ზღვითურთ [სრულად 3]
მაღაზიიდან გამოვედი და ნაყიდი სიგარეტი ჯიბეში ჩავიდე. გზას მივუყვებოდი და თან რაღაცას ვღიღინებდი. მოკლე გზით გადავწყვიტე წასვლა, ამისთვის ვიწრო ჩაბნელებული ქუჩა უნდა გამეარა. სწორედ ამ ქუჩაზე შევუხვიდე და რამდენიმე ნაბიჯში რაღაც ხმები გავიგე. ნელა და ფრთხილად დავიწყე წინ სვლა, თან ვცდილობდი სიტყვები გამერჩია. ნელ-ნელა ორ სილუეტს ვარჩევდი. – რა თქვი?! - იყვირა ერთ-ერთმა, რომელიც შედარებით მაღალი და ძლიერი იყო. საიდანღაც მეცნობოდა. – გვანცა მომწონს, კი არა და მიყვარს-მეთქი. - მტკიცედ გაიმეორა მეორემ. – მე გაჩვენებ, როგორ უნდა სხვისი საცოლის შეყვარება შე ახვა*ო! - იღრიალა მაღალმა და მუშტებით დაუწყო რტყმა. მეორემ წონასწორობა ვერ შეიკავა, იქვე მდგარ ნაგვის ბუნკერს ჩამოარტყა თავი და უსულოდ დავარდა ძირა. მოღრიალე არ წყვეტდა მის რტყმასა და გინებას. ბოლოს გაქვავდა, შეშინებული წამოხტა და მის "მსხვერპლს" დახედა, რომელსაც თავიდან სისხლი ჩანჩქერივით სდიოდა და წითელ გუბეს აყენებდა. მაღალმა ხელები თავზე გადაისვა და წაიჩურჩულა, ეს რა გავაკეთეო. მე? მე ერთ ადგილას გავშეშებულიყავი და ყველაფრის გააზრებისას კანკალმა ამიტანა. "მკვლელობის მომსწრე ვარ!" გავიფიქრე და მკვლელს ავხედე, რომელსაც უკვე შევენიშნე და შეშინებული მიყურებდა. მისი სახის დანახვისას რაღაც ჩამწყდა, თავბრუდამეხვა და გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. მიუხედავად უამრავი ემოციისა, ფეხს მაინც ვერ ვიცვლიდი და მაშინაც გავქვავებულიყავი, როცა ჩემსკენ წამოვიდა. – მომისმინე, - დაიწყო და სისხლიანი ხელები ჩემსკენ გამოიშვირა. მისმა ხმამ გამომარკვია და წამში დავიწყე სირბილი, თუმცა უკვე გვიანი იყო. მკლავში მწვდა და კედელს ისე მიმაჯახა, სუნთქვა შემეკვრა. თვალებში ჩავაშერდი. – შენ! - დავიწყე. მაშინ შეშინებულზე მეტად გაბრაზებული ვიყავი და თვალებში ვაშტერდებოდი. - ეს რა გააკეთე?! - ვიყვირე. მან სისხლიანი ხელი პირზე ამაფარა. – ხმა არ ამოიღო, თორემ შენც მოგკლავ, გასაგებია?! - დაიგრგვინა. ავფართხალდი და ხელიდან როგორღაც დავუსხლტი. – არ შეგრჩება! გვანცა ამაზე რას იფიქრებს საერთოდ?! – გვანცა ვერაფერს გაიგებს! - იყვირა და ჯიბიდან გასაშლელი დანა ამოიღო. შიშმა მომიცვა და სირბილი დავიწყე. რა თქმა უნდა, ჩემზე სწრაფი აღმოჩნდა და უცებ დამეწია, ძირს დაგდებული ფეხებს ჰაერში ვიქნევდი და ვცდილობდი, ყვილირი არ ამეტეხა. ფეხი დანას გავკარი და დავაგდებინე, თუმცა არ მიბრუნებულა მის ასაღებად, ალბათ, იფიქრა, ისეც კარგად მივახრჩობო. მიახლოვდებოდა და ის იყო, კისერზე უნდა წაეჭირა ხელები, შუბლი მთელი ძალით ჩავარტყი ცხვირში. ტკივილისგან იღრიალა, მეც საშინლად მტკიოდა შუბლი, მაგრამ ამისთვის არ მცხელოდა. დანისკენ გადავიწიე და ხელში მოქცეული მისკენ გავიშვირე. ალბათ, ვერ დაინახა ან დაინახა და სიკვდილი ამჯობინა, მაგრამ ფაქტია, ხელში დაჭერილი მის მუცელში შერჭობილიყო. ატირებული ვუყურებდი, როგორ დაეწყო პირიდან სისხლდენა და დანიანად უკან დავიხიე. ძირს დავარდა და სისხლისგან დაცლა დაიწყო. – გთხოვ, არ მომცე უფლება მოვკვდე. - ძალიან ხმადაბლა თქვა და გაჩუმდა, სუნთქვა შეწყვიტა. თვალები ჩემზე მოეშტერებინა და სახეზე ფერი ნელ-ნელა ეკარგებოდა. მოკვდა. მოკლეს. მე მოვკალი. ჩემი საუკეთესო მეგობრის საქმრო მოვკალი. ამის გააზრება მიჭირდა. შეშინებული იარაღიანად გავიქეცი. სახლში ასე ვერ მივიდოდი. ზღვისკენ წავედი. უკვე გვიანი იყო, ამიტომ არავინ შემხვედრია. სანაპიროზე მისული დაუფიქრებლად შევვარდი ზღვაში. არ დავკვირვებულვარ როგორ ღელავდა, შიგ შევცურე. უკვე ღრმად ვიყავი, ტივტივასაც გავცდენლიყავი და ხელში დაჭერილ დანას დავხედე, რომელსაც სიახლი არსად ჰქონდა. დენდარტყმულივით გავუშვი ხელი. – ანდრია მოვკალი. მე ვიღაც მოვკალი. ადამიანი. გვანცას საქმრო. მე მოვკალი. - ვბურტყუნებდი. - მკვლელი ვარ! - დავიყვირე. მაშინღა შევატყვე, ზღვა რა ძლიერ ღელავდა და უკუნით სიბნელეში, ძლივს ვხედავდი სანაპიროს. წამით ვიფიქრე, მეც დანასავით ჩავიძირებოდი და ყველაფერი მორჩებოდა, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე და თავი ამის გამო უარესად შემძულდა. სანაპიროზე ძლივს ამოვედი. ქანცგაწყვეტილი იქვე მივესვენე და ზღვას გავხედე, დიდრონ ტალღებს რომ მესროდა. არ ვიცი, მეჩხუბებოდა თუ მითანაგრძნობდა. თითქმის საათი ვიწექი ასე, მერე ავდექი და სახლში ჩუმად შევიპარე. ყველას ეძინა, მეც ოთახში შევედი და ვეცადე დამეძინა. ოთხი საათი იყო. "მაღაზიაში ორის ნახევარზე გავედი. ანუ ღამის ორზე მკვლელი გავხდი." გავიფიქრე. "ასე, წამებში. მკვლელი გავხდი." ვფიქრობდი. იმ ღამეს არ მძინებია. მერე იყო გამოძიება, მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვარაუდი, გვანცას სასოწარკვეთილება, ანდრიას ოჯახის უბედურება და ჩემი თავის ზიზღი. ანდრიას 40-დან მოვდიოდი. გვანცასთან ავედი. ვერ დავუმალავდი, მოვკვდებოდი და ამას ვერ გავაკეთებდი. სულ რომ ციხეში ამხდომოდა სული. უნდა მეთქვა, ხოდა ვუთხარი. თვალს ვერ ვუსწორებდი, ცხოვრებაში პირველად ვიღაცას თვალს ვერ ვუსწორებდი. გვანცა კი მიყურებდა, გაშეშებული, გაფითრებული. თვალებში წყენა, სევდა, ტკივილი, იმედგაცრუება და.. ზიზღი ჩასდგომოდა. ამან მეორედ მომკლა, უარესაც შემაძულა თავი. ვნატრობდი, რამე ეთქვა, ეყვირა, გაველანძღე, თუნდაც დაერტყა.. მაგრამ არაფერი. დუმდა. დუმდა და ეს დუმილი სულს მიხუთავდა, ყელზე მიჭერდა და ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ტირილით ვადევნებდი თვალს, როგორ ალაგებდა ბარგს, როგორ შემომხედა ბოლოჯერ ზიზღით და კარი როგორ გაიკეტა. ხმა არ ამომიღია, ვერ გავბედე, ან რა უნდა მეთქვა?! *** ბექა ზუსტად ისე მომშტერებოდა, როგორც ორი წლის წინ გვანცა. ვერ გავუძელი და ჩავიკეცე. ავტირდი, ვქვითინებდი, ალბათ ტკივილისგან ავყვირდებოდი კიდეც, რომ არ ალაპარაკებულიყო. – შენ.. - იჩურჩულა. - შენ იცი რა გააკეთე?! - მიყვირა და მუხლებზე დაჩოქილს დამხედა. ვერ გავბედე მისთის შეხედვა, თავჩაღუნული ვტიროდი. - როგორ გაბედე?! შენ მაშინ ანდრიასთან ერთან ჩვენც მოგვკალი, მისი ახლობლები, დედამისი, მამამისი! შენ ერთი კი არა ათეულობით ადამიანი მოკალი! მკვლელი ხარ! - მიყვიროდა და გვანცას წერილი გამახსენდა. ამაზე უარესად ავტირდი და ჩუმად ვჩურჩულებდი, "მაპატიე". – და მე, მე შენ შემიყვარდი. - ავხედე. თვალებში ახლა მხოლოდ ზიზღს ვხედავდი. - თუმცა, ახლა მარტო მძულხარ. იმ კოცნას ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს. - თქვა და წავიდა. ასე გაშეშებული დიდხანს ვუყურებდი ზღვას. ვნატრობდი ჩავეყლაპე, დავეხრჩვე, მისი ნაწილი გავეხადე, მაგრამ ზღვა ძალიან წყნარად იყო. სიბნელეში, მეგონა ცარიელ სივრცეს ვუყურებდი. ზღვის სიმშვიდე, წესით, უნდა გადმომდებოდა, მაგრამ უარესად გამხადა. შემდეგ ავდექი და სახლში წავედი. ბავშვები მისაღებში იყვნენ. ჩემს დანახვაზე ყველა გაშეშდა, გაკვირვებულები მომშტერებოდნენ ოთახისკენ მიმავალს. ხმა არ ამომიღია. ოთახში მდგარი კარადა ოდნავ გამოვაჩოჩე და მის უკან დამალულ წერილს დავწვდი. "ჩემო ძვირფასო მაგდა, მძულხარ. ორი წელი გავიდა. შენ არ იცი, რამდენჯერ ვცადე შენი პატიება, შენი გაგებია, შენს ადგილას თავის წარმოდგენა, მაგრამ ყოველი მცდელობისას უარესად მძულდი! ვერ გიტან, შენ მე ანდრია წამართვი, ის მოკალი და მასთამ ერთად ყველა მისი ახლობელი! შენ არა ერთი, არამედ ათეული ადამიანი მოკალი იმ ღამეს. არასდროს მეგონა, თუ შემზიზღდებოდი. მიყვარდი, დასავით, ძალიან მიყვარდი. სამეგობროდან შენ მიყვარდი ყველაზე მეტად, რადგან ყველაზე გამგები, მოსიყვარულე, განსხვავებული იყავი. ხო, ყოველთვის ვამბობდი, ყველა განურჩევლად მიყვარხართ-მეთქი, მაგრამ ჩემზე უკეთ იცი,ადამიანები ყოველთვის გამოვარჩევთ ერთ ვინმეს ან რამეს და მას შევიყვარებთ ყველაზე მეტად. ამიტომ გაგანდე შენ ანდრიას ამბავი, ამიტომ გთხოვე შენ რომ არავისთვის გეთქვა, დიტოს გამო. ორივემ ვიცოდით, კიდევ ვინმესთვის რომ გვეთქვა, დიტო აუცილებლად გაიგებდა, მაგრამ შენ, შენ გამიგე, გვერდში დამიდექი და მაშინ ათასჯერ უფრო შემიყვარდი. ახლა, ახლა მძულხარ, შენი მოკვლის სურვილი არ მშორდება, მაგრამ არასდროს გავხდები მკვლელი. არასდროს დაგემსგავსები შენ! ოდესღაც ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყავი, ახლა, ახლა შენს დანახვაზე, ალბათ, გულს ავირევ. ამის თქმა მინდოდა მხოლოდ, ყველაფერ "საუკეთესოს" გისურვებ. შენი გვანცა." არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამ გრძნობისთვის რა მომეხერხებინა. შიგნიდან ვიწვოდი, ვკვდებოდი, ვიტანჯებოდი, მაგრამ გარეგნულად გავქვავებულიყავი. კარზე კაკუნი გავიგე და წამსვე გადავმალე წერილი. – მაგდა, - თავი შემოყო აკომ. - კარგად ხარ? - ოთახში შემოვიდა და კარი მიკეტა. – კი. - ვუპასუხე და ჩემი ხმის ამოსაცნობად წუთი დამჭირდა. ტირილისგან ჩამხლეჩვოდა და დამბოხებოდა. – მე მაინც ნუ მატყუებ. - მკაცრად მითხრა. - სარკეში ჩაიხედე? თვალები სისხლივით წითელი გაქვს. - მომიახლოვდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და დამაშტერდა. - ბექამ გაწყენინა, ხო?! ხო იცი, არავის მივცემ უფლებას გაწყენინოს! - ხმამაღლა მითხრა. არ ვიცი რატომ, თუმცა კი, ვიცი. გონების გადასატანად, ყურადღების სხვა რამეზე გასამახვილებლად და ამ გრძნობიდან ცოტა ხნით გასანთავისუფლებლად, აკოს, ჩემს ბავშვობის მეგობარს, არაბიოლოგიურ ძმას, ვაკოცე. აი ასე, ყოველგავრი გრძნობების გარეშე ვიდექი და ვკოცნიდი. დაბნეული წუთი გაშეშდა,მერე კოცნაში ამყვა. – მაგდა.. რას.. - აქოშინებულმა დაიწყო, მაგრამ კოცნითვე გავაწყვეტინე. ვერ ვუპასუხებდი თუ რას ვაკეთებდი. ვერ ვეტყოდი, რომ მის გრძნობებს ვიყენებდი. ხო, ვიცოდი აკოს რომ მოვწონდი, ან შეიძლება ვუყვარდი კიდეც, მაგრამ არ ვაღიარებდი და ზედმეტად არ ვუფიქრდებოდი. ახლა კი, მასთან საწოლში კვნესას ძლივს ვიკავებდი. ღამე ორზე გამეღვიძა. აკოს მკლავები შიშველ მუცელზე შემოეხვია და მშვიდად ეძინა. იმის გახსენებაზე, თუ რაც გავაკეთე, გული მერეოდა. ნელა წამოვდექი, შიშველ სხეულზე დიტოს მაიკა გადავიცვი, რომელსაც წლებია პიჟამოდ ვიყენებ და ფაქტობრივად, სარაფანად მეკუთვნის. აივანზე მოსაწევად გავედი. საკუთარი თავი მძულდა. ვიცოდი, ვიცოდი ჩვენს ურთიერთობას წერტილი დავუსვი, წლების მეგობარი დავკარგე და უარესი, მისი გრძნობები გამოვიყენე. სიმართლის გაგებისას რა რეაქცია ექნებოდა არ ვიცოდი. ამაზე ფიქრიც მზარავდა. ჯერ ბექა, მერე აკო. თავს ვიწყევლიდი, საერთოდ რომ ვარსებობდი. "ნეტა ბექა დაბრუნდა?" გავიფიქრე. თითქმის ნახევარი კოლოფი მოვწიე. ამდენს მთელი თვე არ ვეწევი ხოლმე. ვერაფრით ვწყნარდებოდი, ვერ ვაქრობდი აუტანელ ტკივილს, ვერ ვისვენებდი. – მაგდა. - აკოს ხმამ გამაშეშა და ისევ ვინატრე გაქრობა. გვერდით მოაჯირს დაეყრდნო და მანაც სიგარეტი გააბოლა. ხმას არ ვიღებდი, ვერ ვბედავდი. – ეს.. - დაიწყო,მაგრამ ვერ გააგრძელა. ალბათ, თავადაც არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. - რას ვაკეთებთ? – არ ვიცი. - ვუპასუხე. ყოყმანის მერე მითხრა. – მაგდა, მე.. არ ვიცი როდიდან, მაგრამ.. აუ ჩემი.. - ხელები თავზე გადაისვა. გუმანით ვხვდებოდი, რაზეც უნდა ესაუბრა და ღმერთს ვთხოვდი, არაფერი ეთქვა. - კაროჩე, მიყვარხარ რა. უკვე დიდი ხანია. ეს, რაც მოხდა. არ ვიცი, ანუ შენც.. - არ დაამთავრა. თვალებში ვერ ვუყურებდი, ან რა ნამუსით შემეხედა მისთვის თვალებში? – მე.. არა. - ჩურჩულით ვუთხარი. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი თვალები ჩაუქვრებოდა. – მაშინ რატომ? – მე.. არ ვიცი. - ვერ ვუთხარი, ვერ გავბედე მისთვის მეთქვა, რომ განოვიყენე. – აბა რა იცი ამის.. - ხმამაღლა შეიკურთხა. - ჩემთან ს*ქსი გაქვს და არ იცი რატომ? – აკო, იქნებ დავივიწყოთ. - თვალებში ავხედე. ყავისფერ ირისებში სევდა ჩასდგომოდა. "მძულხარ!" მივმართე საკუთარ თავს. – რა.. დავივიწყოთ? - მწარედ ჩაიცინა. - ანუ, ჩვენ ეხლა ს*ქსი გვქონდა და დილით ვითომც არაფერი მომხდარა, ისე მოვიქცეთ? ვითომ ღამე ერთად არ გვეძინა?! - გაბრაზებული მისვამდა რიტორიკულ კითხვებს. თავი დავუქნიე, დასტურის ნიშნად. გაშეშდა. გაკვირვებული მიყურებდა, თითქოს ამოწმებდა მე ვიყავი თუ არა. ბოლოს მიხვდა. ეს მის თვალებში ამოვიკიგხე. მიხვდა რომ გამოვიყენე, რომ მაშინ ყურადღების გადატანა მჭირდებოდა და მისი გრძნობები ფეხებზე დავიკიდე. არაფერი უთქვამს, იმედგაცრუებული მიყურებდა, მერე გატრიალდა და ოთახიდან გავიდა. იმ ღამეს არ მძინებია. დილით სამზარწულოში გავედი, თავი მისკდებოდა უძილობისგან და ალბათ, საშინლადაც გამოვიყურებოდი. ყავიანად შევედი მისაღებში. ყველა იქ იყო, ბექას გარდა. "ალბათ, პოლიციაშია." გავიფიქრე და აკოს გავხედე. ტელევიზორს თვალს არ აშორებდა. სხვები გრძნობდნენ ჩვენს დაძაბულობას, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. – ჯოკერი გინდათ? - ბოლოს იკითხა ლუკამ, რომელიც უხერხული სიჩუმისგან დაღლილიყო. – არა. - ერთდროულად ვუპასუხეთ მე და აკომ. – რა გჭირთ, ტო? თავი პანაშვიდზე მგონია. - დაიწყო საბამ. ხმა არავის გაუცია. – მაგდა, წამო ყავა გამაკეთებინე. - მითხრა და პასუხს არ დალოდებია, ისე გამათრია სამზარეულოში. – რა მოხდა თქვენ შორის? - მკითხა მოუთმენლად. – ს*ქსი. - უდარდელად ვუპასუხე. გაკვირვებული თვალს არ მაშორებდა. – რ-რაა?! - ხმამაღლა მკითხა. - აკოსთან? – არა, მიქელ-გაბრიელთან. – მერე, რა თქვა? მოიცა ანუ ერთად ხართ? მე რატო არ მითარი რო გიყვარდა? ან იმას ენა გადაეყლაპა?! - გაბრაზებული ენას არ აჩერება. – კატერინა, ნუ აუშვი აფრები. - გავაჩუმე დაბღვერილმა. - არ მიყვარს, მას ვუყვარვარ, მარა მე არა. უბრალლდ, გუშინ სხვა რამეზე უნდა მეფიქრა და აკო შემრჩა ხელში. - ჩუმად ვუხსნიდი და ფინჯანს დავშტერებოდი. ყავაზე ჩემს ანარეკლს ვხედავდი და გული მერეოდა. რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია. – გამოიყენე? - იმედგაცრუებულმა მკითხა. – ეგრე გამოდის. – მოიცა, სხვა რამეზე რატომ უნდა გეფიქრა. - მკითხა. აქ გავშეშდი, რა მეპასუხა მართლა არ ვიცოდი. თვალებს ვაცეცებდი და ვცდილობდი, ნორმალური ტყუილი მომეფიქრა. შვებისგან ამოვისუნთქე, როცა კარის გაღების ხმა და ჩემი სახელის დაძახება გავიგონე. არც დავკვირვებულვარ ვინ მეძახდა, იმდენად მინდოდა კატერინასგან თავის დახსნა, მისაღებში სწრაფად გავედი და სახეწაშლილ ბექას წავაწყდი. სახე დავასერიოზულე და ფინჯანი მაგიდაზე დავდე. – უთხარი. - მიბრძანა. თვალები ბუდიდან ლამის ამომივარდა. "რ-რა?!" აღელვებულმა გავიფიქრე. - ეგრე ნუ მიყურებ და ყველას ყველაფერი უთხარი, ახლავე! - იღრიალა. ბავშვები წამოხტნენ. – ბექა, ზედმეტები მოგდის. - უთხრა დიტომ. – ნუ ერევი და უთხარი მეთქი. – რას ქვია, ნუ ვერევი?! - გამწარდა და მისკენ წავიდა. – დიტო. - გავხედე. ალბათ, ხმა მქონდა შეცვლილი, ან სახე, მაგრამ ფაქტია ადგილზე გაქვავდა და მომლოდინედ დამაშტერდა. – რა უნდა გვითხრა? - ფრთხილად იკითხა კატერინამ. ბექას თვალს არ ვაშორებდი, ვერც ვუბრაზდებოდი, ამის უფლება არ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე. – ბექას ძმაკაცი, ანდრია ბრეგვაძე, რომელიც ნუცას საქმრო იყო, ჩემი მოკლულია. - მოკლედ ვუთხარი ყველას. ხელები მიკანკალებდა და რომ არ შეემჩნიად, მომემუშტა. შინაგანად ყველაფერს განვიცდიდი, ქაოსი მქონდა, მაგრამ თავს ამ მდგომარეობაშიც არ ვაძლევდი უფლებას, გარეგნულად დამტყობოდა. გაყინული სახით ვუცდიდი ბავშვების რეაქციას. არავინ არაფერს ამბობდა. შვიდი წყვილი თვალი მომშტერებოდა, მე კი ისევ ბექას ვუყურებდი. – შე ბო*ო! - დაიყვირა საბამ და ჩემსკენ წამოსული, დიტომ შეაკავა. - რა გააკეთე იცი საერთოდ?! - ყვიროდა. – მაგდა, შენ..? - ტირილი აუტყდა კატერინას. – გვანცას საქმრო? - დიტომ დაიჩურჩულა. აკო ისევ არ მიყურებდა, ვიცოდი, რომ შემოეხედა, ან მომკლავდა ან გულს აირევდა. ნოდო.. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა, მის თვალებში ჩამდგარმა იმედგაცრუებამ და ზიზღმა გული მატკინა და მაშინ ისევ მოვკვდი. --- შედარებით პატარა თავია, მაგრამ მეტის დაწერა ვერ მოვახერხე. ბოდიში. მიხარია რომ მოგწონთ და უდიდესიი მადლობა რომ კიფხულობთ. ვეცდები ამ დღეებში დავდო და დიდი ალბათობით, შემდეგი ბოლო თავი იქნება. ისევ გთხოვთ, რომ აზრი დააფიქსიროთ. ;) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.