შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (XIII თავი)


12-08-2016, 23:16
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 793

მეორე დილით როდესაც გაიღვიძა თავი და მთელი სხეული საშინლად სტკიოდა. თავი ნელა ასწია, რომელიც ლაშას მკერდზე ჰქონდა მოთავსებული და სასამოვნოდ გაეღიმა წუხანდელი ღამის გახსენებაზე. ნელა წამოდგა და იქვე მიგდებული ლაშას პერანგში გაეხვია. ნელი ნაბიჯით წაბარბაცდა სააბაზანოსკენ და თბილი შხაპი მოუშვა. თითქმის ნახევარი საათი იდგა წყლის ქვეშ და წუხანდელი ღამის თთოეულ დეტალს იხსენებდა ,რომლებიც სასიამოვნო ჟრჟოლას გვრიდა. ბოლოს, როდესაც ფიქრებიდან გამოერკვია ნელა დაკეტა წყალი, პირსახოცში გაეხვია და გარეთ გამოვიდა. გაუკვირდა, როდესაც ლაშა ოთახში არ დახვდა, შემდეგ კი სამზარეულოდან ხმაური შემოესმა და იქით გაემართა. დაინახა თუ როგორ ცდილობდა მისი საყვარელი ადამიანი დილით მისთვის საუზმის მომზადებას და მკერდში საოცარი სითბო ჩაეღვარა. ნელა მიუახლოვდა და უკნიდან მოეხვია. თავი კი ზურგზე მიაყრდნო. რამოდენიმე წამი ასეთ მდგომარეობაში იყო. შემდეგ კი ლაშა უცებ შემობრუნდა და მის აწითლებულ ტუჩებს დაეწაფა.
-როგორ გეძინა? რამე ხომ არ გაწუხებს? - მზრუნველად ჰკითხა ბიჭმა
-შენს გვერდით არაფერი არ შემაწუხებს. ეს იცოდე. - თვალი ჩაუკრა გოგონამ.
-ასეთ ფორმაში რომ გხედავ მინდა კიდევ შეგახრამუნო, ასე რომ სჯობია წახვიდე და გამოიცვალო. - და გოგონას პირსახოცშემოხვეულ სხეულს ააყოლა თვალი.
სალომემ კი მხოლოდ ახლა გაიხსენა, თუ რა ფორმაში იყო მის წინაშე და წუხანდელი ღამის მიუხედავად, აწითლებული ლოყებო ვერ დამალა.
-მართალი ხარ, ჯობია წავიდე. - და მაშინვე აჩქარებული ნაბიჯით გაემართა ოთახისკენ და ჩაცმას შეუდგა. მალევე მოიწესრიგა თავი და ისევ სამზარეულოში გაემართა. ლაშას უკვე მოესწრო მაგიდის გაშლა და გოგონას დასაძახებლად მიდიოდა.
-როგორც იქნა მოხვედი, მეგონა სირცხვილით აღარ გამოხვიდოდი ისე გაწითლებული გავარდი. არადა წუხელ საერთოდ არ ჩანდი ესეთი მორცხვი. ისეთი თამამი და ვნებიანი ჩანდი, რომ...
-საზიზღარო! - გაბუტული სახით მდგარმა სალომემ მუშტები დაუშინა.
-არა რაა! მართლა პატარა ბავშვი ხარ. -ჩაიცინა ლაშამ, გოგონას წალზე ხელი მოხვია და კალთაში ჩაისვა. -მინდა რომ ჩემი ნახელავი დღეს მე თვითნვე გაჭამო. - აბა პირი გააღე და თქვი ააა, თვითმფრინავი მოდიის. - სიცილს ვერ იკავებდა ლაშა.
-ღმერთო ჩემო! მგონი მე კი არა შენ ხარ პატარა ბავშვი.- თავი გადააქნია გოგონამ და ლაშას მიერ გამოგზავნილ კიდევ ერთ თვითმფრინავს პირი გაუღო. შიგადაშიგ კი ლაშაც მიირთმევდა იმავე თეფშიდან საჭმელს. როდესაც ჭამას მორჩნენ, მაგიდა ერთად აალაგეს და ჭურჭელი ერთად დარეცხეს. თან ამასობაში იწუწავეს და მთელი სამზარეულო მოსვარეს.
-ეე, ეს კი დავრეცხეთ, მაგრამ სამზარეულოს ვინ მიხედავს.
-აუ, კარგი რაა, ახლა მაგის თავი ნამდვილად არ მაქვს. დღეს ხომ ორივეს დასვენება გვაქვს, ხოდა წამოდი გავისეირნოთ, საღამოს კი გპირდები პირადად მე მივხედავ აქაურობას.
-კარგი, როგორც გინდა. - მხიარულად ჩაილაპარაკა სალომემ და ოთახიდან გაკუსკუსდა. - და დღეს სად მივდივართ?
-არ ვიცი, შენ გადაწყვიტე.
-მოდი დილით ზღვაზე გავიდეთ. თან კიდევ ერთხელ გამავარჯიშებ ცურვაში.
-კარგი აზრია. მოემზადე და წავიდეთ. თხუთმეტიოდე წუთში ორივე ზღვის სანსპიროზე იდგა და მოლივლივე ტალღებს შეჰყურებდა.
-აბა, დავიწყოთ? გამომცდელად იკითხა ლაშამ.
-აჰა. - დაეთანხმა გოგონაც, თუმცა მის ხმაში საკმაო დოზით შეიმჩნეოდა ყოყმანი, რადგან შიში ჯერ კიდევ ვერ დაეძლია ბოლომდე. სარაფანა გადაიძრო და ნელა შეაბიჯა ზღვის ტალღებში. ლაშა ამასობაში თვალს ადევნებდა და სიამაყით ივსებოდა იმის გახსენებაზე, რომ ეს გოგონა მხოლოდ მას ეკუთვნოდა. შემდეგ კი თვითნაც მიჰყვა სალოს და ორივე ნაპირისგან საკმაოდ შორს, ზღვის ტალღებში მოქანავე აღმოჩნდა. სალომე ახლა ბევრად მშვიდად გრძნობდა თავს, რადგან გვერდით ლაშა ჰყავდა, რომელიც მას ყველაფრის ფასად დაიცავდა. კარგად იცნობდა ბიჭს და ბოლომდე ენდობოდა, მისი შიშების გაქარწ....ბაც მხოლოდ ამან განაპირობა. კარგად ცურვა კი ბოლომდე არ იცოდა და რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ კვლავ ლაშას ჩამოეკიდებოდა კისერზე. ზღვაში იქამდე ნებივრობდნენ, სანამ მზე საკმაოდ მაღლა არ ამოიწვერა. შემდგომ კი იკადრეს ზღვიდან ამოსვლა ტანი გაიმშრალეს და ნელა გაუყვნენ ბულვარს. გზაში ნაყინებიც იყიდეს და ერთმანეთი გაალამაზეს უკვე გამდნარი და ჩამოწუწული დესერტით. სახლში დაბრუნებულები კი დაღლილები ჩაესვენნენ სავარძლებში. ცოტაოდენი შესვენების შემდეგ ლაშამ საკუთარი სიტყვა შეასრულა და არეული სამზარეულო მიალაგა. სამაგიეროდ სალომემ ოთახს მიხედა: თეთრეული გამოცვალა, სანთლების ნარჩენები აიღო და იქურობა მიასუფთავა და გასავათებულებმა, ცოტაოდენი ხნით წაძინება გადაწყვიტეს. რომ გამოეღვიძათ მზე უკვე ჩასვლას აპირებდა.
-მოდი კინოში წავიდეთ. რამდენი ხანია არ ვყოფილვართ. - წინადადება წამოაყენა ლაშამ და სალომეც დიდი სიამოვნებით დათანხმდა. შხაპი გადაივლეს, გამოიცვალეს და კვლავ დატოვეს ბინა. ფილმის ყურებაში ორივე გაერთო და სასიამოვნო განწყობით დაბრუნდნენ სახლში.
-მდგლობა ამ დღისთვის ლაშა. მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან ისევ რუტინული სამუშაო და ყოველდღიური ერთფეროვნება დაბრუნდება ორივესთვის, მინდა გითხრა, რომ დღევანდელი დღე ამინაზღაურებს ყველა იმ დანაკლისს და საათს, რასაც შენს გვერდით ვერ გავატარებ.
-ასე ნუ ამბობ, მწყნს ხოლმე. თითქოს ერთმანეთს ვშორდებოდეთ და სადმე მივდიოდეთ. ჩვენ კიდევ ბევრ, ძალიან ბევრ ბედნიერ და სიყვარულით სავსე დღეს ვაჩუქებთ ერთმანეთს. - მაგრად მოეხვია გოგონას და მასთან ერთად ჩახუტებულმა დაიძინა.
მეორე დღეს მართლაც დაიწყო უკვე მომაბეზრებელი ყოველდღიური ცხოვრება და წინა დღე თითქოს სიზმარში დარჩაო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა ორივე მათგანს. ერთმანეთს მხოლოდ დილით და გვიან საღამოობით ნახულობდნენ ხოლმე, თუმცა ეს დრო მონატრების სრულად ასანაზღაურებლად არ ჰყოფნიდათ. ზაფხული კი მთელი თავისი სიმცხუნვარით დაბრძანდებოდა ქალაქში და ადამიანებს ცოტა ამოსუნთქვის, ან გაგრილების საშუალებას არ აძლევდა. დღეები საშინლად იწელებოდნენ, და აუტანლად მოქმედებდნენ წყვილზე, სამაგიეროდ ღამეები იყო სიგრილით და რაც მთავარია ერთმანეთით სავსე. საოცრად გადაღლილებს ღამით მხოლოდ ერთმანეთის მოფერება და შეგრძნება ანიჭებდათ ძალას. მათი ახლობლების ჰორიზონტზე კი კვლავ უცნაური სიჩუმე ჩამოწოლილიყო.
ერთ დღესაც კაფეში მყოფი სალომე ჩვეულებრივ შეკვეთის ასაღებად მივიდა მაგიდასთან, როდესაც კლიენტის დანახვაზე გაოგნდა. შემდეგ კი ცრემლები წამოუვიდა და ანას მაგრად მოეხვია.
-ღმერთო როგორ მომენატრე სალო. კი მაგრამ აქ რა გინდა? რატომ წახვედი? მითხარი რა მოხდა? - კითხვები მაშინვე მიაყარა ანამ, როგორც სჩვევია.
-სალომე! - გამაფრთხილებლად გაისმა მენეჯერის ხმა.
-მაპატიე ახლა ვერ დაგელაპარაკები. დღეს ცხრაზე ვამთავრებ და შეგიძლია მაგ დროისთვის აქ, კაფესთან შემხვდე?
-კი, რა თქმა უნდა. - გამამხნევებლად გაუღმა ანამ და იქაურობა დატოვა.
სალომეს კი ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო საათები. კაფიდან გამოსული. მაშინვე ანასკენ გაემართა და ძლიერად მოეხვია. ცოტა ხნით ბულვარში გაისეირნეს და სალომემ ყველაფერი მოუყვა ანას მისი და ლაშას შესახებ.
-კი მაგრამ მერე რას აპირებთ? გგონია მამაშენი არ მოგძებნის და ვერ გიპოვით?! გგონია ყველაფერს ასე იოლად დაივიწყებს?! ან რომც დაივიწყოს ასე აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას? უმომავლოდ? თვენ მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობთ და ხვალინდელზე საერთოდ არ ფიქრობთ. მთელი წელი ეწვალებოდი რომ სასურველ ფაკულტეტზე საუკეთესო ინსტიტუტში ჩაგებარებინა და ამ ყველაფერს ხაზი უნდა გადაუსვა?! აქ მომავალი არ გაქვს, ეს დაიმახსოვრე. ან იმზე მაინც არ ფიქრობთ სეზონის გასვლის შემდეგ რამდენი ხანი შეინარჩუნებთ სამსახურს?
-ანა! მისმინე, კარგად იცი როგორ მიყვარს ლაშა. ისიც იცი, რომ მე მის გამო ყველაფერს დავთმობ. მერთალი ხარ, შეიძება ეს ქარაფშუტულ საქციელად მოგეჩვენოს, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა.
-ჩემი სულელი გოგონა ძალიან არის შეყვარებული. - ამ სიტყვებით მოეხვია ანა. - იცოდე ყოველდღე შემეხმიანე და მეორეჯერ შენი გაქრობით ასე არ მანერვიულო. ხომ იცი რომ სანდო ვარ და არავის არაფერს ვეტყვი.
-ვიცი, ანა, ვიცი. - გოგონები საბოლოოდ მოეხვივნენ ერთმანეთს და როგორც იქნა დაემშვიდობნენ.
სალომე სახლში საკმაოდ შეგვიანებული შევიდა და ლაშას შეშფოთებულ სახეს შეეჩეხა.
-სალო, სად იყავი? ახლა ვაპირებდი შენს მოსაძებნად წამოსვლას. მეგონა გიპოვეს. - მაგრად მოეხვია ლაშა და მთელი სახე დაუკოცნა.
-ნუ ღელავ ანის შევხვდი.
-ანის? კი მაგრამ დარეკვა არ მოგაფიქრდა აზრად? ან ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობდი?
-მაპატიე, ტელეფონი დამიჯდა და ახლახანს შევამჩნიე.- შემდეგ კი გოგონამ ყველაფერი მოუყვა და იმ საღამოსაც მშვიდად, ერთმანეთის სხეულზე აკრულებმა დაიძინეს.



№1 სტუმარი mtvaro svani

vaime meshina.ise cer vici ragac mouvat.zaan nu gaimeteb raa

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

mtvaro svani
vaime meshina.ise cer vici ragac mouvat.zaan nu gaimeteb raa


ძაან არ გავიმეტებ smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent