შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება ვამპირის ენაზე (8)


10-08-2016, 17:14
ავტორი გლორია
ნანახია 1 933

937 წელი
მთელი სისწრაფით გარბოდა დენიელი. აღარ უნდოდა უკვე ასეთი ცხოვრება. სასტიკად ბოროტი და დაუმორჩილებელი იყო. ყველას მისი ეშინოდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი მისი ძმაა, რომელმაც მისი დაუდევრობით მთელი ოჯახი ამოწყვიტა. ერთ-ერთ დუქანში იყო და ვალი დაიდო, შემდეგ ვეღარ გადაიხადა და ამის გამო მშობლები და პატარა და და ძმა მოკლა. არც თვითონ იყო კარგ მდგომარეობაში, მაგრამ დენიელი მთლიანად შეიცვალა. მხოლოდ მათი მოკვლის სურვილი ჰქონდა ვინც ეს ყველაფერი გააკეთა. სულ პირველს თავის ძმას მოკლავდა, შემდეგ კი იმ ხალხს, ვინც ოჯახი ამოუწყვიტა. ამ ყველაფერს კი ასე უბრალოდ ვერ შეძლებდა, ამიტომ ეშმაკისთვის აპირებდა დახმარების მიმართვას. ამდენი სირბილისგან დაიღალა და მუხლებს დაეყრდნო ხელებით. ცოტახანს ხმამაღლა სუნთქავდა და შემდეგ ისევ გააგრძელა სირბილი, შედარებით ნელა. მალე ტყის ბოლოში გავიდა და ხრამი დაინახა. მეტს ვეღარ წავიდოდა, ყოველშემთხვევაში ასე ფიქრობდა. ხრამის იქით ვულკანი იყო, ხოლო იქვე ახლოს გამოქვაბული. ცოტახანს იდგა და ფიქრობდა რა გაეკეთებინა. აქეთ-იქით დადიოდა და გამოსავალს ეძებდა რომ იმ გამოქვაბულთან მისულიყო, მაგრამ უცებ ქვაზე აუსხლტა ფეხი და გადავარდა. დიდხანს მიგორავდა, წვეტიან ქვებზე ეცემოდა. ცდილობდა რამეს მოჭიდებოდა მაგრამ ხელმოსაჭიდი არაფერი იყო. უცებ გამოჩნდა რაღაც ფესვის მსგავსი და ხელით ჩაეჭიდა, ცოტახანს დასისხლიანებული და მისით დასვრილი ცალი ხელით ეკიდა სულის მოსათქვამად, ცოტახანში კი მეორე ხელიც მოსჭიდა, ხელები ჭრილობებისგან ძალიან ეწვოდა, ისევეწ როგორც სხვა იარები. არ იცოდა კიდევ რამდენ ხანს გაძლებდა ასე. ზევით ვერანაირად ავიდოდა და გადაწყვიტა ქვევით ჩასულიყო, მაგრამ ხელი იმდენად აეწვა, რომ შემთხვევით გაუშვა ფესვს და ქვევით ჩავარდა. თავი დაარტყა და გაითიშა. გვიან გამოეღვიძა.უკვე დაღამებულიყო და მთვარე ანათებდა იქაურობას. ღრუბლები კი ამცნობდნენ რომ გაწვიმდწებოდა. დენიელი გაჭირვებით წამოდგა და გამოქვაბულისკენ კოჭლობით წავიდა, ზოგი ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, ზოგზეც სისხლი მიმხმარიყო.მალე გამოქვაბულთანაც მივიდა, ხალხი მას ეშმაკის სახლს უწოდებდა, რადგან ისეთ ადგილას მდებარეობდა ვერავინ გაბედავდა იქ ჩასვლას. დენიელმა ხის ტოტი აიღო, კაჟის ქვები იპოვნა და ერთმანეთს ურტყამდა, მალე კი ჩირაღდანი გააკეთა და გამოქვაბულის შესასვლელში დადგა. ყვილი დაიწყო
-ეშმაკო, დიდებულო სატანავ გთხოვთ ჩემი სურვილი შეასრულოთ, სანაცვლოდ ნებისმიერ რამეს შემოგთავაზებთ, რისი მოცემაც კი შემიძლია. არაფერი მომხდარა ყველაფერი ისე ისე იყო. მაშინ კი მან მამაო ჩვენოს კითხვა დაიწყო ოღონდ უკუღმა. სამჯერ წაიკითხა და შემდეგკისრიდან დიდი ჯვარი მოიხსნა და შუაზე გადატეხა. და გამოქვაბულიდან ხმა გაისმა
-ჩემო ძვირფასო ყმაწვილო, ძალიან გაბედული ხარ რადგან აქ მოხვედი და მამაცი რადგან ჩემთან რაღაც გინდა. გისმენ თქვი რაც გსუსრს.
-მინდა რომ ისე გავძლიერდე რომ ვერასდროს მოვკვდე, ყველაზე ძლიერი ვიყო, საოცრად სწრაფი და სიბნელეშიც ვხედავდე და კარგად მესმოდეს.
-აჰჰ, და ამის სანაცვლოდ მოვითხოვ მე შენს სულს, მაგრამ იცოდე ამას თავისი სასჯელი ექნება. თანახმა ხარ?
-ყველაფერზე თანახმა ვარ. მუხლი მოიყარა და თავი დაბლა დახარა. მის თვალებში ბედნიერება და სიძულვილი მძვინვარებდა, საოცრად კმაყოფილი იღიმოდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოუღებდა ბოლოს ყველას.
-შენ ხელს დახედე, სისხლი მოგდის, ამოწუწნე და მთელი სიამოვნება ჩააყოლე მის დალევას. დენიელმა მის მკლავს დახედა და მისი დავალება შეასრულა, მთელი სიამოვნება არა მაგრამ რაღაცნაირად ესიამოვნა ეს ცოტა ჟანგის გემო. ცოტახანში კი უკვე ვეღარ ჩერდებოდა ისე მოეწონა და თავის სისხლს თვითონვე სვამდა, ბოლოს კი გონება დაკარგა. მაგრამ სწრაფადვე გამოფხიზლდა. თვალის გახელა და მისი ჰაერში აფრენა ერთი იყო. მისი პირიდან ვერცხლისფერი რაგაც ამოძვრა და გამოქვებულში შეფრინდა. დენიელი კი უგონოდ დავარდა მიწაზე. კარგა ხნის მერე გამოეღვიძა, თენდებოდა მაგრამ ეს სასტიკად არ სიამოვნებდა, თვალებს ატკივებდა და მთელ სხეულს უკრუნჩხავდა. მალე მას მიანათა და დენიელს მთელი სხეული აეწვა. დამწვრობები გაუჩნდა და წყლულები. ძალიან სტკიოდა და მთელი სისწრაფით გაიქცა, ორ წამში ხრამის ქვემოთ გაჩნდა, ხრამს აახტა და ტყეშიც ამავე სიჩქარით განახორციელა სირბილი. სახლში სასწრაფოდ შევარდა და ფანჯრები დახურა და ფარდები ჩამოაფარა. ტანზე დაიხედა და აღარცერთი ნაკაწრი აღარ ჰქონდა. კმაყოფილმა ჩაიღიმა სუფთა ტანსაცმელი მოირგო და თმები შეიკრა. გამოვიდა და ფარდები ფრთხილად გადასწია. მაგრამ ისევ აეწვა ყველაფერი. მერე კი უყურებდა როგორ შეუხორცდა. ფარდები ისევ გადააფარა. ახლა კი საოცარმა შიმშილის გრძნობამ შეიპყრო. საჩმელი გამოიღო, გემრიელად წაილუკმა მაგრამ ცოტახანში სწრაფად საპირფარეშოში შევარდა და რაც ჭამა ის ამოიღო. მისი ორგანიზმი საჭმელს არ იღებდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა. მერე კი გაიფიქრა. "მან მე საკუთარი სისხლი დამალევინა, ესეიგი დღეიდან ჩემი საკვები სისხლი იქნება". მალე ჩამოღამდა, მას კი უკვე გამგელებულად შიოდა.მალე სახლში მისი ნასვამი ძმა ალეკი შემოვიდა და ნაღვლიანად გაუღიმა, მისი ღია ცისფერი თვალები მიანათა მის ძმას და გაკვირვებულმა აათვალიერა, ის საოცრად სიმპათიური იყო.თვალის ფერი ყველაზე მეტად გაუკვირდა.
-შენი თვალები? დენიელს მისთვის არ ეცალა, ძალიან შიოდა. დანა აიღო და ხელი გაიჭრა. იქიდან წამოსული სისხლი მაგიდის პრიალა გადასაფარებელზე დაისხა. დენიელმა მისი სისხლი დალია, მაგრამ ისევ ვერ მიიღო ის ორგანიზმმა. ალეკი გაკვირვებული უყურებდა. ბოლოს ყურში რაღაც ხმები ჩაესმოდა რაც საოცრად აღაგზნებდა. ყური დაუგდო და ეს სისხლის მოძრაობის ხმა იყო. მის ძმას ბოროტულად ახედა და სწრაფად ეცა მის ყელს და კბილები ჩაასო. დენიელს სიამოვნების ოხვრა ამოხდა და უფრო ძლიერად მოუჭირა კბილები, ხოლო ალეკი თავიდან განცვრიფებული იყო, შემდეგ ძალიან ეტკინა და აეწვა კისერი და ტკივილისგან გმინვა ამოცდა, ბოლოს დაიღრილა და ცდილობდა განთავისუფლებულიყო. ბოლოს ძალა გამოელია და გაითიშა. დენიელმა მის ცხედარს ხელი გაუშვა და ძირს დააგდო. ზემოდან დახედა და უთხრა
-რისი ღირსიც იყავი ის მიიღე.მას შუბლზე ფურცელი მიაჭედა წარწერით,
"მე სისხლისმსმელი დენიელი ვწერ, ჯოჯოხეთსიც წასულა, ჩემი ძმის, მამის და დამხმარის სამეფოში, ეშმაკის სამეფოში". და ქალაქიდან წავიდა. ხალხმა მას ამის შემდეგ ეშმაკის ძმა უწოდა. დენიელი ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანს ცლიდა სისხლისგან. საუკუნეები დასჭირდა ყველაფრის შესასწავლად. ისწავლა ვამპირად ცხოვრება. ეს ძალიან მოსწონდა. ხუთასი წლის შემდეგ თავისუფლად დადიოდა უკვე მზეზე. ახალი გასართობი იპოვა. რომელიმე გოგოს აირჩევდა, თავს შეაყვარებდა, ოჯახს ამოუწყვეტდა და ემოციებით ერთობოდა, როდესაც გაიგებდნენ გოგოები რომ ეს ყველაფერი მათმა სიყვარულმა გააკეთა. ბოლოს კი მათაც კლავდა. ამ ყველაფრით უდიდეს სიამოვნებას იღებდა. შემდეგ წინასწარ მეტყველებაზე გაიგო და უნდოდა მსოფლიოს დაპატრონებოდა. ჯესიკა გაიცნო. ის ყველაზე განსხვავებული იყო იმათგან ვინც კი მოკლა. სულ სხვა ემოციები გაუღვიძა, მაგრამ მალე გაიგო რომ ის იყო ის ვისზეც წინასწარმეტყველება იყო. სასტიკად ინერვიულა როდესაც ალქაჯებმა მას გული გაუჩერეს, რადგან მსოფლიოს ბატონობაზე ვეღარ იოცნებებდა. მაგარამ ყველაფერი კარგად დამავრდა. ამჯერად მისი მსხვერპლი ჯესიკა იყო, მისი გეგმა კი ასეთი
" პირველ რიგში ჯესიკასთვის უნდა შეეყვარებინა თავი, მერე ყველა საყვარელ ადამიანს მოუკლავდა, ან ოდნავ მნიშვნელოვანს მაინც, ასევე ვამპირად გადააქცევდა და სამსხვერპლო ადგილას ანახებდა თავის ნამდვილ სახეს, მისი რეაქცია აინტერესებდა, ასევე თვითონ ასწავლიდა ბრძოლას ამ სამი თვის განმავლობაში და თავის თავთან შეაჯიბრებდა. კარგად გაერტობოდა ამით და გოგონასაც განადგურებულს გაუშვებდა ამ სამყაროდან"


აი ეხლა კი დიდი შეფასებები მინდა. მაინტერესებს რას ფიქრობთ თითოელ პერსონაჟზე, მალე მაქციებსაც ჩავურთავ და კიდევ ორ პირს. ის ბოსი დენიელია. და კიდევ მაინტერესებს როგორ განვავითარო დენიელს შეუყვარდეს ჯესიკა თუ სხვა ვინმე გამოვაჩინო.



№1 სტუმარი ლეპორელა

აუუუ შეაყვარე ჯესიკა რა გხოთხოოვ გემუდარები,არ გინდა სხვა ვინმე...გეხვეწეეეეებიიიიი...❤️❤️

 


არც კი ვიცი რა უნდა გითხრა, დენიელი ბოროტი ყოფილა. ის საყვარელი ბიჭუნა არ ყოფილა ვინც მეგონა. ეს უბრალოდ მისი ნიღაბი იყო.
არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას.
მაგრამ მომწონს lol
ჯესიკა ძლიერი გოგო უნდა გახდეს და თავი შეაყვაროს დენიელს ისე რომ სულ გადაავიწყოს მისი გეგმები მაგრამ ჯესიკას სხვა ვინმე გაუჩინე რა wink
საერთო ჯამში ძალიან კარგია.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რაოოო რას გააკეთებს?!
შანსი არაა ამას არ იზამს

100%დარწმუნებული ვარ ამას არ იზამს..
რა საზიზღარი ყოფილა..
იმედია გამოსწორდება..

 


№4  offline წევრი FunnyGirl

ვაიჰ არ მეგონა ასე თუ განვითარდებოდა მოვლენებიი საოცრად გაოცებული დავრჩი როცა ეს თავი წავიკითხე აი მართლა :/ მმ თავიდან მ ისტორიის სათაური და 1თავი რკმ წავიკითხე მეგონა რომ ჯესიკა ვამპირი გახდებოდა და ნიკზე და ჰეილზე იძიებდა შურს მაგრამ იმედები გამიცრუვდა :დდ ახლა კი რაც შეეხება ჯესისნდა დენიელს მინდარომ ჯესი ძლიერი ვამპირი გახდეს აი დენიელზე კი რა ვთქვა მართლა არ ვიიცი :დდდდდდ ემას პერსონაჟი ძალიან მომწონს :დდ ისეძან მააგარი ისტორიაა განსხავებული :დ წარმატებები აუცილებად გააგრძეელე :დდ ჰო მართლა ამაასაც დავამატებ მაინც :დდ ჩემი ისტორია რომ იყოს ლანდმონადირეებსაც ჩავამატებდი ამ ისტორიაში :დდდდდდდ და წრთერთ ლანდმონადირესთან დავტოვებდი ჯესის :დდდდ მიუხედავას იმისარომ ვამპირებიდა ლანდმონადირეები ერთმანეთს ვერ იტანენ:დდდ

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

Oo ar minda denieli aseti iyos.pitiqit unda sheuyvardes jesi,magram jesis ara da shuric man unda idzios denielze.jesi dzlieri gaxade ra vampirebze rom gaimarjvos,mas xom jadoqris sisxli aqvd

Shen ise kargad wer gaartmev uchvenodac kargad tavs
--------------------
ლანა

 


№6 სტუმარი Nino

Aq mtavaria ro deniels gogos mokvla unda, tanac ase ucbad xo ar sheayvareb? Mgomi jobia denieli isev borot rolshi darches magram tu sheuyvardeba arc eg iqneba problema

 


№7  offline მოდერი Behandice

ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა!არა ეს ჩემი დანიელი არ არის!არადა მეგონა ერთი საყვარელი,ბუნჩულა ვამპირუკა იყო!არმინდა ბოროტი რო იყო,ნუუ ცოტა იყოს მაგრამ ძალიან ბოროტი არა და რაც მთავარია მინდა ჯესიკა შეუყვარდეს და ხელი აიღოს მის გეგმაზე,ნუ ეს შენი გადასაწყვეტია რას იზამ...წარმატებები გელოდები ახალი თავით love

 


№8 სტუმარი anukibanuki

არ მეგონა დენიელი ასთი ბოროტი თუ იქნებოდა recourse ისე ძაან მაინტერესებს თუ ჯესი ალქაჯი გახდება დანარჩენი ალქაჯები მას დაიცავენ დენიელისგან belay

 


№9 სტუმარი თა კო

Auu agar deb?

 


№10 სტუმარი mariai

იმედია ბოლოს მრ და მრს სმიტბივით არ დაამთავრებ ....

 


№11  offline წევრი elo123

ჩემი აზრით ისევ ბოროტი უნდა დარჩეს დენიელი უფრო მუგამი ექნება ჩემთვის heart_eyes smile ძალიან მომწონს ეს ისტორია განსხვავებულია და ვამპირებზე ვაბოდებ და ძალიან მიყვარს ესეთი ისტორიები ... ძალიან კარგად წერ და უფრო საინტერესო არის ყოველი შემდეგი თავი ჩემთვის იმედია მალე დადებ შემდეგ თავს ყველა გელოდა და ძალიან აგვიანებ ....

 


№12  offline წევრი elene tetruashvili

აუუუ ძაან გთხოვ გააგრძელე რააა ! ცუდად ვარ უკვე ძაან მინდა ახალი თავი , საოცრად წერ ... heart_eyes

 


№13  offline წევრი გლორია

კი დავდებ, ახლა თბილისში არ ვარ და როგორც კი ჩავალ ახალ თავს დავდებ და პირველ ნაწილს დავასრულებ, დიდი თავი იქნება რადგან დიდხანს ვერ შემოვდიოდი და ვერ ვდებდი ,მადლობა ყველას ვინც კითხულობს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent