შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (X თავი)


9-08-2016, 21:45
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 852

ზღვა ბობოქრობდა ორი დღის განმავლობაში. ისინი კი სახლში თბილად მოკალათებულები შეჰყურებდნენ ამ შემაშფოთებელ პეიზაჟს, რომელიც ყველაფრისდა მიუხედავად სასიამოვნო ჟრჟოლას გვრიდა ორივე მათგანს. დეკემბერს თავისი სუსხიანი ხელები დაეტყო სამყაროსათვის. თუმცა მისი სიცივე გამთბარ სულებში ვერ აღწევდა. ორიოდე დღემ მშვიდად განვლო. სალომემ ნანუს შეატყობინა ყველაფერი და უვე არც იმაზე ნაღვლობდა, თუ რა რეაქცია ექნებოდა მამამისს. შავი მოტო კი ცოტა ხანში მისთვის კარგად ნაცნობ გზას გადიოდა და მიისწრაფვოდა იმ ქალაქისკენ, რომელმაც ორივე მათგანს დიდი ტკივილი მოუტანა. დიდხანს ჰყავდა ლაშას მკერდში ჩაკრული, ბოლოს მისი მარწუხივით ხელებისგან ძლივს დაიხსნა თავი და სახლის ბილიკს ბედნიერი სახით გაუყვა. ნანუ კარში მდგომ გოგონას ძლიერად მოეხვია.
-ჩემო გოგონა, რატომ მოიქეცი ასე? - ცრემლიანი სახით შეაგება სიტყვები. - შალვა ცოფებს ყრიდა ეს რომ გაიგო. არ მინდა ძლივს დალაგებული ურთიერთობა ისევ აგერიოთ.
-ნუ ღელავ ნანუ. მე სხვანაირად არ შემეძლო. ლაშას გარეშე ვერ ვიარსებებ. - დამნაშავესავით ჩახარა თავი. - სად არის?
-კაბინეტშია და დამიბარა რომ მობრძანდება, შემოვიდესო.
-კარგი, შენ ნუ ინერვიულებ. მე წავალ და ვნახავ.
-როგორ არ ვინერვიულო, საიდანღაც იმ არაადამიანის შვილი გამოჩნდა და ცხოვრებას გირევს.
-ნანუ... ძალიან გთხოვ!
-კარგი, კარგი. შენი ნებაა არ მისმინო. - საყვარლად ჩაიბურტყუნა და კაბინეტისკენ მიმავალ გოგონას გააყოლა თვალი.
კაბინეტის კარი ფრთხილად შეაღო. შალვა განერვიულებული სახით საბუთებში იქექებოდა და სულ არ შეუმჩნევია მისი შემოსვლა. ყურადღების მისაქცევად ხმადაბლა ჩაახველა.
- მობრძანდი არა ქალბატონო?! იქნებ ამიხსნა ეს დღეები იმ ნაბიჭვართან ერთად რას აკეთებდი? გინდა ისევ უკან დაგაბრუნო?! პანსიონში დაბრუნება გინდა?!- უღრიალა მთელ ხმაზე. - თუ შეეშვები იმ ლაშას?
-იქ არ დავბრუნდები. კბილებს შორის გამისცრა სალომემ. ვერ მაიძულებ ამას. რამდენჯერაც არ უნდა გამიშვა, ყოველთვის უკან გამოვიქცევი. ეს დაიმახსოვრე! ვერც ლაშას დამაშორებ. - ამაყად ასწია თავი და მამის განრისხებულ მზერას გაუსწორა თვალი.
-მე კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, შემდეგ კი მარტო გაფრთხილებით არ შემოვიფარგლები, ვიმოქმედებ კიდეც. ახლა შეგიძლია წახვიდე.
გაბრაზებულმა გამოიჯახუნა კარები და თავის ოთახს მიმართა.
მომდევნო რამოდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა. ლაშას ყოველთვის სკოლაში ხვდებოდა. ესმოდა მამამისისაც, რადგან ლაშა მათი ოჯახის დაუძინებელი მტრის შვილი იყო, რომელმაც დედამისი შეიწირა; ამ კაცის შვილთან მისი ურთიერთობა კი მამისთვის აუტანელი იყო. ამიტომ ცდილობდა შალვა კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინა. ამასობაში დეკემბერიც მიილია და არდადეგების პერიოდში უფრო ხშირად ხვდებიდა ლაშას. მთელ დღეს, შალვას მოსვლამდე, თითქმის მასთან ერთად სეირნობაში ატარებდა. ნანუც ცდილობდა მისი გოგონას ბედნიერებისათვის ხელი არ შეეშალა.
საღამოს კვლავ წამოვიდა თოვლი. ოთახში სალომესთან ერთად ნანუც და ნატალიაც იმყოფებოდნენ, რომელბიც ახალი წლის სამზადისში გართულები აქეთ-იქით დარბოდნენ და სადღესასწაულო სუფრას ლამაზად აფორმებდნენ. სალომე ფანჯარას მისჯდომოდა და ჰაერში მოფარფატე ფიფქებს აკვირდებოდა. საშინლად უკვარდა ეს პროცესი ბავშვობიდან. წვეთებისა და ფიფქების ყურება საათობით მისი საყვარელი გასართობი იყო. თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, სახეზე მაინც შეინიშნებოდა ცოტაოდენი წყენა და სევდა. მთელი დღის განმავლობაში ლაშას ერთხელაც არ დალაპარაკებია, რადგან შალვა მთელი დღე სახლში იყო და გარეთ გასვლა ვერ მოახერხა. მალე ნატალიამ ყველანი სუფრასთან იხმო და ისიც მოშორდა ფანჯრის მინას. ერთადერთი ვინც ატმოსფეროს გახალისებას ცდილობდა ნატალია იყო. საოცრად მხიარული ქალი იყო და მოსაწენ კამპანიას ვერ იტანდა. სალომესთან რამდენჯერმე წამოიწყო საუბარი, თუმცა მისი ბოლომდე აყოლიება ვერ მოახერხა.
-სალო, ძვირფასო, ჩემო თოჯონა, რატომ ხარ მოწყენილი. შემთხვევით ამის მიზეზი ბიჭი ხომ არ არის? _ ეშმაკურად გაუღმა ძმისშვილს. - რა იყო, დღესასწაული არ მოულოცია?
- გეყოს ამ თმაზე საუბარი - შეუღრინა შალვამ.
-უიმეე, რა უჟმური ძმა მყავს. სალო მოდი, ამ დღეებში მთაში წავიდეთ, სათხილამუროდ. სკოლაში მაინც დასვენება გაქვს. შალვასაც გამოვაშვებინებ შენს თავს და მხოლოდ ჩვენ ორნი გავერთოთ. _ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
-დიდი სიამოვნებით. თუ მამა გამომიშვებს.-შეყოყმანდა სალომე.
-მაგაზე არ ინაღვლო მე ვიზრუნებ.
ახალი წლის პირველ წუთებს მხიარულად შეხვდნენ, შამპანიურის ჭიქით ხელში, მილოცვებით და კეთილი სურვილებით. სალომე საოცარ სიხარულს გრძნობდა, იმის გააზრებისას, რომ ამდენი წლის შემდეგ, მის საყვარელ დღესასწაულს კვლავ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ხვდებოდა. უკვე 2 საათი ხდებოდა , როდესაც მან ნანუმ და ნატალიამ მაგიდა აალაგეს და დასაძინებლად გაემართნენ. ოთახში შესულმა, მხოლოდ ახლა იგრძნო მთელი დღის დაღილობა და დასაძინებლად გაემართა საწოლოსკენ როდესაც მინაზე კაკუნის ხმა შემოესმა. სწრაფად მივიდა დიდ ფანჯარასთან, და ჩამოფარებული ფარდა გადასწია. იმ წამს საერთოდ არ უგრძვნია შიში. მინის მეორე მხარეს საწვიმარ მილს მოჭიდებული ლაშას სილუეტი დაინახა და სასწრაფოდ გამოაღო საგულდაგულოდ ჩრაზული ფანჯარა. ლაშამ ფრთხილად დაადგა ერთი ფეხი რაფას, შემდეგ მეორე და ოთახში იატაკზე ჩამოხტა. ხელები მოხვია გაოცებულ სალომეს და გულში მაგრად ჩაიკრა.
-გილოცავ ახალ წელს.- მობილურის ფანრით ვიღაცას შორს ნიშანი მისცა და რამოდენიმე წამში ცა ფეიერვერკებმა გაანათა. ,,მიყვარხარ და მეყვარები მთელი ცხოვრების მანძილზე“ ჩურჩულა ყურთან ახლოს. გოგონას ზურგიდან მიჰკრობოდა, ხელები მუცელზე შემოეხვია და მასთან ერთად შეჰყურებდა ამაღელვებელ სანახაობას. როდესაც ბოლო ფეიერვერკმა გაანათა ცა, გოგონას სხეული ნელა მოატრიალა მისკენ, სახე ხელებში მოიქცია და გაოცებულ ულამაზეს თვალებში ჩაცქერდა. შემდეგ კი ნელა დაიხარა და მის ბაგეებს საოცარი სინაზით შეეხო. სალომე საოცარმა გრძობამ შეიპყრო. ეს ჯერ არ განცდილი სამოთხე იყო. ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და სადღაც უკიდეგანო ცაში აფრინდა. სუნთქვა შეეკრა, გულისცემა კი რამოდენიმე წამით შეუწყდა და შემდგომ გაორმაგებული ძალით აძგერდა. ლაშას კი მაგრად მოეხვია მისთვის ხელები წელზე და გოგონას დათმობას არ აპირებდა. ბოლოს, როდესაც სუნთქვა უკვე შეუძლებელი გახდა, ნელა მოშორდა გოგონას.
-მეც მიყვარხარ. - ოთახში გოგონას აცახცახეული ხმა გაისმა
იმ ღამეს სალომეს ლაშაზე მიკრულს მშვიდად ეძინა. თავი მის მკერდზე მოეთავსებინა და მის არარითმულ გულისცემას ძილშც კი ისმენდა. ოოო, ლაშას კი მთელი ღამე არ ეძინა. ან რა დააძინებდ, როდესაც მისი საყვარელი ქალი ასე ახლოს იყო და მისით ტკბობოს საშუალება ეძლეოდა. მთლი ღამე სულგანაბული უყურებდა გოგონას და მისი არეული თმების სურნელს ღრმად ისუნთქავდა, რათა ეს მოგონება დიდი ხანი გაჰყოლოდა და იმ საათების მონატრება შეევსო, რასაც მის გვერდით ვერ გაატარებდა.
განთიადისთანავე დატოვა ოთახი და იმავე გზით დაბრუნდა უკან, რითაც შემოაღწია.
მომდევნო დღეებმა მშვიდად ჩაიარა. შალვამ ნატალიას დიდი თხოვნისა და მუქარის შემდეგ ძლივს გადაწყვიტა სალომე მასთნ ერთად დასასვენებლად გაეშვა. თუმცა სალოს აქაც დახვდა სიურპრიზი ლაშას სახით და მთელ დროს, რაც ნატალია ვერ ხედავდა. ლაშასთან ატარებდა. თხილამურებზე დადგომა ძლივს ისწავლა, თუმცა მას შემდეგ, რაც მთიდან თავით დაეშვა და რამოდენიმე მეტრი ფაფუკ თოვლში კოტრიალით გაიარა, გადაწყვიტა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და თუ კიდევ გააგრძელებდა, აუცილებლად მოტეხილობით დაბრუნდებოდა უკან. ერთმა კვირამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. დაბრუნების დრო რომ მოვიდა, გული სწყდებოდა, რომ ასე მალე დამთავრდა ეს საოცარი არდადეგები. სახლში დაბრუნებიდან მეორე დღესვე უკვე სკოლა და რეპეტიტორებთან სიარული დაიწყო. საკმაოდ გადატვირთული გრაფიკის გამო, ლაშას ძალიან იშვიათად ხვდებოდა. მხოლოდ მცირე შუალედებში, როდესაც მგზავრობა უწევდა. დრო გადიოდა. იანვარი კიდევ უფრო სუსხიანმა თებერვალმა შეცვალა. თოვლის ახალი ნაკადი ყოველკვირეულად ეგებებოდა დედამიწას. მარტმა კი ახალი სიცოცხე და სითბო შემოიტანა. საღმოს დაღლილი ნელა მიუყვებოდა გზას და თან coldplay-ს trouble-ს ჰანგებს განაბული უსმენდა კვლავ ნაცრისფერ საღამოს. უცებ იგრძნო, რომ უკნიდან ვიღაც მოჰყვებოდა. შეეშენიდა და ნაბიჯის აჩქარება გადაწყვიტა, როდესაც უეცრად მის გვერდთ ლაშა გაჩნდა. მისი ერთი ყურსასმენი აიღო და თვითონ გაიკეთა.
-რა მელანქონიურ ხასიათზე ხარ?- მომხიბვლელად გაუღიმა. -დაიღალე არა პატარა?
-კი, ძალიან დავიღალე. -მხარზე ჩამოადო თავი. ცოტა ხნით სიჩუმემ დაისადგურა.
-იცი, ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე.
-რა ოპერაცია? რა გჭრს?- შეშფოთება დაეტყო ხმაში.
-ასე ნუ ღელავ. პლასტიკური ოპერაციის. ძველი სიმპათიური სახე ხომ უნდა დავიბრუნო გოგოების მოსახიბლად?!-წარბები ასწია ლაშამ. შემდეგ კი ხმამაღლა გადაიხარხარა, როდესაც სალომეს სახეს დააკვირდა.
-საზიზღარი ხარ!-მუჯლუგუნი წაჰკრა სალომემ. კი მაგრამ შენ ხომ არ აპირებდი ოპერაციის გაკეთებას? რამ შეგაცვლევინა აზრი?
-არ ვიცი, უბრალოდ მივხვდი, რომ თვითგვემით ვერაფერს გამოვასწორებ. მინდა შენს გვერდით სრულფასოვანი გამოვჩნდე და არა დასახიჩრებული.
-შენ ისედაც სსრულფასოვანი ხარ. არაჩვეულებრივი.
-მიყვარხარ-და კიდევ ერთხელ, მთლი ვნებით დაეწაფა გოგონას ტუჩებს. დრო გაჩერდა. ძლივს მოსწყდა ტუჩებს და კვლავ მასზე მიხუტებულმა განაგრძო გზა სახლისკენ.



№1 სტუმარი ...............

sayvarlobaa ^*^

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

მომწონს მე ეს მოტხრობა

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

...............
sayvarlobaa ^*^

Ana Imnadze
მომწონს მე ეს მოტხრობა


დიდი მადლობა რომ კითხულობთ და აკომენტარებთ feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent