შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი არაფერია (2)


1-05-2016, 21:08
ავტორი Kusaaa
ნანახია 1 580

#ანასტასია:
მაღლა ავიხედე და გავშეშდი...გავშრი..ტანში გამაჟრჟოლა..სწრაფად წამოვდექი თვალს ვერ ვუსწორებდი -წინ არ იყურები?! -მე ბოდიში...არ მინდო...
-ოხ ეს სოფლელები -კბილებში გამოსცრა, სათქმელი არც კი დამასრულებინა და სწრაფადვე ამიქცია გვერდი
-ფუ რა იდიოტი ვარ! მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ თვალებში მე კი არა ეგვერ იხედება ნორმალურად! ხეპრე! უჟმური! ვირი! სათქმელი არც კი დამასრულებინა..-გზადაგზა მივდიოდი და თან ჩემს თავს ველაპარაკებოდი, რომ უეცრად ნაცნობი ხმა მომესმა
-ანა! დამელოდე!...-დემეტრე მეძახდა-
ამდენი ხანია გეძახი არ გესმოდა? რა იყო რა სახე გაქვს? -გამიკვირდა მისი დანახვა სულ რაღაც რამდენიმე საათია რა გავიცანი და უკვე ისე მომართავს და მელაპარაკება, როგორც საუკეთესო მეგობარს..
-გიცნობ?-ვკითხე და თან ვითომ ცნობისმოყვარე სახით შევხედე
-არ მითხრა რომ ჩემნაირი სიმპატიური ბიჭი ასე მალე დაგავიწყდა? -გამომცდელად შემომხედა და თვალი ჩამიკრა
-რამხელა წარმოდგენა გაქ საკუთარ თავზე ბატონო დემეტრე?-ორივეს გაგვეცინა
-წეღან ვერ მცნობდი ქალბატონო და ჩემი სახელი საიდან იცი მაშინ ? -გაიკრიჭა და კვლავ გამიმეორა კითხვა-რა მოგივიდა? რაღაცაზე ჩაფიქრებულხარ
-ისეთი არაფერი ვიღაც იდიოტს შევეჯახე წეღან..ახსნაც არ მაცალა ისე ამიარა გვერდი...
-ეგ არაფერი..ქორწილამდე დაგავიწყდება-მითხრა და ისევ გამოაჩინა ოცდათოემეტივე კბილი, იხუმრა ბიჭმა ვითომ
-მალევე გადამავიწყდა ის შემთხვევა, დემეტრე მთელი გზა ხუმრობდა, სიცილისგან მუცელი მტკიოდა უკვე..ისე მივედით ჩემს სადარბაზოსთან ვერც კი შევამჩნიე..დემეს გამოვემშვიდიბე, მადლობა გადავუხადე და კიბეებზე ავირბინე..ზარი არც დამირეკავს მოულოდნელად შევედი ბინაში კარი ღია დამხვდა...ნეტავი სულ არ შევსულიყავი..თვალებს არ ვუჯერებდი..

#თორნიკე:
უნის კიბეზე ავდიოდი, როდესაც ერთი დაბნეული გოგო შემეჯახა, ნუ გასაკვირი არც არის ჩემს დანახვაზე ყველა მაგ მდგომარეობაში ვარდება: იბნევიან, ენა ებმევათ და გაშტერებულები იყურებიან...ზოგჯერ ცოტა მომაბეზრებელიც კია, მაგრამ რა ვქნა ასეთი სიმპატიური რომ ვერ..ესეც ერთ-ერთ მათგანს გავდა...ოღონდ უარესი, პროვინციული გამომეტყველებასაც თუ ჩავთვლით ნამდვილი საოცრაბა იყო(გულში გამეცინა) , ვერ ვიტან ვითომ ამ მიამიტ გოგონებს ჯერ თავს, რომ გაჩვენებენ ანგელოზებად და მეორე წამს რომ ზედ გახტებიან....ზედაც არ შემიხედავს...ისე ჩავუარე, საცოდავი. უნიში შესვლისთანავე ანკა ჩამომეკიდა კისერზე, იმიჯს იქმნის ჩემთან გოგო მე კი უბრალოდ ვხმ...ბ.
-აუუ..თოკო დღეს კლუბში არ წავიდეთ? დაქალებს ვუთხარი უკვეე...
-არ ვიცი..საქმე გვაქვს ბიჭებს დღეს.
-რა საქმეე? აუუ გთხოვ რა...-რათქმაუნდა ტუჩები გამობერა და გაიბუსხა (ღმერთო გაძლება მომეცი)
-კარგი..მიგიყვანთ და წამოვალ..
-დერეფნის მეორე მხარეს გავიხედე ჩემს ძმაკაცს ნიკას მოვკარი თვალი, მისკენ წავედი ძლივს ჩამოვიშორე კისრიდან ანკა..
ნიკასთან მივედი და ჩვენს საქმეზე დავუწყე საუბარი..
-რა ქენი მოაგვარე ყველაფერი?
-კი შე..მა აბა რას ვიზამდი..
-კარგია..ოღონდ მე ცოტა დამაგვიანდება
-რატო? რამე მოხდა?
-არა არაფერი ანკამ მო..ა ტვინი , კლუბში მივიყვან და მალევე წამოვალ..
-კარგი..ისე შენ და ანკა აღარ ხუმრობთ (გაეცინა) რამე სერიოზულია?
-მეხუმები? ვიყენებ.. სხვა რა უნდა იყოს ან ვაფშე მაგასთან სერიოზული ურთიერთობა როგორ უნდა გგქონდეს? ძმობას გაფიცებ...
-კარგი წამო ლექცია დაიწყებოდა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent