შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ჩემი სევდა მელნისფერია


10-05-2016, 20:01
ავტორი Kristy
ნანახია 1 666

შენზე ფიქრებმა არ მომასვენა
და ჩემი სევდა მელნისფერია,
სიტყვამ ტკივილი თუ მომაყენა,
ვიცი, ეს შენი ძველი ფერია!

ისე ვცხოვრობდით, როგორც ზღაპარში
და ჩვენი შეცვლა დრომაც ვერ შეძლო,
შემოგეგებე შეცვლილს და კარში
შენივე ჩრდილიც კი აღარ გეცნო!

მერე კი უცებ ჩემგან წახვედი
და შენმა წასვლამ ცა ჩამოშალა,
გრძნობის კვარცხლბეგზე რისთვის ახვედი,
თუ ოცნებებმა გრძნობა მოშალა?

ზურგი აქციე მოუსვენარ დროს
და ჩემი ყველა ფერი წაიღე,
რომ შეუერთდი უსულო ურდოს...
ნუთუ გრძნობისთვის რამე გაიღე?!

ისევ დამადე ძველი ხუნდები
და დაარღვიე ყველა პირობა,
ახლა კი ისევ უკან ბრუნდები,
რომ ჩაიდინო ძველი გმირობა!

არ მავიწყდება სიტყვები ავი
(ვიცი ოცნებაც რომ არ ახდება)
და ვინ გგონია დღეს შენი თავი,
რომ მოითხოვო ისევ გაგება?

ნუ დაბრუნდები ძველი გრძნობისთვის,
აღარ არსებობს ჩვენი წარსული
და სამომავლოდ, შენი ტრფობისთვის
აღარ შემოკრებს მომხრეებს სული!

ჩვენი გრძნობები აწმყოს ებარა
და სიამაყემ შენმა ჩაგვაქრო,
დღეს კი უშენობა მომეჯარა
და ძველმა უსიტყვობამ გამაქრო!

ახლა კი შენთან შეხვედრა მინდა,
რადგან წარსული უნდა დავმარხო...
თუმცა, გაუგონრად მჭირდები და
კვლავ ურჩმა უძირობამ დამახრჩო!



№1 სტუმარი Nini

სულში ჩამწვდომი ლექსია, ბრავო

სულში ჩამწვდომი ლექსია, ბრავო

 


№2 სტუმარი Magda

საოცრება ხარ შენ

 


№3 სტუმარი Firestorm

დიდებული ლექსია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent