შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე დედა, მე გოგონები მომწონს (4)


12-08-2016, 12:40
ავტორი DreamOn
ნანახია 2 082

კარები ემამ გააღო, მისი დანახვისთანავე წელზე ხელი მოვკიდე და ვაკოცე.
-მიყვარხარ- ვუთხარი და თვალებში შევხედე, ეს ის თვალები იყო რომელიც მიყვარდა , რომელშიც მინდოდა მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერება დამენახა, ჩემწინ კი ის ადამიანი იდგა რომელსაც ისე ვაკოცებდი რომ ზიზღის შეგრძნება არ დამეუფლებოდა.
-მეც. მაგრამ მოხდა რამე?- კარები დახურა და მისაღებში გავედით.
-შენები არ დაბრუნებულან?
-ჯერ არა 2 დრეში ბრუნდებიან.
-კარგია- ოთახსი აქეთ იქით სიარული დავიწყე, ხელებს ნერვიულად ვათამაშებდი და ტუჩს ვიკვნეტდი, ვერ გადავწყიტე როგორ მეთქვა მისთვის რომ ორ დღეში იმ ბიჭტან ერთად ვიცხოვრებდი, და რომ დღეს..
-რიჩიმ მაკოცა- ვუთხარი და ერთა ადგილას გავშეშდი, ხელები ჩამოვუშვი და მის რეაქციას დაველოდე. ემა დივანზე მშვიდად იჯდა და მიყურებდა.
-მერე?
- რა მერე?
- მოგეწონა?
-არა, რათქმაუნდა არა
- კარგია- ამოისუნთქა და საზურგეს მიეყრდნო.
-და ჰო.. ორ დღეში, იმ სახლში უნდა გადავიდე რომელიც დავითმე ჩემთვის და რიჩისთვის იყიდა-ხელები კეფაზე დავიწყვე და ემას შევხედე
- ოჰო, მართლა? გილოცავთ- ირონიულად გაიღიმა და ტაში შემოჰკრა
-ემა-არვიცოდი რა უნდა მეთქვა, ან უნდა საერთოდ უნდა მეთქვა რამე?
-არა, რაგინდა ძალიან მაგარია. ახლა წყვილი ხართ, გილოცავთ.
-ემა გეყოფა.
-არა სალომე არ მეყოფა, თქვენ შეგიძლიათ ერთ სახლში იცხოვროთ, მას შეუძლია სადაც უნდა და როგორც უნდა ისე გაკოცოს, მეკი მხოლოდ მაშინ შემიძლია გაკოცო როცა არავინ გვიყურებს. შენმა მშობლებმაც კი არ იციან რომ..
-რაგინდა რომ გავაკეთო ემა?-ვიყვირე და ჰაერში ხელების ქნევა დავიწყე- რა გავაკეთო მითხარი??? მამაჩემთან მივიდე და ვუთხრა რომ მისი საამაყო შვილი ლესბოსელია? გინდა რომ მათ თვალწინ გაკოცო? გინდაეს გავაკეთო? გინდა რომ მამაჩემმა საკუთარი ხელით მომკლას? რათქმაუნდა თუ ეს გაგაბედნიერებს საჯაროდ ვიტყვი რომ მიყვარხარ და სხვა ყველა ფეხებზე , მაგრამ მერე რა გავაკეთო? სად წავიდე როცა მამაჩემი ნივთივით მომისვრის სახლიდან და მეტყვის რომ ოჯახი შევარცხვინე. - ვიგრძენი როგორ დამეჭიმა კისერთან ძარღვები და როგორ გავწითლდი სახეზე. დამშვიდებას ვერ ვახერხებდი , წინ და უკან დავდიოდი და ხელებს უაზროდ ვიქნევდი.
-ყველას შენსავით გამგები მშობლები არჰყავს ემა, ნუგზარი და მანანა ამ ამბავს მშვიდად ვერ შეხვდებიან.- ვთქვი იატაკზე დავჯექი და კედელს მივეყრდენი
-არშემიძლია ამის გაკეთება-ხელები სახეზე ავიფარე და ავტირდი, იმდენად უძლური ვიყავი ამ სიტუაციაში რომ ტირილის მეტი არაფერი შემეძლო.არაფერი უთქვამს მოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა , ან რა უნდა ეთქვა? უნდა დავემშვიდებინე? ამას მაინც ვერ შეძლებდა, ახლა ზეციერი ძალაც კი ვერ დამამშვიდებდა, მინდოდა ჩემი ყველა უბედურების მიზეზი სათითაოდ ამეღო დამენაკუწებინა, დამეღეჭა და ამისგან სიამოვნება მიმეღო. ყელში უზარმაზარი ბურთი მქონდა გაჩხერილი, იქიყო არ ინძრეოდა და ხმის ამოღების უფლებას არ მაძლედა.
-წავალ-ვთქვი ცოტახნის შემდეგ იატაკს დავეყრდენი და წამოვდექი.
-მოიცადე - ფეხზე სწრაფად წამოდგა და ხელზე ხელი მომიჭირა.
-ცოტახანი კიდევ დარჩი, გთხოვ- ყველაფრის მიუხედავად მაინც ვერ ვახერხებდი მისთვის უარის თქმას, ჭკუიდან მშლიდა მისი დანახვა, მისი სხეული, მისი ტუჩები, მისი თვალები, ხელებსაც კი ჭკუიდან გადავყავდი. თითოეული მისი მოძრაობა გულისცამას მიჩქარებდა და სისხლს მიჩერებდა.
მისი თავი ხელებში მოვიქციე და ვნებიანად ვაკოცე, მისი რბილი ღია ვარდისფერი ბაგეები ჩემს ბაგეებში იკარგებოდა, და ეს მომწონდა , მომწონდა როგორ მხვდებოდა მისი ნელი ამოსუნთქვა ყელზე, როგორ ვეხებოდი მის სხეულს და ვერ წარმოვიდგენდი რომ იგივე ვნებით იგივე დაუოკებელი სურვილით ოდესმე სხვას შევეხებოდი.
დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა,არ მინდოდა ემას გაღვიძებოდა, ისე სწრაფად გავთიშე რომ არც დამიხედავს ვინ იყო. ემას შევხედე ჯერ კიდევ ეძინა , შვებით ამოვისუნთქე , მის მხარეს გადავბრუნდი და მძინარეს დავაკვირდი. მისი ტუჩები ოდნავ დაშორებოდა ერთმანეთს, მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა, ცერა თითი ლოყაზე ნაზად ჩამოვუვი და მისი რბილი კანი ვიგრძენი, დავიხარე და მხარზე ვაკოცე.
ოდნავ შეიშმუშნა და გაეღიმა, ჯერ ერთი თვალი გაახილა , მერე მეორე, ლურჯი თვალები, დაუვიწყარი ლურჯი თვალები რომელიც ყოველთვის, ყოველთვის მეყვარება. ჩემსკენ გამოიწია და ნაზად მაკოცა.
-დილამშვიდობის- მითხრა და თავი ისევ ბალიშზე დადო.
-დილამშვიდობის- სახეზე ღიმილი ავიფარე და საწოლიდან წამოვდექი
-შეჭამ რამეს?
-ყავა და ორცხობილა - საწოლზე დაჯდა და ბალიშს მიეყრდნო.
- ახლავე მოგართმევთ თქვენო უდიდებულესობავ- გავიღიმე, და რევერანსით გავედი ოთახიდან.
ყავისთვის წყალი ავადუღე, ორცხობილები თეფშზე დავდე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
-ინებეთ- გაავუღიმე და საწოლზე მის გვერდით ჩამოვჯექი.
-მადლობა- ყავა ჯერ ცხელი იყო, ორცხობილას ჭამა დაიწყო, წუთის შემდეგ კი მე შემომხედა.
- რასაპირებ?- მკითხა და ორცხობლა თეფშე დადო.
- არვიცი - თავი სსხვა მხარეს გავაბრუნე, არ მინდოდა თვალებში მეყურებინა და ურცხვად მეთქვა რომ დაქორწინებას გვერდს ვერ ავუვლიდი.
-უნდა იცოდე.
-მაგრამ არ ვიცი
-წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებ, ხომასეა?
-ემა ხომ გითხარი რომ არ შემიძლია, უბრალოდ წარმოიდგინე რა მოხდება თუ ქორწილს ჩავშლი. სადუნდა წავიდე როცა მამაჩემი ჩემზე უარს იტყვის?
-ჩემთან.
-არშემიძლია ემა, რატომ არ გესმის- თავი ვერ გავაკონტროლე ზედმეტად ხმმამაღლა ვიყვირე, მეტის ატანა აღარ შემეძლო, ბედნიერება ჩემგან ნელი ნაბიჯით მიდიოდა მაგრამ მე კიდევ უფრო ნელა მივდიოდი.
-გემრიელად მიირთვი- ვუთხარი და წამოვედი.
არსად არ მივდიოდი, დანიშნულების ადგილი აქ მქონდა, უბრალოდ დავდიოდი, ხან ერთ ჩიხში შევუხვევდი ხან მეორეში, ასე უემოციო რობოტივით მივაბიჯებდი ქუჩაში და ჩემს ირგვლივ სამყაროს ვერც კი ვამჩნევდი. თითოეული ჩემი მოქმედება იმ სამყაროს ანგრევს რომელშიც ბედნიერი ვარ, და მალე სერთოდ აღარ იარსებებს.
პარკში სკამზე ჩამოვჯექი, მაგრამ ვერც აქ გავჩერდი, საკუთარი თავი მოსვენებას არ მაძლევდა, რამოხდებოდა თუ გავქრებოდი? აი ასე უბრალოდ გავქრებოდი? ბევრს იტირებდნე, ჩემს მოძებნას შეეცდებოდნენ, ალბათ ღამეებსაც გაათენებდნენ, მაგრამ გავიდოდა წლები და თითოეული მათგანის ცხოვრებაში ისეთივე ლაქა ვიქნებოდი როგორიც ყავის დაქცევის შემდეგ რჩება ხოლმე ,ემა სხვას გაიცნობდა და იგივე გრძნობით შეიყვარებდა რა გრძნობითაც ახლა მე ვუყვარვარ, ბატონი დავითი თავისი საამაყო ვაჟისთვის ახალ ცოლს მოძებნიდა, ბატონი ნუგზარი კი დანაკლისით ცხოვრებას გააგრძელებდა. მაგრამ თითოეული ამ ხალხის მიმართ იმდენად დიიდ სიყვარული მამოძრავებს რომ სწორეს ეს სიყვარული მეღობება გზაზე, სწორედ ამ სიყვარულის გამო ვანგრევ ჩემს სამყაროს.
დიდხანს ვიარე , ძალიან დიდხანს. ბოლოს მომბეზრდა და სახლისკენ წავედი, ეზოში შავი მერსედესი იდგა, გამიკვირდა, ბატონი დავითის მანქანა იყო, სახლის კარებიც ღიათ იყო, ნაბიჯს ავუჩქარე და სახლში შევედი
-დედა რახდება?-ვკითხე მანანას რომელიც აღფრთოვანებული ალაგებდა სხვადასხვა ნივთებს, ზოგს ცელოფნის პარკში დებდა, ზოგს კი დიდ ჩანთაში.
- ბატონმა დავითმა მანქანა გამოგზავნა შენი ნივთების წასაღებად, ტანსაცმელი უკვე ჩავალლაგე და მანქანაშია , ახლა დანარჩენ აუცილებელ ნივთებს გილაგებ.
-არა არა არა,-მანანას ხელიდან ჭიქა გამოვართვი და მაგიდაზე ხმაურიანად დავდე
-რაღაც უნდა გითხრა
-გეყოფა სალომე , არ ვაპირებ შენი წუწუნის მოსმენას, საღამოს უკვე სხვა სახლში იცხოვრებ სხვა ცხოვრებით- გაოცებული ვიდექი მანანას წინაშე, საკუთარი დედის წინაშე რომელსაც სრულიად არ აინტერესებდა რას ვგრძნობდი.
-მადლობა დედა- ვუთხარი ჭიქა მაგიდიდან ავიღე და ცელოფნის პარკში ჩავდე
- აქედან რაც შეიძლება მალე წავალ რომ აღარასდროს გნახო- არ ვაპირებდი დავლოდებოდი რას იტყოდა, ჩანთა და პარკი ავიღე და მანქანისკენ წავედი.
-სალომე, მაგ სიტყვებს აუცილებლად ინანებ.- მომაძახა გაბრაზებულმა და კარი ხმაურით მოაჯახუნა.
-წავედით- მძღოლმა მანქანა დაქოქა და მიმართულება ჩემი ახალი სახლისკენ აიღო, სახლისკენ სადაც მანანას ვერ დავინახავდი, სადაც მის საყვედრურებს არ მოვისმენდი, და მის მითითებებს თუ როგორ უნდა ვისაუბრო სწორად. არ ვნანობდი იმ სიტყვებს რაც მანანას ვუთხარი, პირიქით ვფიქრობდი რომ დაიმსახურა, რათქმაუნდა დაიმსახურა, მას ხომ ჩემი ბედი არ აღელვებს, ფიქრობს რომ მასთან ბედნიერივარ? კარგი მეც თქვენთან ერთად ვითამაშებ, მაგრამ ჩემი წესებით.
-ნახეთ ვინ გვესტუმრა- ხელებ გაშლილი გამოემართა ჩემსკენ ქალბატონი ლელა
-ვფიქრობ ახლა აქ თქვენ ხართ სტუმრები- ვუთხარი და გადავეხვიე.
-მართალიხარ - ნერვიულად გაიღიმა და სახლისკენ წავიდა
-რიჩი სახლშია დიდი ხანია გელოდება
-და აი მეც აქ ვარ- სახლში შევედი თუარა ბატონი დავითი ჩემსკენ წამოვიდა გადამეხვია და მისაღებში შემიპაიჟა
-როგორხარ შვილო?
-კარგად ბატონო დავით თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მოდი აღარ გვინდა თქვენობით საუბარი, ახლა უცხოები აღარ ვართ, დავითი დამიძახე.
-როგორც გენებოთ-სამზარეულოდან ლუდით ხელში რიჩი გამოვიდა ჩემს დანახვაზე ოდნავ გაეღიმა და ჩვენსკენ წამოვიდა.
-ჰეი, აბა როგორხარ?-მისი საზიზღარი ტუჩებით ჩემს ლოყას შეეხო.
-მშვენივრად
-მამა მგონი დროა ცოლ ქმარი სახლში მარტო დატოვო- დავითს გაუღიმა და ლუდი მოსვა.
- სალომე ნიშნობამდე თითქმის ერთი კვირა დარჩა, ვიფიქრე რომ შესანიშნავი იქნებოდა თუ შენს კლასელებს დავუკავშირდებით და მათაც დავპატიჟებთ. ქალბატონი მანანაც ფიქრობს რომ კარგი იქნება თუ ასე მოვიქცევით, შენ რას იტყვი?
-კარგი, როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე მოიქეცით.
-კარგი მაშინ ჩვენი წასვლის დროა- ხელი მხარზე დამადო, გადამკოცნა და ლელას ანიშნა მივდივართო. ქალბატონი ლელა მთელი ამ ხნის მანძილზე სავარძელში მოკალათებულიყო და ეჭვის თვალით მაკვირდებოდა. ფეხზე წამოდგა და ქმარს გაყვა. მეკი ჩემს მომავალ ქმართან უზარმაზარ სახლში მარტო დავრჩი.



---
ბოდიში დაგვიანებისთვის, ვიცი რომ პატარა თავია ამიტომ შემდეგში შევეცდები დიდი თავი დავდო.
ძალიან დიდიდ მადლობა რომ კითხულობთ, ყველა რჩევას და შენიშვნას ვიღებ და ვცდილობ გამოვასწორო, ამიტომ თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ მითხარით და აუცილებლად გამოვასწორებ.



№1  offline წევრი მონაცისფრო

როგორ გამიხარდა ეს ისტორია რო დავინახე შენ არიცი *__* მეგონა აღარ აპირებდი გაგრძელებას... ძაან მომწონს მაგრამ თავებს თუ გაზრდი უფრო მომეწონება❤ :დდ

 


№2  offline წევრი sali))

auu ema da salome.ar daashooro raa gtxoov. Tu daashooreb chemi azrit es istoria saaiintereso agar iqneba da yvela danarchen istoriebs daaemsgavseba. Me magaalitaad imitom momwoons yvelaasgan gaansxvaveebulia. Nu es chemi azria imedia ar gewkineba ise dzaalian kaiaa :* :*

 


№3  offline წევრი semi

sali))
auu ema da salome.ar daashooro raa gtxoov. Tu daashooreb chemi azrit es istoria saaiintereso agar iqneba da yvela danarchen istoriebs daaemsgavseba. Me magaalitaad imitom momwoons yvelaasgan gaansxvaveebulia. Nu es chemi azria imedia ar gewkineba ise dzaalian kaiaa :* :*

auu xoo raa me vetaanxmebi aii martlaa dzaan magaria da rac mtavaaria gansxvaveebuli da imedia sxva istoorieebis naiirs ar gaxdi aii ukve dzaan sheemikvardi da imedebi ar gagvicruo

 


№4  offline წევრი თათიაა

სალომეს ფიქრები და განცდები კარგად არის გადმოცემული მომეწონაა დიალოგები ცოტა რომ დახვეწო უფრო დამაჯერებელიც გამოვა განსაკუთრებით დედა-შვილის მონაკვეთი საბოლოო ჯამში კარგია აღწერაც მომეწონა თითქოს უფრო განავრცე პერსონაჟების განცდები <3 ველი შემდეგ თავს უფრო მეტი ემოციებით და მოულოდნელობით (იმედი მაქვს სალომეს და ემას არ დააშორებ ) :დდ <3

 


№5  offline წევრი Peoplefallformysmile

მე მომწონს , და იმედია არ შეუყვარდება ეს ბიჭი -_-

 


№6  offline წევრი (((end)))

მოკლედ,მოკლედ მაინც დამაკლდა no feel ემოციები ემასთან ბევრი მინდოდა feel ვგიჟდები სალომე ასე,რომ ელოდება მისი ცხოვრების დანგრევას request დედამისი მინდა რომ გავწეწო wink ეს რიჩი მეზიზღება angry იმედია,ემასთან ისევ ექნება ურთიერთობა,თორემ აღარანაირი სურვილი აღარ მექნება წაკითხვის. ჰოო, რავი უფრო მეტს მოველოდი feel მაგრამ არაუშავს,ვნახოთ შემდეგი თავი როგორი იქნება

 


№7 სტუმარი თა კო

Ici ufro saintereso warmomidgenia salome richtan, mainteresebs rigor aeechveva DA gauchndeba tu Ara misdami grdznobebi , male Dade DA aagrdzele cota did I tavebit

 


№8  offline მოდერი ჯია

ემას გრძნობებს და ემოციას უფრო მეტად თუ დაგვანახებ უკეთესია, საყვარელი გოგო უთხოვდება ეს არ არის მარტივი გადასატანი!
გაზარდე თავებიც, შენ ისეთ ისტორიას შეეჭიდე ცოტა სერიოზულ მიდგომას იმსახურებს, ჩემი აზრით :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent