შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (4)


10-08-2016, 16:27
ავტორი Genius))
ნანახია 2 105

კარი რომ გაიღო გამოჩნდა ის ადამიანი რომელის სახე თვალების დახუჭვისას მელანდებოდა
ჩემი დანახვა მასაც გაუკვირდა და ისეთი სახე მიიღო გეგონებოდა მის მოსაკლავად მივსულიყავი , შემდეგ კი ირონიულად გამიღიმა
და აი ზუსტად მაშინ!
ზუსტად მაშინ გამახსენდა ეს სახე , ეს ღიმილი და ეს თვალები
ნინის გადავხედე და ის სულელივით უღიმოდა
შემდეგ მას გავხედე და ზიზღით სავსე თვალები მივანათე
-უცებ და წავედით - გაბრაზებულმა გავხედე ნინის და სახლს რამდენიმე ნაიბიჯით მოვშორდი
ჩემს ქმედებაზე უცნობს გაეცინა და შემდეგ ნინის გახედა
-თქვენ ალბათ იაონე ხომ ? - კითხა თბილი ტონით ნინიმ და მინდოდა მისთვის რაღაც ჩამერტყა
-და რა ხდება? - ასევე თბილად აუბა საუბარი უცნობმა და გაბრწყინებული თვალებით უყურედა ჩემს დაქალს
-იცით მისმა ბებიამ - ხელით ჩემსკენ ანიშნა ისე რომ თვალები არ მოუშორებია მისთვის - ეს რაღაცეები გამომატანა - შემდეგ პარკი გაუწოდა და თავაზიანად გაუღიმა
-მისმა? - თითქოს გაკვირვებულმა თქვა და ჩემსკენ გამოიხედა , ჩემი თვალების ნახვისას მზერა ისევ ნინიზე გადაიტანა - რატომ შეწუხდა? - მის თვალებში "კეთილშობილებამ" დაიწყო თამაში
-ეს უკვე მას უნდა კითხოთ - უთხრა ნინიმ და აი როგორც იტყვიან აკისკისდა
ერთი სული მქონდა როდის გადმოადგამდა ფეხს და მოვშორდებოდით ამ სახლს , უკვე ატანა არ მქონდა ამ ბიჭის , მისი ცინიკურობის რაც ჩემსკენ იყო მომართული , თითქოს თბილი მაგრამ ყინული იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
მინდოდა ნინისთვის ხელი მომეკიდა და აქედან "გამეთრია" , მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა რასაც გავაკეთებდი ოდესმე , თავს საოცრად დავიმცირებდი და რაქმაუნდა ის მოგებული დარჩებოდა , მიაღწევდა იმას რისთვისაც მებრძოდა გუშინდელიდან
-აუცილებლად ვკითხავ ერთხელ - უთხრა ნინის მაგრამ მიყურებდა მე , თითქოს რაღაცას ელოდა ჩემსგან და თვითონაც ვერ ამოეხსნა რას ,ეგონა იცოდა როგორი ვიყავი მაგრამ ზუსტად მან უშვებდა შეცდომას , ვეგონე ბრაზიანი მაგრამ საოცრად შემეძლო თავის გაკონტროლება , საერთოდაც მინდოდა მეთამაშა და მეც თბილი ვყოფილიყავი მის მიმართ
-მაშინ გელოდებით - ბოლოს როგორც იქნა გავბედე და ღიმილით წავიწიე მისკენ - ბებიას უყვარს სტუმრიანობა და დამიჯერე მასთან ერთად ყოფნისას წამითაც ვერ მოიწყენ - ხმა "შევათბილე" და ღიმილით შევსცქეროდი მას
-და შენთან ? - უცებ ბებიაჩემიდან ჩემზე გადმოვიდა რამაც ნინის გაურკვევლობა გამოიწვია , მე გადმომხედა და თვალებით მკითხა რა ხდებაო
-ბებაჩემზე ვსაუბრობდით არა? - არ შევიმჩნიე და ისეთი ტონი დამიჭირე თითქოს მეც ვერ ვხვდებოდი ჩემსგან რა უნდოდა
-შენთან მოვდივარ სახლში ხომ? მარტო ბებიასთან ხომ არ ვისაუბრებ და თან შენც იქ არ იქნები?
ვსაუბრობდით და ნინი საერთოდ გვავიწყდებოდა , არადა მის გამო ვიდექი დღეს ამ სახლის წინ და ვესაუბრებოდი ამ ბიჭს
ორივეს გვეღიმებოდა მაგრამ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რომ ეს ღიმილი კარგს არაფერს მოასწავლებდა
-სამწუხაროდ აქ ცუდადაა საქმე - ნაღვლიანმა გავხედე - მე სტუმრიანობა არ მიყვარს - თავი დავხადე და ჩავიცინე
ამ დროს ხელზე ნინის ისე მიბწკინა რომ მეგონა რაღაც უზარმაზარმა მიკბინა , კივილისგან თავი ძლივს შევიკავე და ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი
-კარგად ხარ? - დაბნეულმა მკითხა უცნობმა და ჩემსკენ გამოიწია ყოველი შემთხვევისთვის რომ დავეჭირე
-კი კარგად ვარ - უხეშად მომივიდა და რამდენიმე ნაბიჯით უაკნ წავიწიე
-სულ გამოვშტერდი - სიცილით გახედა უცნობმა ნინის - აქ რომ დგახართ არ გინდათ შემოხვიდეთ? უკეთესად გავიცნობდით ერთმანეთს - მე არ მიყურებდა რადგან იცოდა ჩემი პასუხი , ნინისგან კი რათქმაუნდა თქხმობას ელოდა
-რატომაც არა - და კიდევ რათქმაუნდა გამართლდა მისი იმედები და ნინის პასუხსაც არ დაუგვიანია
-არა! - ორივე შევაჩერე როდესაც ერთი ნაბიჯი აშორებდა სახლში შესვლას - ჩვენ გვეჩქარება მერე იყოს! - ჩუმად ჩავილაპააკე და ხელი თავზე მივიდე რადგან უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ჩემი ცუდად ყოფნა
-სად გვეჩქარება? - ისეთი სახით გამომხედა ნინიმ რომ აშკარად ჩემს მოკვლას აპირებდა თუ აქედან წავიდოდი
აი რა მოყვება როდესაც ორი დაქალიდან ერთი შეყვარებულია მეორე კი ამ ბიჭს ვერ იტანს
-კაი როგორც ჩანს ნინის არ ეჩქარება - ნაწყენმა ირონიულად ჩავილაპარაკე და გასასვლელისკენ წავედი , გზაში რამდენიმე წამით გავჩერდი და თავზე ხელები შემოვიწყვე , ნინის ველოდებოდი როდის გამოეკიდებოდა მის დაქალს რომელიც ცუდად იყო
მაგრამ...
-ანო დამელოდე!
უი არა! თურმე მომყვება
გავჩერდი და დაახლოებით წარმოვიდგინე რა ხდებოდა ჩემს უკან , ალბათ ნინი უცნობს სულელივით უღიმოდა და ბოდიშებს უხდიდა იმის გამო რომ ასე უეცრად მოგვიწია წამოსვლა
-დიდი მადლობა! - უხეშად მომკიდა ხელი და გარეთ გასვლაში დამეხმარა - არ იყო საჭირო მსახიობობა! - ნაწყენილი მიყურებდა და თან მიღიმოდა
-რა მსახიობობა? - ჩუმად ვლაპარაკობდი რადგან როგორმე თავი დამეძვრინა ამ სიტუაციიდან
-ცოტაც და წაიქცეოდი ალბათ ეზოში არა?
ოჰ ეს ირონიული საუბრები!
-ეს ბიჭი მოგეწონა? - უცებ თემა შევცვალე და მასაც სახეზე ღიმილმა გაუელვა
-მაშინ შორიდან ვნახე და უფრო სიმპატიური ყოფილა - სიცილით გამომხედა და ტაში შემოჰკრა
-არანაირად არ არის სიმპატიური - ეს რამ მათქმევინა ვერც მე მივხვდი , ან რას ვცდილობდი ამ ფრაზით
-სათვალე გჭირდება? - გაკვირვებულმა გამომხედა ნინიკომ
-სათვალე?
-მაშინ გემოვნება გაგიფუჭდა! - ვითომ დაასკვნა ჩემმა ექსპერტმა და სახლში ხტუნვით შევიდა
**************************************************
იცით რა არის გოგო ცხოვრებაში ყველაზე რთული?
უმამობა.
ხო ძნელია როდესაც არ გყავს გვერდით ადამიანი რომელიც შენი პირველი სიყვარული , მეგობარი , ძმაკაცია , არ გყავს მამიკო რომლითაც ის ბიჭები უნდა შეაშინო რომლებიც გაგაბრაზებენ , რომელთანაც უნდა გაიქცე რომ გაგამხიარულოს , არ გაქვს ბედნიერება გააცნო მას შენი შეყვარებული და შემდეგ იცინო მის სახეზე , ასევე ნახო მისი ცრემლები როდესაც მისგან წასვლა მოგიწევს
ჩემსშემთხვევაში ალბათ ყველაფერი უფრო რთულადაა, ალბათ მხოლოდ მე ვთვლი ასე რადგან არვიცი სხვისი ცხოვრება მაგრამ მაინ მგონია რომ მამის დაკარგვა ესე უბრალოდ ვერ გადავიტანე!
ყოველთვის მეგონა რომ ადამიანები არ იცვლებოდნენ მაგრამ დროდა დრო მივხვდი რომ მათ ტკივილი ცვლით! სრულიად მთლიანად! ხო თუნდაც მცირე წყენასაც კი შეუძლია ადამიანი ყველანაირად შეცვალოს , ცუდისკენ თუ კარგისკენ ეს თვითონ მასზეა დამოკიდებული , მაგრამ საბოლოოდ ადამიანი ზუსტად ისაა როგორიც მართლა არის და არაფერს აღარ მალავს!..
მე?
მე რომელ მხარეს გადავიხარე არვიცი , ესეთმა ტკივილმა უბრალოდ არ შეიძლება გაგაბოროტოს , მხოლოდ იმას გასწავლის რომ საყვარელ ადამიანებთან უფრო ხშირად უნდა იყო
მე ეს ვისწავლე და წამითაც ვეღარ ვძლებ დედაჩემია გარეშე
ყოველთვის მენატრება და მისი გახსენებისას საშინელი ფიქრებით მევსება გონება , ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთან ახლოს არ არის
მეშინია რადგან მას უყვარს!
ვუყვარვარ მეც და ზუსტად ამიტომ ვერ დგამს ამ ნაბიჯს...
ვერ მტოვებს რადგაც ვეცოდები , იცის რომ მის გარეშე მთლიანად გავნადგურდები
დედა და მამა იცით როგორი წყვილი იყო? აი ისეთები რომ შემოძლია ყოყმანის გარეშე ვთქვა : ეს ორი სიყვარულით ცხოვრობდა , ერთმანეთის სიყვარულით
თვრამეტო წელი მათ მოციმციმე თვალებს ვუყურებდი ერთმანეთის დანახვისას და გული ბედნიერებით მევსებოდა
დღე ერთი კოცნით იწყებოდა , არ არსებობდა ეს ტრადიცია დაერღვიათ.
ჰო თუ ტრადიციას ვუწოდებთ ამას... ან ჩვევა იყო , სიყვარულის გამოხატვა
დედას ჩემთან სულ სცხვენოდა ამის მაგრამ მამას მე საერთოდ არ ვაინტერესებდი
ხშირად ისმოდა ფრაზა ”გავიზარდეთ გვეყო ბავშვობაა” მაგრამ ზუსტადდმათ დამარწყმუნეს...
რომ...
როდესაც გიყვარს ჩვეულებრივად ბავშვი ხარ!
გონებით , საქციელებით მამაჩემი თინეიჯერი ბიჭი გეგონებოდათ რომელსაც გოგო გაგიჟებამდე შეუყვარდა და ის ავიწყდებოდა რომ უკვე შვილიც ყავს რომელიც თინეიჯერობას გააცდა
ხო ესე იწყებოდა ჩემი ყოველი დღე , ეხლა კი...
მე აქ ვარ და დედა სხვაგან.
მხოლოდ იმიტომ რომ ორივემ შევძლოთ მამას გარეშე ცხოვრება.
ზოგჯერ იმის გაანალიზებაც კი უჭირს როგორ მინდა ჩემთან იყოს და როგორ მჭირდება მისი დამშვიდება , მაგრამ ეს მასაც სჭირდება და ყველაზე ცუდი ისაა რომ ჩემსგან შორს ეძებს სიმშვიდეს...
...............
საწოლზე ვიწექი , მამაჩემის სურათი ჩამეხუტებინა და ყველაფერზე ვფიქრობდი
იქვე დაგდებულ ტელეფონს დავსწვდი და დედასთან დავრეკ
-გისმენ ჩემო ლამაზო - გაისმა მისი ნაღვლიანი ხმა და მეგონა რომ გული გამიჩერდა
-შენ რა ისევ ტიროდი? - ძლივს ამოვიღე ხმა
-არა დედი საიდან მოიტანე? - შეეცადა გაეცინა მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოუვიდა
-ზოგჯერ ხმა ყველაფერზე მეტყველებს! - ტონი გავამკაცრე და ცრემლები მოვიწმიდე თითქოს ხმაზე არ დამეტყობოდა
-დედი ძალიან მომენატრე - მითხრა და ვიგრძენი როგორ გაეღიმა
-დედი მოდი რა ჩვენთან - მინდა ხმა გამმხიარილებოდა მაგრამ ამას ამოდ ვცდილობდი
-ცოტახანში აუცილებლად მოვალ - ეს უბრალოდ პასუხი იყო მაგრამ არასდროს არ ასრულებდა
-ეს ფრაზა ყოველთვის მესმის დედა! - ირონიულად ჩავილაპარაკე და თავი გავაქნიე
-მართლა მოვალ ანო! კარგად ვარ
-მე არ ვარ დედა და შენ საერთოდ არ გაინტერესებს ეს! - ვიცოდი რომ გულს ვტკენდი მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო მართლა ვეღარ ვძლებდი
-მართალი ხარ და არც შევეცდები თავი გავიმართლო! ვიცი მიგატოვე და ცუდად ვგრძნობ ამის გამო თავს
-მაშინ მოხვიდოდი!
-ანო მოვალ და წამოგიყვან
-არა დედა! არსად არ წამიყვან ბებოსთან იქნები! იცი მან შვილი დაკარგა და უძლებს! ის გახდა ჩემთვის დედა შენ კი ესე უბრალოდ მომატოვე
-ჩემო პატარა - ტირილი დაიწყო დედაჩემმა
-დედა მჭირდები - მეც ვეღარ შევიკავე თავი
ისე მინდოდა ეხლა ჩემთან ყოფილიყო , მოვხვეოდი და დავემშვიდებინე მაგრამ...
-ხვალ წამოვალ ანო - ხმა დაასერიოზულა და მეც გამიჩნდა იმედი
-მართლა? - გული სიხარულით ამევსო
-კი მართლა ჩემო პატარა
-დედი გელოდები იცოდე - გამეღიმა , ამ დროს ლიაკოს ხმა გავიგონე - დე ბებო მეძახის უნდა წავიდე , დაგირეკავ მოგვიანებით
-მიდი მომიკითხე ლიაკო
-აუცილებლად - კოცნები გავუგზავნე და ტელეფონი გავთიშე
ბებოსკენ სირბილით გავიქეცი და სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა
ის ტელევიზორთან იჯდა და რაღაცას ეძებდა
მის დანხვაზე სიცილი ამიტყდადა მანაც ჩემსკენ გამოიხედა , გამიღიმა
-ბები ვერ გავუგე ამას და იმედი ჩამირთე რა ჩემი სერიალი გადის! - ღიმილით მომაშტერდა და პულტი გამომიწოდა
-დედა მოდის! - უეცრად ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე
სათვალე მოიხსნა და ამომხედა
-როგორ არის? - ანერვიულებულმა დამისვა ეს კითხვა
-არვიცი მგონი კარგად
-ძალიან კარგია! ჩვენთან მაინც იქნება - ღიმილით ჩაილაპარაკა და ტელევიზორს გახედა
-ჰო - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე და ბებიას თხოვნა შავასრულე
*****************************************
უკვე დაღამდა , პირველს გადაცდა , ძმაკაცები ტელევიზორთან იჯდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ , იქვე ლუდი და ჩიფსები იდო
-გინდა დავნიზლავდეთ რომ მოვიგებ? - სიცილით გახედა უცნობმა ძმაკაცს და წარბები აათამაშა...


********************************
იმედი მაქვს მოგწონთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent