შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიძლება! თავი 9


11-08-2016, 10:37
ავტორი ketusha
ნანახია 1 605

ქობულეთის გზაზე მივდიოდი და აზრით და გონებით შაკუნასთან ვიყავი. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, თავს ძლივს ვიკავებდი , რომ არ მეტირა. ამ ბოლო დროს ემოციური გავხდი, ესე მგონია დიდი ბურთი მაქვს გაჩხერილი კისერში და მახრჩობს. მაკლია შაკო.. ძალიან მაკლია.. მინდა, რომ სულ მასთან ვიყო, ვუყურებდე, ვეხებოდე, ახლოს მყავდეს. მცივა მის გარეშე. თავი ფანჯარაზე მაქვს მიდებული და განვლილ 10 დღეს ვიხსენებ, ბედნიერ წუთებს და შაკუნას სიახლოვეს, მის შემოხედვას, მზრუნველობას.. მითხრა დათუნას დაველაპარეკბი ხვალო.. ალბათ სახლში მოვა , მაგრამ თან მეშინია არ გაგიჟდეს ეს და მშობლებთან არ ეჩხუბოს..
ჩავედით.. საწოლზე მივესვენე და მის ზარს დაველოდე.. არ მირეკავდა და გამიკვირდა, იცოდა რომ მოვდიოდით, ეჭვებში წავედი და მივხვდი რომ ზედმეტი მომდიოდა.. მე ხომ ვენდობოდი მას, ისიც გზაში იქნებოდა, როცა მიიცლიდა დამირეკავდა, მაგრამ ვერ მოვითმინე და დავურეკე
-შაკუნა, სად ხარ? - ხმადაბლა ველაპარაკებოდი
-გზაში ქეთ, გვიან წამოვედი
-რატომ? ხომ მშვიდობაა?
-კი, რომ ჩამოვალ გეტყვი, ისეთი არაფერია, არინერვიულო შენ, დღეს შეიძლება ვერ მოვიდე დათუნასთან, არვიცი რომელზე ჩამოვალ
-კარგი, არაუშავს - მეწყინა ძალიან და გათიშვას ვაპირებდი ,როცა ტელეფონის იქედან ხმა მომესმა და გავშრი
-ვინ არი შააა?- ნინა იყო, ვიცანი
-მანდ ვინ არი?- ხმა გამიმკაცრდა მე
-ქეთი, შენ თავს ვფიცავარ ვაფშე სხვა პონტია - შეეცადა შაკუნა ახსნას.
არ მოვუსმინე, ტელეფონი გავთიშე საერთოდ და უემოციოდ ავხედე ჭერს, ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში, ნუთუ მატყუებდა? ნუთუ არ ვუყვარდი? მაგრამ ამდენი ტყული? არ ვაპატიებ შანსი არარი. ფერი წამერთვა, სხვა ადამიანად ვიქეცი, ემოციებსაც ვერ ვამჟღავნებდი, ვერც კი ვტიროდი, გულისცემა 200ს აღწევდა, ნელა ავდექი და ანასტასიას დავურეკე (ჩემს დაქალს) შეხვედრა დავუთქვი და წავედი, გულის გადაყოლება მინდოდა, არ მომიყოლია შაკუნაზე არაფერი. ბევრი ვილაპარაკეთ, სურათები გადავიღეთ,განსაკუთრებით ლამაზი იყო და ზღვისა და თოვლის შერწყმა. მალევე მოვტრიალდი სახლში, ანას დავპირდი , რომ საღამოს ბავშვების შეკრებაზე გავყვებოდი სოოფელში , არ ვაპირებდი სახლში გამოკეტვას. ეს უარესს მიზამდა ვიცოდი, ეხლა ჩემი დატოვება არაფრით არ შეიძლებოდა. სახლში მოვედი, ტელეფონი ჩავრთე და აჩისთან დავრეკე, დალაპარაკება მინდოდა ,მაგრამ არვიცოდი მეთქვა თუ არა მისთვის ეს ამბავი, არმინდოდა შაკუნას ეფიქრა, რომ პანიკაში ჩავვარდი და ჩემს გამო ეჩხუბათ ბიჭებს. აჩისთან დავრეკე, უბრალოდ მოკითხვა მინდოდა მისი
-აჩო პაჩო, როგორ ხარ? - შევეცადე მხიარული ვყოფილიყავი.
-სხვა მანქანაში ჩამსვეს მაგ ჩათლახებმა და ვეღარ გნახე ქალო- მხიარულად მიპასუხა აჩიმ
-ვიცი ვიცი, ესენი ტრაკები არიან- ორივე ვხარხარებდით
-ჩამოვიდა შაკო?- მკითხა უცებ
-არვიცი
-რას ქვია არიცი?- გაუკვირდა აჩის
-არ დაურეკავს
-არ დაურეკავს? ნეტა კარგად არი? - უფრო იკვირვებდა აჩი
-ალბათ არის- მოვუჭერი მე
-რა მოხდა ქეთი?- დაეჭვდა აჩი
-არაფერი, გამო ჩემსკენ რას შვრები, არ მეყო ის 10 დღე, წავალ 1 კვირაში და ნახავ მერე მოგენატრები - სხვა თემაზე გადავუტანე ლაპარაკი
-გამოვალ- მითხრა და ტელეფონი გამითიშა

აჩი მალე გამოვიდა, ბევრი ვილაპარაკეთ, შაკუნა არ უხსენებია , მაგრად მიკვირდა , მაგრადმ აღარც მე ვახსენებდი მეშინოდა რამე არ ეკითხა და გაბრაზებულ გულზე ყველაფერი არ მეთქვა

-ბიჭო, საღამოს მივდივარ სოფელში, ანასთან ერთად და კიდევ ვიღაც ბავშვებთან და წამო რა შენ, ყველას შეყვარებული მოყვება და დათუნას წაყვანა არ მინდა ხომ იცი ცხვირს მიბზუებს- გავხედე აჩის და ყელი „გამოვიწიკვე“
-წამოვალ, მოგხედავ რამე არ დააშაო
-მეე ? არ გრცხვენია მაგას რო ამბობ?
-ნწუ- თავი გააქნია აჩიმ და თმა ამიჩეჩა. ბევრი ვილაპარაკეთ. აჩი წავიდა და ვუთხარი
ერთი საათით ადრე დაგირეკავ და გაემზადე გამოგივლითთქო, მანაც დამთანხმდა. ოთახში შევედი და ტანსაცმელების ამოლაგება დავიწყე, ყველაფერი ლამაზად დავკეცე და გარდერობში შევაწყე, შემდეგ თვალი გადავავლე და დავფიქრდი, რა შეიძლებოდა ჩამეცვა, გიკვირთ ხო? გული მქონდა საშინელ დღეში , მაგრამ 20 წლის გოგომ ჩემი აზრით უნდა შეძლოს ზოგჯერ თავის შეკავება.. ტანსაცმელს კარგად დავაკვირდი, მუქი მოტკეცილი ჯინსები გადმოვიღე და ეხლა მაისურებს მივაჩერდი ტელეფონმა რომ დარეკა, ის იყო ... !
-გისმენ- მშვიდი ვიყავი საშინლად, რაც ყოველთვის ცუდ რამეზე მიანიშნებს
-სად ხარ?
-სახლში
-უნდა გნახო
-არმინდა
-გთხოვ
-არა მეთქი, დამივიწყე- ტელეფონი გავთიშე და გვერდით მივაგდე. მშვიდად
გავაგრძელე მაისურების არჩევა, რატომ ? იმიტომ , რომ თუ ვუყვარდი არ დანებდებოდა, თუ ტყუილი იყო ყველაფერი მაინც მომიწევდა ადრე თუ გვიან ამის გაკეთება. საშინლად ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა დათუნას დავენახე და რამეს მიმხვდარიყო, ისედაც გაღიზიანებული იყო.. თავშეკავება ჯობია ქეთი- ვუმეორებდი საკუთარ თავს და მაისურებს უაზროდ მივშტერებოდი.. წითელი როლინგი გადმოვიღე, ჯინსებთან ერთად დავდე, „დრაგუნებიც“ ( ბათინკა, ძალიან მამაკაცურია) იქვე დავდე და ოთახიდან გამოვედი. ბებიას ამბები მოვუყევი, დათუნას ცუდ ხასიათზე მყოფ მიზეზს თავი ავარიდე, საჭმელი მივირთვი, მოვწესრიგდი, ვიბანავე, ანასაც დავურეკე და მითხრა რომ საათნახევარში გავიდოდით. აჩი გავაფრთხილე, მეც ნელნელა მზადებას შევუდექი.. არ დაურეკავს, არც კიმოუწერია, გამოდის ეს იყო ყველაფერი, მატყუარა, მეზიზღება, ამასაც გადავიტან- ვფიქრობდი გულში და თმას ვიკეთებდი.. შუაზე გავიყე, კანში თმა ჩავბწვენი და ორი ნაწნავი დავიგდე მხარზე. სარკეში რომ ჩავიხედე მომეწონა საკუთარი თავი, განსაკუთრებით უხდებოდა როლინგის ფერი და ტუჩის ფერი ერთმანეთს, თავს ვაიძულე გავღიმებულიყავი და ეზოში ჩავედი..
აჩიც მახლდა, რაც ძალიან მიხაროდა, მიყვარდა ეს ბიჭი და ვიცოდი რომ ყოველთვის უნდა მქონდა მისი იმედი.. ბავშვები ბევრნი ვიყავით, ანას მეგობრები, ზოგს ვიცნობდი, ზოგიც უცნობი იყო, კურსელები, უნივერსიტეტელები.. აჩი მადლობას მიხდიდა, მადლობა რომ ასეტ გოგოებში გამჩითეო , მე კი მეცინებოდა, სიმწრით, არ მომდიოდა ნინიას ხმა ყურებიდან და იმ წუთას იქ რომ მყოლოდა ალბათ დაუფიქრებლად მოვკლავდი, არა ღმერთო! რა დღეში ჩავიგდე თავი, ვისი გულისთვის? ერთნაირები არიან, არაუშავს გადაიტან ქეთევან- ვაგრძელებდი თავის დამშვიდებას, როცა აჩიმ ბურუსიდან გამომიფხიზლა

-არ მისმიენ გოგო?
-კიი კიი როგორ არა- გავიგიჟე თავი და გავიგე როგორ ახმაურდა აჩის ტელეფონი, მე ფანჯარისკენ გავიხედე, მაგრამ აჩის რომ ტელეფონი ხელში ეჭირა და არიღებდა ამან გამაკვირვა, გავხედე და თვალებით ვანიშნე რაიყო მეთქი, არაფერიო და ეგრევე აიღო
-ალოოოო- თქვა სასაცილოდ და მე გამომხედა
-ეხლა არ ვარ ქობულეთში, კაი მოგწერ ხო, მარა ჯერ შენ მითხარი რაზე, გაიგე ? თავპირს ამოგინაყავ შენ სირო- აგრძელებდა აჩი და თან იცინოდა, მე კი მის ესეთ საქციელზე მეცინებოდა და ვერ ვხვდებოდი რა აცინებდა.
მალე მივედით. მანქანიდან უამრავი რამ გადმოვიტანეთ, ბუხარი დავანთეთ, სუფრა გავაწყეთ და მალე ქეიფიც დაიწყო, ბევრი სასმელი იყო, ყველა სვამდა. მეც.. ყველა გავიცანი უფრო ახლოს, აჩი როგორც ჩემი არაბიოლოგიური ძმა ისე წარვადგინე, კარგი ბავშვები იყვნენ, ზედმეტს არაფერს ვგრძნობდი
-გამიხარდა თქვენი გაცნობა, ქეთი- შემომხედა მე სანდრიკამ ( ანას კურსელი) ძალიან კარგი გოგო ხარ, მიკვირს აქამდე როგორ არ გიცნობდი ანას ესეთ უახლოეს დაქალს
-მადლობა სანდრო, გაიხარე- შემოვიფარგლე მოკლედ
-ამ სუფრაზე, ყველა ლამაზ ქალს გაუმარჯოს ქეთის თამადობით- ფეხზე ადგა სანდრიკა და აჩიმ ისეთი თვალებით გამომხედა მივხვდი რომ არესიამოვნა, თან ძალიან
არც მე მსიამოვნებდა, გულში ისეთი ამბები ხდებოდა, სანდრიკა კიარა ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ვერ მიშველიდა, მტკიოდა შაკუნა და ვსვამდი, რადგან აჩი ჩემთან იყო და ვიცოდი უპატრონოდ არ ვიქნებოდი. სანდრო თვალს არ მაშორებდა, მე ყურადღებასაც არ ვაქცევდი, ჩემთვის ვიყავი, გოგოებთან ერთად ვიცინოდი და ვერთობოდი, აჩის გვერდიდან არ ვშორდებოდი.. მუსიკა მალე ჩაირთო, ყველანი ცეკვავდა, მეც ავდექი და აჩიც ავათრიე ძალით, ხან ვისთან ვაცეკვებდი ხან ვისთან და გულში ჩარჩენილი მისი ანინო არ მშორდებოდა, რადგან მინდოდა ან მოეძებნა ან დაევიწყებინა და ბედნიერი ყოფილიყო. თავს ისე ვგრძობდი თითქოს კარგად ვიყავი, ყველაზე მეტს მე ვმხიარულობდი, დიჯეის ამპლუაც შევითავსე.. გვიანობამდე გავერთეთ, 4 საათზე კი ყველა მოითიშა, მე ჯერ აჩი ავათრიე და დავაწვინე, შემდეგ მეორე ოთახში გავედი და მე დავწექი. 6 საათზე გავიგე კარები როგორ გააღო ვიღაცამ, თვალს ვერ ვახელდი ისე ცუდად ვიყავი, თავთან დაჯდა და თმაზე მოფერება დამიწყო, შემდეგ მომიწვა და ხელი გადამდო, აჩი მეგონა და არაფერი მითქვამს, მაგრამ 15 წუთში ალკოჰოლის სუნმა ამიწვა ცხვირი, არყის სუნი ასდიოდა, აჩი კი ღვინოს სვამდა, თვალები გავახილე და სანდრიკა დავინახე. ფეხზე წამოვფრინდი და მანაც თვალები გაახილა
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?- გიჟს ვგავდი
-მომწონხარ- ჯერ კიდევ არიყო გამოფხიზლებული
-რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, სასწრაფოდ დატოვე ჩემი ოთახი
- მოიცადე- მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა , ხელი ჩამავლო და ახლოს მიმიზიდა
-გააფრინე? ხელი გამიშვი იდიოტო- ხმამაღლა ვეუბნებოდი სანდროს
-მომეცი შანსი- ბურტყუნებდა ის
-დააახვიე მეთქი- ვიღრიალე ბოლო ხმაზე
-ნუ კივი, ულამაზესი ხარ , წამოვიდა ჩემსკენ და კოცნა დამიპირა
ბოლო ხმაზე ვიკივლე და სახეში ვუთავაზე, მთვრალი იყო , ვიცი მაგრამ ეს არ ამართლებდა, წამში აჩი ოთახში გაჩნდა, სანდროს ყბაში მოსდო, ხელი დამავლო და სახლიდან მივყავდი
-დამშვიდდი , ნასვამია ხომ ხედავ, ჩემს ოთახში წამოდი, ხვალ დაელაპარაკე, მაგრად თოვს თან გზები არც კი ჩანს- ვანიშნე გარეთა სიტუაციაზე
-ვერ გადამირჩება ეგ - კბილებს აკრაჭუნებდა აჩი.
სანდრო არ გამოჩენილა, აჩი ჩემს ოთახში დარჩა, იატაკზე ეძინა მთელი ღამე გაიყინა ლამის. დილით ადრე ადგა. 10 საათზე ყველა ფეხზე იყო, სამზარეულოში ვიჯექით და წასვლას ვაპირებდით მალე ყველა რომ გამოვიდა, სანდრიკაც იქ იყო, ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, ყველამ შეიცხადა და ჰკითხა რა მოხდაო
-გუშინ ბევრი დავლიე, ქეთის ოთახში შევედი და სისულელეები გავაკეთე, მაპატიე მომიბრუნდა მე
-სიმთვრალე შენს საქციელს არ ამართლებს- ფეხზე წამოდგა აჩი
-ვიცი, სხვა რამეც მჭირდა, ასე რომ მაპატიეთ, დამარტყი თუ გაგისწორდება, ვიცი რომ ვიმსახურებ და არასწორი ვარ- თქვა სანდრიკამ
-მიღებულია- დავასწარი აჩის და გავხედე , ვანიშნე გაჩერდი მეთქი
-მაგრამ ქეთი, ერთი კითხვა მაქქვს - შემომხედა სანდრომ და გააგრძელა, შეყვარებული გყავს?
-არა არ მყავს და რაშია საქმე?- დავინტერესდი მე და მივხვდი როგორ ებერებოდა აჩის ძარღვები
-ძალიან მომწონხარ, როგორც კი დაგინახე ეგრევე მომეწონე, ერთ შანსს ვითხოვ, არმინდა რომ იმ ღამის გამო წარმოდგენა შეგეცვალოს, დაახლოება მინდა და ახლოს გაცნობა შენი
ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი აჩიმ ტელეფონი აკრიბა და გარეთ გავიდა, მეც გავყევი გავიგე მისი ლაპარაკი, რატომღაც ვიფიქრე რომ დათუნას ელაპარაკებოდა
-ლანჩხუთში ვართ და ჩამოდი, ვიღაცა ....ს ევასება- აგრძელებდა აჩი და თვალებში მიყურებდა
-რას აკეთებ ვკითხე და წარბები შევკარი
-არაფერს- მომიჭრა მოკლედ, ხოო ხოო გადასახვევთან დაგხვდები, ვერ მოვდივართ ამ მანქანით მაგარი თოვლია, დაითრიე ხოო და ეგ წამოიყვანე, მიდი და მოაგვარებ აქ- დაასრულა და მე გამომხედა
-შენ რა დათუნას დაურეკე?- ვკითხე გაოცებულმა
-ეხლა პანიკა არ აწიო აქ, ჩამოგვაკითხავენ, ამ ....ს ვერ ვუყურებ როგორ გეფლირტავება, მაშინ უნდა მოვკლა, მიდი მოემზადე ნახევარ საათში გავდივართ.
ნახევარ საათში აჩი გავიდა ვიღაცას დახვდა და უნდა მოეყვანა ჩვენამდე მე კი ჩემს ოთახში ვიჯექი და ანას ვუხსნიდი რომ არ შეიძლებოდა ეგეთი რამე და სანდრო უტაქტოდ იქცეოდა, რომ აჩი ძმასავეთ იყო და ვერ მოითმინა ეგეთი რაღაცა, ამის ლაპარაკში ვიყავით სანდრო რომ შემოვიდა, ანას უთხრა დაგვტოვე საქმე მაქვსო, ანაც გავიდა და დავრჩით მე და სანდრო. მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა
-სხვა გიყვარს- დაასკვნა მან
-ეგრეც რომ არ იყოს, შენ არ შემიყვარდები- მოვუჭერი მოკლედ
-ლამაზი ხარ- იმეორება თუთიყუშივით
-მადლობა, უნდა წავიდე- დავაპირე გასვლა
-ჩემი იქნები- მოვიდა და უკნიდან ჩამეხუტა, ხელები გამიკვანძა, მე კი უშნოდა დავიჭყანე, არ მესიამოვნა მისი შეხება, თავხედური საქციელი, ხელების ახსნას ვცდილობდი ოთახში აჩი რომ ამოვიდა, დაგვინახა თუ არა ესე გაშეშდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
-შააკოოო- იყვირა მთელს ხმაზე- მე კი გველნაკბენივით გავექანე, სანდრო არადა არ მიშვებდა ხელებს, ზედმეტად ცუდად იქცეოდა და ვერ გამეგო რა უნდოდა. წამში შაკუნა იდგა კარებთან და ეხლა ორი ადამიანის გაგიჟებულ სახეს ვუყურებდი, მე კი იქეთ აქეთ ვწრიალებდი და სანდროსგან თავის დახსნას ვცდილობდი.
-შენი დედა შევე*ი - იღრიალა შაკომ და სანდროს დაეტაკა, აჩიმ დაბლა ჩამიყვანა, არვიცი ზემოთ რა ხდებოდა, მანქანაში ჩამკეტეს და ცრემლად ვიღვრებოდი შიშისგან, 10 წუთში შაკო გამოვიდა გარეთ წარბი ჰქონდა გახეთხილი, სწრაფად დაჯდა მანქანაში დაქოქა და წავედით.
-შენ რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?- ვღრიალებდი ბოლო ხმაზე
-მეე მეკითხები მაგას?- გადარეული იყო შაკო
-მე მაბრალებ იმ ვითარებას?- ხელით ვანიშნე და თვალები ლამის გადმომცვივდა
-რატომ არ მითხარი აქ რომ მოდიოდი-შაკო
-შენ ვინ მიგდიხარ რამე რომ გითხრა, ან ეს რა სამაშველო სამსახურია? რატომ დაურეკე ამას ? ეს ჩემთვის არავინ არაა- ვღრიალებდი ბოლო ხმაზე და მონატტრების და ტკივილის ცრემლები ერთად მომდიდა
-ქეთი ნინია სხვა პონტია- დაიწყო აჩიმ
-რააა? სხვა პონტია? შენ გგონია ვეჭვიანობ? ტრაკში გაიკეთეთ თქვენი ნინია, მეზიზღებით ორივე, მოკვდით- ვღრიალებდი და ისე მინდოდა ეხლა მისი ჩახუტება რომ მეგონა გული გამისკდებოდა, გაბრაზებული ვიყავი და ვერ ვთოკავდი თავს, ჯერ აჩიზე ვბრაზობდი მერე შაკუნაზე, ნინიას გამო.. ნინია, სულ ეს მიტრიალებდა თავში და ვერ ვჩერდებოდი
-გააჩერე აქ- ვუბრძანე შაკოს
-არა ! მითხრა მკაცრად
-კაი- ვუთხარი და კარი გამოვაღე სწრაფად მაგრამ აჩიმ დამიჭირა და მიმაბა სკამზე
-რას აკეთებ გოგო გააფრინე?- გაგიჟდა აჩი, შაკუნამ მანქანა გააჩერა ორივე მამშვიდებდა მე კი ტირილს არ ვწვეტდი..გონება დავკარგე..
არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ესე, აშკარად ვგრძნობდი, რომ გული დაპატარევებული მქონდა, 20 წლის მანძილზე ერთად ამდენჯერ გონება არ მქონდა დაკარგული, რაც ამ ბოლო ხანებში.. თვალი რომ გავახილე მივხვდი საავადმყოფოში ვიყავი, ცხვირი ამეწვა ნიშადურის ნასუნთქი, მძიმედ გავახილე თვალები, ისე მქონდა დამძიმებული მეგონა ლოდი მეკიდა, მტკიოდა და მეწვოდა იმდენი ტირილისგან. აჩი მომმვარდა
-როგორ ხარ?
-უკეთ- დამშვიდებული ვიყავი
-3 საათია უგონოდ ხარ, შეგვეშინდა- მეუბნებოდა აჩ და კარისკენ გაიხედა სადაც შაკუნა იდგა და იყურებოდა
-არ მინდა ამის დანახვა- განვაცხადე
-მოუსმინე- ხელი დამადო აჩიმ
-რას მოვუსმინო? ნინიას ხმა გავიგე, იმიტომ არ წამოვიდა მალე იმიტომ არ დაელაპარაკა დათუნას რომ იმასთნ ყოფილიყო, არც კი დაურეკია, მე დავურეკე , მე მოვიკითხე, მეე- საჩვენებელ თითს ვიდებდი კუჭის ოდნავ ზემოთ და ემოციურად ველაპარაკებოდი აჩის
-სულ სხვანაირად იყო- შემოვიდა შაკუნა
-როგორ იყო?- ავწიე თავი
-აჩი დაგვტოვე, დაველაპარაკები- ცუდად იყო შაკუნა ეტყობოდა
-რა უნდა მითხრა? ის რომ დარჩენა არ გინდოდა და ნინიამ გაგაკავა?- მე
- ეგრე არიყო, შენ რომ წახვედი დავიძინე, დილით კარებზე კაკუნი გავიგე, შენ მეგონე მეგონა დათუნამ ეჩხუბა და ჩემთანმოვიდა მეთქი, ეგრევე ამოვიცვი შარვალი და გავაღე, ხელში ნინია შემრჩა, უტუხად შემოვიდა ჩემს ოთახში , დაჯდა და განმიცხადა ორსულად ვარო- ქვემოდან ამომხედა შაკომ ბოლო სიტყვების დამთავრებისთანავე
-შენ რა, მასთან იწექი?- წამოვჯექი მე
-ორჯერ, მთვრალი ვიყავი, მაგრამ რაც დაგინახე მას შემდეგ არა, არ მიღალატია- დაამატა შაკუნამ და ცოტა მომეშვა
-და? ორსულადაა?
-ექიმთან წავიყვანე, არ დავურეჯე და ძალით გავათრიე, სანამ გავიგებდი დრო გავიდა, ვერ დაგირეკე, შემეშინდა პასუხის და შენთვის რაუნდა მეთქვა არვიცოდი
-არის თუ არა?
-არა, არარის- ამოისუნთქა და თვალებში შემომხედა, მეც შევხედე და ფეხზე წამოვფრინდი, ჩავეხუტე მთელი ძალით ავეკარი , ხელები მომხვია და თავზე მკოცნიდა, მეც გავირინდე და ცრემლები თავისით წამომივიდა. მიყვარდა ! მიყვარს! მეყვარება! მთელი ცხოვრება...
სახლში ჩამიყვანეს, სახლთან დამტოვეს და გამაფრთხილეს რომ ხვალ საღამოს დათუნასთან მოვიდოდნენ, ისეთ დროს როცა სახლში არიქნებოდნენ ჩემები , არუთქვის შაკუნას რა უნდა ეთქვა, მაგრამ მითხრა , რომ დათუნასთან უნდა მოეგვარებინა, რადგან ჩემთან ერთად აპირებდა თბილისში წამოსვლას და უნდოდა რომ დალაგებული დაეტოვებინა დათუჩასთან ურთიერთობა.. ვნერვიულობდი, მაგრამ ვენდობოდი ამ ბიჭს და ვიცოდი, ვიცოდი რომ მოაგვარებდა და ხელს არ გამიშვებდა..
ჩემი სისხლი , უჯრედები, ორგანიზმი, კანის ყველა ნაწილი, სული, გონება , ყველაფერი - შაკუნას ყვიროდა !



№1  offline წევრი isterichka123

ვაუ რამაგარია კაია გაგრძელე

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

გზაში ძაან ისტერიკებში ჩავარდა არ მომეწონა.
შაკუნა მიყვარს ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent