ბედის ბრალია!(1)
ყოველთვის იმას ვერ ვიღებთ რაც გვსურს,გზად უამრავი პრობლემები გვხვდება და რომელს გაუმკვლავდეთ აღარ ვიცით,მაგრამ მე მაინც მგონია რომ ყველაფერი ბედის ბრალია,ალბათ რაც მოხდა ის ისე უნდა მომხდარიყო,იქ მაღლა დაიწერა ყველას ბედი და ჩემიც. ყველაფერი მაშინ დაიწყო წლების წინ როდესაც ჩემმა მშობლებმა ამერიკაში გადაწყვიტეს გადასახლება..ვერ ვიტყვი საქართველოში კარგად ვერ იყვნენ თქო,საკუთარი სამშენებლო კომპანია ჰქონდა მამას,შემოსავალიც საკმარისი იყო ოჯახის სარჩენად,დედა მასწავლებელი იყო,მარა მოწყინდათ,ახალგაზრდები იყვნენ,თან ოცნება აიხდინეს ამერიკაში წასვლით..ახლა კი ვდგავარ საქორწინო კაბაში გამოწყობილი,ულამაზესი ვარ,ვბრწყინავარ,მაგრამ ჩემი ცისფერი თვალები სიბრაზისგან ისე ასხივებენ ნებისმიერს დაწვავს...არ ვიცი ახლა ყველაფერზე უარი ვთქვა და გავიქცე თუ უბრალოდ გავყვე ცოლად ამ მამაკაცს. -როგორ მოვედი აქამდე?მე ანა ავალიანი..აქამდე როგორ შევტოპე რომ ახლა მიწევს ცოლად გავყვე ვიღაც იდიოტს ვისაც ნორმალურად არ ვიცნობ..ვიცოდი ყველაფერი ჩემი ბრალი იყო..გავტუტუცდი,დამაბრმავა ყველაფერმა..ვფიქრობდი და სულაც არ ვამჩნნევდი უამრავ ხალხს რომლებიც ეკლესიაში იყვნენ,ჩვენ კი საკურთხევლისკენ მივდიოდით,მე ჩავფიქრდი ისევ და ისევ..დავიწყე სულ თავიდან ჩემი განვლილი ცხოვრების გაანალიზებდა... ჩემი მშობლები რომ წავიდნენ მე და ჩემი ძმა დაგვტოვეს ნაზი ბებიასთან.გიორგი ჩემზე უფროსი იყო 7წლით..მე 13ის ვიყავი ის კი ოცის..დედას სასახელო შვილი სულ გიორგი იყო,მამამაც დაუფიქრებლად მას დაუტოვა ყველაფერი,კომპანია,მისი აქციები,რაც ჰქონდა..მე კიდე სკოლის მოსწავლე ვიყავი,9კლასში გადავდიოდი,მახსოვს სკოლა ახალი დაწყებული იყო რომ წავიდნენ,თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა,სულ უხასიათოდ ვიყავი,არაფერი არმინდოდა,ვერაფერს ხალისს ვერ უდებდი,ყველაფერი შეიცვალა,სკოლიდან სახლში რომ მოვიდოდი ნიტა აღარ მახვედრებდა მის გაკეთებულ ცხელ-ცხელ საჭმელებს,აღარც ალექსანდრესთან ერთად ჩახუტებული უყურებდი ტელევიზორს,მერე იქვე მასზე მიხუტებულს რომ ჩამეძინებოდა,მაგრამ დილას საწოლში ვიღვიძებდი..დილას დედა აღარ მაღვიძებდა ჩვეული ფრაზით..’’ანააა ადექი სკოლაში გაგვიანდება,საუზმე მზადა’’!მეც წამოვიზლაზნებოდი და ჩავიცმევდი..რას წარმოვიდგენდი ასე თუ მოხდებოდა..ჩავიკეტე,ჩემს ნაჭუჭში ვიყავი,აგრესიული გავხდი,აღარავის ვეკონტაქტებოდი ჩემი ორი საუკეთესო დაქალის,მარიამის და ლანას გარდა..ისინიც სულ მამხნევებდნენ,პირველი კვირა სულ ვტიროდი,ღამეებს ვათენებდი,მერე შევეჩვიე..მაგრამ მაინც გული მიფართხალებდა ბედნიერ დედას და მამას რომ დავინახავდი კომპიუტერის ეკრანიდან მომზირალს..მალე შევეჩვიე წამოვიზარდე,მხიარული გავხდი,მალე მეც წამიყვანდა ალბათ მამიკო და მომაშორებდა აქაურობას,უკვე სული მეხუთებოდა აქ..ჩემი ძმა არც მაღელვებდა,სულ სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთში,მიყვარდა სიგიჟემდე და დღესაც მიყვარს მაგრამ სულ სხვანაირი იყო,სხვანაირი შეხედულებები გვქონდა და ეს იყო ალბათ სულ ჩვენი ჩხუბის მაგრამ მაინც სასწაულად გვიყვარდა ერთმანეთი..თითქოს ყველაფერი დაეწყო,ბევრი მეგობრები მყავდა მაგრამ საუკეთესოები მარიამი და ლანა სულ ჩემ გვერდით იყვნენ,უკვე 16წლის ვიყავი 10კლასში გადავდიოდი,უკვე დაქალები იმაზე ვბჭობდით რომელ უნივერსიტეტში ჩაგვებარებინა,ბანკეტზე რაჩაგვეცვა,ერთად გვეცხოვრა თუ არა..ყოველი დღე განსხვავებულათ იწყებოდა,ისე ჰქონდა მშობლების არ ყოფნას პლიუსი,ნაზი არაფერს მიშლიდა,გიორგი უკვე დიდი იყო არც ეკითხებოდა,მეც ყველაფრის უფლებას მაძლევდა..ეს არმოეწონა დედაჩემს და რას ვხედავ ზაფხული დამთავრდა და ნაზი ბარგს ალაგებს. -ბები რას აკეთებ?შევეკითხე შეცბუნებულმა. -მივდივარ ანაკო. -სად მიდიხარ კაცო?მარტო მტოვებ? -არა ინგა ჩამოდის.. -რაააააააააააააააააააა?კინაღამ სული განუტევე ეს რომ მითხრა.ინგა ჩემი მეორე ბებია არის დედის მხრიდან,იტალიაში იყო და როგორც ჩანს ჩამოდიოდა. -რა იყო ბები არ გაგიხარდა? -კი როგორ არა მარა ხოიცი მაგის ხუშტურები..მოწყენილმა ჩავილაპარაკე მე. -არაუშავს გაუძლებ.თბილად მითხრა ბებიამ და ბარგის ჩალაგება გააგრძელა. -აუ ბები გიორგი ხო დიდი ბიჭია საერთოდ რათ გვინდა ზედამხედველი? -გიორგი შვილო დიდი ბიჭი როა სულ საქმეებზეა შენ ვინმემ ხომ უნდა მოგხედოს.. აღარაფერი მითქვია,ინგა ჩამოვიდა,ნაზი კი წავიდა თავის სახლში,ჩვენთან საცხოვრებლად ჩვენს მოსახედად გადმოვიდა..ინგამ იმდენი საჩუქრები ჩამოიტანა სახლში ვერ ვატევდით.არაფერი მომეწონა..უმადური არ ვარ მარა ისეთი რაღცეები მოჰქონდა სულ ვერ ჩავიცვამდი,ამსიგრძე ფეხების მქონე გოგოს კოჭებამდე კაბით მევლო?..მერე დაიწყო თუ დაიწყო,სულ ვჩხუბობდით. -ანა საწოლი გაასწორე! -ეს რა ჩაგიცვია ძაღლი გეცა?ჩქარა გამოიცვალე მაგით არ წახვალ სკოლაში!მისი რეაქცია რომ დამინახავდა დახეული შრვალით. -რას გადმოგიყრია ყველაფერი ნორმალური ვერ ჩაიცვი რამე?დაინახავდა თუ არა მოღებული ზედა მეცვა. რამეს გავაფუჭებდი იმწუთას ეუბნებოდა ალექსანდრეს და ნიტა. -სულ წავიდა ეს ბავშვი ხელიდან!თუმცა ვის ვეუბნები???შენი გატუტუცებულია ეს ბავშვი ალექსანდრე!სულ ამდაგვარი ტექსტები იყო. სკოლის მერე ხანდახან მასწავლებელთან სანამ წავიდოდი სახლში ვიყავი მაგრამ ძალიან აუტანელი რომ გახდა სიტუაცია და უკვე ჩემს საკუთარ სახლშიც რო მეზარებოდა წასვლა აღარ მივდიოდი სკოლის მერე სახლში,დაქალთან ვიყავი მერე მასწავლებელთან წავიდოდი...მანამდე გაუზიარებდი ჩემს გულისტკივილს გოგოებს და გულზე მეშვებოდა ლოდი..რათქმაუნდა ინგა ბებიას ვეუბნებოდი მარა..აი დიდი მარა..დაიწყო ფრაზები.’’სულ დაწანწალობს,სახლში არასდროსა!სად დაეთრევა კაცი შვილმა არიცის!მეზობლები ამბობენ ბიჭებთან ერთადააო,რას აკეთებენ კაცი შვილმა არიცის’’..რასაც ქვია მამცირებდა ჩემს მშობლებთან,საკუთარ მშობლებთან,ვერ იტანდა იქ ბედნიერები რომ იყვნენ და უნდოდა აურზაურის ატეხვით აქ დაებრუნებინა,როგორც წლების წინ ქნა მარა ვერ მივართვი..გარდატეხის ასაკში ვიყავი,ყველაფერზე ვღიზიანდებოდი,ც მიფიქრია,გიორგი არ იყო სახლში,მე კიდე ძალაუნებურად მიხდებოდა ინგას და მისი კაპრიზების ატანა...ასეთი გინახიათ ჩემს სახლში,ჩემ სააბაზანოშიც ვერ შევდიოდი,როგორც დიდხანს გავჩერდებოდი იმწუთას მესმოდა ინგას ხმა. -რასაკეთებ ამდენი ხანი რა დაუბანელი გჭირს?მასე რო ხარჯავ წყალს სადაა..ეჰჰ ეჰ მასე რო ყოფილიყო აწყობილი ცხოვრება ჩვენ დროს.. ეს ყველაფერი რომ მესმოდა ვფიქრობდი ხომ არ გავიგუდო თავი თქო..რაზე იყო ლაპარაკი რა წყლის დახარჯვაზე,ვიტომ თვითონ იხდიდა გადასახადებს..მოკლედ ძალიან ცუდად რო წავიდა საქმეები მამაჩემმა გადაწყვიტა წავეყვანე ამერიკაში და იქ გამეგრძელებინა სწავლა,მამაჩემი ჩემი სულის ნაწილი იყო და ხვდებოდა როდის რა მიჭირდა..იქ აწყობილი ჰქონდათ საქმეები,სახლიც იყიდეს..უკვე დაიწყო ჩემი საბუთების გაკეთება,მე კიდევ ინგლისურზე დავიწყე სიარული რომ უფრო კარგად მესწავლა,აღარ ვაქცევდი აღარავის ყურადღებას,არც ინგას..მხოლოდ ვსწავლობდი..დადგა ის ნანატრი დღეც და მე ამერიკაში მივდიოდი..სამუდამოდ!დავიფიცე რომ აქ ფეხს აღარ დავდგამდი!გიორგიმ რა გააკეთა?დარჩა!მის საყვარელ ბებიკოსთან ერთად და მე მარტო გამიშვა...სულ ასე იყო ინგას ამართლებდა ყოველთვის და მე ვიყავი დამნაშავე ჩემი მხარე არასდროს დაუჭერია რაზეც დღემდე ვბრაზობ მაგრამ ეს სიცოცხლე ხანმოკლია იმისთვის რომ წყენა გულში შევინახოთ და სიკვდილამდე ვატაროთ ამიტომ აღარ ვბრაზობ..მაშინ მხოლოდ 16წლის ვიყავი,ფაქტიურად ბავშვი ვიყავი,მარა რაშეიცვალა ახლა რომ ვარ 24წლის ხომ მომემატა ჭკუა..ამერიკაში რომ ჩავედი ყველაფერი სხვან...ჩემი ფიქრებიდან,ნუ მოგონებებიდან ჩაძახილს და ხელის შეხებას გამოვყავარ..მღვდელის ხმა არის..მე გაკვირვებული მძერით გავხედე ჩემს გვერდზე მდგომ მამაკაცს..მღვდელმა კი ისევ გაიმეორა.. -თანახმა ხართ თუ არა მიხელი კვიციანის მეუღლე გახდეთ? არვიცი რამეთქვა,უკან შევატრიალე თავი და დავინახე ბრბო რომელიც ელოდა ჩემს პასუხს,რომ დავინახე დედა და მამა რომლების თვალებიც ბრწყინავდა შემცხვა,არ მქონდა უფლება კიდევ გამეცრუებინა იმედები,უნდა დაენახათ რომ მეც შემეძლო რაღაცის გაკეთება. -დიახ თანახმა ვარ!მიშო გაკვირვებული იყურებოდა ალბათ არ ელოდა რომ დავთანხმდებოდი. -ცოლ-ქმრად გაცხადებთ!შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ. აი აქ კი გავშეშდი,ახლა ამას ჩემთვის უნდა ეკოცნა..ლოყები ამიწლითლდა,ეს ჩვევა არასოდეს მომეშლება ალბათ,ნერვიულობისას ლოყები მიწითლდება საშინლად.მიშომ ფატა ამიწია და ჩემდა გასაოცრად ზემოთკენ წაიღო ტუჩები და შუბლზე მიმაწება..დავიფიცებ წამით გაიღიმა მარა მერე ისევე შეკრა წარბები როგორც ჩვევია...მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა როგორც მისი პირველი შეხვედრისას.ასეთს რომ უყურებდი მინდოდა ერთი გულიანად გადამეხარხარა მარა სერიოზული უნდა ვყოფილიყავი... ჩვენი ურთიერთობა ისე დაიწყო რომ გაიგებთ ალბათ გაგეცინებათ,მას უბრალო ღარიბი მოსამსახური ვეგონე,მე კიდევ ერთი იდიოტი,რომლისთვისაც რა გადამესხა თავზე და როგორ გამემწარებინა მხოლოდ იმას ვფიქრობდი,მაგრამ მაშინ ვერ ვიფიქრებდი იმას რომ ამ ადამიანთან მივქარე და ის შეიძლებოდა სხვა პიროვნება აღმოჩენილიყო. დადადადამ დავბრუნდი ახალი ისტორით...ასე მუზა მეწვია ღამის 4საათზე და დავიწყე წერა,მაპატიეთ შეცდომებისთვის რომელიც დარწმუნებული ვარ მექნება..იმედია მოგეწონებათ,ველოდები თქვენ შეფასებებს ჩემო ტკბილებო,მაინტერესებს თქვენი აზრი,ღირს რომ გავაგრძელო თუ შევწყვიტო ?გელით გელით და მოგელით შეფასებებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.