იასამნისფერები
გალაქტიკა.მე.შენ.ჩვენ ის დღე მთელ ჩემს დანარჩენს ცხოვრებას ჯობდა,მართლა ჯობდა. გახსოვს პლედში გახვეულები ცხელ კაკაოს რომ ვსვამდით,ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ავყურებდით და ვსაუბრობდით,რაზე? ფერებზე.თითქოს სისულელეა მაგრამ ერთმანეთის ისე გვესმოდა,ისე ახლოს ვიყავით,თითქოს ერთნი ვყოფილიყავით... ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი,ვისაც კი ოდესმე ცხელი კაკაო დაულევია და ფერებზე უსაუბრია.. იასამნისფერი ჯადოსნურია,გალაქტიკისფერი,თითქოს მასში ცრემლები გაურევიათ,გვირილები რომლებიც მე შენ თმაში ჩამაწენი და მითხარი,ამ გვირილას ძალიან გავხარო... ვინც კი ბედნიერი ყოფილა,ყველას ღიმილს ინახავს ეს ფერი,ოღონდ მხოლოდ ნამდვილ ღიმილებს,ყოველდღიურს კი არა,ის ღიმილი არასოდეს რომ არ დაავიწყდებათ აი ისეთს.შენც იასამნისფერი ხარ,მეც,იასამნისფერები ვართ. შენი ლურჯი თვალებიც გალაქტიკისფერია,ლურჯია მაგრამ მე მასში გალაქტიკას ვხედავ. შენ გარეშე კი ყოველი დღე ყვითელია.ერთი შეხედვით ჩვეულებრივი,მშვიდი,მაგრამ ვერავინ ვერ ხედავს როგორი მტანჯველი,საზიზღარი ფერია ყვითელი. მაგრამ ცარიელი,ავადმყოფური. ყვითელი ადამიანები ალბათ არ არსებობენ,ყველა იასამნისფერია,ყველას აქვს ისტორია,ჯადოსნური და გალაქტიკისფერი ისტორია. ოდესმე ისევ ვივლით იასამნისფერ სამყაროში,ვისაუბრებთ ფერებზე და დავლევთ ცხელ კაკაოს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.