შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (XI თავი)


10-08-2016, 21:23
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 833

დღეებმა კვლავ დიდი სისწრაფით გაირბინა. ლაშას ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ყველა სახვევების მოხსნას ელოდა.განსაკუთრებით კი სალომე ღელავდა ყველაზე მეტად, რადგან იცოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ლაშასთვის ამ ოპერაციის წარმატებულად დასრულება. ეს საკუთრი თავისადმი რწმენის დაბრუნებაში და თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარებოდა. დილაადრიან მივიდა საავადმოფოში და ნახევარი საათი იცდიდა, სანამ ლაშას პალატაში შეუშვებდნენ. მოსაცდელში კვლავ დალანდა ნაცნობი და საძულველი სილუეტი, თუმცა ამჯერად დიდი ყურადღება აღარ მიუქცევია და ყველანაირად ცდილობდა მასთან კონტაქტისგან თავი აერიდებიდა. ბოლოსდაბოლოს, როგორც იქნა დადგა სანატრელი წუთი და უკლებლივ ყველა: სალომე, ნიკა და მერაბი პალატაში შეგროვილიყვნენ და მოუთმენლად ელოდნენ ლაშას ახალი სახის გამოჩენას. ექიმმა სახვევის მოხსნა დიდი სიფრთხილით, ნელ-ნელა დაიწყო. სალომე კარად ხედავდა მის ნერვიულობას, ამიტომ საწოლს მიუახლოვდა და ლაშას მარცხენა ხელი მაგრამ ჩასჭიდა გამხნევების მიზნით. სახვევის მოხსნის შემდე ნათლად ჩანდა ოდნავ გაწითლებული, შეშუპებული, თუმცა სრულიად გლუვი, ახალი კანი. ლაშა დიდი მონდომებით აკვირდებოდა სახის მარცხენა ნაწილს სარკეში. გაოცებული შეჰყურებდა და საკუთარ შეცვლილ გარეგნობას ჯერ კიდევ ვერ ეგუებოდა. „ნუთუ ასე ძნელია უწინდელი სახის დაბრუნება?“ საკუთარ თავს ეკითხებოდა.
-გილოცავ ძმაო ისევ ისეთი „სიმპაწიჩნი“ ხარ, როგორც ადრე. - მოახსენა ნიკამ და თვალი ჩაუკრა.
-გმადლობ ძმაო!- ლაშამაც იგივე ჟესტით გამოხატა მადლიერება თანადგომისთვის.
მერაბი უბრალოდ გაღიმებული, ბედნიერი სახით შესცქეროდა შვილს. სალომე კი მაგრად გადაეხვია და ყურში ჩასჩურჩულა. - გილოცავ, მაგრამ გაითვალისწინე, გარეგნობა სულიერებას არ განსაზღვრავს. შენ ისევ ჩემი ლაშა ხარ.
-მიყვარხარ. - არ დააყოვნა პასუხი ლაშამაც და მანაც ძლიერად შემოხვია ხელები.
ლაშა იმ საღამოსვე გაწერეს საავადმყოფოდან, თუმცა უამრავი რეკომენდაცია მისცეს და მალე შეხვედრაზე დაიბარეს უკან. ლაშა ნიკასთან და სალომესთან ერთად ჩაჯდა მანქანაში და სახლის გზას გაუყვა. უკან კი მერაბი მოჰყვებოდა მძღლთნ ერთად. მართალის ეს გოგო ძალიან აღიზიანებდა, მაგრამ ლაშასთან ურთიერთბის თავიდან გაფუჭება არ უნდოდა. ამიტომ ჯერ-ჯერობით ყველაფერს ითმენდა, თმცა ასე გაგრძელებას არ აპირებდა. სალომე საღამომდე დარჩა ლაშასთან სახლში და შემდეგ უკან დაბრუნება მოუწია.
დღეები მშვიდად გადიოდა, ლაშას სახეც ნელ-ნელა მწყობრში დგებოდა. მალე აპრილმაც შემოანათა და უფრო დაათბო გარემო. ჰაერი ყვავილების სურნელით აივსო. სალოამე კი უფრო მეტ დროს ატარებდა გარეთ ლაშასთან ერთად. საღამოს როგორც ყოველთვის სახლში გადაღლილი ბრუნდებოდა, როდესაც უეცრად შეჰყვირა და მის წინ საიდანღაც გამომხტარ ხელსა და მასში ჩაბღუჯულ იასამნის თაიგულს გაუშტერა თვალი. უკან მობრუნდა და მომღმარ ლაშას ძლიერად მოეხვია.
-რა სადისტი ხარ! სულ ასე იცი ჩემი შეშინება. - ჩაიბუზღუნა გოგონამ.
-არაფერიც, ეს შენ ხარ სადისტი. დღეში ერთხელ და ისიც რამოდენიმე წუთით ძლივს ვახერხებ შენს ნახვას. ჩემთვის არასდროს არ გცალია.
-მადლობა ყვავილებისთვის.
-ვიცი, რომ ესენი შენი საყვარელია. ამიტომაც მოგიტანე. ხვალ კვირაა და ჩემთვის გეცლება?
-არ ვიცი რას მოვახერხებ. - თავი ჩახარა სალომემ. - შალვა სახლში იქნება და...
-კარგი, არაუშავს. სხვა დროისთვის გადავდოთ. ნეტავ ოდესმე დადგება ის დრო, რომ ჩვენი ურთიერთობის მამაშენისგან დამალვა რომ არ მოგვიწევს?
-აუცილებლად დადგება.- იმედიანად გაუღიმა გოგონამ და მასთან ერთად განაგრძო სახლისკენ გზა.
დრო საოცარი სისწრაფით გარბოდა. მალე მაისიც იწურებოდა და სალომეს გამოცდების ციებ-ცხელებაც დაეწყო. ლაშას თითქმის ვერ ხვდებოდა, სულ გადარბენაზე იყო. მხოლოდ ერთი-ორჯერ მოახერხა ღამით მის საძინებელში შემოპარვა და ისიც კინაღამ კრახით დასრულდა. ბოლოსდაბოლოს სალომეს ამდენ წვალებას უკვალოდ არ ჩაუვლია და ბოლო გამოცდიდან გამოსული კართან მდგომ ანას მთელი ძელით მოეხვია და ერთმანეთს წარმატებები მიულოცეს, თუმცა მთავარი გამოცდები ჯერ კიდევ წინ იყო. ამ პერიოდის განმავლობაში სალომე და ანა ძალიან დაახლოვდნენ და ანას მომაბეზრებლობს მიუხედავად ზოგიერთ მომენტში, საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. უკვე ანამაც იცოდა სალომეს წასულის იარების შესახებ... მაგრამ ისიც იცოდა თუ როგორ ძლიერ უყვარდა მის მეგობარს ეს ბიჭი, ამიტომ ყოველმხრივ უწყობდა ხელს მათ საიდუმლო შეხვედრებს.
დრო ისევ სწრაფად გადიოდა, ამჯერად დასკვნითი გამოცდების სამზადისში. თან სალომე გამოსაშვები საღმოსთვის ემზადებოდა, სადაც ნამდვილად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მეწყვილეობას კი ლაშა უწევდა. დარბაზში შესვლისთანავე ყველა გაოგნებული უყურებდა იმდენად მომხიბვლელები და შესანიშნავები იყვნენ ორივე. დარბაზის შაგულში ვალსს ცეკვავდნენ, სალომეს ლაშას მკერდისთვის მიებჯინა თავი და მის აჩქარებულ გულისცემას გაფაციცებით უგდებდა ყურს. და მიხვდა რომ ეს წუთები მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებებში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა. სახლში როგორც ყველა, საოცრად გადაღლილი და ბედნიერი მოვიდა. ასევე იყო ლაშაც. მერაბი კი მისი დანახვისას მიხვდა, რომ საქმე იმაზე მეტად სერიოზულად იყო, ვიდრე თვითნ ეგონა და სასწრაფოდ რამე უნდა მოემოქმედებინა.
ივლისის აუტანელ სიცხეებში ნატალია და ნანუ მოუთმენლად ელოდნენ სალომეს გამოცდიდან გამოსვლას, იქვე მოშორებით კი ლაშა იდგა ხეს მიყრდნობილი და საოცრად ნერვიულობდა. ბოლოს კიბეებზე ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა, რომელიც ჯერ ნატალიას და ნანუს მოეხვია, ყველაფერი მოუყვა, შემდეგ კი ნაცნობის ნახვა მოიმიზეზა და ორივე მათგანი მანქანაში გაუშვა, რომ დალოდებოდნენ. მაშნვე ნაცნობი სილუეტისკენ გაემართა და მაგრაად მოეხვია.
-ჩავაბარეე, ყველაფერი დავწერე და მგონი კარგადაც.
-გილოცავ ჩემო პრინცესა, ახლა მთელი ზაფხული ჩემი ხარ.- და თამამად დაეწაფა გოგონა ტუჩებს.
-გეყოფა, აქ სირცხვილია. - გაწითლდა სალომე და მისი თავიდან მოშორება სცადა. თან ირგვლივ იხედბოდა.
-შენ რა მორიდებული მყავხარ. - გაეცინა ლაშას.
-კარგი, ახლა უნდა წავიდე, მელოდებიან.
-კარგი რაა, ასე მალე? მაშინ საღამოს აუცილებლად გნახავ. - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე. და სწრაფი ნაბოჯით მიმავალ გოგონას თვალი გააყოლა.
ამასობაში კი შალვა ერისთავის ოფისში უსიამოვნო სტუმარი მივიდა და პირდაპირ მის კაბინეტში შეიჭრა. შალვამ აღშფოთებულმა ასწია თავი და მის წინ მდგომი კაცის დანახვაზე გაფითრდა.
-აქ როგორ გაბრდე მოსვლა იმ ყველაფრის შემდეგ. - დაიგრგვინა განრისხებულმა. მამაკაცს პერანგის საყელოში სწვდა დაკედელს მთელი ძალით მიანარცხა. ცოტაღა აკლდა, რომ იმ წამსვე საკუთარი ხელით არ მოეღო მისი სიცოცხლისთვის ბოლო.
-მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, თორემ აქ მოსვლა სულაც არ მეხალისებოდა. - არ შეეპუა კაციც და მის წინ მდგარი სკამი უბოდიშოდ დაიკავა.
სახლში მისული სალომე საოცრად ბედნიერი იყო. არ სჯეროდა, რომ მთელი წლის ტაჯვა-წამება დასრულდა და ახლა მთელი დარჩენილი ზაფხული თავისუფალი იყო. ნანუს სპეციალურად სალომესთვის ტორტი გმოეცხო და სამივე ერტად აღნიშნავდა სალოს ახალ ცხოვრებაში გადაგმულ პირველ ნაბიჯებს, რომელიც ისეთი სიურპრიზებით იყო აღსავსე, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. საღამომდე დრო სასიამოვნოდ გაატარეს, შემდეგ კი შალვას ელოდნენ, რომ მისთვისაც გაეზიარებინათ თავიანთი სიხარული. უკვე საკმაოდ შებინდებული იყო, რომ შემოსასვლელი კარის ჯახუნი გაისმა, შემდეგ კი მძიმე ნაბიჯებით და დაბღვერილი სახით ოთახში შალვა შემოვიდა. მაშინვე სალომეს მიუბრუნდა და მკაცრი ხმით მიმართა:
-სასწრაფოდ ჩემს კაბინეტში შემოდი. - და თავადაც კაბინეტისკენ გაემართა.
სალომეც გაოგნებული სახით მიჰყვა უკან.
-ღმერთო შენ გვიშველე. - ჩაიბურტყუნა ნანუმ და ლოყაზე იტკიცა ხელი. მამა-შვილს აშკარად დაძაბული საუბარი ელოდათ.
კაბინეტში შესულ სალომეს შალვ სავარძელში განრისხებული სახით მჯდომი დახვდა.
-მე შენ რა გაგაფრთხილე?! ხომ გითხარი იმ ნაბიჭვრისთვის თავი დაგენებებინა. შენ კი ჩუმად მაინც აგრძელებდი მასთან შეხვედრას. ნუთუ სინდისი მაინც არ გაგაჩნია? დაგავიწყდა მამამისმა რაც გააკეთა. ან ჩემს სიტყვას როგორ გადააბიჯე. ასე არარაობასავით ექცევი შენს მამას?
-საინტერესოა რომელ მამას? რომელმაც 7 წლის შვილი თავიდან მოიშორა და ერთხელაც არ მოუკითხავს მისი ამბავი ამ წლების განმავლობაში? რომელმაც ფეხებზე დამიკიდა?! და ახლა გახდი კარგი და მზრუნველი მამა?! არც სალომემ დააკლო ყვირილი და უეცრად ოთახში შემაძრწუნებლად მაღალი ტკაცანის ხმა გაისმა. სალომეს თავი გვერდით მიეტრიალებინა და ლოყა საშინლად ეწვოდა.
-შენი ისტერიკები ფეხებზე . ორ დღეში საფრანგეთში წახვალ ბიძაშენთან. და აქ არ დაბრუნდები, ვიდრე მე არ გეტყვი.
-და შენ გგონია ასე უცებ დაგემორჩილები? ლაშა არ მოგცემს ნებას რომ დაგვაშორო. პირველ რიგში კი მე არ მოგცემ. - უცებ მობრუნდა და ოთახიდან გავარდა. ნანუსა და ნატალიას შეშფოთებული სახეებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე დატოვა სასტუმბო ოთახი და გასასვლელი კარები მოიჯახინა. აცრემლებული, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა ქუჩაში და გამვლელების გაკვირვებულ მზერას ყურადღებას არ აქცევდა. დიდი ხნის განმავლობაში იდგა მათი შეხვედრის ადგილას, როდესაც შორიდან უკვე მონატრებული სილუეტი გაარჩია. მისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა და ატირებული მოეხვია.
-რა მოხდა ჩემო პრინცესა, რა გატირებს? - შეშფოთება გაისმა ლაშას ხმაში.
-არ მისცე უფლება ერთმანეთს დაგვაშორონ.
-სალომე ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა?- უკვე დასერიოზულებულმა მიმართა ლაშამ.
-მამაჩემმა ყველაფერი გაიგო და ახლა უნდა საფრანგეთში გამაგზავნოს ბიძაჩემთან, რომ ერთმანეთს დაგვაშოროს. გთხოვ, არ მინდა წასვლა. - სლუკუნებდა გოგონა.
-კარგი, დამშვიდდი საყვარელო. ყველაფერი კარგად იქნება. დღეს მამაჩემიც დამელაპარაკა ამ თემაზე და შენთან დაშორება სასტიკად მომთხოვა. დამემუქრა, რომ რამეს დაგიშავებდა. თუმცა მათ თავისი არ უნდა გაიტანონ. ხომ იცი, რომ შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ? აქედან წავიდეთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ ერთად. სალომე მითხარი, გაბედავ ამის გაკეთებას? გადაადგავ ამ ნაბიჯს? ვიცი, შეიძლება ზედმეტად ბევრს გთხოვ, მაგრამ...
-შენთან ერთად ყველაფრისთვის მზად ვარ. - ამოისლუკუნა გოგონამ და კიდევ უფრო მაგრად მიეკრო.



№1 სტუმარი mtvaro svani

ox aseti mamebi.ra sazizgrebi arian mati dampali suli amati ra bralia?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent