შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Darkness - №1


11-08-2016, 11:55
ავტორი КоЛибРи:)
ნანახია 1 281

ისტორია ოთხ გოგონაზეა. მთავარ როლში კი მათგან გამორჩეული, რადიკალურად განსხვავებული ახალგაზრდაა(სარა ვილსონი), რომელიც დაამარცხებს სიბნელეს! რომელიც შეებრძოლება სიბოროტეს! გაანადგურებს დემონებს!
სარა 19 წლისაა, რომელსაც ჰყავს ტყუპის ცალი, კლარა. მათი მშობლები კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ, დები კი სასწაულმოქმედი ძალის საშუალებით გადარჩნენ.
***
"დრაკონის სული იცავს მათ, თუ ეს უბრალოდ ბედია?"
***
დები გადარჩნენ. ისინი სულ რაღაც 4 წლისები იყვნენ. თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ოკეანეში დაეშვა. ხოლო დებს რა ელოდებათ მომავალში მალე შეიტყობთ. სარას და კლარას კიდევ ორი მეგობარი ჰყავთ: ჯენიფერი (ჯენი) და ქრისტინე. ამ ოთხ გოგონას რაღაც აერთიანებდათ. ჯენი 20 წლისაა, ხოლო ქრისტი დების თანატოლი. მოკლედ მინდა აგიღწეროთ თითოეულის გარეგნობა რადგან წაღმოდგენა გქონდეთ... კლარას გრძელი, მოყვითალო-მოსტაფილოსფრო თმა და ოკეანისფერი თვალები ჰქონდა, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი ადამიანის მოჯადოება (რა თქმა უნდა სილამაზით). ჯენის გამჭვირვალე თვალები ჰქონდა, ვერ შეამჩნევდით ნაცრისფერი იყო თუ მოცისფრო ან საერთოდ მომწვანო... თმა კი მოკლე, ქერა მაგრამ ისეთი მოყვითალო არა როგორც კლარას, არამედ მოყავისფრო, მაგრამ ზედმეტად ღია. ქრისტი კი არაფრით გამოირჩეოდა! მას ჰქონდა მუქი ყავისფერი თმა და თავლები, მაგრამ ფრიად მშვიდი და დამაწყნარებელი. გულით თბილი ადამიანი იყო, ყველას პატიება შეეძლო, სულ იღიმოდა და პოზიტივით ავსებდა მის გარშემო მყოფთ.
ახლა კი აგიღწერთ სარას. ყველასგან გამორჩეულს! ის სხვებისგან გამოირჩეოდა არა მხოლოდ გარეგნობით არამედ გცევითაც და ხასიათითაც. ის იყო წითური. დაახლოებით სტაფილოსფერი თმა ჰქონდა, რომელშიც წითელი მცირედ ჭარბობდა, ამავე ფერის წამწამები და წარბები ეს კი უფრო ალამაზებდა. თვალებზე კი რა გითხრათ არ ვიცი. მოდი ასე ვთქვათ, მისი ყველას შურდა, რადგან მას ჰქონდა სტაფილოსფერი თვალები, რომლებშიც ყავისფერსაც შეამჩნევდით. კიდევ უფრო მეტად ალამაზებდა მარჯვენა თვალში არსებული პატარა ხალი (ასეთივე ჰქონდა კლარასაც). გარეგნობის აღწერიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით, რომ დები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ მხოლოდ თმის ფერითა და თვალებით. სახის ნაკვთები, სიმაღლე და ტანი ზუსტად ერთნაირები ჰქონდათ. აი ხასიათზე კი რა ვთქვა... სარა ყოველთვის სერიოზული და ცივი იყო. მართალია მის მეგობრებს და ნათესავებს თბილად ექცეოდა, მაგრამ მეტად სამართლიანად შეეძლო განაჩენის გამოტანა მტრებისადმი. შეეძლო ალისფერი თვალებით იმის ყურება, თუ როგორ იწვოდა მისი მტერი ასეთივე ფერის ცეცხლში და ცალყბად გაეღიმა. მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ ჩაუდენია ცხოვრებაში და >ალბათ< არც აპირებდა. კლარა კი თბილი და საყვარელი იყო, ასევე მეგობრულიც, რაღაც რაღაცეებში კი ჰგავდა დას, მაგრამ იშვიათად ამჭღავნებდა სისასტიკეს.
ეს ოთხი გოგონა მუდამ ერთად იყო, მაგრამ როგორ გაიცნეს ერთმანეთი დებს არ ახსოვდათ. თვითონ ჯენის და ქრისტისაც წამორდგენა არ ჰქონდათ საიდან იცნობდნენ დებს, ან საერთოდ ერთმანეთს, მაგრამ ამის შესახებ არავინ საუბრობდა. მათ უყვარდათ "შავი ტყის" ახლომახლო კოცონის დანთება და ჩუმად ჯდომა. ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ. ზოგჯერ ერთამანეთის გრძნობებსაც იზიარებდნენ მაგრამ ჩუმად, ხმის ამოღების გარეშე.
უი ხომ, სულ დამავიწყდა. მე ვახსენე "შავი ტყე", დიახ! ეს არ უნდა გაიგოთ გადატანითი მნიშვნელობით. მათ ქალაქთან შორეულ წარსულში ჩვეულებრივი ტყე გაზრდილიყო. მასში ნადირობნდენ, მისი წყაროსგან ძველი ხალხები წყალს იღებდნენ, სხვადასხვა მსხვილფეხა რქოსანიც სწორედ იქ ძოვდა ნოყიერ ბალახს, მაგრამ... მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყოველივე ეს! ერთ დღეს, ჯექა-ქუხილისა და სეტყვის დროს ტყე განადგურდა, ხეების სიმაღლემ იმატა, იქაურობა სიშავემ შეიპყრო, ფრინველები გამოფრინდნენ, ნადირი გამოიქცა, მგლებმაც და სხვა მტაცებლებმაც სულ სხვა ტყეებს შეაფარეს თავი, გარდა ყვავებისა. ერთადერთი ადამიანისთვის ცნობილი ფრინველი ყვავიღა შემორჩა დაბურულ ტყეს. იქ იმდენად ბნელოდა ადამიანი გზას ვერ გაიკვლევდა. ტყე იდუმალებითა და საშიშროებით იყო სავსე. ვინც კი ოდესღაც იქ შესულა, აღარ დაბრუნებულა! უმეტესობას კლავს ინტერესი, თუ როგორია "შავი ტყე", მაგრამ შესვლას ვერავინ ბედავს. ტურისტები, მოგზაურები და ჩვენი გოგონებიც დაბურული ტყის გარშემო არსებულ მინდორში ჩერდებიან და ტყეს შესცქერიან ინტერესით აღსავსენი.
სარას და კლარას ბევრი ახლობელი არ ჰყავდათ. ვინც მათ უვლიდა იყო სიცოცხლით აღსავსე დეიდა - ჯესი, ბებია - ჯული და მათი არაბიოლოგიური ძმა, ზაკი (21 წლის), რომელიც მშობლებმა იშვილეს, სანამ დები გაჩნდებოდნენ. მათ ეგონათ შვილი არ ეყოლებოდათ, მაგრამ მოხდა სასწაული! გაჩნდა ორი ანგლოზი, რომლებმაც 4 წლის ასაკში დაკარგეს ისინი, ვინც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დეიდა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გოგონებს არაფერი მოჰკლებოდათ. ააშენა დიდი სახლი ლამაზი ეზოთი და ხელოვნური პატარა ჩანჩქერით, რომელიც ეზოს ამშვენებდა. სულ მუშაობდა, რათა ერჩინა ძვირფასი ოჯახი. დებს, ზაკს და დედას არაფერს აკლებდა.
ახლა კი ბებიკოს ჯერია. მათი ბებია ყოჩაღი და დაუზარელი ადამიანი იყო. აცხობდა სხვადასხვა ნამცხვრებს, ამზადებდა უგემრიელეს სადილს ყოველდღე, უვლიდა მცენარეებს ბაღში, რწყავდა ეზოს, ასუფთავებდა ჩანჩქერს და ალაგებდა სახლს.
ბებიის ოთახი ბავშვებს 6 წლის შემდეგ არ უნახავთ. შვილიშვილებს კი ინტერესი არ ასვენებდათ. დეიდამ თითქოს რაღაც იცოდა, მაგრამ ამ თემაზე არ საუბრობდა. ბებია მცენარეებთან მჭიდრო კავშირში იყო. ხშირად ელაპარაკებოდა მის ბაღში გაზრდილ იშვიათი სახეობის ყვავილებს. მოწიწებით უვლიდა და მცენარეულ წამლებსაც კი აკეთებდა. მან უამრავი შელოცვა და წამლის გაკეთება იცოდა. და მართლაც! მისი უცნაური სუნისა და ფერის მქონე სითხეები კურნავდა ჭრილობებს და სხვადასხვა დაავადებებს. არავინ იცოდა მის ოთახში რა ხდებოდა. ფანჯარა არ ჰქონდა, უბრალოდ კედელი მცირედ იყო ამოჭრილი და ისიც სულ დახურული ჰქონდა. ბებიამ რაღაც იცოდა "შავ ტყეზე" , ალბათ ისიც იცოდა, თუ რა აკავშირებდათ გოგონებს, ნეტა ისიც თუ იცოდა როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი? ან როგორ გადარჩნენ დები კატასტროფას, როცა თვითმფრინავში მყოფი თითოეული მგზავრი დაიღუპა. მას სიტყვას ვერ ათქმევინებდი მისი ოთახის და ზოგადად ამ იდუმალების შესახებ. მაგრამ ისე თბილი ქალი იყო. ძალიან უყვარდა ოჯახის წევრები, მისი მეზობელი ქალი - პოლი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობს. ისინი ხშირად ერთად ამზადებდნენ მცენარეულ წამლებს. ერთმანეთის მსგავსად უყვარდათ ყვავილები - უბრალოდან დაწყებული, იშვიათით დამთავრებული, ასევე ნებისმიერი უყვავილო მცენარე, კაკტუსები, პალმებიც და სხვა...
ახლა კი ზაკი... არავინ იცის მისი ნამდვილი მშობლები ვინ არიან, მაგრამ ვინც იშვილა ისინი ძალზე დიდად უყვარდა. მათმა დაღუპვამ კი ავად გახადა. ზაკი სამი კვირა ფეხზე ვერ დგებოდა. ბებიის წამლებიც კი არ შველოდა. ბოლოს, როგორც იქნა შეეგუა და ფეხზე წამოდგა. მოღუშულიყო, მაგრამ გამაგრდა. მას მეგობრები საერთოდ არ ჰყავდა. მხოლოდ ერთ ბიჭს, მაქს კუპერს იცნობდა, რომელიც იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ მათ დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. მაქსსაც არ ჰყავდა მეგობრები. ისინი არავის ეკონტაქტებოდნენ. მხოლოდ გამარჯობას თუ ეტყოდნენ ერთი-ორ მეზობელს და ცივად გაუვლიდნენ. ზაკს ბევრჯერ უცდია ხალხთან კონტაქტი მაგრამ არ შეეძლო. თითქოს აუტიზმი სჭირდა. სულ ყურსასმენები ეკეთა, მძიმე როკს ან Skrillex-ს უსმენდა, იშვიათად იღიმოდა და მთელ დღეს ოთახში, კომპიუტერთან ჯდომაში ატარებდა. არავინ კი არ იცოდა, მაგრამ ბიჭი ჰაკერი აღმოჩნდა, ასევე გეიმერიც. ამის შესახებ არაფერს ამბობდა. ბებია სულ შენიშვნებს აძლევდა, იცოდა რომ მუდმივად ეკრანს მიჩერებულს მხედველობა დაუზიანდებოდა, მაგრამ ბიჭი მაინც თავისას აგრძელებდა. ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით უბრალოდ საკუთარ თავში გამოკეთილი იყო, სიმპატიური და მაღალი, მაგრამ სუსტი. ჩხუბი და ვარჯიში არ უყვარდა. მაგის დრო არც ჰქონდა. ჩართავდა რაიმე მძიმე სიმღერას, როკს ან "electric sound"-ს და თამაშობდა ფასიან თამაშებს უფასოდ, შეეძლო ნებისმიერი პოპულარული თამაში უფასოდ ეთამაშა, ვინაიდან ის ჰაკერობას მისდევდა. ისეთ თამაშებს იწერდა, რომლებიც ასე ვთქვათ ადამიანს "ადებილებდა" მაგრამ მაინც ძალიან ჭკვიანი იყო. ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ რამე არ დაემართოსო, მაგრამ ბიჭის ტვინი უკვე მიჩვეული იყო ამგვარ ტვირთს და თავისუფლად ამუშავებდა.
მგონი თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ამის მოყოლა საჭირო იყო. ჩემი აზრით, უნდა გცოდნოდათ. ახლა კი მთავარზე გადავალ თუ შეიძლება...
09.11.2012
შემოდგომის სუსხი ეფარა ქალაქს. გამხმარი ფოთლების შრიალი ადამიანს სიმშვიდეს ჰგვრიდა. ქარი მშვიდად არხევდა ხის ტოტებს. სავსე მთვარე ალერსით გადაჰყურებდა იქაურობას. ჟუჟუნა წვიმის წვეთები ეცემოდა წითელ-ყვითელი ფოთლებით დაფარულ წყლის გუბეებს და სასიამოვნო ხმებს გამოსცემდა. ირგვლივ სიჩუმე გემეფებულიყო. ყველას ეძინა გარდა ოთხი მეგობრისა, რომლებიც "შავი ტყის" მახლობლად ჩუმად მსხდარიყვნენ. კოცონი ჩამქვრალა წვიმის მსხვილი წვეთებისგან და შავი ბოლიღა ასდიოდა. მის ყურებაში კლარა თვლებდა. ირგვლივ არსებული სიჩუმე შემზარავად მოქმედებდა ქრისტინეზე. ჯენი კი სიცივისგან მსუბუქად კანკალებდა. სარა იჯდა მშვიდად, აუღელვებლად, ყოველგვარი მოძრაობის გარეშე, შესქეროდა შავ ბოლს, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა და ფიქრობდა. რაზე? მგონი თვითონაც არ იცოდა. სხვადასხვა თემებზე. ალისფერ თვალებს ხშირად ახამხამებდა და გულში ამბობდა: "რა მოხდება წვიმა შეწყდესო." მგონი ოთხივე ამაზე ოცნებობდა.
სულ რაღაც 3 წუთში წვიმის წვეთებმა იკლო და მათ თავისუფლად შეეძლოთ გაეჩაღებინათ კოცონი. ეს კლარამ მოაგვარა. გოგონოებმა გაყინული ხელები ცეცხლს მიუახლოვეს. სარას ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს რაღაც იგრძნო, რაღაც მნიშვნელოვანი! მაგრამ ამის შესახებ ხმა არ გაიღო. გათბობა განაგრძო და სიჩუმის დარღვევა გადაწყვიტა:
-არ გინდათ ტყეში შევიდეთ? - თქვა და მეგობრებს გადახედა.
-არა მგონია კარგი აზრი იყოს - ქრისტიმ შეშინებული თვალები შეავლო.
-მეც კი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ იქ ზედმეტად საშიშია შესვლა! ვინც კი შევიდა არ დაბრუნებულა, ამბობენ ბოროტი სულები არიანო და ა. შ. - ამოილუღლუღა ჯენიმ.
კლარამ თავი შეიკავა პასუხისგან და თავი ხელებში ჩაყო. სარამ განაგრძო:
-კარგით რა... ნუ გეშინიათ. ეგ მხოლოდ ზღაპრებია. ეს ჩვეულებრივი ტყეა. ხომ ხედავთ? სხვა ტყეებისგან არ გამოირ...
კლარამ გააწყვეტინა:
-სარა ჩვენ არ ვიცით ზუსტად იქ რა არსებები ცხოვრობენ. ჯობია თავი შევიკავოთ.
სარა მოიღუშა. მას ძალიან აინტერესებდა თუ რა ხდებოდა იმ ადგილას. და მე დარწმუნებული ვარ დანარჩენებსაც არანაკლებ კლავდათ ინტერესი, უბრალოდ გოგონები თავს იკავებდნენ და ხვდებოდნენ, რომ ასეთ ტყეში შესვლა დიდად სახიფათო იყო.
ერთ ხანს ასე ისხდნენ, ბოლოს ჯენი წამოდგა და თქვა:
-მე წავალ, მეძინება. აბა კარგად გოგოებო - თქვა და დანარჩენები გადაკოცნა.
ასე მოიქცა ქრისტიც. როდესაც დები მარტო დარჩნენ სარამ თემა ისევ "შავ ტყეზე" გადაიტანა, რომელიც მათ წინ გადაშლილიყო და ელოდა მსხვერპლს. სარა დიდხანს ემუდარა დას:
-ძალიან გთხოვ! ცალი თვალით მაინც შევათვალიეროთ და ეგრევე გამოვიდეთ!
მაგრამ კლარა ცივ უარზე იდგა. ამ დროს კი მის მობილურზე ზარის ხმა გაისმა. ეს დეიდა იყო. დარეკა, გვიანია და მოდით სახლშიო. სარას არ გაუმართლა. სახლში დაბრუნებისთანავე ისინი თავ-თავიანთ ოთახებში შევიდნენ და დასაძინებლად მოემზადნენ. ჩვენი "რიჟა" ვერ ისვენებდა. სულ ფიქრობდა, ფანჯრიდან გადავძვრე და მარტო დავათვალიერო ტყეო თუ თავი დავანებოო. თან შიშიც არ ასვენებდა. ის ვერ იძინებდა. ხან საწოლის ერთ მხარეს იწვა და ოცნებობდა ტყეში შესვლაზე, ხან მეორეზე და ფიქრობდა ჯობია თავი მივანებოო. ასე განვლო რამდენიმე დღემ.

14.11.2012
ოცნება უფრო მეტში გადაიზარდა.

-----------------------------------------------------------------------

აბა როგორია? მინდა მოგახსენოთ, რომ გვერდი რამდენიმე დღის წინს შევქმენი და ისტორიების წერაში მაგარი არ ვარ, მაგრამ ვცადე. იმედია მოგეწონებათ.
ისტორია ფანტასტიკურ ჟანრს მიეკუთვნება. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. კომენტარებში შემიფასეთ. ნებისმიერ შენიშვნას გავითვალისწინებ:)
თავები დაიდება 3 დღეში ერთხელ. თუ მეტ დროს მოვუნდები ეს მხოლოდ იმის ბრალი იქნება, რომ რაღაც ხარვეზების გამო წერას ვერ მოვახერხებ. ვეცდები თავები მალე დავდო ხოლმე:)



№1  offline წევრი elo123

გააგრძელე კაია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent