შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?!... (თავი 32)


19-07-2016, 19:50
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 365

შენ ჩემი გახდები?!... (თავი 32)
შენ ჩემი გახდები?!... (თავი 32)
ხშირად გვგონია, რომ უიმედობა და ტკივილი გვანადგურებს და ერთი უაზრო ქმედებით, რასაც სიცოცხლის მოსპობა ქვია, შვებას ვპოვებთ თუმცა რეალურად უფრო გვიმძიმდება სული, უფრო დიდი ტორნადო ბობოქრობს ჩვენში და საბოოლოდ ისეთი ქაოსი იდებს ბინას სხეულში, რომელსაც უკვე მხოლოდ სასწაული თუ დააწყნარებს და გააქრობს. ტკივილის, მთავარი არსი იცით რა არის?! არა... ბევრმა ჩვენთაგანმა არ იცის, მგონია, რომ ტკივილი იმიტომ არსებობს, რომ გამოგვაწრთოს, რაღაც ახალისთვის მოგვამზადოს და იმაზე ძლიერები გაგვხადოს ვიდრე დღეს ვართ, ვთვლი, რომ ტკივილი საჭიროა თითეული ჩვენგანის ცხოვრებაში, მაგრამ არა მუდმივი და სიტემატიური.... მუდმივი და სისტემატიური ტკივილები ადამიანს ანგრევს, ფერფლავს და ანადგურებს, მიწაზე ისე ძლიერად ახეთქებს, რომ წამოდგომა უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ახალი აზრი იხატება მის წინ.... ხშირად იმ ახლად დახატულ აზრს, წყალს ვასხავთ, საღებავიც წყლის ზემოქმედებით იშლება, ის ხომ წყლის ზეწოლას ვერ უძლებს და ვკარგავთ ახალ აზრს,ცხოვრების ფერად, ახალ აზრს...
თვალზე ცრემელი მდუმარედ მდის, ცალ ხელში მიჭირავს სამედიცინო დასკვნა, ცალ ხელზე კათეტერი მიკეთია, რისი დახმარებითაც ჩემს ვენებში დიდი რაოდენობით გლუკოზა მიედინება და ხუილით სისხლს უერთდება, თითქოს ასეთივე ხუილით აღიქვამს და ვერც აღიქვამს ჩემი ტვინი რეალობას.
-ბუტბუტით ამოვთქვი გულის ნადები, ნადები, რომელმაც ახლახანს დაიწყო ჩემში დალექვა და მასზე უფრო ძველი და მძიმე ნადებები მქონდა,თუმცა, მისი ამოთქმა წადდა ახლა გულს, რადგან ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
-არ დავუშვებ ეს ბავშვი დავკარგო....
-ბავშვი არა ბავშვები. ...უმალ შემისწორა ნათქვამი დათომ. ერთი ძლიერად ამოვისლუკუნე და ცრემლები უფრო და უფრო გამლაშდნენ და გახურდნენ.
-მათთვის და მათით ვიცხოვრებ! უფრო ვუმატე ტირილს.
როგორ არ ვიცოდი ეს აქამდე, აქამდე, როგორ ვერ გავიგე ეს ყველაფერი, უფრო ადრე რომ გამეგო თქვენს მამიკოსაც ეცოდინებოდა თქვენი არსებობის შესახებ და იქნებ დღეს...დღეს ჩემს გვერდით ყოფილიყო და ასე მარტო არ ვყოფილიყავი... მწარედ ავქვითინდი.
-ნუ ამბობ იმას, რომ ამას თუ გაიგებდა ალექსი დღეს ცოცხალი იქნებოდა, ვინაიდან ნინუც ბედისწერას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის...ახლა შენს თავს უნდა მიხედო, მსგავის ტირილით და თვთმკვლელობის მცდელობებით ამ ბავშვებს ვერ შეინარჩუნებ და მართლა მარტო დარჩები, თანაც სამუდამო მარტოობაში, იმაზე მეტად გეტკინება ვიდრე გუშინ გტკიოდა... ალექსანდრემ მისი ნაწილი გაჩუქა და დაგიტოვა, ასე რომ დანატოვარს გაუფრთხილდი ნინუცა და სისულელე მსგავი რაც დღეს დილას ჩაიდინე აღარასდროს ჩაიდინო, უფალმა გაჩუქა და დედამ სიცოცხლე, ან ერთმა უნდა წაგართვას ის ან მეორემ, შენ ვინ ხარ, რომ შენი ნებით უტან შენ თავს აღსასრულს?! აღელვებას და შიშს ვერ მალავდა დათო.
ცოტაც, რომ დამეგვიანა, სულ ცოტაც სამი ადამიანი მოკვდებოდით ერთად, ეს ორი დღე იცი რა ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის სანამ თვალი გაახილე, სანამ ნაყოფის შენარჩუნება შევძელით იცი რა გადავიტანე?! არ იცი... არასდროს არ ჩაიდინო მსგავსი, რამ გევედრები. მესმის ნაწილობრივ რა რთულია შენი მდგომარეობა, მაგრამ ხომ ხედავ უფალი სიბნელეში არავის არ ტოვებს, ნათელი სხივები შენთანაც გამოჩდნენ, მთავრია ისინი შენ დაიინახო, დაიჭირო და შეინარჩუნო. დაამთავრა დათომ მონოლოგი გულზე მიმიკრა და მხურვალედ მაკოცა შუბლზე.
-ხომ არ დავკარგავ მათ დათ?! მათ დაკარგვას ვერ გადავიტან, ოღონდ მართლა, მე მართლა უწრთობი რკინა კი არ ვარ!...ხელი მუცელზე დავიდე და გავაცნობიერე რა ბედნიერი და უბედური ვიყავი ამავდროულად.
-არ დაკარგავ ღმერთის გწამდეს, მისი რწმენა არ დაკარგო, თუ რაღაც ნაწილი წაგართვა, ხედავ მისი ნაწილი დაგიტოვა ასე, რომ მისი რწმენა იქონიე.
-10 კვირის ფეხმძიმე ვარ, ანუ ეს პატარები მამიკოს სითბოს და სიყვარულს გრძნობდნენ, თბებოდნენ მისით და ხარობდნენ ჩემთან ერთად. როგორ ვერ გავიგე ცოტა ადრე, ალექსი როგორ გაიხარებდა ღმერთო ჩემო, როგორ... თვალებზე ხელი ავიფარე და თავი გავაქნიე უიმედომ.
-მან ახლა იცის სამაგიეროდ და თავს უაზროდ ნუ იდანაშაულებ.
-საიდან იცის? ვინ უთხრა?! არავინ... ის ვერაფერს ვერ გრძნობეს და ხედავს დღეს ჩემსავით. ვთქვი დანანებით,სასოწარკვეთილმა და ტუჩები კვლავ დავბრიცე სატირლად.
-ამას როგორ ამბობ ნინო?! რას ქვია ის ვერფერს გრძნობს და ხედავს?! ის შენთანაა, მას არასდროს დაუტოვებიხარ და დაგტოვებს, იცი რატომ?! იმიტომ რომ თქვენი სიყვარული მარადიულია... აი, ახლაც სადღაც აქაა და იღიმის ალბად,შესაძლოა ბედნიერებით ტიროდეს კიდეც იმიტომ, რომ თქვნი სიყვარულის ნაყოფები დაიბადენიან მალე და განაგრძობენ თქვენს არსებობას, სამარაჟამოდ. ამშვიდებდა დათო დადნაფიცს, თუმცა მის შემხედვარეს გული ეწურებოდა ტკივილისგან, არ ესმოდა ასე რატომ გაწირა ბედისწერამ, ასე რატომ გაამწარა, რატომ წაართვა ერთადერთი სიყვარული და დატოვა გზაზე გახევებული, მკვლელად შერაცხული, ორი ჩვილით ხელში?!...
-დათო, ვინემს უთხარი ჩემი ორულობის შესახებ? ვკითხე შეშინებულმა და მუცელზე ძლიერად მივიჭირე ხელი პასუხის მომლოდინემ.
-არა, მინდოდა შენ გეთქვა ყველასთვის ეს სასიხარულო ამბავი.
-მადლობა დათო, ხელი დავადე მხარზე, სიხარულისგან.
ამას ვერც ვერავინ გაიგებს, კარგა ხანი....
-რას ამბობ? შეშფოთდა ბერიშვილი.
-ზურა მოსაკლავად დამზდევს, მის ყურს, რომ მიწვდეს ჩემი ფეხმძიმობის შესახებ ვინ იცის რაღაც სიბინძურე დამაბრალოს ისევ, ან კიდევ ბავშვები წამართვას და მე ციხის კედლებს მიღმა გამომამწყდიოს, ან სულაც მომკლას. ვინ იცის რას გააკეთებს ის ზაზა ნაკაშიძის ძმაა, არ დაგავიწყდეს და იმ არაკაცის მამა ვინაც ძმა მომიკლა, თანაც ახლა გამწარებული მამა...
ჩემს შვილებს მას ვერ დავუთმობ, ასეა თუ ისე მაინც გაჟონავს ხმა, რომ ორსულად ვარ სხვამ, შენსგარდამ რომ გაიგოს ეს კიდევ... გემუდარები ნურავის ნუ ეტყვი, გემუდარები დათო ნუ მომიკლავ სინათლის ერთადერთ იმედს. ვევედრებოდი დათოს და თან ვტიროდი.
-ნუ ტირი გთხოვ, შენ როგორც გინდა ისე იყოს, ოღონდ დედა მარიამს ამას ვერ დავუმალავთ მოდი მას ვუთხრათ, მხოლოდ მას და სხვას არავის,კარგი? გავიაზრე ყველაფერი და ყოყმანის შემდეგ დავუქნიე თავი.
-დადასთან ან თემოსთან, ან ნინოსთან ან საერთოდ სხვა ვინმესთან არ წამოგცდეს რა გევედრები დათ....
-ნუ ღელავ მაგაზე შენ, ხომ იცი საიდუმლოს შენახვა ყველაზე უკეთ მე ვიცი. თვალი ჩამიკრა და წამოდგა.
ახლა დაისვენე, არ იტირო, გთხოვ იფიქრე შენს შვილებზე და სხვა არაფერზე.
-გთხოვ თემოს დაუძახე მისი ნახვა მინდა ზურასთან უნდა დავაბარო რომ ქვეყნიდან მივდივარ და გზაზე აღარ გადავეღობები, აღარასდროს.
-სად მიდიხარ ჯერ? გაოცდა დათო.
-ცოტახანი არ წავალ, სანამ ვიზის საქმე მოგვარდება მეც უკეთ გავხდები, მერე კი წასასვლელის მეტი რა არის. აქ მე ცუდად ვიქნები იქ კი უკეთ, თანაც მშვიდადაც ვიქნები რომ ზურა ვერ მნახავს სადმე დიდი მუცლით, შვილებს არ დამაშორებს და ჩემი პატარა ბედნიერების სხივებს არ ჩამიქრობს.
-ჩემო დატანჯულო! მოეხვია დათო, ნინოს და ცრემლები ჩამოუგორდა მამაკაცს.
***************************************** *******************************
-ზურას უთხარი მშიდად იყოს, ვიზის საქმეს, როგორც კი მოვაგვარებ მე აქედან წავალ და ვეღარასდროს მნახავენ ისინი, თუმცა არასდროს შევწყვეტ იქიდანაცც კი ალექსის სიყვარულს! უთხარი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაირკვევა სიმართლე, თავადვე შერცხვება მისი სიტყვების და ქცევების რაც მე მაკადრა და მითხრა, თუმცა უკვე გვიანი იქნება, არასდროს არაფერს არ ვაპატიებ, მას და ნანას. ისიც უთხარი, რომ მოვა დრო კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ისიც უთხარი თემო, რომ მათგან იმაზე ძვირფასი რამ წავიღე ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, მათი შვილის სიყვარულის ნაწილი და მის გაფურჩქვანს ვერასდროს ნახავენ. უთხარი, რომ ინანებ მათ ქცევას, პატიებას მთხოვენ თუმცა მე არ ვაპატიებ, მე არავის არასდროს არაფერ ვპატიობდი და არც ვაპატიებ! ყველაფერი სიტყვა სიტყვით უთხარი გთხოვ ჩვენი მეგობრობის ხათრით, კარგი?
-გპირდები რომ ყველაფერს სიტყვა-სიტყვით ვეტყვი, შენ მაგაზე არ იღელვო. ბოდიშს გიხდი ნინ, ეს ჩვენს გამო ჩაიდინე ამ დი...... სიტყვა გავაწყვეტიე.
-დადას განზრახვა კეთილი იყო ვიცი, არაა არაფრის ახსნა და პატიების თხოვნა საჭირო... დადას და შენ გინდოდათ რელობისთვის თვალი გამესწორებინა, გინდოდათ მწარე რეალობაში დავბრუნებულიყავი, ცხოვრება განმეგრძო,ასე, რომ პირიქით მაადლობელიც კი ვარ ნაწილობრივ თქვენი... მშვიდად იყავით დადასაც უთხარი არ დაიდანაშაულოს თავი ტყუილად და აფსურდულად რამეში. მე ისედაც აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და რაღაც საბაბს ვეძებდი, რომ ეს გამეკეთებინა. ასე რომ არ იჯავროთ, ხელი დავადე თანაგრძნობის ნიშნად და თავს ვაიძულე გამეღიმა ჩემი ძველი მეგობრისთვის.
*********************************** **************************
რამდენიმე დღის მერე მარტო დავრჩი „ჩვენი“ სახლის კედლებში და მივხვდი იმაზე მეტად საცოდავი და მარტოსული ვიყავი ვიდრე ვჩანდი...ჩემი და ალექსის ოთახში შევედი, მისი მაისური გადმოვიღე ჯერ კიდევ შერჩენოდა გარეცხვის მიუხედავად მისი სურნელი, გულში ჩავიკარი და ფანჯარაში გავიხედე, ზეცა მოქუფრულიყო... გაიელვა, ელვის ნათებამ ბნელი გაფანტა... სისველე ვიგრძენი კვლავ ღაწვებზე...
-რატომ დამტოვე?! ამოვიჩურჩულე ყრუდ, ოთახის კარი გამოვიხურე და კიბეზე დავეშვი.
არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი რეალობაა, არა არ მჯერაა! უსასრულობის ნიშანი დავხატე მისღების ფანჯრის მინაზე, თუმცა წამშივეე გამახსენდა მისი მნიშვნელობა „ჩვენთვის“ და წავშალეე.
-მე ეს ფიქრები გამაგიჟებს და უშენობა მომკლავს, დღეს...დღეს როდესაც ყველაზე ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით, ყველაზე მეტად მტკივა და იცი რატომ?! იმიტომ რომ შენ ჩემს გვერდით არ ხარ... არ იზიარებ იმ სიხარულს ჩემთან ერთად რასაც ჩვენი მომავლი შვილები მანიჭებენ, მათი ჩემთან ყოფნით... გაშლილი ხელით მოვიწმინდე ცრემლები და საწერ მაგიდაზე დადგმული ჩვენი ქორწილის სურათი ავიღე.
-ამ დღეს, თავი უბედური მეგონა, თუმცა ყველაზე ბედნიერი ვყოფილვარ, რადგან დაგისაკუთრე, ამის შემდეგ სულ ჩემთან იყავი არასდროს წასულხარ სხვასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გატკინე.... ერთ დროს მხურვალე ტუჩენი გამყინოდა და ამთრთოლებოდა, სურათს მივაწეე ისინი და თვალები დავხუჭე...რამდენიმე წამი ასე ვიყავი, არ ვიცი მერე რა დამემართა, სიგიჟემ მომიარა თუ რა იყო, მაგრამ სურათი მოვიქნიე და ნამსხრევებად ვაქციე...
-არ ვიცი არაა, როგორ გავზარდო ესენი უშენოდ, არ ვიცი როგორ მოვუღო ამ ტკივილს ბოლო! მე არ ვიქნები კარგი დედა, მე ვერ შევძლე ვერაფერს მარტო ვერაა... მთელი ეს წლები შენს ლოდინში და სიყვარულში გავატარე, ახლა როდესაც მეგონაა, ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ შენი თავი გამომეცალა ხელიდან ნაკაშიძეეეე! ჩემო ნაკაშიძეეე! ამოვიხრიალეე და მუხლებზე დავეცი... მძულხარ ალექსანდრე, მძულხარ მთელი არსებით, ამ ტკივილისთვის, რომ გამიმეტე და ასეთ გამოუვალ სიტუაციაში დამტოვე... ამ ბავშვებმა მაინც რა დაგიშავეს?! შეშლილი და ცოცხლად მკვდარი დედა რა უნდათ მათ, რად?! დივნის თავთან მდგარი მაგიდიდან, გადმოვათრიე სანათი და ნამსხვრევებად ვაქციე, საყვავილე და სხვა სუვენირებიც მის გზას გავუყენე... არ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა, არაა! შეშლილივით ვკიოდი! ჩემი ძმა შემოვარდა უეცრად სახლში, მის დანახვაზე უფრო და უფრო ავკივლდი...
-ნინოოო, გეყოფაა! ნუ ამტვრევ, გაჩერდი, დამშვდიდი გთხოვ!
-ალო დათო, მოდი სასწრაფოთ ნერვული აშლილობა სჭირს მგონი, სასწარფოც გამოვიძახე! სწრაფად ჩასძახა ნიკამ ტელეფონში მეგობარს და დის შეჩერება სცადა.
-ნინოოო, ნინოოო, ნინოოოო, ნინოოოო! მთელი ხმით უყვიროდა დას, მაგრამ მისი ხმა არ ესმოდა ნინუცას. მხოლოდ ერთს კიოდა, რომ არ შეეძლო ამ ყველაფრის ატანა. დაჭერილი ჰყავდა ტორებით დას და განძრევის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ნინუცა კივილს არ წყვეტდა. როგორც იქნა სასწრაფო მოვიდა და დათო თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა მათთან ერთად სახლში. ქალი კივილს არ წყვეტდა, ნამდვილად ნერვული აშლილობა ჰქონდა. დათომ გონს ვერაფრით, რომ ვერ მოიყვანა სახეში გაარტყა, ორჯერ ძლიერად, თითქოს ნელ-ნელა გონს მოეგოო და სლუკუნზე გადავიდა. საძინებელში აიყვანეს და დამამშიდებლები გაუკეთეს, მძინარეს სხვა გამოკვლევებიც ჩაუტარა და როდესაც დარწმუნდა იმაში, რომ ბავშვები კარგად იყვნენ დედა მარიამისკენ გასწია, რომელიც თვალცრემლიან შეჰყურებდა ჯერ კიდევ შოკში მყოფი შვილის სხეულს.
-დედა, ნუ ღელავ კარგად იქნება უბრალოდ ნერვული აშლიობა სჭირს, თანაც ეს მის მდგომარეობაში უფრო რთული სახით გამოვლინდა.
-როდის უნდა გაიხაროს? დასვა შეკითხვა ქალმა, რომელზე პასუხიც არავინ არ იცოდა.
-შვილებს, რომ ჩაიკრავს გულში მაშინ... დაუფიქრებლად წარმოთქვა დათომ სიტყვები.
-რას ამბობ დათო შვილო? ქალი შეშფოთდა.
-ორსულადაა..... ქალმა ამოიგმინა თუმცა სიხარულისგან.
-რას ამბობ დათო, შვილოო, ეს როგორ რანაირად?! გაოცებული იყო ქალი.
-ტყუპებს ელოდება, აი ნახავთ მალე ბებია გახდებით თუმცა ეს ჩვენს გარდა არავინ უნდა გაიგოს, ეს ნინოს სურვილია და პატივიუნდავცეთ მას....
-რატომ უნდა რომ დამალოს ე ფაქტი, მაგ გოგომ მართლა გააფრინა მგონი. ქალი ლუღლუღებდა უკვე.
-ზურასი ეშინია, ეშინია, რომ ქადილს აასრულებს, თან ბავშვებს წაართმევს.
-მას ვერავინ ვერაფერს წაარმთმევს სანამ ცოცხალი ვარ.
-ხო დედა, მაგრამ ზურა ახლა გამწარებული მამა და მისგან კარგს არაფერს უნდა მოველოდეთ ამიტომ თავს თუ შორს დაიჭერს მისგან კარგი იქნება. საზღვარ გარეთ მიდის.
-რაა? ამოგმინა კვლავ მარიამმა.
-აქ ხომ ვხედავთ ყველა, რომ კვდება ცოცხლად, აქ ის ვერ იცხოვრებს ამ შიშში და მარტოობაში მართლაც, რომ სჯობს წავიდეს, მე გავყვები დავაბინავებ და მშობიარობის დროსაც მის გვერდით ვიქნები, ეს დღეები სანამ ვიზას მიიღებს დამამშვიდებლებს გავუკეთებ, სჯობს იძინოს რათა ოდნავ მაინც დამშვიდდეს და გონს მოეგოს, თან მოძლიერდება კიდეც. საშიშროებაა, რომ ნაყოფს დაკარგავს, ამას კი ვერ დავუშვებთ, ამიტომ სიმშვიდე და დასვენება სწირდებაა ამ კრიზისის დასაძლევად. დათო ესაუბრებოდა მარიამს, თუმცა მას მხოლოდ მცირედი ესმოდა მისი ლაპარაკის, ის თავის ფიქრებში იყო გართული.
- ნაკაშიძე არ უნდა შეეყვარებინა! დათოს გაკვირვება გამოესახა სახეზე.
აი ამ სიყვარულმა რამხელა ტკივილი მოუტანაა.... მეტი რა გამოვცადე თუ არაა ტკივილის და სიყვარულის გარდა?! ქალი გაორებული საუბრობდა.
რა შესცოდა ასეთი?! რისთვის ისჯება ასე მწარედ ნეტავ ჩემი შვილი?!... ვწყევლი იმ დღეს, როცა ერთმანეთი გაიცნეს ამან და ნაკაშიძემ.... ვწყევლი, გამწარებული დედის წყევლით ვწყევლი.
ერთი შვილი დავკარგე, ქმარი და სხვა უამრავი ახლობელი ახლა მეორე შვილზე დადგა ჯერი?! ამ მგლების ხროვაში თავისი უტვინო თავით ჩავარდა და ახლა უკვე ყველაფერი უაზრობაა, ნაკაშიძეები სიცოცხლეს გაუმწარებენ.
-რას ამბობ დედა მარიამ?! დათო შეშფოთებული და განცვიფრებული იყო, უყურებდა თვალებში სათაყვანებელ ქალს და ვერ ცნობდა.
-სიმართლეს! ყელამდე ჭაობშიაა ჩაფლული ნინო და მას ვეღარ ვუშველით! ისიც ნაკაშიძეების ნაირი ცივ-სისხლიანი გახდება, ჯერ ისედაც უგულოო მოსიარულე გვამად იქცევაა, ამ ბავშვების გამო ისუნთქებს მაგრამ არ იცოცხლებს.
-არა დედა ასე არ იქნება, მის კეთილ გულს შური და ბოროტება ვერ მიეკარება. დათოს მოსალოდნელი სიმართლის დაჯერება არ უნდოდა.
-ჩემზე კარგად ვინ იცნობს ჩემ შვილს?! არავინ. იცი რატომ მიდის დათო?! თვალი უნდა აუხვიოს ზურას, ბავშვები გააჩინოს და მერე შური იძიოს. ეს არ აპატიებს მკვლელის იარლიყის მირტყმას არავის! გულღძოაა ნინო ბავშვობიდან! ვწუხვარ ამას, რომ ვამბობ, მაგრამ გაბოროტებულია ახლა და ის შურისძიებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
-ასე არ მოიქცევაა! დათო ბოლო ხავსებს ეჭიდებოდა.
-მოიქცევა და ამ ყოველივეს დრო გვაჩვენებს, არაადამიანად იქცევაა და შურს იძიებს, აი ნახავ, რაც მე მომკლავს და გამანადგურებს, ჩემი შვილის გაცხოველება მომკლავს! ის რეალური ნაკაშიძე გახდება, ის ნაკაშიძეე, რომელიც იმ ნაკაშიძეების მსგავსი იქნება ვინც, ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს! ამ ყველაფერს ვერ გადავიტან, მე ამას ვერ შევძლებ, მომკლავს მისი გაცივ-სისხლიანება დათო შვილო! ქალის ქვითინი ყრუდ ისმოდა თუმცა გულის მკვლელად.
************************************ ******************************************
თვალი, რომ გავახილე დედა დავინახე. მის შემხედვარეს ამეტირა კვლავ.
-ჩემი შვილები... ჩემი შვილები ხომ კარგად არიან დეე?!
-სუუუ, ნუ ტირი ჩემო ლამაზო! ყველაფერი კარგადაა. დედამ მომიალერსა თუმცა ამან გული უფრო ამიწვა, მაგრამ ჩემი პატარების კარგად ყოფნამ დამაიმედა...
-დედი, მე ასე რატომ ვიტანჯები?! რატომ წამართვა უფალმა ალექსი?!რატომ ბნელა ჩემთან ასე დედა, რატომ?! ვზუზუნებდი.
-დამშვიდდი, შენს ცხოვრებაშიც გაიფანტება სიბნელე, ნუ გეშინიაა! შენი შვილები ძალას მოგცემენ, მთავარია არ გაბოროტდე შვილო. უფალი კეთილს არასდროს ტოვებს ეს დაიმახსოვრე! ხელი ჩაჭიდა მარიამმა შვილის გაყინულ ხელს და იმედიანად გაუღიმა.
-რამდენი ხანია, რაც მძინავს? დაეჭვებით ვიკითხე.
-4 დღეა..... თავი ჩახარა დედამ, კარებში აყუდებული დათოსგან რომ მოვისმინე პასუხი.
ასე მეორედ თუ მოიქცევი იცოდე ბავშვებს დაკარგავ.... გაფრთხილებ შენს თავს, გრძნობებს, ფიქრებს, განცდებს და ტკივილებს კონტროლი გაუწიე, თორემ ცხოვრების აზრი რაცაა ადამიანების იმათაც დაკარგავ და მერე მართლა არაფერი არ დაგრჩება სიკვდილის მეტი სანატრელი. დათო გაცხარებული მელაპარაკებოდა.
შვილები გეყოლება, შვილები! შეიგნე და იბრძოლე იმისთვის, რომ ამ ქვეყანას მოევლინონ! ილოცე ნინო, რომ ეს კრიზისი გადაიტანონ, ძლივს ფეთქავს მათი პაწაწინა გულები იცი შენ ?! და თუ მათი გულები ფეთქვას შეწყვეტს იცოდეე, მართლა მკვლელი გახდები! შვილების მკვლელ დედაა! მითხრა და დამტოვა გახევებული ოთახში.
************************************* *********************************
სამი თვე გავიდაა, ყველაფრისგან, სამი მტანჯველი და მკვლელი თვე.... მუცელი ნელ-ნელაა უკვე წამომეზარდა... ჩემმა პატარებმა და მეც გავუძელით ტკივილს, ტკივილს მარტოობისას. არ მინდოდა ნაცნობ ადგილებში მებორიალა, თუმცა სხვა გზა არ მქონდაა, გერმანიის კლინიკები და მათი სანატორიუმები ყველაზე კარგი იყო ჩემი შვილებისთვის. თავიდან ბერლინში, რომ ჩამოვედი მეგონა სუნთქვას ვერ შევძლებდი, თუმცა ხომ ვამბობდი ჩემსავით ცივი ქალაქიათქოო, ხო და შევძელი უკვე მესამე თვეა აქ ვსუნთქავ, დადასთან,თემოსთან და სხვა დანარჩენ ნაცნობებთან გავწყვიტე ურთიერთობა, დათო ჩამოდიოდა ხანდახან ჩვენთან, დედასაც იშვიათად ვურეკავდი, ცხოვრებას კი ვაგრძელებდი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ცხოვრების გარდა.
პირველად ჩემი პატარების გულისცემა, რომ მოვისმინე, მაშინ მივხვდი რომ უნდა ვისუნთქო, გავძლიერდე და მათთვის საუკეთესო ვიყო. არამარტო დედა უნდა ვიყო მათთვის არამედ მამაც, მამა რომელიც მათ არასდროს ეყოლებათ, თუმცა მუდამ იგრძნობენ მის გვერდით ყოფნას და სურნელს, საოცარ, სურნელს!


არ ვიცი რა გამომივიდა, ბოდიში შეცდომებისთვის არ გადამიხედავს.
იმედია მოგეწონებათ თქვენი აზრი მაინტერესებს, გელით ჩემო ტკბილებო და თბილებოო <3 ჩემო საყვარლებოო, თქვენ მე მასტიმულირებთ და მმუხტავთ <3
შოკოლადებო გელით ბევრი-ბევრი კომენტარებით <3
თქვენი ალექსანდრა <3



№1  offline მოდერი zia-maria

recourse recourse როგორ მეცოდება ეს გოგო, ასე რომ იტანჯება.

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan magariii iyoo vaime ramdeni unda itanjos am gogom codoa :(( ragacnairad mjera ro aleqsi cocxalia

 


№3 სტუმარი mako

კარგია ძალიან,გააგრძელე love

 


№4 სტუმარი mary

didixani velodett da I media awi agar gvalodinebb...da RAC istorias sheexeba me mjera ro sibnelis shemdeg sinatle aucileblad iqneba da aleqsii imedia cocxalia ragacnairad migrdznobs guli yvelaferi am gogos rogor unda daemartos iyos ertxel mainc bednieri sruli am sityvis mnishvnelobitt :-) da imediaa aqcev kidevac bednierad

 


№5  offline წევრი NARA

Gmerto ramxela tkivilis atana sheudzlia adamians shvilebis gamo

Am tavis dasawyisshi fexmdzime qalis foto ro davinaxe egreve mivxvdi ninuca orsuladaa da ar icis tqo

 


№6  offline მოდერი aleqsandra

zia-maria
recourse recourse როგორ მეცოდება ეს გოგო, ასე რომ იტანჯება.

ყველას ჩვენი წილი ტანჯვა გვაქვს, ასე მგონიაა, მზიკო დეიდააა sad love

 


№7 სტუმარი Teo..

Aseti tanjva dzalian dznelia.magrad mecodeba Nino.ratomxac mjera rom aleqsandre cocxalia

 


№8  offline მოდერი aleqsandra

mako
კარგია ძალიან,გააგრძელე love

ჩემო თბილოოო love

 


№9  offline წევრი V.f

Mgonia rom es istoria shemiwiravs. Dzalian emociuria es bolo ramdenime tavi.

 


№10 სტუმარი etiko

dzalian codvaa nino ramdeni itanja da ar dasrulda es yvelaperi codvaa... imedi maqvs ro nakashidze cocxalia ara imedi ara yvelas gvhera ro cocxalia... nu gaaboroteb ninos da nu shecvli datove is rogoric iyo aleqsandrestan gaadzliere mas exla 2 patara yavs gasazrdeli da imedia aleqsandrec male gamochndeba

 


№11  offline მოდერი aleqsandra

ჩემო თბლებოო, რომ იცოდეთ როგორ მახარებთ და მაბედნიერებთ love

 


№12  offline წევრი meduna

უმაგრესია love ნაკაშიძის გაცოცხლება მეც და მგონი ყველა შენ მკითხველს ძალიან გაუხარდება,მაგრამ თუ აპირებ მაგის გაკეთებას გთხოვ ეცადე ძალიან ზღაპრულად არ გააკეთო wink მე მაინც ვთვლი რომ ნინოს ამდენი ტანჯვა ზედმეტად დრამატულს ხდის ამ ისტორიას და თუ ეს ნამდვილი ამბავია,მეეჭვება რომ ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერება არ არსებობდეს,უბედურება თან სდევდეს recourse ველოდები შემდეგ თავს და ნაკაშიძეებს love

 


№13  offline წევრი Nata-Dima

Male dadeeet raaa.zalian gtxoovt.

 


№14  offline მოდერი aleqsandra

მედი
უმაგრესია love ნაკაშიძის გაცოცხლება მეც და მგონი ყველა შენ მკითხველს ძალიან გაუხარდება,მაგრამ თუ აპირებ მაგის გაკეთებას გთხოვ ეცადე ძალიან ზღაპრულად არ გააკეთო wink მე მაინც ვთვლი რომ ნინოს ამდენი ტანჯვა ზედმეტად დრამატულს ხდის ამ ისტორიას და თუ ეს ნამდვილი ამბავია,მეეჭვება რომ ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერება არ არსებობდეს,უბედურება თან სდევდეს recourse ველოდები შემდეგ თავს და ნაკაშიძეებს love

ჩემო თბილო გოგო, როგორ მახარებ love

 


№15 სტუმარი მარი ელენი

ძალიან ტრაგიკულია.დამღალა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent