკითხა ძველებურად.
-სიმართლეს თემო..... შენ ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს ის, რომ რაღაცეები იცვლება. თავი ჩავხარე და კარი გამოვაღე.
ქუჩაში გამოსულს სიო მომელამუნა და მესიამოვნა.
-მოიცადე, ნუ გარბიხარ! ქურდულად ნუ გარბიხარ და ნუ მარიდებ თავს. სიარული არ შემიწყვეტია, ისევ მკლავში მეცა და შემაჩერა.
თავი არ ამიწევია, თუმცა ხელის გათავისუფლებას ვცდილობდი კვლავ უმოწყალოდ.
-მე ნინო,რაში მადანაშაულებ?! გთხოვ მითხარი... ხმას არ ვიღებდი,მცხვენოდა თუ რა იყო არ ვიცი ვერ ვხსნი თუმცა ხმას ვერ ვიღებდი.
-თქვი, მიდი რატომ არ იღებ ხმას? იღრიალა თემომ და ფეხით მოსიარულეთა მზერა მივიპყარით.
-ზურამ რისთვის გამოგზავნა?! კითხვაზე - კითხვით ვუპასუხე.
-არავის არ გამოვუგზავნივარ! მე ჩემით მოვედი, მოვედი იმ გოგოსთან, რომელიც ჩემი მეგობარი იყო წარსულში, მერე ჩემი ძმაკაცის საყვარელი ქალი გახდა, მერე მისი ცოლი და ბოლოს მისი ქვრივი და შვილის დედა! თავში თითქოს ურო ჩამარტყეს ბოლოს სიტყვის მოსმენაზე.
-მისი შვილის დედაა?! ამოვიხავლე.
-ხო, მისი შვილის დედა! ვფიქრობდი, რომ დავიღუპე , ალბათ ზურამ გაიგო, რომ შვილები მყავს და ამბის დასაზუსტებლად, გამოუშვა თემო.
-მისი შვილის დედა?!.... ისევ გავიმეორე ჩურჩულით და თვალებში ჩავხედე.
-ხო, რა იყოო,მისი შვილის დედა ხარ! გიორგი მან საკუთარ შვილად მიიღო დაგავიწყდა.
-მე არაფერი არ მავიწყდება! ძლივს ამოვიდუდუნე და შვებით ამოვისუნთქე.
-თურმე გავიწყდება ნინოო! რამდენი წელია მიცნობ თქვი, მიდი გულწრფელად თქვი...
-ეს რა შუაშია თემოო....
-მიდი თქვი რამდენი წელია მიცნობთქოო?!...
-უვე 8 წელი...
-ხო და ამ 8 წელში მე შენ ოდესმე მომიტყუებიხარ?! მიღალატია შენთვის სადმე? არა... მე შენი დამცველი ვიყავი მუდამ ყველგან და ყველსათან... თავად ალექსთაანაც კი გიცავდი....წარსული უფრო მეტად ამატკივა მისმა სიტყვებმა.
-თემო ძაალიან გთხოვ გაჩუმდი, გთხოვ გაჩუმდი და დამანებე თავი თუ ღმერთი გწამს, არ მინდა არავისზე არაფრის გაგონება, მე ჩემი ახალი ცხოვრება მაქვს...
-როგორი ახალი ცხოვრება გაქვს?! აი ისეთი, თუთქმის 5 თვეა რაც საქართველოში დაბრუნდი და ჯერ შენს სახლში ერთი ღამეც, რომ არ გაგითევიაა, შენი საყვარელი მამაკაცის საფლავზე რომ არ ასულხარ, შვილი რომ არ აგიყვანია მის საფლავზე ისეთი ახალი ცხოვრება გაქვს?! თუ ისეთი ახალი ცხოვრება გაქვს, ყველა შენი ნამდვილი მეგობარი, რომ დაივიწყე და ამ უნივერსიტეტის კედლებში გამოიკეტე ჰაა?! მიპასუხე.
-თემო დამანებე თავი! მკლავი ავუქნიე.
-არ დაგანებებ არაა, თუ მაგარი გოგო ხარ და თუ მიმტკიცებ, იმას რომ ახალი ცხოვრება დაიწყე მიდი, იმ სახლში შეაბიჯე პირველად, რომლის გასაღებსაც ასე გულდასმით ინახავ, სადაც შენი ალექსის სურნელი ბუდობს, რომელიც მის თავს და შენი ცხოვრების ბედნიერების წუთებს გაგახსენებს, მიიდი ზურა ნახე, პირში მიაყარე მტკიცებულებები, რომლებიც მე და დადამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად მაინც ვიპოვეთ, მიაყარეე და გააჩუმე ზურაა და მთელი ქვეყანა, რომლეშიც შენი ერთი ფულზე შეყვარებული მკვლელი ქალი ხარ! მკვლელი, რომელმაც ნაკაშიძეების ძლევამოსილ გვარს მოუკლა ერთადერთი მემკვიდრე! თემო ცდილობდა ჩემს გაღიზიანებას და გამოუვიდა კიდევაც.
-არ მინდა! არ მაინტერესებს არაფერი, ფეხებზე***** ყველას აზრი თემო! მე დიახაც რომ მკვლელი ვარ, მე ალექსი თუ არაა ჩემი საკუთარი „მე“ მოვკალი, ასე რომ მაინც მკვლელი გამოვდივარ, ასე, რომ.... მე ახალი ცხოვრება დავიწყე, არავინ მაინტერესებს და არაფერი! ყველას თავისი მიეზღვებაა, თუმცა ამასაც დრო სჭირდება.
-რა დროზე მელაპარაკები,რა დროზე?! როდის აქეთ გახდი მშიშარა ვირთხაა ჰაა?
შენ სიმართლეს რატომ არ უკეთებ აფიშირებას, თუ მაგარი გოგო ხარ რატომ არ მიდიხარ ალექსის საფლავზე რატომ?! რამ შეგაშინა ან ვინ ასე?!
-თემო შემეშვი! ვინ გითხრა ჩემი ჩამოსვლის ამბავი.
-აამას რაიმე არსებითი მნიშვნებლობა აქვს?!
-თემო ერთი რამე დაიმახსოვრე, ის სახლი ჩემიაა, მალე იქაც გადავალ საცხოვრებლად, ის საფლავიც მე მეკუთვნის ვინაიდან იქ მარტო ალექსანდრე არ მარხია, იქ მეც დავიმარხე 4 წლის წინ და საერთოდ მე ის მეამიტი გოგო აღარ ვარ! შეუვალი ვიყავი.
-მაგას მივდხვდი, რომ ის გოგო აღარ ხარ ვინც ჩემი მეგობარი იყო! შენ ახლა გაბოროტებული ქალი ხარ, რომელსაც ჩიტის არ იყოს ხელის აქნევა უნდა, რომ შურისძიება დაიწყოს, თანაც გაურკვევლად, ყველა და ყველაფერი გაანადგუროს! მისმა ამ სიტყვებმა კიდევ ერთი იარაა მოაყეენეს ჩემს გულს! თუმცა გული სადღა მქონდა!
-მართალი ხარ, მე ცხოვრებისგან გაბოროტებული ქალი ვარ!
-შენ ცხოვრებისგან გაბოროტებული ქალი კი არ ხარ შენი სისუსტისგან გაბოროტებული ქალი ხარ, რომელმაც ბევრი რამ დაკარგა და კიდევ ბევრს დაკარგავს თუ რეალობას თვალს არ გაუსწორებს! მითხრა და დამტოვა გახევებული შუა ქუჩაში.
************************ ************************************* *****************************
სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც თემო ვნახე, ფინალურ გამოცდებამდე უნივერსიტეტში კვირა იყო დარჩენილი.
სამი ჯგუფი მყავდა არცერთს არ დაედებოდა წუნი უნიჭობის თუმცა სანდროს ჯგუფი ყველაზე ძ₾იერი იყო, მათთგან ლექციაზე როცა გამოვდიოდი სრულიად გამოფიტული ვიყავი.
სანდრო იშვიათად მოდიოდა უნივერსიტეტში რაც მე მახარებდაა და მუშაობის საშუალებას მაძლევდა, პირველი გაცნობითი დღის მერე მართალიაა სანდროს აღარაფერი უთქვამს თუმცა მისი მზერაა....
უკვე სასწავლო წლის ნახევარი მიიწურებოდა მალე, ამ მცირე ხანში მოვახერხე და ცემი ადგილი დავიკავეე, მკაცრი და თუმცა სამართლიანი ლექტორის იმიჯი მოვირგე.
დღეს ერთი ლექციაა მქონდა მხოლოდ, პარასკევი დღე იყო, ისიც სანდროს ჯგუფში.
საფეხურებზე ავდიოდი, როცა ჩემი მისამართით გავიგე ის სიტყვები რაც არ დამიმსახურებია, მე არც ტირანი ლექტორი ვიყავი და არც ის ტიპი, ვინმეს რომ ჩავაჯინდე და ქულა ან არ დავუწეროო, ან საერთოთ უმოწყალოდ დავაკლო.
რატომღაც ეს სიტყვები გულზე მომხვდა და გადავწყვიტე ლექციის შესავალი ამით დამეწყო. მივესალმე კიბეზე მოსაუბრეთა ჯგუფს, რომელთაც ჩემს დანახვაზე პირკატა ეცათ და მშვიდად მივედი აუდიტორიამდე.
საკმაოდ ადრე მომიწია მოსვლა. ტვინი გავთიშე ცოტა ხანს, ეს ბავშვობიდან მეხერხებოდა, მერე კი ჩემს ხელებს დავუწყე თვალიერება.
როგორ დამკოჟვროდა და დამსკდომოდაა, ამ 5 თვემაც კი ვერ მოაშუშა ისინი, რამდენი ჯაფა გადავიტანეე ამ ხელებით 4 წელიწადში. ღმერთო ჩემო შევძლებ კი და დავიწყებ ახალ ნორმალურ ცხოვრებას, ამაზე მეყოფა ძალაა?! ამ კითხვებზე ვეძებდი პასუხს ჩემს თავში როდესაც აუდიტორიაში ნელ-ნელა ხმაურიანი სტუდენტები შემოლაგდნენ.
-გამარჯობა ქალბატონო ნინუცა! თინი მომესალმა, რომლსაც საოცრად კეთილი ღიმილი ჰქონდა.
-გამარჯობა თინი! სევდიანმა ამოვილაპარაკე.
-როგორ ხართ?!
-კარგად თინი, შენ როგორ ხარ?! გავუღიმე შეძლებისდაგვარად.
-არამიშავს, მინდა რაღაც გითხრათ. მეც იქ ვიდექი, კიბესთან, როდესაც თქვენზე ათას სისაძაგლეს ამბობდნენ და ჩემდა უნებურად მოვისმინე ეს ყოველივე თუმცა ვერ გავეპასუხე მათ ალბათ საკადრისად გუშინ, რომ ეს კვლავ გაბედეს. თქვა გულწრფელად დამწუხრებულმა.
-თინი, მომისმინეე.... თუმცა ახლა არ ღირს ლექციის შესავალში მე ამ თემაზე რამდენიმე სიტყვას ვიტყვი და იმედია გამგები გაიგებს! შენ არ იჯავრო არაფერზე და მაადლობა იუდებისგან დაცვისთვის. თვალი ჩავუკარი და გოგონა გამშორდა.
აუდიტორიაა გაივსოო და სალექციო საათიც მოახლოვდა, სულ რაღაც 5 წუთი აკლდა ლექციის დაწყებას, მეც წამოვდექი, ტრიბუნასთან დავდექი, ერთი ორჯერ ჩავახველეე, ხმა ტონუსში მოვიყვანე და შევძახე სტუდენტებს.
-კიდევ ერთჯერ გამარჯობა მეგობრებო. ვფიქრობ, რომ ბევრი სტუდენტი არ გაკლიათ და თუ გაკლიათ არაუშავს ისინიც თქვენგან თავისუფლად შეიტყობენ იმ თემის შესახებ, რასაც მინდა შევეხო რამდენიმე წუთით.
სტუდენტთა ინტერესიან მზერას ვგრძნობდი.
-მოკლედ, მე თქვენ ერთი სემესტრია თითქმის რაც გასწავლით, ასე თუ ისე გამიცანით ხომ?! თავები დამიქნიეს, ზოგმაც ხმოვანი დადებითი პასუხის მოსმენის ღირსი გამხადა.
მე ნაკლებად მაინტერესებს რაღაც აფსურდული და მოარული აზრები, რომლებსაც ჩემდა სამწუხაროდ თურმე ჩემი სტუდენტთა 80% ავრცელებს და საუბრობს სოციუმში, ოღონდ თავიანთი განვითარების და დონის სოციუმში, რომელსაც ვფიქრობ ვუწოდო კი სოციუმი თუ რაღაც სხვა სიტყვა მოვუძებნო სახელად?!
თუმცა თავს შევიკავებ ამ ყოველივესგანაც.
კარგად იცით მძაგს ფუქსავატი ადამიანები, ვერ ვიტან ზარმაც სტუდენტებს და მეტიც მე მათთან ვერ ვურთიერთობ, თუმცა თავს ძალას ვატანდი აქამდე და ვურთიერთობდი, მაგრამ ეს აღარ გაგრძელდება ასე.
არ მაინტერესებს ის, თუ ვინ რას იტყვის ჩემზე, მაგრამ როდესაც ასე უხეშად ეხებიან ჩემს სულიერ სამყაროს და მეობას, ეს უკვე ოდნავ ნერვს მიტოკებს, ვერ ვიტან ტყუილს, ბავშვოიდან მძულს ის მე. ყოველთვის მასწავლიდნენ მშბლები, რომ ტყუილი არ უნდა მეთქვა, რადგან ის ჩემს სულს დააბინძურებდა და დღემდე ასე ვიქცევი, არასდროს არ ვიტყუები... ოდესმე მე თქვენთვის ტყუილად უბრალოდ დამიკლია ქულა? ან რაღაც მსგავსი?!
-არა ნინუცა! გამომეხმაურა ჩემი ერთერთი ყველაზე ნიჭიერი და სიტყვაძუნწი სტუდენტი გიორგი.
-იცი გეთანხმები გიორგი! მე ყველას ვუწერ იმას რასაც იმსახურებს! მე თქვენში ვქნი ადამიანურ კაპიტალს და ნაწილობრივ ვდებ კიდეც და ამიტომ, იმაზე მეტს ვერ მომთხოვთ ვიდრე იმსახურებთ და შრომობთ. ასე რომ თუ ვინმეს პრეტენზია გაქვთ მომართეთ პირდაპირ და ზურგს უკან ნუ საუბრობთ და კიდევ მე არ გამაჩნია არანაირი პიარადი ინტერესი არცერთი თქვენგანის მიმართ, მე არავის არ გაბჯინდებით და ტირანული ქმედებებით ეგრეთწოდებულად „არ გტენით საგანს“!
რამდენიმე წამი გავჩუმდი სუდენტთა რიგებს თვალი გადავავლე და დავიწყე.
-ახლა კი გადავიდეთ სალექციო თემაზე. კიდევ ვაპირებდი რაღაცი თქმას, როდესაც შემაწყვეტია საუბარი საზარელმა ხმამ.
-ქალბატონო ნინუცა თქვენ აღნიშნეთ რომ პრეტენზიის შემთხვევაში თქვენთვის უნდა მოგვემართა ხომ?! ისევ ისეთი დამცინველი მზერა ჰქონდა სანდროს.
-დიახ მაისურაძევ! ხელები გადავაჯვარედინე და შტურმისთვის მოვემზადე.
-ჩემი ქულები რას გავს?! ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა.
-უკაცრავად?!
-აქამდე არ მინახავს თუმცა გუშინ ვნახეე, ჩემი ქულები რითაც არ აღვფთოვანდი.
-შენ რაც დაიმსახურე სხვებივით ის გიწერია სანდრო.
-რა მიწერიაა?! ტონს აუწიაა.
-ტონს დაუწიე სანდრო და იცოდე ვის ელაპარაკები! მეორედ ამას აღარ გაგიმეორებ იცოდე! საშინელი ალკოჰოლის სუნი ასდიოდა.
და დატოვე აუდიტორიაა ან დარჩი და მშვიდად მოუსმინე ლექციას, ხოლო ლექციის შემდეგ ვისაუბროთ და განვიხილოთ შენი პრეტენზია მაისურაძევ! დამემორჩილა და მთელი ლექციის განმავლობააში მშვიდათ იჯდა. თუმცა დამთავრდა თუ არაა ლექცია მაშინვე მოვიდა ჩემს მაგიდასთან და შეწყვეტილი საუბარი განაგრძო.
-საგანს მტენით ხომ?! ხმა შეერბილებინა
-მე არავის არაფერს არ „ვტენი“. სემინარებზე არ დადიხარ, მეორე შუალედური გააცდინე, პროექტი არ გააკეთე აგრეთვე პრეზენტაციაც, არც მაკეტი გააკეთე და რას ითხოვ ჩემგან ვერ ვხვდები?!
-აღმადგენიეთ შუალედური და პრეზენტაცია.
-შუალედურის აღდგენა ასე მარტივად არ ხდება, ამას მე არ ვწყვეტ და ეს შენ უკვე წესით კარგად უნდა იცოდე, ხოლო რაც შეეხება პროექტს მისი ქულები გყოფნის, იმაზედ რომ არ ჩაგრჩეს საგანი?!
-მაკეტსაც გავაკეთებ და პროექტსაც.
-პროექტის ჩაბარების დედლაინი გავიდა, ხოლო მაკეტის გაკეთებას ვერ მოასწრებ, ზეგ სალექციო სათები სრულდება. ცოტა ხანს გაჩუმდა.
-მაშინ ქულა მომიმატეთ...
-მევაჭრები სანდრო?! თვალები მოვრკალე.
-სულაც არაა, ადამიანურად გთხოვთ ქულა მომიმატოთ.
-არაა,!მაშინ სხვა სტუდენტებსაც უნდა მოვუმატო, შენ შენი თავხედობების საფუძველზე გინდა ქულების ჩაწერაა?! მე არ ვგევარ სხვა ლექტორებს და ესიცი შენ.
კარგა ხანს დუმდაა და მიყურებდა, მე კი ლეპტოპში ვიქექებოდი.
-გაბოროტებულხართ!
-რა თქვი?! გაკვირვება ვერ დავმალეე.
-ცხოვრებას გაუბოროტებიხართ და შეუცვლიხართ, ადრე კეთილი იყავით.
-როდის ადრე?
-4 წლის წინ... სანამ ალექსანდრე ნაკაშიძის ცოლი იყავი და მას სიცოცხლეს არ გამოასალმებდით.. სისხლმა ტვინში ამასხა.
-ვინ ხარ სანდრო, ვინ რომ ასე საუბარს ბედავ ჩემთან? მითხარი იქნებ ამ ნამიოკობანას თამაშსაც მორჩე ჩემთან და გავიგო რა გინდა ჩემგან!
სიმშვიდეეს მაქსიმალურად ვინარჩუნებდი.
-შენ რომ მოკალი იმ ბიჭის დეიდაშვილი ვარ. უეცრად გამახსენდა, მაგრამ ვერც გამხსენდა მისი ადრინდელი სახე.
-შენ არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო და არც არავის, გაიგეე?!
-რატომ ტყუილია თუ?! თუ ტყუილია ის რომ ალექსი მოკალი დაამტკიცე, მიდი!
-სანდრო გაჩუმდი! მე არავინ არ მომიკლავს!
-და ამიტომ იმალებოდი არაა 4 წელი?! აჰა ჰაჰა ჰაა! გადაიხარხარა.
-უფლის იმედით მოვედი დღევანდელ დღემდე და მომავალშც ასე განვაგრძობ! მან იცის სიმართლე, ასე რომ სინდისი მე სუფთა მაქვს! და საერთოდ შენ არავინ არ ხარ რომ რაიმე აგიხსნა! ავდექი და გამოვედი აუდიტორიიდან განადგურებული.
************************************* ************************************
ერთი კვირა გავიდა კიდევ, სანდრო არ გამოჩენილა ამ ყოველივეს შემდეგ, ფინალური გამოცდეები დაიწყო, სანდროც ამ დროს გამოჩნდა.
არ ვიცი რაღაც დაწერაა თუ რა ქნა თუმცა, გამოცდის ნახევარი დრო გასული იყო, როცა წამოდგა ფეხზე ნაწერი მომიტანა და მითხრა.
-ზურა ძიას შენი ნახვა უნდა!
-სამაგიეროდ მე არ მინდა! მე მასთან აღარაფერი მაკავშირებს! ვუთხარი და აუდიტორია დატოვა უჩუმრად.
*************************************** **********************************
რამდენიმე დღე გავიდა, მეშინოდა, რომ ზურა ციხის კედლებს მახეხიებდაა, მეშინოდა მისი და ამ ქალქის ისე როგორც არასდროს, მეშინოდა რომ შვილებს წამართმევდა. როდესაც ისევ უნივერსიტეტის ეზოში დადა და თემო დამხვდნენ.
საოცრად თბილ დადას ისევ ისეთი თბილი მზერა ჰქონდა.
-როგორ ხარ ნინუც? წამოიწია ჩემსკენ და გულში ჩამეკრა.
-კარგად დადა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. როგორ მოგვენატრეე. ჩაიბურტყუნა და კიდევ ერთჯერ ჩამიკრა გულში.
თემოს თვალს ვერ ვუსწორებდი მცხვენოდა მისი, მივხვდი რომ ის მართლა თავისი ინიციატივით მოვიდა ჩემთან და არა ვინმეს ზემოქმედებით.
-სად იყავი ამდენი წელი? რატომ გაიქეცი? რატომ არ დაამტკიცე შენი სიმართლე? დადამ კითხვების კორიანტელი მომაყარა.
-და აქვს აზრი რაიმეს დამტკიცებას?!
-კაი რა ნინუც...
-დაადა შეწყვიტე ყველაფერი და დაასრულე ჯერ არ დაწყებული საუბარი.
მე არ მინდა ისე გატკინო როგორც თემოს.
-ნინუც გთხოვ, მომისმინეე...
-რა უნდა მოგისმინო დადა რაა?! მოთმინება დაკარგულმა ტონს ავუწიე.
-ზურამ სიმართლე იცის... გავაგებინეთ, გვინდოდა ეს შენ გექნა თუმცაა არ ქენი მაშინ როდესაც თემომ ეს შემოგთავაზაა და მან თავად ააფარაა სიმართლე სახეზე,იქ ჩანს რომ შენ არაფერ შუაში ხარ თუმცა დამნაშავეც არ ჩანს, მასაც ვიპოვით გპირდები... 4 წელი დაგვჭირდა შენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, მაგრამ გპირდები დამნაშავესაც მალე ვიპოვით.
-დადა ამ ყოველივეს ახლა აზრი არ აქვს, მე არ მაინტერესებს ეს ყველაფერი! მე ახალი ცხოვრება მაქვს...
-ერთზე მიპასუხე, ამ ახალ ცხოვრებაში ჩვენ ადგილი არის? ჩემი და თემოს თუ ჩვენ სამუდამოდ წარსულში დაგვასამარეე?! ასე მალე დაგვივიწყეე? ვიცი შევცდი, მალევე ვერ მოვეგე გონს და ვერ დავამტკიცე შენი უდანაშაულობა მაგრამ ახლა ხომ შეიცვალა რაღაც, ჩვენ ხომ ისევ ისინი ვართ, ნუთუ ასე დავპატარავდით შენს თვალში რომ ამოგვშალე შენი გულიდან და ცხოვრებიდან?! სად გაქრა ის გოგო ვინც ყველას სიყვარული დაიმსახურაა მოკლე დროში, ვინც ჩემი ძმაკაცი დააჩოქაა და შეცვალაა?! სადაა ის ნინუცაა რომელიც კეთილი იყო და სული იმდენად სუფთა ჰქონდა რომ ჩემს ძაკაცს არ ემეტებოდა შავი ფერის ტანსაცმლის ჩასაცმელადაც კი.....
აქ თავი ვეღარ შევიკავე.
-მე თქვენ ვერასდროს ვერ დაგივიწყებთ და მუდამ იქნება თქვენი ადგილი ჩემში! მაგრად მოვხვიე მკლავები დადას და თემოს და ჩავეხუტე მონატრებულ მეგობრებს.
ბევრი ვისაუბრეთ უაზროდ ერთერთ პატარა კაფეში, ჩემი აქ ჩამოსვლის დღეებზე, თუმცა არცერთი სიტყვა არ თქმულა წარსულზე, მაგრამ ამის დროც დადგა. მოკლედ ვუამბე წარსულზეც რომ ძაალიან მიჭირდა და ბოლოს ვუთხარი ის რასაც ასე ვმალავდი.
-მე ალექსისგან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დამრჩა.... მე ტყუპები მყავს მისგან. გაოცება გამოესახათ სახეზე ბიჭებს.
-რას ამბობ? რა ტყუპები? აბლუყუნდა თემო.
-მე ალექსის სიკვდილის შემდეგ ციხეში მოვხვდებოდი თუ მომკლავდა ზურა არ მაინტერესებდა, მერე იმ დღეს თქვენ რომ აგონიიდან გამომიყვანეთ და ვენები გადავიჭერი გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და აქედან წავედი, ჩემი შვილებისთვის... ცრემლიანი თვალებით მიყურებდნენ ორივე.
-ტყუპი ბიჭები მყავს... ალექსანდრე და გეგა!
-არ მჯერა, არ მჯერა რომ ჩემს ძმას საკუთარი შვილები დარჩა. ეს როგორ დაგვიმალე აქამდე ნინო?! დადა მესაუბრებოდა და თან სახეზე ხელებს ისმევდა ნერვიულობისგან.
-სხვა გზა არ მქონდაა და არც ახლა მაქვს, ეს ზურამ არ უნდა გაიგოს დამპირდით.
-რთულია ამის დამალვა ის ნანობს...
-თემო არ მინდა მასზე საუბარი ნაკაშიძეები, რომელთანაც რამე მაკავშრებს ესენი ჩემი შვილები არიან, სხვა ნაკაშიძეებთან არაფერი აღარ მაკავშირებს, მორჩა დასრულდა! დუმდნენ ცოტა ხანს შემდეგ კვლავ დადა მკითხა.
-როდის გაგვაცნობ?!
-თუნდ დღესვე. გავუღიმე.
-ვის გავან? როგორები არიან? დადა ემოციებს ვერ მალავდა.
-ვიზუალით ალექსის პატარაობა აქვთ თითქოს, თუმცა მეც მგავან. ქერა ბიჭები მყავს, ჩემსავით ცისფერ-მწვანე თვალებები. თვალ-ტუჩით მგავან მე ორივე. აი სურათებიც. მობილური ამოვიღე და ვაჩვენე ბიჭებს „ტყუპების“ სურათი. გაოცდნენ.
-ხასიათით ვის გავან? თემო ჩაგვერთო.
-გეგა მე მგგავს ჩემსავით პრინციპულიაა, ალექსი კი ალექს გგავს. მასსავით მოუსვენარია, სისხლი გამიშროს სადაცაა! ამაზე სამივეს ერთად გაგვეცინა.
-გვანახე რა! თემო ბავშვივით აღლიცინდა.
-წავედით! ვუთხარი და დავტოვეთ კაფე ხმაურით.
*********************************8 ***************************
შენ ჩემი გახდები?! (თავი 37)


ტყუპები ჩემს დანახვაზე ჟივილ-ხივილით გამოექანნენ ჩემსკენ და შემომეკრნენ მუხლებზე.
მე მათკენ დავიხარე და გულში ჩავიკარი.
-დედას ანგელოზები! ალექსმა მომისიყვარულა და ჩვეულებრისამებრ ამაბობღლა ზურგზე, გეგაც სავარძლისკენ გაიქცა. მეც წავედი მისკენ ხელში ავიყვანე, ზურგთ კი ალექსს მივათრევდი ეს მათი ჩვეულება იყო, ძილიათაც კი როცა ჩემთან ეძინათ ალექსი თავზე მაჯდა ხოლო გეგა შემოხვეული იყო ჩემს გულ-მკერდზე მუხლუხოსავით. გეგა კარისკენ გაიხედა და მალე გავიდა ხაზზე, რომ ვიღაც უცხოები იყვნენ სახლში.
ხელიდან ჩამომიხტა უმალ.
-ალექს, ჩამოდი ძირს სირცხვილია! მისი არც ბოხი თუმცა არც ჩვეულებრივი ბარიტონით აძახა ძმას.
-ვითომ რატომაა სირცხვილი?! ალექსი არ მთმობდა. ის რომ ზურგზე მაჯდა გეგას დამსახურება იყო, გეგა ყოველთვის მკაცრი და გაცილებით უფრო პრინციპული იყო თუმცა მას შეგნების დონე იმდენად ჰქონდა განვითარებული რომ ალექს დიდი ჩხუბის მიუხედავად უთმობდა რაღაც-რაღაცეებს.
-ჩამოდიმეთქი, რომ გეუბნები, ხალხია ვერ ხედავ?!
ალექსმა გაიხედა კარისკენ და არხეინად, მამამისის მსგავსად ჩამოსძახა.
-მერე რა მე ჩემ დედიკოსთან ვარ და არა სხვისასთან!
გეგამ ფეხები ააბაკუნა და მუშტები მომუშტა, ჩემსავით.
-ფუ რა მოკლე ტვინა ხარ!
-გეგაა რა სიტყვებია ეს?! დავუტიეე ოდნავ. მათ ზოგადად არასდროს არ ვუყვიროდი საუბარი ესმოდათ და მშვიდისაუბრით ვაღწევდით ყოველთვის კოჰაბიტაციას.
-აბა ერთჯერ რომ ვეტყვი გაიგოს დედა! გეგა მყარად იდგა მის აზრზე.
-უფროსი კი არ ხარ ჩემი, მე ვარ აქეთ შენზე უფროსი! ალექსი როგორც ყოველთვის ცეცხლზე ნავთს ასხავდა.
-ნუ მეჭყანები, თორემ მოგხვდა ვატყობ!
-აი ასე კინკლაობენ სულ და ამ ყოველივეს მთავარი მიზეზი მუდამ ალექსია. გამეცინა,დადას და თემოს შევხედე, რომლებიც დაშოკილები უყურებდნენ ტყუპებს.
მივხვდი ალექსი რომ დაუდგათ თვალწინ და რაც ხდებოდა მათ გულში ახლა.
-ხომ ძლიერ გავან მამას? ვეკითხებოდი ბიჭებს და თან ალექს ვსვავდი ძირს.
-მისი ასლები არიან! ამოიბუტბუტაა დადამ.
-ბიჭებო გახსოვთ რომ გეუბნებოდით სხვა ბიძებიც გყავთ თქვენ ნიკო და დათა ძიას მეტითქოო?!
თავი ორივემ ერთად დამიქმნია.
-ეს დადაა ძიაა, ეს კიდევ თემო. ხელი ჩამოართვეს ჩემმა პატარებმა. მათ კი ორივე ჩაიკრეს გულში და ახლა ბავშვები მიყურებდნენ გაოცებული თვალებით.
-ესენი დეე მამიკოს ძმები არიან,მას ძაალიან უყვარდა ეს ბიძიები.
თავიდან დაიმორცხვეს თუმცა ნახევარ საათში ისეთი ომი გამიჩაღეს სახლში, რომ.....
თამაშობდნენ ერთად, თუმცა თემომ დადას გადაუსწრო ნამდვილ დიდ ბავშვად იქცაა. მე მაგიდას ვშლიდი როდესაც უკნიდა შეხება ვიგძენი.
-შენ უძ₾იერესი ქალი ხარ ნინუცა და საოცარი დედა! შუბლზე მაკოცა და გულში ჩამიკრა დადამ.
****************************** **********************************
ხშირად მოდიოდნენ დადა თემო ჩვენთან, თითქმის ყოველ დღე, 2 კვირის განმავლობაში ერთ დღესაც მოვიდა დადა და გაოცებისგან პირი დამრჩა ღიად.
-ზურას შენი ნახვა უნდა!...სევდიანი იყო დადა.
-დადა ხომ ვისაუბრეთ ამაზე. მობეზრებულმა ხელი ავიქნიე და მისაღებიდან გავედი.
-ის ცუდადაა, ზურა კვდება! ცრემლები უბრჭყვიალებდა დადას უკვე ქუთუთოებზე.

შენ ჩემი გახდები?! (თავი 37)


არ ვიცი რა გამომივიდა, მომიტევეთ ცოტა დაგვიანებისთვის და შეცდომებისთვის ვერ გადავავლე თვალი.
თუმცა უდიდესი თავი აგიტვირთეთ ჩემო ლამაზებო <3
გელით ჩემო ტკბილებო, ძაალიან მიყვარხართ <3



№1  offline მოდერი zia-maria

love ვაიმეეე, რა კარგი თავი იყოო ალექს,თანდათან ირკვევა სიმართლე.კარგია ზურა რომ ნანობს და არც უნდა ანახოს შვილიშვილები.ახალს როდის დადებ,ვიცი რომ ძნელია შენთვის,მაგრამ ძალიან გიგრძელდება დაგვიანება და იქნებ მოახერხო და მალე დადო.

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

kargia didixania vkitxulob da erti shenishvna maq mxolod tu gaitvaliswineb dzalian mesiamovneba :D "ertjer" cudad xvdeba yurs da iqneb ertxel gamoiyeno ravici rogorc shen ginda ubralod albat ase uketesi iqneba yoveltvis eg mxvdeboda cudad mara ar vwerdi da radgan ukve 37 tavia da isev mxvdeba vipiqre davuwer tqo. ise kargia. warmatebebi

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე საოცრება იყოო <3 გავგიჟდიი ისეთი მაგარიააა...არ დაიგვიანოო მალეე დადეე რაა შემდეეგიიი

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვერ გადამიტანია ალექსანდრეს სიკვდილი...
იმის იმედით ვკითხულობ რო ცოცხალი აღმოჩნდება მაგრამ ამის იმედი აღარ მაქ უკვე

 


№5 სტუმარი etiko

aleqsandre sikvdili ver gadamitania jer da gulis sigrmeshi isev mgonia ro cocxalia dzalian minda rom gamartldes vpiqrob rom amaze arcert mkitxvels ar dagvwyvitav guls gamixardeba tu ninucas studenti sandroc gaigebssimartles da niinucas moubidishebs rac sheexeba zuras bevri daashava ninucastan magram vpiqrob rom kargi iqneba ninuca rom shvilishvilebs achvenebs iqneb cotati mainc gauxangrdzlivos sicocxle kargi iqneba male tu dadeb axal tavs gelodebi moutmenlad <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian kargi tavi iyo.ici ar vamtyuneb zuras ratomgac.im wuts ase chanda da mas ki shvili yavda mkvdari
--------------------
ლანა

 


№7 სტუმარი GS

ამ ბავშვებს ვისი სურათებიც გაქ ანდრეა და ალექსანდრე ქვიათ :)))))))

 


№8  offline მოდერი aleqsandra

ანალიტიკოსი
ვაიჰ...
ეს რა იყო.
შოკი.
რა კარგი გოგო ხარ.
ძალიან მომეწონა.
ველი ახლა თავს იცოდე სულ სულ მალე.
შოკოლადო.
love

ჩემო საყვარლებო, როგორ მახარებთ, რომ იცოდეთ <3 love

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

etiko
aleqsandre sikvdili ver gadamitania jer da gulis sigrmeshi isev mgonia ro cocxalia dzalian minda rom gamartldes vpiqrob rom amaze arcert mkitxvels ar dagvwyvitav guls gamixardeba tu ninucas studenti sandroc gaigebssimartles da niinucas moubidishebs rac sheexeba zuras bevri daashava ninucastan magram vpiqrob rom kargi iqneba ninuca rom shvilishvilebs achvenebs iqneb cotati mainc gauxangrdzlivos sicocxle kargi iqneba male tu dadeb axal tavs gelodebi moutmenlad <3

ზუსტაად გეთანხმები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent