შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ წახვალ დღეს (2)


12-08-2016, 02:10
ავტორი unknownwriter
ნანახია 1 525

უყურებდა როგორ ეწეწებოდა ყავისფერი ტალღოვანი თმა, ხედავდა , რომ ეშინოდა გოგონას , თუმცა ყველანაირად ცდილობდა , რომ ეს შიში დაეფარა, ალბათ არ უნდოდა რომელიმე მათგანს , რომ შეემჩნია , ხედავდა როგორიც იყო..საოცრებას ჰგავდა..მისი თმა,მისი ტუჩები, ულამაზესი იყო ეს გოგო, ადრე არასდროს ენახა მსგავსი საოცრება, ორი წამიც და თუ არ გაუშვა ჩავერევიო იფიქრა და თან ძალიან აინტერესებდა გოგონას თვალები..ის ყველაფერს ხედავდა,მხოლოდ ვერ არჩევდა მის თვალებს. არ გაუშვეს,ძარღვებში სისხლი გაეყინა და ,სადაც იდგა იქიდან უთხრა ძლიერი ხმით:
- ჯანდაბა! გაატარე რო გეუბნება!- გოგონას ხმა ეუცხოვა და გააჟრიალა..."უცნობი ხმა" მათ მიუახლოვდა , ანას წინ დადგა ერთი შეხედა ,აინტერესებდა მისი თვალები,რეალობამ მოლოდინს გაადაჭარბა ,მის თვალებში ყველაფერი იკითხებოდა..ულამაზესი თვალები ჰქონდა,ზუსტად იმ ფერის რა ფერის თმებიც ,ბიჭმა ერთი ღიმილი ესროლა და ჩუმად უთხრა:
- ნუ გეშინია, იდიოტები არიან- გოგონას უნდოდა ეპასუხა, რომ არ ეშინოდა , თუმცა ბიჭი მაშინვე მიბრუნდა :
- დემეტრე , ეს შენ არ გეხება - უთხრა იმ ბიჭმა ,რომელიც ეღობებოდა ანას, გოგონა გაოცებული იდგა და უყურებდა ბიჭებს, თუ როგორ შემოხვეოდნენ ძმაკაცს,ნეტავ რატომ მიეწებნენ ასე? ანას პასუხი არ ჰქონდა კითვაზე. ბიჭმა გააგრძელა- დიდ პატივცეს გცემ ,მაგრამ -დემეტრემ გააწყვეტინა
- გავარკვიოთ ?- იკითხა და პასუხს დაელოდა , როდესაც გოგონას ხელი მაგრად მოჰკიდა , ბიჭების ბარიერი წამსვე გაირღვია , მშვიდად მიაძახა :-ასეც ვიფიქრე , რომ არ მოგინდებოდათ - და გოგონა მათგან შოორს გაიყვანა... ანა გულში იმეორებდა "დემეტრე,დემეტრე",თითქოს უნდოდა სახელი დაემახსოვრებინა...
- მადლობ,მაგრამ მე თვითონაც მოვახერხებდი -უთხრა ანამ ,როდესაც კარგად გამოსცდნენ ბიჭებს და ხელი გააშვებინა.
- ეჭვი არც მეპარება- უთხრა და გაუღიმა ,საოცრად შარმიანი ბიჭი იყო და ანა გიჟდებოდა ამაზე, უნდოდა დროზე მოშორებოდა მას ,ვეღარ უძლებდა, დასცხა.-მაგრამ დავაჩქარე ,ხო ხვდები?- გააგრძელა დემეტრემ
-მადლობა -უთხრა ანამ ცივად ,ვერ იტანდა ასეთ ბიჭებს და ნერვები ეშლებოდა თავის თავზე, როგორ მისცა ვიღაც უცხოს იმის უფლება ,რომ დაეცვა? ან ხელი როგორ გაბედა და ჩაშჭიდა?-წავედი მე-თქვა და უნდა შებრუნებულიყო , რომ ისევ ხელი მოჰკიდა ბიჭმა და გააჩერა, ანა ნელა შემობრუნდა:
- რა გქვია?- ჰკითხა დემეტრემ
- ანა -არც დაფიქრდა ისე უპასუხა
- ანა-გაიმეორა ბიჭმა, საკმაოდ კარგად საუბრობდა, ნელა და მიმზიდველი ხმა ჰქონდა ,მხოლოდ ამით შეეძლო მოეხიბლა ნებისმიერი გოგო, ეს რომ გააცნობიერა ანამ ,კიდევ უფრო გაბრაზდა , რადგან იცოდა "ასეთ ტიპებს" როგორი ურთიერთობებიც აქვთ გოგოებთან.მით უმეტეს , რომ უყურებდა როგორ გარეგნობა ჰქონდა ,მაღალი იყო ალბათ 1.90 ,შავი თმა , სწორი ცხვირი , ნაცრისფერი თვალები კი უფრო მეტ შარმს ანიჭებდა მის გარეგნობას.- ანა, მოდი ნუ გაიქცევი ,კაი?-გააგრძელა მან
- ხელი გამიშვი- უთხრა გოგონამ მკაცრად,ბიჭმა ჯერ სამი თითი გაუშვა და შეხედა ღიმილით,შემდეგ კი ორი..ანა გიჟდებოდა უკვე ,ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა..
- ხომ ხედავ, არ გაკავებ-უთხრა და გაეცინა ისევ დემეტრეს-უბრალოდ გეუბნები, რომ არ გაიქცე -მეთქი ,ეხლა წადი , ოღონდ მშვიდად , არ მინდა წაიქცე- ანა ამაზე საერთოდ გაგიჟდა ,მას ეგონა...ეგონა, რომ არ უნდოდა ბიჭს , რომ წასულიყო მან კი..საერთოდ აღარ უნდოდა ფიქრი, ერთი შეეხედა დემეტრეს გაბრაზებული თვალებით და მალე ჰორიზონტს მოეფარა...დემეტრე მანამ იდგა და უყურებდა ანას , სანამ არ გაქრა მისი თვალთახედვიდან,შემდეგ კი დინჯად გააგრძელა გზა..გულში კი იმეორებდა "ანა,საშინელი გოგო" და იღიმოდა.."საშინლად ლამაზი გოგო,ჰო" ისევ იღიმოდა..
***
სახლში შევიდა თუ არა მაშინვე სავარძელში ჩაესვენა და ხელები თავზე დაიწყო...საშინლად სტკიოდა თავი, არავისთვის შეუხედავს ამიტომ გიორგიმ ჩაახველა ,რომ წინ გაეხედა გოგონას.
- გიორგი?-კითხვის ნიშნით დასვა კითხვა, თითქოს უნდოდოა ეკითხა აქ რას აკეთებო.
- სად ხარ, ანა ყველგან გეძებდი, ტელეფონი სად გაქვს?
- ანა, რა გემართება? დირექტირმა დამიბარა იცი?-ჩაერთო დედამისი,გოგონამ ერთი ამოიოხრა და ფიქრებში წავიდა..
***
სისხლი მთელ ოთახშია მოფენილი, ბნელა ,ანა დაბნეულია,ვერაფერს არჩევს,ვიღაც დაჭრილია..ძალიან ბნელა და ვერ ხედავს ვინ არის,გოგონას ხელი სისხლში აქვს ამოსვრილი. კანკალებს.ნელ-ნელა უახლოვდება დაჭრილს,მას ეშინია,ძალიან ეშინია..და გრძნობს , რომ ვიღაც ეხება და აჯანჯღარებს:
- ანა , გაიღვიძე საყვარელო დროა უკვე -გოგონამ თვალები გაახილა და დედამისის მომღიმარი სახე , რომ დაინახა გულზე მოეშვა..წამოდგომა სცადა ,თუმცა იგრძნო, რომ ძალიან სუსტად იყო.ტელეფონს დახედა, ერთი შეტყობინება დახვდა მხოლოდ, ისიც გიორგისგან. გახსნა , "დილა მშვიდობისა ანა" ასეთი იყო შეტყობინების შენაარსი, ანას ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა და უპასუხა"დილა მშვიდობის,გიორგი" , მაშინვე მიიღო შემდეგი შეტყობინა" შენს სახლთან ვარ,ფანჯარში გამოიხედე დროზე , ვეღარ ვძლებ" გოგონამ თავს ძალა დაატანა და წამოდგა, ფანჯარაში გადაიხედა .გიორგის ხელი დაუქნია, მიახვედრა შემოდიო.ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა,ბიჭი უკვე ყავას მიირთმევდა,გიორგიმ რომ შეხედა გოგონას ,წამსვე წამოხტა:
-ანა-ღიმილით მიმართა,- რა ფერი გაქვს?- გიორგის ღიმილი წამსვე გაუკრთა სახიდან-ხომ ,კარგად ხარ?
- კი, გადავიღალე უბრალოდ, დედა სად არის?- თქვა და სამზარეულოში შევიდა- ყავა დავლიოთ და გავიდეთ
- ანა , წავედი მე შუადღეს სკოლაში მოვალ,არსად წახვიდე-უთხრა დედამისმა და კარი მიიხურა-გიორგის გაეცინა იმის გახსენებაზე , რომ ანაც გაერია ბიჭების ჩხუბში და ახლა დედამისსაც იბარებდნენ.
- ნუ მიყურებ ასე-უთხრა ბიჭს და გაეცინა თვითონაც.
- როგორ ასე?
- თითქოს მაგარი გამრჩევი გოგო ვიყო
- გამრჩევი გოგო ახალი ტერმინია?-ბიჭს გაეცინა
- ხო , როგორც არის, გარჩევებზე რომ დადიან ,ძაან მაგარ მოლაპარაკეებს ,რაც ქვიათ ის მაშინ.-გიორგის ისევ გაეცინა და ყავა მოსვა..
***
გზაში რამდენიმეჯერ წაბორძიკდა გოგონა..გიორგის კიდევ და კიდევ უფუჭდებოდა ამის გამო ხასიათი, თუმცა ანა გადაღლილობას აბრალებდა სულ და მშვიდდებოდა ბიჭიც, ბოლოს მაინც უთხრა:
-უკან წავიდეთ,ანა მიგიყვან სახლში-ხელი ნაზად მოჰკიდა და თმა გაუსწორა
- არა მართლა, არ მინდა ,თანაც დირექტორთან უნდა გამოვცხადდე -გაეცინა მას და გიორგიც აჰყვა.
გადაღლილი კი იყო,მაგრამ კარგად იცოდა ანამ , რომ სიზმრის გამო იყო ცუდად, საშინელება იყო,გახსენებაზეც კი ცუდად ხდებოდა ,აღარ უნდოდა სიზმარზე ფიქრი, აკანკალებდა....ფიქრებში გართული იყო,როდესაც სკოლაში შევიდა. უყურებდა გიორგის და ვერ ხვდებოდა ,რატომ არ უყვარდა?ის ხომ საუკეთესო იყო.. "სად ხარ?" თქვა და გული შეეკუმშა, სულ ტყუილად ელაპარაკებოდა ფიქრებით მას, ვისაც არასოდეს შეხვედრია..იქნებ შეხვდა კიდეც? ვინ იცის?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent