შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


12-08-2016, 19:12
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 702

თავი 10


გოგოებს ეძნელებოდათ ერთმანეთთან გამომშვიდობება. ვერ შეეჩვივნენ ამ სიტუაციას.ყველას ეზოში მოეყარა თავი და ბარგს ალაგებდნენ მანქანებში. ტასუნა უკვე გადაღლილიყო და ეძინებოდა ამიტომ პირველები ისინი წავიდნენ. მერე ბაჩო და ანა გაჰყვენენ. ბოლოს კი ალექსი უნდა გასულიყო. უკვე მანქანაში ისხდნენ როცა ეკამ გააჩერა
-ტელეფონი დამრჩა ოთახში. შევალ და უცებ დავბრუნდები
-კარგი ოღონდ მალე რაა გეხვეწები. ძალიან დავიღალე. სღხოვა ქეთიმ
ეკა მანქანიდან გადავიდა და სახლში შევიდა. ალექსმა დრო იხელთა და მანქანა დაქოქა
-მოიცა სად მივდივართ?ეკას აქ ხომ არ დავტოვებთ?
-თორნიკე მიხედავს. ეკას წასული ჰგონია,ის კი იქ ელოდება უნდა შეურიგდეს
-აქ ვერ დავტოვებ. დახოცავენ ერთმანეთს.
-არაფერიც არ მოხდება. შერიგდებიან. შეიძლება ერთი ორი თეფში შეიწირონ ან რამდენიმე ჭიქა გაეცინა.- ალექსს და უკვე ქალაქის გზას დაადგა
- საუკეთესო მეგობარი დავტოვე იქ. იმედია თორნიკე მანიაკი არ არის და ურჩხულს საკუთრი ხელით არ ჩავუგდე ხახაში
-ხო ურჩხული რომელიც სიყვარულმა პრინცად აქცია
-მე მაინც მეცოდება ჩემი პრინცესა მეგობარი.
-მომისმინე საყვარელო ქალის და კაცის ურთიერთობაში მესამე არ უნდა ჩაერიოს. ყოველთვის თვითონ უნდა მოაგარონ ყველაფერი.შეიძლება იყვირონ,იკივლონ, ერთმანეთს რაღაცეები ესროლონ ან დასხდნენ და წყნარად დაილაპარაკონ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს მესამე და დამპირდი რომ არავის არ მისცემ უფლებას ჩაერიოს ჩვენ ურთიერთობაში. არც საუკეთესო დაქალს და არც არავის
-სერიოზულად ამბობ?
-კი
-თუ რამე პრობლემა გვექნება დავჯდებით წყნარად და ვეცდებით მოვილაპარაკოთ და გამოსვალი ვიპოვოთ ერთად.ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ
-კარგი ჩემო ძვირფასო
საუბარში იყვნენ გართულები როცა ქეთის ტელეფონმა დარეკა
-როგორ ხარ მამა?-მხიარულად ჩასძახა ყურმილში, მაგრამ იქიდან არცთუ ისე სასიამოვო ამბავი ამცნეს. მაშინვე აუცრემლიანდა თვალები და ტირილი დაიწყო, საუბარიც ძლივს დაასრულა
-რა მოხდა საყავრელო?ხომ მშვიდობაა?დაწყნარდი ნუ ტირიხარ
-ბებია დაიღუპა ალექს. ის უკვე გულამოსკვნილი ტიროდა -გთხოვ წამიყვანე ქალაქში. ახლავე უნდა Vავიდე
-წაგიყვან თუ დამშვიდდები, ყველაფერი უფლის ნებაა ხომ იცი ისე არაფერი არ ხდება?
-ძალიან მიყვარდა. თითქმის მისი გაზრდილი ვარ
-ვიცი სიხარულო, მაგრამ ეს ასეა ყოველთვის. მოხუცები გვტოვებენ და ახალგაზრდები ვრჩებით. დამშვიდი გთხოვ. შენ რომ ნერვიულობ და ტირიხარ ვეე ვიტან.შენს ცრემლებს ვერ ვეგუები
-კარგი მაგრამ გთხოვ წავიდეთ
-ახლავე. ალექსმა მანქანა დაქოქა და ქალაქისკენ მიმავალ გზას დაადგა. ქეთიმ მობილურზე ეკას ნომერი აკრიფა, მაგრამ ამაოდ.ის ზარს არ პასუხობდა. რამდენჯერმე კიდევ სცადა მერე კი ქალაქამდე ხმა აღარ ამოუღია.....

*************
ეკამ სწრაფად აირბინა კიბეები და ოთახში შევარდა. ტელეფონი საწოლზე ეგულებოდა, მაგრამ იქ არ დახვდა. ძებნა დაუწყო და უცებ ზურგს უკან კარის ხმა გაიგო. შიშიგან იკივლა და მოტრიალდა. ხელში თორნიკე შერჩა, რომელმაც კარი გადაკეტა და ჯიბეში ჩაიდო
-რას აკეთებ? შენ ხომ წახვედი?
-ეგ შენ გეგონა ასე.
-გააღე კარი და გამიშვი. მაგვიანდება. მელოდებიან
-არ გელოდებიან. ისინი უკვე წავიდნენ
-ქეთი არ დამტოვებდა. ეკამ ფანჯარაში გაიხედა და დარწმნდა რომ ისინი იქ არ იყვნენ. მართლა წასულიყვნენ
-ნუ ბავშვობ გამღე კარი უნდა წავიდე
-ვერსად ვერ წახვალ. სასახლეში გამოგკეტე პრინცესა
-და შენ რომ პრინცი არ ხარ?
-მაგაზე არც მაქვს პრეტენზია.ჩემზე უარესებიც არიან და უკეთესებიც
-იდიოტი ხარ
-ნუ იკბინები თორემ ერთხელაც იქნება საკუთარი შხამი მოგკლავს
-წავიდეთ რაა. ხვალ მნიშვნელოვანი დღე მაქვს სამსახურში და იქ უნდა ვიყო.
-მართლა? ჩვენზე მნიშვნელოვანი არის ვინმე ან რამე?
-აი შენ ნამდვილად არ გაქვს მნიშვნელობა არანაირი. ნული ხარ საერთოდ.
-რაც გინდა ის თქვი მაინც ვერ წახვალ აქედან. თორნიკე საწოლზე არხეინად მოკალათდა და ტელევიზორი ჩართო. ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა და ერთი არხიდან მეორეზე რთავდა პროგრამას
-არ გესმის?უნდა წავიდე,გააღე კარი.- ლამის იკივლა ეკამ. მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა.
-გთხოოვ,- ახლა ხვეწნაზე გადავიდა და რომ მიხვდა მას რეაქცია არ ჰქონდა უღონოდ ჩამოყარა ხელები და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ცრემლი მოერია და ცდილობდა რომ მას არ შეემჩნია. ბიჭი მიხვდა რომ გოგოს სიჯიუტე ნელნელა ტყდებოდა ჩუმად ჩაეღიმა. გვერდით მიუჯდა. ნიკაპში ხელი მოჰკიდა და სახე მისკენ მიატრიალებინა.
-მიყვარხარ ეკა. თითქმის დაიჩურჩულა ბიჭმა. მას ხმა არ ამოუღია. უხმოდ იჯდა.
-მეშინია რომ ისევ გენდო
-მე შენთვის ვცდილობ რომ შევიცვალო. შენ შემცვალე. შენ ხარ ერთადერთი ქალი რომელმაც ეს მოახერხა და დაგიმტკიცებ რომ ჩემი ნდობა შეგიძლია
-იცოდე მეტი შანსი აღარ გექნება
-ნუ მემუქრები
-არ გემუქრები გაფრთხილებ
რამდენიმე წუთში ისინი საწოლზე იყვნენ წამოწოლილები, ბიჭს გულში ჰყავდა ჩახუტებული და თმებზე ნაზად ეფერებოდა
-იცი რაზე ვოცოონებობ? მინდა რომ შენთან შვილები მყავდეს. ორი გოგო,ორი პატარა შავტუხა კულულებიანი გოგო. ეზოში რომ ირბენენ და სახლს რომ თავდაყირა დააყენებენ. დედიკოსავით რომ მოუშლიან ნერვებს მამიკოს
-მე კიდევ ბიჭიც მინდა. მამიკოსავით მექალთანე რომ იქნება და გოგოებს რომ თავბრუს დაახვევს.-ორივეს გულიანად გაეცინა.
-მაგრამ შენ რომ დაგემსგავსოს და შენსავით მომხიბვლელი იყოს
-ისევ იწყებ?
-დედიკო ასწავლის რომ ქალებს პატივი უნდა სცეს და არასოდეს ატკინოს გული
-მოდი დავივიწყოთ კარგი.
-კარგი. დილით ხომ ადრე წავალთ?სამსახურში უნდა გამოვცხადდე
-ო როგორ არ მიყვარს ეგ შენი სამსახური და როგორ არ მინდა მანდ მუშაობდე.
-ეხლა არ დაიწყო. მეც ბევრი რამე არ მომწონს მაგრამ ვეგუები
-ეჭვიანობით ვკვდები როცა ვიცი რომ ამდენ მამაკაცთან გაქვს შეხება
-მე სხვა არავინ არ მინდა და ეს კარგად იცი შენ
-შენ რომ არ გითქვამს არაფერი ?
-რაზე?
-იმაზე რომ გიყვრავარ თუ არა?
-ეგ ხომ ისედაც იცი?მაგას არ სჭირდება სიტყვები
-ო რა ჯიუტი ხარ
-სამაგიეროდ ერთგული ვარ
-და რა მწარე ენა გაქვს ხანდახან მეშინია რომ საკუთარმა შხამმა არ მოგკლას
-მე კიდევ იმის მეშინია რომ შენმა უნებისყოფობამ არ იმოქმედოს ჩვენს ურთიერთობაზე
-დამშვიდდი შეგიძლია მენდო. ახლა კი წავედი
-სად მიდიხარ?
-დასაძინებლად.
-მეგონა აქ დაიძინებდი.
-ეკა დაიმახსოვრე ერთი რამე მე შენ მიყვარხარ და პატივს გცემ. შენი სურვილების წინააღმდეგ არ წავალ და საკუთარ თავსაც გავაკონტროლებ. ის რასაც შენ ფიქრობ ჩვენ შორის არ მოხდება იქამდე სანამ სრულებით არ გავითავისებთ რომ ერთად ყოფნა გვინდა და სანამ ოჯახს არ შევქმნით
-და შენ ეგ გინდა?ოჯახის შექმნა?
-მინდა ხედავ არც ისეთი უსინდიო ვარ და არც ისეთი მექალთანე შენ რომ გგონივარ. სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს
-კარგი ღამე მშვიდობის. არ დაგავიწყდეს დილით ადრე უნდა წავიდეთ
-კი ვიცი და ნუ გეშინია დილით სამსახურში არ დააგვიანებ. ბიჭმა გოგოს შუბლზე აკოცა და დაემშვიდობა...
დილით ადრიანად გააღვიძა. ეკას უკვირდა მისი ასე შეცვლა. მითუმეტეს რომ ცხელი ყავით და ნამცხვრით მიადგა დილაადრიან.
-მაპატიე აქ მეტი არაფერი იყო. თორემ რომ გვესაუზმა კარგი იქნებოდა
-ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი რომ ოდესმე შენ მე ყავას მომიტანდი ,თან საწოლში.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და მიირთვი ახლა, თორემ გაცივდება. რომ იცოდე რამდენი ძალისხმევა დავხარეჯე. პირველად მოვადუღე. არ მეხერხება სამზარეულოში ტრიალი და რა ვქნა.
-კიდევ ბევრ რამეს მიეჩვევი ჩემს ხელში.
-ხო აბაა, შენ ისეთი ჯიუტი ხარ
-ხო მართლა აი შენი ტელეფონი. მგონი ქეთი გირეკავდა
ეკამ ტელეფონი გამოართვა და შემოსული ზარები რომ ნახა მიხვდა რაღაც მომხდარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ქეთი ამდენჯერ არ დაურეკავდა.მაშინვე აკრიფა მისი ნომერი. გვიან უპასუხა
-როგორ ხარ მეგობარო?რა ხდება?ხომ მშვიდობაა?
-ეკა ბებია დაიღუპა.-ტირილით უპასუხა მან. ახლა ქალაქში ვარ. წუხელვე ჩამოვედით, ალექსმა წამომიყვანა
-ვწუხვარ მეგობარო. გამაგრდი და მაპატიე რომ ახლა შენს გვერდით არ ვარ. ხვალ აუცილებლად ჩამოვალ,დღეს ვერ მოვახერხებ.
-მჭირდები ეკა. დაგელოდები.
-კარგი საყვარელო. გთხოვ თავს გაუფრთხილდი.
ეკამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
-წავიდე სასწრაფოდ. ქეთის ბებია დაეღუპა და მინდა რომ დღეს ყველაფერი მოვაგვარო და ხვალ მასთან წავიდე
-მერე ყავა?
-არ მინდა არაფერი. მთავარია ახლა სამსახურში ჩავიდე და დავეთხოვო რომ მეგობარს გვერდით დავუდგე
-კარგი წავიდეთ, წავალ მანქანს გამოვიყვან ფარეხიდან, შენ მოემზადე
***************

ალექი ძალიან განიცდიდა ქეთის ამბავს და მის გვერდით რომ არ იყო. ვერც ნახვას ახერხებდა.არადა როგორ უნდოდა ერთელ მიანც ჩახუტებოდა და ერთხელ კიდევ ეთქვა რომ უნდა ძლიერი ყოფილიყო. რამდენჯერ მივიდა მის სახლთან შორიდან მაინც რომ მოეკრა მისთვის თვალი, მაგრამ გოგო სახლში იჯდა მშობლებთან ერთად და ნაცნობებისგან და ახლობლებისგან სამძიმრებს იღებდა. ეს მისთვის დიდი ტრაგედია იყო.გაოგნებული იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. საჭმელსაც ძლივს აჭმევდნენ გოგოები. ერთი-ორჯერ მოახერხა ტელეფონზე რამდენიმე წუთით დალაპარაკებოდა ალექსს. ანა და თაკო მეგობარს გვერდით ედგნენ და ამხნევებდნენ. ეკაც ჩავიდა და სამივე ერთად გვერდიდან არ მოშორებიან. გასვენების დღეს ნერვიულობის გამო ცუდად გახდა და სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ეკამ მაშინვე დაურეკა ალექსს და ისიც გაგიჟებული მივარდა
-ეკა სად არის?როგორ არის?
-ახლა გონს მოვიდა ექიმმა თქვა რომ კარგად იქნება უბრალოდ გადაიღალა და უჭმელობისგან ძალა გამოელია
-წავალ ვნახავ.
-კარგი. მიდი მაგრამ დიდხანს ვერ დარჩები, მალე მისი მშობლები მოვლენ
-სანამ მოვლენ მასთან ვიქნები...
ქეთის თვალები ცრემლინი ჰქონდა და ტირილისგან დასიებოდა. ალექსის დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაუარა. ბიჭი გოგოს მოეხვია და გულში ჩაიკრა
-კინაღამ გავგიჟდი როცა ეკამ დამირეკა. ძალიან მენატრებოდი
-მეც ჩემო სიხარულო. სიგიჯემდე მომენატრე.არ ვიცი ამ ტკივილს როგორ გადავიტან
-შეეგუები და ცხოვრებასაც გააგრძელებ. ის ყოველთვის შენს გულში დარჩება და კიდევ მასთან დაკავშირებული ტკბილი მოგონებები
-აღარ დამხვდება როცა აქ ჩამოვალ ამ სახლში და აღარც ისე თბილად გამიღიმებს მან რომ იცოდა.
-ყველაფერი კარგად იქნება ჩემო სიხარულო. მე გყავარ და ყოველთვის შენთან ვიქნები
-ალექს ქეთის მშობლები მოდიან. უნდა წახვიდე
-არ მინდა წასვლა მაგრამ სხვა გზა არა. იცოდე აუცილებლად გნახავ როცა ისინი წავლენ და შენთან ვიქნები მთელი ღამე.
-კარგი ძვირფასო. მიყვარხარ დროებით
-კარგად და დაგირეკავ
ალექსმა პალატა დატოვა.ეკა მეგობართან დარჩა.
-მეგობარო მე დღეს უნდა დავბრუნდე, ძალიან მინდა დავრჩე მაგრამ მეტი არ შემიძლია.
-არაუშავს ეკა წადი შენს საქმეებს მიხედე გოგოებიც აქ არიან და ალექსიც. გადავიტან ამ ყველაფერს. თნ მალე მეც ჩამოვალ ხომ იცი პაციენტებს დიდხანს ვერ მივატოვებ
-კარგი წავალ მაშინ. გარეთ თორნიკე მელოდება
-თქვენ რა ქენით შერიდგით?
-კი შევრიგდით ჩემთან ერთად მოდის ქალაქში, მარტო არსად არ მიშვებს
-ეჭვიანობს?
-ალბათ. მეც ვეჭვიანობ მაგრამ ჯერჯერობით მიზეზს არ მაძლევს
-უნდა ენდო ეკა. ისე არ გამოგივათ არაფერი
-ვიცი ვიცი მეგობარო. კარგი წავედი თავს გაუფრთხილდი
ეკა წავიდა და მშობლები შემოვიდნენ პალატაში
-ძალიან შეგვაშინე შვილო
-დედა დამშვიდდი, ახლა კარგად ვართ
-იქნებ ჯობია ცოტა ხანს დარჩე და დაისვენო?
-არა მამა ორი დღე დავრჩები და მერე მეც წავალ თორემ ბევრი გავაცდინე,მნიშვნელოვანი დღეები გამოვტოვე იქ
-კარგი შვილო როგორც გინდა. მაგრამ ჩვენ რაღაც უნდა გითხრათ. ყურადღებას ისე ვეღარ მოგაქცევ როგორც აქამდე ამიტომ თავს გაუფრთხილდი. აქ ჩემმა კომპანიამ ახალი პროექტები დაიწყო და ახალ საავადმყოფოს ვაშენებთ. სანამ შენ ექიმი გახდები მანამდე მოესწრეაბა და მინდა რომ მერე აქ დაბრუნდე
-დავბრუნდები მამა აუცილებლად დავბრუნდები.
-იცოდე პირად ცხოვრებასაც უნდა მიხედო და ოჯახის შექმნაზე იფიქრო.
-ვფიქრობ მამა.მაგრამ ეს დათო არ იქნება და ამ თემაზე არც დამელაპარაკოთ
-დაფიქრდი მაინც
-კარგი დავფიქრდები
-დაისვენე შვილო მიუხედავად იმისა რომ ჩევნ ერთმანეთს ვერ ვუგებდით და კარგი ურთიერთობა არ გვქონია ძალიან ვნერვიულობთ შენზე
-მიყვარხათ დეე. ორივე მიყვარხართ. ქეთის გაუხარდა რომ მშობლებთან ურთიერთობა მოაგვარა მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდებოდა არავინ იცოდა...
***************
რამდენიმე დღეში ქეთი დედაქალაქში დაბრუნდა ალექსთან ერთად. სახლთან დატოვა და სამსახურში გავარდა. მორიგი შეკრება გამოცხადდა ბაზაზე. და ქეთის კარგად ვერც დაემშვიდობა. სახლში უნდა შესულიყო რომ ვიღაცამ დაუძახა. დათო იყო. მისკენ სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა
-აქ რა გინდა?
-უნდა ვილაპარაკოთ.ბოდიშის მოსახდელად მოვედი.
-არ მჭირდება შენი ბოდიშები.
-მინდა ყველაფერი მაპატიო და თავიდან დავიწყოთ?
-შენ ნორმალური თუ ხარ?რა უნდა გაპატიო ან რა უნდა დავივიწყოთ?რაც არ ყოფილა არასოდეს და არც არასოდეს იქნება
-გთხოვ იქნებ სცადო
-არ მიყვარხარ გაიგე ადამიანო და არც არასოდეს შეგიყვარებ. მე სხვა მიყვარს.
-თავს მოვიკლავ იცოდე.- მუქარაზე გადავიდა დათო
-ჯანდაბამდე გზა გქონია, რაც გინდა გიქნია.ჩემთვის სულ ერთია.- გაღიზიანებულმა უპასუხა ქეთიმ.-დღეიდან ჩვენი მეგობრობაც დასრულდა
-განანებ იცოდე
-მაგასაც ვნახავ. ქეთის ხელი გააშვებინა და სადარბაზოში შევიდა.
ეკას ვახშამი მოემზადებინა და ის იყო საჭმელად უნდა დამჯდარიყო რომ კარზე ზარი დარეკეს. გაუკვირდა და კარის გასაღებად წავიდა. ქეთის დანახვაზე სიხარულიგან იკივლა და მეგობარს მოეხვია
-გასაღები სად დამრჩა არ ვიცი. ისე ვიყავი დაბნეული
-არაუშავს. მოდი მოდი. ნეტავ მაგის გარდა სხვა პრობლემა არ გვქონდეს.დაჯექი. უნდა მევახშმა. არ გშია შენ?
-კი ძალიან.მთელი დღეა არაფერი მიჭამია
ეკამ სუფრას კიდევ ერთი თეფში დაამატა და სავახშმოდ დასხდნენ.
-გული ცუდს მიგრძნობს ეკა
-რატომ რა ხდება?
-დათო არ მასვენებს. შეტყობინებებს მიგზავნის ტელეფონში და სიყვარულს მიხსნის. მეშინია ალექსმა არ ნახოს და რამე საშინელება არ მოხდეს
-გთხოვ ფრთხილად იყავი მეგობარო. მარტო არსად წახვიდე და მასთან შეხვედრებსაც მოერიდე. ტელეფონის ნომერი შეცვალე.
-მეშინია მართლა ძალიან. იქნებ ალექსს დაველაპარაკო ყველაფერი ვუთხრა
-ჯერ მოითმინე ცოტა.ახლა კი წამოდი დავიძინოთ გვიანია უკვე.
გოგოები დასაძინებლად დაწვნენ გადაღლილებს მალევე დაეძინათ.
***********
დღეები ქარის სისწრაფით მიქროდნენ. ახალი წელი ახლოვდებოდა. ქეთი შეეგუა ბებიის დაკარგვას და ნელ-ნელა დაუბრუნდა ძველ ცხოვრებას. ალექსი სამსახურში გადატვირთული იყო და ხშირად ვეღარ ნახულობდა. ეკა და თორნიკეც ძველებურად ხვდებოდნენ ერთამანეთს აეწყოთ როგორც იქნა ურთიერთობა მათაც.
გიორგის და თაკოც ყველაზე ხშირად უწევდათ ერთმანეთის ნახვა. მითუმეტეს რომ ტასუნას სულ მასთან უნდოდა და მის გარეშე ვერ ძლებდა. რომ დაიწყებდა ტირილს თაკოსთან მინდაო გიორგი იძულებული ხდებოდა მისთვის დაერეკა და შეხვედრა ეთხოვა. ბავშვი ვერც ხვდებოდა რომ უნებურად ხდებოდა მათი დაახლოების მიზეზი
-მამა დედიკო რატომ არ მყავს მე? მინდა რომ მყავდეს
-ტასუნა დედიკო ყველას ჰყავს. უბრალოს ის ახლა შენთან არაა და ზეციდან გიყურებს.
-იცი ბაღში მითხრეს რომ დედამ მიმატოვა
- დედას არ მიუტოვებიხარ. ის ცაში გაფრინდა რომ იქიდან დაგიცვას და დაგიფაროს, ასეთი რამე ვინ გითხრა ტასო?-ჩაერია თაკო
-ვინ და ბავშვებმა
-ტასო მომისმინე დედა ყველას ყავს. უბრალოდ ზოგს არ უმართლებს და ამ ქვეყნიდან მიდის რაღაც მიზეზების გამო. ამიტომ არ არიან ჩვენთან. მაგრამ ხანდახან ხდება რომ მის ადგილს სხვა იკავებს ჩვენს გულში. დედა შეუცვლელია და ერთადერთია
-იქნები ჩემი დედა?მეც მინდა დედა მყავდეს და საბავშვო ბაღში მომაკითხოს ხოლმე წამოსაყვანად
-მე ხომ ისედაც შენთან ვარ ტასუნა?
-მინდა რომ იქიდანაც შენთან ერთად წამოვიდე
-მოდი ახლა შენ გაიქეცი და ბავშვებთან ითამაშე და მე ამაზე ვიფიქრებ კარგი?
-კარგი.- ტასუნა სათამაშო მოედნისკენ გაიქცა.
გიორგი იჯდა და უყურებდა როგორ უხსნიდა თაკო ტასუნას ყველაფერს ისე როგორც თავის დოროზე ალბათ დედა დაელაპარაკებოდა მას. გულში სითბო ეღვრებოდა და ხვდებოდა რომ თაკო იყო სწორედ ის ვინც კიდევ ერთხელ აგრძნობინა სიყვარული. ვინც მის გულში ყინული გაალღო. ცოლი ძალიან უყვარდა. მაგრამ ის ცოცხალი აღარ იყო. თავიდან ვერ წარმოიდგენდა ეს თუ ოდესმე მოხდებოდა, მაგრამ მოხდა და გრძნობდა რომ სიცოცხელე ახლა ყველაზე მეტად უყვარდა. უნდოდა კიდევ ერთხელ ეგრძნო ოჯახური სითბო
-იფიქრე ჩემს ნათქვამზე?-ჰკითხა ჩაფიქრებულ თაკოს
-რაზე?
-იმაზე რაზეც ვილაპარაკეთ მაშინ
-იცი მე არ მინდა რომ შენი პრობლემების მიზეზი გავხდე
-ჩემი გადასაწყვეტია ჩემი პირადი ცხოვრება, ეს მხოლოდ მე მეხება და არავის სხვას.
-ტასუნა რომ ვერ შეეგუოს ამას?
-ის ჯერ პატარაა და თან მას უნდა რომ დედა დაგიძახოს და მგონი ამაში ცუდს ვერ ვხედავ. მე მაქვს უფლება მქონდეს ოჯახი და ამაში ვერავინ დამაანაშაულებს
-უხერხულად ვარ. რას იტყვიან. მისი მშობლებისთვის ძნელად შესაგუებელი იქნება.
-მათ მე ავუხსნი ყველაფერს. კარგად გამოგდის ბაშვებთან ურთიერთობა. ტასუნას ისე აუხსენი ყველაფერი მე ვერაფერი ვერ ვთქვი
-მეც პატარა ვიყვაი დედა რომ დავკარგე. მაშინ თორმეტი წლის ვიყავი. ნაადრევად მიმიხდა გაზრდა და ბავშვობა წესივრად ვერც შევიგრძენი. ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით იყო პატარა და მას მიხედვა უნდოდა. ბებიები ჩვენ არ გვყავდა და მამა ძირითადად სულ სამსახურში იყო რომ არაფერი მოგვკლებოდა. ამიტომ სახლის საქმეები და ჩემი ძმის მოვლა მე მევალებოდა.სწავლისთვისაც უნდა მიმეხედა და ასე გამეპარა დრო. ჩემი მეგობრები გვერდში მყავდნენ და მათი დახმრებით გადავლახე ყველაფერი
-სამწუხარო ამბავია. არ მინდა ტასუნამ ეს განიცადოს. ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის.
-მეც ძალიან შემიყვარდა. საოცარი ბავშვია
-თაკო ცოლად გამომყევი.- თქვა უცებ გიორგიმ, გოგო დაიბნა. არ ელოდა ამ სიტყვებს და ხმას ვერ იღებდა.
-არაფერს იტყვი?
-მეხუმრები
-არა სერიოზულად ვამბობ. მიყვარხარ. მინდა ჩემი ცოლი გახდე. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს და არც იმ ასაკში ვართ რომ ვერ ვხვდებოდეთ რა გვინდა, ან რას ვგრძნობთ. კარგად ვიცი რომ შენთან ყოფნა მინდა.
-თანახმა ვარ.- მორიდებით თქვა თაკომ. იცოდა რომ ეს მოხდებოდა და ელოდა კიდეც ამ დღეს. მართალია ასე სწრაფად არა, მაგარამ მაინც ელოდა. გიორგის თვალებში სიხარულის სხივმა გაიელვა და გვერდით მიუჩოჩდა. მხარზე მორიდებით მოხვია ხელი და ნაზად აკოცა ტუჩებში. გონს რომ მოეგნენ მათ წინ გაოცებული ტასუნა იდგა და უყურებდა.
-ტასუნა რაღაც უნდა გითხრა შვილო. ჩვენ მალე დავქორწინდებით
ბავშვმა ხელები გაშალა, თაკოსკენ გაიქცა და კალთაში ჩაუხტა
-მე დედიკოც მეყოლება. რა მაგარია....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent