შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიძლება! თავი 8


10-08-2016, 00:34
ავტორი ketusha
ნანახია 1 586

სიყვარული მთის ჰაერივითაა.. სუსტები მას ვერ უძლებენ. ოთარ ჭილაძე
იმ ღამეს როგორ მეძინა ვერ გერტვით, მთელი ღამე შაკუნა მესიზმრებოდა, ხვალ არა და ზეგ სახლში წავიდოდით და არვიცოდი ეს უნდა გამხარებოდა თუ პირიქით. თვალები რომ გავახილე 9 საათი იყო, ვიფიქრე გავისეირნებ მეთქი, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი , ეხლა რომ წავსულიყავი იფიქრებდა შაკუნასთან წავიდაო და არ გავაღიზიანე დათო. ბევრი ვიტრიალე საწოლში, ყველა ამდგარი იყო უკვე, მესმოდა მათი ხმაური და ლაპარაკი, ჩავიცვი და ავდექი მეც, საწოლი გავასწორე, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი
- როგორ ხარ ქეთუ?- მომიახლვდა გიორგი და ჩამეხუტა
- არამიშავს გიო, მადლობა- ვთქვი ძალით და დავჯექი, ან მშია რა გვაქვს?- შევხედე ანას
- ეხლავე გაგიმზადებ, რაგინდა მითხარი- მხიარულად მითხრა ანუკამ და ლოყაზე მაკოცა
ცოტა ხანში გემრიელად ვჭამდით მე და ანა ყიყლიყოს და ცხელ ჩაის ვაყოლებდით, თან ანას ვეკითხებოდი
- რა ჭირს გიორგის? ეჩხუბე? თბილი მეჩვენა დღეს, აღარ მიბრაზდება ?- დავსვი უამრავი შეკითხვა
- კი, ისე მომიშალა ნერვები, ამტყუნებდა შაკოს- ბოლო სიტყვები ხმდაბლა თქვა
- და მეც - დავასრულე წინადადება
- შენ არა, იმას, თავი უნდა შეეკავებინაო, მე კი შევუღრინე და მივახალე სათქმელი, არ ველაპარაკები
- რატომ? მე რა გთხოვე არ ეჩხუბო ჩემს გამო თქო- მოვჭუტე თვალები და ისე შევხედე
- შენ გამო არ მიჩხუბია და რომც მეჩხუბა მერე რაა? მე იმაზე ვეჩხუბე , რომ მისი ლაპარაკით დაამტკიცა , არასდროს იბრძოლებს ისე , როგორც შაკუნა შენთვის- გაიჯგიმა ანამ
მესმიამოვნა მისი სიტყვები, თითქოს გული გაათბესო, ძალიან მინდოდა შაკოს ნახვა, ბიჭები გაბრაზებულები იყვნენ ჩემზე ვამჩნევდი, რა თქმა უნდა დათუნას უჭერდნენ მხარს და მეც არ ვიწუხებდი თავს მათთან კონტაქტით. ყველაზე მეტად იმას ვერ ვიტანდი, როცა შაკუნას ეხებოდნენ ან მასზე ლაპარაკს იწყებდნენ, არავის ვათქმევინებდი მასზე ცუდს, მარტო იმიტომ არა რომ მიყვარდა, იმიტომაც , როცა ადამიანი არარი ის არუნდა გალანძღო , რადგანმას არ შეუძლია თავი დაიცვას იმ მომენტში და 100 % მართალი ვერასდროს იქნება ერთი მხარე.
- უკეთ ხარ?- თავზე წამომადგა გიორგი
- საკმაოდ- მოკლედ ვუთხარი და ადგომა დავაპირე, როცა გიომ მკლავში მწვდა და მომაბრუნა, მერე სამზარეულოს კარი მიკეტა და მანიშნა დაჯექიო, მეც უხმოდ დავემორჩილე და თავს პირობა დავუდე, რომ ავ აყვებოდი ჩხუბში, მაგრამ არ მომიწია ეს
- გაბრაზებული ხარ?-გიორგი
- ძალიან
- რისთვის , იმისთვის რომ შაკუნას წასვლის უფლება მივეცი და არ დავუდექი გვერდით?- ინტერესით მიყურებდა გიორგი
- იმისთვის, რომ ძმაკაცი განასხვავე და დათუნას მიეცი უფლება მისთვის დაერტყა
- ქეთი დაიმსახურა და შენ ეს კარგად იცი- თბილად მელაპარაკებოდა გიორგი
- რაც არუნდა ყოფილიყო , არუნდა მიგეცა მაგის უფლება
- მე შუაშ ვიდექი თუ გახსოვს- ნაწყენი შემომხედა გიორგიმ
- მახსოვს, მაგრამ ეგ არ შველის საქმეს- ვუთხარი მეც ცივად
- ქეთ, ხომ იცი რომ მიყვარხარ, ჩემი და ხარ, დიდი დაა- გამოკვეთა ბოლო სიტყვები
- შენი და რომ ვიყო ესე არ მომექცეოდი და დათუნას დაელაპარაკებოდი
- და რა ვუთხრა ქეთი? ეგრე მარტივი არარი შენ თავს ვფიცავარ, ვერც მე ვაპატიებდი, ვერც შენ აპატიებდი ბიჭი რომ იყო, ხომ იცოდა რომ დათუნა და იყავი, არ აქვს შაკუნას გამართლება- მიხსნიდა გიორგი და თან კარისკენ აპარებდა თვალს ვინმე რომარ შემოსულიყო
- რა მნიშვნელობა აქვს დათუნას და ვიქნებოდი თუ ვინმე სხვისი? გასაგები და მესმის რომ არარი ეგ "კაცური" მარა შევუყვარდი კაცს და რა ქნას ეხლა მაგის გამო თავი მოიკლას? ყველა ერთნაირი არარი გიორგი, მე და შენ რომ ურთიერთობაგვაქვს ეგეთი რომ მქონოდა შაკუნასთან მაშინ სხვა საქმეა , მარა ყველამ კარგად ხომ იცოდით , რომ პატარაობაში რაღაც ხდებოდა
- კარგიი რა ქეთი, 7 წლის უკანდელ ამბავს იხსენებ ეხლა- მითხრა გიორგიმ და წყალი მოსვა
- გინდ 7 წლის იყოს და გინდ 70ის, მიყვარს ეს ბიჭი და მომკალით მაშინ ცოცხლად აქ ვარ- გავშალე ფართოდ ხელები
- დარწმუნებული ხარ მის სიყვარულში?- მკითხა გიორგიმ და კარგად ჩამხედა თვალებში
- იმაში უფრო მეპარება ეჭვი, რომ რომელიმეს აქ ვუყვარვარ, ვიდრე შაკუნაში- მტკიცე იყო ჩემი პასუხი და თვალს არ ვაშორებდი გიორგის
- ადექი წამოდი- ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა ყველა ოთახში იყო და ჩვენ გვიყურებდა გაოცებული, გიომ გასძახა, რომ სასეირნოდ მივდიოდით და არ ენერვიულადთ, უცებ მომაცვა კურტკა, შემფუთა და გასვლისთანავე მანქანაში ჩამსვა. გზაში ხმა არ ამომიღია, მაინც ნაწყენი ვიყავი და არც ის მიკითხავს სად მიდიოდა. ცოტა ხნის შემდეგ ერთ სასტუმროსთან გავჩერდით, შევედით და ადმინისტრატორს შაკუნა ბარათაშვილს ეკითხებოდა, მე კი თვალები შუბლზე ამივიდა, ვგრძნობდი , რომ ბედნიერებისგან ყველა კბილი მიჩანდა, თვალებში კი ცრემლები ჩამდგომოდა და ალმასივით ბზინავდნენ. მივედი და მაგრად მივეხუტე გიორგის.
-ნუ გიხარია , საქმე მაქვს, უნდა გავარკვიო ერთი რაუნდა ბოლოს და ბოლოს- მითხრა გიომ და წარბები მაღლა ასწია მე კი ბედნიერებისგან აღარ ვიცოდირა მექნა და უაზროდ ვიცინოდი, თავი დავუქნიე და მგონი ამით ყველაფერი გასაგები იყო. გიოსაც ეღიმებოდა ჩემს დანახვაზე და თავზე ხელს მისვამდა. 15 წუთის შემდეგ დარბაზში შაკუნა შემოვიდა. რა დამემართა? ვერ ავღწერ, ესე მეგონა საუკუნე გავიდა , რაც არ მინახავს. თითოეული უჯრედი დამიბუჟდა და თვალებში შევატყდი, არ მინდოდა ოდესმე მისი ყურება არ შემძლებოდა, მინდოდა მთელი ცხოვრება მეყურებინა, ეს ჩემთვის ყველაფერი იყო. გაუკვირდა ჩვენი დანახვა, შემდეგ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და ჩვენსკენ წამოვიდა
- დაბლა ბარში დავჯდეთ- გვითხრა მოკლედ , 2 წუთი მიყურა, ბოლოს ვერ მოითმინა და მაგრად მიმიხუტა გულზე, თავზე მაკოცა და არ მიშორებდა
- წავიდე, სალაპარაკო მაქვს- სიმკაცრეს ინარჩუნებდა გიორგი და შაკოს ანიშნა წინ გაგიძეხიო. ბარში ჩავედით, ბევრი არაფერი შეგვიკვეთავს, ყველამ ვიცოდით აქ რისთვისაც ვიყავით და აღარ ვაჭიანურებდით სათქმელს, მაინც დაძაბული ვიჯექი და გიოს ველოდებოდი , როდის დაიწყებდა ლაპარაკს, მაგრამ გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ აქ თუ მომიყვანა ყველაფერი კარგად იქნება მეთქი და თავს დამშვიდებისკენ მოვუწოდებდი.
- გიყვარს?- მოკლედ კითხვით დაიწყო გიორგიმ და შაკუნას თვალებში ჩახედა
-ყველაზე მეტად
-მზად ხარ ამისთვის ყველაფერს გადაუარო?- ნამიოკი ჩაურტყა გიორგიმ
-ყველაფერს და არა ყველას- მიახვედრა შაკუნამაც სათქმელი
- ანუ ჩვენ დაგვკარგავ და ამას არა?- ანიშნა ჩემზე და ცოტა მეუხეშა გიორგის ნათქვამი
- საკუთარ თავს დავკარგავ და მაგას არა- არ იბნეოდა შაკუნა და თვალს არ აშორებდა გიორგის, მე კი ისე ვიჯექი თითქოს არც ვარსებობდი
- არ შეიძლება ეს ამბავი- გიო
- ვიცი- მტკიცე იყო შაკუნას "ვიცი"
- თუ იციი რატომ აკეთებ იგივეს?
- რომელ იგივეს? - გაიკვირვა შაკუნამ
- უნდა შეეშვა- მოუჭრა გიორგიმ და მივხვდი გული როგორ ამიჩქარდა, რადგან არ ველოდიი ამ ყველაფერს
- როცა მოვკვდები- შაკუნას პასუხმა ცოტა დამამშვიდა და იმედი მომეცა
- დათუნა შენი ძმაა?- კითხა გიომ
- 7 წელია- მოკლე იყო შაკუნას პასუხები
- მაშინ რატომ გაუკეთე ეს?
- გიორგი მომისმინე, ჩემთვის არავის უკითხავს მინდოდა თუ არა ქეთის შეყვარება, დავინახე თუ არა მივხვდი რომ 7 წელია მიყვარს და დიდი დრო დამიკარგავს, და რომც ეკითხათ, მე მაინც ქეთის შევიყვარებდი- ყურში მომკვდა ბოლო სიტყვები.
-დარწმუნებული ხარ , რომ ქეთი შენთან ბედნიერი იქნება?- გამომცდელად შეხედა გიორგიმ შაკუნას
- იმაში უფრო შემეპარება ეჭვი, რომ მე შაკუნა ბარათაშვილი ვარ, ვიდრე მის ბედნიერებაში, ჩემთან - დაამატა შაკომ და მე გადმომხედა
- შაკუნა, არავინ იცის აქრომ ვარ, მეც მიყვარს ანა , თან ძალიან, სულ რაღაც 15 წლისაა, ბევრ რამეს ხვდება და მეჩხუბა კიდეც , დარწმუნებულია, რომ ძლიან გიყვარს ქეთი და მხარს გიჭერთ, აქ იმიტომ ვარ , რომ გავიგო გჭირდებათ თუ არა ჩემი მხარდაჭერაც, მაგრამ შაკო, რომ გავიგო ოდესმე აწყენინე, საძმაკაცოდან გაირიყები - განაჩენი გამოუტანა შაკუნას და მხარზე ხელი დაადო. შაკუნამ ადგა, ორივეს გადაგვეხვია, გამოგვაცილა, გიორგი ჩქარობდა, არ მინდა ვინმემ იეჭვოს რამეო, შაკუნას დაპირდა , რომ ყველაფერს მოაგვარებდა და დაეხმარებოდა, მანამდე კი მასაც ემოქმედა და დათუნას თვალში არ მოხვედროდა. მიხაროდა ამ ყველაფერს რომ ვისმენდი და ბედნიერი ვტოვებდი სასტუმროს, თუმცა შაკუნას მარტო დატოვება არ მინდოდა და ფეხებს ძლივს ვდგამდი. უკვე მანქანაში ვჯდებოდით მე და გიორგი, შაკუნამ მიმიხუტა და თავზე მაკოცა
- ისე მიყვარხარ, ცხოვრებაში ესე არავის , არასდროს არ მყვარებია, ვერ ავღწერ რას ვგრძნობ.. უშენოდ ვერ ვსუნთქავ- დაამთავრა შაკომ მე კი ჩუმად ვუსმებდი და ვეხუტებოდი, თვალები დახუჭული მქონდა და არ მინდოდა ოდესმე ეს მომენტი დასრულებულიყო. გიორგი გვიყურებდა და იღიმებოდა, მართლა რწმუნდებოდა რომ ბარათაშვილს ვუყვარდი, თანაც ძლიერ...
გზაში მხოლოდ ერთადერთხელ გადავიხადე მადლობა, მაგრამ ეს ის მადლობა იყო, შიგნეული რომ ამოვაყოლე და გიორგის წინ დავუდე, მიხვდა, მანაც მიხვდა და გამიღიმა.
-უყვარხარ მაგ დედა მო**ნულს- იცინოდა გიორგი და მე მიყურებდა
- მეც მიყვარს, ოღონდ როგორ არც მე ვიცი- ვიღიმოდიუაზროდ და გზას ვუყურებდი
-იცის ?- გამომცდელად გამომაპარა ცალი თვალი გიორგიმ რაზეც გულიანად გამეცინა, შემდეგ კი დავსერიოზულდი
- ჯერ არა, დათუნას ვერ ვახტები თავზე, მაგრამ გრძნობს - დავასკვენი წამებში
- თანაც როგორ გრძნობს- ახარხარდა გიორგი და თავზე მაკოცა, მე კი მხოლოდ მერე ვინანე რომ აჩი არ ვანხე იქ ყოფნის დროს გიოს გავახსენე მისი თავი და მითხრა დაურეკეო, მეც სწრაფად ავკრიბე ნომერი და აჩისთან დავრეკე, მოვიკითხე და ვუთხარი რაც გიომ მიტხრა.სახლში დაბრუნდეს ესე აჯობებს დათუნასთვის ეხლა ორნი ვართ და რამ,ეს შევაგნებინეთ რაღაცას მოვახერხებთო, აჩიმაც დაგვთანხმდა და გვითხრა რომ გვიან ჩვენთან იქნებოდა, მე კი ძალიან მაგრად მიხაროდა ეს სიტუაცია, მაგრამ გიორგის თხოვნით თავი ხელში ავიყვანე და სახლში სერიოზული სახით შევედი, რადგან არ მინდოდა გიოსაც პრობლემები ჰქონოდა ჩემს ძმასთან.
- სად იყავით ამდენ ხანს?- კარებში ანა შეგვხვდა ბუზღუნით მე კი ვანიშნე მერე იყოსთქო და ყველაფერს მიხვდა ისიც უთქმელად
- როგორ ხარ?- გამომელაპარაკა დათუნამ
- კარგად- მოკლედ ვუთხარი და ზემოთ წავედი , მაგრამ დათუნას ხმამ გამაჩერა
-მოიცა, საქმე მაქვს
- გისმენ- ვუთხარი შემოუბრუნებლად და არც ჩამოვსულვარ საფეხურიდან
- ცალკე წამოდი- მითხრა და სამზარეულოში გავედით, მის პირდაპირ ვიჯექი მაგრამ თვალებში არ ვუყურებდი
- რა ხდება?- მკითხა მან
- რა ხდება? - დავუბრუნე კითხვა მეც
- სად იყავით?- გამომცდელად მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა
- სასეირნოდ- თავის დაძვრენა მინდოდა და წამოვდექი
-დაჯექი, არ დამიმთავრებია-მკაცრი იყო დათუნა
- პირდაპირ თქვი რა გინდა - არც მე ვაკლებდი
-პირდაპირ ? კი ბატონო, იმ ახვართან სანამ ცოცხალი ვარ ვერ იქნები - ფეხზე წამოდგა დათუნა მე კი მივხვდი რომ შეპასუხებას და აყოლოს აზრი არ ქონდა ამიტომ უხმოდ გამოვედი სამზარეულოდან და ოთახის გზას გავუყევი. სანამ ოთახში შევიდოდი, გავიგე როგორ ელაპარაკებოდა გიორგი ზუკას და ვერ მოვისვენე, ყურის დაგდება მომიწია, ახლოს მივედი და გავისუსე.
- მართლა უყვარს, უნდა დავეხმაროთ როგორმე, ქეთი არარი პატარა, არც შაკუნაა, მაგათ ასაკში ოჯახები ყავთ, როგორც მე აღარ გადამიყვარდება ანა ისე არ გადაუყვარდება მაგათ ერთმანეთი, ცოდოები არიან, დათუნა უნდა მოვაბრუნოთ
- არასწორია ეგ საქციელი- ეუბნებოდა ზუკა
- ვიცი , მაგრამ მთელიცხოვრება უბედური იქნება ერთიც და მეორეც, შაკუნა არაა კარგად, გახდა და სულ დასიებული თვალებით დადის, ხომ იცი რა ტიპია, ცხოვრებაში მაშინაც კი არ უტირია ხელი რომ მოვტეხე 13 წლის ასაკში, ვერ სუნთქვას კაცი. უყვარს. არ ვამართლებ, მაგრამ რამე უნდა ვქნათ- მესმოდა გიოს ხმა და გული სიხარულით მევსებოდა. იმდენად აღარ მეშინოდა. ბიჭები ჩემთან იყვნენ, მწამდა გიორგი დაარწმუნებდა მათ.. ოთახში შევედი და არც ვაპირებდი გამოსვლას, ანა შემოვიდა და ამბებო გამომკითხა მეც გულწრფელად მოვუყევი ყველაფერი და ბედნიერი ცქმუტავდა იქეთ აქეთ, მერე გავარდა და მესმოდა როგორ კოცნიდა ლოყებზე გიორგის, მე კი გულიანად ვხარხარებდი და ვგრძნობდი , რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ვერაფრით ვერ დავიძინე, თან გავიგე 3 საათისთვის, როგორ მოვიდა აჩი, ქვევით ჩავირბინე და ისე ჩავებღაუჭე, როგორც ჩემს იმედის ნაპერწკალს.
- მოვედი ფერია მოვედი- მიხუტებდა აჩი და თავზე მკოცნიდა მე კი ბედნიერებისგან ვხარხარებდი და ლოყებს ვუწელავდი, ვიცოდი რომ ეხლა ერთიანი ძალებით შეუტევდნენ დათუნას და მქონდა რაღაც იმედი, მიუხედავად ბოლო ლაპარაკისა.
4 საათი იყო რომ დავწექით, მე კი ვერ ვისვენებდი, სულ სასტუმროს სახელი მიტრიალებდა თავში და ის რომ შაკუნა იქ იყო.. ვიცოდი არასწორი იყოეს ქმედება, მაგრამ მინდოდა მისი ნახვა. სულის შეხუთვამდე მიყვარდა ეს ბიჭი და ყველაფერს დავთმობდი მისი თავის გარდა. არ მინდოდა რომ შეცდომა დამეშვა, მაგრამ მაინც მძლია სულმა და ფეხზე ავდექი, ანასაც არ ეძინა და გამომელაპარაკა
- კარგად ხარ ქეთუ?
- წამო დაბლა წყალი მინდა და მარტო მეშინია- ანას თვალებით ვანიშნე აქ ვერ გეტყვითქო და ისიც წამში წამოფრინდა. სამზარეულოში ვიჯექით მე კი არვიცოდი ანასთვის მეთქვა თუ არა ის რაც ძალიან მინდოდა
- რას ცქმუტავ , მითხარი- დამეჯღანა ანა
- შაკუნასთან მინდა წასვლა- ვთქვი ხმადაბლა
- ეხლა?- პირი დააღო
- ხო, გთხოვ, უნდა წავიდე - არც მე ვიცოდი რას ვთხოვდი ანას
- კარგი, ტელეფონს ხმა ჩაურთე, როგორც კი ადგებიან დაგირეკავ, ვიტყვი , რომ მაღაძიაში გახვედი და ეგრევე აქ გაჩნდი- ლოყაზე მაკოცა და ოთახს ერთად მივაშურეთ. ძლივს ვიპოვე ტანსაცმელები, დაბლა ჩავედი და ჩაცმას შევუდექი. მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი, პირველად მომინდა რომ შაკოს გავპრანჭოდი და აბაზანას მივაშურე. გადავივლე, თმა გავიშრე, წითელი მოტკეცილი კაბა ჩავიცვი, მუხლს ოდნავ ზვევით.გვერდებში ახსნილი და ყელიანი. ფეხზე სადა შავი ბათინკები ჩავიხვი, "პალტო" მოვიცვი, ხელთათმანებიც გავიკეთე, ქუდი დავიფარე, თვალებზე ლაინერი წავისვი, ტუჩზე კონტური,სახეზე ოდნავ ტონალური ფერისთვის და სარკის წინ დავტრიალდი. მზად ვიყავი და ვაღიარებ , რომ ცუდათაც არ გამოვიყურებოდი. კარი გამოვაღე და ტაქსის გასაჩერებლად გავემართე.
არიყო შორი გზა, 15 წუთში სასტუმროსთან ვიდექი და ვცქმუტავდი, გვიან იყო, უფრო სწორად ძალიან ადრე, 6 ის წუთები იყო და არ მინდოდა შაკუნა შემეშინებინა,მაგრამ თან თავს ვერ ვართმევდი მისი ნახვის სურვილს. კარები შევაღე ,სასტუმროში სიმშვიდე იყო, იქვე მდგარ პატარა ზარს დავწვევდი და დავრეკე, მალევე გამოვიდა ვიღაც „ახმახი“ , გავუღიმე და ზრდილობიანად ვუთხარი, რომ ჩემს ბიძაშვილთან ვარ , ეხლა ჩამოვედი და მითხრა , რომ პირდაპირ აქ მოვსულიყავი. სახელი გვარი ვუთხარი, მან კი ოთახის ნომერი და სართული მითხრა. 2 წამში კართან ვიდექი და არვიცოდი რა მექნა. ზუსტად ვიცოდი რომ დავაკაკუნებდი,მაგრამ ვნერიულობდი, არვიცოდი შაკუნა რას იზამდა ან რას იფიქრებდა. დროის დაკარგვას აღარ ვაპირებდი, ისედაც ცოტა მქონდა, კარზე დავაკაკუნე, ძალიან ნელა და დაველოდე , როდის გააღებდა ჩემი შაკუნა. ფეხის ხმა გავიგე, მალე კარიც გაიღო და ჩემს წინ ნამძინარევი შაკუნა იდგა, თვალებს იფშვნეტდა და გაშტერებული მიყურებდა, მერე მალევე შემიყვანა ოთახში და ისეთი თვალებით მიყურებდა აშკარად აინტერესებდა მშვიდობა თუ იყო.
- არინერვიულო, უბრალოდ მომენატრე- ამის თქმა არ მქონდა დამთავრებული რომ შაკუნა ჩემსკენ წამოვიდა და მთელი გრძნობით მაკოცა, მხოლოდ ტრუსებში იყო, ვგრძნობდი მის ცხელ სხეულს, და ცუდად ვხდებოდი, აშკარად მინდოდა მასთან, თავს ვეღარ ვიმორჩილებდი, უაზროდ ვკოცნიდი და ვტკბებოდი მისით
ცოტა ხანში წყნარად ვიჯექით და ერთმანეთს ვუყურებდით, შაკუნამ გადაიცვა და მითხრა ქვევით ჩავიდეთ რამეს შევჭამთო,ვიცოდი , რომ არ შიოდა, მაგრამ ეს მიზეზი იყო, არ შეეძლო ჩემთან მარტო დარჩენა. კარგად ვიცნობდი, ვიცოდი როდის რას და რატომ გრძნობდა. მეც გავყევი, ვილაპარაკეთ, მაგრამ 15 წუთში ისევ ოთახში ამოსვლა მოინდომა. როგორც კი კარი შევაღეთ მე ვაკოცე, მე გამოვიჩინე ინიციატივა, ვიცოდი რომ არც შაკუნა იქნებოდა წინააღმდეგი. ხელი მაიკაში შევუცურე და გავხადე, არვიცი რას ვაკეთებდი, აზრი აღარ მეკითხებოდა, შაკუნამ ახლოს მიმიზიდა და მისი გახშირებული სუნთქვა კისერში გადავიდა, უცებ კი გბელნაკბენივით გაიწია უკან
- ეს არასწორია, ვერ შევიკავებ თავს- ხშირად სუნთქავდა შაკუნა, მე კი მრცხვენოდა საკუთარი თავის და დავჩაღუნული ვუსმენდი. - ხვალ დათუნასთან მოვალ და იმას ვეტყვი რაც საჭიროა, დავიღალე ესე, ვერ ვსუნთავ ამის დედაც..
წამოვედი, წამოვედი მაგრამ აზრი და გონება იქ დავტოვე, რადგან მეორე დღეს ჩვენ თბილისში მივდიოდით და არ ვიცოდი , რა იქნებოდა ჩემსა და შაკუნას შორის.
მაპატიეთ დაგვიანებისთვის, შემდეგსაც მალე დავდებ, აღარ გაწვალებთ ! მადლობთ რომ კითხულობთ !



№1  offline წევრი salosaloø

dzzaanann magariaaa mmmmalllleeeee dddaaddddeeeeee<<<<<3334444

 


№2  offline წევრი qeet

მალე დადეეეეეეეეე ❤❤❤

 


№3  offline წევრი isterichka123

ვაიმე რამაგარია კაია გაგრძელე

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi iyo dzalian.momewona shakos tavshekaveba,sworad moiqca
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი ketusha

მალე დავდებ ! დიდი მადლობა რომ მოგწონთ და კითხულობთ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent