თვალებმა გაგყიდეს მარიამ (20)
ნერვებმოშლილი და დაბნეული ვიდექი აივანზე,გარეთ საშინლად ყინავდა,თუმცა ამას ახლა ნაკლებად ვგრძნობდი.დავიჯერო რასაც მეუბნებოდა ტყუილი იყო ყველაფერი და ესე ერთ დღეში გაქრა? ან საერთოდ რაში დაჭირდა ეს ყველაფერი,ტუჩები დავიჭამე ნერვიულობით.დაწყნარდი მარიამ მას ხომ არ უთქვამს აღარ მიყვარხარო?უბრალოდ ახლა რთული პერიოდ აქვს გადაუვლის და ისევ ისეთი ყურადღებიანი და თბილი ბაჩო გახდება! არ გაბედო ტირილი,საკმარისად იტირე უკვე!მხრები გავისწორე და დარბაზში დავბრუნდი. ჩემს ადგილას დავჯექი და ზედაც აღარ შემიხედავს ბაჩოსთვის.სხვათაშრის არც მას შეუწუხებია თავი,ზურას პერიოდი იმდენად რთულად გადავიტანე მეგონა ვერ გავუძლებდი და მოვკვდებოდი,თუმცა დღეს ცოცხალი ვარ და ვუძლებ,ამასაც გადავიტან როგორმე.წინასწარვე მიგრძნობდა გული,რომ ეს ურთერთობა დიდხანს არ გასტანდა,არ ვიცი რატომ,მაგრამ იმდენად მივეჩვიე იმ ფაქტს, რომ ადამიანები საბოლოოდ გტოვებენ ეს დიდად არც გამკვირვებია.არც ის მეგონა ბაჩოს ამ საქციელს ასე ახლოს თუ მივიტანდი გულთან,მაგრამ ფაქტია რომ ეს ყველაფერი ცუდად მხდის და ყველაფრის ხალისს მიკარგავს. ტუჩები დავიჭამე ნერვიულობისგან თუმცა ვცდილობდი არაფერი დამტყობოდა.ღმერთო რა დავაშავე ასე რომ მტანჯავ,თვალები გადავატრიალე და ღრმად ამოვისუნთქე.მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა და პანიკებში არ ჩავვარდნილიყავი,ეს ყველაფერი ხომ უკვე გამოვლლი მქონდ ადა წესით იმუნიტეტი უნდა მქონოდა. -მარიამ კარგად ხარ?-დაბნეულლმა გადმომხედა ნანუკამ -კი,რა იყო?-ვეცადე სიმშვდე შემენარჩუნებინა -იცი რა სახე გაქვს? გაღიმე რა ცოტა,ბაჩოს გვერდით რატო არ ზიხარ? -კითხე და გეტყვის-მხრები ავიჩეჩე -იჩხუბეთ?-თვალები გაუფართოვდა -არვიცი ნანუკა საერთოდ რა უნდა მაგ ბიჭს ვერ მივხვდი -მოიცა რა ხდება? -არც მე ვიცი რა ხდება და შენ რა გთხრა?-გამეცინა -გადამრევთ თქვენ მე!-თვალები გადაატრიალა თვითონ არ ვიცოდი რა უნდოდა ბაჩოს და ნანუკასთვის რა უნდა მეთქვა?მთელი საღამო ზედ არ შემოუხედავს,ისე იქცეოდა ვითომ არც კი მიცნობდა.ნერვები მომეშალა,ამდენს ვერ გავუძელი და იქიდან წამოვედი.ისე იგივე შეგრძნებები დამეუფლა რაც ზურას დროს,არ მეგონა იგივე თუ ისევ გამოვცდიდი,არც ის მეგონა ასეთი სუსტი თუ აღმოვჩნდებოდი.თავი ვეღარ შევიკავე და ღრიალი მოვრთე,კიდევ კარგი ინგა სახლში არ იყო.მთელი ღამე ვანაში გავატარე,წყლიდან არ ამოვსულვარ.არც მიძინია. ვერ ვეგუებოდი იმ ფაქტს რომ ისევ მომატყუეს და ჩემი გრძნობებით ასე მწარედ ითამაშეს,თან ბაჩო ხომ ჩემთვის პირველი იყო ვისთანაც გავბედე და სექსუალური ურთიერთობა მქონდა.ეს რომ მახსენდებდა უარესად მტკიოდა გული.თენდებოდა უკვე ვანიდან რომ ამოვედი,მთელი სხეული დამძიმებული მქონდა.ხალათი შემოვიცვი შიშველ სხეულზე და დავწექი.ჩამეძნა,თუმცა გავიგონე მაინც ინგა რომ შემოდიოდა პერიოდულად ოთახში.3 საათზე გამომეღვიძა,გაბრუებული ვიყავი. -გაიღვიძე მარიამ?-ფარდები გადაწია ინგამ -თავი მისკდება-ძლივს წამოვიწიე საწოლიდან -ყავა და საუზმე მოგიმზად,ჩამოხვალ თუ ამოგტანო? -ჩამოვალ ხალათი გავიხადე,ტანსაცმელი გადავიცვი და დაბლა ჩავედი,ცხელი ყავა ძალიან მესიამოვნა,ჭამის თავი ნამდვილად არ მქონდა. -რამე მოხდა?-ჩემს წინ დაჯდა და თეფშზე სენდვიჩი გადმომიღო -არაფერი ისეთი -არ ჩაგაცივდები,თვითონ როცა მოინდომებ მომიყევი არაფერ უთქვამს მეტი ისე წავიდა სამსახურში.ვეღარ მოვითმინე და ბაჩოს დავურეკე -სად ხარ? -სამსახურში შენ? -სახლში ვარ,უნდა გნახო დღეს-ხმა ამიკანკალდა და გავიწურე მისი პასუხის მოლოდინში -დღეს არ მცალია -ბაჩო ხვდები რო ძალიან ცუდად იქცევი? იქნებ მეც გამარკვიო რა ქვია საერთოდ ჩვენს ურთერთობას? რამე დავაშავე და არ ვიცი? -არვიცი ახლა არ მცალია მერე დამირეკე და ვილაპარაოთ -არ გათიშო! დღეს უნდ აგნახო გესმის?ესეთ გაურკვევლობაში ვერ ვიქნები! ცუდად ვარ გესმის?!მარიამი მომენატრა მისი ნახვის საშუალება მაინც მომეცი -ხო გთხარი არ მცალიათქო?მარიამი დედაჩემს ყავს -ურთიერთობის გასარვევად არ გცალია ბაჩო? რა მოხდა ასეთი? აე როგორ შეიცვალე. -წავედი ეხლა უნდა ვიმუშაო არაფერი მითქვამს ისე გავთიშე,ან რაღა უნდა მეთქვა,ვერ ვხდებოდი ასე რატომ იქცეოდა.მთელი დღე ტირილში გაატარე,ისე ცუდად ვიყავი ვერაფერს დავუდე გული.მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი.ეს ბოლო იყო! მე მას აღარ დავურეკავ! არაფერში მჭირდება ესეთი კაცი! დაბოღმლი და გამწარებული ვიექი სახლში,მარიამი მენატრებოდა უზომოდ,თუმცა ბაჩოს დედა არ მომცემდ აბავშვის ნახვის საშუალებას,ორგანულად ვერ მიტანდა ის ქალი. ვერაფერს დავუდე გული,ქურთუკი მოვიცვი და ნანუკასთან ავედი ავლაბარში. -შემოდი,შემოდი-მთქნარებით გამიღო ნანუკამ კარები -რას გავხარ -წუხელ სად გაიპარე? -მეძიებოდა -რა გეძინებოდა გოგო?-ჭყიტა თვალები -რა გინდადაკითხვაზე ვარ? -რა გჭირს? ბაჩოსთან მოგვარდი? -მოვგვარდი კი არა ისე ვარ გამწარებული-გამოვცარი კბილებში და ქურთუკი გავიძრე -რა მოხდა?-სახე მოექუფრა ნანუკას და დასერიოზულდა -ბაჩოს აღარ ვუყვარვარ -კაი გაჩე-ხარხარი აუტყდა ნანუკას -რა გაცინებს?-თავი ვერ გავაკონტროლე და ზლუქუნი დავიწყე -ვაიმე მაგას რას ვუზამ! ნუ ტირი რა გთხოვ რას ქვია აღარ უყვარხარ? -რა უნდა უქნა შენ კიდე? ისე სასაცილოდ იფხორებოდა ნანუკა გამეცინა -მეკაიფები გოგო? -რას გეკაიფები -აბა რა გაცინებს? წეღან ტიროდი,რაო ბაჩომ რა გითხრა? -კონკრეტულად მაინც ეთქვა რამე,არაფერიც არ უთქვამს და მაგაზე ვარ გამწარებული -რა დააშავე? -არაფერი,რამე მაინც დამეშავებინა -აბა რა ჯანდაბა უნდა? -მნახე მეთქი დ აარ მნახულობს -მოლედ რა! ყველა ს*რი შენ როგორ უნდ აშეგხვდეს-ამაზე ორივეს გაგვეცინა გვიანობამდე ვიყავი ნანუკასთან,სანდრომ დაურეკა და ერთად გავედით.არეთ ისე ყინავდა სანამ მანქანამდე მივაღწიე გავიყინე.2 დღე არ გამოჩენილა ბაჩო,საშინლად მომენატრა,მარიამის ნახვა მინდოდა,მაგრამ ვერ ვბდევადი მისვლას. ეს 2 დღე ბუნდოვნად მახსოვს იმდენად გაბრუებული ვიყავი.ვერ ვჭამდი ვერ ვიძინედი,საერთოდ ყველაფრის ხალისი მქონდა დაკარგული.ინგა შეშინებული მიყურებდა არაფერი დაგემართოსო.რამდენიმე დღეში ნანუკას დაბადების დღე იყო,იქ უეჭველი შევხვდებოდი მას და საბოლოოდ მინდოდა გამერკვია ყველაფერი.სულმოუთქმენლად ველოდებოდი 10 დეკემბერს.აბა ვიყიდე და მოვემზადე,ნანატრი დღეც დადგა,გაოვიპრანჭე და სქაიბარში წავედი,სადაც იხდიდა ნანუკა დაბადების დღეს.თიტქმის ყველა ნაცნობი იყო რამდენიმე ადამიანის გარდა,გამიხარდა ძველი ნაცნობებს ხილვა,თუმცა ახლა მხოლოდ ბაჩოს ნახვას ველოდებოდი.როგორც იქნა ისიც გამოჩნდა,რა თქმა უნდა ზედ არ შემიხედავს,ვლოდებოდი თვთონ როდის იკადრებდა და მოვიდოდა ჩემთან.როგორც იქნა იკადრა ვაჟბატონმა -გამარჯობა მარიამ-ამათვალიერა -გაგიმარჯოს-ამაყად ვიდექი მის წინ -როგორ ხარ? -კარგად შენ? -რავი ნარმალნა რა,ეს დღეები ვერ შეგეხმიანე,რას შვრები? -მეკაიფები ბაჩო?-თავი ვეღარ შევკავე და სიმწრისგან გამეცინა -არა რატო -აბა რანაირად მელაპარაკები? -მისმინე მარიამ,ჩვენ ისე დავიწყეთ ურთიერთობა რომ ერთმანეთს არც ი ვიცნობდით,ანუ იმა სვგულისხმობ რო ისე ვიყავით ერთად ნორმალურად არც გიცნობდი და არც შენ მიცნობდი. -რას გულისხმობ? -ვიჩქარეთ ძაან,ჯერ ერთმენთი უნდა გაგვეცნო კარგად და შემდეგ დაგვეწყო ურთიერთობა. -ანუ? -არვიცი რას ვგრძნობ ძაან ავირიე,ვფიქრობდი ეს ნამდვილად სიყვარული იყო თუ გატაცება ახლაც ვერ გამირკვევია,არვიცი მიყვარხარ თუ არა,ახლა მარტო ყოფნა მინდა რო გავერკვე -ანუ არ გიყვარვარ-ტუჩები მოვიკვნიტე -ვფიქრობ რო არა იცით როგორი შეგრძნება მქონდა?აი 1000000 შოლტს რომ ერთიანად გადაგცხებენ შიშველ ზურგზე,ზუტად ისეთი,ხომ წარმგიდგენიათ როგორ განცდა იქნებოდა?ხოდა მე იმ წუთას ზუსტად მაგას ვგრძობდი,თუმცა გარეგანად არაფერი შემიმჩნევია,თავში მხოლოდ ის მიტრალებდა როგორ გამემწარებინა რომ მასაც ისევე სტკენოდა როგორც მე მატკინა.იმ წუთში მის გამწარების გარდა არაფერზე ვფიქრობდი. -უფ,კიდევ კარგი-გადავიხარხარე-კიდევ კარგი რომ ესე მოხდა თორემ უკვე აღარ ვიცოდი როგორ მეთქვა შენთვის -რას გულისხმობ?-სახე მოექუფრა -რამდენი ხანი ველოდებოდი ამ წუთებს შენ ხო ვერ წარმიდგენ,მეცოდებოდი მეგონა გიყვარდი და ვერ გშორდებოდი,ახლა კიდევ კარგი ესე მოხდა გულიც აღარ გეტკინება.უფ შენ გაიხარე-არ ვწყვეტდი სიცილის -მოიცა ანუ? -ანუ ის რომ არ მიყვარხარ და არც არასოდეს მყვარებიხარ უბრალოდ ვერთობოდი შენთან,სულ ეს იყო -და გასართობად მიხტებოდი საწოლშიც? -ნამდვილად,პირველად ვიღაც ხომ უნდ აყოფილიყო?ხოდა იმ მომენტში იქ შენ აღმოჩნდი და შენთან მოხდა რა,და რა გგონია შენს გარდა არავისთან ვიყვაი მას მერე?რა გულუბრყვილო ხარ ბაჩუკიიი-არ ვწყვეტდი ხარხარს,ვხვდებოდი როგორ მწარდებოდა და ეს საოცრად მსიამოვნებდა,ძალიან კარგი ახლა შენ გეტკინება ისევე როგორც მე მატკინე რამდენიმე წუთის წინ! -და მარიამი? -ხო მარიამი მართლა შემიყვარდა შენგან განსხვავებით და მაგ პონტშიც ვეღარ გითხარი რა.რა კრგია გულზე ლოდი მომეხსნა რა,წავედი ახლა,კიდევ კარგი გავარვიეთ ყველაფერი,აბა შენ იცი და ესე აღარ მოტყუვდე ხოლმე-ხარხარით და ბედნიერი სახით გამოვეცალე. მისი სახე უნდა გენახათ როგორი გამომეტყველება ჰქონდა,დარწმუნებული ვარ მასაც არანაკლებ ეტკინა.მხრები გავისწორე და ისე დავბრუნდი ჩემს ადგილას დავტოვე ასე გაშტერებული და დაბნეული.ესეც ასე! ვინც ასე მომექცევა ყველას იგივენარად ვატკენ,მორჩა! სიყვარული აღარ არსებობს ჩემს ირგვლივ! ერთელ შემთხვევთობაა მეორედ უკვე ბედსწერა,სიყვარულისთვის არ გავუჩენივარ თურმე ინგას.აღარ გაჩერებულა,იმ წუთშივე დატოვა ბარი.არც მე მინდოდა აქ გაჩერება,თუმცა ვიცოდი ნანუკას ეწყინებოდა და არ წავსულვარ.მშვიდად ვიჯექი ჩემს ადგილას.ვიცოდი ამით სამუდამოდ დავკარგე,არც არაფერში მჭირდებოდა ისეთი კაცი გვერდით, რომელიც გრძნობებში ჩამოუყალიბებლი იყო.ეკლებზე ვიჯექი მთელი საღამო ქანდაკებასავით ვიყავი არც გავნძრეულვარ მგონი. ღამის 3 საათი იყო რომ წამოვედი,ნანუკასთვის არ მინდოდა საღამო ჩამეშხამებინა და არაფერი მითქვამს მომხდარზე.ერთი წვეთი ცრემლიც კი არ გადმომვარდნია თვალებიდან ისე მივედი სახლში,აღარ ვაპირებდი ტირილს და დარდს იმაზე ვინც ამად არ ღირდა.ახლა გასაგები იყო რატომაც მიატოვა ნათიამ.გვიანობამდე მეძინა,დილით ინგამ ბებიაშენთან მინდა წაგიყვანოო აიჩემა მეც არ გავუტეხე და წავყევი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.