სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 5
-იცი რა კითხვა მაქვს? შენ თვითონ გჯერა იმის რაც თქვი? -რისი უნდა მჯეროდეს? იმის რომ მიყვარხარ? რათქმაუნდა მჯერა უკვე ტირილს ვაპირებდი. ვხვდებოდი რომ რასაც ამბობდა სიმართლე არ იყო. შეიძლება მოვეწონე ან მართლა შევუყვარდი მაგრამ ასე ერთი დღის გაცნობ ბიჭს ვერანაირ თანხმობას ვერ ვეტყოდი. ხომ გესმით ჩემი ადამიანებს ვერ ვენდობი -თოკო სახლში წამიყვანე რა გთხოვ -კარგი მაგრამ საუზმე? -არ მინდა, გთხოვ წავიდეთ რაა, დეიდა ინერვიულებს მთელი გზა ხმა არ ამომიღია. მასზე გაბრაზებული ვიყავი. მართლა რომ ვუყვარდე ჯერ არც უნდა ეთქვა. მე მას გავაუბედურებ. რატომ არ ესმის რომ არ ვარ ისეთი როგორიც ვჩანვარ. რატომ არ ესმის რომ ეს რკინის სკამი და ორი ბორბალი მთელ ჩემს ცხოვრებას განსაზღვრავს? მანქანა სახლის წინ გააჩერა. ეზოში დეიდა იჯდს და თავი ხელებში ჩაერგო -დეიდა, დეიდაააა ჩემი ხმის გაგომნებაზე თავი ასწია. ალბათ ეგონა რომ მოესმა. თოკომ ეტლში ჩამსვა. დეიდა სირბილით გამოიქცა ჩემსკენ -ჩემო გოგო. ჩემო პატარა გული გამისკდა. კინაღამ მოვკვდი ისე ვინერვიულე -ნუ ნერვიულობთ მაია დეიდა ყველაფერი კარგადაა, თქვენი გოგო ისევ ისეთი დაგიბრუნეთ როგორიც წავიყვანე დეიდას ისეთი თვალები ქონდა მეგონდა თოკოს მოკლავდა. ცრემლები ხელით შეიმშრალა და თოკოსკენ წავიდა -შენ რა უფლებით იღებ ხმას? რამე რომ მოსვლოდა მერე რას აპირებდი? შენ გესმის ის ჩემთვის რამდენ ნიშნავს? როგორ გაბედე და წაიყვანე თანაც ისე რომ არცერთს არაფერი გვითხარი? ყველა საშინელება ვიფიქრე. აღარ გაეკარო ჩემ გოგოს არასდროს დეიდამ ჩემს ეტლს ხელი მოკიდა და სახლში შემიყვანა. თოკო ეზოში გაშეშებული იდგა. შემეცოდა თანაც ძალიან. ის ხომ ცუდი ბიჭი არაა. დეიდას წინაშე თავს დამნაშავედ მეც ვგრძნიბდი. ვიცი რომ ასე არ უნდა მენერვიულებინა -დეიდა გთხოვ მაპატიე კარგი? ვიცი რომ დამნაშავე ვარ. პირობას გაძლევ აღარასდროს განერვიულებ ძალიან, ძალიან მიყვარს ეს ქალი. ჩემთვის ყველაფერია. არ ვიცი მის გარეშე როგორ უნდა ვიცოცხლო, ვერ წარმომიდგენია მის გარეშე თუნდაც ერთი დღე. ჩემს ეტლთან ჩაიმუხლა და მთელი ძალით მომეხვია -შენ ჩემი შვილი ხარ, შენ ჩემი ანგელოზი ხარ. ანა შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია გესმის? რამე რომ მოგივიდეს თავს მოვიკლავ. ხომ იცი რომ არაფერს გიშლი, თუ სადმე გინდა წასვლა უბრალოდ მითხარი. ვიცი თორნიკეს ძალიან მკაცრად მოვექეცი, უბრალოდ ძალიან ძალიან ვინერვიულე -მესმის დეიდა, პირობას გაძლევ ასე აღარ მოვიქცევი, ახლა გთხოვ მაჭამე რა რამეე -ახლავე ჩემო ანგელოზო. წამო და უცებ გაგიკეთებ ყველაფერს მალე ვისაუზმე და ჩემს ოთახში გავედი. ამ ოთხი წლის მანძილზე იმდენი ვისწავლე რომ ეტლიდან საწოლზე ჩემით ვჯდები. თოკოზე დავფიქრდი. ძალიან კარგი ბიჭია უბრალოდ თავისი სიჩქარით ყველაფერი გააფუჭა. ჯანდაბა მისი ტელეფონის ნომერიც კი არ მაქვს თორემ დავურეკავდი და ბოდიშს მოვუხდიდი. დღევანდელი საქციელისთვის. -ანი შენთან არიან, შენ ოთახში შემოვუშვებ კარგი? ჩემთან არიან? თოკო რომ ყოფილიყო დეიდა არ შემოუშვებდა. სწრაფად დავუქნიე თავი. ოთახში საბა გამოჩნდა. ახლა მივხვდი რომ გუშინდელიდან მოყოლებული არც კი გამხსენებია ის კი ჩემს სანახავად მოვიდა -ანი როგორ ხარ? მთელი ძალით მოვეხვიე, საბას როგორც მეგობარს ისე ვუყურებდი მაგრამ აი თოკო კი.... აჰჰ -ნორმალურად შენ? მაპატიე გუშინ ასე გაუფრთხილებლად რომ წავედით -ძალიან ვინერვიულე. ლამის ჭკუიდან გადავედი. დღეს თორნიკე კინაღამ მოვკალი სახლში -დეიდამაც ეჩხუბა და მეც ვეჩხუბე. -იჩხუბეთ? რატომ? არ მინდოდა საბასთვის მომეყოლა. ამას ჩხუბს ვერ დავარქმევ, ის მისმენდა მე კი ვუყვიროდი. მგონი ძალიან ცუდად მოვიქეცი. -გრძელი ამბავია მერე მოგიყვები, გუშინ გვიანობამდე დარჩით? -არა რა დავრჩით, თქვენ გეძებდით, მოდი მოგეხმარო საბამ საწოლში დამაწვინა, ჩემ თავთან დადებული ლეპტოპი ავიღე -საბა რამე ფილმის ყურებას ვაპირებ არ გინდა შემომიერთდე? -ამმ დიდი სიამოვნებით მაგრამ ორი წუთი დამაცადე კარგი? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ნეტა სად წავიდა? იქნებ თქვენ მაინც მითხრათ ამ ბიჭებს ჩემთან მეგობრობა რაში სჭირდებათ? მე მართ ვარცხვენ. საბა დაახლოებით 10 წუთში დაბრუნდა, პარკებით ხელში -სასუსნავები მოვიტანე, ეხლა კარგად ვუყურებთ ფილმს -რა ფილმს ვუყუროთ? -აუ მოდი „მოგზაურობა ამერიკაში“ ვუყუროთ რაა, მაგარი საკაიფო ფილმია საბა გვერდზე მომიწვა და ფილმის ყურება დავიწყე. კარები დეიდამ შემოაღო როცა, ასე დაგვინახა უბრალოდ გაიღიმა და ოთახიდან გავიდა. ამ ქალს ასეთი აზროვნება რატომ აქ? შუა ფილმის დროს საბას მობილურმა დაურეკა -ხო თოკო? ანისთან ვარ ფილმს ვუყურებთ, კაიი მიდი -თოკო იყო? პატარა გოგოსავით ავნერვიულდი. ნეტა მოვიდეს და ვნახო. -ანი თუ წინააღმდეგი არ ხარ თოკო მოვა რაა, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო. -კარგი მოვიდეს ღმერთო ეს ბიჭი მე გულს გამიხეთქავს, ნეტა რა საქმე აქვს? ჯანდაბა ჯანდაბა დეიდა არ შემოუშვებს -დეიდააა, მაიააა, დეიდა ოთახში გულგახეთქილი შემოვარდა -ანი რა მოხდა? ხომ კარგად ხარ? -კი კარგად ვარ, თოკო მოვა ეხლა და გთხოვ ჩემს ოთახში შემოუშვი -შენ მე ერთხელ გულის შეტევას დამმართებ მალე თოკოც მოვიდა, ოთახში რომ შემოვიდა გული გამიჩერდა. ლამის გონება დავკარგე. შავი მაისური და შავი შარვალი ეცვა. სრული სიტყვის მნიშვნელობით უსიმპათიურესი იყო. მე და საბას გაკვირვებულმა შემოგვხედა. საწოლზე ვიწექით მე საბას მკერდზე მედო თავი. ჰმმ ცოტა საეჭვიანო სიტუაციაა -ბოდიშით რომ ხელი შეგიშალეთ მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ ასეთი საყვარელი როგორ იყო? უსიმპათიურესი, უსაყვარლესი, ბოხი ხმით. ოჰჰჰ ღმერთო -მოხდა რამე თოკო? -მოკლედ ანი ძალიან ბევრი ვეძებე, თბილისში არის ერთი კლინიკა რომელიც გარანტიას იძლევა რომ ოპერაციის შემდეგ შენ ფეხზე დადგომას შეძლებ. მე ჩავაწერინე შენი თავი უკვე სიაში თუ შენ სურვილი გაქვს ხვალვე წავიდეთ. აა და ხო კიდე ყველა ხარჯი დაფარულია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.