შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიამაყე თუ?! (თავი VI)


12-08-2016, 22:45
ავტორი tamo1804
ნანახია 2 156

ტაქსში ვიჯექი და თან ვფიქრობდი... უამრავი აზრი მომდიოდა თავში, წამიერად ჩერდებოდნენ და მერე ელვის სისწრაფით ქრებოდნენ ისე, რომ მათ დაჭერას ვერც ვასწრებდი... ვცდილობდი, გამეანალიზებინა სიტუაცა და დასკვნა გამომეტანა, თუმცა უშედეგოდ.... რატომღაც ის ღამე გამახსენდა, უიღბლო სპეცოპერაციის ღამე....

************

–ჯანდაბა, აქ არავინაა–მომესმა ნონას გაბრაზებული ხმა და სახლში შევვარდი. იქაურობას სულაც არ ეტყობოდა, რომ ოდესმე ვინმე ცხოვრობდა, დიდი ხნის მიტოვებულს უფრო ჰგავდა.
–გაგვასულელა–გაცოფებულმა კარს ფეხი ვკარი და უკან გამოვედი.
–რაღაცას გეგმავს, რაღაცას აწყობს ახლა–ვერ წყნარდებოდა ნონაც. ამასობაში რაციით გადმოგვცეს, რომ ქალაქის რამდენიმე ნაწილში აფეთქება მოხდა, რასაც მსხვერპლიც მოყვა, ყველაზე ახლოს მდებარე ადგილზე მისასვლელადაც კი იმაზე მეტი დრო გვჭირდებოდა, ვიდრე მას ეყოფოდა გასაქცევად, თანაც არ გვქონდა გარანტია იმისა, რომ სადმე დაგვხვდებოდა და დიდი ხნის დაგეგმილ–მოწყობილი არ ჰქონდა ყველაფერი, ჩვენ კი ამ ყველაფრისგან მაქსიმალურად შორს გაგვიტყუა.
–შემდეგში შენ არ გაგიმართლებს, ნაძირალავ–გავიფიქრე და იქაურობა სწრაფად დავტოვე ნონასთან ერთად.
ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა პროკურატურის შენობასთან მისულს გარეთ დემეტრე დამხვდა, ჩვეული ჟესტით, რეინჯ როვერზე მიყუდებული სიგარეტს ეწეოდა, ნამწვი შორს მოისროლა და ჩემკენ წამოვიდა.
–იარაღს ჩავაბარებ და მოვალ–საკუთარი ხმა მე თვითონვე ვერ ვიცანი...
უხმოდ გამოვაღე მანქანის კარი და მის გვერდით დავიკავე ადგილი.
მანქანა დაქოქა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
–სად მივდივართ?–როგორც იქნა, ამოვიღე ხმა.
–აკას აგარაკზე–მოკლედ მომიჭრა.
–სახლში გავიაროთ რა, გამოვიცვლი და თან გოგოებიც წავიყვანოთ–ვთხოვე.
–მისამართი მითხარი, სანამ მივალთ ბიჭები გაუვლიან იმათ–მიპასუხა.
–კარგი, ოღონდ დავურეკავ მანამდე.
ამის შემდეგ გზაში ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია...
ვიცოდი, მისი შემორიგება არც ისე იოლი საქმე იყო, თან საფრთხეს ჯერ კიდევ არ გაევლო, მაგრამ იმდენად დიდი იყო მასთან, თუნდაც ერთი საღამო ყოფნის ცდუნება, რომ საკუთარ თავს ვერ მოვერიე... ეფექტის მოსახდენად წითელი კაბის ჩაცმა გადავწყვიტე, რაც ნამდვილად გამომივიდა. თვალი არ მოუშორებია დემეს, ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, ხელი გამომიწოდა და საფეთქელთან მაკოცა.
–დემე, მაპატიე მე უნდა....–დავიწყე
–ჩშ, აღარაფერი მითხრა, მე მჯერა შენი, ვიცი, რომ უმიზეზოდ ასე არ მოიქცეოდი და არ გავალდებულებ სამსახურის საქმეები დეტალურად მომიყვე–გამაწყვეტინა და გამიღიმა.
–მიყვარხარ–მაშინ პირველად ვუთხარი ეს ჯადოსნური სიტყვა და ისე უცებ ვიგრძენი მისი ტუჩების გემო, გააზრებაც ვერ მოვასწარი... ტკბილი იყო, ძალიან ტკბილი და თბილი...
მთელი გზა ჩემი ხელი ეჭირა, ნელა მეფერებოდა და თან მაცდური ღიმილით არ მაშორებდა თვალს....
–წითელი–დამიძახა.
–რატომ წითელი?–გამეცინა.
–წითელი ხარ და იმიტომ! გასაგიჟებლად წითელი–ჩამჩურჩულა ყურში ვნებიანი ხმით და წელზე ხელი მომკიდა. კიდევ კარგი, თორემ სექსუალურმა ბარიტონმა და მისი ცხელი სუნთქვის ასე ახლოს შეგრძნებამ მუხლები მომიკვეთა.....
–მაინც ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ კარგი იყოს წითელი! მაგრამ მაშინ შენ ყვითელი იქნები, M&MS–ვით.–გავეღრიჭე.

დილით რომ გავიღვიძე, ყველაფერი ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩადგა. ოცდამეთხუთმეტეს ისევ ვერ ვპოულობდით, ის კი დამემუქრა, არ ვიცოდი დემესთვის ეს როგორ ამეხსნა... გადაწყვეტილების მიღება სმს–მა გამიმარტივა. ის იყო... შეხვედრას ითხოვდა მხოლოდ ჩემთან, თუ მარტო არ მივიდოდი ისევ იმუქრებოდა... მაშინვე სამსახურში წავედი და ტელეფონი ექსპერტიზაზე გადავაგზავნეთ, იმედი მქონდა ახლა მაინც დავადგენდით ადგილსამყოფელს...
მე და ნონა დიდხანს ვიცდიდით მის კაბინეტში, ვარიანტებს განვიხილავდით, ვმსჯელობდით..
–უკვე იქნებოდა პასუხები, წავალ აბა ბატონ გიორგისთან–ვუთხარი მე.
–დავრეკავ და შემოვალ მეც ახლავე–მიპასუხა მან.
გიორგის კარზე დავაკაკუნე და პირველად გავიგე საპასუხოდ: –რომელი ხარ? ცოტა დავიბენი, თუმცა მალევე მოვეგე გონს: –ეკა ვარ, ბატონო გიორგი–თან კარის სახელურს მივწვდი, მაგრამ გაღება ვეღარ მოვახერხე. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი... –ახლა არ მცალია, მე თვითონ დაგიძახებთ ცოტა ხანში. –მე უბრალოდ მაინტერესებ....–წადი მეთქი ეკა, ცოტა ხანში დაგიძახებთ–ხმა გაიმკაცრა გიორგიმ. დერეფანში მივდიოდი თავჩაღუნული და ვფიქრობდი, რა ბზიკმა უკბინა უფროსს, რომ ასე არაადეკვატურად იქცეოდა.... ნონას რომ შევეჯახე, მაშინღა მოვედი გონს.
–რა გითხრა ასეთი? რა გჭირს? –შეეშინდა მას.
–არაფერი, კარი არ გამიღო–მხრები ავიჩეჩე.
–რაა? რას ჰქვია კარი არ გაგიღო?–წარბები ისე აზიდა გაოცებისგან, შუბლს გადააცილა ლამის.
–ასე უბრალოდ, წადი და მე თვითონ დაგიძახებთო... უცნაურად იქცევა–ვუპასუხე.
ამასობაში გიორგის თანაშემწე თაკო წამოგვეწია
–უფროსი გიბარებთ, ორივეს, სასწრაფოდ–გვითხრა.
–მივაგენით, მის კვალს მივაგენით–მოგვახარა გიორგიმ.–ახლავე გადით ამ მისამართზე–ქაღალდის ნაგლეჯი მოგვაჩეჩა.
–დიდხანს იდგებით ასე? რა ვთქვი გაუგებრად?–ტონს აუწია.
უცებ გამოვერკვიეთ ორივე და სასწრაფოდ დავტოვეთ მისი კაბინეტი.
–რა უცნაურად იქცევა მაინც ეს კაცი–ჩაილაპარაკა ნონამ.
გზად ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შემოგვხვდა..
–მაპატიეთ რა, ისევ ვერ დაგეხმარეთ ვერაფრით–დასკვნა მოგვცა და სიტყვის თქმა არ დაგვაცადა, ისე წავიდა.
გაოცებას ვერ ვმალავდით, როცა მასში წავიკითხეთ, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა სმს–ის გამომგზავნის ადგილსამყოფელი...
–აბა გიორგიმ საიდან მოიტანა? აქ თუ არ..
–რა მნიშვნელობა აქვს? გავიდეთ დროულად–შემაწყვეტინა ნონამ.

************

ამდენი წლის შემდეგ რამ გამახსენა ეს ამბები, ზოგჯერ რა უცნაური ხარ, ეკა–ვუსაყვედურე ფიქრებში საკუთარ თავს და ტაქსის მძღოლს მივმართე –მარჯვნივ შეუხვიეთ, თუ შეიძლება და გამიჩერეთ სადმე. ანგარიში გავუსწორე და მანქანიდან გადმოვედი.... თვალებს არ ვუჯერებდი... იმ ადგილას, ჩემი და დემეს ადგილას, ჩვენ ადგილას ჩვენი საოცნებო სახლი იყო წამოჭიმული... უზარმაზარი ეზოთი... ხეხილით... ჰამაკით...აუზით.... ჭიშკრისკენ დავიძარი და კიბეებზე მომავალ დემეს მოვკარი თვალი, ჩემკენ მოდიოდა და თან ეშმაკურად მიღიმოდა... ძლივს შევიკავე თავი, რომ მისკენ არ გავქცეულიყავი და ისე მაგრად არ ჩავხუტებოდი, ოთხი წლის უნახავს რომ დამაკმაყოფილებდა....


************

ორმხრივი სროლა იყო... რაღაც მომენტში ეჭვიც კი შეგვეპარა, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო შენობაში თუ მთელი არმია... ჩვენ მხარეს არა მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა იყო, არამედ მოულოდნელობის ეფექტიც... ფაქტი იყო, დამნაშავე დაიბნა და ახლა უმისამართოდ ისროდა ტყვიებს... –დამაზღვიეთ–გვანიშნა ნონამ და პირველი შევიდა შენობაში... –დააზღვიე–ვუთხარი გვერდით მყოფ თანამშრომელს და შენობის უკანა მხარისკენ დავიძარი.. მართალი აღმოვჩნდი, პატარა ფანჯარას ნამდვილად მივაგენი, დაველოდე, როდის განახლდებოდა სროლა და ხმაურში შეუმჩნევლად ჩავტეხე შუშა, ფანჯრიდან გადავძვერი და იქაურობა კარგად დავზვერე...სროლა ისევე მოულოდნელად შეწყდა, როგორც დაიწყო... დიდ ოთახში აღმოვჩნდი, ნონა დავინახე, რომელსაც იარაღი ძირს დაეგდო და ხელები თავზე ჰქონდა დაწყობილი, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში კი ის იდგა, მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი და მისი სისინი მესმოდა, ნონას ეუბნებოდა ახლა მძევლად აგიყვან, აქედან ცოცხალი გავაღწევ, მერე კი ვეღარაფერი გიშველის, იმ შენ პარტნიორსაც ზედ მოგაყოლებ რომ არ დამიჯერა და არც მის სატრფოს დავინდობო... ამის გაგონებაზე უკვე ვეღარ მოვითმინე, ნონას ვანიშნე, რომ ძირს დაწოლილიყო და დამნაშავეს ხელში ვესროლე, დაიჭრა, იარაღი გაუვარდა, დაეცა, თუმცა გასროლა მოასწრო, ტყვია ნათურას მოხვდა და ოთახიც ჩაბნელდა... სანამ ის თავისი პისტოლეტისკენ მიღოღავდა, ხელში მომარჯვებული ფანრით დავადექი, მის იარაღს ფეხი ვკარი, ნონასკენ გავისროლე და ჩემი დავუმიზნე, თვალი გააპარა მაინც...
–არც იფიქრო–გამოვცერი კბილებში... ხელბორკილები დავადე, უფლებები განვუმარტე, იარაღი ბუდისკენ მიმქონდა, მაგრამ მის გველურ მზერად და ცდუნებას ვერაფრით გავუძელი, სახეში მთელი ძალით შემოვცხე, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: ეს იმ მუქარისთვის, იმ დღეებისთვის და იმ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილისთვის, შენს ავადმყოფურ მისწრაფებებს რომ შეეწირნენ, ნაგავო! განყოფილებაში წაიყვანეთ–მივუბრუნდი ოპერატიულ თანამშრომლებს, ვიცოდი, ამის გამო ახსნა–განმარტების დაწერა მომიწევდა, მაგრამ ამად ღირდა... გათავისუფლებული და ბედნიერი გამოვედი იქიდან, სანამ ჟურნალისტები მოგროვდებოდნენ იქამდე დავტოვე შემთხვევის ადგილი... ახლა ყველაზე მეტად გოგოებთან ყოფნა მჭირდებოდა......
–ტვიქსი, რა გჭირს? რა მოხდა? –მე და ხატია ბავშვობიდან ასე მივმართავთ ერთმანეთს, რაზეც კესო კვირაობით გვებუტება ხოლმე...
–მორჩა ყველაფერი, დასრულდა–ვუთხარი და მაგრად, ძალიან მაგრად ჩავეხუტე....


************


თავი ხელში როგორღაც მაინც ავიყვანე და მშვიდი, მოზომილი ნაბიჯებით გავუყევი სახლისკენ მიმავალ ბილიკს.
–რამე მოხდა? ხო მშვიდობაა? –მოგონილი სიმშვიდით მკითხა დემემ.
–ყველაფრის გარკვევა მინდა–ვუთხარი პირდაპირ და დავინახე, როგორ აშკარად გადაუარა რამდენიმე ფერმა ერთდროულად სახეზე.
–ამ ადგილას სახლი როდის ააშენე?–ვკითხე.
რამდენიმე წუთის განმავლობაში საეჭვოდ დუმდა... ისიც კი ვიფიქრე კითხვა ვერ გაიგოთქო და გამეორებას ვაპირებდი, რომ მიპასუხა
–არც ისე დიდი ხნის წინ... მიზეზები მქონდა...

სახლში შევედით.... მარტინი როსო ჩამოასხა ჭიქაში, ყინულები ჩაყარა, ფორთოხალი ჩააგდო და გამომიწოდა... ზუსტად ახსოვდა, როგორი მიყვარდა....
–გისმენ–მითხრა ცოტა ხნის შემდეგ.
–რატომ დამიმალე, რომ შენ იყავი? მაშინ, პაბში?
–კიდე მე მეკითხები რამეს? შენ როგორ დაგავიწყდა მითხარი? სამი დღე და ღამე გელოდებოდი აქ, შენ კიდე არ მოხვედი! მეც ბევრი დავლიე იმ ღამეს, მაგრამ არაფერი დამვიწყებია შენგან განსხვავებით!!! ბათუმში რომ მივდიოდით, მთელი გზა მაკვირდებოდი, იმედი მქონდა, რაღაც მაინც გაგახსენდებოდა, მაგრამ არა! ის რამდენიმე დღე ყველაზე ბედნიერი დღეები იყო ჩემ ცხოვრებაში, იცი რამდენი გეგმა მქონდა? რამდენი ოცნება, მიზანი? ყველაფერი შენთან ერთად! იქიდან ისე გამოიპარე, ერთი სიტყვაც არ გითქვამს, მაგრამ ესეც გაპატიე, მივხვდი იმ ნაბიჭ.... გამო რომ ნერვიულობდი და არც კი მისაყვედურია, მაგრამ მერე?? მერე როგორ მოიქეცი, გაგახსენო??? იმ ყველაფრის მერე მოდიხარ და კიდე მე მსაყვედურობ, როგორ არ მითხარიო... რა თქმა უნდა ყველაფერი ჩემი ბრალია, აბა თავად ეკატერინე ფიფია ხომ არ იქნება დამნაშავე, მუდამ მართალი იურისტი!!!–ტონს ვეღარ აკონტროლებდა დემე და არც ირონიას იშურებდა... ვგრძნობდი, სადღაც გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ მართალი იყო, მაგრამ ამის აღიარება მაინც მიჭირდა... უცებ გონს მოვეგე, მისი ნათქვამი გადავხარშე და გაოცებულმა შევხედე, ჩემი მზერა რომ დაიჭირა, მაშინვე ამარიდა თვალი და მივხვდი, თავადაც გაიაზრა, რომ ზედმეტი წამოსცდა...
–რაო რაო?? შენ რა იცი ვის გამო ვნერვიულობდი მე?
–აჰა, ისევ ჩემზე გადმოიტანა იერიში, თითქოს ამხელა მონოლოგიდან მხოლოდ ეგ გაეგო–აშკარად არ აპირებდა დათმობას დემე.
–დემე, თემას ნუ ცვლი! მითხარი, საიდან იცი მის შესახებ?–გავბრაზდი.
–მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, ბათუმიდან რომ ჩამოვედით და ვერსად გპოულობდით, აკას გაუჩნდა იდეა, რომ სამსახურში მოგვეძებნე–დაიწყო.
–მერე?–მოუთმენლად ვკითხე.
–არასდროს მითქვამს, პრინციპში არც შენ გიკითხავს, სად ვმუშაობდი.... ბიჭებს და მე უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული გვქონდა რამდენიმე უწყების, მათ შორის შსს–ს საიტები რომ გავტეხეთ, თავში გვიქროდა, თავი მაგარი ბიჭები გვეგონა, სანამ მოდულის შენობაში არ ამოვყავით თავი, ჩვენდა გასაოცრად, სამსახური შემოგვთავაზეს და მაშინვე დავთანხმდით, გიორგის ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობ, სამმართველოს უფროსი რომ იყო ჩვენთან, მერე გადმოიყვანეს მთავარ პროკურატურაში. რას ვაკეთებდი და რა მევალებოდა, მაგაზე საუბარს არ ვაპირებ, ხვდები რატომაც... თავი დავუქნიე და ვთხოვე, გაეგრძელებინა... ისე შემომეცალა მარტინი ჭიქაში თავადაც ვერ გავიაზრე, მშვიდად გამომართვა ჭიქა და შეუდგა მის შევსებას, ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი მის საოცარ სიმშვიდეს, აუღელვებლად იქცეოდა ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემნაირი მოუთმენელი ადამიანისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა მართლაც. „მოჩქარეს მოუგვიანდესო“ მეტყოდა და მაინც დროულად მოასწრებდა ხოლმე იმას, რაც უკვე განწირულად დაგვიანებული მეჩვენებოდა მე...
ჭიქა მომაწოდა და განაგრძო:
–იმ დღეს გიორგი იძულებული გავხადე ყველაფერი ეთქვა, მას მერე მეც თვალს ვადევნებდი ამ საქმეს... სმს რომ მიიღე, გიორგიმ დამირეკა, სანამ ე.წ ექსპერტები რამეს გააკეთებდნენ, მანამდე მოვახერხე ადგილსამყოფლის დადგენა, მაგრამ შენი მოუთმენელი ხასიათის გამო კინაღამ გიორგის კაბინეტში შეგეფეთე, ვიცოდი, იმ მომენტში ეს შენთვის დიდი დარტყმა იქნებოდა, ოპერაციის წინ ამას ვერ გაგიკეთებდი და გიორგის ვთხოვე არ შემოეშვი, ვერ წარმოიდგენ როგორ მლანძღა მერე, ასე როგორ მოვექეციო წუწუნებდა, შენობიდან შეუმნევლად გამოვიპარე, დანარჩენი შენ ჩემზე უკეთ იცი–დაასრულა მან.
–ღმერთო, ამდენ ხანს როგორ დუმდი? რატომ დამიმალე ყველაფერი? ასე რატომ მომექეცი, დემე, რატომ?
–მაპატიე, გთხოვ, სხვა გზა არ მქონდა, შენ გიცავდი...–ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, მისი გულისცემა მესმოდა, საკუთარი თავის იმედი არ მქონდა გვერდზე გავხტი.
–ასე უცებ არ შემიძლია, ასე მალე ვერ გაპატიებ–ჩავილაპარაკე, თუმცა გულში ვხვდებოდი, რომ ცამდე მართალი იყო, მეც ხომ ზუსტად იმავე მიზეზით ვუმალავდი სიმართლეს, მისი დაცვა მინდოდა... ჩემი დემე......
გონზე ზარის ხმამ მოგვიყვანა ორივე... აკა იყო, ეკითხებოდა სად ხარო... ვანიშნე ეთქვა, ამოსულიყო..
–ბიჭო, იოს დაურეკე და ამოდით ჩემთან რა, ხო , ახალ სახლში ვარ–უთხრა.
–გოგოებს დავურეკავ–მოვიმიზეზე ოთახიდან გამოსასვლელად. ნაღვლიანი მზერა გამომაყოლა და უცებ მომაძახა
–რას აღვნიშნავთ? შენს გამთავარპროკურორობას?–180 გრადუსით შემოვტრიალდი მომენტალურად, თვალი ჩამიკრა... ენა ჩამივარდა, მესმოდა კესოს ხმა: –ხო ეკ, გისმენ, რა მოხდა? ეკაა, ხმა გამეცი, ხო მშვიდობა გაქვს?–მაგრამ პასუხს ვერ ვცემდი... ამდენი წლის შემდეგაც ახერხებ ჩემს გაოცებას, დადიანო–გავიფიქრე და როგორც იქნა, სათქმელს მოვუყარე თავი: –კეს, შენ და ხატია ამოდით რა, მისამართს სმს–ით მოგწერ, მშვიდობაა, კი.

რაღაც აღარ მოგწონთ მგონი .... :( :( ხვალ ოპერაციას ვიკეთებ და არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა ატვირთვას, ბოდიშს გიხდით წინასწარ ... სიყვარულით .... <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგია მალე დადე

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ანი ანი
კარგია მალე დადე

Xval tu ara, zeg mainc aucileblad iqneba :-*

 


№3 სტუმარი ემი

გელოდებით... winked

პ.ს. იმედია ოპერაციამ კარგად ჩაიარა...

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ემი
გელოდებით... winked

პ.ს. იმედია ოპერაციამ კარგად ჩაიარა...

Normalurad chaiara, chemo kargo, dges iqneba shemdegi tavi :-) bodishi dagvianebistvis..

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

მოიცა რა ოპერაცია... მე ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი?
გამოჯამრტელებას გისურვებ, იმედია ყველაფერი კრგად დამთავრდა, მოგივლი მე შEნ..
რაც შეეხება ამათ ძალიან კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent