შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელოვნური სიყვარული(თავი 2)


10-08-2016, 15:52
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 2 150

ცოტა ხანში უკვე სავაჭრო ცენტრთან ვიყავი. თეკლასთან ერთად შევედი და ტანსაცმელების დათვალიერება დავიწყეთ.
- აი,ამ მაისურზე გეუბნებოდი!-სიხარულისგან წამოიყვირა თეკლამ.ღიმილით შევხედე და მაისურიც შევათვალიერე.
- ძალიან ლამაზია,მიდი გაიზომე და თუ მოგეწონება ტანზე, იყიდე.-ღიმილით დავამთავრე წინადადება და ხელით გასახდელისკენ მივუთითე.ისიც სწრაფად გაეცალა ჩემს თვალთახედვას.ძალიან ლამაზი ჟაკეტი დავინახე და იქით წავედი,სწრაფად ავიღე საკიდიდან და გასახდელისკენ წავედი.გავიზომე და როცა ტანზეც მომეწონა სწრაფად გამოვიცვალე.გასახდელიდან გასულს თეკლაც შემხვდა.ვაღიარებ ძალიან უხდებოდა შერჩეული მაისური.სწრაფად მივედით სალაროსთან და ვიყიდეთ შერჩეული ტანსაცმელები.შენობიდან გაღიმებულები გამოვედით და ტაქსითვე დავბრუნდით სახლებში.კიბეებზე ავდიოდი როცა ერთ-ერთი ბინის კარი გაიღო და იქიდან ,,სიმპატიური ხეპრე" გამოვიდა.
- მეორე შეხვედრაც თუ კიბეზე გვექნებოდა ვერ წარმოვიდგენდი.-გაღიმებულმა თქვა მამაკაცმა.
- შენ მეორე შეხვედრაზე ფიქრობდი კიდეც?-წარბაწეულმა ვკითხე.
- გამიკვირდა რომ არ დამირეკე.-თემა გადაიტანა უცებ.
- შენ მართლა ბო*ი გეგონე?-თვალებდაწვრილებულმა მივუგე.
- უი არ ხარ?ეგ უფრო გამიკვირდა.
- გაიქრე ირონია.-გაბრაზებულმა,ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი და კიბეებზე გზის გასაგრძელებლად მოვემზადე.
- ანდრია მქვია.-გაღიმებულმა თქვა.
- სახელი არ მიკითხავს.
-როგორ არა,წაღან მკითხე.-გაოცებულმა მითხრა,დავფიქრდი მართლა ხომ არ მიკითხავს მეთქი და ანდრიას სიცილის ხმაც გავიგე.
- იდიოტო!-ჩავიბურტყუნე და კიბეები სწრაფად ავირბინე.სახლის კარი შევაღე და დივანზე დავებერტყე.ანდრიასთან წავედი ფიქრებით.ბოლოს გამეღიმა.
- სიმპატიური ხეპრე!
* * *
დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა,ხან ტელევიზორს შევხედავდი,ხანაც ინტერნეტქსელებში შევიხედავდი,მაგრამ ფიქრებით მაინც ანდრიასთან ვიყავი.,,სადღაც მიდიოდა თორემ,რომ ვიცოდე სახლშია თუ არა,ჩავაკითხავდი." გავიფიქრებდი კიდეც,მაგრამ მერე თავს ვაქნევდი და ფიქრებსაც თავშეყრის უფლებას არ ვაძლევდი.უსაქმურობით რომ გადავიღალე,ფეხზე წამოვდექი და კარადა გამოვაღე.კარტოფილი გამოვიღე და გათლა დავიწყე,გათლილი კარტოფილი წყალს შევუშვირე და შემდეგ დავჭარი.ტაფა გავაცხელე,ზეთი დავასხი და კარტოფილი გაზქურიდან ათი სანტიმერის მოშორებით ჩავყარე.რა გავაკეთო?რაც არ უნდა გავიზარდო,მაინც მეშინია იმის რომ ზეთი შემესხმება.ცოტახანში მარილიც დავამატე და ბოლომდე შეწვას დაველოდე. ცოტა ხნის შემდეგ კი,გემრიელად ვნაყრდებოდი.
საღამოს რომ ვერ მოვიფიქრე რა გამეკეთებინა საწოლში დავწექი და ანდრიაზე ფიქრებში დავიძინე.ამბობენ,რაზეც ფიქრობ ის გესიზმრებაო...სიზმარშიც არ მასვენებდა ანდრია. თუმცა სიზმარი არც ისე ტკბილი იყო,ანდრია სისხლის გუბეში იწვა და შველას ითხოვდა.რომ გამეღვიძა მაშინვე შიშმა შემიპყრო.ფეხზე ავდექი, ჩუსტები ჩავიცვი და კარიდან სწრაფად გავედი.კიბეებიც სხარტად ჩავირბინე და ანდრიას კარზე დავაკაკუნე.რამდენიმე წუთი შეუჩერებლად ვაკაკუნებდი,ბოლოს კი ნაბიჯების ხმა მომესმა და შევწყვიტე ხელების რტყმა.კარი გაიღო და თმააბურძგნული,წელს ზემოთ შიშველი ანდრია დამხვდა,რომელიც ცალ თვალს ისრესდა და თითქოს ვერ იჯერებდა რომ მე ვიყავი იქ.
- გაგიჟდი?-გაოცებულმა მკითხა როცა დარწმუნდა რომ მართლა მე ვიყავი.
- უბრალოდ მესიზმრე და...-სიმართლე ვუთხარი და კარებს იქით დავიწყე ოთახის შეთვალიერება.როცა დაახველა მერე მივხვდი,რომ სულელურად ვიქცეოდი.
- ანდრი,ვინ არის?-კარს იქით ქალის ხმა მომესმა და მუშტები შევკარი.
- მოვალ ახლა და გეტყვი,მარუსი.
- ოჰ,ერთობა ბიჭი.მე კიდევ ვნერვიულობდი.დებილი ხარ,ალექსანდრა,დებილი! კიბეებზე ავდიოდი და თან ჩემ თავს ველაპარაკებოდი.ანდრია კი ფხუკუნით შევიდა სახლში.
სახლში ასულმა გული რომ ვიჯერე ანდრიას ლანძღვით,მერე დავიძინე.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.ზლაზნვით წამოვდექი ფეხზე და მოვწესრიგდი.სწრაფადვე ვისაუზმე და სახლიდან გავედი.გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდი როცა ჩემს წინ შავი BMW გაჩერდა.ფანჯარა ჩაიწია და სიმპატიური ხეპრეც გამოჩნდა.
- გამარჯობა.-გამიცინა.არ მივსალმებივარ,გუშინდელზე კიდევ ვიყავი გაბრაზებული.
- ჩაჯექი მანქანაში,წაგიყვან სადაც მიდიხარ.-ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
- თავი დამანებე,არ მჭირდება შენი მომსახურება.-ანდრიამ სიცილი დაიწყო,მე კი უფრო გავბრაზდი.
- არ გემსახურები,მეზობელი ხარ და შემოგთავაზე.იმიტომ კი არა რომ ძალიან მინდა შენი წაყვანა,მძღოლებს გაფიცვა აქვთ და...-ჯანდაბა!მაინც და მაინც ახლა?ბუზღუნით ჩავჯექი ანდრიას მანქანაში.მანაც სწრაფად დაძრა მანქანა ისე,რომ ღვედის შეკვრა ვერ მოვასწარი.
- სად მიგიყვანო?-კმაყოფილი ღიმილით მკითხა.
- რუსთაველის უნივერსიტეტში.
- სტუდენტი ყოფილხარ.
-ხო.-მერე გამახსენდა რომ ჩემი დაბადების დღე იყო დღეს და უნივერსიტეტში გვანცა რამე სიურპრიზს მომიწყობდა.-აუ რა აიტანს მაგათ სისულელეებს.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
-ვის სისულელეებს?-გაკვირვებულმა შემომხედა.
- დღეს ოცდასამი წლის გავხდი და ვიცი უნივერსიტეტში ახლა სიურპრიზს მიკეთებენ.სულ ასე აკეთებენ.
- გილოცავ.ირონიის გაქრობას გისურვებ.-სერიოზულად თქვა.
-მადლობა.-მერე მივხვდი რაც მითხრა და სწრაფად მივაყარე-იდიოტო,ირონიით ვისაც საჭიროა მხოლოდ იმას ველაპარაკები.-მისი სიცილიც მალე მომესმა.ფანჯარაში გავიხედე და ავტობუსი დავინახე.აბა გაფიცვა აქვთო?მუშტები შევკარი და ოთხმოცდაათი გრადუსით ანდრიასკენ შევტრიალდი.მერე უკეთესი აზრი მომივიდა თავში.
- ანდრია,გთხოვ აქ გამიჩერე.რაღაცას ვიყიდი და მოვალ,კარგი?-გავუღიმე.
- კარგი,სწრაფად ოღონდ.-მეც მალევე გადავედი მანქანიდან და ერთ-ერთ მაღაზიაში იური შატუნოვის ალბომი ვიყიდე,სადაც белые розы-ც იყო.ჩემი იდეით მოხიბლულმა ფული სწრაფად გადავუხადე და მანქანაში დავბრუნდი.
-მუსიკას ჩავრთავ,კარგი?-მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. დისკი შევაცურე მისთვის განკუთვნილ ადგილას და ფანჯრები სწრაფად ჩავწიე.მალე გაისმა белые розы-ს ხმა მანქანაში,უფრო ავუწიე ხმას და ანდრიასკენ გავიხედე.ყველა აქით იყურებოდა და იცინოდა. ანდრია გაბრაზებული სახით ცდილობდა დისკის გამოღებას და თან მანქანის ტარებას.მე კი ვიცინოდი და სულ არ მანაღვლებდა მისი გაბრაზება.რამდენიმე წუთში დისკიც გამოიღო და გატეხა.
- შენ გოგო სულ გაგიჟდი?
- რა გინდა? ვისზე ნაკლებია იური შატანოვი,თან ვგიჟდები ამ მუსიკაზე.-ვეცადე სერიოზული საზე მქონოდა და გამომდიოდა კიდეც.-ბელიე როზი,ბელიე როზიიი- ტექსტი არ ვიცოდი და გაფუჭებული ტელევიზორივით ერთი და იგივე სიტყვების გამეორება დავიწყე.
- ესეიგი ბელიე როზი,ხო?
- აჰამ.ბელიე როზიი.-მეტი აღარ შემეძლო,ამდენი ხნის შეკავებული სიცილი ერთიანად გავათავისუფლე და ხარხარი დავიწყე.
- სულ გაგიჟდი შენ.საიდან მოგაფიქრდა ეგ?!-მკაცრად მკითხა.
- ავტობუსებს გაფიცვა აქვთ,ხო?-ვკითხე და ჩვენს გვერდით მდგარ ავტობუსზე მივუთითე.
- კარგი.-ამოიხვნეშა.-ბარი-ბარში ვართ.
- ოქეი ბეიბი.-სიცილით ვუთხარი და მკაცრი შემოხედვაც დავიმსახურე.
- გუშინ ვინ დაგიძახა ოთახიდან მე რომ ჩამოვედი შენთან?-რაც მაინტერესებდა პირდაპირ ვკითხე.ცოტა დაიბნა,შემდეგ გაიცინა.
- რა იყო?
- უბრალოდ მაინტერესებს.
- ჩემი და იყო.-სწრაფად მითხრა და ამღერებულ ტელეფონს უპასუხა.
- ანდრი,მიხვედი სამსახურში?-ქალის წკრიალა ხმა მოისმა ტელეფონის მიღმა.
- არა მარუსი,საცობში მოვყევი.-მარუსი?მის დას ელაპარაკება ანუ.
- რომ მიხვალ მომწერე,არ მანერვიულო.
-კაი.-სწრაფადვე უთხრა და გათიშვა დააპირა.
-მიყვარხარ,ჩემო ანდრი.
-მეც.-ზარიც გათიშა და უნივერსიტეტთან გამიჩერა მანქანა.
- ნახვამდის.
-ნახვამდის,მადლობ რომ მომიყვანე.-თბილად გავუღიმე და გზა გავაგრძელე.
უნივერსიტეტთან მისვლის შემდეგ კი,ანდრიამ სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს.
როგორც კი აუდიტორიის კარი გავაღე,შეძახილები მომესმა.
- გილოცავ!-ყველა სხვა და სხვა ადგილიდან იძახდა ბუშტებით ხელში.გულის სიღრმეში მიხაროდა მაგრამ მაინც არ ვამხელდი ჩემს ნამდვილ ,,მე"-ს...
- მადლობთ,მაგრამ ვინმემ დაგავალათ ამის გაკეთება?მალე ჩამოხსენით ეს ყველაფერი...ნერვებს მიშლის ეს ჭრელი ფერები.-კედელზე დაკიდებულ ათასნაირ მისალოცზე მივუთითე და დავჯექი.
- მაინც რა უმადურია.რაც გინდა აკეთო მაინც არ დაგიფასებს.-მსგავსი ჩურჩული მესმოდა სხვა და სხვა მხრიდან.
- გაჩერდით!-დაიყვირა თეკლამ.-რაც არ უნდა გაგიკეთოთ მაინც უმადური ხარ და ჩვენს შრომას არ აფასებ.ვცდილობთ ხასიათი გამოგიკეთოთ და აქით გვლანძღავ.ვერ ატყობ რომ ზედმეტად თავხედი ხარ?!-ჩემსკენ მოდიოდა თეკლა,ხელში ტორტი ეჭირა და თან ლაპარაკობდა.-თუ შენ კარგი მოპყრობა არ გინდა,გავითვალისწინებთ.მაგას როგორ დაგამადლით?-მხატვრულად აღმართა მაღლა,თავისუფალი ხელი.-დაბადების დღეს გილოცავ!-ტორტი მაგიდაზე დაანარცხა და შეტრიალდა.მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და ისევ მომიტრიალდა.-ჩვენი მეგობრობის დასრულებასაც გილოცავ...ნუ მეგობრობა თუ ერქვა ეგეც საკითხავია...-სწრაფად მომახალა და აუდიტორია სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.რას ვგრძნობდი მაშინ?არ ვიცი...თითქოს თეკლასადმი ნდობა გამიჩნდა,დავრწმუნდი რომ ყალბი მეგობარი არ ყოფილა,თუმცა ამას არ ვაღიარებდი...
-რას მიყურებთ?-ჩემზე მოშტერებულ კურსელებს დავუყვირე და საპირფარეშოში გავედი.სახეზე წყალი შევისხი და თავიდან დავიწყე ფიქრი.
- თემოს ეს მოეწონებოდა?-ჩემს თავს ვკითხე და უარყოფიფი პასუხის მოსმენისას მაინც გავიქარწყ ლე ფიქრები.
გარეთ გასვლისას აუდიტორიაში შესვლის სურვილი დამეკარგა ამიტომ უნივეტსიტეტი დავტოვე და სეირნობა დავიწყე.ბოლოს ,,ექვსი მაისის პარკში" გავჩერდი და იქვე ჩამოვჯექი,ნურის ტბასთან ახლოს. ყველაფერზე დავიწყე ფიქრი.ჩემი არასწორი ნაბიჯებიც მკვეთრად დამიდგა წინ.თმებში ავიხლართე თითები და მთელი ძალით დავქაჩე.ვხვდებოდი რომ ცუდად ვიქცეოდი,მაგრამ მაინც ვაგრძელებდი სხვების დამცირებას. სწრაფად ავდექი და სახლში წავედი.საწოლზე დავწექი და ფიქრში ჩამეძინა



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე ბელიე როზიო რო თქვა ავყირავდი ... აუ იმდენი ვიცინე ბოლომდე გაკრეჭილი ვიყავი. მიუხედავად იმისა რომ ბოლო არ იყო ნამდვილად სასაცილო. ამ გოგოს ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი და ზოგადად მისი მეტამორფოზაა საჭირო. ნუ ვიცი რომ სეიცვლება ამას ისე ვამბობ.
გამიხარდა ასე მალე რო დადე wink love love

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

sameone crazy girl
ვაიმეე ბელიე როზიო რო თქვა ავყირავდი ... აუ იმდენი ვიცინე ბოლომდე გაკრეჭილი ვიყავი. მიუხედავად იმისა რომ ბოლო არ იყო ნამდვილად სასაცილო. ამ გოგოს ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი და ზოგადად მისი მეტამორფოზაა საჭირო. ნუ ვიცი რომ სეიცვლება ამას ისე ვამბობ.
გამიხარდა ასე მალე რო დადე wink love love

დაგპირდი. ^_^
მადლობა,საყვარელო.❤️❤️❤️

 


№3  offline მოდერი Behandice

ისეე გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე სულმოუთქმელად წავიკითხე..ძალიან კარგი იყო love ველოდები ახალ თავს! love

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

Behandice
ისეე გამიხარდა ახალი თავი რომ დავინახე სულმოუთქმელად წავიკითხე..ძალიან კარგი იყო love ველოდები ახალ თავს! love

მადლობა,მადლობა! ❤️❤️
დღეს დავდებ.❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent