შენ ჩემი გახდები?! (თავი 38)
მივდიოდი იმ კაცის სანახავად ვინ ამდენ წლიანი ტანჯვა თუ არ მომისაჯა არც ბევრი დამაკლო... კაცმა, რომელმაც საშინელი ცილი დამწამა, მოსაკლავად დამზდევდა, ციხეში ჩასმას მიპირებდა, მკვლელად შემრაცხა და მთელს ქვეყანაში უნიადაგოდ დამტოვა, დღეს ცუდად იყო, მეტიც კვდებოდა. მივყვებოდი დადას და აზრს ვერ ვპოულობდი ჩემი იქ მისვლისას, მე ხომ ჯერ სულ პატარა ვერ ვპატიობდი ჩემს ძმებს კამფეტის მოპარვასაც კი და ზურას ამ ყოველივეს ვაპატიებდი?! მეეჭვებოდა... აბა საავადმყოფოში რატომ მივდიოდი ვერ ვხვდებოდი.... ამდენი ფიქრისგან თავი გასკდომაზე მქონდა უკვე. საავადმყოფოს ფოიეში შევედით თუ არაა სული შემიგუბდა... მე ხომ მისი სიკვდილი უნდა მდომებოდა, თუმცა არ მინდოდა მომკვდარიყო, მე მაინც არ მეემეტებოდა სიკვდილისთვის, ალბათ ძველი მოგონებების გამო. პალატიდან ცოტა მოშორებით დათო ჩემს მულსს ამშვიდებდა, ჩემი დანახვა საოცრად გაუკვირდა ორივეს. -არ მეგონა თუ მოხვიდოდი ნინუც! დათომ მხარზე ხელი დამადო და მკერდზე მიმიკრა. -არც მე მეგონა დავით! ვუთხარი და თავი რამდენიმე წამით დაბლა დავხარე, ვხვდებოდი ნინო ვერ მიბედავდა საუბრის წამოწყებას და ამით მეც რთულ სიტუაციაში ვვარდებოდი. -როგორ ხარ ნინო? ვკითხე და ამ სიტყვებში დავიჭირე ჩემი თავი, რომ ის მომნატრებოდა ცოტათი. -შენ როგორ ხარ ნინუცა?! გამოექანა და ჩამეხუტა, ამ დროს შევამჩნიე მისი ოდნავ წამობერილი მუცელი და უნებურად სითბო ჩამეღვარა გულში, დათო უდიდეს ბედნიერებას იმსახურებდა, ვიცოდი შვილი მისი ოცნებაა იყო და ის საუკეთესო მამაც იქნებოდა, ამაში ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი. ძაალიან ვწუხვარ ნინუც რაც მოხდა, გეფიცები მე ეს ყველაფერი ასე რომ მომხდარიყო არ მინდოდა.... ნინომ ტირილს უმატა. -გაჩუმდი ნინო და ერთი რამ დაიმახსოვრე კარგად, მე აღარაფერი მაკავშირებს თქვენთან წარსულის გარდა რომლის წაშლასაც ასე გულმოდგინედ ვცდილობ და მალე გამომივა კიდეც ვგრძნობ. -ნინ ამას ნუ იტყვი გთხოვ, ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვიყავით, ერთი დიიდ ოჯახი! ამ სიტყვების მოსმენისას გული კიდევ უფრო დამისისხლიანდა. ნინუც ეს დიდი გაუგებრობა იყო, მე ამ ყოველივეს თავიდანვე ვგრძნობდი, ვცდილობდი მამა შემეჩერებინა თუმცა მას შვილი ახალი დაკარგული ჰყავდა და საღად ვერ აზრობნებდა, გთხოვ აპატიე, ვიიც აპატიებ შენ დიდი და კეთილი გული გაქვს! ვუყურედი ნინოს და სიბრაზე უფრო და უფრო მეძალებოდა, ჩემი ამდენწლიანი ტანჯვა გეგონებოდა არააფერს ნიშნავდა მათთვის ან დამვიწყებოდა ასე უბრალოდ.... -მე დიდი და კეთილი გული კი არაა საერთოდ აღარ მაქვს გული ნინო! ვუთხარი და დათოს გავხედე, არ იცოდა რა ეთქვა და რა გაეკეთებინა. -დადა წავედით. პალატის კარისკენ წავედით და ჩემს დედამტილს მოვკარი თვალი, კიდევ ბევრ სხვა ალექსის ნათესავებს, რომლებსაც თვალები დასიებული ჰქონდათ ტირილისგან. 1-2 წამით შევჩერდი და მივესალმე, უმეტყველო მზერა ვესროლე და პალატის კარი შევაღეთ. რა განვიცადე პირველად ზურა, რომ დავინახე?! ალბათ არაფერი... სუნთქვის აპარატის წრიპინი კი ამ არაფრის მთქმელ გრძნობას უფრო განმიმტკიცებდა. ჩემი და დადას დანახვის თანავე თვალები უფრო ფართოდ გაახილა. სასუნთქი ნიღაბის მოხსნა სცადა აკანკალებული, მრავლგან კათეტერ ჩადგუმლი ხელით, თუმცა ვერ შეძლო. დადა მისკენ დაიძრა და დაეხმარა. ოდნა წამოწია ავადმყოფი და ისევ ჩემს გვერდით დადგა. ვუყურებდი ზურას და ვხედავდი, მისთვისაც ბევრი დაუკლიათ ამ წლებს, თმა თითქმის მთლად გაჭაღარავებოდა, სახე ძლიერ დანაოჭებოდა, მის თვალებში ადრე ყველა გრძნობა ერთად იკითხებოდა ახლა კი მხოლოდ ტკივილს დაედო ბინა, მის სახესაც ეტყობოდა ტანჯული წლები ასე იყო თუ ისე, მან შვილი დაკარგა, ერთადერთი მემკვიდრე და საყრდენი ბოძი. ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც მისმა ხმამ რეალობაში დამაბრუნა, ხმაც როგორ შეცვლოდა, თითქოს გამტყდარიყო ერთ დროს ბუმბერაზი კაცი. -არ მეგონა თუ მოხვიდოდი, მე ხომ.... ცრემლები წამოუვიდა, რასაც თითქოს მისი მდგომარეობა ჩემს თვალში უფრო უნდა დაემძიმებინა და შემცოდებოდა თუმცა, ჩემი „დაღი“, რომელიც მან დამასვა სულსა და გულზე ერთდროულად ამის საშუალებას არ მაძლევდა. -შენ ცხოვრებას ვერ შეუცვლიხარ ნინო შვილო, მეგონა ცხოვრებისგან გაბოროტებული იქნებოდი, თუმცა აქაც შევცდი... სვენებ-სვენებით დაბალ ხმაზე საუბრობდა ზურა, წამწამებზე კი ცრემლები უბრჭყვიალებდნენ. ხმას არ ვიღებდი დადამ უხერხულობა იგრძნო და ხმადაბლა ამოიბურტყუნა. -მე დაგტოვებთ, ბევრი სალაპარაკოო გაქვთ თქვენ! და დატოვა პალატა, რომელიც რეამინაციად ექციათ. ცოტა ხანს ისევ დუმილი ჩამოწვა ოთახში, მე ხელები გადამეჯვარედინებია ერთმანეთზე და ასე ურეაქციოდ ვუმზერდი ჰორიზონტს, ვფიქრობდი, რომ ზურამ ჩემი მზერის ღირსიც არ იყო და ალბათ ბევრი დამეთანხება. -ვიცი რასაც გრძნობ ჩემს მიმართ ახლა და არ გამტყუნებ! უეცრად ჩემი აზრები ამოიკითხა თითქოს. ვიცი გძულვარ, გეზიზღები და შესაძლოა ჩემი სიკვდილიც გინდოდეს... თავი ოდნავ გაატოკა და ცდილობდა მზერა არ მოეცილებინა ჩემთვის. აქ გამბედაობა მოვიკრიბე თითქოს და ხმა ამოვიღე. -მე არც მძულხართ, არც მეზიზღებით და არც სიკვდილი მინდა თქვენი ბატონო ზურა! მე თქვენდამი საერთოდ არაფერს არ ვგრძნობ! მთელი გესლი ჩავატიე ამ სიტყვებში. -ეს ყველაზე ცუდიაა, რომ აღარაფერს არ გრძნობ ნინუც, ეს ყველაზე დიდი საშინელებაა... ისევ უმოწყალოდ ჩამოდიოდა ცრემლები ერთ დროს ყველაზე ძლიერ კაცსს, არც კი მეგონა ზურას ოდესმე მტირალს თუ ვიხილავდი, მას იმ დღესაც კი არ უტირია, როცა ალექსს მკვდარს უმზერდა. -ძაალიან შევდი, შენთან იმოდენა შეცდომა დავუშვი შვილო, რომ... -შვილოს ნუ მეძახით მე თქვენი შვილი არ ვარ! ნაპერწკლებს ვყრიდი თვალებიდან. -კარგი დამშვიდდი ნინუცა შ.... და გაწყვიტა სათქმელი თავი გადააქნია და ცოტა ხანში ისევ განაგრძო. -ჩემსა და შენს შორის იმხელა უფსკრული აღიმართა ვშიშობ ვერასდროს ამოვავსებ, რაც არ უნდა გავაკეთო.... ეს ყველაფერი დიდი გაუგებრობა, ტყუილი, მარაზმი და ამორალურობა იყო, რაშიც ორივე გავეხვიეთ, მე დავბრმავდი და ისედაც გულ მოკლულს უფრო მოგიკალი გული... იმ ღამეს, როდესაც გავიგე რომ ალექსი აღარ იყო და რომ შენ ვითომ მოკალი ის.... აქ უკვე ვეღარ გავუძელი და შევაწყვეტიე სიტყვა. -„ვითომ მოვკალი“?! ახლა მოვკალი „ვითომ“?! ყელში საშინლად დიდი ბურთი ამომიტივტივდა თითქოს და მახჩობდა, თვალები დავხუჭე ძლიერად რომ კიდევ უარესი არ მეთქვა რამე. ბატონო ზურა თუ ღმერთი გწამთ, შეწყვიტეთ, არ მაინტერესებს საერთოდ არაფერი იმ ამბის შესახებ! გთხოვ პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ. -არა ნინო უნდა გაინეტერესებდეს მე არაფერი არ მამართლებს, თუმცა სიმართლე მინდა გაიგო, რა როგორ იყო მე შენ ამისთვის მოგიყვანე აქ. - თვითონ არ ვიცი აქ რატომ მოვედი, მე ხომ ეს ყოველივე უკვე დიდი ხანია არ მაინტერესებს. -გთხოვ და მომისმინეე შესაძლოა ბოლოჯერაც კი ..... სახეზე ხელი ჩამოვისვი და გადავწყვიტე მისთვის მომესმინა, იქვე მის საწოლთან ახლოს მდგომი სკამი დავინახე და მისკენ წავედი, ეს კი ნიშანი იყო, რომ მოვუსმენდი. -გისმენთ! ვუთხარი და ისევ სივრცეს ჩავაშტერდი. -შენზე თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ამას ჩაიდენდი, თუმცა როდესაც ისიც ვნახე რომ მთელი ქონება შენს სახელზე გადმოეფორმებია ალექსს 2 დღის უკან და მერე რაღაც სულელური ფოტოებიც ვნახე დავრწმუნდი იმაშ, რომ შენ ალექსი ჩემი შვილი და შენი ქმარი სასიკვდილოდ ქონების და ფულის გამო გაიმეტე.... ამ დროს გავხედე თუმცა ისიც სივრცეს გასცქეროდა ჩემსავით. მერე კიდევ ბევრი ისაუბრა მიყვებოდა იმაზე თუ როგორ ტკიოდა ეს ფაქტი, მერე წლების შემდეგ როგორ დაანახა დადამ და თემომ სიმართლე, როგორ შეიპყრო სინანულმა და როგორ მეძებდა. -ვნანობ, მთელი სულით და გულით ვნანობ! მე ამხელა შეცდომა არასდროს არ დამიშვია, შენთან საშინლად კი არ დავაშავე შევცოდე კიდეც! უეცრად მისი ხელის შეხება ვიგრძენი ჩემს გაყინულ ხელზე, შევცბი და შევხედე, თვალი თვალში გავუყარე და იქ გულწრფელი სინანული დავინახე. ვიცი არ ვიმსახურე ნინუცა შვილო პატიებას, მაგრამ გთხოვ თუ ოდესმე შეძლებ მაპატიე. მაპატიე ჩემი თითეული რეგვენული სიტყვა, ის სიტყვები რომლებმაც გული დაგიგლიჯეს, გთხოვ! ხელს, ხელზე მიჭერდა და ცრემლები კვლავ მდუღარედ სდიოდა. რამდენიმე წუთით გავჩუმდი, მისი მძიმე სუნთქვა და ხრიალის ხმა დომინირედნენ სიჩუმეზე. ხელი გავაშვებინე და წამოვდექი, ახლოს დავუდექი და თვალბში ჩავაშტერდი. -რა გაპატიოთ ბატონო ზურა რა?! რამდენი ტკივილი? რამდენი სიტყვა, რამდენი დღე, თვე, წელი? რამდენი ტანჯვა და რამდენი იარა გაპატიოთ მითხარით?! მითხარით მიდით! სულ, სულ ოდნავ ვუმატე ტონსს. ხმა არ ამოუღია, უბრალოდ მისი თვალები უფრო აწყლიანდნენ. -გახსოვთ იმ ღამით რა გითხარით?! იგივეს გაგიმეორებთ ახლაც. როგორაც არ უნდა ინანოთ ამ ყოველივეს არ გაპატიებთ, არასდროს ბატონო ზურა, ეს უპატიებელია! თუმცა იმ დიდი ტკივილის მიუხედავად მე მაინც არ გისურვებთ სიკვდილსს! გამოჯამრთელებას გისურვებთ ნახვამდის! ჩანთა ავიღე და დერეფანში გამოვედი, არავისთვის არ შემიხედავს თავი აწული მქონდა და მივაბიჯებდი, თითქოს ვერავის ვერ ვხედავდი, საავადმყოფოს ეზოში გამოვედი თუ არაა, კანკალმა ამიტანა, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, მინდოდა მეკივლა ხმის ჩახლეჩვამდე, თუმცა არც ამის ძალა შემწევდა იმ წუთსს. ********************************************* **************************************************** უნივერსიტეტში ცოცხალ მკვდარი მივედი, ყველამ მამჩნევდა, რომ არ ვიყავი კარგად თუმცა კითხვას იმისას, თუ რა მჭირდა ვერავინ მიბედავდა, საუბრის თავიც კი არ მქონდა, სტუდენტებს ვუთხარი, რომ სემინარს წერით ჩავიბარებდი, კალმები და ფურცლები ავაღებიე, რომ იტყვიან იძულებით და მე მთლიანად ფიქრებში გადავეშვი. მომაკვდავ კაცსს ასე, როგორ მოვექეცი, ასე როგორ ვატკინე ღმერთის არ მეშინია ან რა ადამიანი ვარ მე?! თუმცა თავად ღმერთიც კი ვერ მეტყვის ვერაფერს, მან ხომ ყველაზე კარგად იცის ზურამ სული ამომაგლიჯა, მავნო და მაწამა,ამ ყოველივეს პატიება როგორ შევძლებდი?! თავი ხელებში ჩავრგე და რამდენიმე წუთით გონება გავთიშე. თუმცა მერე ისევ წამოვიდა მოუსვენარი ფიქრები. ერთჯერ მითხრეს; „ცხოვრებამ არ გაგაბოროტოს ეცადეო“ და ვინც ეს მითხრა ის ადამიანი დავარწმუნე, რომ მე ცხოვრება ვერ დამაჩოქებდა და ვერ გამაბოროტებდა, თუმცა მოვატყუე მწარედ ჩემი თავიც და ისიც... გამაბოროტა ცხოვრება და ტკივილმა თანაც, როგორ... შურისძიება მწუყუროდა და თანაც ძლიერ, მაგრამ რა იყო იცით ყველაზე საკვირველი?! ალექსის ოჯახს და მთლიანად ნაკაშიძეებს ვერ ვიმეტებდი შურისძიებისთვის, თუმცა მათ შურისძიებისთვის კი არა ცოცხლად სიკვდილისთვის გამიმეტეს მეც და ჩემი ოჯახიც. რა დავუშავეთ ასეთ ან მათ ან კიდევ ბედს ვერ ვხდები, რატომ გვეთამაშებოდა ბედი ასე ყველას ერთბაშად, მათ წამმართვეს მამა ნაწილობრივ, დემეტრემ ალექსის ბიძაშვილმა მომიკლა ძმა, ძმიშვილს დაგვაშორა, მერე თავად ალექსის სიკვდილში ზურამ მე დამადანაშაულა, ცოცხლად ჯვარს მაცვა, სული და გული ამომაცალა და ალბათ ჩემს ბიჭებზეც, რომ გაეგო მათ თავსაც დაუფიქრებლად წამართმევდა და ციხის კედლებში გამომწყვდევდა, რატომ გაგვწირა ასე ბედმა? ამ კითხვას ვუსვამდი ჩემს თავს და პასუხს ვერ ვპოულობდი უეცრად ვიღაცის ხმამ მომიყვანა თითქოს გონს. -ქალბატონო ნინუცა! ქალბატონო ნინუცა! ხომ კარგად ხართ?! შეშფოთებული სახე ჰქონდა თინის. -ხო თინი... გისმენ რა ხდება?! თვალები მოვისრისე და გაბრუებულმა შევანათე მზერა. -კარგად ხართ?! დიდი ხანია უკვე გიძახით... ირგვლივ თვალი მოვავლე და თინის მსგავსად ყველა სხვა დანარჩენ სტუდენტსაც სახე შეშფოთებოდა. თვალები დავხუჭე კიდევ ერთჯერ, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე და გავუღიმე სივრცეს. -კარგად ვარ თინი, საყვარელო არ ინერვიულო, დიდი მაადლობა, რომ ჩემზე ღელავ. დიდიხანია ჩემზე არავის უზრუნი მსგავსად. ეს ბოლო სიტყვეი თითქოს ჩემთვის ამოვიფრუტუნე თუმცა სემინარის ბოლოს გიორგის და თინის სიტყვებზე მივხვდი, რომ ყველა სტუდენტმა გაიგო ეს ყოველივე. თინი და გიორგი, შეყვარებულები იყვნენ, ყოველთვის მიკვირდა ოღონდ, როგორ უგებდნენ ერთმანეთს გიორგი ზედმეტად სერიოზული და სიტყვა ძუნწი იყო ხოლო თინი მუდამ მხიარული და კომუნიკაბელური. -ჩვენ ამიერიდან ვიზრუნებთ თქვენზე ქალატონო ნინუცა! გიორგის საოცრად თბილმა ხმის ტემბრმა გააპო სიჩუმე ცარიელ აუდიტორიაში. ვიცი თქვენ მე ვინც ხართ... ვიცი, რომ ნაკაშძეების ჰოლდინგის მმართველი იყავით და აგრეთვე ცნობილი ბიზნესმენ-ინჟინერის ალექსანდრე ნაკაშძეს მეუღლეც, რომ იყავით და კიდევ ბევრი რამ ვიცით. უმეტყველო თვალები შევანათე მათ. -ხო, ბევრი რამ ვიცით თქვენზე და თანაგიგრძნობთ. დაამატა თინიმ. და საერთოდ არ გვაინტერესებს იმ 80%-ის აზრი ვისაც არ მოსწონხართ, რადგან თქვენ ძაალიან ძლიერი და განათლებული ქალბატონი ხართ ჩვენს თვალში, მეტიც ჩვენ ძაალიან გვიყვარხართ და ეს მლიქვნელობათ არ მიიღოთ, გთხოვთ!. სხვა არაფერზე არ გამიმახვილებია ყურადღება გარდა ერთისა, „კიდევ ბევრი რამ ვიცით ჩვენ“ .... -რა იცით თინი კიდევ?! ის დუმდა. რა იცითმეთქი?! -ის, რომ აქ სწავლობდით, მერე საზღვარგარეთ იყავით..... და გაწყვიტა სიტყვა. -და ეს არის ბევრი თინი?! ეს?! უკვე ხმას ავუწიე. მათ თავი დახარეს.... რატომ ვერ მიყურებთ თვალებში?! რა იცით ის, რომ საკუთარიქმარი მოვკალი?! ეს ცილისწამება იცით არა?! თავი დამიქნიეს. -უეცრად გიორგიმ დააყოლა. თუმცა ჩვენ არ გვჯერა ამის, თქვენ საოცარი სიყვარული გქონდათ და ასე ვერ დასრულდებოდა,ამას თქვენ არ გააკეთებდით არასდროს! -მეზიზღებიან ნაკაშიძეები! ამოვიბურტყუნე და გაავებულმა დავტოვე უნივერსიტეტი. ***************************************** ********************************************** დადა და თემო მივიდნენ, მეორე საღამოს მასთან, უთხრეს რომ ზურა შეგნებულად არ იკეთებდა ოპერაციას, ამობობდა, რომ ამის ღირსიც იყო და არც აზრი აღარ ჰქონდა მის სიცოცხლეს. კიდევ ბევრი რამ უამბეს ნინუცას. მთელი სამი დღე ფიქრობდა ნინუცა ყოველივეზე, ერთ საღამოს კი გადაწყვიტა საავადმყოფოში მისვლა. პალატაში შრვედი თუ არა არაფრის თქმა არ ვაცადე ზურას. -ოპერაცია უნდა გააიკეთოთ! თქვენ არ უნდა მოკვდეთ! ვთქვი გადაჭრით. -სიკვდილი ჩემთვის ხსნაა! თანაც მე სიცოცხლისთვის მიზეზიც არ მაქვს! -ბატონო ზურა მიზეზი გაქვთ სიცოცხლის,თან ძაალიან დიდი. ამ შევისვნე თუმცა კვლავ განვაგრძე. -თქვენ....... არ ვიცი რა გამომივიდა, მომიტევეთ ცოტა დაგვიანებისთვის და შეცდომებისთვის ვერ გადავავლე თვალი. გელით ჩემო ტკბილებო, ძაალიან მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.