ბედის ირონია (სრულად)
ითხოვს , ის ჭკნება. - კაცი , რა არის? ვირი! მამაკაციც , ჭკნება , რომ იცოდე , თუ არ მიიღებს , იმ სითბოს , რასაც , ის ითხოვს. - ჭკუას, მოუხმე და დააფასე ის , ვისაც უფალი გაჩუქებს . ესე იგი , ის , შენი მეგზურია , მაგრამ შენ , გესმის მაგდენი ? ერთ დღესაც თავგატეხილი მიადგები საახლის კარს და ღირსიც იქნები. -სანამ , ჩემი ხასიათის შემწყობს არ ვნახავ , ასე ვიქნები , როგორც მხედავ . რა მშვიდად ხარ ბექა , იცი , რომ მშურს შენი ? --- რატომ , არ უნდა ვიყო მშვიდად ? შენს მსგავსად უსაქმოდ არ დავდივარ,, მყავს , ჩემი საყვარელი ქალი , რომელზეც , სულ მალე , დავქორწინდები და ვიქნებით ერთი მთლიანი ნაწილი .- სახე გაბადრულმა უთხრა ბექამ მეგობარს. --- ბედნიერი ხარ ძმაო , რამდენ წელს ითვლის შენი ბედნიერება ? --- 7 წელს . 19 წლის ვიყავი , რომ გავიცანი ქეთი . იმ , დღიდან მოყოლებული , მისი სუნთქვით ვსუნთქავ , ბაჩო . ყოველ ზაფხულს ჩამომყავს , შვებულებას , რომ ვიღებ . წელსაც , მინდა ჩამოვიყვანო და დროა უკვე , წერტილი დავუსვა , ჩვენს , ცალ - ცალკე ცხოვრებას . ---ბრავო, მართლა დროა. აბა ზაფხულზე ვქეიფობთ? არ გერჩია იქ ჩავსულიყავით და იქ გადაგეხადა ქორწილი. --- აბა როგორ ბაჩო , ზაფხული ხომ ტურისტული სეზონია, ვერ მოვახერხებთ, შეუძლებელია . --- ბატონო ბექა , უცხო ტურისტებს სურთ თქვენთან საუბარი - კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და კარი ლამაზმა გოგონამ შემოაღო, საუბარი მეგობრებს ბექას მდივანმა შეაწყვეტინა . --- ჩაინიშნე კოორდინატები მაგდა? --- დიახ, აბა ისე როგორ , ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. --- მითხარი აბა ყველაფერი , რა დროს , რა გვაქვს გასაკეთებელი . ვის , უნდა შევხვდეთ და რომელ ქვეყნებში გვიწევს წასვლა . არაფერი , არ გამოგეპაროს მაგდა , ხომ იცი , მცირე დეტალითაც ,საქმე გაფუჭდება , ამას კი არ გაპატიებ . ბექამ , სერიოზული სახე მიიღო . ასე იყო ყოველთვის როცა საქმე , მის საყვარელ საქმიანობას ეხებოდა . --- კი , ყველაფერი ზუსტად ჩავიწერე . მაშ ასე , ამ თვეში , გაქვთ ბევრი გასვლითი რეისები . 18 - ში , პარიზში უნდა წახვიდეთ , 28 - ში ლონდონში და იმ თვის 30 - ში , ჩიკაგოში . დადგენილია ყველაფერი და ველოდები , თქვენგან პასუხს , რომ ბილეთები დავჯავშვნო ... --- ბაჩო , რა ვქნათ? წახვალ თუუუ ........ --- გთხოვ რა , ძმურად , ამ , ერთხელ , შენ წადი და მერე მე წავალ . აწუწუნდა ბაჩო . --- სიცოცხლე , გეზარება ბაჩო . ჩემს მოსვლამდე , აქაურობას მიხედავ , ეს იცი ,რომ ჩემთვის ძალიან , მნიშვნელოვანი სამუშაოა . გჭირდება , დიდი მოთმინება და სითბოს გამოხატვა , თითეულ მათგანთან . თავს წაგაცლი , როგორც , კი , რაიმე წესრიგში არ დამხვდება და შენც , უკან მიყვები იცოდე . -ბაჩოზე , გაბრაზებულმა მაგდას გახედა . გოგონამ , მხრები აიჩეჩა , თითქოს , მე რას მერჩიო და ბაჩოს გახედა , რომელმაც თვალი ჩაუკრა და თითით ანიშნა თავზე , ,, აფრენს ცოტას და არ ინერვიულოო ...'' მაგდას , გაეცინა და უცებ გაბრუნდა . ბექამ არ შემამჩნოს , რომ ვიცინიო და ბაჩოს თვალები დაუბრიალა, ბექას შეუმჩნევლად. --- ნუ გეშინია , ყველაფერი კარგად იქნება ბესარიონ . პირველად , ხომ არ ვრჩები მარტო ოფისში არა? --- ბესარიონი იქნება , ერთი დღეს , მაგ ენას რომ დაგატანიებს კბილებში და მერე იძახე : ბესარიონ , ბესარიონ . შეუბღვირა ბექამ , ბაჩოს . --- კარგი რა , სულ , როგორ , უნდა იღრინებოდე და სულ , როგორ გიჭირავს სერიოზული , გაიცინე ხანდახან . მეშინია , ასეთი სახით , რომ შემომხედავ ხოლმე , რომ არ გიცნობდე , ვიფიქრებ რომ შენს ხასიათც , ვერასდროს ვერ გავუგებთქო . --- დაამთავრე ? წამოდი , მომშივდა და ვჭამოთ- უთხრა ბექამ , ბაჩოს და ხელით ანიშნა კარებში გადიო . --- მეც მშია , გამახსენე , რომ კუჭი ცარიელი მაქვს . მინდოდა თქმა , მაგრამ ისეთი სახეზე ხარ , დღეს , ჭამა კი არა , ხმა რომ არ ამომიღია დღეს , ვერ ხედავ ? თავი მოისაწყლა ბაჩომ . ---კუჭი არადა თავი კი გაქვს შენ ცარიელი . როგორ მეცოდები ? ღიმილით გაიარა ორივემ ჰოლი და იქვე , კომპანისთან ახლოს , საოჯახო რესტორანში შევიდნენ , სადაც , ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებდნენ . რესტორანში , შესვლისთანავე ბაჩომ ერთ , გრძელ თმიან , ქერა გოგონას დაადგა თვალი , რომელიც , მარტო იჯდა . თმები , გაშლილი ქონდა და ძალიან უხდებოდა გრძელი და სრიალა , სწორი თმა, ზემოდან დაშვებული სიგრძით თითქმის იატაკს ეხებოდა . მოწყენილი იჯდა გოგონა და ერთ წერტილს მისჩერებოდა . დააინტერესა და ბექას გადაულაპარაკა : - -- ბექა , იმ გოგონას ხედავ ? შეეკითხა და გოგონასკენ გაახედა . --- კი , მერე რა ? მარტოა მგონი . მომეწონა , კარგი სუფთა თვალები აქვს ბაჩო , ნახე , რა სევდიანია , რაღაც აწუხებს . ---რატომ ზის ნეტავ მარტო, ასეთი კარგი გოგონა? უნდა გავიგო ბექა, ვერ მოვისვენებ. --ფრთხილად იყავი შარში არ გაეხვიო, არ გვაწყობს ეხლა ჩვენ ასეთები. მკაცრად უთხრა ბექამ. ---არა გპირდები რომ, კარგი ბიჭი ვიქნები.- ღიმილით უთხრა ბაჩომ და ბექასაც გაეცინა. წამოდგა და გოგონასთან მივიდა. ---გამარჯობათ, შეიძლება აქ დავჯდე? შეეკითხა გოგონას. ---დაბრძანდით. უხალისოდ მიუგო გოგონამ. ---იქნებ ელოდები ვინმეს? ინტერესი გამოიჩინა ბაჩომ. --არა, არავის ველოდები.სრულიად თავისუფალი ვარ. მიუგო გოგონამ. ბაჩოს გაუხარდა გოგონას გულახდილობა და ღიმილით მიუჯდა მაგიდას. ---ჩემი სახელი ბაჩუკი, ბაჩო.როგორც მოგიხერხდეთ .---ჩემი სახელი ტატა, ტანია. როგორც მოგიხერხდეთ.- უთხრა იგივე სიტყვები ღიმილით გოგონამ. ---აბა რა შევუკვეთოთ?- იკითხა ბაჩომ. ---შემიძლია დაგისვა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა? ---ორი იყოს გისმენ.- უთხრა ბაჩომ და მოემზადა კითხვის მოსასმენად. ---თქვენ დაქორწინებული ხართ? ბაჩომ ორივე ხელებზე დაიხედა, შემდეგ გოგონას გახედა და ორივე ხელები აჩვენა, თან შეეკითხა; -ხედავ აქ სადმე საქორწინო ბეჭედს? რადგან მე ვერ ვხედავ და იქნებ შენ შეხედო. ---იქნებ მოიხსენით და ჯიბეში ჩაიდეთ? ბაჩო წამოდგა და შარვლის ჯიბეები ამოატრიალა. ---აი ხედავ? აქ არაფერი არ მაქვს და არც არაფერს არ ვმალავ. უნდა გითხრა ტატა რომ ასეთ არაკაცურ საქციელს, მხოლოდ არაკაცები აკეთებენ და არა ნამდვილი ვაჟკაცები. -დარბაზში წყნარი მუსიკის აკორდები აჟღერდა და ბაჩომ ტატა საცეკვაოდ გაიწვია. -დიდი ხანია არ მიცეკვია, მოდი ერთად გავიხსენოთ. ---მაინც რამდენი ხანია?- გაუღიმა გოგონამ და ბიჭის გამოწვდილ ხელს მისი შეაგება ---ალბად რომ არ მოგატყუილო 10 წელი იქნება გასული. ---მართლა? ვერ დავიჯერებ, რადგან ძალიან ჰარმონიულად მოძრაობთ. ---ერთ დროს ცეკვა ჩემი ჰობი იყო, მაგრამ მიზეზებოს გამო მომიწია დამეტოვა ის ადგილი სადაც უკვე საჭიროდ აღარ ვთვლიდი თავს და ზედმეტი ვიყავი.- ბაჩოს ხმაში სევდამ გაიჟღერა, მაგიდასთან დაბრუნებულებს ტატას მისმა ტელეფონმა შეახსენა თავი. დახედა ტელეფონს და ისე გათიშა არც დაფიქრებულა. --ვიღაცას მაგრად გაუბრაზებიხარ და გამოექეცი ხმაურს, რათა გინდოდა შვება სიწყნარეში გეპოვნა. აქ კი სიმყუდროვე ერთმა დაუპატიჟებელმა მამაკაცმა დაგირღვიათ. გავკადნიერდები და გეტყვი, თუ ვინმე აბეზარი თაყვანისმცემელია და გაწუხებს, თქვენის ნებართვით მე დაველაპარაკები.- უთხრა ბაჩომ ტატას. --- ჩემი წასვლის დროა ,უნდა წავიდე . არ მინდა ,სასტუმროში , ძალიან გვიან მივიდე . სახლში , არ დავბრუნდები , ყოველ შემთხვევაში , ამ გაბრაზებულ გულზე არა- ცრემლი მოერია ტატას თვალზე , ეცადა , მაგრამ ვერ შეძლო მისი შეკავება . ტატას ცრემლიანი თვალების დანახვისას კი , ბაჩოს გული აუფრიალდა ,დიდი ხანია, ასე , არავის თვალებს არ დაუტყვევებია . ქალის , არ სჯეროდა და მითუმეტეს მისი ცრემლის , რადგან ქონდა მიზეზი . ტატა კი , სულ სხვაა , მისი ცრემლიც წმინდა და სუფთაა, ისე როგორც მისი თვალები და გული . არა , ეს არ უნდა გავუშვა , გაიფიქრა ბაჩომ და ისევ ტატას მიუბრუნდა . --- მომისმინე , ვიცი , რომ ძნელია , ენდო უცხო ადამიანს , მითუმეტეს , რომ ცხოვრებაში არასდროს გინახავს . გეტყვი , რომ ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და ჩემი გული ჩიტივით თავისუფალია , როგორც შენი . თუ , წასასვლელი არსად გაქვს , ჩემთან წამოდი , მარტო ვცხოვრობ , ორ ოთახიან ბინაში . ხო , მართლა , ეროვნებით კი ქართველი ვარ . ასე , რომ არ შეგეშინდეს . ჩვენი ერი და ჩვენი ვაჟკაცობა , განსხვავდება ყველა ერისგან . ქალს , უპატივცემულოდ არასდროს არ მოვეპყრობი , მითუმეტეს , იმას , ვისაც დასახმარებლად ჩვენს ჭერს შევთავაზებთუ44444444444444 . უსმენდა ტატა ბაჩოს და მის თვალებში სიხარულის ნაპერწკალი გაბრჭყვიალდა , ბავშვივით აჭიკჭიკდა. --- ქართველი ხარ ? მართლა ? ისე უაქცენტოდ ლაპარაკობ ინგლისურად , არ მეგონე ქართველი -გაუხარდა ტატას ბაჩოს ქართველობა. --- არ მითხრა , რომ შენც ქართველი ხარ , რადგან , საერთოდ არ გავხარ ქართველს . გასაოცარი მზერა , სილამაზე ... მხოლოდ , ქართველს თუ შეუძლია ესეთი სილამაზის წარმოჩენა . თვალებ გაფართოებულმა , უთხრა ბაჩომ და მასაც ძალიან გაუხარდა ტატას ქართველობა . --- მამა მყავს ქართველი , თბილისიდან . ხშირად ჩავდივარ და ძალიან მიყვარს ჩემი მამული ... სულ , სხვანაირი სიყვარული იცის ქართველმა ადამიანმა . დედა , აქაურია - ინგლისელი და მაძალებს , გინდა არ გინდა , ჩემი დაქალის შვილი უნდა გაგაცნოო . არადა , ვიცი , იმ ბიჭს , გოგოები საერთოდ არ აინტერესებს . აქ ხომ , ეს ახალი და განსაცვიფრებელი ამბავი არ არის . ამ საუბარში იყვნენ , რომ ბაჩოს მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე , დახედა და ბექა იყო . გახსნა მესიჯი და ჩაეღიმა. ,,მე , მივდივარ . დილას , ადრე ვარ ასადგომი . თქვენ , გეტყობათ , კარგად გაუგეთ ერთმანეთს და წარმატებებს გისურვებთ . თმები მომეწონა მაგ გოგოსი , ვგიჟდები , დიდი თმები რომ აქვს ქალს და თან , ასეთი მოვლილი . ძალიან მომეწონა და კიდეც , უხდებით ერთმანეთს . აბა წარმატებებიიი''. ბაჩოს გაეღიმა და ბექას მაგიდისაკენ გაიხედა , რომელმაც , თვალი ჩაუკრა და ხელის აწევით დაემშვიდობა მეგობარს . --- დაუძახე , მოვიდეს აქ .- უთხრა ტატამ ბაჩოს . --- წავა ახლა და მისი გულის ვარდს დაელაპარაკება , დაწოლის წინ . შვიდი წელია იცნობენ ერთმანეთს და ხუთი წელია ასე ვირტუალურად ცხოვრობენ . მშურს , ხანდახან ბექასი , მაგრამ ძალიან მინდა , რომ ბედნიერი იყოს . --- ორივე ცოდვაა , რატომ გაწელა ამხელაზე და არ დაქორწინდა ? დროა , უკვე ერთად შეერთების ,შვიდი წელი დიდი დროა , რომ კარგად გაიცნო , შენი ცხოვრების მეგზური . --- ბექა , ერთი უბრალო ადამიანია . თავისი ნიჭით მოეწყო უმაღლესში , შემდეგ , აქ , გადმოისროლა ბედმა . სანამ , არ დაამთავრა სასწავლებელი , მაგისტრატურა , სანამ , არ დადგა ფეხზე , მყარად და კარიერა არ აიწყო , არ უფიქრია ქორწილზე . ეხლა კი, ფიქრობს სერიოზულად და ჩამოიყვანს ამ ზაფხულს მის საცოლეს და იქორწინებს . --- გოგო რამდენი წლისაა ? იკითხა ტატამ . --- გოგო , მგონი 22 წლისაა , წელს ამთავრებს ქეთი სასწავლებელს . აცადა სწავლის დასრულება , ხელი , რომ არ შეშლოდა . ბექა , ჭკვიანია და აუჩქარებელი --- დაიცა , ქეთი რა გვარია , იცი ? გაოცებულმა , იკითხა ტატამ . --- არ ვიცი , რა გვარია . რატომ შეცბუნდი ? ბაჩოს , რაღაც უსიამოვნო გრძნობამ დაუარა ტანში . --- მე მყავს ერთი მეგობარი ქეთი მესხი , სულ მალე , ნიშნობა აქვს და მთხოვა , ჩავიდე საქართველოში . არ ვიცი , რატომ გადაწყვიტა გათხოვება ასე უცებ ,მაგრამ ვიცი , რომ შეყვარებული ჰყავდა ევროპაში და ყოველ ზაფხულს , იმ ბიჭს , მიჰყავდა ხოლმე ქეთიც ვიზით , რამდენიმე დღით ისიც ვიცი , რომ არანაირი ახლო ურთიერთობა არ აქვთ , ბიჭი , ძალიან სერიოზული ტიპია და ქართულ ტრადიციებს პატივს ცემს . ყველაფერი , წესისამებრ უნდა , რომ გააკეთოსო . ასე ამბობდა და ახლა რამ შეაცვლევინა აზრი, ნამდვილად არ ვიცი . --- იმ , ქეთის ფოტოს მაჩვენებ ? იქნება , გააქვს სადმე ? უთხრა თხოვნით ბაჩომ. --- კი როგორ არა , შარშან , რომ ვიყავი წასული , გადავიღეთ ერთად . ტატა , უცებ ტელეფონში, სოციალურ ქსელში შევიდა , ფოტო მოძებნა და ბაჩოს აჩვენა . ბაჩოს , ფერი დაეკარგა , გაფითრდდა სახეზე და ფოტოს , ბრაზით ანთებული თვალებით მიშტერებოდა . აი , გადადი , ნახე , ეს მისი საქმროა , ვიზედაც თხოვდება , ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ , სულ , ცოტა ხნის წინ გავიგე , რომ უკვე ერთადაც ცხოვრობენ . ბაჩო , გადავიდა შემდეგ ფოტოზე და დაუფიქრებლად იყვირა : --- ამის დედაც , ეს ხომ , ბექას კურსელია და უახლოესი მეგობარი . ეს ხომ , მერაბი არის . ღმერთო ჩემო , სხვა ვერ მონახა , უახლოეს მეგობრებში , რომ დატრიალდა ? ეს , როგორ უნდა ვუთხრა ბექას ? ამას , ვერ გადაიტანს . --- ძალიან უყვარს ? სევდიანად შეეკითხა ტატა . --ტატა, შვიდი წელი, განა შვიდი დღე არის? წლიდან -წლამდე, ზაფხულიდან - ზაფხულამდე , ჭკუაზე გადაჰყავს , მის მონატრებას ბექა . აღარ ვიცი , რა გავაკეთო , ტყუილად არ მქონდა წარმოსგენა დაკარგული ქალებზე . მეც , იგივე ტკივილი განვიცადე , ხუთი წლის წინ , მას შემდეგ , ვერ ვიტან ქალს . ტკივილიანი წლები გაახსენდა ბაჩოს . -ყველა ქალი , ერთნაირი არ არის ბაჩო და არ მინდა , ბექას ჩემი მიზეზით ეტკინოს . სასოწარკვეთაში ჩავარდა ტატა . --- შენი მიზეზით ... ეს , არ მოხდება , რომ, ტყუილში რომელშიც ახლა ცხოვრობს ბექა , ფარდა აეხსნება და სიმართლეს გაიგებს.. --- როგორ უნდა გაიგოს . შენ , ვერ ეტყვი და მე ვერ ვეტყვი . --- მოვაგვარებ ისე , რომ, არც შენ გამოჩნდები და არც მე . ჰმ ... ბედის ირონი არ არის , ახლა ეს ? რა , ბედზე გაგიცანი ტატა , წამოდი , წავიდეთ , ჩემთან გაგიყვან და შემდეგ , საქმეზე უნდა გავიდე . არ დამიწყო , ზედმეტი საუბარი , არ მოგცემ იმის უფლებას , რომ სასტუმროში დაბინავდე , მგონი , საკმაოდ გავიცანით ერმანეთი და უნდა გავიგოთ , რომ ბავშვები არა ვართ არცერთი . წავედით ? მე , მაგვიანდება , მკაცრი და შეუვალი იყო ბაჩოს ხმა . --- ამ შუაღამეს , სად გადიხარ , ქურდი ხარ ? თვალებ დაჭყეტილი უყურებდა ტატა - ბაჩოს . ბაჩო კი , ტატას მისჩერებოდა თვალებ გაფართოვებული ... ერთი სიტყვით , შორიდან , რომ ვინმეს სურათი გადაეღო , ძალიან სასაცილო ფოტო გამოვიდოდა . ბაჩო მოეგო გონს და უთხრა ტატას. --- ხო , ქურდიც ვარ , კრიმინალიც , ძებნაშიც ვარ და შენც , წაგიყვან ამ საღამოს საქმეზე , ბანკი , უნდა გავტეხოთ და უარი არ გაგივა . სერიოზულად , უთხრა ბაჩომ , მაგრამ ტატას სახეს რომ შეხედა , გულიანად გადაიხარხარა . ტატას კი , გულზე მოეშვა , ბაჩოს მშვიდ და მხიარულ სახეს , რომ შეხედა . --- არ შეგეშინდეს , ჩემო ტატა , მე და ბექამ , აქ გავიცანით ერთმანეთი და ჩვენი ნაცნობობა უკვე ოთხ წელს ითვლის . ეს ოთხი წელია , ერთად ვმუშაობთ , ტურისტული სააგენტო გვაქვს . უბრალო ხალხი ვართ . არ გვყავს ბევრი მეგობარი , საქართველოს და ქართველების მონატრებით ,რომ ცხოვრობენ ... ჩვენც , ერთერთი მათგანი ვართ , ის ადამიანები , რომლებსაც ნოსტალგია სულს გვიჭამს. ვებრძვით ამ სულის ტკივილს , მაგრამ ჩაგვითრია , ნოსტალგიის ჭაობმა და ჯერ - ჯერობით , ისევ , აქ ვართ . გვაქვს , ჩვენი სამსახური და ჩვენ ორნი ერთმანეთის სიხარულით და ტკივილით ვცხოვრობთ . ადექი , ეხლა და წამოდი , სადაცაა , თავზე დაგვათენდება . გაბედულად არა , მაგრამ , მაინც მერყეობის ქვეშ გაყვა ტატა ბაჩოს .ბაჩოს კი , გული რაღაცნაირად უფანცქალებდა . არ ცხოვრობდა შორს და მალე მივიდა სახლში . მართლაც , სასიამოვნო და მყუდრო ბინა იყო , ირგვლივ , სისუფთავის სურნელი დანავარდობდა და ეს , ყველაზე მეტად მოეწონა ტატას , მოსწონდა , ასეთი მოწესრიგებული მამაკაცები . --- აი, ეს , ჩაიცვი და ისე დაწექი .ბაჩომ , ტატას თავისი , გაფთქიალებული . გრძელი მაიკა მიაწოდა და დატოვა მარტო , სახლის კარები გაიხურა და წავიდა . ფიქრობდა ბექაზე და მის , უიღბლო სიყვარულზე . მის ბინაში , მის საწოლში კი , მშვენიერების დედოფალს მშვიდად ეძინა. ტატას ნაამბობი : --- მომეწონა ბაჩო , როგორც ფიზიკურად , ასევე , მისი ლოგიკური სიტყვა - პასუხით , მისი იუმორით და მართალია შიშით , მაგრამ მაინც , გავრისკე და სახლში წავყევი . არასოდეს , არ მოვქცეულვარ ასე , უცხო ადამიანს , უცხო გარემოში , გავყოლოდი . მითუმეტეს , მარტოხელა მამაკაცს . თითქოს , თავად , ბედმა მკრა ხელი და ბაჩოსთან მიმაგდო . ვერ დავიძინე , ვფიქროდი , ასე გვიან ბაჩო სად წავიდა , ვფიქრობდი აგრეთვე - ბექაზე და ქეთიზე . ფიქრებში შევხედე , ფანჯრიდან უკუნ ღამესთან , მებრძოლი , გაცრეცილი დილა , ნელა - ნელა იპარებოდა . ავდექი , ბაჩოს საწოლი გავასწორე და სამზარეულოში გავედი . ბაჩო , მოსულიყო და მისაღებ ოთახში დივანზე ეძინა . ჩუმად დავათვალიერე სამზარეულო თუ , რა ჰქონდა სახლში , რომ სამადლობელი , გემრიელი საუზმე მომემზადებინა ბაჩოსათვის . აი , ვიპოვნე კიდეც , რაც მინდოდა და მშვენიერი კექსი გამოვაცხვე . ზედ კი , წარწერა გავუკეთე დიდი ასოებით ,, მადლობა '' . ჩემს თავსაც მივხედე და წამოვედი . მაგიდაზე კი , ჩემი ტელეფონის ნომერიც დაუტოვე , არ შემეძლო , ასე უნამუსოდ წამოვსულიყავი . თხუთმეტ წუთში , უცხო ნომერმა , აახმაურა ჩემი ტელეფონი და მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე . მინდოდა , რაღაცნაირად მინდოდა , რომ ბაჩო ყოფილიყო და ბედის ირონიამ არ გადაუხვია გზიდან , მომესმა , ბაჩოს სევდიანი ხმა . --- ტატა , მადლობა კექსისთვის ! არ გამიგია , ისე წახვედი . აღარ დაბრუნდები ? --- შენ , გინდა , რომ დავბრუნდე ? შევეკითხე და პასუხის მოლოდინში , გულმა , ისე ხმაურით დაიწყო ცემა , რომ ლამის გამიხეთქა გულის ფიცარი . --- ტატა , იცი , რომ ბინა დაცარიელდა ? მართალია , ერთი ღამე გაატარე აქ , მაგრამ წუხელის ვგრძნობდი , რომ ჩემი ცხოვრების მეორე ნაწილით შეივსო ამ სახლის კედლები , მეგონა , ისევ , ჩემს საწოლში იყავი და გადასწორებული საწოლი რომ დამხვდა , ადგილზე გამაშეშა , შენმა გაუჩინარებამ . დაბრუნდი , გთხოვ ტატა .- სუნთქვა შევწყვიტე და რამოდენიმე წუთი , ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით მხოლოდ .და შემდეგ ვუთხარი : --- სახლში მივალ , ვნახავ , რა ხდება და თუ , კიდევ ისეთი შემოტევა ვიგრძენი , დავბრუნდები შენთან , ბაჩო ... მხოლოდ , ჩემს ნივთებს წამოვიღებ და დაგირეკავ , აუცილებლად ,რომ გითხრა , სად მოხვიდე , რადგან ბარგი მექნება და გამიჭირდება მარტო . ვიგრძენი , როგორ გაეხარდა და გახარებული ხმით მომაძხა --- დაგელოდები , შენს ზარს დაველოდები ტატა . ისეთი სითბოთი ამბობდა ჩემს სახელს , რომ მთელ გრძნობას აქსოვდა შიგნით . ამასობაში . სახლშიც მივედი და მამას ძალიან გაუხარდა , რომ დამინახა . დედამ კი , შემომხედა და მითხრა . --- კარგია , რომ მოხვედი ,, ჯესიკას დავურეკავ , რომ სახლის კარს მოაგენი და უკვე სახლში ხარ . --- არავისაც , არ დაურეკავ , 22 წლის ვარ და უფლება მაქვს , ჩემი ცხოვრება , როგორც მინდა , ისე განვაგო , რადგან შენსას , არ იშლი , მე მივდივარ სახლიდან . ჯესიკაც შენ გყავდეს და მისი გეი შვილიც . შემდეგ , მამას მივუბრუნდი და ქართულად ვუთხარი : ( დედამ ქართული არ იცის ) მამიკო , არ ინერვიულო არაფერი , მე ძალიან მიყვარხარ . ჩავეხუტე და მოვუყევი ყველაფერი . გაუხარდა , რომ ქართველი გავიცანი და თბილისელი . გახარებულმა მითხრა : --- ხომ არ გეწყინება , რომ გავიცნო ეს ახალგაზრდა და მეც ვნახო , ვინ არის . --- არა , მამიკო , არაფერს არ გატყუებ და იცოდე , რომ გულს არასოდეს , არ გატკენ . ეხლა , ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და დავურეკავ , რომ მოვიდეს ჩემს წასაყვანად . ქვემოთ ჩამატანინე ჩემოდანი და გაგაცნობ . ეხლა , ასე უბრალოდ და შემდეგ , უფრო ახლოს . --- კარგი , შვილო . მე მჯერა შენი , ვიცი , რომ გზიდან არ გადაუხვევ და ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს . დედაა და ნერვიულობს ხომ იცი , არა? --- დედაა , მაგრამ არა აქვს , იმის უფლება , ვისაც , უნდა მას დაადოს ხელი და , როგორც ნივთი , ისე გამისროლოს სახლიდან . არ არის , ის ბიჭი , ჩვენი საქმე , ის გეია , რატომ არ ესმის , რომ ვეუბნები . ვის გავყვე , დედამისს და მამამისს და მთელი ცხოვრება ვუყურო გეი ქმარს ? ამით ბედნიერი იქნება თავად ? მეც , ხომ მაქვს სიყვარულის და არჩევანის უფლება , ვინც , ჩემს გულს მოეწონება , მასთან ვიყო . --- დაწყნარდი და მე დაველაპარაკები დედას . მითხრა მამამ და თავზე მაკოცა თბილად , როგორც ჩვევია ხოლმე . წავედი , ჩემს საძინებელში და ერთი , დიდი ჩემოდანი გადმოვიღე , რაც , აუცილებელი იყო , პირველ ეტაპზე , ის ჩავაწყვე და ბაჩოს დავურეკე : --- ბაჩო , მზად ვარ , ძირს დაგელოდებით , მე და მამა .მამას , ძალიან უნდა რომ გაგიცნოს თუ შენთვის უხერხული არ იქნება რა თქმაუნდა . --- რას ამბობ ტატა , ეს ძალიან დიდი პატივია , მე , ისედაც ვფიქრობდი , რომ ცალკე გამეცნო შენი მშობლები , მაგრამ რადგან თავადაც სურს , დიდი სიამოვნებით . მითხრა გახარებულმა და გამითიშა . მე , მისამართი მივწერე და დაველოდე მის მოსვლას . ოც წუთში , დამირეკა , რომ ძირს ვარ და გელოდებითო . მამამ , ჩემოდანს ხელი მოკიდა და წავედით . არ გამიხედია დედისკენ . იმედი მაქვს , ერთ დღეს , მიხვდება მის შეცდომას და თავად გაანალიზებს, რომ მე უფრო მართალი ვიყავი მასთან , ვინემ ის , ჩემთან . ჩავედით ძირს და ბაჩო დაგვხვდა , მანქანაზე იყო მიყუდებული და როგორც კი დაგვინახა ჩვენსკენ წამოვიდა .როგორი მისალმება ვიცით ქართველებმა , ვაჟკაცურად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და მოიკითხეს მეგობრულად , თითქოს , დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და წლების შემდეგ , ისევ შეხვდნენ ერთმანეთს . აი, რა მომწონს ქართველებში . უშუალობა და პარტიოტიზმი , მიხარია , რომ მეც , ამ ერის შვილი ვარ და ჩემს ძარღვებში , ქართული , ლაზური , სისხლი სჩქეფს . ბაჩომ , გადმომხედა , მანქანის გასაღები მომცა და მითხრა : --- მოდი , ბარგი შევინახოთ ჯერ , დაჯექი მანქანაში და დამელოდე , სანამ მე და მამა დავილაპარაკებთ . იმედია , არ მიწყენ ხო ? მე , თავი დაუქნიე ღიმილით და მამას გავხედე . მამას , თვალებში ბედნიერების სხივი დავიჭირე და მეც უფრო გავთამამდი , ახლოს მივედი , ჩავეხუტე და ვუთხარი : --- ჩემზე , არ ინერვიულო , მე , კარგად ვიქნები და სანახავად სამსახურში მოგაკითხავ . მიყვარხარ მა ... , ძალიან მიყვარხარ და გთხოვ , თავს გაუფრთხილდი . მამამაც მომეფერა და მაკოცა . უხმოდ გავეცალე ორ მამაკაცს და უხმოდ დავჯექი მანქანაში. ველოდი , ბაჩო როდის მოვიდოდა . არ ვიცი , რაზე საუბრობდნენ , მაგრამ მათი საუბარი , ათი წუთი გაგრძელდა , შემდეგ , ისევ ვაჟკაცვურად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს , მამამ გულში ჩაიხუტა ბაჩო და ბაჩოც კმაყოფილი სახით წამოვიდა ჩემსკენ. ჩაჯდა და ხმა არ ამოუღია , მე კი , ვხედავდი მამას , სანამ ჩვენი მანქანა არ მიიმალა , არ შესულა ბინაში . შემდეგ , ბაჩოს მივუბრუნდი , ინტერესი მკლავდა , რატომ ქონდა ასეთი ბედნიერი სახე და რაზე ილაპარაკეს. ---ჰეეე , ამოღერღე რაა , რაზე ლაპარაკობდით? რატომ გაქვს ბედნიერი სახე? ბაჩომ გადმომხედა და მითხრა. --- ერთს გეტყვი , მხოლოდ ტატა , მამაშენს , ძალიან უყვარხარ ... ის , არაჩვეულებრივი ადამიანია და მან , მე , შენი თავი ჩამაბარა . ასე რომ უფლება მაქვს , თუ , არ დამიჯერებ , კიდეც გცემო . ისეთი საერიოზულად მითხრა ეს ბოლო სიტყვა , ტანში გამაჟრიალა . --- მცემო ? ამას საუბრობდით ამდენი ხანი ? ვკითხე გაოცებულმა . ---ხო , რამე , ცუდს ხედავ ამაში? მითხრა და გადმომხედა , მაგრამ თავი , ვეღარ შეიკავა და გაეცინა . --- ღმერთო ჩემო , შენ , როგორ ყველაფრის გჯერავს ტატი , ის , რაც ,, ჩვენ ვისაუბრეთ , ეს მხოლოდ მამაკაცების საქმეა . შენ კი , როცა მოგესურვოს , მაშინ ნახავ მამას და შეგიძლია სახლშიდაც მოიყვანო . მითხრა და თვალი ჩამიკრა . მე ვიცი, დედაც , მალე გნახავს , რადგან დედას , არ შეუძლია , მისი შვილი , დიდი ხნით არ მოიკითხოს და არ გაიგოს შვილის ამბავი . მე , ეს პერიოდი , დაძაბული - პერიოდი მაქვს , ბექა მიდის პარიზში და კომპანიაში შეიძლება ღამითაც მომიწიოს ყოფნამ , რადგან ტურისტული სეზონი იხსნება და საქმეც ბევრია . აი , ბექა რომ ჩამოვა , ერთი , კარგი მაგიდა გავაწყოთ და მოვიპატიჟოთ შენი მშობლებიც .გინდა გავაკეთოთ ასე? მითხრა და გადმომხედა კმაყოფილმა . --- როგორ არ მინდა , ბაჩო არ გეჩვენება , რომ ეს ძალიან უცნაურია , წუხანდელი გაცნობილები , ასე მივეწებეთ ერთმანეთს ? --- არა ,არაფერი , არ არის უცნაური . ეს ,,ბედის ირონიაა'' და მეტი არაფერი .ჩვენ , ორი , მარტოსული ადამიანი შეგვყარა უფალმა ერთმანეთს და არ უნდა ვკრათ ხელი , მის არჩევანს . ასე , რომ მეორედ , ეს არ გაიმეორო . მე ,შენ არაფერს არ გაძალებ ტატ..... ,ვიცხოვრებთ ერთად , დრო თავად გვეტყვის მის სათქმელს და მიგვახვედრებს , რომ ჩვენ , ცალცალკე , არ ვივარგებთ და დროა ერთად ვიცხოვროთ ნამდვილად .ეს , მაშინ მოხდება , როცა ჩვენ კი არა , ჩვენი სხეულები გაიწევიან ერთმანეთისკენ . მე , შემიძლია ,დაგელოდო და დაგელოდები უსასრულობამდე . განცვიფრებული ვიყავი ბაჩოს სიტყვებით და ათმაგად კი არა, ასმაგად დავაფასე მისი ვაჟკაცობა გულში . დავიწყეთ ერთად ცხოვრება , მე , ჩემი საქმე მქონდა და ბაჩოს თავისი . თითქმის , ვერც ვნახულობდით ერთმანეთს . მე , დილით ადრე გამოვდიოდი სამსახურში და ის , გვიან მოდიოდა , როცა , მე უკვე მეძინა . მაგიდაზე , ყოველთვის ხვდებოდა მისი თეფში და კერძი , დილით კი , მაგიდაზე წერილი მხვდებოდა მადლობა ტატ , უგემრიელესი იყო . ერთ დღესაც , არ მეგონა , რომ ადრე მოვიდოდა სახლში , სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული გამოვედი და სველ თმებს ვიმშრალებდი , რომ ბაჩოს დავეტაკე . გაოცებულმა შევხედე და უფრო გაოცებულმა ვკითხე . --- უი , სახლში ხარ , ასე ადრე მოხვედი ? გაოცება და გაკვირვება სახეზე მეწერა. --- აბა ,სად უნდა ვიყო ან არ უნდა მოვსულიყავი? ასევე ,გაკვირვებულმა მითხრა ბაჩომ და თან თვალს არ მაშორებდა სველ ტანზე . რომელზედაც , წყლის წვეთები იკვლევდნენ გზას . დავიძაბე და სიტუაცია რომ განმემუხტა , უცებ ვუთხარი. --- იცი , რომ ეს წვრილი ულვაში , საერთოდ არ გიხდება? წარბაწეულმა შემომხედა , თოთქოს , ეს როგორ გამიბედეო და მითხრა : --- მართლა ? გაფიცებ სიყვარულს , მართლა არ მიხდება? მე კი , პირიქით მგონია , უფრო მამაკაცურს მხდის . იცი , რომ ეს , ჯერ არავის არ უთქვამს ჩემთვის ? .გაოცებული აკვირდებოდა თავის თავს სარკეში ბაჩო. ---ეს იმიტომ არ უთქვამთ,რომ ვერ გაგიბედეს ალბად. არც დაფიქრებულა, ჩემთვის ეს უსიამოვნო ულვაში უცებ ჩამოყარა ძირს და უხმაუროდ შემოვიდა სამზარეულოში, სადაც ფაცი-ფუცით ვაკეთებდი მისთვის ყავას და მინდოდა გამესწრო საძინებელში, რომ ჩამეცვა. ვერ მოვასწარი, ვიგრძენი რომ მომიახლოვდა და უკან დამიდგა. ხელის თითებით დაიწყო თამაში ჩემს ზურგზე. ორივე ხელებით მისკენ შემომაბრუნა და გაოცებულმა შევხედე, სადღაა მისი წვრილი, ზოლივით ულვაში. არ მიაქცია ჩემს გაოცებულ თვალებს ყურადღება და მისი ფაფუკი ბაგე შემახო ბაგეზე. არ შევეწინააღმდეგე, ალბად მეც მინდოდა და რომ ვერ იგრძნო წინააღმდეგობა, უფრო გათამამდა და მეც ავყევი კოცნაში. თავბრუდამხვევი იყო ეს კოცნა ჩემთვის, რადგან იყო რაღაც საოცარი გრძნობა შიგ და განუმეორებელი. ვერ ვიტყვი პრველი კოცნა იყო ეს კოცნა ჩემითქო, მაგრამ ასეთი გრძნობით ჯერ არავის არ უჩუქებია ჩემთვის კოცნა. თავბრუდამხვევი კოცნა-ალერსის შემდეგ ხელში ამიყვანა და საძინებელში გამიყვანა. თან ტანზე მაიკა გადაიძრო და მოისროლა, საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა, ერთი ხელის მოსმით მომხსნა შემოხვეული პირსახოცი ტანზედაც და თავზედაც, თმები ჩამომეშალა და მის წინ ხელშეუხებელი მშვენიერება გადაიშალა და კმაყოფილი სახით ამათვალიერა. გვერდით მომიწვა და ჩემი გრძელი თმები მუჭში მოიქცია, შემდეგ ცხვირთან მიიტანა და ღრმად შეისუნთქა თმის სურნელი. ნელა-ნელა ფერაბა დამიწყო და მთელი სხეული დამიკოცნა. მეც ავყევი ფერებაში და უეცრად ყრუ ტკივილი ვიგრძენი რომელმაც მწარედ წამომაყვირა. გაოცებულმა შემხედა და შემდეგ პირზე ამაფარა ხელი და ყურში მიჩურჩულა. ,,ეს ტკივილი სიამოვნებად გექცევა, მომენდე და ნელა-ნელა იმოძრავე.“ მართლაც სულ მალე ტკივილი სასიამოვნო გახდა, ვკვნესოდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი ყრუ კვნესა მასზე უფრო მოქმედებდა. შემდეგ სახე დამიკოცნა და მკერდზეც დამიტოვა ვნებიანი კოცნა. ოთახში ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა ისმოდა და ერთმანეთის თვალებში ჩაძირული მზერა, სადაც დიდი სიყვარული იკეთებდა უკვე ბინას. დილით კოცნამ გამაღვიძა და საუზმე საწოლში მომართვა. კიდევ ერთხელ თავდავიწყებით გადავეშვით სიამოვნების მორევში და ძალა გამოცლილი ღრმად ვსუნთქავდით. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა. ---რაღაც რომ გითხრა გეწყინება, მაგრამ არ მინდა გეწყინოს.მე გაკვირვებულმა შევხედე და თვალებით ვანიშნე მითხარითქო. -არ მეგონა თუ შენთვის პირველი მამაკაცი მე ვიქნებოდი. აქ ხომ ეს იშვიათად ხდება. არა, არ მინდა იფიქრო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა ტატია. ---ხომ არ დაგვიწყებია რომ მეც შენსავით ქართველი ვარ. მეც მასწავლა მამამ ტრადიციები და მიყვარს ჩვენი წესები. არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ადრეულ ასაკში იწყებს გოგოები სექსუალურ ცხოვრებას. --- ხვალ ბექა ჩამოდის . იცის , რომ ჩემთან ცხოვრობ და ერთად ვართ . ძალიან გაუხარდა . წამოდი , ცოტა გავისეირნოთ და შემდეგ ხვალისთვის მოვემზადოთ . თუ გინდა შენი შობლებიც მოვიპატიჟოთ , როგორც შენ გინდა . წამოვდექით და მოვემზადეთ გასასვლელად . გარეთ ვისეირნეთ , მარტო ჩვენ ვიყავით , ორნი , ხელი - ხელ ჩაკიდებულები , მივუყვებოდით ხალხმრავალ ქუჩას . მხიარულად გათენდა დილა . 12 საათი , რომ გახდა , თუ ხვდები ამას და ჩემი აზრით ჩამქრალი და უპერსპექტივო განცდა უნდა მოიშორო საყვარელო , შენ როგორც უკვე გაზრდილი და დაღვინებული მამაკაცი , ყველამ უნდა დაინახოს თავისი სარგებელი , თავიანთ გაკეთებულ საქმეში . ხომ გაგიგონია “ სადაც არის ბედი შენი , იქ მიგიყვანს ფეხი შენიო ... “ შენ , თავად მოინდომე უღელის დადგმა კისერზე და თავად შეები ოჯახურ საქმეებში . --- ხო , მართალი ხარ და ამიტომ დღეიდან ჩვენს სახლში დილა მხიარულად დაიწყება . დილის 8 - ზე , გამამხნევებელი ვარჯიშით დავიწყებთ , შემდეგ ,, ექსპერიმენტი ჩვენს პირად ცხოვრებაზე ,რომელიც , მარტო მე და შენ გვეხება , რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხასიათების დადებითად შერწყმას . კიდევ , რაღაცას ამბობდა ბაჩო , რომ ტატამ გააჩერა. --- მოიცადე , არ გააგრძელო . ბაჩომ პირი დამუწა და ყურადღებით დაელოდა რას იტყოდა ტატა . --- მე , გენაცვალე , დატვირთული ძალების ასაცილებლად ვიწყებ მობილიზაციას . ასე , რომ აბრძანდები ახლა და სამზარეულოში , რომ სია დევს , იმას მიხედავ . გაიგე ? --- ეხლა , რა გამოვიდა ეს , შენ გახდი , ჩემს სახლში მბრძანებელი ? --- თუ არ მოგწონს , ეხლავე წავალ , უთხრა ბაჩოს მოჩვენებითი სიბრაზით ტატამ. --- შენ , ვერსადაც ვერ წახვალ . თუ , ოდესმე , ნაწყენი იქნები რაიმეზე და ამ კარის ზღრუბლს ისე გადააბიჯებ , ერთმანეთს არ მოვუსმენთ . აქ , არ იფიქრო , მეორედ დაბრუნდე . ასე , რომ სათქმელი , რაც გვექნება , ვუთხრათ და მოვუსმინოთ ერთმანეთს , აუხსნათ , ჩვენი შეცდომები , სიტუაცია განვმუხტოთ . შეცდომა - გამოუსწორებელი , არ არსებობს და თუ , ისეთ შეცდომას დავუშვებ , მე პირადად შენს წინაშე რომ ვიცი არ მაპატიებ , მხოლოდ , ერთ სიტყვას გეტყვი : ,, მივდივარ '' და წავალ . გასაგებია ? --- ვითომ , რატომ ? თუ , არ მოგწონს ჩემი ხასიათი , რა მინდა აქ ? არ უნდოდა ტატას სერიოზულობაში გადასულიყო საუბარი და ისე გააკეთა , გვერდი აუარა სერიოზულ პასუხს და ბაჩოს ნერვებზე გააგრძელა თამაში . --- ტატი , ეხლა ნუ ბუზღუნებ , დამაცადე ,, ცოტა დავიძინო , დღეს , ხომ შაბათია . წარბაწევით უთხრა ბაჩომ . --- აბა , რა ვქნა , კარგ ხასიათზე ვარ , ოჯახშიდაც მშვიდობაა , მიყვარს სითბო , სინათლე , კარგის კეთება , ადამიანების და მათ შორის , შენიც , კარგ ხასიათზე დაყენება , მე ამით ბედნიერი ვარ . --- ტატი , ნუ ბუზღუნებ რაა . .მართალია , ცუდი , ბოროტი და შურიანი არასოდეს ვყოფილვარ , შენ . ჩემში , ყველაფერი ცუდი აღმოფხვრი და მე , ეხლა არ მომწონს შენი ზედმეტი ბუზღუნი . იცი ეს ? ტატ მართლა სერიოზულად გეუბნები ,რაც შენ ჩემთან ხარ , ასე არასოდეს არ დავინტერესებულვარ , დროზე მოვსულიყავი სახლში . მომწონს , რომ ვიცი, შენ მელოდები სახლში ,მომწონს , როცა ზრუნავ ჩემზე , მომწონს , შენი ყურადღება და თან , მოკრძალებული საუბარი . იცი , კიდევ , რა მომწონს ? შენი ღიმილი მომწონს , აი , ახლა რომ ჩაიღიმე , ის ღიმილი მომწონს და დროზე თუ არ გამეცალე ,მაინც გაბრაზებული ვარ დღეს , ადრე რომ გამაღვიძე და უკვე , ცუდად ვააარ . ჩქარა , მოდი და გადამარჩინე , მიმკურნალე . შენ ხომ , ჩემი გულის ექიმი ხარ . ბაჩომ ხელები გაშალა და დარწმუნებული იყო ტატია ხელებში ჩაუვარდებოდა , კიდევ ერთხელ ვნებიან და უებარ წამალს მიაწოდებდა , მაგრამ თათია საწოლის თავში იდგა დოინჯებ შემოწყობილი და გაბრაზებული სახით უყურებდა. შემდეგ კი , წყნარად დაიწყო : --- ფაქტია , რომ დროის გაყვანა გინდა და მაინც აბრძანდები... მე თუ ვარ შენი წამალი , რომ მოგარჩინო , ახლავეს მოგარჩენ , მხოლოდ ცივი წყლით და ნახე როგორ უცებ წამოხტე ფეხზე . გაცინება უნდოდა , ბაჩოს გაკვირვებულ სახეს რომ უყურებდა , ხელები ისევ გაშლილი რომ ქონდა , მაგრამ თავს მოერია და არ გაიცინა . --- რა სასტიკი გახდი ტატი ამ ბოლო დროს ? შენ არ იყავი , ასეთი სასტიკი . რატომ შეიცვალე ? როგორ ეზარებოდა ბაჩოს ადგომა და თავს აცოდებდა ტატას . --- ბაჩო , რაც არუნდა იწუწუნო , მაინც მოგიწევს წასვლა მარკეტში და ადექი დროზე. --- მაკოცე ერთი და ავდგები . გაჯიუტდა ბაჩო . --- შენ , ისე იზამ , ამ საღამოს მდივანზე მოგიწევს დაწოლა . ამიტომ , ქრთამების ძალადობით მიღებას , ჯობია , რომ ადგე უკვე , მართლა გაბრაზდა ტატა. --- ავდგები ხო , ვააახ , როგორ მეზარება . ერთი დღე ვარ სახლში, ერთი დღე ვისვენებ და ვინ მაცლის , რომ შევირგო ის ერთი დღე . წამოდგა უცებ თავი მოიწესრიგა ,ტატას , სახე დაუკოცნა , მის მიერ ჩამოწერილ სიას დაავლო ხელი და ტატას გადახედა : ტატი , მუხლები მომეკვეთა , რამხელაა ეს სია , შენ , რამდენი კაცის მაგიდას ამზადებ , გაფიცებ ყველაფერს .ერთი გადმოხედა ტატიამ გაბრაზებული სახით და ბაჩოც გაუჩინარდა , თავისი უჩვეულო ღიმილთან ერთად. რა , საინტერესოა ცხოვრება , როგორ შემთხვევით გაიცვნეს ერთმანეთი და როგორ , კარგად ააწყვეს ურთიერთობა . ნელ -ნელა ეპარება ფანჯრებს , მზის მწველი სხივები . დღესაც გაუსაძლისი სიცხე იქნება , როგორც ადრე , ბავშვობაში . ეხლაც , დავდექი ვერანდაზე და ცას შევყურებდი მაღლა , თითქოს , როგორც ადრე , ქარმა აქაც მომაგნო და მომიალერსა . არ წყენია , რომ არ ვხვდებოდი , დილით ვერანდაზე , იცის , რომ არ დამვიწყებია ... ჩვენ ხომ , ერთმანეთის მესაიდუმლოები ვართ , მე და ლაჟვარდოვანი ცა , ჩემი , უსასრულო ცა . სახლში შემოვბრუნდი , რადგან კარების ხმა გავიგონე . ბაჩო მოვიდა და ყველაფერი მოიტანა , რაც სიაში ეწერა . ეხლა უკვე , ჩავიძირები , ჩემს საყვარელ საქმიანობაში . საქმე არ იცდის და ერთბაშად ვაწყდები ყველაფერს , რამდენიმე კერძის გაკეთებას, ერთად ვიწყებ . ბაჩო , ხელს მიშლიდა , შემაწუხა უკვე , რამდენჯერმე დასმული , ერთი და იგივე კითხვებით , მოფერებით , გარეთ გავუძახე . კარებში , რომ გადიოდა მშვიდი ხმით ვუთხარი : --- ძალიან გთხოვ , 6 საათამდე სახლში მოსული არ დაგინახო , გაკვირვებულია , მაგრამ მაინც , მტოვებს და მიდის . მარტო ვარ , მივადგები და გავაკეთებ რაც , მინდა და როგორც მინდა , ყველაფერი , კარგად იქნება . ნელ - ნელა მაგიდა ივსება , გამზადებულ სადილებს , მაგიდაზე ვაწყობ , მოავამზადე სალათები და გემრიელი , მადის ამღძვრელი ნაირ-ნაირი კერძები . ჩემს სტიქიაში ვარ ჩაძირული და მოულოდნელად მესმის უცხო მამაკაცის ხმა . --- ვიცი , და დარწმუნებული ვარ დედამიწაზე არსებობს მშვენიერება , ვიცი , რომ არსებობს სილამაზე და ამ სილამაზეს ქალი ქმნის , მისი , დაუღალავი მარჯვენა . მომესმა და შიშისგან , მსუბუქად შევჰკივლე . აცახცახებული , მივბრუნდი და სამზარეულოს კარებზე , აქეთ - იქედან იყო მიყრდნობილი , ბექა და ბაჩო , ღიმილით მიყურებდნენ . მეც , გამეცინა და ღიმილითვე ვუთხარი ორივეს : --- უი , უკვე მოხვედით ? რომელი საათია ? ვკითხე გაკვირვებულმა . --- ისე , შემოვედით სახლში , არც კი გაგიგია , ჩაძირული ხარ , შენს სტიქიაში , თბილად მითხრა ბაჩომ . --- გამიგია , რომ წყვილი , ბედნიერად ცხოვრობს მაშინ , როცა , ერთმანეთის ესმით , მათი გრძნობები , წმინდაა და ერთგულებით სავსე . მე მიხარია , რომ დღეს , აქ , რასაც ვხედავ , ეს შენს ოჯახში ხდება ძმაო . ბექა , მოხიბლული იყო ტატიას წმინდა თვალებით და სუფთა ღიმილით . მიხარია , რომ ახლოს გაგიცანი ტატა . გულწრფელი იყო , ბექას სიტყვები და ამ გულწრფელობამ გაახარა ტატიც. --- მეც , ძალიან მიხარია თქვენი , ახლოს გაცნობა ბექა , თუმცა უკვე ბაჩოსგან , კარგად გიცნობ . ტატას სიტყვებიც , გულწრფელი იყო ბექასადმი --- ოოო , ბაჩომ თუ დამახასიათა , უკვე ვიცი , როგორც დამახასიათა , რომ ვარ , ერთი უჟმური და გაუცინარი ხელმწიფე , რომ ჩემი , როჟის დანახვაზე , ყველას ეშინია და მათ შორის ბაჩოსაც . ტატა აკისკისდა და მისი კისკისი , მალამოდ მოედო , ბიჭებს გულზე . --- ნამდვილად , კარგი არჩევანი გააკეთე , ერთი ნახვით , ხაფანგში გაებით ორივე , როგორც , კაკანათში გნოლი , მაგრამ უნდა ვაღიარო , რომ ღირს , ამ ხაფანგში ყოფნა და გისურვებ , არასდროს გამოხვიდე , მისი კედლებიდან . თბილი კერა , თბილი საწოლი და ცხელი , ერთგულად მომლოდინე , სიყვარულით სავსე გული . გაოცებული იყო ტატა , ბექას რომანტიკული და საალერსო სიტყვებით . უფრო ბაჩოს სიტყვებმა გააოცა , რომ გაიგონა. --- ხომ ლამაზია დილის 6 საათზე , მზის ამოსვლა , დამერწმუნები , თუ , გაქვს ნანახი ზაფხულზე , ნაწვიმარზე , ორთქლი , რომ ადის მიწას და დილის აისთან ერთად , ნაირ ფერადად მოქარგული ცა . მე , ბევჯერ მაქვს ნანახი , ასეთი ცა , მაგრამ დამიჯერე , ამ დროს საყვარელი ქალის თვალების შეხედვას , არაფერი ჯობია . ეხლა , უფრო და უფრო ვრწმუნდები , რომ ძალიან ბედნიერი ვარ , ჩვეულებრივი და უაზრო დღეებიც კი , არაჩვეულებრივად მეჩვენება , შემიყვარდა . გაოგნებული იყო ტატია , ამ ორი ადამიანის სულისკვეთების და მათში ჩადებული საოცარი გრძნობების . ეწყინა , ძალიან ეწყინა , რომ ბექას უნდა ტკენოდა საყვარელი ქალისგან , მაგრამ უმჯობესია , ახლა ეტკინოს , ვიდრე , მთელი ცხოვრება ტყუილში გაატაროს . ვინ იცის , ქეთის რა აქვს ჩაფიქრებული , ამიტომ , უნდა დაასწოს და ბექამ უნდა გაიგოს მისი ნიშნობა და ქორწინება და ვისზე , ბექას საუკეთესო მეგობარზე ... ძალა მოიკრიბა და მაგიდასთან მიიპატიჟა სტუმარი . ბაჩომ გაკვირვებულმა გადახედა და უთხრა : --- მე ,შენ რა გითხარი ტატა , მამაშენს რატომ არ უთხარი რომ მოსულიყო? ამ , დროს ზარი მისცა , კიდევ ერთმა სტუმარმა კარებზე და ბაჩო წავიდა კარების გასაღებად , კარებში ღიმილიანი სახით იდგა ტატიას მშობლები . არ , ელოდა ტატა დედას და მისმა მოსვლამ , ძალიან გაახარა : --- მობრძანდით , ძალიან სასიამოვნოა , თქვენი მოსვლა . უთხრა ბაჩომ . --- თქვენ რომ არ აგეხილათ ჩემთვის თვალები , კიდევ დიდი ხანი მომიწევდა ჩემს თავთან ბრძოლა , მოვსულიყავი თუ არ მოვსულიყავი . მაპატიე შვილო , შენ , მე მაჯობე და ვაღიარებ , რომ ვამაყობ შენით .უთხრა , ვივიენმა ტატას და შვილი გულში ჩაიკრა . აშკარად , კმაყოფილი იყო , მომავალი სასიძოთი . ტატა კი , გაოცებული უყურებდა და უფრო ამაყი იდგა ბაჩოს გვერდით , რომ მის , დაუკითხავად იყო მისული მის მშობლენბთან . ძალიან ლამაზი საღამო იყო , საუბრობდნენ , ხუმრობდნენ და ორივე მხარე , კმაყოფილი იყო , დღევანდელი საღამოთი . --- მე , ბოდიშს გიხდით , მაგრამ უნდა დაგტოვოთ . ხვალ , მივფრინავ ბაჩო , ისევ , შენს კისერზეა ყველაფერი , ამჯერად ორი კვირით და აბა , შენ იცი . უთხრა ბექამ .ტატა , თბილად ჩაიკრა გულში , სხვებსაც დაემშვიდობა და ძალიან კმაყოფილი წამოვიდა მეგობრის ოჯახიდან . გზაში , წარმოიდგინა მისი და ქეთას ოჯახი , ქეთას ფუსფუსი სამზარეულოში , დივანზე ჩაძინებული , ბექას ლოდინში და სასიამოვნოდ გააჟრიალა ტანში . ბაჩოს რომ უყურებდა ასეთ ბედნიერს და თვალებ აციმციმებულს , მასაც მოუნდა , დათქმულ დროზე ადრე ექორწინა და ამას , რომ დაბრუნდებოდა გერმანიიდან , აუცილებლად მოაგვარებდა , მაგრამ “ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო “ , სწორედ ასე დაემართა ბექას . ქეთი , ზარებს იშვიათად პასუხობდა , მიზეზად გამოცდების ციებ - ცხელებას იმიზეზებდა . რაღაც , არ მოსწონდა ბექას და ერთი სული ჰქონდა , როდის გაიგებდა , რა ხდებოდა მის თავს . ორმა კვირამაც , ძალიან მალე გაირბინა და ბექა დაბრუნდა ლონდონში . ადრე იყო და პირდაპირ პომპანიაში წავიდა , ბაჩოც იქ დახვდა , ძალიან გაუხარდა . ისაუბრეს , რაღაცნაირად , მოუნდა მისი ემაილი შეემოწმებინა და გახსნა , მაგრამ გაფითრებული დარჩა . ბაჩომ შეამჩნია და შეეკითხა; --- რა ხდება , ბექა , ხომ მშვიდობაა , ფერი არ გადევს სახეზე . ბაჩო , მიუახლოვდა ბექას და წყალი მიუტანა . ბექამ კი , წერილზე ანიშნა , წაიკითხეო და ბაჩომაც წაიკითხა წერილი : ბექა , წაიკითხავ თუ არა ამ წერილს , მიატოვე ყველაფერი და დაბრუნდი საქართველოში . ქეთიმ , ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა , შენ , არ იმსახურებ ტყუილში ცხოვრებას . დაბრუნდი ბექა , უკვე დროა დაუბრუნდე შენს ქვეყანას , ოჯახს , მეგობრებს . პირდაპირ გეტყვი , რომ ქეთა შენნაირ ადამიანს არ იმსახურებს , თვალებს ნუ დახუჭავ ბექა და დროზე დაბრუნდი . შენი , კეთილის მსურველი . მოვა დრო და გეტყვი , ვინც მოგწერა ეს წერილი , მაგრამ არა ახლა . ახლა გთხოვ დაბრუნდი , დაბრუნდი ბექა ... .რას ნიშნავს ეს ? უთხრა ბაჩომ . --- არ ვიცი , რას ნიშნავს , მაგრამ უკვე ვხვდები ,რომ ან გამცვალა სხვაზე , ან რაიმე სისაძაგლე გაუკეთა თავის თავს , რადგან , ეს დღეების ტელეფონზე ნორმალურად არ მპასუხობს . უნდა წავიდე ბაჩო . გიტოვებ ამ ყველაფერს , ვიცი , რომ აქაურობას არ წააქცევ და ღირსეულად გაუძღვები . უთხრა ბექამ და ისე არ უნდოდა , ეფიქრა ქეთაზე ცუდი , როგორც სიკვდილი არ უნდოდა , იმ წუთებში . --- დარეკე და დაგხვდებიან , მიხედე შენს საქმეს და დაბრუნდი დამშვიდებული , უთხრა ბაჩომ აფორიაქებულ ბექას . --- არა , არავის არ ვურეკავ . მხოლოდ , ვატოს დავურეკავ და ის დამხვდება . დაურეკა ვატოს და უთხრა , რომ ბრუნდებოდა და არავისთვის , არ ეთქვა . ბექამ და ბაჩომ სამ დღეში მოაგვარა ყველაფერი და ბაჩოს , გადაუფორმა კომპანია . არ ვიცი , რამდენი ხანი დამაგვიანდება და აქაურობას პატრონი უნდა . ვიცი , რომ შეძლებ ბაჩუკი , აბა , ჭკუით იყავით . არ მინდა გაცილება , მარტო წავალ , უთხრა და წავიდა . უყურებდა ბაჩო და გული ტკიოდა , ბექას ასეთს რომ ხედავდა . უცებ , გასაღები აიღო და სახლში გავარდა .სახლის კარები , კი არ შეაღო , შეგლიჯა და ტატას დაადგა თავზე. --- რა ხდება ბაჩო , რა გჭირს ? შეეშინდა ტატას , ასეთ ბაჩოს რომ უყურებდა. --- არ დამიმალო,ტყუილი არ მინდა ტატა სიმართლე ,სიმართლე მითხარი , მხოლოდ , ნუ მომატყუილებ ტატი . ბექას , ემაილზე შენ მიწერე წერილი ? ტატიას თვალები გაუფართოვდა და ცრემლით აევსო ,ნიკაპი აუკანკალდა და აკანკალებული ხმით უთხრა ბაჩოს : --- შენ , ხომ მითხარი ,თავად მოაგვარებდი ამ საქმეს ბაჩო . მე აღარ ჩავრეულვარ , შენს თავს გეფიცები . გაოცებული იყო ბაჩო. --- მე , არ მიმიწერია და შენ თუ არა , აბა ვინ მისწერა . იცი , ბექა დღეს მიდის საქართველოში , გაურკვეველი ვადით . --- აქ არ მოვა ? კითხა ტატამ . --- წამოდი ჩქარა , ასე ვერ გავუშვებ , მან , უნდა იგრძნოს , რომ მეგობრები ვართ მისი . ადრე თუ გვიან , გამოჩნდება , ვინ მიწერა წერილი ბექას და ვფიქრობ , რომ კარგიც გააკეთა . ხომ მაინც უნდა გაეგო , როდემდე , უნდა ეცხოვრა მის ოცნებებში და ოცნებებთან ერთად ტყუილში . ორივე , გავიდა სახლიდან და ბაჩო , ჩქარა მიდიოდა აეროპორტში . მიუსწრო , მიუსწრო და ძალიან გაუხარდა , ბექა რეგისტრაციას გადიოდა , ბაჩომ რომ დაიქუხა : --- ბექაააა ... ბექაც , მობრუნდა და მისი სევდიანი სახე , ღიმილმა გაანათა , გაუხარდა ძალიან , გაუხარდა ტატას და ბაჩოს ნახვა . გაიქცა მათკენ და ორივე გულში ჩაიხუტა . --- დავბრუნდები , აუცილებლად დავბრიუნდები . შეიძლება დამაგვიანდეს , მაგრამ მე , თქვენთან დავბრუნდები და პატარა ტატიები და ბაჩოები , დამახვედრეთ , რომ მოვნათლო . უთხრა , ცრემლმორეულმა ბექამ ტატას და კიდევ ერთხელ მოეფერა . წავიდა და უცებ მოუბრუნდა ტატიას . ტატა , ძალიან გთხოვ , და - ძმობას გაფიცებ , თმები არ შეიჭრა . შენ , ამ თმებით , მოგვაჯადოვე ორივე იმ საღამოს და თუ შეიჭრი , ბაჩო მიგატოვებს . უთხრა სიცილით , ბოლო სიტყვა , შებრუნდა , მარჯვრენა ხელი მაღლა ასწია და ისევ მოაძახა ორივეს : თუ , აღარ დავბრუნდი , საქართველოში გელოდებით , ჩემო საყვარელო მეგობრებო ! თვალცრემლიანი იდგა ბაჩოც და ტატიც , ორივე, ერთმანეთზე ჩახუტებულები . ბაჩომ , ვეღარ მოითმინა და ისევ დაუძახა ბექას . --- ბექააა ... .არასოდეს , არავის , არაფერი არ შეეხვეწო , გაიმართე მხრებში წინ წადი, ვისაც , უყვარხარ გულით , ის მარტო , არასოდეს , არ დაგტოვებს ძმაო . ბექამ , ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა ორივეს და უკვე გაუჩინარდა . .ბაჩო და ტატა კი , დასევდიანებული სახეებით , გამოვიდნენ აეროპორტიდან და ხედავდა ტატა , დრო და დრო , როგორ იწმინდდა ბაჩო , მალულ ცრემლებს .ისინი , ხომ მთელი ითხი წელი ერთად იყვნენ , მთელი 24 საათი . ---- გამიჭირდება , ბექას გარეშე , მაგრამ არა ვარ ეგოისტი , უნდა , გაარკვიოს თავისი ცხოვრება, იმედი მაქვს რომ ბედნიერს ვნახავ , რომ დაბრუნდება , ან აქ და ან იქ ... ვატოს , ძალიან გაუხარდა ბექას დაბრუნება და ნახვა ისევ , წლების შემდე . ვატო და ბექა, ერთი სოფლიდან იყვნენ და ერთ სკოლაში სწავლობდნენ .. ბინაში მისვლისთანავე ჩანთები , დაალაგა და წასასვლელად მოემზადა . --- სად მიდიხარ , ბექა ჯერ არ მოსულხარ , ბიჭებს დაურეკე და ისინი მოვლენ , უთხრა ვატომ . --- ვატო , ქეთი უნდა ვნახო აუცილებლად , რაღაც ხდება და უნდა გავიგო , რა ხდება . მოწყენილი ხმით , უთხრა ვატოს ბექამ . --- კარგი რა , რამ გადაგრია , რა უნდა ხდებოდეს , 7 წელია , ერთმანეთით ცხოვრობთ და დიდი სიყვარულით სუნთქავთ , თუმცა , ამ ბოლო დროს , მეც გამირბის ტელეფონზე , რამდენჯერმე რომ დაურეკე .წავიდეთ ძმაო , არაა პრობლემა და გავიგოთ რა ხდება . უთხრა ვატომ და ფეხზე წამოდგა . --- მისამართი ძველი ვიცი , თუ , არ შეუცვლიათ . ცუდის მოლოდინში ვარ ვატო და არ ვიცი რას მოვიმოქმედებ , ამიტომ ძალიან გთხოვ , გვერდიდან არ მომშორდე . --- ნუ გეშინია , ხომ იცი , რომ ყველა , შენს გვერდით ვართ ბექა . ყველა , რომ გადაგიდგეს , მე მარტო დავუდგები , შენთვის წამოსულ ტყვიას წინ , ხომ იცი , რომ შენ , მარტო არასდროს არ იქნები , თუ გინდა , ბიჭებსაც დავურეკავ და ყველა ფეხზე დადგება შენს გულისათვის ყველა არ გიცნობს პირადად , მაგრამ შენს სახელს და კაცობას იცნობენ ბექა . თუ , გოგო უარზე წავიდა , მოვიტაცოთ , რა ძნელი საქმე ესაა . ღიმილით უთხრა ბოლო სიტყვები . --- არა ვატო , მე , ნაძალადევი სიყვარული არ მინდა . ვნახავ და გავიგებ , რა ხდება . მე მგონი , ახსნას ვიმსახურებ , რაც არ უნდა ხდებოდეს არა ? თუ , ვიგრძენი , რომ ისევ , ისე ვუყვარვარ , როგორც ადრე , არც მაგაზე დავიხევ უკან და ცხვირის წინ წავართმევ მამამისს და ჩემსას , რაც , მე მეკუთვნის , არავის,არ დავუთმობ . --- და , თუ შეცვლილია ბექა ? შეეკითხა ვატომ . --- თუ , შეცვლილია , ის თვალები ჩემთვის აღარ ასხივებს ბედნიერებას და სიყვარულს , დაე , ბედნიერი იყოს . მხოლოდ , ამიხსნას , რამ , ან ვინ შეცვალა . --- მერაბი დანიშნულა , ლელაძე და მალე ქორწილი აქვსო , ბიჭებმა მითხრეს . --- კარგია , გამეხარდა , დროა უკვე ვატო, დროა . 25 წლისანი ვართ და დროა უკვე , საკუთარ თავზედაც ვიფიქროთ . --- შენ , სწავლას გადაყევი ბექა და შემდეგ კარიერას . მე კი , სოფლის ბიჭი დავრჩი და თუ , ქალს სოფელში პირობები არ შეუქმენი კარგი , ისე , ვერ გადავდგამ მაგ , მძიმე ნაბიჯს , ძმაო. --- მეც შენსავით , სოფლელი ბიჭი ვარ , ვატო . რა გგონია , თუ ადამიანს დიპლომი აქვს , ის შენგან განსხვავებული არის ? არა , ჩემო ძმაო , მე ისევ , ის ბექა ვარ , როგორიც შენ , და გახსოვდეს,არასოდეს , არასოდეს არ გააკეთო შენსა და ჩემს შორის - შედარება . გესმის ? მკაცრად , უთხრა ბექამ ვატოს ბოლო სიტყვები. --- მესმის და გავიდეთ დროზე , საღამოს კი , ჩავუჯდეთ და შენი ჩამოსვლა აღვნიშნოთ . ფეხზე წამოდგა ორი , სიყრმის მეგობარი და გარეთ გამოვიდნენ . ბექამ , გზაში ულამაზესი ყვავილების , დიდი თაიგული იყიდა , წითელი ვარდებისგან შეკრული და ქეთის ბინისაკენ წავიდნენ . არ ცხოვრობდა ვატოს სახლიდან შორს და მალე მივიდნენ . --- მოვედით , აი, ეს ბინაა . ვატოს ხმამ გამოაფხიზლა ბექა . ამოგყვე ? რაღაც , ხალხმრავლობაა . --- წამოდი , მივიდეთ და ერთად გავიგოთ , რა ხდება . მალევე , მივიდნენ კარებთან , კარი ღია დახვდათ , მაგრამ ზარი , მაინც დარეკა აკანკალებული ხელით . კარი , უცნობმა და ძალიან ლამაზმა გოგონამ გაუღო ბიჭებს ფართოდ და სახლში მიიპატიჟა . გაოცებული დარჩა , როცა , სახლში შესვლისას , ქეთის გულიანი კისკისი შემოესმა . იქით წავიდა , საიდანაც ქეთის კისკისის ხმა მოდიოდა და გაოცებული დარჩა , როცა ქეთის გვერდით , ვატოს და ბექას საერთო მეგობარი , მერაბი ლელეძე დაინახა . ეს არაფერი , მაგრამ თვალებში სიბნელე იგრძნო , როცა მათი მარჯვენა ხელის არათითზე , ერთნაირი საქორწინო ბეჭდებს შეხედა . ვატომ , მხარზე დაადო ხელი , გაფრთხილების ნიშნად , აქ ვარო . თავად , ვატოც გაოცებული იყო , მერაბის იქ ყოფნით . --- ბექა ? სახე შეეცვალა ბექას დანახვისას ორივეს და თითქოს , შერცხვათ კიდეც მისი , მაგრამ ძალაუნებურად , გაუღიმა და ორივე ბექაც და ვატოც , სტუმრებს წარუდგინა , როგორც მისი საქმროს, მერაბის მეგობრები . ბექა კი , იმდენად დააბნია იქ შექმნილმა სიტუაციამ , ვერ მოეფიქრებინა , ყვავილები ქეთისთვის გადაეცა , იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის , ის , რაც ხდებოდა იმ წუთში , მის გარშემო. --- ქეთი , მე უნდა წავიდე და ხვალ 8 სთ - ზე გამოგივლი , უთხრა მერაბმა . ქეთიმ , თვალებით სთხოვა არ დამტოვო ეხლა მარტო , მაგრამ მერაბმა , არ მიაქცია ყურადღება მის თხოვნას და გასასვლელისკენ გავიდა , რადგან ერთი სული ჰქონდა , დროზე გაცლოდა იქაურობას , რომ ბექას ხმამ შეაჩერა. --- ვხედავ , მოსალმებაც გიჭირს მეგობრებზე მერაბ , რა ხდება , როგორც ვიცი , წლების უნახავ მეგობრებს , ასეთი აღფრთოვანებით არ ხვდებიან .ირონიულად უთხრა ბექამ . --- ეხლა , მეჩქარება და შემდეგ შეგეხმიანები ბექა . უცებ უთხრა მერაბმა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა , სიბრაზისაგან ძარღვებდაბერილ ბიჭებს . არა ნაკლებ სიბრაზეს აფრქვევდა ვატოც . ბექამ , ქეთის გადახედა , ხელი მოკიდა და ხალხს მოარიდა . --- შეგიძლია , ამიხსნა , რა ხდება ? ან , მერაბი რას აკეთებდა აქ , შენთან ერთად ? გაბრაზებულმა , უთხრა სახეზე ფერდაკარგულ ქეთის , რომელიც ყველაფერს მოელოდა და არა , ბექას დაბრუნებას დღეს , ასე მოულოდნელად . --- რა დღეში ხარ , რა გჭირს ... ტკივილისაგან , სახედამანჭულმა უთხრა ბექას . --- შენ , რა გინდა , რომ მითხრა , დაინიშნე ? სიბრაზე , უფრო და უფრო , ერეოდა ბექას . --- დიახ , რამოდენიმე დღის წინ , ხმის კანკალით უთხრა ქეთიმ . --- და , ვისზე დაინიშნე ქეთი , ჩემს მეგობარზე ? ეს , რატომ გააკეთე . ბოლო სიტყვები წყნარად უთხრა ბექამ . ძალიან ცდილობდა , თავი გაეკონტროლებინა და არ დაეკარგა სიმშვიდე . ---დიახ მერაბზე დავინიშნე.გელოდე,გელოდე და არ მოდი ბექა.მერაბი იყო რომელმაც ამიხილა თვალები და სიმართლე მითხრა.იმ მერაბიმ რომელმაც იცოდა შენი ევროპული ცხოვრების ისტორია,რომ ჩემსავეთ ბევრი ქალი გყავს მოტყუებული,რომ ყველას ასე ალოდინებ,რომ რომელ ქვეყანაშიდაც მიდიხარ,ყველგან ქალი გყავს.მე კი მჯეროვა შენი მაგრამ არ დაბრუნდებაო. ახლაც ცხოვრობ თურმე ერთ ახალ გაცნობილ გოგოსთან ერთად. ბექა თვალებგაფართოვებული უსმენდა ქეთას. --- და , შენც დაგერეკა ჩემთან , გაგერკვია ქეთა , იქნებ , რა ხდებოდა . არ დაგაინტერესდა ? მერაბის შეთხზული ტყუილები დაიჯერე და მასზე დაინიშნე ? იმას კი ვერ ხვდები , რომ შენს ქონებაზე უჭირავს თვალი და სულ მალე მთელი ეს ქონება კაზინოში რომ წავა . მერე ინანებ , მაგრამ გვიანი იქნება შენი სინანული . ახლა , რა აზრი აქვს იმის მტკიცებას , რომ მან , მოგატყუა ქეთი და არა მე . რატომ გააკეთე ეს რატომ ? ასე მალე დაგავიწყდა , ერთად გატარებული 7 წელი ? ასე , უბრალოდ და ერთი ხელის მოსმით დაივიწყე ყველაფერი ? --- ძალიან გთხოვ , ნუ მიიღებ ტრაგიკულად . ისევ შეგიყვარდება ბექა . უგულოდ და ცივად უთხრა ქეთიმ . --- მესმის ქეთა , შენ ხომ ქალაქელი ხარ , თბილისელი და მე სოფლელი . სოფლელ ბიჭთან , გართობა შეიძლება , გამოგივიდა და კარგადაც , საზაფხულო არდადეგებივით . მადლობა უფალს , რომ დროზე დავინახე შენი ნამდვილი სახე . მადლობა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სიკეთე უნდოდა და სიმართლე მომწერა, თორემ ვინ იცის რამდენი ხანი მომიწევდა ტყუილში ცხოვრება. დამთავრდა , შენი ამდენ წლიანი კეკლუცობა და მდიდარი გოგო , მდიდარ ბიჭთან გაიქცა , სოფლელი ბიჭის , ცხოვრებიდან კი უკვალოდ გაჰქრა . --- როგორ ბედავ ასეთ ლაპარაკს ჩემთან , ჩემი ცხოვრების შესახებ , შენ არაფერი არ იცი . --- სცდები ქეთა , ძალიან სცდები . საკმარისზე მეტი ვიცი , მაგრამ მიყვარდი და ხმას არ ვიღებდი . --- ჰო არა ? იცი , შენ როგორი ხარ ? როცა ხედავ , ვიღაც მოგწონს მისდევ . --- ზუსტადაც , რომ ეგრეა და ვიცავ ჩემსას , თუმცა შენს შემთხვევაში ეს არ გამოვიდა ,ვერ დაგიცავი.მაინც გაიწიე იქით საიდანაც ვცდილობდი შენს ამოყვანას, მაგრამ მაინც ვერ აგარიდე ცუდს. --- არა , იმიტომ , რომ გინდა.ქეთა - აგრძელებდა საუბარს და ბექა , ნელა - ნელა წყობიდან გამოჰყავდა. არამედ , გამარჯვება გინდა და პირველობა , რომ ლიდერობა არ ჩამოგართვას , შენს უკან მდგომმა . --- არა , ეს არაა სწორი . მე , შენ მინდიხარ , შენ . იღრიალა ბექამ და სახლში , მუსიკის ხმაც , გადაფარა მისმა ხმამ. --- ჩვენ , ჩვენზე , არასოდეს არ გვისაუბრია სერიოზულად , კარგად ვატარებდით დროს , მაგრამ ჩვენ , არასოდეს არ გვითქვამს ერთმანეთისთვის თუ , რას ვგრძნობდით . ყველაფერი , ისე ჩქარა მოხდა , რომ გავეხვიეთ ერთმანეთში . --- გავეხვიეთ ? შენ ფიქრობ , მარტო გავეხვიეთ ? რას ამბობ ქეთი , ორივე კარგად გვრძნობდით ერთმანეთს , კარგი , აგერ ვართ ახლა , ერთმანეთის პირისპირ , მოვედით ამ მომენტამდე . მოდი , ვაღიაროთ ჩვენი გრძნობები , გამოვუტყდეთ ერთმანეთს და დღეს , ვაჩუქოთ ერთმანეთს , ჩვენი ცხოვრების შემცვლელი და გადამტრიალებელი წუთები . მე , მინდა ჩვენი სიტყვა , სამუდამოდ გაგრძელდეს და შენ მეუბნები , რომ უბრალოდ გავეხვიეთ ? ბექას , თვითოეული , გრძნობით ნათქვამი სიტყვა , სახლში მყობთ , ყველას ესმოდა , რადგან , ის , ნერვიულობის ნიადაგზე , ხმას ვეღარ იმორჩილებდა . --- არა , არა ... ეს , უსამართლობაა , საიდან უნდა ვიცოდე , შენს გულში , რა ხდება და რას გრძნობ . --- რას ამბობ , ხვდები მაინც ? ნუთუ , დაგავიწყდა ამ წლების მანძილზე რამდენჯერ მაქვს შენთვის სიტყვა ,, მიყვარხარ '' ნათქვამი ? ნუთუ , ის , ტელეფონზე , თეთრად გათენებული ღამეები , შენთვის არაფერს არ ნიშნავდა ? ევროპაში , რომ მიმყავდი , არც , მაშინ იყო არაფერი ? ნუთუ , მთელი , ეს დრო , ნაცარს მაყრიდი თვალებში და თავს მაყვარებდი მხოლოდ ? ყველაფერს გადაუსვავ ხაზს , გეტყვი ეხლა და აქვე , რომ მიყვარხარ , მიყვარხარ ქეთა , მილიონჯერ გეტყვი ამ სიტყვას , სადაც გინდა და ვის წინაშეც გინდა , რადგან მე , არ მრცხვენია ჩემი გრძნობების გამომჟღავნებისა . ნუ ხარ ჩუმად და ნუ მაგიჟებ შენი სიჩუმით . --- მე , დანიშნული ვარ ბექა . სახე გაუფითრდა ბექას და ცივად შეუშვა ხელი . უკან - უკან სვლით , მოშორდა ქეთის , თვალებში ჩააშტერდა და უთხრა : --- ისე , გისმენდი გულის ფანცქალით , რას მეტყოდი ბოლო სიტყვას და იცი ახლა რას ვნატრობდი ? მეგონა , მეტყოდი , რომ მშობლებმა გაიძულეს ეს ნაბიჯი გადაგედგა და ამიტომ დათანხმდი ამ ქორწინებას . --- არა ბექა , სიმართლე ისაა , რასაც ხედავ . მერაბი , კარგი ადამიანია , ყოველ დღე საჩუქრებით მანებივრებს . --- ე. ი მთელი ეს დრო , ჩემთან მსახიობობდი? გინდოდა , ევროპაში უფასოდ გევლო და გემოგზაურა , შემოგევლო ქვეყნები და გემარიაჟა , სხვა და სხვა ქვეყნებში გადაღებული ფოტოებით ? ამიტომ გამომიყენე ? --- უნდა გამიგო ბექა ........ --- რა , გაგიგო ქეთა . ვულკანივით , ამოხეთქა ბექას სიბრაზემ და სახლის კედლები დააზანზარა . რა უნდა გაგიგო , რომ მერაბის ტყუილებს დაუჯერე ? როგორ გითხრა , მართალია მერაბითქო , როცა , არავითარი მსგავსი რამ , ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა . რა გაგიგო , ოცნება , რომელიც ორივეს გვქონდა , ნაგავში მოისროლე? რომ მთელი ეს დრო, მთელი 7 წელი, ტყუილში მიცხოვრია? რა უნდა გავიგო , ამიხსენი და გავიგებ . ყველაფერი მოგეცი ქეთა , ჩემი სული მოგეცი , ჩემი გული , ჩემი ფიქრები , ჩემი თავისუფლებაც , კი , შენი იყო . შევხაროდი , შენს სილამაზეს და ვამაყობდი , რომ ჩემი გერქვა . მხოლოდ , შენ მიყვარდი და მხოლოდ , შენ გაღმერთებდი ქეთა . შენ ? შენ რა გააკეთე , მთელი ეს დრო , ჩემით ერთობოდი ? გულში დამცინოდი ? რა უნდა გაგიგო ქეთა , რა ? ღამე ძილი არ მქონდა , ძილიც , შენ წამართვი . როდის გნახავდი მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი მე ჩვენთვის , ჩვენს მომავალს ვაშენებდი და შენ ? მოგწყინდა უკვე თამაში და წასვლა გადაწყვიტე ჩემგან ? წადი , მე არ გაკავებ , მაგრამ არ იყო საჭირო , ამდენი ტყუილები ქეთა . მინდოდა , ჩემს გულს ეგრძნო , რომ მეც , ვცხოვრობ და ვცოცხლობ . შენ ის ვერ გაიგე , რაოდენ , ძვირფასი იყავი ჩემთვის . არასოდეს , არ გიგრძვნია ჩემგან როგორ მიყვარდი . ეს , იმიტომ , რომ არ გინდოდა დაგენახა და გაგეგონა . შენი სუნთქვით , მეც ვსუნთქავდი და მიხაროდა , რომ ჩემს გვერდით იყავი , შენ კი , თურმე მსახიობობდი . --- ბექა , მე არ ვიცოდი გულით , თუ , ამხელა სიყვარულს ატარებდი , ჩემს მიმართ . მითხარი , შემოგრჩა კიდევ ჩემს მიმართ გრძნობა ? არიის , კიდევ ადგილი ჩემთვის შენს გულში ? ცრემლიანი თვალებით უთხრა დარცხვენილად ქეთამ ბექას . --- როგორ , შეგიძლია ასე ადვილად გეცვლებოდეს გული ადამიანზე . ეს , ხომ გრძნობებზე თამაშია . გინდა გითხრა სიმართლე ? --- მითხარი ბექა , მაპატიებ ? --- გეტყვი და გულწრფელად მიპასუხე , რომ გითხრა , კითქო რას იზამ , დამიბრუნდები ? --- დაუფიქრებლად , ბექა , არც კი, დავფიქრდები . --- და შემდეგ , კიდევ ვინმე , მდიდარს გაიცნობ , ერთ , თბილ სიტყვას გეტყვის და იმას გაეკიდები . მასში გაცვლი ჩემს გულს ხომ? აი ასეთი ხარ შენ ქეთა. მშვიდობით ქეთა , ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა . ბექამ , უკან დაიხია , კარებში გავიდა და დაინახა , ყველა მას უყურებდა გასუსული ... ამ სიჩუმეს , ქეთის ხმა მაღალი გოდება არღვევდა . --- არ დამტოვო ბექა , არ წახვიდე . ბექა , მიუბრუნდა და უთხრა : --- ჯერ, გაერკვიე შენში , შენ თავად რა გინდა ქეთა . მიატოვა ატირებული და წავიდა . ვატო , უკვე გარეთ ელოდა და რომ დაინახა ბექა ასე ანერვიულებული , უსიტყვოდ მიხვდა სათქმელს . --- ვატო , წავიდეთ , დავლიოთ და შემდეგ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე უნდა მოვაგვარო . --- რა ჩაიფიქრე ბექა , ხომ იცი , ცუდის გაკეთების უფლებას არ მოგცემ , ცხოვრება გრძელდება ძმაო და მე მჯერა, უფრო ხასხასა ფერებით განათდება შენი მომავალი. --- იმედია , ვატული , იმედია , რომ ასე იქნება . იმ ღამით კარგად იქეიფა სამეგობრომ , ჯავრობდა ბექა , მხოლოდ , ერთი თქვა . რომ ვინც , უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან , დროზე განდევნეთ , რათა მომავალს, უფრო საღი თვალით შეხედოთ ... მე , გადავწყვიტე და მივდივარ , მაგრამ არა ლონდონში . მე , მივდივარ იქ , სადაც , ჩემი ძალა ხალხს სჭირდება . ყველა გაოცებული მისჩერებოდა და ვერ ხსნიდა ვერავინ , რას გულისხმობდა ბექა . მას კი , ნასვამს , იქვე ჩაეძინა და აღარ გააღვიძა ბიჭებმა . ბექა მეგრელიშვილი , 25 წლის , ეროვნებით ქართველი . ცხოვრობს , საქართველოს ერთ - ერთ , ულამაზეს კუთხეში - იმერეთში . სწავლობდა - თბილიში , მაგრამ სწავლა გააგრძელა ლონდონში , სადაც , დაამთავრა მაგისტრატურა და დადგა კვალიფიციური იურისტი და საკმაოდ წარჩინებულიც კი. მაგრამ მუშაობს სულ სხვა განხრით ამ წუთებში, აქვს საკუთარი კომპანია ,,ტურისტული საგზურით''. . ბექას , მოკლე ბიოგრაფიას კითხულობდა ერთ - ერთი მაიორი , სადაც ბექა მივიდა და მოხალისედ ჩაეწერა , კომანდოს რიგებში და ჯარისკაცის ფორმაც მოირგო ტანზე . მხოლოდ , სამი დღე ითხოვა , რომ წლების უნახავი მშობლები , ერთადერთი პატარა ძმა ენახა და გამომშვიდობებოდა . უეცარი სიხარული , შვილის დაბრუნებით მშობლებმა , მალე , წუხილად მიიღო . ბევრი ეხვეწა ძმამ და მშობლებმა , მაგრამ არ შეისმინა ბექამ , არავისი არც თხოვნა , არც - ცრემლი , სახლის კარი გამოიხურა ისე , რომ მამამ არ უთხრა : - ,, შინ , მშვიდობით დაგვუბრუნდი შვილოო ''. დედამ ? დედას ტკიოდა გული , ტკიოდა შვილი , არ ეთმობოდა იმ , ადგილებში გასაშვებად , სადაც , ადამიანთა სისხლით , ვერ ძღებიან და მათი ხოცვა ჟლეტაა . რამდენი , ქართველის და არა ქართველის , სისხლი აქვს შემშრალი , ავღანეთის მიწას და რამდენს შეიწირავს კიდევ , ვინ იცის . სამაგიეროდ , სოფელმა დალოცა ბექა და თვალცრემლიანმა გააცილეს , მათ ხელში გამოზრდილი ბიჭი , რომელც , დავაჟკაცებული იდგა მათ წინ . მკაცრი იყო, ბექას მამა, ძალიან მკაცრი. მან, ის ვერ აიტანა და ძალიან გაბრაზდა, რომ ბექა , მის წინ წავიდა და მის დაუკითხავად , გადაწყვიტა წასვლა . განა , არ ტკიოდა ? განა , მართლა ასე , იოლად ეთმობოდა შვილი , სასაკლაოზე გასაშვებად? მაგრამ ბოლო წუთამდე სჯეროდა , რომ ბექა , მამის წინ , არ წავიდოდა და გადაწყვეტილებას შეცვლიდა . მაგრამ არა , მამაზე მეტი ჯუტი გამოდგა ბექა და წავიდა . თვალებით მოეფერა დედას , ძმას და არც , მკაცრი მამა დავიწყებია , რომელიც , ისე წავიდა ბექა და გაიხურა სახლის კარი , ზურგით იდგა შვილთან და არ ელაპარაკებოდა . ფანჯარასთან იდგა , ცრემლით სავსე თვალებით მისჩერებოდა , შორს მიმავალ შვილს და თვალებით ეფერებოდა მის , განიერ მხარ - ბეჭს . გულში კი , ლოცავდა , მის უკან , მშვიდობით დაბრუნებას . ინატრა გულში , ერთი მოეხედა ბოლოჯერ ბექას და შეეხედა მისი მკაცრი მამასთვის , მაგრამ ბექაც გაგულისდა მამაზე და ისე გაიხურა ეზოს კარი , არ მიუხედა უკან . მხოლოდ ერთხელ , როცა მანქანაში ჯდებოდა , მის წინ , მდგარ ხალხს გადახედა ბოლოჯერ და თავადაც მოერია ცრემლი , უკანასკნელად შეხედა , თავისი სახლის ფანჯრებს და წამიერად დალანდა მამის სილუეტი , ფარდისა უკან და გულში სითბო იგრძნო . მანქანაში , რომ ჯდებოდა , მისი პატარა ძმა დაინახა , რომ გამორბოდა გზაზე და თავადაც , გაარღვია ხალხის ნაკადი და ჩაიხუტა გულში პატარა ბესიკი . დაუკოცნა , მთელი სახე და თხოვა , რომ არ გაებრაზებინა , არც დედა და არც მამა . ბესიკი 19 წლის ვაჟკაცი იყო , რომელმაც , ძალიან განიცადა ძმის წასვლა ავღანეთის ომში . ბ ე ქ ა ს ნ ა ა მ ბ ო ბ ი . ლამაზი ცხოვრების გზიდან გადავუხვიე , სადაც , წყნარად და უშიშრად დავაბიჯებდი ... ყოველი დღე , წუთი და წამი სიკვდილის მოლოდინში ვართ . შიშის და ჟრუანტელის ჩიხთან , ბევრჯერ შევჩერებულვარ და ჩამიხედავს სიკვდილისთვის უშიშრად თვალებში მედგრად , მეგობრებთან ერთად . ჩემს დაღლილობას და ბოლო პერიოდის ცხოვრებას , რომ გადავხედე , სურვილი გამიჩნდა , ჩემი ცხოვრების ისტორია , ფურცლებზე გადმომეტანა . თან ვფიქრობ , ასე , ჩემს თავს ვშველი , რომ იმ , საშინელებების გახსენებისას არ გავგიჟდე . ძნელია , იმაზე ფიქრი , რომ დილით ადგები , მაგრამ არ იცი , საღამოს , იქნები თუ არა ცოცხალი ან , პირიქით . თითქმის , ყოველდღე , გაფრთხილებას ვიღებთ უფროსებიდან და მრავალ მნიშვნელოვანი კუთხით ნათქვამი : ,, შეიძლება დღეს მოკვდე '' ეს საშინელებაა . შიშით იხედები მტრის მოლოდინში , რადგან არ იცი , რა დროს შემოგიტევს . ყოველთვის , მზადყოფნაში უნდა იყო . ჩვენც , როგორც ჯარისკაცი , არა მარტო საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად , არამედ ვიბრძოდით ქვეყნის გადასარჩენად . მხეცად , უნდა გადაიქცე ბრძოლის დროს და დაიცვა შენი თავიც და შენს გვერდით მდგომი მეგობარიც . ბრძოლის დროს , მხოლოდ ერთი ფრაზა გახსოვს ,, შენ მეომარი ხარ , ჯარისკაცი და ვალდებული ხარ შენი სიცოცხლის ფასად , დაიცვა შენი თავიც და ჯარისკაცის მუნდირიც ''. ხანდახან , მთელი დივიზიის წინ დგეხარ და გააფრთებული მიიწევ წინ , სადაც ტყვიები წვიმასავით მოდიან . უფლის შვილი ხარ ,მან გაგვაჩინა და მასვე , შეუძლია გადაგვარჩინოს ამ საშინელ ტყვიების წვიმას და გამოგვიყვანოს იქედან უვნებელი . ეს , ტყვიების წვიმა თუ გადაიარე და მშვიდობით მიიტანე სული , შენს მეგობრებამდე , ჩათვალე , რომ გადარჩენილი ხარ . რთულია , ჯარისკაცის ცხოვრება , რადგან , შეიძლება ის , დილით ცოცხალი იყოს და სიცოცხლით სავსე , საღამოს კი , შეწყდეს მისი გულის ცემა , მისი სუნთქვა და უამრავი ოცნება ქონდეს დარჩენილი განუხორციელებელი . ყველა მეომარი, დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობს და ყველა აღელვებულია. უბრალოდ, ყველა ცდილობს , დაფაროს მღელვარება და შიში . ბრძოლის ველზე გადიხარ და თავიდან თიშავ, ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და იხედები წინ , რომ უყურადღებობით , არ დაუშვა შეცდომა , მეომარს , არ აქვს , შეცდომის დაშვების უფლება , მაგრამ გაქვს ის , ღრმა შიში რომელსაც , შინაგანად გრძნობ . სკოლა , წითელ დიპლომზე დავამთავრე და 100 % - ნი გრანტით მოვხვდი ივანე ჯავახიშვილის სახ . უნივერსიტეტში , რომელიც ორ წელიწადში ასევე 100 % გრანტით სასწავლებლად გამიშვა საზღვარგარეთ , ლონდონის კოლეჯ - უნივერსიტეტში . იქაც , არ დავიშურე ჩემი ძალისხმევა და კარგი შედეგებით დავასრულე სწავლა -- იურდიულის განხრით . საკმაოდ კარგი იურისტი ვოიყავი, მაგრამ მომიხდა პროფესიის შეცვლა და ბიზნესს მოვკიდე ხელი. საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა , ჩემს მეგობარ ბაჩოსთან ერთად , მაგრამ დღეს , აქ ვარ , ტყვიების ზუზუნში და ჯარისკაცის ფორმა მაცვია. ჩემმა, გაუმართლებელმა სიყვარულმა , მაიძულა , მიმეტოვებინა ყველაფერი და აქ , წამოვსულიყავი . არ მქონდა სხვა გამოსავალი , უბრალოდ , ჩემს , სულიერ ტრავმას , ასე ვუშველიდი . პირად ცხოვრებაში , სულიერი კრიზისი განვიცადე , თითქოს , ყველა ჩემს ირგვლივ , საუკეთესო მეგობარი , ყალბი ყოფილა და ახლა რეალობაში აღარ არსებობენ ისინი ჩემთვის . გვიან მივხვდი , ძალიან გვიან , რომ თითქოს , მეც მისთვის აღარავინ ვიყავი , გარდა , ერთი , უმნიშვნელო სათამაშო . არ მივეცი უფლება რომ ჩემი თავი, ჩემი მე მათ ემართა . მეგობრებში , მხოლოდ ვატო და ბაჩო მყავს ერთგულები და გულიანები რომლებსაც , სულსაც კი მივუძღვნი . აქაც , კარგი ბიჭები მყავს გვერდით , რომლებიც არიან , ერთგულების ფიცით შეპყრობილნი . თითოეული , ბრძოლის შემდეგ , ვხვდებით ჩვენ , თუ რა , მშვენიერია ცხოვრება , როცა , ყველა მოვიყრით თავს და რა ბედნიერი წუთები გვაქვს , როცა ყველას ვხედავთ ცოცხალს და უვნებელს . მადლობას ვსწირავთ უფალს , კიდევ ერთხელ გადარჩენისათვის . ერთ საღამოს , დედის ხმა მომელანდა , ისე ნათლად და რეალურად გავიგონე ,როგორ მეძახდა : --- ბექა , შვილო , ფრთხილად იყავი , სადაც ხარ . ჯანმრთელი დამიბრუნდი . კიდევ , ერთხელ ნუ მომკლავ დედა , მაღირსე შენი ნახვა და შენი მოფერება . მე შენზე ვლოცულობ . დედა დაგენაცვლოს შვილო ! უცებ გამოვფხიზლდი და სადღაც 15 წუთში , მტერი შემოგვესია . როდის იყო , მტერი აფრთხილებდა მოწინააღმდეგეს , მოვდივარო . იმ ღამით , რამოდენიმე , ადამიანის სიცოცხლე შეწყდა და გამოაკლდა ჩვენს ბატალიონს . იმ ღამით , დავიჭერი მხარში , ალბად დედის ლოცვამ გადამარჩინა და მხარში დაჭრა მაკმარა მხოლოდ , დედა ხომ მთელი გულით ლოცულობს შვილის ჯამრთელობაზე და სიცოცხლეზე . გვიან მოვედი აზრზე და თვალი , რომ გავახილე , თეთრი კედლები დავინახე . --- რომელი საათია ? ვიკითხე , მაგრამ არ მეგონა , ვინმე თუ მიპასუხებდა და გაოცებული დავრჩი , როცა ქართულად გავიგონე , ქალის წკრიალა ხმა . თავი , სიზმარში მეგონა , მაგრამ არა, არ ვარ სიზმარში. , ჩემს საწოლთან , შავთმიანი , ლამაზი ექთანი დავინახე . --- სამი საათია , სუსტად ხართ და დაისვენეთ . მოუსვენრად გეძინათ და არ წავედი , ვიფიქრე , რამე დაგჭირდებოდათ , გინდათ რამე ? --- გმადლობთ , არაფერი არ მინდა . ვუთხარი და მარჯვენა ხელი სახეზე ჩამოვისვი . --- გტკივათ ჭრილობა , გაწუხებთ ? შემეკითხა გოგონა . --- არა . ვუპასუხე მოკლედ და უხეშად . --- დაისვენეთ , ნუ ფიწქრობთ ისეთ რამეზე , რაც განერვიულებთ , სიმშვიდე გჭირდებათ . --- არაფერი არ მანერვიულებს , ბოდიში , თუ შეგაწუხეთ . --- ბოდიშს მე გიხდით , არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა . მე , გამეხარდა , ქართველი რომ იყავით და ...... კარგი . მე დაგტოვებთ , მითხრა და წასასვლელად მოემზადა , შევატყვე , თვალებში ცრემლი ქონდა ჩამდგარი და მეც თვალი მოვარიდე . შემრცხვა , ჩემი უხეშობის , ეს გოგო , რა დამნაშავე იყო , ჩემს უიღბლო ცხოვრებაში და ტონი შევარბილე ,გამოველაპარაკე , რადგან მიკვირდა , აქ , ეს გოგო , რამ აიძულა რომ წამოვიდა . --- არა უშავს . დიდი ხანია , რაც აქ ხარ ? ან , რატომ ხარ , რა გინდოდა , რომ მოდიოდი ? --- მქონდა მიზეზი და ამიტომ , ეს პირადულია . მე თამარი მქვია , თამარ სოხაძე ვარ . --- კონტრაქტით ხარ ? რამდენი წლით წამოხვედი ? --- სამი წლით , სამი წლით წამოვედი . მალე წავალ , უკვე მითავდება სადაცაა ვადა . მითხრა სიხარულით . --- უნდა წახვიდე , ქალებისთვის , ეს ადგილი არ არის მიზანშეწონილი . მშობლები გყავს ? --- დედა მყავს და პატარა დაიკო 12 წლისაა . მამა პოლიციაში მუშაობდა და ერთ - ერთი , მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარების დროს, ღამის სიმყუდროვეში გასროლილმა ბრმა ტყვიამ , ჩემი , უტკბილესი მამიკოს სიცოცხლე შეიწირა . უფროსი ძმა მყავს , მაგრამ მასთან ურთიერთობა , თითქმის წლები არ მქონდა . პატარა ვიყავი , სასწავლებლად , მშობლებმა მოსკოვში რომ გაუშვეს ბიძასთან . რამოდენიმე წელიწადი , არაფერი არ ისმოდა მისგან . ვერც , თავად ბიძამ ვერ მოიძია , სად იყო და ამის გამო დედამ და ბიძამ ერთმანეთი დაკარგეს . დედმამიშვილებმა , მწარედ იჩხუბეს და მას შემდეგ , წლები არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს . მოულოდნელად , მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. გვიხაროდა ყველას , რამდენიმე წლიანი დუმილიც კი , დაარღვია დედამ და ბიძამ , შერიგდნენ . დედას უხაროდა , უფროსი ძმა გყავთ და ყველასგან დაგიცავთ ,უშიშრად იქნებით თქვენც და მეც იმედიანად ვარო . თინი , ჯერ კიდევ , ძალიან პატარა იყო და ვერ აცნობიერებდა , მის ირგვლივ , რაც ხდებოდა . ერთ დღესაც , ბანკიდან მოგვაკითხეს პოლიციის თანხლებით და ერთ საათში დაგვატოვებინეს ბინა . თურმე , ჩემს ძმას , ბინა ჩუმად ჩაუდვია ბანკში . ჩვენ , არაფერი არ ვიცოდით და ასე დავრჩით ქუჩაში . იძულებული გავხდი აქ , წამოვსულიყავი რამოდენიმე წლით , რომ ჩვენთვის ორ- ოთახიანი ბინის ყიდვა რომ შევძლო , რომ დედამ და ჩემმა თინიმ , სხვასთან შეზღუდულად არ იგრძნოს თავი . რას ვიზამთ , ბედისწერამ , აქეთ გადმომაგდო და მეც , მხოლოდ ეს გამოსავალი ვნახე . სასწავლებელში აკადემიური ავიღე , სამედიცინოზე ვსწავლობ , წარვადგინე საბუთები , აქ რომ მოვდიოდი და უპრობლემოდ შემივსეს ... --- აქ , შეიძლება დაიჭრა , ან სიცოცხლე დაიმახინჯო , ან სულაც დატოვო სული ამ მიწაზე , ნუ გააგრძელებ კონტრაქტს და დაუბრუნდი ოჯახში . მათ , მარტო შენ ყავხარ და ცოდვაა დედაც და დაც . გული დამწყდა , თამარის ცხოვრების ისტორია , რომ მოვისმინე . რაღაცნაირად ზედმეტად სუფთა იყო ეს გოგო სულით. ---თუ დავიჭრები, ის ხორცის ჭრილობა მორჩება და სულიერი ჭრილობა ძნელად მოსარჩენია, ის ღრმად აჩნდება სულსაც და გულსაც. ---თამარ , გენერალთან შედი გიბარებს . ერთერთმა ექთანმა უთხრა თამარს , რომელმაც თვალები მოარიდა , თამარმა კი გაკვირვებულმა შეხედა და შეეკითხა. --- რა უნდა , არ უთქვამს ? ---არა , არ ვიცი . უთხრა გოგონამ და თვალი აარიდა . გაუკვირდა თამარს . წამოდგა და წავიდა . უნდოდა გაეგო , რისთვის იბარებდა გენერალი , რადგან , მისი აქ ყოფნის მანძილზე , პირველი შემთხვევა იყო . ამბის მომტანი , კი იქვე დარჩა და სევდიანად გააყოლა თვალი , ჩაფიქრებულად მიმავალ თამარს . --- რა ხდება , ხომ მშვიდობაა . მივუბრუნდი , იქვე მდგარ გოგონას , რომელსაც ინგლისური კარგად ესმოდა . მომიბრუნდა და სევდიანად მითხრა : --- თამარის , ძმა მოუკლავთ და ალბად სამძიმრის სათქმელად დაიბარა უფროსმა . მეწყინა , ძალიან მეწყინა . ის , ცუდია თუ კარგია , მაინც დედმამიშვილია და ყველაზე მეტად , ჩვენი დედმამიშვილის ტკივილი , ჩვენ გვეტკინება . ადამიანისათვის , დედმამიშვილი , ეს ხომ , ყველაზე ახლობელი , სულის და ხორცის ნაწილია . როგორც გავიგე , მხოლოდ ცრემლი გადმოუგორდა თვალებიდან და პირველი , რაც გაიფიქრა , ის არის , რომ მარტო დარჩა , სულ მარტო და არავინ , არ არსებობს მის ირგვლივ , უბრალოდ , ნუგეშის მთქმელიც კი. ბექამ , 15 დღე დაჰყო ჰოსპიტალში და დამშვიდობების დღეს თამარსაც გამოემშვიდობა . თითქოს , ამ გოგოს მიმართ , რაღაც , უცნაური გრძნობა უჩნდებოდა , მაგრამ არ უნდოდა , თავის თავსაც , რომ გამოტყდომოდა ამ სიმართლეში . ქეთის შემდეგ ქალის სახელი და საერთოდ , სქესი ქალისა , შესძულდა და ყველას ერთნაირი ზიზღის თვალით უყურებდა. --- თამარ , შეიძლება ? მედ პერსონალის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა ბექამ. --- მობრძანდით . მოესმა , გოგონას წკრიალა ხმა . გაიხედა და ბექა, რომ დაინახა ,როგორც ქართველი , შინაურულად მიიპატიჟა : ააა , შენ ხარ ? შემოდი ბექა . მოკრძალებულად შევიდა ბექა და თამარის წინ დაჯდა , უჭირდა საუბრის დაწყება და როგორც იქნა უთხრა : --- ცხოვრება , რთულია თამარ . როცა , არ გვინდა , ცხოვრება , მაშინ იქ გვირტყამს , სადაც არ უნდა დაგვარტყას და სულს გვიმწარებს . ვწუხვარ , რომ ამ მძიმე წუთებში , მარტო უნდა დაგტოვო და კიდევ მინდა რაღაც გითხრა : -გისმენ ბექა, შემიძლია რამით დაგეხმარო? --- თამარ , ჩემს ცხოვრებაში ჩაბნელებული მხარე გაანათე და ძალიან გამიხარდება , ამ , ჯერ კიდევ მკრთალ სინათლეს თუ შევინარჩუნებთ . მთავარი სათქმელი უთხრა , რაც უნდოდა თამარს და ღრმად ამოისუნთქა . თამრომ კი , ცრემლიანი თვალებით შეხედა და ტირილნარევი , აკანკალებული ხმით უთხრა: --- ნუ წახვალ ბექა, გაგიჭირდება ჯერ ისევ სუსტად ხარ. --- უნდა წავიდე , მაგრამ ფიქრებს და გულს აქ ვტოვებ , შენთან , შენთან ერთად , რომ იყოს . ნუ დაეცემი , როგორც ვაჟკაცი , ასე დაუდექი ტკივილს . აქ ომია და უნდა გაიცინო , ეს გინდა , თუ , არ გინდა , ასეა . --- იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს. უთხრა თამრომ. --- იმედია , თუ ბედს უნდა , შევხვდებით . შეიძლება , ტელეფონზე დავრეკო ? იკითხა მორიდებულად . --- როგორ არა , აი , ამ ტელეფონით ისარგებლე . უთხრა თამრომ და თავისი ტელეფონი მიაწოდა . გამოართვა ბექამ და უცებ ბაჩოს ნომერი აკრიფა . გადიოდა ზუმერი და გული უფართხალებდა . თითქმის , წელიწადი მთავრდებოდა , ბაჩომ რომ ბექასი არაფერი არ იცოდა და გიჟს ჰგავდა . როგორც იქნა, აიღო ბაჩომ და ბექამ გაიგონა , მეგობროს ბოხი ხმა და უცებ უთხრა : --- არ იყვირო და არ დამიწყო ჭკუის სწავლება , ხომ იცი , თუ რამე გავიფიქრე , უნდა გავაკეთო . იმას , ვერ გადამაფიქრებინებს ვერავინ : --- შენ საერთოდ სრულ ჭკუაზე თუ ხარ ამ ხნის კაცი . სულ გაჭედე ხო ? ერთი ქალის გამო , თავი როგორ ჩაიგდე საფრთხეში და სასაკლაოზე შენი ფეხით წადი. იმის დედაც ...... როდის ჩამოდიხარ . ყვიროდა ბაჩო იქედან და სიხარულისგან ხმას ვერ აკონტროლებდა . ---ხუთ წლიანს , მოვაწერე ხელი ბაჩო და ჯერ ვერანაირად ვერ ჩამოვალ . როგორაა საქმეები , ტატა როგორაა . პატარას , ხომ არ ელოდებით . მიაყარა , ბექამ კითხვები . --- ჩვენ , კარგად ვართ. არა მაგ მხრივ სიახლე ჯერ არა გვაქვს . კომპანიაში ყველაფერი კარგადაა ბექა . შენს წილ ფულს , შენს ანგარიშზე ვდებ , ძმაო , აქ , არ ინერვიულო არაფერი, ხუთიანზე , დაგხვდება ყველაფერი , დაჟე , რომ დატოვე , იმაზე უკეთესად . ბაჩოს , ხმაში ცრემლი ერეოდა ,ეს როგორ გააკეთე ბექა , ასე როგორ გადაგიბრუნდა ტვინი , ავღანმეთი წასვლა რამ მოგაფიქრა . ვატოს ვეხმიანები , მაგრამ არც მან იცის , არაფერი შენზე . შემდეგ , გაჩუმდა ორივე და ბაჩომ უთხრა : ---ბექა , თავს გაუფრთხილდი გთხოვ და როცა მოახერხო , შენი ამბები მომწერე , მხოლოდ ერთი მესიჯით . ვიცოდე , რომ კარგად ხარ . ჩამწყდარი და სევდიანი ხმით უთხრა ბაჩომ . – -- მოვახერხებ თუ არა , დაგირეკავ , არ დარეკო , ამ ნომერზე ჰოსპიტალიდან ვრეკავ . მაინც წამოცდა ბექას , რომ დაჭრილი იყო . -- რატომ ხარ ჰოსპიტალში , დაჭრილი ხარ ? მძიმე , ჭრილობა გაქვს ? ლამის , გამოძვრა ტელეფონში ბაჩო , ძლივს დააწყნარა ბექამ და დაარწმუნა რომ საშიში არაფერია.დაემშვიდობა , ტატიასთან კი უამრავი მოკითხვა და კოცნა დააბარა მეგობარს . ცოტა ხნით , ვატულისაც ელაპარაკა და დიდი მადლობელი დარჩა თამროსი . შემდეგ წამოდგა და თავის პალატის ბიჭებსაც დაემშვიდობა . რომ გადიოდა , კარებში თამრომ დაუძახა და შებრუნდა მისკენ ბექა გულისფანცქალით : --- ბექააა , თავს გაუფრთხილდი !!! ---- გავუფრთხილდები , აუცილებლად . ბექა მიუბრუნდა თამროს , შუბლზე აკოცა და წავიდა . გაუხარდათ ბატალიონში ბექას დაბრუნება ყველას . ის ღამე აღნიშნეს და ბექას სიცოცხლე დალოცეს ბიჭებმა . რამოდენიმე თვე გავიდა , არავინისგან , არ ელოდა არაფერს . ერთ დღეს , სასწაული მოხდა და ბექამ წერილი მიიღო მის სახელზე.გაუკვირდა ალბად შეცდომა არისო,მაგრამ ბექა მეგრელიშვილი სხვა არ იყო ბატალიონში და წერილი გახსნა .... ,,ბექა , როგორა ხარ , წერილს გწერ , ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ თითქოს , წლებია გიცნობ . მომენატრე ძალიან , მომენატრა შენი უხეში გამოხედვა და უკმეხი შემოპასუხება ... უჟმური ხარ ბექა , მაგრამ არის შენში რაღაც , რაც , მაგნიტივით მიმზიდველია . თავს გაუფრთხილდი , მე , მალე მეწურება დრო , უნდა წავიდე . ვინ იცის , კიდევ როდის , ან როგორ ვითარებაში შევხვდებით ერთმანეთს . მე მუდამ მემახსოვრება , ქართველი , უჟმური ჯარისკაცი . ფრთხილად იყავი ბექა !!! თამარი . „ გაუხარდა , ძალიან გაუხარდა , თამროსაგან ასეთი ყურადღება და თითქოს უფრო გამძაფრდა გრძნობა , თამროს მიმართ . სწრაფად გარბოდა დრო და უკვე ბექას ავღანეთში ყოფნა ოთხ წელს ითვლიდა . ერთი წელიც და დაუბრუნდებოდა , მონატრებულ სამშობლოს , ოჯახს და საყვარელ ხალხს . ერთ მშვენიერ დღეს , წყნარი და ნელი წვიმა რომ ცრიდა , ზაფხულის ცას , მოულოდნელი სროლა ატყდა და ისევ მტრის შემოსევა ქონდათ . ბრძოლაში ბევრი ვერ ზომავდა მის მოთმინებას და მხეცს ჰგავდა , გამძინვარებულ მხეცს . ეს არ იყო ბრძოლა ამჯერად , ეს იყო დაუნდობელი მკვლელობა . ---როგორც აქმდე ბიჭებო , სულით ვებრძოლოთ მტერს და თუ მოვკვდებით და ჩვენი სისხლიც შეაშრება ამ მიწას და მოვკვდებით თავაწეულები , თუ არადა , ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ . იყვირა ბექამ და წინ გაუძღვა სისხლაჩქეფებულ ბიჭებს . ასე , ყოველდღიურ შიშში მიილია ტანჯული ხუთი წელი და და როგორც იქნა , დადგა ბედნიერებით სავსე დღე , როცა საქართველოს მიწას დაუბრუნდა , ხუთი წლის შემდეგ , ნაომარი , რამდენჯერ სიკვდილს , თვალებში ჩახედული და სიკვდილის ბრჭყალებიდან , ძალით გამოგლეჯილი ბიჭები ბიჭები , რომლებსაც სავსე დახვდა თბილისის აეროპორტი , მათი ნათესავებით და ახლობლებით . ბექას , ვატო დახვდა და რასაც არ ელოდა , დახვდა ცრემლიანი თვალებით , მდგარი მშობლები . არწივივით მოავლო თვალი ირგვლივ და ვერ დაინახა , მის ძმა ბესო , რამაც , ძალიან დააფიქრა და გულმა რამდენჯერმე დაარტყა მტკივნეულად , დედის , შავ ტანსაცმელს რომ შეხედა და მამას გრძელ წვერს სახეზე . სიზმარში მგონია თავი , ჩემს , მიწაზე ვდგავარ და მონატრებულ ქართულ ჰაერს ხარბად ვისუნთქავთ .ისე , რომ თითქოს , არც ყოფილა არაფერი . გუშინ და გუშინწინ , რომ მტრის შემოსევის შიშით ვცხოვრობდით , ახლა გვეუცხოვა , ბიჭებს ეს , უჩვეულო სიმშვიდე . ჩემს ოჯახს გადავხედე და მეც ცრემლი მომეძალა , ღმერთო ჩემო , როგორ მომნატრებია ეს ორი მოხუცი . ჩემი ჯიუტი და ამაყი მამა . ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი , ამაყად მდგარ მამას და 30 წლის კაცმა, კიდევ გაუბედავად და მორიდებულად დაუძახე მონატრებული სიტყვა --- ,, მამა , დედა '' , დავბრუნდი . არ არსებობს წუთი,წამი ჩემს ცხოვრებაში განვლილი კოშმარი რომ დამავიწყდეს , მემახსოვრება , როგორც ნამდვილი ზღაპარი , ამაში , დარწმუნებული ვარ . მიხარია , რომ ისევ გხედავთ და მაქვს უფლება ისევ მოგეხვიოთ , როგორც ადრე , ბავშვობაში . --- შვილო , მადლობა ღმერთს , რომ ამ სიტყვის თქმის უფლება , რომ არ ჩამომართვა . ტიროდა მამა და ტიროდა ირგვლიც შეკრებილი საზოგადოება . --- მამა , მე ჩემი მოვალეობა შევასრულე , ძალიან ძნელი და გრძელი წლები გავიარე , რომ ისევ ამაყად დაგიძახოთ ორივეს ,,დედა და მამა''. ---შვილო ეს გული დაბერდა შენს ლოდინში და მაინც მოვიდა აქამდე . არ უნდოდა უშენოდ , შენს უნახავად , რომ გაჩერებულიყო და შეეწყვიტა სუნთქვა . ჩემი ბრილიანტი შვილი ხარ , მედიდური და ყოყოჩი , უნდა ვაღიარო , რომ ვამაყობ შენით . ყოველთვის , სამართლიანი იყავი და ყოველთვის ვამაყობდი , მაგრამ ჩუმად და შეუმჩნევლად . ვერ ვპატიობ , ჩემს თავს , იმ დღეს , რომ არ ჩაგეხუტე და დალოცვილი არ გამოგაცილე , როგორც ელოდი.იქნებ , არც კი დაგხვედროდი ცოცხალი . ჩვენმა დეპუტატმა , პირადად მომიხადა მადლობა, სამაგალითო შვილის აღზრდისთვის ბექა და ხელი რომ ჩამომართვა , მინდოდა , ეს მარჯვენა , იმ წუთას მოეჭრათ ჩემთვის . ვამაყობ შვილო შენით და ვამაყობ თქვენით ბიჭებო !ამ, ხუთ წელში , თქვენზე ჯავრმა , ჩემს მოხუცებულობაში რამდენჯერ მომკლა და რამდენჯერ გამაცოცხლა . ეს , მარტო , უფალმა იცის . მეამაყებით , ყველა , მეამაყებით და გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას , ჩვენს მიწაზე . ტაშმა იქუხა და მოხუც მამას , ყველა იქ , მყოფთ , შვილის მშვიდობით დაბრუნებას ულოცავდა . თავად რომ არ მოესმინა მამის სიტყვები , ბექას , არ დაიჯერებდა მამის ასე გარდასახვას და უხაროდა , ძალიან უხაროდა ბედნიერი იყო , მაგრამ გულს უღრღნიდა რაღაც , ის , რაღაც კი არ იყო , იყო ვიღაც , რომელიც არ ჩანდა , ვერ ხედავდა და თვალებით ეძებდა . დედის ტანი კი, შემოსილი შავი კაბით , საშინელი დასანახი იყო , მისი უსიცოცხლო თვალებით და ნაძალადევი ღიმილი სახეზე . --- შვილო , ბექა , ბოდიშს გიხდი . ---რისთვის მამა , დედა . რატომ ხართ ასეთი მოწყენილები , აღარ შეეძლო სიჩუმე ბესოს და შეეკითხა მამას ის რაც აწუხებდა . მამამ თავი დახარა და ტკივილიანი ხმით უთხრა ბექას. --- ბექა , ბესო აღარაა შვილო , ერთი წელია რაც ჩვენთან აღარაა . არ გაგაგებინეთ , ინერვიულებდი და ვერაფერს ვერ გააკეთებდი სხვას . ეტკინა , ძალიან ეტკინა , ძმის ასე , ადრეულ ასაკში დაკარგვა , ის ხომ , ჯერ სულ ახალგაზრდა იყო . გაახსენდა მისი ბოლო ჩახუტება და ბესოს ცრემლით სავსე თვალები . ღმერთო , რატომ მოახდინე ეს , რა ნახა ჯერ მან ცხოვრებაში . აი , რატომ უგრძნობდა გული ცუდს , ეს ბოლო პერიოდი და მშობლების , ასე გატეხვამ , უფრო გაუმძაფრა ფიქრი , ფიქრი იმისა , რომ მის თავს , რაღაც ხდებოდა და ეს რაღაც , თუ ვიღაც , მისთვის იყო დიდი და უზარმაზარი სულის ტკივილი . იქვე ჩაჯდა , თავზე შემოიწყო ხელები , ერთი ამოიღრიალა , რაც ძალი და ღონი ჰქონდა , თითქოს მთელი მისი ნაგროვები ტკივილი , დარდი და სევდა ამ ხმას ამოაყოლა , მაგრამ მაინც ვერ განთავისუფლდა ტკივილისგან . მწარეა , ყველაზე მეტად მწარეა , სულის ტკივილი . --- რადგან დამიბრუნდი დედა ,აღარ ვიტირებ , განა იმიტომ , რომ მას დავივიწყებ ? არა დედა , ერთი წელია ცრემლით ვიძინებ და ცრემლით ვიღვიძებ . რადგან , შენ , ცოცხალი დამიბრუნდი და შენ რადგან ცოცხალს გხედავ , აღარ ვიტირებ , ბექა , შვილო . მადლობა უფალო , რომ დამიბრუნე ჩემი შვილი , ჩემი სიმდიდრე . ტიროდა გამწარებული დედა და გარშემო ტიროდა ყველა . --- კარგი , აღარ ვიტიროთ , ამიერიდან სიხარულის ცრემლი გვქონდეს,ბესოს მოსაგონრად კი ყოველთვის მოვიგონიებთ თითო ჭიქით მისი სულის სიმშვიდისთვის, მაგრამ, როგორ მოხდა , ეს მინდა გავიგო . უთხრა მამას . --- ავარიით , შვილო .... მანქანა იყიდა და ის გამოდგა მისი ბედის წერა , იმას შეწირა , მისი სიცოცხლე .... ---წავიდეთ . -ვატოს ენა არ გაუჩერებია სახლში მისვლამდე , სახლში მისულებს კი მთელი უბანი ეზოში დახვდა ბექას . ყველას სახეზე ეწერა უსაზღვრო სიხარული , ბექას დაბრუნებით . არ ელოდა , ნამდვილად , არ ელოდა და ამოდენა სითბოს, სიხარულს, მონატრებას და ყველას ეფერებოდა. ხალხის ნაკადს მიუახლოვდა, უკვე , საკმაოდ დასერიოზულებული და თმაში, ოდნავ ვერცხლისფერ , შერეული თმით ბაჩო , გამოეყო და ბექასკენ წავიდა. დადგა , ცოტა მოშორებით და ბექას გასძახა , რომელიც , ჯერ კიდევ მეზობლის მოხუც , ბებიებს და ბაბუებს ეფერებოდა და თბილი ღიმილით , ღებულობდა მათ დალოცვას . უცებ , ნაცნობი ხმა გაიგონა და დენდარტმულივით შემობრუნდა და მის წინ გაღიმებული ბაჩო იდგა , რომლის ფეხებთან , სამიოდე წლის ბიჭუნა იდგა , რომელიც , მამის შარვალს ჩაფრენოდა , ისიც გამომწვევად უყურებდა ბექას და შორიდან ეუბნებოდა : --- ახლოს მოდი და მნახე , შენი პატარა ბაჩო ვარო . ბექას გაეცინა და აღფრთოვანებული წავიდა და ბაჩოსკენ ხელებგაშლილი . --- არ მელოდი , მე აქ ხომ ? აი ნახე , ჩემი ნამატით მოვედი . ხომ მითხარი , ტატიები და ბაჩოები დამახვედრეო . აი , ერთი აქაა , სახეზე და მეორე სულ მალე იქნება კიკინებიანი პრინცესა . უთხრა , ბაჩომ ბექას და გვერდით უკვე საკმაოდ გაბერილი ტატია ამოუდგა . მეგობრები, ხელგაშლილი შეხვდა ერთმანეთს და ისე ძლიერი იყო მათი ჩახუტება , რომ ტატიამ ცრემლი ვერ შეიკავა . როგორც იყო , მოშორდნენ ერთმანეთს და ახლა , ტატა ჩაიხუტა ფაქიზად და ფრთხილად , შეეშინდა , არაფერი , არ ვატკინოო ... --- როგორ გამახარე , ტატა , ჩემო დაიკო . ეს , რა ვაჟკაცი გვყოლია . მოდი , ჩემთან . მონათლეთ ? შეეკითხა ბაჩოს და ტატას . --- როგორ , უშენოდ ? შენ , ის იკითხე ქორწილი თუ გვქონდა , უშენოდ , არც ქორწილი გავაკეთე , არც ხელი მაქვს მოწერილი . შენ გელოდით ძმა . ისე , გაახარა ამ ფაქტმა ბექა , რომ სიხარულისგან , ტუჩებს ვერ უყრიდა თავს . --- მოდი ჩემთან პატარა კაცი , სახელი რა გქვია , აბა მაჩუქე რა კაცურად . მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა , როცა პატარამ , სახელი უთხრა . --- მე , ნათლიას ჩახელი მქია . მე , ბექა ვალ . უთხრა პატარამ და ბექას ღიმილი სახეზე შეაცივდა . მადლიერი თვალებით გადახედა ბაჩოს . არ ეგონა , ეს ადამიანი , გულით , ამოდენა სიყვარულს თუ ატარებდა , მის მიმართ . --- წესით , უნდა გეჩხუბო , მაგრამ რადგან , მშვიდობით დაგვიბრუნდი , ყველანაირი წყენა გადავდოთ გვერდძე და აბა დროა ამ ეზოში გლოვის შემდეგ , ავღანეთის ომიდან , შინ დაბრუნებული , შვილის სადღეგრძელო ყანწით დაილიოს . ომახიანად შესძახა ბაჩომ და თან ბექას ხელს არ უშვებდა . --- დაიცათ , ჯერ , ვატო ხომ იცი ახლა სადაც მინდა წასვლა . იქ , წავიდეთ ჯერ და შემდეგ შეუერთდეთ ხალხს . მამას მიუბრუნდა და უთხრა , სადაც მიდიოდა და მამამაც თავი დაუქნია . იცოდა , ბექა , ისე მაგიდას არ მიუჯდებოდა , ძმის საფლავზე , რომ არ წასულიყო . ბაჩომ ტატას უთხრა : --- ტატი , ბავშვს მიხედე რაა , და მალე მოვალთ . როგორც შეძლო , მიეხმარე ნანი დეიდას . აკოცა , გემრიელად ცოლ -შვილს , ბექასთან და ვატოსთან ერთად , ეზოდან გავიდა . სევდიანი თვალი გააყოლეს , მეზობლებმა და ცრემლიც კი გაბრწყინდა , ზოგიერთი მათგანის თვალზე . --- რად მინდა შვილო , შენი მოხმარება , ბავშვი , არ წაიქცეს და დაჯექი სადმე. ნახე , რამდენი ახალგაზრდები არიან , ისინი მომეხმარებიან . თქვენ გენაცვალეთ , ამხელა გზიდან ჩამოხვედით , ჩემი შვილის სანახავად . უზომო , მადლიერებას აფქვევდა ნანი დეიდა და ისე არ გაივლიდა პატარა ბექას არ მოფერებოდა . ნანი დეიდას ქოთქოთი , მაინც მიწვდა ბაჩოს ყურს და გაეღიმა . აოცებდა , ამ ქალის სიძლიერე და უდრეკი ხასიათი . --- დაჯექი ბიძი და ამ კაცს მე წავიყვან , ღვინოს გადმოვასხამთ ხო ბაბუკო . ტატას , ამირან ძია მიახლოვდა და პატარა კაცი მარანში გაიყვანა , ღვინის გამოსატანად . გაიწყო მაგიდა და ყველამ დალოცა შინ მშვიდობით დაბრუნებული ბექა . მალე , ბექაც დაბრუნდა , თვალებდაწითლებული მიუახლოვდა დედას და გულში ჩაიკრა , ცხოვრებისგან გამწარებული ქალი . --- შვილო , ბექა ,მამამ გვერძე გაიყვანა ბექა და უთხრა : --- ვატოს , ჩვენთან ფული მოქონდა , რომელსაც შენ უგზავნიდი , ჩვენ , მე და დედაშენს , ჩვენი მარჯვენით გაგვქონდა თავი . ის ფული , ვატოს და ბაჩოს მივანდე , შვილო და დღეს სამსახური გაქვს . რაღაც კომპანია დაარსა ორივემ და მუშაობს . ნელ - ნელა , იკიდებს ფეხს , შენი საქმე გექნება და შენს სახლში იქნები .პროფესია გსაქვს შვილო კარგი და იქნებ შენი პროფესიით ჯობდა სამსახურის შოვნა.მე მგონია კარგი იქნება თუ შენს საყვარელ საქმეს მოკიდებ ხელს. ბექა , ეცი მოხუც მამას პატივი და ნუ დაგვტოვებ,ნუ წახვალ შორს , დედაშენი , კიდევ შენს სიშორეს ვეღარ გადაიტანს . --- ვნახავ მამა , ჯერ უნდა დავისვენო და ჭრილობები მოვიშუშო . --- დაჭრილი ხარ ? რატომ აქამდე არ თქვი , შეშფოთდა ამირანი . --- სულის ჭრილობები უნდა მოვიშუშო მამა . ხორცის ჭრილობები , არ არის ისე საშიში , როგორც სულისა .... მოწყენილად უთხრა მამას ბექამ . --- ეს , რა კაცი გვყავს ბექა , ღვინო გადმომასხმევია და მარანში მომეხმარა . ენაცვალა , ამირან ბაბუ ამას . მის ფეხებთან , პატარა ბექა იდგა და თავაწეული უყურებდა დიდ ბექას . ბექა , დაიხარა და ხელში აიყვანა , მისი მოსახელე და მოეფერა . კარგად დაისვენა ბექამ და ტკბებოდა მისი სოფლის ბუნების ცქერით და სიმშვენიერით. იმერეთის სილამაზე, ვინც არ იცის , ხმამაღლა მინდა ვუთხრა , რომ ეს სილამაზე , მრავალფეროვანია და ალაგ - ალაგ , მომაჯადოვებელ სილამაზეს შევხვდებით . მხატვრებისა და პოეტების დაუშრეტელი მასალაა , იმერეთის მთების და მდელოების სილამაზე , სოფლებს შორის პატარა მდინარეები ჰყობს , თავად სოფლები გაშლილია ვაკეზე და მდიდარია მისი ბაღებით , ვენახებით , სოფლის მდიდარი ბიბლიოთეკით . იმერეთში , ძველად , ყველას ხის სახლი ედგა , ქვედა სართული , ქვიტკირის იყო და მაღლა კი , ხის . დიდი და ფართო აივნიანი (შუშაბანდი) . ბექას ბაბუა ( მამის მამა ) , ძველი ყაიდის კაცი იყო და ოჯახში ყველაფერი ძველებური ჰქონდა , რაც უფრო , მეტ ხიბლს აძლევდა ოჯახს . უხაროდა ბექას , რომ მისი ოჯახი დღემდე ქართულ ტრადიციას ინახავდა და ამით პატივს სცემდნენ წინაპრების ხსოვნას . მარანში , უზარმაზარი ხის საწნახელი ედგათ , სადაც , ყოველ წელს ყურძენი იწურება და მშვენიერი მათრობელა სითხე , ადამიანს , ხან სიყვარულის ხასიათზე , რომ მოიყვანს და ხან სიგიჟის ..... ცოლიკოური , ძველშავი , კრახუნა , ადესა , ალადასტური , ერთად იწურება ... ვენაცვალე , ქართულ სუფრას და მის სიმდიდრეებს , რომელსაც ამ , ჯადოსნური სითხის გარეშე , სუფრა , რომ არ ჰქვია . კარგად დასვენების შემდეგ , ვატომ და ბაჩომ კომპანიაში წაიყვანა ბექა და გაეცნო მის საქმიანობას . ვატომ , მეღვინეობას მოჰკიდა ხელი , რადგან ეს , საქმე კარგად გამოსდიოდა , ის ხომ , სოფლელი ბიჭია , ღვინის დაყენებაც კარგად ესმის და დაგემოვნებაც . მხოლოდ , ვატოს არასდროს , გადაუჭარბებია ღვინის სმა , მის ნორმაზე . იცის , რამდენი უნდა დალიოს , რომ შეირგოს . მოეწონა , ბექას ბიჭების იდეა და სიხარულით შეუდგა ვატოსთან ერთად მუშაობას . ვატომ , ყველაფერი , საბუთები ბექას გადაულოცა და თავად მისი მარჯვენა ხელი გახდა . აეწყო ბიზნესი , კარგად იყვნენ , ერთი თვის მანძილზე , პატარა კაცი ართობდათ სახლში , მაგრამ დასვენების დროც ამოიწურა , ბაჩოს და ტატას წასვლის დღეც მოახლოვდა . გული წყდებოდა ყველას , მაგრამ , იქაც საქმეები იყო და გასაკვირია , როგორ დათმო ბაჩომ კომპანიის საქმეები ამდენი ხნით . დაემშვიდობნენ და დაპირდა , რომ მომავალში , აუცილებლად დაბრუნდებოდნენ , კიდევ ერთი სულის შემომატებით . მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია . მსგავსად სიყვარულისა , მისთვის , ერთი სიტყვაც კმარა , რომ ერთმანეთის გვერდით გაჩნდნენ ... აი , ნამდვილ და ერთგულ მეგობარს , ვერასდროს , ვერავინ შეცვლის. ვატოს წამოწყებული ბიზნესი ძალიან კარგად მიიწევდა წინ , არ უჩიოდნენ ბედს და ბექამ აიძულა ვატო , რომ ბინა ეყიდა . დაუჯერა მეგობარს ვატომ და ბექას ახლოს , თბილიში იყიდა ბინა . ყველაფერი კარგად იყო , იმაზე კარგადაც კი , ვიდრე წარმოდგენილი ჰქონდათ , მხოლოდ , ბექას , თამარზე - ფიქრი არ ასვენებდა , სად და როგორ მოეძებნა . ერთ დღეს , ძალიან გვიან შემორჩნენ სამუშაოს და გადაწყვიტეს სადმე გარეთ ევახშმათ . იქვე ოჯახური რესტორანში შევიდნენ , სადაც ძალიან გემრიელი კერძები მზადდებოდა . მართლაც , ეს დაძაბული დღე , ამ მშვენიერი ვახშმით , დააგვირგვინა ორივემ და კარგად დანაყრებულებმა ბიზნესზე დაიწყეს საუბარი --- 30,000$ ? საიდან , ამდენი თანხა ვატო ? უხსნიდა ვატო ბექას , ერთი სეზონზე, რამდენი დარჩებოდათ მოგება . --- ეს , მთელი ტრაილერია ბექა . მთელი წლის ანგარიშები 30,000 $ - ს შეადგენს თუ , ამ უცხოელების პაკეტს დავთანხმდებით . ჰოდა გადაწყვიტე . უცხო ენა , შენ იცი კარგად და დავნიშნოთ შეხვედრა . --- ახლა , კრიზისია ვატო, რომ წაიღოს საქონელი და ფული არ გადაიხადოს , მერე რას იზამ ? ბექა , ძალიან დაკვირვებული იყო ბიზნესში . ვატომაც , კარგად აუღო ალღო , მითუმეტეს , მისი სფერო , სულაც არ იყო ეს ბიზნესი , მან მანქანის ხელობის მეტი , არაფერი არ იცოდა , მაგრამ ძალიან , კარგად მოერგო ამ ბიზნესსაც . --- რას ამბობ ბექა , ფულს , ხელზე იხდიან . --- ხელზე იხდიან საფასურს ? რაღაც ჩახლართული საქმე არ იყოს ვატო . --- ბექა , ნუ იტყვი უარს . 15 - 15 ორივეს . აქ , მხოლოდ მე და შენ ვართ . --- მე , შენს სიტყვას ვენდობი , შევხვდები და ვნახავ , რა ხალხია . საქონელი მოამზადოს მუშებმა , თუ იზამენ ისე , რომ ჩემს საქონელს მე თავად გავყვე , გავყვები კიდეც , ისე ვატო საქონელი , ჩვენი კომპანიიდან არ გავა და ზედმეტად არ დამელაპარაკო . --- აი ეს კიდევ სხვაგვარად მესმის . მათ საუბარს ორი გოგონა მიუახლოვდა და უთხრა . --- ბოდიშით , მაგრამ რესტორანი იკეტება , ეს თქვენი ანგარიშია და გადაიხადეთ . უთხრა ბიჭებს და ჩეკი წინ დაუდო . ბექას , თვალები გაუშეშდა და გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა . მიხვდა , რომ გოგონამ , ის ვერ იცნო და გადაწყვიტა , ისე გამოლაპარაკებოდა თითქოს , ვერც მან ვერ იცნო და სულ უცხოები არიან ერთმანეთის . --- უკაცრავად , მაგრამ თქვენ ვინ ხართ ? შეეკითხა ბექა. --- ეს , არ არის მნიშვნელოვანი და გაითვალისწინეთ , რომ უკვე , ძალიან გვიანია და რესტორანი იკეტება . --- რატომ არ არის მნიშვნელოვანი . თქვენ რესტორნის დირექტორი ხართ ? ბექა , განაგრძობდა გოგონას დაკითხვას და თან აკვირდებოდა . --- არა , დირექტორი არ ვარ , მე , ჭურჭლის მრეცხავი ვარ . გოგონამ , ამაყად უთხრა ვინც იყო . გასაგებად გითხარით ვინც ვარ ? ჰოდა , ახლა გადაიხადეთ , უკვე , დიდი ხნის დაკეტილი უნდა იყოს რესტორანი . --- მიხარია , რომ გაგიცანით და მიდი მიხედეთ თქვენს საქმეს , ჩვენ გადავიხდით ფულს , როცა დავამთავრებთ საუბარს . არ უთმობდა ბექა არცერთ სიტყვას , რასაც ვატო გაკვირვებული აკვირდებოდა . --- დიახ , მე ჭურჭელი უნდა გავრეცხო , თქვენ არ აპირებთ , როგირც ვხედავ ჯერ ადგომას , ამიტომ , მე, ეს თებშები უნდა ავიღო . გოგონამ , ხელი დაავლო მაგიდის სუფრას და ერთიანად შეახვია შიგ , რაც ეწყო მაგიდაზე და გაიტანა სამრეცხაოში , ბიჭები კი , დატოვა ცარიელ მაგიდასთან გაშტერებულები . --- რას აკეთებ , გაგიჟდი ? უყვირა ვატომ და ხელზე ხელი მოკიდა , შეჩერების მიზნით . --- მე , სახლში უნდა წავიდე , სადაც ინვალიდი დედა მელოდება და მშიერი დაიკო . თვალები დაუკვესა გოგონამ ორივეს . --- ვერ გავიგე , ეს რა იყო ? გაკვირვებას ვერ მალავდა ვატო . --- შენ აქ იჯექი და მე მალე მოვალ . ბექა წამოდგა და გოგონას გზას დაადგა . --- სად მიდიხარ , რამე სისულელე არ ჩაიდინო ბექა . თხოვა ვატომ , მაგრამ ბექამ, სამზარეულოში შეაკითხა გოგონას , ჯერ შორიდან უყურა ,უკვე , რეცხავდა მათი მაგიდიდან გამოტანილ თებშებს. გოგონა ნაცნობს მიამსგავსა , თან ფიქრობდა , იქნებ მეშლებაო , მაგრამ მას , ასე გრძელი თმები არ ქონდა . მიუახლოვდა ახლოს და გოგონას ხმაც მოესმა - კი , ის არის , ხმაც , მისი აქვს , ღმერთო ჩემო , მგონი ვიპოვნე . ფიქრობდა ბექა გულში . --- თქვენ ,, ჩემთან ხართ ? შეეკითხა გოგონა ისე , რომ არც მოუხედია ბექასკენ . --- სახელი რა გქვია ? ბექა , დაიძაბა პასუხის მოლოდინში და ძალიან გაკვირვებული იყო , ხუთ წელიწადში , როგორ შეცვლილა და როგორ გალამაზებულა . --- თამარი მქვია , გინდათ , პასუხი მაგებინოთ ? ხვალ მობრძანდით და უფროსს დაელაპარალკეთ . --- თამრო , თამრო ... ბექას ჩაეცინა , შემდეგ , შეხედა გოგონას და უთხრა - თამარ , ასეთი მკაცრი ხასიათით , ცხოვრებაში შორს რომ ვერ წახვალ , არ გიფიქრია ? შეეკითხა და თან თვალებში უყურებდა . გოგონაც , მიჩერებოდა და მის წინ , საკმაოდ გაჭაღარავებულ ახალგაზრდას უყურებდა , რომელსაც მის ასაკში , ზედმეტიც კი იყო ეს ჭაღარა , მაგრამ ძალიან სიმპატიურს კი აჩენდა და უხდებოდა . --- როგორმე , გავართმევ თავს , თქვენი დახმარების გარეშე . სიმკაცრეს , არ არბილებდა თამრო . --- ცხოვრება რთულია და ვინ იცის , შეიძლება ისევ შევხვდეთ ერთმანეთს , გამორიცხული არაფერია , იცი ჩვენ ვინ ვართ ? --- ვინც არ უნდა იყოთ, პირველ რიგში ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ . --- კარგად ამბობ და ვინ გასწავლა? --- ცხოვრებამ და მისმა მწარე გაკვეთილებმა. --- როგორც ჩანს , ტკბილი ცხოვრება არ გაგივლია,მაგრამ ყველა შემთხვევაში , ადამიანი მომთმენი უნდა იყოს . --- გასაგებია , მაგრამ ახლა , დამტოვეთ , ჩემი საქმე მაქვს , თქვენ კი , ხელს მიშლით მუშაობაში . მშვიდობით , ბექამ გვერდულად ჩაიცინა და თამრო დატოვა მის საქმესთან ერთად . დაბრუნდა ვატოსთან , დაჯდა მის წინ და ხმას არ იღებდა, ასე მდუმარედ , მისჩერებოდნენ ერთმანეთს . --- რა ხდება , რამ გაგაშტერა ? უთხრა , გაკვირვებულმა ვატომ . --- იცი ვატო? ის თვალები ჩემთვის ნაცნობია . მე , მას სხვანაირს ვიცნობდი , თუმცა , მე დღეს ის ძალიან მომეწონა . --- რას ამბობ , საიდან გეცოდინება , ვინაა საერთოდ , იცი ? ეს ხომ , რესტორნის ჭურჭლის მრეცხავია ბექა . --- არა , არაა ეს უბრალო , ჭურჭლის მრეცხავი . მისი თვალები , უფრო მეტის მთქმელია ... ადექი , წავედით . მე , დღეიდან , ამ რესტორნის ხშირი სტუმარი ვარ. --- რა ჩაიფიქრე ბექა . შენს თვალებში , სიცოცხლის , სულ სხვა სხივი დავინახე , ნუთუ ისაა , რაც გავიფიქრე ? გაოცებას , ვერ მალავდა ვატო . --- ვნახოთ . მოკლედ უთხრა , ღიმილით ბექამ და თვალი ჩაუკრა ვატოს . თამარი გვიან დაბრუნდა სახლში . შუქები , ჩამქრალი იყო და ფრთხილად შევიდა სახლში , ეგონა დედას ეძინა და არ უნდოდა გაღვიძება . --- არ გძინავს დე ? რატომ არ დაიძინე , უკვე , ხომ გვიანია . --- შენ ამ დრომდე , სახლში არ ხარ შვილო და მე , რა დამაძინებს . თინისს , შენს საწოლში დაეძინა . თქვა , ასე გავიგებ თამროს მოსვლასო . გაეცინა ორივეს , თიკოს ბაშვურობაზე . --- ბევრი ხალხი იყო დედა . მივალაგე ყველაფერი და წამოვედი , ძალიან დაღლილი ვარ , უთხრა თამრომ დედას , მოწყენილი ხმით . --- დაისვენე შვილო , ყველაფერი , შენ დაგაწვა კისერზე , მე რაღად მოგემატე მოსავლელად , აღარ დამადგა საშველი , წავიდე , ჩემს ქმარ - შვილთან . --- ასე ნუ ამბობ დედა , მე ხომ , ყველაფერს ვუმკლავდები , ხომ ხედავ , შეძლებისდაგვარად , ყველაფერი გვაქვს , უფლის წყალობით , შენ , მე მჭირდები , შენი რჩევები , დარიგებები , რატომ მტკენ გულს . წყინდა თამროს , დედის ასეთი საუბარი , გულზე ხვდებოდა მისი სიტყვები . --- წადი , დაწექი შვილო , შენ , ძალიან კარგი შვილი ხარ . არ გინდა , დედას გული ატკინო , განა ვერ ვხვდები , რომ ჩემი სიცოცხლით , დედამიწას ვამძიმებ ? ალბად , ესეც უფლის ნებაა ? არ ვიცი, რისთვის დავისაჯე ასე , მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ , რომ შენისთანა შვილი მყავს . თბილი ღიმილით მოეფერა დედა , შვილს და თავზე დასუსტებული ხელი გადაუსვა . თამარი , წამოდგა ცრემლიანი თვალებით და დაღლილი , ლასლასით , შევიდა საძინებელში . არც გაუღვიძებია თინი , საღამური გადაიმცვა და შეუწვა დაიკოს საწოლში , ჩაიხუტა გულში , მისი ცხოვრების სიხარული . დილით , უჩვეულო ხასიათზე ადგა , ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა , მაგრამ მოჩვენებითი , მხიარული სახით ისაუზმა , ოჯახის წევრებთან ერთად . დედას წამლები დაალევინა და თინისთან ერთად , გამოვიდა სახლიდან . მათი გზები კი , სკოლის შესასვლელთან გაიყარა . თამრო , საწავლებელში წავიდა , თინიმ დაუძახა დას და შეაჩერა : --- თამრო . ---ხო , დაიკოს გულო , გინდოდა რამე ? თინი , გაიქცა და თამროს ჩაეხუტა ისე , თითქოს ემშვიდობება და მეტად ვეღარ ნახავს . --- წუხელ , ვერ გავიგე რა დროს მოხვედი , თამრო გაკვირვებული იყო და თავადაც , მოეფერა დაიკოს ---რა გჭირს თინი , ხომ კარგად ხარ ? არსად არ შეჩერდე , შუადღისით , დედიკოს წამლების დალევის დროა და შენ დაალევინე კარგი ? --- კარგი დაიკო , არ ინერვიულო . თინის თვალებში , რაღაც , უჩვეულო სევდა ამოიკითხა თამრომ . გულში ჩაიხუტა და ჩაფიქრებულმა გააგრძელა გზა . მთელი დღე , მოუსვენრად იყო , სასწავლებელში დაასრულდა თუ , არა ლექციები , სირბილით გაიქცა ღამის სამსახურში . მისი ტოლები , კაფე -ბარებში დადიან და დროს ატარებენ . თამროს კი , თავის თავისთვის , დრო საერთოდ არა აქვს . მეგობრები ყავს , მაგრამ ყველამ იცის , თამროს მძიმე ცხოვრების ისტორია და რაც შეუძლიათ ეხმარებიან. სამსახურში მისულს კი, უსიამოვნო ამბავი დახვდა. --- თამრო , დედა როგორაა ? შეეკითხა მასთან მომუშავე გოგონა . --- რა გითხრა აბა? დღეს , თავად წამოჯდა საწოლზე , იმედია მალე გაივლის ნანა . მეცოდება , სულ მწოლიარე , რომ არის და და გული მტკივა . ცრემლი მოერია თამროს , დედას გახსენებაზე . საღამომდე იმუშავა და მოემზადა წასასვლელად რომ მენეჯერმა დაუძახა : --- თამრო , უფროსმა მნახოსო და გელოდება . --- ახლა ? არაფრით , არ შემიძლია , უნდა წავიდე თამაზ . --- ნახე , რა უნდა , ხომ იცი რა უჟმურიცაა , არ შეგაყოვნებს დიდხანს . ---ალბად , გუშინდელისათვის გიბარებს , ჩემს გამო , შენ უნდა დაისაჯო თამრო . შეწუხდა გოგონა . --- არა უშავს , კარგი , წავალ , ვნახავ რა უნდა . დაივიწყე , რაც იყო , იყო. --- ბოდიში ბატონო ომარ , მეძახდით ? იკითხა , მორიდებულად --- ააა , მოხვედი უკვე ? შემოდი და დაჯექი , უთხრა კარგი და ახლო მეგობარივით უფროსმა თამროს , რამაც , გოგონა ძალიან გააკვირვა . --- ყოჩაღ თამრო . გუშინ , რომ ჩვენი რესტორნის ხშირ სტუმარს ადგილი მიუჩინე . ყურადღებით მომისმინე თამრო , ჩემს , ახალ რესტორანში , მჭირდება შენისთანა ძლიერი და მკაცრი ხასიათის თანამშრომელი , რას იტყვი , თუ იქ , შენ შემოგთავაზებ მენეჯერის ადგილს ? აქ , მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავი ხარ ,სასწავლებელს დაასრულებ და გაგიჭირდება შენს სფეროში სამსახურის შოვნა . მე კი , ხელფასს მოგიმატებ და თანამდებობაც გექნება . ეს , იგივე ბიზნესია , მხოლოდ , შენი უფლებების გარეშე . ჩემთან შეუთანხმებლად , ვერაფერს ვერ გააკეთებ . --- მადლობა , ბატონო ომარ , მაგრამ მე არ შემიძლია,ვერ შევძლებ ........ --- შეძლებ , მე შენი მჯერა . აი , ავანსს მოგცემ .აიღე , აიღე ნუ გერიდება . წინ ფულის დასტა დაუდო . ეგონა , თამრო ფულს დახარბდებოდა , მაგრამ შეცდა . თამროს , ფულისთვის საერთოდ არ შეუხედავს და გაოცებულმა უთხრა ომარს : ---რატომ მაძლევ ამდენ ფულს , მე ხომ ჯერ , არაფერი არ გამიკეთებია , არც თანხმობა მომიცია თქვენთვის , ვიმუშავებ თუ , არა ახალ რესტორანში ? --- თამრო , მე შენ გიცნობ , უკვე იმ დღიდან , როცა სტუდენტი გახდი და უკვე წლებია , აქ მუშაობ . ვიცი ისიც , რომ ადვილი ცხოვრებით არ ცხოვრობ , როგორც ყველა შენი ასაკის გოგონა . დედა ინვალიდი გყავს , დაიკო კიდევ , სკოლაში დადის და მტერს არ ვუსურვებ , ასეთ ტკივილიან ცხოვრებას , რაც შენ გაქვს . მაპატიე თამარ , ტკივილი გაგახსენე , მაგრამ კარგს იზამ თუ , შენც გადაშლი , ცხოვრების ახალ ფურცელს და გაარძელებ კარგ ცხოვრებას . --- ბოდიში , ბატონო ომარ მე უნდა წავიდე ,სახლში მეჩქარება . წამოდგა თამრო და კარებისკენ წავიდა . --- დაიცადე , დაჯექი , ნუ ჩქარობ , ჯერ მომისმინე კარგად , უთხრა ომარიმ და დააბრუნა უკან თამრო --- შენ , საკმაოდ დიდი ხარ უკვე , რომ გააცნობიერო , როგირია ოჯახის შენახვა და მითუმეტეს , როცა , ასეთი ავადმყოფი გყავს სახლში . მე ვიცი , ეს ადვილი, რომ არ არის და მინდა შენ მოგეხმარო , მხოლოდ სწორედ გამიგე , ვფიქრობ ის , მე რაც უნდა შემოგთავაზო , ორივესათვის , ძალიან კარგი და მომგებიანი იქნება , შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები , მე , მზად ვარ , საყვარლად გაგიხადო და უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით . შენ რას იტყვი ? --- რა მითხარით ? ეს ყველაფერი , მართლა მითხარით თუ მომესმა ? შოკირებული იჯდა თამრო , უფროსის წინ . --- შენ , ძალიან კარგად გესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა და მეც კარგად მიცნობ , უკვე წლებია , მე შენ , უკვე დიდი ხანია მომწონხარ თამარ , მოგეხმარები , სწავლას დაგამთავრებინებ და დიპლომს უპრობლემოდ აიღებ , უგამოცდოდ , ყველა შენი პრობლემა იქნება აი აქ , ჩემს მხრებზე . --- გადაწყვიტე დამეხმარო და ამის გამო , ჩემი მდგომარეობით სარგებლობ ხომ ? საინტერესოა , ასეთ ინტელიგენტ ადამიანს , ასეთ განათლებულს ,პერსპექტიულს და ლამაზი ღიმილით რომ აჯადოვებთ , უტვინო ქალთა ბრბოს , ალბად , მეც იმ ქალების სიაში შემიყვანეთ არა ? მიკვირს , სად არის თქვენი განათლება და იცით რა მიკვირს ყველაზე მეტად ? რომ ფიქრობდით და ადგენდით ამ გეგმას , რამდენი პროცენტით იყავით დარწმუნებული , რომ ჩემგან თანხმობას მიიღებდით . ასე ეხმარებით ყველას , ვისაც უჭირს ? და ხალხში გამოდიხართ , დიდი ქველმოქმედი არა? თამარი , თავს ვერღარ აკონტროლებდა და ნელ - ნელა ხმას უწევდა . ომარს , არ უნდოდა მათი საუბრი , ვინმეს გაეგო და სიმშვიდისკენ მოუწოდა : --- თამარ , ნუ იჩქარებ პასუხის გაცემას , ჯერ საჭიროა კარგად დაფიქრდე . შენ , უნდა იჯდე ინვალიდ დედასთან და უნდა მოუარო მას . წლები გემატება და დარჩები შინაბერა . --- იცით რას გეტყვით ? ნუ განაღვლებთ , ნურც ჩემი პრობლემები და ნურც ჩემი ტკივილი და ნურც ჩემი შინაბერობა . --- შენ , მე მგონი დაგავიწყდა , სამსახურში რომ აგიყვანე წლების წინ , რომ მზად იყავი ყოველგვარი სამუშაო შეგესრულებინა , დღემდე , არ მომითხოვია ზედმეტი რამე შენთვის. რა გგონია, ჭურჭლის მრეცხაობით რამეს მიაღწევ? შენი ხასიათით, ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწევ . შენ ლამაზი ხარ , ახალგაზრდა , გაქვს უფლება , გააკეთო ის , რაც გინდა . ზრდასრული ადამიანი ხარ და შეგიძლია შენით მართო შენი ცხოვრება . თამარი ეკლებზე იჯდა , ომარი კი , წყნარად ლაპარაკობდა . თამრო მიუბრუნდა და ზიზღით უთხრა : --- და , ოჯახის სიწმინდე თქვენთვის ნიშნავს რაიმეს საერთოდ ? ან ცოტაოდენი ღირსება თუ გაქვთ შერჩენილი , უნამუსობასთან ერთად ? --- იცი რას გეტყვი თამარ ?ცხოვრებაში არის წუთები ,რომ ღირსება და სინდისი , არაფერი არ ღირს . ფულით კი , ყველა პრობლემას მოაგვარებ , ამ სამყაროში , ყველაფერი ფულით იზომება და იყიდება , ყველაფერს , თავისი ფასი აქვს , მე დამიჯერე , ყველას , არ ვთავაზობ ასეთ შანსს და არ ვაძლევ დაფიქრების საშუალებას . --- ტყუილია , ცხოვრება არ არის მკაცრი , უბრალოდ , ადამიანები , როგორც თქვენ ხართ , მიჩვეული ხართ , სხვისი ტკივილის და გაჭირვების გამოყენებას , თქვენ , ცხოვრება გეჩვენებათ ძნელად და მკაცრად , რადგან ხართ , ანგარებიანი ადამიანი , თქვენთვის მხოლოდ ფული არის მთავარი და არა ადამიანობა , თქვენში , უფლის მიერ ჩადებულ ღირებულებებს , ბოროტად იყენებთ და დამიჯერეთ ,ერთ დღეს მწარედ მოგეზღვევათ . წაიღეთ , უკან თქვენი ფული . თქვენთვის ,ის უფრო მნიშვნელოვანია , ვიდრე ადამიანის ღირსება და სინდისი... ადგა და გავიდა ცრემლიანი თვალებით. კარებში გადიოდა , რომ მოესმა , ომარის ამაზრზენი ხმა. --- გაჩერდი თამარ , შენი სიტყვებით , ძალიან მატკინე გული ხვდები ამას ? --- მე გატკინეთ ? გაოცებული სახით შემობრუნდა თამრო . თამროს , ირონიულად გაეცინა და უთხრა : --- თქვენ გეტკინათ და მე დამცირებული მივდივარ , არა მარტო ამ კაბინეტიდან , არამედ ამ სამსახურიდანაც . მეცოდებით , გირჩევთ იმკურნალოთ , რომ ცხოვრებას , საღი თვალით შეხედოთ და ადამიანში , ადამიანის გრძნობები დააფასოთ .... --- რა თქვი ? გაჩერდი , შენ გეუბნები, თამრომ არ მოუსმინა ომარის ყვირილს და თავაწეული , ამაყი ნაბიჯებით დატოვა რესტორანი . --- განანებ თამარ , შენს გრძელ ენას , მწარედ განანებ .... ყვიროდა ომარი , მაგრამ თამარს , უკვე აღარ ესმოდა , რადგან შორს იყო მისგან და ქუჩაში ცრემლიანი თვალებით მიაბიჯებდა . სახლში მისვლამდე , ცრემლები შეიშრო და სახე დაიმშვიდა , სახლში კი , თითქოს უდარდელი სახით შევიდა . --- დედააააა , თინოოო , მეც მოვედი , სად ხართ ? --- მე , აქ ვარ შვილო ., მოესმა დედის თბილი ხმა , მაგრამ გაოცებული დარჩა , როცა დედასთან შევიდა . დედა საწოლზე წამომჯდარიყო და ფეხზე დადგომას ცდილობდა , უყურებდა და ტიროდა , უხაროდა , დედის ასეთი მონდომება . --- დედიკო , ნელ - ნელა წამოდგომასაც შეძლებ , ძალას ნუ დაატან , ჯერ , ისევ სუსტია ძვალი დე , როგორ გამახარე , თინი სად არის , არ მოსულა ? --- არა , შენ არ გინახავს ? გაუკვირდა დედას , თინი არასდროს არ აგვიანებდა . --- არა , დილას რომ დავცილდით ერთმანეთს , მას , შემდეგ არააააა , დღეს რა დღეა ? ხუთშაბათი ხომ ? დღეს , დამატებითი გაკვეთილი აქვს სკოლაში და ალბად ამიტომ დააგვიანდა , სულ დამავიწყდა . უთხრა დედას დასამშვიდებლად და თავად , გონება არეული გარეთ გავიდა , სკოლისაკენ აიღო გეზი , რამოდენიმე , თინის მეგობართანაც კი მივიდა , მაგრამ თინის კვალს , ვერსად ვერ მიაგნო . უკვე კანკალმა აიტანა , ცრემლები უნამავდა თვალებს და არც დაფიქრებულა , ისე მიაკითხა საპატრულო განყოფილებას : --- ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ , ჩემი დაიკო დაიკარგა , გთხოვთ დამეხმარეთ . უკვე , ტირილი ისტერიკაში გადადიოდა ... --- დაწყნარდი შვილო და პანიკას ნუ აყვები . აი აქ , დაბრძანდი და ყველაფერი დალაგებულად მითხარი , ასაკოვანი მამაკაცი მოეფერა თამროს და ძალიან თბილად მიიღო , დაუყვავა და წყალიც დაალევინა. --- ვინ არის , შენი და,რამხელაა , სად ნახე ბოლოს და ან ვინ ნახა . ეს ყველაფერი დაწყნარებულად მითხარი და მე ჩავიწერ ყველაფერს . ცოტა დამშვიდდა თამრო და კითხვებზე ცდილობდა სწორი პასუხები გაეცა . --- თინათინ სოხაძე ,16 წლის . დილით ერთად გამოვედით სახლიდან , ის სკოლასთან დავტოვე , მე სასწავლებელში წავედი , ახლახანს დავბრუნდი სახლში და ის , ისევ არ დაბრუნებულა სკოლიდან , სკოლაში კი , არავინი არ არის. --- იქნებ მეგობართანაა და ვერ გაიგო დრო ისე გავიდა? კითხა მამაკაცმა. --- არა , ყველასთან ვიყავი და ამბობენ , რომ არ უნახავთ. --- იქნებ , ვინმე ნათესავთანაა წასული . მამაკაცი , რაღაც ხელმოსაკიდს ეძებდა , მაგრამ თამრო ყველაფერს უარყოფდა , რადგან თინის , კარგად იცნობდა და ის დაუკითხავად არსად , არავისთან არ წავიდოდა , მითუმეტეს , ისეთ ადგილზე , საიდანაც დააგვიანდებოდა , სახლში მისვლა. ---არა , მარტო შორს არ წასულა არასდროს. ის, დაუკითხავად არსად არ მიდის. --- მოდი ახლა , რა ვქნათ , შენ სახლში წადი და თუ დილამდე არ მოვიდა გოგონა სახლში , დილას უკვე , მის ძებნას გამოვაცხადებთ და ყველა ტელევიზიას გადავცემთ მის ფოტოს . თამრო გაშტერდა და გამოეთიშა სამყაროს . --- შვილო კარგად ხარ ? გესმის ჩემი ? თამროსთან , ახლოს მივიდა , ხელები დაისველა წყლით და სახეზე მოუსვა . აბა , შემომხედე , აი ასე , თავი ხელში აიყვანე და ძლიერი იყავი . ჩვენ დაგეხმარებით . შენ , აქ ნერვიულობ და იქნებ ის კი მივიდა სახლში , ვინ იცის , როგორ ნერვიულობს ისიც , დაგვიანებისთვის და გელოდება , ბოდიში რომ მოგიხადოს . ღიმილით უთხრა მამაკაცმა თამროს . --- გმადლობთ , წავალ , მართალია იქნებ სახლშია ? დაბნეული ლაპარაკობდა თამრო . უცებ , სირბილით დატოვა საპატრულოს შენობა და ასევე სირბილით წავიდა სახლისკენ . სევდიანად გააყოლა თვალი, გარეთ მდგარმა პარტულის თანამშრომლებმა . ახლოს იყო საპატრულო , მაგრამ გზა , ისე გაიწელა , რომ ძლივს მიაღწია სახლამდე . დედაც , ანერვიულებული დახვდა სახლში ,რომელმაც აკანკალებული ნიკაპით უთხრა თამროს --- სად ხართ , სად წახვედით შვილო , თინი არ მოიყვანე ? თამროს უკან , სივრცეს უყურებდა დედა და უკვირდა , თინის დაგვიანება. --- დედა , ძალიან მთხოვა , მეგობართან დავრჩებიო და ვერ ვუთხარი უარი , დავტოვე და ხვალ ერთად წავლენ სკოლაში . არ ინერვიულო შენ , კარგი ? --- კარგი შვილო , ძალიან შემეშინდა არცერთი , რომ არ ჩანდით . თამრო , მოუსვენრად იყო , მოულოდნელად ოჯახის საერთო ფოტოს წინ გაჩერდა და დააკვირდა ფოტოს , როგორი ბედნიერი წლები იყო , ის წლები , როგორი , ბედნიერი იყო ყველა იმ დროს დედა , მამა , ძმა , თავად და პატარა თინი . ფიქრებში ჩაეძინა და ძილში საშინელი ნჯღრევა იგრძნო . მამის, მამის ხმა აღვიძებდა , შიშით გაახილა თვალები და თითქოს , მამის , მრისხანებით ანთებულ თვალებს გადააწყდა , რომელსაც , მრისხანებასთან ერთად , ცრემლით ჰქონდა თვალები სავსე. --- თამარ ადექი , გესმის თამარ ? თინის ჭირდები . შეშინებული წამოხტა , გარეთ გაიხედა , ჯერ კიდევ დილის რიჟრაჟი იყო . არც დაფიქრებულა , ისე გაიკეტა სახლის კარები და გზას დაადგა . მათი სახლიდან - სკოლამდე , ერთი ჩაბნელებული ჩიხია გასავლელი და იმ ჩიხში , იშვიათად თუ გაივლის ადამიანი , გზის შესამოკლებლად . წავიდა იმ ჩიხისკენ . იქ , დანგრეული შენობებია ... ერთ ერთ შენობასთან , თინის ჩანთა ეგდო და ცალი ფეხსაცმელი . ჩაიკეცა შიშისგან , ძალიან შეეშინდა , მაგრამ შიშმა კიდეც გააძლიერა და მიხოხდა , როგორც იქნა იქამდე , ხელში აიღო ჩანთა , დაათვალიერა და თინის ნივთები ეწყო შიგნით ,მისი წიგნები და რვეულები , მაგრამ თავად თინიკო სად არის , უფრო წინ წაიწია და შენობაში დააპირა შესვლა , რომ ვერ გაბედა და უკან დაიხია . უკან - უკან სვლით წავიდა და ბოლოს სირბილით მთავარ ქუჩაზე გავიდა . მირბის გზაზე , მირბის , პოლიციაში უნდა მივიდეს , გზა გაიწელა და გზაზე მომავალ მანქანას წინ გადაუდგა . მძღოლმა გააჩერა მანქანა , მას თავად შეეშინდა თამროს შეშინებულ და შეშლილ სახეს რომ შეხედა , გადმოვიდა მანქანიდან , მიხვდა რომ თამროს , რაღაც საშინელება ჭირდა შეკითხვები ზედმეტად ჩათვალა და მხოლოდ ერთი შეეკითხა შიშით : --- რა ხდება თამარ ? თამარმა , იცნო მძღოლი და თითქოს იმედი ჩაესახა გულში , ხელით ანიშნა დანგრეული შენობებისკენ , თან აკანკალებული ხმით ამბობდა . --- გთხოვ მიშველე , აქ ნუ მიმატოვებ , იქ მგონი , ჩემი პატარა დაიკოა მოკლული , ვერ გავბედე , ვერ მივედი ახლოს . თქვა და იქვე ჩაიკეცა . დაიბნა მძღოლი და მანქანიდან წყლით სავსე ბოთლი გადმოიტანა და თამროს სველი ხელები მოუსვა სახეზე . ცოტა აზრზე რომ მოვიდა , წამოდგა და მზად იყო , თავადაც გაყოლოდა მძღოლს. --- შენ აქ დარჩი , გესმის ? მე წავალ და ვნახავ . --- არა ,მეც წამოვალ , მკაცრად უთხრა თამარმა როგორც შეეძლო , იმ წუთში სიმკაცრის გამოჩენა . --- მომისმინე თამრო , შენ ახლა ისე ხარ , ვერ შეძლებ ახლოს მისვლას . მე მადროვე , ვნახავ რა ხდება , კარგი ? აი გასაღები , დაჯექი მანქანაში და დამელოდე .წყნარად უთხრა მძღოლმა . მიიყვანა მანქანასთან , მისი ხელით გაუღო მანქანის კარები და ჩააჯინა , თავად კი წავიდა თამარის მიერ ნაჩვენებ ადგილისკენ , თან ტელეფონზე დარეკა . მივიდა იქ და მართლაც საშინელი სურათი დახვდა . არ იცოდა , რა ექნა,დალოდებოდა პატრულს თუ აეყვანა ხელში და წაეყვანა საავადმყოფოში გოგონა . 15 წუთში , პატრულიც მოვიდა და ნახეს გოგონა , შიშველ მდგომარეობაში , საშინელი ნაწამები ეგდო ძირს გათიშული , უგრძნობლად . მძღოლი , არ დაელოდა სასწრაფოს და პატრულის ნებართვით ხელში აიყვანა გოგონა , თავისივე მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში , თამრო გიჟს გავდა , ეფერებოდა თინის სახეზე და მძღოლს ეკითხებოდა : --- მითხარი , ხომ გადარჩება , ხომ იცოცხლებს? --- მივიდეთ იქამდე თამარ და ექიმი გვეტყვის ყველაფერს . უთხრა მძღოლმა . დილამდე , თამროს გვერდით იყო , არ მოშორებია . მძღოლმა , ნაცნობ ექიმებს დაურეკა , ის აკეთებდა ყველაფერს , რადგან , თამრო ძალა გამოცლილი ეგდო და ჯერ კიდევ შოკში მყოფი , ვერ გარკვეულიყო კარგად, რა ხდებოდა მის გარშემო . დილით , ექიმი ექსპერტი მიუახლოვდა და საზარელი რამ უთხრა . თითქოს მის სიცოცხლე დახვრეტის განაჩენი გამოუტანა მსაჯულებმა. --- ვწუხვარ , ძალიან , გოგონა საშინელი ნაწამებია და გაუპატიურებული , ვიმედოვნებ დამნაშავე მოიძებნება და სათანადოდ დაისჯება . თამროს ზარივით ჩაესმა ყურებში ეს ერთი სიტყვა და ექოსავეთ იმეორებდა კედლები გაუპატიურებულია , გაუპატიურებულია ..... ვინ , რას ერჩოდა თინის , ის ხომ ერთი , უწყინარი არსებაა . თანდათან შეშლილს ემსგავსებოდა და ისტერიკა დაემართა , მძღოლმა ვეღარ შეძლო მისი დაწყნარება , ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა და ერთ - ერთ პალატაში მოათავსა , სანამ გამოვიდოდა მდგომარეობიდან .... საავადმყოფოს ფოიეში ახალგაზრდა ბიჭი ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა და მძღოლთან შეჩერდა . შეხედა მეგობარს და შეეშინდა, მის ხელებზე და თეთრ პერანგზე სისხლის კვალი იყო , იქვე ახლოს კი , პატრულის წარმომადგენლები ირეოდნენ . დაიბნა , მეგობარს საყელოში მოკიდა ხელი და მისკენ მიაბრუნა . --- რა დაგემართა ბექა , რა ხდება , ან ეს რა სისხლით ხარ მოსვრილი . რა შარში გაეხვიე , ვინმეს დაეტაკე და სერიოზულადაა ? --- კარგია ვატო , რომ მოხვედი . უთხრა ბექამ , ვატოს და ყველაფერი მოუყვა . გაოცებული უსმენდა ვატო და უნდოდა მისივე ხელებით ჩაექოლა ამ საზიზღრობის გამკეთებელი . ასე , როგორ გაიმეტა 16 წლის ბავშვი , აღშფოთებას ვერ ფარავდა ვატო , ეს ხომ პედოფილობაა . შენ გიცნო , გაიგო ვინ ხარ ?შეეკითხა ვატო . --- არა ჯერ , მაგის დროც მოვა . ჯერ , ამ საქმეს უნდა მივხედოთ და კარგი ადვოკატი გვჭირდება . მე , აქ ვიქნები და ადვოკატის საქმეს შენ მიხედე , მხოლოდ წადი ჯერ და სუფთა პერანგი მომიტანე ვატო . --- კარგი , წავედი და მალე დავბრუნდები . ბექას კი უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და უთხრა . --- გამარჯობა , მე , იურისტი ვარ, გიორგი მამასახლისი . ყველანი დაჭერილები არიან . მცირეწლოვანი პატარა ბიჭებია . ეგონათ , ერთობოდნენ და გვიან გააცნობიერა ერთ - ერთმა მათგანმა , რომ დანაშაული ჩაიდინეს. არ ინერვიულოთ , ისინი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელს მოიხდიან . გოგონა გამოჯამრთელდება და თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ აქ , ამ ფურცელზე. --- მეეე ? შეეკითხა ბექა გაკვირვებულმა . --- დიახ , თქვენ . ამ დროს , ექიმმა ბექას დაუძახა და რაღაც მნიშვნელოვანი უთხრა , რამაც ბექა ძალიან გააბრაზა , მიბრუნდა იურისტთან და უთხრა : --- უკაცრავად , თქვენ , აქ ვინ გამოგგზავნათ ? მამაკაცი დაიბნა და ვერაფერი თქვა . --- თუ შეიძლება, ის ქაღალდები მე დამიტოვეთ და გადავხედავ , წავიკითხავ და თამარსაც გავაცნობ . ცნობისთვის, რომ იცოდეთ , მეც იურისტი ვარ . ბექას , არ მოეწონა მამაკაცი და ეჭვი გაუჩნდა , რომ აქ , სულ სხვა რაღაც ხდებოდა. მამაკაცმა , სავიზიტო ბარათი დაუტოვა და წავიდა. თამარი კი , ნელ - ნელა გონზე მოდიოდა . ბექა ოთახში იყო , როცა თამარმა თვალი გაახილა და წამოდგომა სცადა . ახლოს მივიდა საწოლთან და უთხრა . --- მომისმინე კარგად , მე იურისტი ვარ თამარ . მომიყევი , რა მოხდა გუშინ , გაიხსენე თვითეული დეტალი . მე არ ვმუშაობ ამ წუთში , მაგრამ ჩემი პირადი იურისტი მოვა და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პატარა დეტალის გახსენებაც კი , რომ დამნაშავე დაისაჯოს სამართლიანად . --- ვერ მოვერევი მას , ვერ დავსჯი , მე ვიზედაც მაქვს ეჭვი . უთხრა თამრომ . --- ეჭვი გაქვს ვინმეზე ? ეს , ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია თამარ . თამარო მოუყვა ყველაფერს , სიტყვა სიტყვით , რა საუბარიც ჰქონდა ომართან , არც ის დავიწყებია , რომ უარის შემთხვევაში , ანანებდა და მწარედ აზღვევინებდა . --- ყველაფერი გასაგებია . ჩვენ , დავიჭერთ ნამდვილ დამნაშავეს და არა უდანაშაულო პატარა ბიჭებს , ჯერ კიდევ ცხოვრება , რომ არ უნახავთ წესიერად . არა , ვერ დავუშვებ , რომ ტყუილ უბრალოდ ჩასვან , ის ბიჭები ციხეში . თინის მკურნალობას დიდი თანხა დასჭირდა, რაც თამროს არ ქონდა. ბექა , ყველანაირად გვერდით უდგა, თითქმის , მიაკვლიეს კიდეც დამნაშავეს , მაგრამ როგორც თამრომ თქვა , ძნელი იყო მისთვის ამ ყველაფრის დამტკიცება . ამიტომ , თამროს მოფიქრებით , იურისტთან და ბექასთან შეთანხმებით , თამრო წავიდა მის ყოფილ უფროსთან , რომელსაც ჩუმად , ტანსაცმლის შიგნით , მოსასმენი დაუმაგრა ბექამ . აკანკალებული , ფეხით შევიდა იმ რესტორანში , სადაც მისი სახელის და ღირსების გათელვა მოინდომეს და შეურაცმყოფილმა დატოვა შენობა , მაგრამ მაინც მიიწევდა წინ და აი , ომარის კაბინეტიც . არ დაუკაკუნებია , ჯიქურ შეაღო . აცრემლიანებული და მოცახცახე სხეულით დადგა მის წინ. მიაჩერდა ომარი და ირონიულად უთხრა : --- რამე გაქვს სათქმელი ? თუმცა , შენს თქმამდე მე გეტყვი . ვიცოდი , რომ მოხვიდოდი და ჩემს შემოთავაზებულ წინადადებას სიხარულით დათანხმდებოდი , ისიც ვიცოდი , რომ ძალიან შემეხვეწებოდი . --- ხოდა , მეც აქ ვარ , თანახმა ვარ , მივიღო შენი წინადადება . უთხრა თამრომ . --- მართლა ? ვერ ვიჯერებ , უდრეკი თამარი , რამ მოდრიკა ? არ უსმენდა , მის ირონიულ საუბარს და აგრძელებდა . --- მხოლოდ ,ერთი პირობით , უთხრა თამრომ . --- დაჟე , პირობებიც გვაქვს თამარ ? აბა , გისმენ, რა პირობებს მიყენებ . --- ჩემი და ცუდ მდგომარეობაშია , მას მკურნალობის დიდი თანხა ჭირდება , გამოძიება დაიწყო და სანამ დამნაშავეს იპოვნიან , დას უნდა ვუშველო . --- ვიცი რომ ფული გჭირდება და რამდენი გჭირდება მისი ჯამრთელობისთვის ? ფერდაკარგულმა , შეეკითხა ომარი . --- საკმაოდ ბევრი მჭირდება ომარ , ეხლა თამრომ გაურია ცინიზმი ხმაში . რაც ომარს ძალიან არ მოეწონა . --- მე , შენ აღარ მჭირდები თამარ , მაგრამ შეიძლება მოვილაპარაკოთ . წინათ, მე შენთან ვიყავი გულახდილი და პირდაპირი , ადამიანურად მინდოდა შენთვის დახმარება , შენ კი მე სახეში შემომაფიურთხე , აი შენ თანხა რამდენიც გჭირდება , მაგიდის უჯრა გამოაღო და თანხა მაგიდაზე დაყარა მაგრამ რატომ გადავიხადო შენთან ამდენი თანხა იმაში , რაშიც სხვასთან არაფრის გადახდა არ მჭირდება და ისე ვღებულობ სიამოვნებას , როგორც მე მინდა . აი , შენზე კი , უარს ვერ ვიტყვი და გადავიხდი რამდენსაც მთხოვ , ვნახავ ერთი გუშინდელივით გემრიელი შენც თუ ხარ . გაიხადე და შიშველი დამენახე , ჯერ ასე გიყურო და თვალი ვასიამოვნო , თამარი შეკრთა და შერცხვა , ეს მეტისმეტი იყო , მაგრამ მოითმინა . ომარიმ , ხელი დაარტყა მაგიდას და უყვირა : -- გაიხადე . ხედავ ? ფული რა საჭირო ყოფილა , აი , ხომ ხედავ , ყველაფერს გაკეთებინებს . ახლა , გესმიის რას ვითხოვდი შენგან ? შენი სხეული და ჩემი ფული . აქ , რა იყო გაუგებარი . ახლა ვინ ვაჭრობს , მე თუ შენ ? რას იზამ , დავაბრუნო ფული უკან , უჯრაში თუ გაიხდი ? ორივე დით როცა მინდა მაშინ ვისიამოვნებ , ხან ერთით და ხან მეორეთი . ზოგჯერ , შეიძლება , ორივე ერთად გამოგიძახოთ და შენ კი ვერაფერს ვერ დაამტკიცებ ..... რა მნიშვნელობა აქვს , სასჯელს , კი მოიხდიან ის პაცნები . მე კი , აი რაში მჭირდება ფული , საყვარელო . გელოდები , გაიხადე , თორემ ვეღარ ვითმენ . როგორ იდგა ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ფეხზე , თავადაც უკვირდა . მთელი ძალღონე მოიკრიბა და უთხრა : --- კარგი , მხოლოდ შებრუნდი , მე არასდროს არ გამიხდია მამაკაცის წინ .... რამხელა ძალა და თავშეკავება ჩადო ამ სიტყვების თქმაში , ყურში კი ბექას სიტყვები ესმოდა. ,,თავი არ გაყიდო თამარ , თორემ მაქედან , დაშავების გარეშე ვერ გამოხვალ . შენ ხელთ გაქვს უტყუარი საბუთი , მაგ არაკაცის დასაჭერად „ ომარი შებრუნდა და სიამოვნებით დაელოდა , როდის დაინახავდა , მის წინ მდგარ , შიშველ თამარს . თამარმა კი , ხელთ აიღო მაგიდაზე მდგარი , თიხის საყვავილე და ზურგით მჯდარ ომარს თავში ჩაარტყა , რომელიც იქვე გათიშა. თავად კი , უკან მოუხედავად გავარდა გარეთ , სადაც ბექა მანქანით ელოდა . თამრო , ჩაჯდა თუ არა მანქანაში , ბექა იმ წუთში გაეცალა იმ ტერიტორიას . გადახედა რა , გადაფითებულ თამროს , ბოთლით წყალი მიაწოდა. თამრო სახლში მიიყვანა , დედასთან და თავად იურისტთან ერთად წავიდა მასალების განსახილველად . ყველაფერი კარგად და სუფთად ჩატარდა , ამაზრზენ ომარს ბრალდება წაუყენეს და დააპატიმრეს . უდანაშაულო და შეშინებული ბავშვები, გაანთავისუფლეს . ბექამ , თავად ითავა ომარის დაპატიმრებას დასწრებოდა და პატრულთან ერთად წავიდა , მასთან პირისპირ სასაუბროდ . ომარმა უარყო დანაშაული და ცილისწამებისთვის ყველას ემუქრებოდა . ბექას არ შეშინებია მისი მუქარის , რადგან ხელთ , უტყუარი საბუთი ჰქონდა , კანონი კი , მის მხარეს იყო და უთხრა: - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით , ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი , დაბადების დღიდან 18 წლის ასაკამდე , თქვენ კი 16 წლის ბავშვზე ძალა იხმარეთ , აი ექსპერტიზის დასკვნა , აი , თქვენი თითის ანაბეჭდები. აღნიშული კანონით , განისაზღვრება ბავშვის უფლება -უნარიანობა და ქმედუნარიანობა . სისხლის სამართლის კოდექსი , დანაშაულად მიიჩნევს და ადგენს პასუხისმგებლობას , ბავშვის მიმართ , ჩადენილი გარკვეული ქმედებისთვის ან , თუ ასეთი ქმედებისთვის, ზოგადად დადგენილია პასუხისმგებლობა . უფრო ამკაცრებს ამ პასუხისმგებლობას ბავშვის მიმართ ჩადენის შემთხვევაში . მცირეწლოვანის გაუპატიურება , ამძიმებს ზოგადად გაუპატიურებისათვის დადგენილ პასუხისმგებლობას , ამიტომ მკაცრად ისჯება , სქესობრივად არასრულწლოვან ბავშვზე ძალადობა . რა გეგონა , შენს პედოფილობას , ვერავინ ვერ მიხვდებოდა ? ძალიან მალე , გაეცით თავად , თქვენივე თავი . შენისთანა მონსტრებს , ჯერ კასტარაცია უნდა გაუკეთდეს უნარკოზოდ , მერე კი , ცოცხლად უნდა დაწვან . აი , ასეთ კანონზე , სიხარულით მოვაწერ ხელს . ვინც , შენსავით ფიქრობს , რომ ბევრი ფული აქვს და მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია , რასაც მოისურვებს , დამიჯერე , რომ ძალიან ცდებიან ისინიც და თქვენც , რადგან ფულს ბედნიერება არადროს არ მოაქვს , მაგრამ მას ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს . ის , ჩუმად არის და არ ყვირის , მაგრამ ყვირის ის , ვინც სუსტია , ვინც არ იცის ფულის არც ყადრი და არც მოხმარება . შენისთანა ამაზრზენი ადამიანი კი , მუდამ იმას ცდილობს, თავისი , ბინძური ფულით ჩაფარცხოს , მისი ჩადენილი ბინძური საქმეები . ამ შემთხვევაში კი , არ გაგივიდა და გეტყვი რომ თამრო მარტო აღარ არის , თქვენი ადგილი იქაა , სადაც მიგაბრძანებენ , მე კი , ვიზრუნებ ძალიან დიდი დრო გარგუნოთ დასასვენებლად ,რადგან ძალიან გადაღლილი ხართ ამ ბინძური საქმეების კეთებით . სამართალმა იზეიმა და სადისტმა ომარიმ ის მიიღო , რაც დაიმსახურა. ბექა , საავადმყოფოში მივიდა და შეხედა , თამარს თინის საწოლზე ქონდა თავი დადებული და ტიროდა . მიუახლოვდა და მხარზე ხელი შეახო .თამარმა უცებ აწია თავი და დაღლილი შავი თვალები შეანათა ბექას . --- გამარჯობა თამარ , თამარმა თავი ასწია და ბექას რაღაცნაირი , თბილი თვალებით შეხედა და უთხრა . --- თქვენ ? არ ხართ ვალდებული აქ იყოთ . --- თამარ , გაჩუმდი და აი , ეს გამომართვი . რაღაც შეხვეული გაუწოდა და ხელებში ჩაუდო . --- ეს რა არის ? მე , არ მითხოვია თქვენთვის ფული . ეს , ეს ხომ დიდი თანხაა . შეწუხდა თამარი . --- თამარ მომისმინე , აიღე , არ გჩუქნი , სუფთა გულით გთავაზობ დახმარებას , როცა შესძლებ , ნელ - ნელა დამიბრუნე , როცა , ამის შესაძლებლობა გექნება . მხოლოდ სწორად გამიგე თამარ . მე , არაფერს არ ვითხოვ შენგან ისეთს , რაც შენ და შენს სახელს შეურაწყოფს , შენ ახლა , მხოლოდ შენი დაიკოს გადასარჩენად უნდა იფიქრო და არაფერზე სხვაზე , ფულს ვიშოვით , ვიმუშავებთ და გამოვიმუშავებთ . თინის კი , ჯამრთელობას შევუნარჩუნებთ , შენი უარი , ახლა ყოვლად უსაფუძვლოა დამიჯერე . აიღე და ექიმთან წადი . --- რატომ მეხმარები , უცხო ადამიანს , არ გეშინია , რომ ეს ფული დაგეკარგება? კითხა თამრომ . --- არ ვიცი , მართლა გეუბნები, არ ვიცი . უფალმა , შენი ლოცვა და ვედრება შეისმინა , როგორც ჩანს , მე მერგო წილად ამ საქმის სასიკეთოდ მოგვარება , ამიტომ ახლა , ჩემს წინ ვინც არ უნდა იყოს , არა აქვს მნიშვნელობა , ჩვენ, ჩვენი ადამიანობა არ უნდა დავივიწყოთ . შენისთანა , სუფთა თვალებს რომ ჩახედავს ადამიანი , უნდა მიხვდეს , რომ არ უნდა ქონდეს არაფრის შიში . ეს ჩემი სავიზიტო ბარათია და აუცილებლად დამირეკე , რომ დაგჭირდეს ჩემთან საუბარი , მხოლოდ , ყოველგვარი რიდის და ხათრის გარეშე . მპირდები? --- გპირდები . უთხრა თამრომ და ბარათი გამოართვა.დახედა ბარათს და ვატო გოგაბერიშვილი ეწერა . თითქოს გული ჩაწყდა ,სულ სხვას ელოდა , სულ სხვა სახელი და გვარის წაკითხვას . როგორი ნაცნობია ეს ხმა , მისი დიდი გრძნობით ნათქვამი თამრო . ვინც არ უნდა იყოს, ის კეთილი ადამიანია და უფალი გაახარებს . --- მიდი წადი ექიმთან , თუ გინდა ერთად წავიდეთ . თუ გინდა აქ დავრჩები , შენს მოსვლამდე . უთხრა ბექამ . --- ღმერთო , როგორ მრცხვენია , ასე , რომ შეწუხდით ჩვენს გამო , გულწრფელად წუხდა თამრო . --- რას ამბობ თამრო , ეს არც კი გაიმეორო . უთხრა ოდნავი სიბრაზით ბექამ თამროს და ხელით უბიძგა , ექიმთან წასულიყო დროზე . თამრომ თავი დახარა და უხმოდ გაეცალა ბექას , გული კი სიხარულს ვერ ფარავდა . არა უშავს , თუ მარტო ხარ ... მოვა დრო და დაჭირდები იმ ადამიანებს , ვინც მარტოობისთვის გაგიმეტა ! თამრო სულ მარტო იყო , ის ხომ , ნამდვილი და გულწრფელი გულით ცხოვრობს , მის რეალურ ცხოვრებაში . ძალიან იშვიათია დღეს , ასეთი ადამიანი იპოვო და ემოგობრო . ერთადერთი ცუდი ჩვევა ის აქვს , რომ ბრმად ენდობა ყველას და მეგობრად მიაჩნია ყველა . თამრო , ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ძალიან განიცდის , მის გარშემო მომხადრს და უჭირს ამ ყველაფრის ადვილად გადახარშვა . ძალიან ბევრს ფიქრობს , უყვარს , ვის თავთან , მარტო ყოფნა და მის თავში ჩაკეტვა . უცნაურად ეჩვენება , ვატოს (ბექას) დახმარება და დედას უნდა დაელაპარაკოს . ორივე დაჯდეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს , სათანადო მადლობა გადაუხადოს ამ უცხო ადამიანს , რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა , უცნობი ადამიანების გაჭირვება , დაუფიქრებლად და უანგაროდ დ უკვე დრო იყო სახლში წასულიყო და წასასვლელად მოემზადა . გზაში სიტყვებს აწყობდა , როგორ , რა ეთქვა დედასთვის . სახლში შევიდა და დედა ფეხზე დახვდა . თვალები , ჩაშავებული ჰქონდა უძილობისგან და ტირილისგან. ხვდებოდა საბრალო , რომ რაღაც ცუდი უნდა გაეგო. ფეხაკრებით მიუახლოვდა დედა და თითქმის ჩურჩულით მიესალმა. --- გამარჯობა დედა .მივიდა ახლოს და მის წინ დადგა . --- ჩემს წინ დაჯექი , თვალებში მიყურე და ისე მელაპარაკე თამარ , გესმის ? ყოველგვარი მიკიბ - მოკიბვის გარეშე , სად იყავი , მთელი ეს დრო და სად არის თინი . მკაცრი და ცივი იყო დედის ხმა . ეს სიცივე კი , შიშისგამო ქონდა საბრალო ქალს . ვერ შეძლო დედისთვის თვალებში შეეხედა და კედელზე , ერთი წერტილი ამოიჩემა და მას მიაჩერდა , დედას კი დაღლილი ხმით უთხრა : --- საავადმყოფოშია , თინი . --- რა სჭირს , იკითხა დედამ შეშინებულმა და თითქოს მზად იყო , უარესის მოსასმენად . ვერ უთხრა , ვერ გაბედა ეთქვა სრული სიმართლე და აქ ტყუილი მოიშველა : --- მანქანა დაეტაკა , ომ დღეს სკოლიდან რომ მოდიოდა . --- შვილოოო .... აღმოხდა , დედას საშინელი ხმა . ორივე ხელები მუხლებზე მოიჭირა და თვალებიდან მდუღარე ცრემლები დაედინა , დარდისაგან დაღარულ სახეზე . ახლა , ახლა როგორაა , კითხა ჩუჩულით თამარს. --- ახლა უკეთესადაა , მხოლოდ რამოდენიმე ხანი უნდა იწვეს, ექიმების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს , უფლის წყალობით ყველაფერი კარგადაა . შენ დამშვიდდი დე , კარგი ? თხოვდა , თამრო დედას , რადგან ეშინოდა მასაც რაიმე არ მოსვლოდა ნერვიულობაზე . --- ვინ დაეტაკა , იცი ვინ არის ? იპოვნეს ? ---- მე, არ ვიცნობ, მაგრამ უკვე დაკავებულია და პასუხს აგებს მის დანაშაულზე. --- მე რამდენჯერ გაგაბრთხილე, რაც არ უნდა იყოს, არ დამიმალო არაფერითქო. --- მე , არაფერს არ გიმალავ დედა , უთხრა გაუბედავად თამრომ დედას. --- არა , მიმალავ , შენს თვალებში ვხედავ , რომ კიდევ რაღაცას მალავ , თქვი კიდევ რა გაქვს სათქმელი . --- დედა , დიდი თანხა დაჭირდა თინის მკურნალობას , ფული ვერსად ვერ ვიშოვე . შემდეგ , თითქოს უფალმა დამხმარე მომივლინა და ერთი კეთილი ადამიანი დაგვეხმარა. გაუბედავად ამბობდა თამრო . --- ვინ არის, ვინც დაგეხმარა თამარ . დედას თვალები ჩაუწითლდა და სიბრაზისაგან , ხელები მაგიდას დასცხო ,- ვინ დაგეხმარა თამარ , არ მინდა ცუდი ვიფიქრო , მე შენ , ასე არ აღმიზრდიხარ შვილო .... თვალები გაუფართოვდა თამარს და ცრემლები ვერ შეიკავა , აკანკალებული ხმით კი , დედას უთხრა : - -- დედაააა , რას ამბობ , ნუთუ , არ მიცნობ როგორი ვარ ? სულ დაგავიწყდი ? ეს არც გაიფიქრო მეორედ , ახლა რაც გაიფიქრე . სიბრაზეს ვეღარ ფარავდა თამრო . --- მაშ , შენ ის რატომ გეხმარება , ამიხსენი, რა ხდება ჩვენს თავს თამარ , ვერც დედა ვერ აკონტროლებდა მის ხმას. --- არ ვიცი დედა , არ ვიცი , იქნებ შევეცოდე ? იქნებ , თინი შეეცოდა ? იფიქრა , რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა სიკვდილისათვის , არ ვიცი არააა. --- შეეცოდე ? ვინ არის მილიონერია ? ასეთი ბევრი ფული აქვს , რომ გზაში , უბრალოდ გადააწყდა ავარიას და მთელი ხარჯები თავად ითავა გადაეხადა? რატომ გააკეთა ეს , თუ არაფერს არ ელოდება შენგან . ფული , რაც არ უნდა ბევრი ქონდეს ადამიანს , ის გადასაყრელი , არასდროს არაა არავისთვის , ასე უბრალოდ აიღო და მოგცა , ყოველგვარი ანგარების გარეშე , ასეთი დიდი თანხა ? არა, არ მჯერა ასეთი რამ და იცი რა ? ხვალ დაპატიჟე სახლში სადილზე , რომ პირადად მოვუხადო მადლობა . --- რა ვქნა ? დავპატიჟო სახლში ? და რატომ ? აშკარად , დაიბნა თამრო. --- მინდა , ახლოს გავიცნო ადამიანი , ვინც ჩემს შვილებს დაეხმარა და გულთან მიიტანა გაჭირვებული ხალხის ბედი , რა არის აქ გაუგებარი , მინდა პირადად გადავუხადო მადლობა , უფლის მიერ , მოვლენილ ჩვენს გადამრჩენელს . არ სჯეროდა დედას , თამროსი და გადაწყვიტა ახლოს გაეცნო ეს უცხო ადამიანი . ნელი და ჩუმი ხმით კი უთხრა თამარს : --- შენს ცხოვრებაში დადგება დღე , რომ ერთ დღეს , შენც იგივეს იგრძნობ , რასაც მე ყოველდღე ვგრძნობ . ეს თქვენი სიყვარულია . გახდები დედა და მიხვდები ჩემს ტკივილსაც და სიხარულსაც , შიშსაც და მოთმინებასაც . ეხლა დაურეკე,რომ ხვალ მოვიდეს , ჩვენ მდიდრები არ ვართ შვილო , უბრალო ხალხი ვართ და უბრალოდ დავხვდებით ჩვენს გადამრჩენელს , შინაურული სადილით. მე მინდა , უბრალოდ იცოდეს , რომ შენ ოჯახში ხარ აღზრდილი . დღეს , შენს გვერდით არ არის შენი ძლიერი კედელი , მაგრამ ოდესღაც , გიცავდა ძლიერი ძალა და ოდესღაც , ბედნიერი ოჯახი გვქონდა . არ მინდა , ის იგრძნოს მან , რომ შენ უთვისტომო ხარ , არავის გარეშე . ნუ გერიდება შვილო , მას ეს გაუხარდება , შენგან დაფასებას რომ იგრძნობს .... თბილად უთხრა ბოლო სიტყვები შვილს. ბექა და ვატო თავიანთ ბიზნესის საკითხებს განიხილავდა , რომ ვატოს , მისმა მდივანმა შეატყობინა , მოულოდნელი სტუმრის შესახებ . --- ბატონო ვატო , უცხო გოგონა ითხოვს თქვენთან შეხვედრას. ვატოს გაუკვირდა და უხეშად უთხრა მდივანს. – -- გადაეცი , რომ დრო არ გვაქვს და ვერ მივიღებ . --- მეუბნება , რომ აუცილებლად უნდა ვნახოო. --- კარგი , კარგი . ბექას კაბინეტში შემოუშვი , აქ ვართ ორივე . უთხრა ვატომ და ბექას მიუბრუნდა . დამიჯერე რა შენი ხელმოწერის გარეშე არაფერი არ იქნება , მაგრამ კარგი დაფიქრება ჭირდება ამ საქმეს . ბიჭებს საუბარი , ნაცნობმა ხმამ შეაწყვეტინათ . --- გამარჯობათ ! ეუხერხულებოდა თამარს ახლოს მისვლა და კარებთან დადგა . --- თამრო ? მობრძანდი , დაბრძანდი . ყველაფერი რიგზეა ? როგორა ხართ ? პატარა დაიკო როგორაა , როგორ გრძნობს თავს ? ექიმს , ხშირად ვურეკავ და ვკითხულობ ამბებს. ბექა დაიბნა , ნამდვილად არ ელოდა , აქ თამროს მისვლას. --- მადლობა , კარგადაა ყველაფერი უფლის და თქვენი წყალობით . მორცხობდა თამრო და საუბარიც უჭირდა . --- თქვენ ? თავად , როგორ ხართ ? შეეკითხა თამროს ,რადგან მას ძალიან გადაღლილი სახე ქონდა . როგორ უნდოდა , მოფერებოდა და იმ სევდიანი თვალების ნაცვლად , ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები დაენახა ბექას თამარის სახეზე . --- მე ? მეც კარგად ვარ . თინი კარგადაა და დიდი იმედი იმისა , რომ ისევ კარგად იქნება მალე , ეს ბედნიერება მეც მაბედნიერებს და კარგად ვარ . დედას ველაპარაკე და თქვენი გაცნობა უნდა , ასევე ჩვენ გადავწყვიტეთ მადლობა გადაგიხადოთ , ჩვენს ოჯახში , ოჯახური სადილით ბატონო ვატო . ვატომ მისი სახელის გაგონენებაზე თვალები ჭყიტა და ბექას მიაჩერდა . მიხვდა , რომ ბექამ არ გაუმხილა , მისი ნამდვილი სახელი და გვარი თამროს . ბექას გაბრაზებულმა გადახედა , ბექამ კი , თამროს შეუმჩნევლად თვალები დაუბრიალა და საუბარი გააგრძელა თამროსთან. --- არაა , აუცილებელი შეწუხება . მთავარია , რომ პატარა კარგადაა და მე ეს მახარებს . გულწრფელად უთხრა ბექამ . --- დედა ისევ გამომიშვებს და ასე , რომ თქვენთვის ჯობია , აქ , ხშირად რომ არ შეგაწუხოთ , ხვალ გელოდებით შუადღით . ღიმილით უთხრა თამრომ . --- რადგან ასეა , მოხარული ვარ და აუცილებლად მოვალ , მხოლოდ მეგობართან ერთად . ვატოს გადახედა , რომელიც მდუმარედ უსმენდა ამ ორ ადამიანს . ხან ერთს და ხან მეორეს გადახედავდა და გულში იცინოდა ბექას სიმორცხვეზე და გაუბედაობაზე. --- კარგი , მე დაგტოვებთ . არ ვიცი გახსოვთ თუ არა სად ვცხოვრობ , ამიტომ ეს ჩვენი სახლის მისამართია . მისამართი მიაწოდა თამარმა და თავის დაკვრით დაემშვიდობა , იქვე მომღიმარ მდგარ ვატოს. --- მადლობა კიდევ ერთხელ , აუცილებლად მოვალთ . კმაყოფილი სახე ჰქონდა ბექას . მართალი იყო , თამროს დედა, ძალიან გაუხარდა , დაფასება ბექას , ამ უბრალო ხალხისგან . --- გაბმული ხარ ძმაო ყურებით . სიცილით უთხრა ვატომ , ხო მართლა , ჩემი სახელი რატომ წამართვი და რატომ ისარგებლე ? ---ვითომ არ იცი , არ მინდა , ჯერ გაიგოს ვინ ვარ . მაგის დროც მოვა . შენ აბრძანდები, ეხლავე და ყველა ინფორმაციას შემიკრიბავ მის ოჯახზე . ვიცი რაღაცეები , მაგრამ მეტი მინდა , რომ გავიგო. --- ოჰოოო , ძალიან დიდი ინტერესში ხომ არ ჩავარდი ძმაო ?ბექამ შეუბღვირა , ვატულიც ფეხზე წამოდგა და უთხრა : --- რამდენიმე წუთში მზად იქნება ყველაფერი . მართლაც , არ დაგვიანებია ვატოს და რამდენიმე წუთში ხელში ფურცლებით დაბრუნდა , რომელიც ბექას გადასცა და ამაყად გაიჯგიმა მის წინ , რაზედაც ბექას გაეცინა . გამოართვა ყველა ფურცელი და ყურადღებით ჩაიკითხა , თითქოს კმაყოფილება ეწერებოდა სახეზე და ისეთი შეგრძნება დარჩა ,მოუთმენლად დალოდებოდა შემდეგი დილის დადგომას. არასოდეს დაგავიწყდეთ , რომ ის სამყარო , სადაც თქვენ ცხოვრობთ და რასაც თქვენ ისტორიას , ანუ ცხოვრებას უწოდებთ , ყველაფერი , თქვენს გარშემო ბრუნავს . დიახ , თავად თქვენ ხართ , თქვენი სამყაროს ცენტრი , სამყაროსი, სადაც ცხოვრობს , ვინც თქვენ გიყვართ , სადაც გულით გრძნობ სიყვარულს და უყვარხართ , ნერვიულობენ თქვენზე , ცხოვრობენ თქვენთან ერთად და უხარიათ თქვენი ნახვა . სამყარო , სადაც მუდამ თავს იგრძნობ , როგორც არსად , რადგან ეს შენი სულის ნაწილია , ეს შენი სამყაროა . ადამიანის ცხოვრებაში უამრავი პრობლემა მოიყრის ხოლმე თავს , რომელზეც ზოგჯერ ფიქრი და შიში არ გვაძლევს საშუალებას , ვიყოთ ბედნიერი . ოჯახზე ფიქრი და დარდი , თამროს შინაგანად წამლავდა და არ აძლევდა თავის თავს უფლებას , მასზე ეფიქრა , იფიქროს და იცხოვროს თავისუფლად , ბედნიერად . რთულია ძალიან , მხოლოდ შენს თავზე და შენს ბედნიერებაზე იფიქრო , როცა ამდენი პრობლემაა შენს წინ , შენს ოჯახში . ეს , რომ გააკეთო უგულო უნდა იყო ადამიანი . ამ პრობლემის მოხსნა და ბედნიერების კარიბჭის გაღება თამროსთვის და იმ სამყაროდან გამოყვანა ,სადაც , სულ მოწყენილობაა, მხოლოდ ბექას შეეძლო. ბექა არაჩვეულებრივი გარეგნობის და ძალიან სიმპატიური მამაკაცია.არა მარტო შეხედულად და ფიზიკურად,არამედ ბუნევრივადაც.ბექას თამროს სახე პირველი ნახვიდან ჩაუვარდა გულში და სულ მასზე ფიქრობდა , მთელი ეს დრო . დღეს კი , უზომოდ ბედნიერი იყო , რომ მასთან სახლში მიდიოდა . დანიშნულ დროს , ვატომ გაუარა და წავიდნენ . გზაში ყვავილები იყიდა , ნერვიულობდა მაინც და რაღაცნაირი გრძნობა ქონდა , თითქოს დღეს მისი ცხოვრება უნდა შეიცვალოს . ვატომ შეამჩნია დაძაბულობა და უთხრა : --- რა გემართება ბექა , მოეშვი, რა დაძაბული ზიხარ . --- მთელი ღამე , თვალი არ მომიხუჭავს , მასზე ვფიქრობდი . რამდენი დავხუჭე თვალი , თითქოს მას ვხედავდი , მისი მუდამ სევდიანი თვალები . მისი ლაპარაკი ჩამესმის ყურში , მისი სიცილი და მის თვალზე ცრემლს განსაკუთრებით ვერ ვიტან . ვატო გაოცებული მისჩერებოდა და ბოლოს უთხრა . --- ეეეე , დაეშვი რა მიწაზე , ძალიან მაღლა დაფრინავ და მგონი ღრუბლებსაც კი გადაასწარი . იცინოდა ვატო. --- არასოდეს მსგავსი რამ არ განმიცდია , ასეთი რამ პირველად მემართება ჩემს ცხოვრებაში . 30წლის ვარ და ასე მგონია 15 წლის თინეიჯერი ბიჭი ვართქო. --- მე ვერ გაგცემ მაგ ყველაფერზე პასუხს ,რადგან ეს ხილი ჩემთვის უცხოა . უთხრა ცოტა სევდიანად ვატომ და ამასობაში ბინასთანაც მივიდნენ . --- მომისმინე ბექა ,ჯერ არ გადახვიდე . თავი , მშვიდად დაიჭირე და გაწონასწორებულად , გააზრებულად თქვი ყველა სიტყვა , ღირსეულად და თავდაჭერილად მოიქეცი . ბოლო - ბოლო , სასიდედროსთან გაქვს პირველი შეხვედრა და ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა , ჩათვალე , რომ დიდ ღონისძიებაზე გამოდიხარ სიტყვით, ბექა და აბა შენ იცი , ჩემგან წარმატებები . სიცილით დაასრულა ვატომ თავისი სიტყვა. --- რა იდიოტი ხარ . სერიოზულად გისმენდი . მე , ლამის გული წამივიდეს და შენ მეღადავები ? ისე კარგად ჩამოაყალიბე ყველაფერი , შემთხვევით გავლილი ხომ არ გაქვს ეს პროცესი და არა გამართლებულად დამთავრდა? ჰკითხა ბექამ გაკვირვებულმა და წარბისაწევით. --- ჯერ ჩემთვის მაგ ბედნიერებას არ მოუცლია , პატარა ხარ ჯერო ასე მითხრა . ამიტომ დამევალა , ჯერ შენს შვილებს ვუყიდო საწოვარა , ორივეს გაეცინა და გადავიდნენ მანქანიდან. კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ბექა,რომელსაც სისპეტაკის და სისუფთავის სუნი თანვე მიყვებოდა სახლის კარს მიუახლოვდა , რომ მოულოდნელად კარები გაიღო , გარეთ თამარი გამოვიდა და დამფრთხალი შვლის თვალებით უყურებდა მის წიმ მდგარ ბექას და ვატოს. შემდეგ კარები მოიხურა მის უკან და მიესალმა ბიჭებს , მორიდებულად გახედა ვატოს და ბექას მიუბრუნდა. შეშინებული ცრემლ ჩამდგარი თვალებიი..... --- ბატონო ვატო , შეიძლება რაღაც გითხრათ ? --- მითხარი , რა ხდება თამრო და მოეშვი ამ ბატონიბით საუბარს . ბექას სახე დაეძაბა იმის მოლოდინში თუ რას ეტყოდა თამრო . არანაკლებ , გაოცებული იყო ვატოც . --- დედას სანამ გაიცნობთ, მინდა ორიოდ სიტყვა გითხრათ მასზე და მის მკაცრ ხასიათზე . --- დიახ გისმენ , იცი უკეთესია რადგან , ასე უფრო გამიადვილდება მასთან საუბარი . ბექას გულზე მოეშვა და იმედიანი თვალებით შეხედა თამროს. --- ბოდიშს გიხდით , აქ რომ გაგაჩერეთ , მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა , დედაჩემი ძალიან მკაცრი დედაა , მაგრამ ადვილად შეგიძლიათ გაუგოთ , თუ მის თვითეულ სიტყვას დაკვირვებით , მოუსმენთ და სწორი გაგებით გაიგებთ . მძიმე ცხოვრება გამოიარა , ჯერ მამაჩემის და შემდეგ ჩემი ძმის სიკვდილი , ახლა კი ეს უბედურება და არ იცის სიმართლე , რადგან , ვერ შევძელი მეთქვა , ვერ გავბედე.იცის მხოლოდ ის, რომ თინის მანქანა დაეტაკა ქუჩაში გადასვლისას , გამიგეთ , ძალიან გთხოვთ . კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით , აქ რომ შეგაჩერეთ , მკრთალად გაუღიმა ბიჭებს და ცრემლიც მოიწმინდა. --- ნუ ინერვიულებ თამრო . თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ და ჩემთვის ესეც საკმარისია . გაფრთხილებისთვის მადლობა , რადგან ეს აუცილებლად უნდა მცოდნოდა. --- მაშ მობრძანდით , ჩემს მოკრძალებულ ბინაში . უთხრა თამრომ და სახლში შევიდა სტუმრებთან ერთად . გაკვირვება და კმაყოფილება ეწერა სახეზე ქალბატონ მერის , სტუმრებს რომ შეუძღვა მისაღებში თამრო და დედას წარუდგინა ორი უცხო და სრულიად უცნობი ახალგაზრდა. --- გამარჯობათ ! მიესალმა ორივე ქალბატონს და ყვავილების ბუკეტი მიართვა, ერთი ქალბატონ მერის და მეორე თამროს. --- ბოდიშს გიხდით შვილებო ,რომ ფეხზე დამდგარი ვერ შემოგხვდით . ვერ ვდგები დიდი ხნით ფეხზე , ჯერ კიდევ მიჭირს . მიხარია თქვენი ახლოს გაცნობა . კმაყოფილებას ვერ ფარავდა ქალბატონი მერი , ორივე ძალიან მოეწონა. --- არა უშავს ,არ ინერვიულოთ ასეთ წვრილმანებზე. ერთდროულად უთხრა ბიჭებმა მერის და თან გაუღიმეს . --- რომელი თქვენთაგანი დაეხმარა ჩემს შვილებს და ჩემს ოჯახს , ამ გაჭირვებაში შვილებო . შეეკითხა და ინტერესით დააკვირდა ორივეს . --- ორივემ . თქვა ვატომ , დახმარებით ორივემ დავეხმარეთ დეიდა , მაგრამ ეს ბექას ინიციატივა იყო . ამ დროს თამრომ შეხედა ბექას და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა , თითქოს თამროს თვალებში იმედის სხივმა გაანათა , მაგრამ გულის ტკივილს მაინც გრძნობდა . --- ბექა შვილო , მე გაოცებული ვარ , ის რაც ჩემი ოჯახისთვის გააკეთე ,ამის დავიწყება შეუძლებელია. --- არ ღირს სამადლობლად . თქვენც რომ ჩვენს ადგილზე ყოფილიყავით,დარწმუნებული ვარ იგივეს გააკეთებდით ,რაც მე და ვატომ გავაკეთეთ . --- მხოლოდ , გთხოვთ არ ინერვიულოთ . ის თანხა რაც ჩემს შვილს მოახმარეთ , არ არის პატარა თანხა . ჩვენ შევძლებთ დაგიბრუნოთ უკან ვალი , ამ სახლის გაყიდვაც , რომ მომიწიოს , თქვენ , თქვენს ფულს დროზე ადრე მიიღებთ . გულწრფელად ამბობდა ქალბატონი მერი . თითქოს გულის სიღრმიდან ამოდიოდა მისი თითოეული სიტყვა და ეს ძალიან ესიამოვნა ბექასაც და ვატოსაც. --- მე რომ მენერვიულა და ის მეფიქრა , ფულს ვკარგავდი და ვერასდროს ვერ მოვძებნიდი ხალხს , ვისაც დავეხმარე , საერთოდ არაფერს არ ვიზამდი . მე თამროს თვალებში სიწმინდე და სისპეტაკე მხოლოდ ახლა არ დამინახავს , მე მისი წმინდა თვალები , ჯერ კიდევ 6-ი წლის წინ დავინახე და აი ესეც ,, ბედია ირონია '', აქ შემთხვევით შევხვდი , მეორე ის რომ არაფერი არ გაქვთ სანერვიულო ეს თანხა უკვე გადახდილია , მძღოლმა ყველა თანხა დააბრუნა უკან . ეს გუშინ არ გითხარი , რადგან ჩვენც დღეს გავიგეთ , ასე , რომ სანერვიულოც არაფერია . საუბარში ვატო ჩაერია . --- ასეც , რომ არ ყოფილიყო ,სახლის გაყიდვის უფლებას არც მე დაგრთავდით და არც ბექა . ეს , ოთხი კედელი , ვხედავ თქვენთვის , თქვენი ცხოვრების , ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია . --- სწორად აღნიშნე შვილო , ეს კედლები მართლაც ძვირფასია ჩემთვის .ამ კედლების შესაძენად ჩემი შვილი ავღანეთის ომში წავიდა საბრძოლველად , მაგრამ ყველაფერზე მეტად, ჩემთვის , ჩემი შვილებია მნიშვნელოვანი და უძვირფასესი , მაგრამ მაინც გამაკვირვა თქვენმა საქციელმა , დღევანდელ დროში , ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა . მე ვაფასებ , თქვენს საქციელს და გულწრფელად გიხდით მადლობას . --- არ გეგონოთ, მსოფლიოში ერთადერთი მდიდარი ადამიანი ვიყო . ყველა ადამიანს , აქვს თავისი ოცნება და მათ შორის ერთერთი მეც ვარ , რომელსაც ჩემი ოცნება და ჩემი მიზანი მაქვს , მაგრამ არა სხვებივით , ახალი მერსედესი ან რაიმე ისეთი განსაკუთრებული მქონოდა , რაც უფრო თვალში საცემია სხვისათვის , მე მინდოდა გამეკეთებია ისეთი რამ , რაც მომიტანდა არა წარმატებას და პოპულარობას , ,არამედ ხალხის ლოცვას და ღვთისგან წყალობას .... ეს ჩემი ყოველდღიური ფიქრი იყო , დავხმარებოდი ვინმეს . დავდივარ მარტო , არ მყავს დაცვა და არ მიცავს საქართველოს ჯარი , მე ვაკეთებ სიკეთეს და დავდივარ კიდეც უფრო თავისუფლად , უფრო ამაყადაც კი . ეს ერთადერთი ქველმოქმედებაა და ხალხის მადლიერი თვალების გამოხედვით , მეც უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ , ჯერ უფლის მადლობელი ვარ , ამ სიკეთის გაკეთების ძალას რომ მაძლევს და მერე კიდევ , ჩემი თავის . არ მინდა არაფერი , იმის გარდა , მქონდეს წყნარი ცხოვრება და მომავალი , ყოველგვარი პრობლემების გარეშე . აი , ეს ვარ სულ , რასაც და როგორსაც მხედავთ . --- ყველაფერი გასაგებია , მაგრამ ჩვენ ხომ სულ უცხოები ვართ თქვენთვის , გაოცებას ვერ ფარავდა ქალბატონი მერი. --- მინდა თამამად გითხრათ მერი დეიდა ,უცხო და უცნობი უფრო დაგიფასებს ამაგს ,ვიდრე ახლობელი და ნათესავი ... ასეც რომ არ იყოს , მინდა გითხრათ , რომ მე თამროს საერთოდ არ ვთვლი უცხოდ და უცნობად . თქვა ბექამ და თამროს შეხედა , ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს ერთმანეთის შავი თვალების სიღრმეში , ერთად იძირებოდნენ , მაგრამ შველას არ თხოვდნენ ერთმანეთს , რადგან ეს ორივეს სიამოვნება იყო . --- რას გულისხმობ ბექა შვილო , რა გინდა , რომ თქვა მაგ მინიშნებით , თითქოს გულის სიღრმეში ჩაუძვრა ეს ქალი და მატლივით ხრავდა მისი გულის ფიცარს , შიგ შესაძრომად და აზრების წასაკითხად , ამიტომ არც აცია და არც აცხელა , პირდაპირ მიახალა სათქმელი ქალბატონ მერის და ისევ მოგზაურობდა თამროს უკუნეთ შავ თვალებში . --- მე , მომწონს თქვენი ქალიშვილი და მინდა დავქორწინდე მასზე . ეს არ მიფიქრია არც გუშინ და არც დღეს , არც ერთი კვირის უკან , მე , მასზე უკვე დიდი ხანია , რომ ვფიქრობ . თვალს არ აშორებდა თამროს და სახლში სიჩუმემ დაისადგურა, ეს სიჩუმე კი თამროს , მაღალმა ხმამ დაარღვია : ---შენ სულ გაგიჟდით ხომ ? რას ნიშნავს გინდათ დავქორწინდეთ . აღშფოთებული იყო თამრო და მისი , შავი თვალების ბრიალი ბექას უფრო და უფრო ატყვევებდა . ვატო? რას გრძნობდა ვატო ? გაოცებული იყო , ეს ხომ , არ ჰქონდა ნათქვამი ბექას და ასე უცებ მოფიქრება და ასე უცებ თქმაც , რომ გადაწყვიტა , კიდევაც უხაროდა და კიდევაც აოცებდა . --- დაწყნარდი შვილო , დაგვტოვეთ მარტო , მინდა მარტომ ვილაპარაკოთ მე და ბექამ. მიდი დესერტი მოამზადე , ყავა მოადუღე . თამრო წამოდგა მაგიდიდან და გავიდა სამზარეულოში და უკან მიყვა ვატოც . --- ბექა , შვილო , ეს გადაწყვეტილება , რომელიც ეხლა წარმოთქვი , პატარა ბიჭი არა ხარ, რომ ვერ აცნობიერებდე სიტყვა ქორწინება რას და რამდენს ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში . შენმა მშობლებმა იციან შენს გადაწყვეტილებაზე ? თავად მერიც დაიბნა , ბექას უეცარი გადაწყვეტილებით. --- არა , ჯერ არაფერი არ იციან და მე მგონი 31 წლის ასაკში , უნდა მქონდეს უფლება , რაც მინდა ის გავაკეთო და ჩემით გადავწყვიტო ჩემი მომავალი , მაგრამ დამერწმუნეთ , ჩემებს , ჩემი გადაწყვეტილება , ძალიან გაახარებს . --- რას საქმიანობენ , შენი მშობლები ? --- ისინი, სოფელში ცხოვრობენ და მეურნეობას უძღვებიან , ასევე , მეღვინეობას . დამიჯერეთ , სანერვიულო არაფერი გაქვთ . მეც ჩემი სამსახური მაქვს , დავამთავრე იურდიული , მაგრამ ბიზნეს მოვკიდე ხელი და მე და ვატო ერთად ვმუშაობთ , ჩვენი კომპანია გვაქვს. --- მშობლებმა უარი რომ გითხრას , რა მოხდება ? --- არაფერი არ მოხდება,რადგან ისინი მე გამიგებენ . --- ბექა შვილო , მე გუშინ არ დავბადებულვარ , ძალიან ბევრი რამ , გამოვიარე ცხოვრებაში და რომ გითხრა სწორად გამიგე , ზუსტად , ცხოვრებისგან დაღლილი სულით ვდგავარ ახლა შენს წინაშე . რა იქნება , თუ უარყვეს შენი გადაწყვეტილება ? --- მე , ქალაქში ვცხოვრობ , ჯერ ერთი და მეორე , მათთან ერთადაც რომ ვცხოვრობდე , არ მივცემ უფლებას არც ჩემს მშობლებს და არც არავის , ჩემს პირადში ჩაერიოს . შემიძლია და შემწევს ამის ძალა , ვიცხოვრო ისე , როგორც მინდა და სადაც მინდა . ძალიან კმაყოფილი , იყო ბექას აზროვნებით და გადაჭრილი პასუხებით ქალბატონი მერი. --- ეს ყველაფერი კარგი , მაგრამ შენ კარგად ხედავ როგორ ვცხოვრობთ , არ შემიძლია ჩემს შვილს დავეხმარო , უთხრა და თვალები აუცრემლიანდა მამამისი რომ ცოცხალი იყოს დღეს , ის უბედნიერესი მამა იქნებოდა . --- მე , არ მინდა თქვენი არაფერი მერი დეიდა . მე ყველაფერი მაქვს , რაც კი საჭიროა , ერთი , პატარა ოჯახისთვის. --- გასაგებია ,დავფიქრდები ბექა შვილო , ერთად დავილაპარაკებთ დედა და შვილი და შეგატყობინებ . ბექა წამოდგა და ნებართვა ითხოვა თამროს დალაპარაკებოდა . ქალბატონ მერისგან , თვალებით მიიღო თანხმობა და გავიდა ბოდიშის მოხდით . თამრომ , ვერ გაძლო სამზარეულოში და გარეთ გავიდა და კიბის თავში მიდი - მოდიოდა , ალბად უფლება რომ ქონოდა ხელსაც კი აიღებდა ბექაზე . ვატო უყურებდა და ჩუმად იცინოდა. --- კარგი რა თამარ , მე დამესხა ბრუ ამდენი მიდი - მოდით და რომ ქოთქოთებ არ დაიღალე ? მე უნდა ვიყო გულმოსული და ნაწყენი , რადგან არ ვიცოდი , რას ფიქრობდა და შენ ხარ ნაწყენი ? თამარმა გახედა და თვალები დაუბრიალა . კარგი რა, ისე ხარ , როგორც არენაზე გამოსული ხარი , ბოლს რომ უშვებს ცხვირიდან და მზადაა მსხვერპლი გაგლიჯოს . არ ჩერდებოდა ვატო და თამროს ნერვებზე თამაშს აგრძელებდა. --- ხოდა მიფრთხილდი ვატო , შენ არ მომხვდე ხელში . შეუღრინა ,თამრომ , ამ დროს კარები გაიღო და ბექა გამოვიდა და არც აცადა სიტყვის თქმა უცებ მიახალა თამრომ : --- შენ სულ გადაირიე ხომ ? საიდან , მოგივიდა ეგ აზრი თავში , ექიმთან წადი და უშველე დროზე შენს თავს. --- მე ვთქვი ის , რაც დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა თამარ . უთხრა წყნარად ბექამ , ყოველგვარი აღელვების გარეშე . --- და , მე რატომ არაფერი არ ვიცოდი ? და კიდევ , რატომ მომატყუილე ვატო მქვიაო ? --- აი ეს , მეც მაინტერესებს , მიდი რძალო , შენს გვერდში ვარ მეც . ორივე , დოინჯშემოწყობილი იდგა ბექას წინ და ბექა სიცილს ძლივს იკავებდა , ამ ორი აფოფრილი ადამიანის შეხედვისას . --- შენ გვერდზე გადექი . ანიშნა ვატოს და ისევ თამარს მიუბრუნდა , არ მქონდა დრო , რომ ვერ მიცანი პირველად , ამიტომ , გითხარი ვატო მქვიათქო . ეხლა კი , დედაშენმა თავად მომცა შესაძლებლობა გახსნილად მესაუბრა და შენც სიმართლე გაიგე . მადლობა მითხარი რომ დედაშენი ვერ მოვატყუილე თორემ , ცოლად ბექას კიარა , ვატოს გაყვებოდი და ქორწილზე გაიგებდი სიმართლეს , უთხრა და თვალი ჩაუკრა, სიბრაზისაგან გაბერილ თამარს . --- ნაგლად რატომ მექცევი , ჩემი ფიქრები არ გაინტერესებს, რას ვფიქრობ მე შენზე ? --- მაინტერესებს და ამიტომ ახლა გეკითხები . თამარ სოხაძე , გახდები ჩემი ცოლი? --- მეხუმრები ხომ ? უთხრა თვალებგაფართოებულმა თამრომ . --- თამრო არ გაბედო უარის თქმა , შეიცოდე 31 წლისაა და უნდა მოასწროს ერთი გვარის გამგრძელებელი დაუტოვოს სამშობლოს . თქვა იქვე მდგარმა ვატომ , რაზეც სამივეს გაეცინა , მაგრამ ბექა , ისევ უცებ დასერიოზულდა და თამროს უთხრა. --- გახსოვს , რა გითხარი იმ დღეს , როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ ? ,,უნდა წავიდე , მაგრამ ჩემს ფიქრებს და ჩემს გულს , აქ , შენთან ვტოვებ ''. უთხრა და თითი გულზე მიადო , აი აქ , აქ ჩავდე წლების წინ ჩემი გული და ისევ აქ დამხვდა , რამაც ძალიან გამახარა . დაფიქრდი და სამ დღეში მოვალ , უარი არ მიიღება თამარ . უთხრა გაოგნებულ თამარს , შუბლზე აკოცა , თვალი ჩაუკრა და ვატოს უთხრა ---- წამოდი , დავემშვოდობოთ , შიგნით გველოდება ადამიანი . ბექა სახლში შებრუნდა და ვატომ კი თამროს უთხრა. --- სამ დღეში , ზუსტად სამ დღეში , უარს იტყვი და დიდგორის ლაშქარით მოვდივართ იცოდე . უარი არ მიიღება რძალო , ეს გამორიცხულია . თამრომ , ისევ დაბღვერილი შეხედა ვატოს და რაღაცის თქმას აპირებდა , რომ ვატომ უცებ გააჩუმა . მე ნუ მიბღვერ , არაფერი არ დამიშავებია შენთვის . იმას შეუბღვირე, ისაა , ყველაზე მეტი დამნაშავე და უფლებას გაძლევ ძვლებში დაამტვრიო , თუ მოერევი , რა თქმა უნდა . --- ვატო , ნუ ლაზღანდარობ და წამოდი , ახლა ბექამ შეუბღვირა ვატოს და სახლში შეათრია . ორივე დაემშვიდობა თამროს და დედამის და სახლი ფეხაკრებით დატოვეს . თამრო კი დარჩა კედელთან ატუზული და აკანკალებული . შემდეგ დედას მიუბრუნდა და ტირილით უთხრა : --- დე , დედიკო , ცუდი არაფერი არ იფიქრო , ძალიან გთხოვ. , მეც დღეს , შენთან ერთად გავიგე პირველად რაც მან თქვა , დამიჯერე დე , არ მოუსმინო , არ ინერვიულო დედა , არასოდეს არ მიგატოვებთ , თქვენ ხართ ჩემი სამყარო და ვერ დაგტოვებთ , არასოსდეს არ გავთხოვდები , არასოდეს არ ვიფიქრებ ჩემს თავზე და ჩემს ბედნიერებაზე , მე თქვენ , შენ და თინის ვერ მიგატოვებთ ... --- რატომ ? თუ გინდა გაიგო , მე რას ვფიქრობ , გეტყვი , რომ მე ბექა ძალიან მომეწონა , მე გადავწყვიტე თანხმობა ვუთხრა და დაქორწინდეს შენზე . --- რას ამბობ დედა გესმის ? რომელი საუკუნეა , ასე რომ გავთხოვდე , ქვის ხანაში დაბრუნდი ? თუ ავადმყოფობამ სულ გამოგილია აზროვნების უნარი ? ჩემს გრძნობებზე აღარაფერს არ იტყვი ? არ მეკითხები , მინდა თუ არა მასზე გათხოვება ?გიჟს დაემსგავსა თამრო , დედის სიტყვებზე . მოწონდა ბექა, მაგრამ ასე უცებ , ადგეს და გათხოვდეს ? არა,არა, ეს ხომ შეუძლებელია ..... --- მომისმინე , კარგად ვიცი რომელი საუკუნეა და ქვის ხანაში რომ არავართ ჩარჩენილები , უცნაური რომ არის ახლანდელ დროში ასეთი გადაწყვეტილების მიღება , მე კარგად დავაკვირდი მის თვითეულ სიტყვას , როგორი სიყვარულით საუბრობს , მითუმეტეს , მაშინ როცა , შენს სახელს წარმოთქვამს . როდემდე , უნდა შემომაჩერდე შვილო და იყო მარტო , ჩემს გამო ისედაც გვიან გააგრძელე სწავლა და როგორ წვალობ , რომ დაამთავრებ , ვინ იცის .... შენში , თუ ოდნავ რაიმე გრძნობაა მის მიმართ , დაქორწინდი მასზე . ჩათვალე , რომ ეს ჩემი საბოლოო სურვილია და შემისრულე მომაკვდავ დედას . --- არა,არა,არა და არა. ათასჯერ არა. როგორ წავიდე სახლიდან და მიგატოვოთ თქვენ , შენ არ შეგიძლია ,თინი ჯერ კიდევ კარგად არ არის . არა,არასდროს არ მითხრა დედა მეორედ ასეთი რამ . ტიროდა თამრო და ტიროდა მერიც , შორი ახლოს - მდგარი თინიც უსმენდა დედა - შვილის საუბარს და ტიროდა ისიც , მიუახლოვდა დაიკოს და ხელები მოხვია , თვალებში ჩააშტერდა და უთხრა : --- თამო , არც ისე პატარა ვარ , როგორც შენ და დედას გგონიათ . თუ გინდა ჩვენ , მე და დედა კარგად ვიყოთ გათხოვდი ბექაზე , ის ძალიან კარგი ადამიანია . ის შენი ბედია თამო და ნუ კრავ ხელს შენს ბედს . --- კარგი ქმარიც გეყოლება შვილო და სასწავლებელსაც დაასრულებ და შენი საქმიანობით დაიწყებ მუშაობას . საზოგადოებაში გექნება ადგილი , მეუღლის გვერდით და დრო რომ მოვა , შენს ერთადერთ დას მოეხმარები და დააყენებ ფეხზე. --- დედა , ასე რატომ მელაპარაკები , თითქოს უკანასკნელად ვზივართ ერთად და მომავლის გეგმებს განვიხილავთ. --- შენ , კარგად იცი , რომ მე არ შემიძლია მოგცე ის, რასაც შენ იმსახურებ . დამიჯერე და არ წააგებ , ბედნიერი ქალი იქნები და ოდესღაც დღევანდელ დღეს ღიმილით გაიხსენებ , მე აღარც კი ვიქნები თქვენს სიახლოვეს , არ გაძალებ , მაგრამ კარგად დაფიქრდი , რამდენი მაქვს კიდევ დარჩენილი სიცოცხლე ? არც , ისე ბევრი და ვფიქრობ , თუ დადებითი პასუხს ეტყვი ბექას , ჩათვალე , რომ მე უბედნიერესი წავედი იმ ქვეყნად და მამაშენს და შენს ძმას თავად მივუტან ამ სასიხარულო ამბავს . შენ რა გგონია , მე ვერ ვხვდები ვერაფერს ? ნუთუ , შენს დას რაც დაემართა , შენთვის მაგალითის მომცემი არ არის ? მე მივხვდი ყველაფერს . არ გამიზრდიხართ ტყუილებში , ამიტომ არ შეგიძლიათ ტყუილის თქმა . საკმარისია , ტანჯვა და ცრემლი , შენც გაქვს ბედნიერების უფლება . უფალი გფარავდეს შვილო . გულით დალოცა შვილი და მხურვალედ ჩაიკრა გულში , ორივე დედამ და სამივეს ცრემლი ერთმანეთში აირია . --- დედააა,დედიკოოო , თამრო გულამოგლეჯილი ტიროდა და გულში იხუტებდა საყვარელ დაიკოს. --- ის შეიყვარე , ვინც შეგიყვარებს და გაგხდის ბედნიერს . გაბედე , ახალ გზაზე გასვლა და უკან არ მოიხედო . წინ წადი ღიმილიანი სახით , ტკივილი და ცრემლი წარსულში დატოვე . საკმაოდ ძლიერი ხარ , დაამარცხო დარდი და სევდა , ძლიერი ხარ და შენ ამას შესძლებ . ცხოვრებამ საკმაო სიმწარე გაჩვენა და აი , დაგინდო , ამდენი ტკივილის დასავიწყებლად , ბექა გამოგიგზავნა მხნელად ,შენი მომავალი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის . ნუ კრავ ხელს , ამ მოულოდნელ ბედნიერებას , ეს ხომ ,, ბედის ირონიაა '' .... მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო ! დღეს , დღევანდელი დღე თქვენს ცხოვრებაში არის დაუვიწყარი დღე , დღეს თქვენ უნდა მიიღოთ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება , რასაც , ოჯახის შექმნა ჰქვია .ქალბატონო თამარ სოხაძე და ბატონო ბექა მეგრელიშვილო, მზად ხართ ამ ქორწინებისთვის ? თქვენს ქორწინებაში, იქნება ურთიერთ დაფასება და ურთიერთ პატივისცემა , სიყვარული და მეგობრობა . მზად ხართ გახდეთ ერთმანეთის ტკივილი და ერთმანეთის სიხარული ? --- დიახ , უპასუხა თამრომ . --- დიახ , დადებითი პასუხის გაცემა, არც ბექამ დააყოვნა. – --ეს , რომ ყველაფერი კანონის მიხევით მოხდეს, საჭიროა თქვენი ხელმოწერა , გთხოვთ.ხელი მოაწერეს და ბეჭდებიც გაცვალეს.ბედნიერი იყო ორივე და ბექას არც უცდია დაემალა ეს ბედნიერება. მთაწმინდის პარკის , ქორწინების სახლი ,სადად იყო მორთული , ვიწრო წრეში მოაწერეს ხელი . ასე ინდომა თამრომ და არც ბექაა დიდად მოხარული ხმაურის . მთავარი ის იყო მისთვის , რომ თამრო მის გვერდითაა . საყვარელი ქალი და წყნარი , ოჯახური სიმყუდროვე , სხვა რა უნდა ინატროს ბედნიერმა კაცმა. --- ნუ დაგვავიწყდება , რომ ბექა , იმერეთიდან არის და მის ულამაზეს სოფელში დღეს ყველა ბედნიერების ღიმილს აფრქვევდა . ხმაურობდა ბექას მშობლიური სახლი , ეზოს კუთხეში , იყო შეკრებილი ახალგაზრდები და ხუმრობდნენ , მხიარული გადაძახილები არ წყდებოდა , ბავშვების ყიჟინა აყრუებდა იქაურობას , რომ უეცრად მათი ხმა მანანების საყვირებმა გადაფარა და ატყდა შეძახილები : --- მოდიან , მოდიან ... აყვირდნენ ბავშვები და ყველა , სახლის წინ გამოვიდა სიძე პატარძალის სანახავად. ბედნიერების სხივს , ვერც ბექას მშობლები ფარავდნენ . მათ დარდისაგან დაღარულ სახეს , სულ სხვა სხივი და სულ სხვა ელფერი ქონდა დღეს . ამაყად იდგა ეზოს შუა გულში, ვერცხლისფრად შევერცხლილი ორი ასაკოვანი წყვილი და ღიმილით შეხვდნენ შვილს , ულამაზეს რძალთან ერთად . დამქანცველი და უძილო ღამეების მიუხედავად , თამრო შესანიშნავად გამოიყურებოდა . მის ფერმკრთალ სახეზე ეწერა , რომ ის ქორწინების სიწმინდის მაგალითი იყო , ძალიან ლამაზად ჩაიარა ქორწილმა და უფრო სასიხარულო გახდა , როცა შუა ქეიფში ეზოს შეუჩერებელი სიგნალით მოადგა მანქანა და იქედან გაღიმებული და სიხარულით სავსე , ბაჩო გადმოვიდა , მისი ულამაზესი ოჯახით . მართლაც , შემატებული პატარა ანგელოზით ,რომლითაც ხელს იმშვენებდა და ხელში პატარა და ძალიან ლამაზი ბარბარე ჰყავდა აყვანილი. ბექას სიხარულს , საზღვარი არ ქონდა , ბაჩოს და ტატას დანახვისა . გაიხარა , ბექას მშობლებმა , პატარების კიდევ ერთხელ ნახვით და პატარა კიკინებიანი ბარბარე ხელიდან - ხელში გადადიოდა , ბავშვი კი , გაოცებული თვალებით უყურებდა უამრავ უცხო ხალხს . --- სიტყვის კაცი ხარ ბაჩო ,შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე . მოეხვია მას ამირან ძიამ და გულში ჩაიხუტა. --- ძალიან გამახარე დედა, შენც რომ ხარ , ამ ბედნიერ დღეს ჩემი შვილის გვერდით . უთხრა ბექას დედამ და გულში ჩაიხუტა ბაჩო. ---აბა რა გეგონათ ქორწილი უჩემოდ? ეს გამორიცხულია . იღიმოდა ბაჩო და გულში იხუტებდა მოხუცებს. ყველაფერი ძალიან კარგად იყო,თამროს ძალიან მოეწონა სოფელში, მოეწონა ოჯახში დამყარებული თბილი და ტკბილი ჰარმონია. ერთადერთ უხერხულობას მხოლოდ ბექას სიახლოვე უქმნიდა . ხვდებოდა ბექა კარგად და თამროს დაძაბულობას და ჩუმად ჩასჩურჩულა ყურში : --- მგელი , არავარ , რომ არ დაგინდო , მაგის დროც მოვა , ეს დაძაბულობა რომ მოგიხსნა ჩემთან , მოეშვი ნუ გეშინია . თამრომ , მადლიერი თვალებით გახედა ბექას და ბექას მიმართ გრძნობამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია , რა თქმა უნდა , ბექას სასასრგებლოდ .... წინასწარ გაფრთხილებ , სრული თავისუფლება გაქვს ქალაქში წასვლამდე , მე შენი სახელმწიფო ვარ , შენ კი , ჩემი მოხელე და უნდა დამემორჩილო , თორემ დაისჯები . --- ბექა , ძალიან უზრდელი რომ ხარ , ეს იცოდი აქამდე ?სრული სერიოზულობით უთხრა თამრომ ბექას , მაგრამ ბექამ , უცებ უპასუხა : --- სულაც არა , საყვარელო , უნდა გითხრა , რომ თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება ვარ , რასაც ვფიქრობ , იმას ვამბობ. –-- როდემდე , დავრჩებით სოფელში ? მორცხვად , შეეკითხა და პასუხის მოლოდინში გაინაბა . ბექამ , ქვეშ-ქვეშ გამოხედა ეშმაკურად და უთხრა : --- მოიწყინე ? არ მოგწონს აქ თუუუუ ჩემთან სასჯელს ელოდები და იმიტომ გინდა წასვლა? თამრომ თვალებ გაფართოებულმა შეხედა და ბალიშს დაავლო ხელი , რომ ესროლა , მაგრამ ბექამ მოასწრო და კარებში გავარდა . ოთახიდან გამოსული კი , ვატოს და ბაჩოს დაეტაკა , რომლებმაც გაკვირვებულებმა შეხედეს და ასევე გაკვირვებულმა შეეკითხა ვატო : --- რა გჭირს გააფრინე ? კინაღამ კიბიდან გადამაგდე , რა მოგივიდა , რა კისერს იმტვრევ , ამ ქორწილის პირველ ღამეს. ---არაფერია , შენ არ წასულხარ ? დაიძინა ბავშვებმა ბაჩო ? უცებ , თემა შეცვალა ბექამ. --- მოიცა რა , დახტიხარ აქეთ იქით, ამ თემიდან იმ თემაზე . დაიცა გამოვიცნო , აქ რატომ ხარ და რატომ ქოშინობ ასე ღრმად ? ოთახიდან გამოგაგდო ხო ? ვატომ და ბაჩომ გულიანად გადაიხარხარა და ბექამ გაბრაზებულმა გადახედა ორივეს ---ვატოოო ხანდახან იცი რას ვფიქრობ?უთხრა ბესომ. ---აბა რას ფიქრობ,მიდი მითხარი ბებეროოო.თითქოს პაექრობაში იწვევდა ვატო ბექას. ბაჩო გვერძე გადგა და ღიმილით უყურებდა ამ ორს, როგორ ეჭიმებოდნენ ერთმანეთს. ---ქართველები ძალიან ამაყი ხალხი ვართ,ამასთან ერთად ცხოვრება ხანმოკლეა და ეცადე სიყვარული მოასწრო თორემ, ასე დარჩები გამოშტერებული. ვატომ უსმინდა და უთხრა. ---ადამიანების შეცდომა იცი რაშია შენ მართლა გამოშტერებულო? თან გვერძე გაიხედ-გამოიხედა არავინ მომისმინოსო. --- რაში , აბა მითხარი გელოდები . უთხრა ბექამ . ---შენი ასაკის ხალხი, თავის სიცოცხლის მანძილზე ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვთ . უთხრა და თვალი ჩაუკრა , შემდეგ კი წაუმღერა და წავიდა .... მე შენთან მოვალ , როგორც თოვლიიი მოვიდა შარშააან. --- შარშან , თოვლი როგორც მახსოვს , საერთოდ არ მოსულა , რა გიჟი ხარ . ჩაიცინა ბექამ და ოთახში აპირებდა შებრუნებას რომ ბაჩომ უთხრა : --- შენ უნდა თქვა ახლა 31 წლის კაცი ვარო ? 15 წლის ბიჭივით ხარ აცუნდრუკებული , დასერიოზულდი ცოტა , ნუ შეაშინებ მაგ გოგოს , სად მიდიხარ , აკი ბავშვებს თუ ძინავსო ... ასე არ იკითხე? იცინოდა ბაჩო,მერე ხელი ჩაიქნია და შევიდა მის ოთახში , სადაც , მის ანგელოზებს უკვე ეძინათ და სიზმრებში ლამაზ პრინცესებს ხედავდნენ. --- ძალიან კარგად აეწყო, ბექას და თამროს ურთიერთობა . უყვარდათ ერთმანეთი და აფასებდნენ ერთმანეთის გრძნობებს , უფრთხილდებოდნენ ერთმანეთის ლამაზად ნათქვამ სიტყვას ,, მიყვარხარ ''. თამრომ , სასწავლებელი დაასრულა და მუშაობა ბექას მეგობრების დახმარებით დაიწყო საავადმყოფოში, ის ბავშვთა პედიატრი იყო და უხაროდა ბავშვებთან რომ ქონდა შეხება, მაგრამ მათ ტკივილს მისად ითავისებდა და ძალიან სათუთად ეპყრობოდა ყველას. . ხშირად აკითხავდა დედას და დაიკოს . თამრო და ეკონომიურად , კარგადაც ეხმარებიდა . დედა , კარგად დადგა ფეხზე , ისე რომ სახლში ნელ - ნელა ფუსფუსებდა . თინიკო ისევ სკოლაში დადიოდა , მაგრამ ბექამ , იმ დღის შემდეგ , სკოლა შეუცვალა და სხვა სკოლაში გადაიყვანა . უყვარდა ბექა და ბექასაც ძალიან უყვარდა თინი . ერთ დღეს , თამრომ დედას და თინის საჩუქრები უყიდა და ბექას სთხოვა , რომ მათთან წავიდოდა . დაეთანხმა ბექა და უთხრა : --- თუ მოახერხებდა, საღამოს თავად მიაკითხავდა .წავიდა მხიარული თამრო და შევიდა თუ არა სახლში , კარებიდან იყვირა. --- დედააა , თინოო , სად ხართ ? --- უი , თამრო მოვიდა . გაუხარდა თინის , დაიკოს დანახვა . --- როგორ ხარ , საყვარელო . მოეფერა თამრო და როგორც იცოდა ყელში აკოცა . --- კარგად ვართ , დღეს არ გელოდით და უკვე ვისადილეთ . უთხრა თინომ მოწყენილად თამროს , მაგრამ უცებ მხიარული სახე მიიღო და შეეკითხა , ბექა არ მოვა ? --- არ მშია , ვისადილეთ მე და ბექამ და ისე წამოვედი , თუ მოახერხა მოვა , თუ ვერა და დაღამებამდე წავალ , მიუგო თამრომ . დედა სად არის ? იკითხა და მისაღებში შევიდა . თინი , ეს სამზარეულოში შეიტანე საყვარელო და შეალაგე მაცივარში , ეს კიდევ , საყინულეში შენი საყვარელი ნაყინია . ესენი კი მერე ნახე , იმედია , მოგეწონება , თუ არ მოგეწონოს , შევცვლი . --- თამრო , შვილო , როგორ გამახარე რომ მოხვედი . როგორ ხართ , ბექა როგორაა , არ მოვა ? სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებდა დედა თამროს. --- კარგადაა დედიკო . საქმეები ქონდა და მითხრა , წადი და თუ მოვახერხე გამოგივლიო , თუ არადა წავალ ცოტა მოგვიანებით . თქვენ როგორ ხართ ,ხომ არაფერი არ გჭირდებათ ? დედიკო , ნახე რა მოგიტანე , უთხრა და საჩუქრები გადასცა დედას. --- რატომ იხარჯებით შვილო , სად დავდივარ , ესენი რომ ჩავიცვა ? --- კარგი რა დედა , წინ კიდევ რამდენი სასიხარულო რამ გელის , ნუ ხარ მოწყენილი , უთხრა თამრომ დედას. --- დედა , ვერ იყო კარგად თამრო . სასწრაფო მყავდა მოყვანილი და წამლები გამოუწერა . --- რას ამბობ , რატომ არ გამაგებინე თინო ? ახლა როგორ ხარ დე , წამლებს სვამ? --- ვერ ვიყავი კარგად , მაგრამ უფლის წყალობით სერიოზული არაფერია და ამიტომ არ შეგაწუხეთ. --- მადლობა ღმერთს, ცოტა გულზე მომეშვა, თქვა თამრომ და დედას ჩაეხუტა . --- თამარ , ამ ფულის ხარჯვა გადადევი შვილო , ეს ფული და ცოტა სახლს მივხედოთ . --- რა სჭირს სახლს ? თვალი მოავლო , კედლებს თამრომ. --- შენ ვერაფერს ამჩნევ? იქნებ ბექა მოგვეხმაროს ? ეს მისთვის , არ არის ძნელი საქმე შეაპარა დედამ შვილს სათქმელი . კაცის ხელი აკლია , შვილო სახლს.. --- და რა დაჯდება ეს ყველაფერი? --- აბა რა ვიცი, ხელოსანმა უნდა ნახოს და ის იტყვის . --- კარგი , მე ვეცდები ბექას დაველაპარაკო . დაფიქრებულად უთხრა თამრომ. --- მე მალე წავალ ჩემს ქმარ შვილთან და ეს ყველაფერი თქვენ დაგრჩებათ , თქვენია აქაურობა , შენი ნაყიდია და შენი უნდა იყოს , მე არ წავიღებ ამ ყველაფერს თან , იქ , არაფერში არ მჭირდება ეს ყველაფერი , ვინც მჭირდება , ისინი იქ მეყოლებიან . --- კარგი , ნუ ნერვიულობ , ყველაფერი გაკეთდება ისე , როგორც შენ გინდა , უთხრა თამრომ დედას და მოეფერა , შემდეგ , თინის წაავლო ხელი და გულში ჩაიხუტა როგორ მომენატრე თინო , შენ , ჩემი სიხარული ხარ , ჩემი სუნთქვა და ჩემი სულის მალამო ხარ . გული იჯერა თავისიანების მოფერებით და სახლში წავიდა . ჩქარობდა გზაში , უნდოდა სახლში მალე მისულიყო , რომ ვახშმის მომზადება მოესწრო , მაგრამ სახლში მისულს , ბექა მისული დახვდა და თავად ამზადებდა ვახშამს . --- ოჰ მოხვედი ? ვერ გაჩერდი , კიდე ცოტა ხანი ? მეგონა მოვასწრებდი გაკეთებას , გაუღიმა ბექამ თამროს . --- მე , იქ გელოდი და რომ არ მოხვედი წამოვედი . მსუბუქად უსაყვედურა თამრომ . რას აკეთებ , მოგეხმარო? --- მოხმარება არ მინდა , როგორ არიან , დაჯექი და მითხარი . თამროც , ყველაფერს მოუყვა , სახლის რემონტის გარდა . --- რატომ არ დაგვირეკა თინომ , მე რა გავაფრთხილე ის , რომ დაერეკა ასეთ შემთხვევაში მარტო რომ არ იყოს და კიდევ , ერთი წელია , უკვე ერთად ვართ , ნახავ დროს თუ არა , იქით გარბიხარ , მე კი , მარტო მტოვებ . --- რატომ , მსაყვედურობ ახლა ტყუილად , მითუმეტეს იცი , რომ მათ, ჩემს მეტი არავინ არ ყავს , როგორ შემიძლია , ისინი დავტოვო უყურადღებოდ . ვიცი , რომ იმათ , მეტ ყურადღებას ვუთმობ , მაგრამ გამიგე რა , გთხოვ . --- მე არ მითქვამს ის , რომ არ მიაკითხო და არ დაეხმაროთქო . მე , არ მომწონს ის , რომ მთელი ყურადღება , იქით გაქვს . დროს , ნახავ თუ არა , იქით გარბიხარ . ხომ შეიძლება არა , ცოტა დრო მეც დამითმო ? იქნებ რა მინდა , იქნებ , შენთან ერთად გავლა მინდა. გახსოვს ბოლოს, როდის ვიყავით ერთად გარეთ გასულები? --- რა ვქნა ბექა , თინი , ჯერ კიდევ პატარა გოგოა და ყურადღებას სჭირდება , დედა წამლებშია , რამდენჯერ გთხოვე , ერთად ვიცხოვროთთქო და ეს პრობლემაც არ იქნებოდა . --- მომისმინე თამრო , მეორედ ეს არ გამაგონო . მე , არასდროს არ დავთანხმდები იმას , რომ ერთად ვიცხოვროთ. --- შენ , რა გგონია , დედა ხელს შეუშლის ჩვენს ურთიერთობას? კითხა , თამრომ გაოცებულმა . --- არა , ეს არც მიფიქრია . მე ვფიქრობ , რომ ყოველი , ადამიანს თავისი ოჯახი აქვს და თავისი ცხოვრება . ძალიან გთხოვ , თემას ნუ გავაღრმავებთ და ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს , უთხრა ბექამ და თამრო სამზარეულოში დატოვა , გავიდა და ტელევიზორი ჩართო , ახალ ამბებს უსმენდა , თამრო , გაუბედავად , მიუახლოვდა და ახლოს დაუჯდა . ჩუმად იჯდა ორივე , ბოლოს თამრომ დაარღვია დუმილი : --- მაპატიე ბექა , ყველაფერი კარგად იქნება , გამიგე , გთხოვ არ მინდა , ჩვენი ბედნიერი ცხოვრება დაგვემსხვრეს და არც , მათი მიტოვება არ შემიძლია . ბექამ მოეშვა ტელევიზორის ყურებას და თამროს მიუბრუნდა , გული დაეწვა , როცა მის თვალებში ჩამდგარი ცრემლი დაინახა და უთხრა : --- მოდი ჩემთან , გულთან , ნუ მიიტან ყველაფერს ასე , ახლოს და ასე , მტკივნეულად . მე მესმის შენი , როგორღაც გამოსავალს ვნახავთ, მაგრამ ისიც , უნდა გესმოდეს , რომ მომენატრა , შენს გვერდით ყოფნა და შენს გვერდით გავლა , ხედავ ამაში რამეს ცუდს ? --- მაპატიე , ასე უყურადღებოდ , რომ დაგტოვე . ბექამ ხელი მოხვია და მის მკლავებში ჩამალა საყვარელი ქალის სხეული . თამრომ , ახედა და ჩუმად , გაუბედავად უთხრა : --- რაღაც მინდა გთხოვო , მაგრამ მეშინია , რომ ვერ გამიგებ სწორედ . --- რა უნდა მითხრა , ჯერ მითხარი და ერთად განვიხილოთ საყვარელო მე თუ არა , აბა , ვის უნდა უთხრა .რა გჭირს , რა გაწუხებს , უთხრა ბექამ გაკვირვებულმა . --- ფული მინდა გთხოვო.უთხრა და გაიტრუნა , პასუხის მოლოდინში . --- მე ხომ , გუშინ მოგეცი ფული თამრო . --- ვიცი , რომ გუშინ მომეცი , პროდუქტები ვიყიდე და კომუნალური გადასახადების ფული დავუტოვე თინიკოს , რაც დამრჩა , ჩანთაში მაქვს . --- და , დღეს რაში გჭირდება ფული ? შეკავებული სიმშვიდით შეეკითხა ბექა . --- დედამ მითხრა , რომ სახლს რემონტი სჭირდება . ჩვენ თუ არა , სხვა , ვინ დაეხმარება მათ . გაბრაზდა ბექა , ძალიან გაბრაზდა , მაგრამ არ შეიმჩნია . --- ფული , იცი სადაც დევს ,აიღე რამდენიც , გინდა და რამდენიც მაგ საქმეს სჭირდება , მიდი და მიუტანე . უთხრა , წყნარად და მშვიდად . ავდგეთ და ვჭამოთ , მე - მშია , შენ გელოდებოდი . არ შეიმჩნია , ბექამ წყენა და მის მკლავებში მობუზულ მჯდარ თამროს ზემოდან დახედა , იცოდა , როგორ უჭირდა ბექასათვის რაიმე , რომ ეთხოვა, მაგრამ უკვე , ბექაც ხვდებოდა , რომ თამროს მეტის - მეტი მოსდიოდა , დედამისის ყველა კაპრიზსს უსიტყვოდ ასრულებდა . ბრაზდებოდა , რომ უარის თქმა , არ შეეძლო და ყველაფერზე თავს უხრიდა. . ღმერთო , მომეცი თვალი , რომელიც , ადამიანში , საუკეთესოს ხედავს , მომეცი გული , რომელიც , ყველაზე უარესს პატიობს . მომეცი გონება, რომელიც ცუდს ივიწყებს და მომეცი სული , რომელიც არასოდეს არ კარგავს რწმენას . ბექამ ძალიან მხიარულ ხასიათზე გაიღვიძა , გადახედა , ჯერ კიდევ , მის მკლავებში მძინარე საყვარელ ქალს და მოუნდა გაეღვიძებია . ისიც არ უნდოდა , წინა დღის წყენა გაჰყოლოდა ორივეს . ყურთან მიუწია მისი , თბილი და გემრიელი ტუჩები და ჩასძახა , თავად კი წამოდგა საწოლიდან . --- თამროოო , ადექი ჩქარააა . თამრომ , გაახილა თვალები და შიშით , რა ხდებაო და შეხედა მის წიმ მომღიმარ ბექას , რომელიც ამდგარიყო შეუმჩნევლად და უკვე ოთახში ფარდებს წევდა , რომ მზის შუქი შემოსულიყო და სახლსაც ეგრძნო ლამაზი დილის დადგომა . ---ბედნიერი დილაა, მხნე დილა. როგორც ჩანს ეს ძალიან კარგია წარმატებული დღის დასაწყებად. თქვა ბექამ. ---რაღაც დღეს მხიარულ ხასიათზე ხარ, რა ხდება? ---გამოვიძინე კარგად და ძალების მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობ, ხომ არ გამოცდი? უთხრა ეშმაკურად. ---უნდა შეგახსენო რომ ორივეს სამსახური გველოდება, შემდეგ კიდევ თქვენთვის საათების რაოდენობა შეზღუდულია და კიდევ დაიცავი რეჟიმი, ნუ იდარდებთ და ნუ ჩაიქნევთ ხელს, ხვალინდელი დღეც წინაა და ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლება. ---აჰა ამტკიცებ რომ,შეზღუდული საათების გამო არ შეგვიძლია კიდევ ცოტა რომ ვიეშმაკოთ? და რომ დავაგვიანო ვინ მიყვირებს? ---დაგვიანება არ შეიძლება, მომსახურე პერსონალს ცუდ მაგალითს მივცემთ ძვირფასო. ---და შენ იცი ახლა, შენი გაღვიძებისთანავე ჩემში, ჩემს ორგანიზმში ე.წ.ჰორმონი რომ გაახელე? სწორედ ეს ჰორმონი მაიძულებს ახლა შენთან ერთად გავატარო კიდევ რამდენიმე საათი და შემდეგ შევხვდეთ ერთად ახალ დღეს, ახალი გეგმებით. უთხრა ბექამ. ---შემოგევლე ჩემი განწყობა ახლა ნულზეა და ერთადერთი რაც მინდა, ისევ მეძინება. ცოტა კიდევ წავიძინებ, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე. ---მე გაგიფრთხობ ძილს და გამოგაფხიზლებ ,,გონზე მოგიყვან'' და დაგეხმარები მთელი დღის მანძილზე, მხნეობა და სიფხიზლე რომ შეინარჩუნო. ბექა ნელა-ნელა მიიწევდა თამროსკენ და სწრაფად წამომდგარი თამრო ისევ საწოლში დააბრუნა. ---ნუ ეცდები ჩემგან გაქცევას, რადგან შენგან წამოსული წინააღმდეგობა უფრო მახელებს და მაღიზნებს. ხომ იცი როგორ მაგიჟებს შენი სურნელი? ჭკუას მაკარგვინებს და სულ სხვა სამყაროში გადავყავარ. შენს გედის მსგავს ყელში, მარტო მე მაქვს უფლება შეგეხო. შენი პატარა და ნაზი ტუჩებიც ჩემია, მარტო ჩემი. საოცარმა სურვილმა შემიპყრო დღეს, იცი რომ შენ ჩემს გულში, სულ სხვაგვარი გრძნობა შემოიტანე? პირველად რომ გნახე, იქ ჩემს საწოლთან რომ იყავი გახსოვს? კითხა და დააკვირდა. ---აჰამ, როგორ არ მახსოვს.გაეღიმა თამროს. --- გადახვევა , რომ გამიკეთე და შენი თითები , ჩემს შიშველ კანს შეეხო , ისეთი შეგრძნება დამიტოვე , თითქოს ცივი ზამთრის შემდეგ , გაზაფხულის თბილი ნიავი შემეხო და მომეფერა. შენ , ხო შენ, შეძელი ჩემში გამხმარი გრძნობა გაგეცოცხლებინა და გააცოცხლე კიდეც , არა მარტო გააცოცხლე , ააყვავე კიდეც და შენზე ფიქრი იმდენად მშვენიერი იყო , რომ სიყვარულსაც ვერ დავარქმევდი .ისეთი ნაზი იყავი , არაფრის მთქმელი მაგრამ მეამბოხე სულის . შენ , ჩემს ხასიათში , საოცარი სიზუსტით ჩაჯექი , შენ დამიბრუნე დაკარგული და გაფერმკრთალებული გრძნობა. თვალებში , ვნება , უფრო და უფრო იმატებდა , მოთმენაც რომ არ შეეძლო ისე , მაგრამ თამროს ხმამ უფრო აღაგრძნო და ელოდა როდის გააჩერებდა ატიკტიკებულ ენას , მთელ , დაგროვილ , გრძნობას ერთად რომ ამოეხეთქა და დამტკბარიყო , ამ სიფრიფანა სხეულით : --- იცი , ზოგჯერ , ჩემს გულს , უსაშველო ფიქრი მოაწვება ... ფიქრი ურითმო და გრძნობა უსიტყვო , დუმილი კი , გრძნობით გაჟღენთილი , ოცნება ჩემი , შენით ნაზავი , თვალები - მრავლისმთქმელი , სპეტაკი და შენი ანარეკლი . მე და შენ ... შენ და მე ... ჩვენ გვეუსასრულსიყვარულება . მიყვარხარ ბექა , ჩემებურად და არავის მსგავსად . აი , ამ ბოლო სიტყვას ელოდა და მოხვია ხელები , ჩაიხუტა გაბადრული თამრო და უთხრა : --- რა მარტივად , რთულია იცი ყველაფერი ? იცი , ყველაზე დიდი ნაკლი ჩემში რაა ? --- არა , არ ვიცი , რა ? თვალების ციმციმით შეხედა თამრომ და ბექას გულმა კი ამ ციმციმზე , ლამის გულის ფიცარი გამოგლიჯა . --- ყველაზე , დიდი ნაკლი ჩემში , უშენობაა , გაცნობის დღიდან , შეგისისხლხორცე და , ახლა უკვე , იმდენად ღრმად ხარ , ჩემს სულში და ჩემი გულის , იმდენად , ახლო ნაწილად იქეცი , რომ წარმოუდგენელიც კია , შენს გარეშე , ჩემი არსებობა ... შენ ხარ ის , რის გამო და ვის გამოც , შეიძლება ვიცოცხლო , შენ , ჩემი ბედნიერება ხარ . მეც მიყვარხარ , მაგრამ მეც ჩემებურად და არავის მსგავსად ... ადექი ახლა , თორემ შემომეჭმები მართლა და ხვალინდელი დღე უშენოდ ? არა , არც , მინდა წარმოვიდგინო .ბედნიერებით სავსე ადგა ორივე და მოემზადა სამსახურში წასასვლეკლად.თითქმის მზად იყო ორივე გასასვლელად,რომ თამროს ტელეფონმა შეახსენა პატრონს მისი არსებობა,დახედა და გაუკვირდა მის ნომერზე ვატო რეკავდა რომელსაც უცებ უპასუხა. ---რა ხდება ვატო? ---ჯერ მისალმებას ეუბნებიან ერთმანეთს ხალხი და ამიტომ გეტყვი,რომ დილა მშვიდობისა ჩემო პრინცესა.ბოდიშით რომ მყუდროება დაგირღვიეთ,მაგრამ შენს ბედოვლათ ქმარს ტელეფონი რატომ აქვს გათიშული? ---არ ვიცი აქაა და გისმენს. ჩვენ გამოვდივართ უკვე ვატო და მალე მანდ იქნება ბექა. ---კარგი მიეცი ტელეფონი მაგ უვარგის კაცს. ---რა გინდა, ამ დილადრიან ყვავივით რომ დამჩხავი. ---მომისმინე მაგარი ბიზმესმენი ხარ. ყვავი კი არა არწივის ფრთები გამოისხი და ჩქარა აქ გაჩნდი. დაგავიწყდა დღეს იტალიიდან ინვესტორები რომ მოდიოდნენ? კარგია ნებივრობა ხო? ხოდა იფრინე ახლა. მალე აქ იქნებიან და იქნებ მოსწრო მოსვლა იმათ მოსვლამდე.თამროც მნიშვნელოვანია,რომ აქ იყოს დღეს ბექა. --- თამროს , ერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს მოსაგვარებელი და მოგვიანებით შემოგვიერთდება , მე კი მოვდივარ . --- ბექა ეს არ........ --- მე მოვდივარ , თამრო , მოგვიანებით მოვა , რაა , აქ გაუგებარი , უთხრა მკაცრად ვატოს. ტელეფონი გათიშა და თამროს მიუბრუნდა. თამ მე მივდივარ , შენ ფული აიღე რამდენიც გინდა და ტაქსით გადი დედაშენთან , სეიფის კოდი იცი , იქედან , დღეს აღარ მოხერხდება და პირდაპირ კომპანიაში მოდი , საჭირო ხარ დღეს ჩემს გვერდით რომ იყო. --- რა არ მოხერხდება დღეს , ნუ მაშინებ ბექა . --- დღეს გააკეთე , რასაც გეუბნები და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა , ხვალ ექიმთან წავალთ . ამ , ბოლო დროს , არ მომწონხარ , შეიცვალე ძალიან და ფერიც გეკარგება , ხანდახან სახეზე . ამ ყველაფრის მიზეზს კი ექიმი გვეტყვის . გაიგე ახლა ? იმედია , ის არის , რასაც მე ვფიქრობ და გელოდები . დღეს , ჩემი მზე რა დროს შემოანათებს კომპანიაში ? მე , მივდივარ და არ დააგვიანო რა , გთხოვ . მივიდა , გულში ჩაიხუტა და შემდეგ გემრიელად ჩაკოცნა . --- რომ არ მეჩქარებოდეს დღეს , ისეთ ხასიათზე ვარ , არსადაც არ გაგიშვებდი , სულ , ასე მეყოლებოდი ჩახუტებული . წავიდა ბექა , თამრო იდგა გაშეშებული და ფიქრობდა : --- ქალი ვარ ახლა მე? ვერ მივხვდი , ჩემი ხასიათების შეცვლის მიზეზს , ნუთუ მართლა ისაა , რასაც ორივე ვფიქრობთ ? ოხ , ღმერთო ჩემო , რა ბედნიერებაა , აბა , რატომ ხვალ ? დღესვე წავალ და სიურპრიზის მოვუმზადებ ხვალისთვის . ფიქრობდა თამრო და დედის სახლისაკენ , კი არ მიდიოდა , მიფრინავდა . მუცელში კი , სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა . ეს , თუ ნამდვილად ისაა , რაც ორივეს გაგვაბედნიერებს ,მაშინ დარწმუნებული ვარ , ჩემს სიყვარულს , მეტოქე გამოუჩნდა , საყვარელო და სასიამოვნო მეტოქე ... სიხარულით აღტაცებულმა შეაღო სახლის კარები და დედას დაუძახა : --- დედააა დილა მშვიდობისა ! ---დილა მშვიდობიანი გქონდეს შვილო,ძალიან გამეხარდა შენი ნახვა. ---თინი წავიდა სკოლაში? ---კი წავიდა სულ ცოტა ხნის წინ. ---კარგი მეც მეჩქარება დღეს ბექას გვერდით უნდა ვიყო კომპანიაში, შენთან მოვედი. აი ფული გუშინ, რომ ვილაპარაკეთ. უთხრა და ფული გაუწოდა დედას. გაუკვირდა ქალბატონ მერის, გუშინ თხოვა ფული და დღეს მოუტანა შვილმა. ---ამბობ გუშინ რაც ვილაპარაკეთ, იმის ფული მომიტანე? ---ხო აქაა და შენს გემოზე მოიხმარე. რა და როგორც გინდა ისე გააკეთე. --- შენმა ქმარმა , უთხარი თუ არა , მოგცა ფული ? --- რატომ გიკვირს დედა , მომცა ფული და მოგიტანე , უცხოები ხომ არა ვართ , არა ? --- თამარ , როგორაა , შენს მიმართ , შენი ქმარი ? --- კარგად რატომ მეკითხები ? --- შენ , ბედნიერი ხარ ? --- დედააა ... ვერ ვხვდები , რა გინდა , გაბრაზდა თამრო. --- მე , შენ გეკითხები და მიპასუხე , ბედნიერი ხარ ? მკაცრად უთხრა შვილს . --- კი , უბედნიერესი ვარ , მას , მე ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს , არაფერზე უარს არ მეუბნება და ჩემს , ყველა კაპრიზებს იტანს , თინოს აკითხავს სკოლაში , მასწავლებლებს ხვდება ამბებს გებულობს , ხანდახან ერთადაც მივდივართ . --- თამრო , შენ სიყვარულმა დაგაბრმავა თუ , ასე ძალიან გჯერავს და ენდობი მას ? --- რა თქმა უნდა , ვენდობი და მენდობა . რა გჭირს დედა ? --- მე , თუ სწორად გავიგე , ის , შენ , არასოდეს არ მიგატოვებს ასეა ხომ ? --- არა , არასოდეს . თამრო , გაოცებული პასუხობდა დედის კითხვებზე . --- დიდება ღმერთო , შენ , დაიფარე უფალო, ჩემი შვილები. --- დედა , რა ხდება , რატომ მეკითხები ამ ყველაფერს ? რატომ მომიწყვე ეს დაკითხვა ამ დილა ადრიან და საერთოდ რას ფიქრობ , ან რა ჩაიფიქრე ამჟამად . --- ყველაფერი , კარგადაა შვილო , მიხარია, რომ მიუხედავად შენი წინააღმდეგობისა , არ გინდოდა ბექას გაყოლოდი , დღეს ბედნიერი ხარ და ეს მახარებს . დედას , შვილის ბედნიერების გარდა , უხარია რამე ? თქვენა ხართ , ჩემი ბედნიერება . --- მაინც, რას ელოდი , რომ გეტყოდი დედა , კარგად ხარ ? რაღაც , არ მომწონს ეს ყველაფერი . დედას , თვალებში უყურებდა თამრო და ცდილობდა , იქ ამოეკითხა ამ უცნაური კითხვების მიზეზი. --- შვილო, მე გადავიფიქრე სახლის გარემონტება . --- რა? რატომ , ფული ამისათვის არ გინდოდა? --- მე ვფიქრობ , უკეთესია , ჩვენს მიტოვებულ სოფელში , დავდგათ , ორსართულიანი სახლი, ეს ფული რაც შენ მოიტანე , ამ საქმისთვის , არ იკმარებს. --- რაა ? რა ჩაიფიქრე ახლა ? რა ორსართულიანი სახლი , რას ამბობ , სად უნდა იშოვო ამდენი ფული , არ გადამრიო ახლა , აღშფოთდა თამრო , დედის საქციელზე . --- ფულს ვიშოვით , ნუ ნერვიულობ , წყნარად უთხრა დედამ. --- სად , როგორ , ვინ მოგცემს , ამდენ ფულს ? --- შენ გამოართმევ , შენს ქმარს , უთხრა დედამ მშვიდად . --- რაა ? არასოდეს . მე არასოდეს , აღარ ვთხოვ ბექას ფულს , რომც ვთხოვო , აღარ მომცემს , რა გინდა დედა . გინდა ჩემსა და ბექას შორის განხეთქილება მოახდინო ? --- მოგცემს , მე დარწმუნებული ვარ მოგცემს , მას შენ თუ ასე ძლიერ უყვარხარ მოგცემს . --- დედაააა , ეს ხომ უსამართლობაა ჯერ , და მერე , სირცხვილია . --- რატომაა სირცხვილი , რატომ . ის სახლი , ხომ ისევ , თქვენ დაგრჩებათ , ორივე დებს . --- დედააა , ჩემს ქმარს , არ სჭირდება , შენი არც , სახლი და არც , არაფერი . --- ამ შემთხვევაში , ის , არ გვჭირდება ჩვენ , გაშორდი მას .... თამრო , თვალებგაფართოვებული მიაჩერდა დედას და ხმას ვერ იღებდა . --- რა თქვი ? რამ შეგცვალა დედა , რა გემართება . --- ან , განქორწინდები , ან იმას გააკეთებ რასაც მე გეუბნები . --- შენ , ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე , ხომ ? თამრომ , ვერანაირად , ვერ მოუძებნა დედის ახირებას ახსნა . --- სულაც არა , თუ შენ , მე ისევ შენს დედად მთვლი , ისე გაკეთდება ყველაფერი , როგორც გეუბნები და ასე გავარკვევთ ყველაფერს. --- რას გავარკვევთ დედა , როგორ მინგრევ , ბედნიერ ცხოვრებას ? მე , ბექას ფულს არ ვთხოვ და დღესვე შევიტან განცხადებას განქორწინებაზე , ეს ხომ გინდა , ხოდა , მიიღებ ჩემს განქორწინებას და შენგან დანგრეულ ჩემს ცხოვრებას შეხედავ , ყოველ დღე . თამრო ტიროდა და აღარ უსმენდა დედას , ნანობდა , რომ ასეთი კარგი და მხიარული დილა , ასე მტკივნეულად დამთავრდა . --- მოვა , დრო და გაიგებ , ეხლა კი წადი შენს ქმარუკასთან.წადი , წადი რომ გეუბნები . უყვირა ბოლოს და ფატქობრივად გამოაგდო სახლიდან . ჩამწარებული დღის შემდეგ , კომპანიაში მისვლის სურვილიც დაეკარგა , სახლში წავიდა და თავის თავს , რომ ვერ მოერია , რომ ვერ გაიგო , დედა , ასე რატომ იქცეოდა და რატომ გახდა , ასეთი მომთხოვნი , ბექას დაშორების სურვილით , ტირილით უშველა თავის თავს . იტირა , იტირა და ჩაეძინა . 6 საათი სრულდებოდა , რომ ადგა და თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო ჩანთებში . ორი , დიდი ჩანთა გაამზადა და შემოსასვლელ კარებში დააწყო , თავად კი , სასტუმრო ოთახში დაჯდა და ბექას მოსვლას დაელოდა . გადაწყვეტილი ქონდა , რა დროც იქნებოდა , დალოდებოდა და დალაპარაკებოდა , შემდეგ კი , სამუდამოდ გაიხურავდა ამ სახლის კარს , სახლს , სადაც დატოვებდა მის სიყვარულს და უსაზღვრო ბედნიერებას . 10 საათამდე იჯდა , ისე , რომ არც არაფერი ქონდა ნაჭამი და არც , წყალი დალეული . იჯდა მდუმარედ და ელოდა . აი , კარების ხმაც გაიგონა და გულმა ძლიერად დაუწყო ცემა . ბეაქამ კი , გაკვირვებულმა დახედა , კარებთან დაწყობილ , წასასვლელად გამზადებულ ჩანთებს . --- თამრო , არსაიდან , ჩამი ჩუმი არ ისმოდა , ისევ დაუძახა : თამრო , ბექამ ნახა , უემოციოდ მჯდარი თამრო მისაღებში და მიხვდა , რომ თამროს ისევ რაღაც ტანჯავდა , ისევ რაღაც აწუხებდა. --- საღამო მშვიდობისა ! მიესალმა ბექას , ძლივს გასაგონი ჩურჩულით. --- რა მოხდა , ხომ მშვიდობაა , ყველაფერი რიგზეა ? იკითხა გაოცებულმა ბექამ იცი , რომ დღეს მთელი დღე გელოდი და სულ კარებს ვუყურებდი? რა მოხდა , მითხარი , მივხვდი რომ რაღაც გჭირდა თორემ აუცილებლად მოხვიდოდი , თან იცოდი როგორი გულით გელოდი. მითხარი , რა გაწუხებს ჩემო სიყვარულო . --- შენ გელოდი ბექა. --- მივხვდი , რომ მელოდი , მაგრამ ეს ჩანთები რას ნიშნავს. სად მიდიხარ და რამდენი ხნით ? --- მივდივარ და უშენოდ არ წავედი . შენგან მივდივარ ბექა , მაგრამ აქ , ვტოვებ ყველა ჩემს გრძნობას. --- შემომხედე , თვალებში შემომხედე და ისე მელაპარაკე . -თავი ააწევინა თამროს და ისე შეეკითხა , რა მოხდა ამჯერად , რა გითხრა დედაშენმა . მივხვდი , რომ რაღაც მოხდა, რომ არ მოხვედი დღეს , იცოდი როგორ მჭირდებოდა , ჩემს გვერდით შენი ყოფნა ძალას მმატებს . დღეს , ეს ძალა წამართვი , შენი არ მოსვლით თამრო . მითხარი , რა გაწუხებს საყვარელო . ბექასაც უკანკალებდა ხმა და სადაც იყო ატირდებოდა , ვერ ეგუებოდა ასე განადგურებულს , რომ ხედავდა თამროს. --- მაპატიე , მაპატიე ... ასე , უკეთესი იქნება ყველასთვის . --- რა იქნება , უკეთესი თამრო და ვისთვის იქნება უკეთესი , შენთვის , თუ ჩემთვის , თუ დედაშენისთვის ? რაღაც არ მესმის და უნდა გამაგებინო რა ხდება ჩვენს თავს. თანდათან ხმას უწევდა ბექა, არადა ხედავდა რა ცუდად იყო თამარი გამოლეული და გამოფიტული. სულ სხვა თამარს უყურებდა დილანდელთან თუ შევადარებთ თამარს. თამრო იჯდა და ბოლომდე სათქმელს ვერ ეუბნებოდა. --- ყველასთვის .ასე მცირედი იყო , ჩვენი ბედნიერი ცხოვრება . --- მივხვდი თამრო , დედაშენმა , ისევ ფული გთხოვა და თუ არ მიუტან , მოგთხოვა დამშორდე და ჩემგან წახვიდე . მითხარი , რა ხდება , ასეა ხომ ? მიხვდა და სწორედ ჩაწვდა თამროს უხასიათობის აზრს და უფრო დარწმუნდა , მის გაოგნებულ , გაფართოებულ ცრემლიან თვალებს რომ შეხედა , მაგრამ ვერ გაეგო , ასე რის მიღწევას ცდილობდა ქალბატონი მერი , ასეთი საქციელით. მაინც ,რამდენი მოგთხოვა ? --- ბექა , არაა საჭირო , გთხოვ . აქ , დავასრულოთ ყველაფერი . --- რამდენი ?- ვეღარ გაუმკლავდა ნერვებს და იყვირა ბექამ . --- მე მივდივარ, წამოდგა თამრო , მაგრამ ბექამ ხელი დაავლო და ისევ დააჯინა თავის გვერდით. --- დაჯექი და მომისმინე , დედამიწის ზურგზე , სანამ მე ცოცხალი ვიქნები , ვერავინ ვერ შეძლებს , ჩემგან წაგიყვანოს და შენს თავს დამაშოროს , გესმის ჩემი? შენ , ჩემი ცოლი ხარ და მე შენ მიყვარხარ, ისევე , როგორც შენ გიყვარვარ მე . გასაგებია ? --- ბექა არ შემიძლია , ყოველთვის , რამდენი დედასთან წავალ , მისი , კაპრიზების გამო , ჩვენი ურთიერთობა დაიძაბოს , სინდისი მაწუხებს , ვეღარ , გიყურებ წესიერად თვალებში. არ შემიძლია ასე ცხოვრება , იმის შიშით , რამდენი მივალ , იმდენი ფულს მომთხოვს . ტიროდა თამრო ვეღარ წყნარდებოდა . ბექას სახე შეეცვალა , ასეთი თამრო , რომ დაინახა ატირებული და დაპატარავებული , ბექას წინაშე მდგომი , სირცხვილით თავდახრილი . --- თამრო ვერასდროს ვერ შეძლებს ვერავინ , ჩვენს შორის ჩადგომას . ჩვენ , მე და შენ , ერთი სხეული და ერთი გული ვართ , ჩვენ , თუ მოვინდომებთ , დავამსხვრევთ ამ გულს , თუ არა და , ვერავინ , ვერ მოგვერევა . ჩვენ , უნდა დავიცვათ , ჩვენი სიყვარული . რა , მალე დაყარე ფარ - ხმალი , ესაა, სულ შენი ბრძოლა სიყვარულისთვის და საყვარელი ადამიანისათვის ? სად არის , ჩემი ძლიერი , მებრძოლი და უშიშარი თამრო ? --- საქმე , მარტო მაგაში არ არის ბექა . მე , შენ , ვერ გაგიწიე კარგი ცოლობა , სულ მათზე ვფიქრობდი და სულ მარტო გტოვებდი . მთელი ეს დრო , უთქმელად იტანდი ყველაფერს , მაპატიე ბექა , მაგრამ უკეთესია , თუ აქ დასრულდება ჩვენი ერთად თანაცხოვრება . --- მე ძალიან კარგად ვიცი , ქარი საიდანაც უბერავს ,მაგრამ შენც , თუ გიბერავდა ტვინში ქარი , ეს აღარ ვიცოდი . ბექა ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან და ადგილს ვერ პოულობდა ნერვიულობისაგან ,მაგრამ მაინც ცდილობდა წყნარად ესაუბრა თამროსთან - თამრო , მე შემიძლია ყველა სირთულეებიდან გამოვნახო გამოსავალი მაგრამ შენს თავს , მე არავის და არაფრის გამო , არ დავუთმობ , არავის , ჭკუაზე არ გატარებ , სიზმარშიდაც კი , არ გაიფიქრო სიტყვა ,, განქორწინება '' , ამოაგდე ეს თემა , საერთოდ შენი თავიდან . უთხრა და თავზე მიადო თითი . გასაგებია? მე , ყველაფერზე მზად ვარ , გავაკეთო , რასაც დედაშენი ისურვებს , რომ მითხრას მთვარე მომიწიე ახლოსო , მოვუწევ , მაგრამ შენ , იქ აღარ გაგიშვებ და ეს ღარ მოხდება , ან წავალთ ერთად , ან არ წახვალ .... საკმარისია , ეს ბოლო იყო , დღეს შენი იქ მისვლა და ბოლო იყოს ამ თემაზე საუბარი , დღეს აქ, ამ ოთახში . წამოდგა , კარები გამოაღო და გარეთ გავიდა , ისევ შემობრიუნდა და თამროს უთხრა : --- ეს ჩანთები , სადაც იყო , იქ შეალაგე ისევ, მალე მოვალ , არ ინერვიულო, უნდა გავიარო ცოტა . --- ბექა , სად მიდიხარ , არ წახვიდე , გთხოვ ... თამრომ , თვალცრემლიანმა უთხრა ბექას და მისკენ წაიწია . --- მალე მოვალ , გპირდები , რომ მალე მოვალ . ჩემი ყოველთვის გჯეროდეს . თამრო დარჩა სახლში ატირებული და ბექა შეერია ღამის სიბნელეს , უაზროდ იხეტიალა ქუჩებში ხეტიალმა , სიდედრის სახლის კართან მიიყვანა , გვიან იყო , მაგრამ არ უნდოდა , უკან დახევა და კარები შეაღო . თინის ეძინა , არ იყო იქ დედის სიახლოვეს. საღამო მშვიდობისა ! წყნარად მიესალმა ბექა. --- საღამო მშვიდობისა ! შემობრძანდი შვილო სახლში შემოიპატიჟა ქალბატონმა მერიმ ბექა . რაშია საქმე , ასე გვიან რამ შეგაწუხა ბექა , შვილო. --- მე , სხვა დრო არამაქვს და თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი . --- მოდი , მოდი დაჯექი . ინტერესით ელოდა , რას ეტყოდა სიძე და დიდი მოლოდინით ელოდა საუბრის დაწყებას. --- მე , ერთი რამის შესათანხმებლად მოვედი თქვენთან და ეს საუბარიც ჩვენს შორის უნდა დარჩეს , მპირდებით ? --- გპირდები . გისმენ რა უნდა მითხრა , რაა ასეთი მნიშვნელოვანი ? --- მე , მიყვარს თქვენი ქალიშვილი და მზად ვარ , ყველაფერზე წავიდე მისი ბედნიერებისათვის , ვერავის , ვერ ჩავაყენებ , ჩვენს შუა , არააქვს მნიშვნელობა , ვინ იქნება ის და ვინ ეცდება , ჩვენს შორის ჩადგომას , მისი სულის აფორიაქების უფლებას , არავის არ მივცემ. --- რაზე მელაპარაკები ბექა , თითქოს ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა ბექა და საით მიყავდა ეს საუბარი. --- მას , სინდისი აწუხებს , მას არ შეუძლია გააკეთოს ის , რაც მის ღირსებას შეეხება ცუდად , გამოდის რომ ჩვენ , ორივე ვუსმენთ , ერთმანეთის გულებს და გვაწუხებს ერთმანეთის ტკივილი , გვიხარია ერთმანეთის სიხარული . თუ თქვენ არ ეცდებით ჩვენს ცხოვრებაში ჩარევას , მე ჩემს მეუღლეს გავხდი ბედნიერს და თქვენ , თქვენს შვილს გააბედნიერებთ . ასე არ არის? თუ , სწორად ვერ ვამბობ რამეს და გაუგებლად ვთქი ? ---ასეა, სწორედ ასეა. ბედნიერი ოჯახი ასე ცხოვრობს ერთმანეთის გულის მოსმენით. --- მე , მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს , მინდა , ვიცხოვრო ბედნიერად , ჩემს მეუღლესან ერთად , ჩემს ოჯახთან ერთად . --- გასაგებია , და ეს ყველაფერი კარგია , მაგრამ ჩემთან რა გინდა , რას ითხოვ . უთხრა და სახეში შეაჩერდა ბექას . --- დააყენეთ წყნარად თქვენი შვილი , ნუ ურევთ ხელს , მის ცხოვრებაში და უფრო მეტი , მის ბედნიერებაში . ის , თქვენ აღარ გეკუთვნით , ის ჩემია და ჩემი საკუთრებაა , თქვენ , თუ რამე დაგჭირდებათ , მე მითხარი , მე ყველაფერს შევძლებ , ისე რომ თამრო ვერც კი , გაიგებს ამ ყველაფერს და არც , არაფერი არ ექნება სანერვიულო . ის , სუფთა სულის ადამიანია , ის ჩემი სული და ჩემი გულია . მას , არ შეუძლია , აიტანოს ყველა , თქვენი ბავშვივით ჭირვეულობა . რაც არუნდა გინდოდეს , რაც , არ უნდა იყოს , მე მითხარი , იმას შეეშვით . უკვე , ცუდად მოქმედებთ მის ნერვიულ ფსიქიკაზე , განქორწინებაზე აღარ იყოს ერთი სიტყვაც , რომ უთხრათ , თამრო ჩემი ცოლია , თქვენ , ვერ შესძლებთ მასთან დამაშოროთ , თქვენ ვერ შესძლებთ და არც მოგცემთ უფლებას , ჩვენი გულები დაამსხვრიო . თინო სიკვდილისაგან , მე დავიხსენი , მე ვუშველე , მე გადავარჩინე . მის ძარღვებში , ჩემი სისხლიცაა და ის , უკვე ჩემი სულის ნაწილიცაა . იმ დღიდან , ის ჩემი დაა , ჩემი სისხლი , ჩემი პატარა დაიკო და ყოველთვის ვიზრუნებ მასზე. --- ასეთ შემთხვევაში , ვინ ვარ, მე თქვენთვის , შეეკითხა მერი , ბექას. --- თქვენ ? ყველაფრის მიუხედავად , ბოდიშს გიხდით , რაც გითხარი , მაგრამ არ დამვიწყებია , რომ თქვენ , ჩემი სიდედრი ხართ . მე , ჩემი სათქმელი გითხარით , ნახვამდის . უთხრა ბექამ და ბინა დატოვა . ატირდა ქალბატონი მერი და მადლობას უხდიდა უფალს , ასეთი ადამიანის გამოგზავნისთვის . სახლში დაბრუნებული ბექა , გაოცებული იყო , როცა თამრო ისევ ფეხზე დახვდა და ელოდებოდა . ჩანთები კი , კარებთან აღარ ეწყო , რამაც ძალიან გაახარა . --- მოდი ჩემთან , უთხრა ღიმილით ბექამ და ბექას ღიმილიანი სახის დანახვაზე , თამროს გულზე , ცოტა მოეშვა . --- სად იყავი , შემეშინდა , უთხრა თამრომ. --- რომ არ გამევლო ცოტა , ალბად სიბრაზე დამახრჩობდა , გავიარე , დავმშვიდდი და მოვედი , შენ როგორ ხარ , დაწყნარდი? შენ , ახალი ამბავი თუ იცი? თამრომ გაოცებულმა შეანათა მისი , შავი თვალები ბექას და დაელოდა რას ეტყოდა ახალ ამბავს. --- არა, რა ახალი ამბავი მოიტანე ? ---ახალი ამბავი ისაა , რომ მშია , და ვიცი , არც შენ გაქვს რამე ნაჭამი დღეს . თამროს გაეცინა , ბექას ბავშურად ნათქვამ მშიაზე . --- კარტოფილს შეჭამ , თუ კვერცხს ? --- შენც ხომ შეჭამ ჩემთან ერთად , თუ არ შეჭამ , ტყუილად არ გააკეთო , არც , მე შევჭამ . მე მოვამზადებ კარტოფილს და კვერცხს ერთად , თქვა და სამზარეულოსკენ წავიდა ,რომ უცებ თამროს ხმა გაიგონა. --- არა, მე არ მინდა კარტოფილი და კვერცხი --- რატომ ? ბევრჯერ გაგვიკეთებია ასე და მოგწონდა.ძალიან გააკვირვა ბექა , თამროს უარმა , სიგიჟემდე , უყვარდა კარტოფილი და კვერცხი ერთად. --- ეხლა არა რა ? ძალიან გთხოვ . მე, სოკოს და კვერცხის შევწვავ. --- რას ? შენ ხომ , სოკოს დასანახავად ვერ იტანდი ? ---ეხლა მინდა და ძალიან მინდა , თან ძალიან ადვილია , აი ნახე , რა მალე კეთდება . თამრო დატრიალდა , უცებ გადმოიღო ყველაფერი და შეუდგა საქმიანობას. აუუუუფ , პური არ გვაქვს , თქვა შეწუხებულმა და ბექას გადახედა. --- წავალ მე მოვიტან, კიდევ, რა გინდა მითხარი, გამომცდელად შეეკითხა ბექა: --- იცი რა მინდა? კიტრის პიკული და ტყემლის წვენი. კიდევ რა არ გვაქცს ვნახო? ---ახლა , რა გინდა , ის მითხარი და ხვალ მარკეტში წავიდეთ ერთად და ვიყიდოთ რაც გვინდა , დიდი ხანია , არ შეგვივსია მაცივარი . თან , ხვალ პარასკევია და ადრე გამოვალ სამსახურიდან. --- კარგი , მაშინ კიტრის პიკული , ტყემლის წვენი და პური ამოიტანე . სწრაფად , მოდი , ეს მალე იქნება. ბექამ ღიმილით გადააქნია თავი და ხმის ამოუღებლად წავიდა მაღაზიაში. მალე დაბრუნდა და როცა , კარგად დანაყრდა ორივე ბექა შეეკითხა . ---დღეს , მთელი დღე მშიერი ხარ ხო ? ---არა, დილას ვჭამე და მის მერე არა, უთხრა თამრომ მაგრამ ბექამ არ დაუჯერა. --- გამომხედე და ისე მითხარი , კარგად გიცნობ თამრო და ნუ ეცდები ტყუილი მითხრა , შენი თავი თუ არ გეცოდება , მანდ რომ გიზის პატარა , ის შეიცოდე. უთხრა და ეშმაკურად გაუცინა. ---რა? ვინ მიზის და სად ? დაიბნა თამრო. --- ხვალ , ექიმთან მივდივართ და ხვალ გავიგებთ ყველაფერს , დაზუსტებით , ეხლა კი , დავწვეთ და დავიძინოთ. ---ყოველი , ახალი დღე , სიცოცხლისთვის , მადლობის გადახდის მიზეზია , ყოველთვის , იარსებებს რაღაც , რაც გინდათ და არ გაქვთ , როგორც კი , თვალებს გაახელ , აუცილებლად უნდა გააკეთო ის ,რასაც გული გეუბნება . მადლობა , რომ შენ , არსებობ ჩემთვის , უთხრა თამრომ , ბექას და ფრთხილად აკოცა ლოყაზე რომელმაც დაჩხვლიტა და დაიჭყანა. ბექამ თავი მიაბრუნა მისკენ და უთხრა ღიმილით. ---არადა ეს პატარა ბუსუსები ამდენხანს მოგწონდა. უთხრა ბოხი ხმით ბექამ. --- საკუთარ აზრებში დარწმუნებული ხარ? ---კი ძალიან , რომელიც ხშირად მისრულდება და ნელა ადექი . მე დარწმუნებული ვარ , შენში უკვე ის თესლია ათესილი , რომელიც ცხრა თვეში , ნაყოფს მოგვცემს . საოცარი და განუმეორებელი სითბოთი საუბრობდა ბექა და თამარს თვალებში უყურებდა , რომელიც ერთ ადგილზე იდგა და მოჯადოებული თვალებით უყურებდა ბექას . --- ეხლავე , მივხედავ ჩემს თავს და ბოლოს ჩავიცვამ ჩემს ბედნიერებას , ის ყველაზე მეტად მიხდება და არც მოდიდან გადადის. --- და , მეც ჩამაცმევ ბედნიერებას , ჯერ კიდევ მოდიდან არ გადასულს ? უთხრა ღიმილით ბექამ. --- აუცილებლად , აუცილებლად . ორივე , მოემზადა და წავიდნენ. --- იაშვილის კლნიკაში მივიდეთ, იქ ნაცნობი ექიმი მყავს , უთხრა ბექამ . --- კარგი , სადაც , შენ გინდა საავადმყოფოში მისულებმა წყვილს , ბექას სკოლის ამხანაგი შემოეგება თეონა და ურიგოდ შეიყვანა გასასინჯად თამრო . --- ისუნთქე , ღრმად და ნელა . იგრძენი რომ სუნთქავ , ყველაფერი კარგადაა . ჯერ , ძალიან პატარაა ნაყოფი , სადღაც კვირეების და ამიტომ , ვერ გაიგე საყვარელო , ანალიზის ჩაბარება აუცილებლად მოგიწევს , სხვა , ჯერ , არაფერი არ არის საჭირო , მხოლოდ შეინარჩუნე სიმშვიდე და რაც შეიძლება , კარგ ხასიათზე უნდა იყო , შენი ხასიათი გახსოვდეს , რომ ბავშვზეც გადადის. უფასო წამალი და ენერგიის წყარო , თან გაქვს და ნუ დაიშურებ მას , გჭირდებათ. ერთ თვეში , მობრძანდი. ღიმილი ყველაზე დიდი საჩუქარია , ძალიან რთულია , ამ შემთხვევაში , უკეთ არ იგრძნო თავი , როცა იგებ რომ შენში , შენი სულის , ხორცის და სხეულის ნაწილი ზის . დღითი , დღე ემატება ზრდა და დღითი , დღე გრძნობ მის ზრდას შენში . ძალიან გახარებულს , უცხო ნომრით , შემოსულმა ზარმა , ბექას ტელეფონზე მყუდროება დაურღვია ორივეს . არ უნდოდა , ეპასუხა , მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა ქონდა . გახსნა და სახე შეეცვალა , როცა აპარატის მეორე მხარიდან , თინოს განწირული ხმა შემოესმა , მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა ; --- მოვდივარო და იქვე მდგარ მომღიმარ თამროს გადახედა , რომელსაც ბექას სახის დანახვაზე ,, ღიმილი სახედან წაეშალა . მიხვდა , რაღაც ცუდი , რომ ხდებოდა და ეს ცუდი , მის გარშემო ტრიალებდა. --- რა ხდება ბექა ? იკითხა შეშინებულმა . როგორ არ უნდოდა , ხასიათი გაეფუჭებინა თამროსთვის , მაგრამ მეტი გზა არ ქონდა და ცოტა შერბილებულად უთხრა : --- წავიდეთ , დედაშენი ყოფილა შეუძლოდ , თამროს ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში . არავის უცხოვრია ამ ქვეყნად , იდიალური ცხოვრებით .იდიალური , წარმოსადგენადაც კი , მოსაწყენია . ჩვენ , ყველა ვუშვებთ შეცდომებს , აბსოლიტურად ყველა , უკლებლიბ და შემდეგ ყველანი ვნანობთ , პატიება კი , თუ არ შეგიძლია , ეს ძალიან ცუდია , ვერავინი ვერ შეცვლის წარსულს , შეგვიძლია შევცვალოთ აწმყო და წარსულზე დარდი უკვე დამატებითი შეცდომაა. თამრო გადმოვიდა მანქანიდან და არც, დაელოდა ბექას , რომ სირბილით აირბინა კიბეები და მათი ბინის კარებთან , შეჯგუფული ხალხის მასა გაარღვია და მის წინ , მუხლებზე დამხობილი თინიკო , დედის გაციებულ სხეულს ეხვეოდა და ეფერებოდა , ხელში კი , ქაღალდი ეჭირა რომელიც თამროს გაუწოდა წასაკითხად . თამროს არ ქონდა წერილის წაკითხვის თავი და ბექამ გამოართვა , რომელმაც უცებ გადაიკითხა. დედის წერილი თამროს. ,, ჩემო შვილო , ჩემო თამრო ! მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე . შენ და შენი და , ყოველთვის ასრულებდით , ჩემს ჭირვეულ გამოხტომებს , ეს ყველაფერი , იყო გამოცდა შენი მეუღლის . მინდოდა , გამეგო : ჩემს ორ სიმდიდრეს , როგორ ძლიერ და სანდო ხელში ვტოვებდი . მე , ბექა თავიდანვე მომეწონა თავისი , ვაჟკაცური შემართებით და იმ , წუთიდან შევიყვარე ისე , როგორც თქვენ . ჩემი , ორი მარგალიტი მიყვარხართ . ახლა მე , მშვიდად ვარ და არ ვნერვიულობ თქვენზე . ჩემი , ამდენი უსიამოვნო გამოხტომებით , შენმა ქმარმა დამანახა , როგორ ძლიერ უყვარხარ და მზადაა , ყველაფრისთვის , რომ არასოდეს არ მიგატოვებთ , ბედის ანაბარად . აი , ასე ძლიერ მიყვარდა მეც მამათქვენი . დარწმუნებული ვარ , ბექა ამ სახლში , ნამდვილი მამაკაცი იქნება და საუკეთესო მამა . მადლობა უფალს, რომ შეისმინა ჩემი ლოცვა - ვედრება , მან მაჩუქა მე, სიძე , რომელმაც დაიმსახურა ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა . მთელი გულით ვლოცავ სიკვდილის წინ ! ყველა თქვენი ფული , რაც კი , მოგიტანია და დაგიტოვებია ჩემთვის , ყველა ბანკშია , შენს სახელზე და არ დამიხარჯავს .... აიღეთ და მოიხმარეთ . მე , თინოს ვტოვებ ბექას მფარველობის ქვეშ და ჩემს სულს კი , ვაბარებ უფალს . შევხვდები, ჩემს მონატრებულ ხალხს უფალთან , უფლის სამჯავროზე , დალოცვილს გტოვებთ ჩემო შვილებო ! თქვენი მოსიყვარულე დედა .“ ბექას , არ ესმოდა არაფერი , გარდა თამროს წამოძახებული ,, დედა ; , რომელიც , უთუთქავდა გულს . ვატოს დაურეკა , რომ მოსულიყო. --- დედაააა , ეს რატომ გააკეთე , დედააა .... ბოლოს , ვეღარ მოითმინა თამრომ და მთელი ხმაზე ამოუშვა ყელიდან ტკივილი , აცადა ბექამ , ატირა დედის ცხედარი და შემდეგ სთხოვა , რომ ფრთხილად ყოფილიყო --- მას ,ვეღარაფერს ვუშველით საყვარელო და შენ , ნუ დაგავიწყდებ ,რომ შენს სხეულში , კიდევ მეორე , პატარა გული ძგერს . ბექამ და ვატომ ყველაფერი მოაგვარა და ქალბატონ მერის მისი ქმრისა და შვილის გვერდით მიუჩინა მარადიული ბინა. მარადიული , მხოლოდ ცვლილებებია გარდაქმნები.ჩვენ გამუდმებით ვიცვლებით , ვაცნობიერებთ თუ არა ამას , ვიღებთ , როგორც გაკვეთილი და გზა უნდა განვაგრძოთ წინ , უკან დახევა კი , მხოლოდ სუსტების ხვედრია . ბექამ , გამოკეტა ბინის კარები და ეს კარები თამროს გულში მძიმედ დაიკეტა , კარებს შიგნით , მხოლოდ ცივი კედლები დარჩა და ტკივილიანი მოგონება. ხელი ჩაკიდა თინოს , მეორე ხელი თამარს მოხვია და ასე წამოვიდნენ სამი ადამიანი ტკივილით სავსე , მაგრამ მომავლის იმედით... სიკვდილი , ყოველთვის მართალია , სიკვდილი , დიდი ტკივილია და დიდი ცრემლია . სიკვდილი გაკარგვინებს საყვარელ ადამიანებს ,არავინ არ იცის , სად და როდის მოვა , შენი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში , ვის მაღლა აწევს და ვის დაბლა . ღმერთო , მე მჯერა, რომ ამ ქვეყნად არაფერი არ არის შემთხვევითი , ეს ,, ბედის ირონიაა ,'' ამიტომ მე ,ყოველთვის , ყველაფრისთვის მზად ვარ . მე , ვიღებ ტკივილსაც , რადგან , რაც არ უნდა ვეცადო , ვერსად , ვერ დავემალები , ვერსად გავექცევი ,,ბედის ირონიას''. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.