ვაჩე ვიბლიანი თავი 4
ალბათ ყველას, ნუ ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც გქონიათ ცხოვრებაში ის შემთხვევა და გრძნობა, როდესაც თითქოს წამიერად ერთი განზომილებიდან მეორეში მოხვდი. გარემო, ადამიანები, ნივთები - ყველაფერი იგივეა, უბრალოდ შინაგანი სამყარო იცვლება. გუშინდელ დღეს ან თუნდაც რამდენი საათის წინ მომხდარს ისე აღიქვამ თითქოს შორეული წარსულის გადმონაშთი იყოს. რა იწვევს ამას? ვისი დამსახურება შეიძლება იყოს ესეთი ორომტრიალი ჩვენს საკუთარ მე-ში? იცით? ნათქვამია, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებიდან ის გიზიდავს ვისი ფერომონიც შენსას ემთხვევა. მე მჯერა ამის. შეიძლება უბრალოდ დამთხვევაც კი იყოს, მაგრამ ვინც კი მომწონებია, ყველას სურნელი განსაკუთრებული მომჩვენებია. გესმის მკითხველო რას ვამბობ? გესმის ჩემი? გქონია ასეთი შემთხვევა? - მე მქონია და ახლაც მაქვს! აი ამ წამსაც ვზივარ სამზარეულოში და ბავშვებთან ერთად ვსადილობ. სავარაუდუდ ამას სადილობა არ ჰქვია, რადგან წვენის მეტი არც არაფერი გამისინჯავს და ისიც იმიტომ, რომ ცივია და მსიამოვნებს ამ სიცხეში. გარემოს გამოთიშული ვარ, არ მესმის რას საუბრობენ ისინი. წამიერად გადავხედავ მათ სახეებს და ვფიქრობ ჩემთვის რაიქნებოდა აქ რომ არ წამოვსულიყავი? იქნებ სხვა დროს და სხვა გარემოში მაინც შევხვედროდი ვაჩეს? არვიცი. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ისაა, რომ მე ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი. რაღაც შეიცვალა ჩემში და ყოველივე ეს იმდენად მახალისებს რამდენადაც მთრგუნავს კიდეც. ალბათ გაურკვევლობაა სწორედ დათრგუნვის მიზეზი. საბოლოო მზერას ვაჩეზე ვაჩერებ, რომელიც ვითომც არაფერი, გემრიელად ილუკმება და ყურდღებასაც არ მაქცევს. რას ვგრძნობ მე მის მიმართ? რამეს ვგრძნობ საერთოდ? რატომ იწვევს ეს ადამიანი ჩემში მძაფრ შეგრძნებებს? იმიტომ ხომ არა რომ მე მის მიმართ გულგრილი ვეღარ ვარ? მეშინია დასასრულის. ძალიან მეშინია, რომ შემიყვარდება და ბოლოს წაგებული ისევ მე დავრჩები. იმდენად უცნაური ხასიათი და ქმედებები აქვს, რომ... -კიდევ დიდი ხანი უნდა მიყურო? (ვაჩე) -უიიი უბრალოდ ჩავფიქრდი და შენზე გამიშეშდა მზერა -უბრალოდ ჩაფიქრდი თუ ჩემზე ფიქრობდი -ოოოხ ვაჩე ნუ მიწითლეებ გოგოს (ნატალია) -ძალიან გთხოვთ თქვენი სექსუალური ფანტაზიები დაიოკეთ და მაჭამეთ თორე მგელივით მშია (დამიანე) -აუ ეს ვინ არის მოდი ჩვენც გადაგვჭამე ბარემ (გაბრო) -გაბრიეLაა მოკეტე თორე გატაკე ეხლა (დამიანე) -ვაიმე მადლობა ღმერთს რო დაორსულება არშეგიძლია თორე აი მერე მართლა გადაგვჭამდი (გაბრო) - ამაზე ყველამ ერთხმად დავიწყეთ სიცილი. ერთადერთი ვაჟბატონი სვანი ცდილობდა სერიოზული სახის შენარჩუნებას და ინტრიგნული მზერით მაჯილდოვებდა ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ. -კარგით ხალხნო ამდენ ლაპარაკს ჯობია მოვიფიქროთ ამ საღამოს სად წავიდეთ -აუ მოდით სექტორში წავიდეთ რა (კესო) -ძაან კაი აზრია წავიდეთ (ნიკა) - ყველას მოგვეწონა კლუბში წასვლის იდეა და რატომღაც ზედმეტად გახარებულმა ტაში შემოვკარი, მოულოდნელად ვაჩეს ბარიტონმა როდამიხშო ყურები -არანაირი კლუბები (ვაჩე) -ვითომ რატომ? (ნატალია) -აუ ნუ ატრაკებ თუ ძმა ხარ რააა (დამიანე) -არ მაქვს მე თქვენი თავი აცანცარებულ გოგოებს იქ გდიოთ (ვაჩე) -შენი დევნა არავის სჭირდება და აცანცარებულიც არავინაა (სალომე) -შენ ქალბატონო რასაც გეტყვი ის გაიგე, ნამდვილად არმინდა შენს გამო ვინმესთან ჩხუბი მომივიდეს (ვაჩე) -არავისთან არანაირი ჩხუბი არმოგივა და სულ რო შენ არწამოხვიდე მე მაინც წავალ (სალომე) - ამ სიტყვების სანაცვლოდ ერთი კარგი შემობღვერა მივიღე ვაჩესგან, მაგრამ კესოს ხმამ გაანეიტრალა სიტუაცია -კარგი რა ვაჩე რატო ჭირვეულობ პატარა ბავშვივით? -რაც გინდათ ის გიქნიათ მე არსად წამომსვლელი არვარ -კაი რა დაგემართა მართლა? (გაბრო) -არაფერი - ერთი სიტყვა მოგვიგდო, მაშინვე ადგა მაგიდიდან და სახლიდან გავიდა. -ამას რა დაემართა? (გაბრო) -დაიკიდე, ალბათ რამეზე გაბრაზებულია და ამოანთხია. აი ნახავ მაინც წამოვა ჩვენი ვაჩუნა (დამიანე) ___ საღამოს მზის ჩასვლის ყურებით დატკბობის შემდეგ, ცოტა გავისეირნეთ და დაღლილები გავემართეთ სახლისკენ, რომ ცოტა დაგვესვენა და შემდეგ მზადებას შევდგომოდით. იმის მიუხედავად, რომ გაურკვეველი მიზეზით ვაჩემ უარი განაცხადა წამოსვლაზე, ამას ჩვენზე გავლენა არმოუხდენია ბალო წუთამდე და უკლებლივ ყველა დავფაცურდით. ბიჭებმა დაურეკეს, თუმცა ისევ განუცხადა, რომ არსად აპირებდა წასლას. მინდოდა თუ არა ვნერვიულობდი მაინც ღამე იყო, ის კი არ ჩანდა. დარწმუნებილი ვარ მაინც არ შემერგებოდა ასე კლუბში ყოფნა, ამიტომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი სახლში და დავლოდებოდი. ბავშვები როგორღაც ნახევარსაათიანი ლაპარაკისს შემდეგ დავარწმუნე, რომ არაფერი დაშავდებოდა თუ წავიდოდნენ ჩემს გარეშე და გაერთობოდნენ, მე კი თავის ტკივილი მოვიმიზეზე სახლში დავრჩი. ადგილს ვერვპოულობდი, იმდენად ვნერვიულობდი ვაჩეზე. მისი საქციელის არსს ვერ ჩავწვდი და ჩავთვალე, რომ რაღაც აწუხებდა. დარეკვა მინდოდა, მაგრამ არც ნომერი მქონდა და ვერც ნატალიასთვის დარეკვა და კითხვა გადამეწყვიტა. მოუსვენრობისგან ხან ოთახებში დავდიოდი, ხან ეზოში გავდიოდი და შემოსასვლელს ვაჩერდებოდი. ან ეხლა მოვა ან ეხლათქო ვფიქრობდი, მაგრამ არა და არ გამოჩნდა. დივანზე მისვენებულს, რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა. უკვე კარგად გამოფხიზლებული ვიყავი ნასვამი ვაჩე, რომ დამადგა თავზე და გაოცებულის სახით მკითხა -შეენ აქ რა გინდა? -თავი მტკიოდა და არ გავყევი იმათ -ჩემზე ნერვიულობდი? -არა ვაჩე თავი მტკიოდათქო ხო გითხარი. ეგღა მაკლია შენზე ვინერვიულო -მე შენთვის არაფერს ვნიშნავ? -ვაჩე მთვრალი ხარ და ჯობია დაიძინო. წამოდი მიგაცილებ ოთახამდე - ლაპარაკის პარალელურად ავდექი და ხელი მოვხვიე, რომ ოთახში ამოყვენა. ძლივს მივიყვანე საწოლთან ამხელა დევივით კაცი და ვცდილოდი დაჯდომაში დავხმარებოდი, უცებ ხელები რომ დამიჭირა და ჩამოჯდა საწოლზე. მე კი მუხლებში ჩამისვა -ვაჩე რას აკეთეებ გამიშვი ხელი გაგიჟდი? -გთხოვ გაჩერდი (ვაჩე) -კი მაგრამ ვაჩე.. -გთხოვ სალო მომეცი უფლება ჩაგეხუტო - სალო? არასდროს დაუძახია ჩემთვის სალო და უცნაურად, მაგრამ თბილად მომხვდა გულზე. ღმერთო რა მოულოდნელი ადამიანია. ხან მეჩხუბება, ხან მაბრაზებს, ხან მეხუტება. რაუნდოდა ბოლოს და ბოლოს ჩემგან? ვერარ გაუძლებს ამდენს ჩემი გული. -იცი რა სასიამოვნო სურნელი გაქვს? (ვაჩე) -ვაჩე არშეიძლება ასე გთხოოოვ - ამოვიკნავლე საცოდავად -მინდა რომ აქ იყო ჩემთან, ძალიან მჭირდები არ დამტოვო გთხოვ - ცხვირი უკნიდან კისერში შემომიცურა და ამან სულ მთლად გამაგიჟა -ვაჩე რატომ იქცევი ასე? - თავისებურად მეც მესიამოვნა მისი შეხება და ის ფაქტი, რომ მის კალთაში ვიჯექი სულაც არ მაწუხებდა -კლუბში ვიღაც რომ მოსულიყო და დაკერვა დაეწყო ამას ვერავიტანდი. ჭკუიდან შევიშლებოდი. ხო გესმის ჩემი სალო? - პასუხი არგამიცია ისე ამოვიოხრე -მე სხვა რამე გკითხე -ხოდა ამ სხვა პასუხსაც სხვა დროს მოგცემ. ეხლა მოდი დავიძინოთ თორე შენზე მოყრდნობილს დამეძინება -არა ვაჩე შენ მიდი დაიძინე და მე ჩემს ოთახში გავალ -მტოვებ? -ვაიმე ნუგადამრიე ეხლა დაიძინე შენ - ღმერთო რატო მიხეთქავს ასე გულს? სულ ოდნავ მაინც არ ვეცოდები? -მე მინდა რომ ჩემთან ერთად დაიძინო -ვაჩე შენ ჩემი დაქალის დეიდაშვილი ხარ! არც ჩემი ნათესავი და არც ჩემი შეყვარებული და ვერანაირად ვერ დავიძინებ ასე შენს გვერდით -დავიჯერო ვერაფერს ხვდები? სულ ვერაფერს? -ვსო მოვრჩი მე საუბარს - ამის თქმა და ოთახიდან გულამოვარდნილი გამოვრდნა ერთი იყო. იმ წუთს ყველაზე მეტად მინდოდა მასთან ერთად დამეძინა, მაგრამ ვერ გავუძლებდი. ისედაც შოკში მყოფისთვის ეს უკვე ძალიან ზედმეტი იქნებოდა და ალბათ დილით გულგახეთქილი დავხვდებოდი თავისივე საწოლში. ამ ფიქრებით გავუყევი ჩემი ოთახისკენ გზას და რობოტივით შევწექი საწოლში. რაღა დამაძინებდა წეღანდელის შემდეგ? ვუყურებდი ჭერს გაშტერებული და ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა ფეხის ხმა რომ მოსწვა ჩემს ყურს. უცებ კარი გაიღო და დავინახე კარის კიდეს ჩამოკიდებული სვანი -ვაჩეე ღმერთო ჩემო აქ რაგინდა? ძალიან მთვრალი ხარ ხო დაგტოვე შენს ოთახში? - ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არმიუქცევია ისე ჩაკეტა კარი გასაღებით და ჩემსკენ დაიძრა მძიმე ნაბიჯებით, თან ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობას -შენ არ დარჩი ჩემთან და მე მოვედი შენთან - ნანახისგან გაოცებული ერთ ადგილას ვიყავი მიყინული. უცებ შემომიძვრა საწოლში და ცალი ხელით ამიკრა სხეულზე -ვაჩეეეეეე რაა საქ.. -ჩუ მეძინება და თუ არ გამოვიძინე შეიძლება ცუდად გავხდე - ამ სიტყვებით მომიხაზა და კარგად მოკალათდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.