შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და შურისძიება(თავი2)


12-08-2016, 09:08
ავტორი ♥love love♥
ნანახია 4 032

-ჩემი სახელი და გვარია სოფო ჯანელიძე. ვარ 19 წლის. ორი წლის წინ უბედური შემთხვევის გამო დავკარგე 1 წლით უფროსი ძმა, მამა და 14 წლის და. ეს ჩემთვის რთული აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს რთული დედასთვის აღმოჩნდა, ძნელია ერთ დღეს დაკარგო მეუღლე და ორი შვილი. დედა ძალიან ნერვიულობდა ამ ყველაფერს რის გამოც გულზე ძალიან რთული პრობლემა შეექმნა. რათქმაუნდა ის მუშაობას ვერ შეძლებდა, ამიტომ მისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მე მომიწია სამსახურის მოძებნა. რადგანაც არასრულწლოვანი ვიყავი გამიჭირდა სამსახურის პოვნა. ბოლოს დიდი ხვეწნის შემდეგ დასუფთავებაში დავიწყე მუშაობა. კარგა ხანი ვმუშაობდი იქ, მაგრამ...
-კარგით თუ არ შეგიძლიათ მოყოლა შეგიძლიათ შეწყვიტოთ მე მესმის თქვენი.
-არა, რადგანაც დავიწყე მოყოლა დავასრულებ. მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ეს სამსახური სწავლაშიც ხელს მიშლიდა და თან ვერ ვახერხებდი დედასთვის დანიშნული ყველა წამლის ყიდვას, რასაც ექიმი უნიშნავდა. ამიტომ გადავყვიტე ამ სამსახურისთვის თავი დამენებებინა და სხვა რამ მომეძებდა. ყველგან მივედი, მაგრამ ამდენი ცდის მიუხედავად ვერაფერი ვნახე. არ მინდოდა უკიდურეს ზომებს მიმემართა და უზნეო საქმით მეშოვა ფული, ამიტომ აქ მოსვლა გადავწყვიტე იქნებ რაიმე გამოჩნდესთქო, მაგრამ აქ მოსულს ბატონმა ზურაბმა მითხრა რომ არანაირი ვაკანსია არ გვაქვსო და მგონი ესეც არის.
-ძალიან რთული ცხოვრება გაქვს. ვიზიარებ მწუხარებას. დავფიქრდები იქნებ რაიმე მოგიძებნოთ. თქვენი ნომერი ჩამაწერინეთ და ხვალ დაგიკავშირდებით.
-კარგი ბატონო ლევან. აი ეს არის ჩემი ნომერი და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. დიდი მადლობა წინასწარ.
-მოიცადეთ გაგაცილებთ მაინც...
-არა, არ არის საჭირო ნუ შეწუხდებით.
-კარგით. აბა ხვალამდე ქალბატონო სოფო.
-კარგით ბატონო ლევან.
-ბატონო ლევან დღეს ხასიათზე არ ხართ და ხომ მშვიდობაა?
-კი თამთა მშვიდობაა უბრალოდ სოფოს ამბავმა ძალიან დამამწუხრა.
-ვინ სოფოს? ცოტა ხნის წინ სამსახურის დასაწყებად რომ იყო მოსული გოგო იმაზე ამბობთ?
-დიახ. სწორად გამოიცანი. ძალიან რთული ცხოვრება აქვს. 2 წლის წინ ავარიის გამო დაკარგა მამა ძმა და და. დედმისმა ძალიან ინერვიულა გულზე პრობლემა შეექმნა, წამლები დასჭირდა და მას მოუწია სამსახურის მოძებნა, მაგრამ სწავლასთან ერთად ეს სამსახური არ გამოადგა, ამიტომ თავი დაანება და ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო, მაგრამ რომ ვერფერი იპოვნა აქ მოსვლა გადაწყვიტა. მინდა დავეხმარო მაგრამ არ ვიცი როგორ.
-კარგი ბატონო ლევან. ერთი უბრალო გოგოს გამო ნუ მოიკლავთ თავს, ცოდვაა მაგრამ ყველას თქვენ ხომ არ გაუწვდით დახმარების ხელს? ესეთი ადამიანები უამრავია არიან და ყველას აქ მოიყვანთ სამსახურის დასაწყებად?
-კი ვიცი რომ დედამიწაზე ესეთი ადამიანები ბევრნი არიან და ყველას ვერ დავეხმარები, მაგრამ ისიც ვიცი რომ ძალიან ზედმეტი მოგივიდა ცოტა ხნის წინ ჩემთან საუბარში.
-დიდი ბოდიში ბატონო ლევან, გპირდებით ეს აღარ განმეორდება.
-ხო მართალია აღარ განმეორდება.
-რა თქვით ბატონო ლევან?
-არაფერი თამთა. უბრალოდ გამიხარდა რომ მიხვდი შენს შეცდომას და აწი აღარ გაიმეორებ. თავისუფალი ხარ. შეგიძლია გახვიდე.
-კარგი ბატონო ლევან. თუ რამე დაგჭირდებათ შემატყობინეთ.

-ღმერთო ჩემო იქნებ ბატონმა ლევანმა შეძლოს როგორმე ჩემი დახმარება. ღმერთო ძალიან გთხოვ დამაწყებინე მუშაობა. ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ, ოღონდ დედაჩემი გადავარჩინო. ხვალ დამირეკავს და შემატყობინებს.
ოი ღმერთო ჩემო ნეტავ ვინ უნდა მირეკავდეს ამ დილაადრიან? ჯერ ხომ სულ რაღაც 8საათია? უი უცხო ნომერია. ნეტავ ვინ არის?
-დიახ გისმენთ ვინ ბრძანდებით?
-უკაცრავად სოფო ჯანელიძე მინდოდა.
-დიახ მე ვარ. რომელი ხარ?
-ლევანი ვარ სოფო...



№1 სტუმარი მარიეტა

კარგია მაგრამ სიატუაციის აღწერა არარის რაც ძალიან უფერულს ხდის ამ ისტორიას.ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ხდებადა ჯობია რაღაცეები შეალამაზო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent