შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

365 მიზეზი (2)


13-08-2016, 22:50
ავტორი ამელი
ნანახია 1 282

თამარის ოთახში შესვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხმაური ცოტა ხნით მიწყნარდა და ყველას ყურადღება ქალისკენ გადავიდა თუმცა მალევე მოწყინდათ მისთვის შეკითხვების დასმა და ისევ პოლიტიკურ-ფილოსოფიურ მსჯელობას მიუბრუნდნენ, როგორც ეს ნასვამ ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე.
-თათო მომიყევი რა მოხდა. ქალის გაყინული ხელი ხელებში მოიქცია შოთამ
-დავშორდით. ნაძალადევად გაიღიმა ქალმა, ამჯერად საბოლოოდ და ეს ცარიელი სიტყვები არ არის
-რა ჩაიდინა?
-საყვარელი ყავს. ხმა ჩაეხრინწა ქალს და მძმედ ამოისუნთქა. ამის ხმამაღლა თქმა ბევრად ძნელი ყოფილა
-დამცინი? დათას? უნებურად გაეცინა კაცს
-რატომ არავის არ გჯერათ? აღშფოთებულმა წარმოთქვა თამარმა
-რა გითხრა, ხომ იცი ეგ კაცი არასდროს მომწონდა მაგრამ მთლად ეგეთი იდიოტიც არ ჩანდა.
-რა ხდება თამარ ქვეყანაში? უცებ როხროხა ხმით იკითხა ვიღაც წითურმა კაცმა. გვეშველება რამე?
-პარლამენტარი აგერ გყავთ და მე მეკითხებით? ცალყბად გაიღიმა თამარმა და თავით ანდრეზე ანიშნა.
-მე შემეშვით, როდის იყო პარლამენტარები საქმეს ვაკეთებდით? გაეცინა კაცს
-უი,მართლა იცნობ ანდრეს? შოთა წამოდგა, რომ სტანდარტული გაცნობის ცერემონია მოეწყო.
-მეზობლები ვართ. გამოეპასუხა ანდრე და ქალთან ახლოს ჩამოჯდა
-კარგი მაშინ დაგტოვებთ. ღიმილით წარმოთქვა შოთამ, საღამოს ვილაპარაკოთ ცალკეო ყურში ჩასჩურჩულა ქალს და ბუხართან შეკრებილი სტუმრებისკენ წავიდა.
-აი დღეს რომ საუზმეზე დარჩენილიყავით,იქნებ საერთო მეგობარიც აღმოგვეჩინა. თავი ხელს ჩამოაყრდნო ანდრემ და ქალს გაუღიმა
-თქვენ პარლამენტარი ხართ, მე მოსამართლე. დამიჯერეთ ჩვენი საერთო ნაცნობების ჩამოთვლა ვახშმამდე გასტანდა. ღვინის ჭიქა ხელში შეათამაშა ქალმა და ფეხზე ადგა.
უნდა დაგტოვოთ, ძალიან მეძინება უკაცრავად.
-ტკბილი ძილი ქალბატონო თამარ. ღიმილით მიაწია სიტყვა უკვე ზურგით მდგარ ქალს
ღამით სიცივემ გამოაღვიძა. საბანი დაბლა გადავარდნოდა, ცხვირის ქსუტუნით ადგა და თვალები მოიფშვნიტა. მაისური სწრაფად გადაიცვა და სამზარეულოსკენ დაიძრა წყლის დასალევად. შუქი აანთო თუ არა შეკრთა ქალი იატაკზე იჯდა და ხელში ვისკის ჭიქას უმიზნოდ ატრიალებდა.
-რას სვამთ? გაუღიმა ანდრემ და თავადაც გამოაღო სამზარეულოს კარადა
-არ ვიცი, პირველი რაც მომხვდა ხელში ის ავიღე,მგონი სარაჯიშვილი უნდა იყოს. მხრები აიჩეჩა ქალმა და სიგარეტი ჯიბიდან ამოიღო. ბართან დევს,თუ დაგაინტერესებთ
-სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი სარაჯიშვილის კონიაკს რა გემო აქვს შესაბამისად ვერ შევადარებ. გაიღიიმა კაცმა და წყლის მადუღარა ჩართო.
-არც სვამთ,არც ეწევით,ქალებშიც არ დადიხართ? სასაცილოდ ჩაიხითხითა ქალმა და გვერდზე გამოიწია რომ ანდრესთვის ადგილი გაეთავისუფლებინა,რომელიც ჩაის ჭიქით ხელში მისკენ მოდიოდა.
-გაიგებდით ალბათ, მაინცდამაინც მექალთანის სახელი არ მაქვს გავარდნილი. გაეღიმა კაცს
-რატომ? ჯიქურად შეაშტერდა ქალი.
-რას მეკითხებით, რატომ არ ვარ მექალთანე? გაეცინა ანდრეს. ალბათ იმიტომ რომ სხვა ღირებულებებით აღმზარდეს. ქალი ნივთი არ არის რომ ერთხელ იხმარო,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მერე სანაგვეზე მოისროლო. თან ეგეთი ქალებიც არასდროს მომწონდა,სანაგვეზე მოსასროლები რომ არიან. კიდევ ჩაეღიმა და იატაკს გაუშტერა თვალი.
-მე მახსოვს თქვენი ცოლი. ღრმა ნაფაზი დაარტყა ქალმა და ჭიქა სასმლით გაივსო.
-ჰო,მეც მახსოვს. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს,ისევე როგორც თქვენ დათაზე.
-მე და დათა ათი წელი ვიყავით ერთად, ასეთი მარტივი არ არის. ვერ ვეგუები. ამოიოხრა თამარმა
-გახსოვთ, ღამით რომ მკითხეთ თქვენ თუ ღალატობთ საყვარელ ადამიანსო, მე მართლა დაბეჯითებით მჯერა რომ თქვენნაირ ქალებს არ ღალატობენ და თუ ღალატობენ მხოლოდ იმიტომ რომ... აქ ციტა ხანს შეყოვნდა და ჩაი მოსვა. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ზრდილობის ფარგლებში ასეთ კაცს რა ჰქვია და ამიტომ არ ვიტყვი. ბავშვურად გაეცინა ანდრეს და ფეხზე წამოდგა მეორე ჭიქა ჩაისთვის
-შოთის საიდან იცნობთ?
-ერთად ვმუშაობდით ცოტა ხანს,თქვენ?
-მე და მისი უფროსი ძმა კლასელები ვიყავით, ბავშვობიდან ვიცნობ
-სანდროს კლასელი იყავით? მისი შემოქმედების ყველაზე დიდი ფანი ვარ.
-ჰო, უდაოდ საოცარი ფოტოგრაფია. ჩაეღიმა ქალს და თვითონაც ადგა.
თქვენთან საუბარი ძალიან კარგია მაგრამ აქ მეტისმეტად ცივა. სხვათაშორის ოთახში ბუხარი მაქვს,ასე რომ შეგიძლიათ ეგ თქვენი ჩაი წამოიღოთ. მხრები აიჩეჩა ქალმა და ღიმილით დატოვა სამზარეულო.
ანდრე ნახევარ საათს მაინც იჯდა სამზარეულოში, ფიქრობდა თამარზე, მის წარსულზე, დათაზე, ყვეკაფერზე რაც მის შესახებ იცოდა და რისი გაგებაც უნდოდა. მერე თითქოს ყველაფერი დალაგდა მის ტვინში, ცარიელი ჭიქა სწრაფად გარეცხა და მშვიდად აუყვა კიბეს...საკუთარი ოთახისკენ.
----------
გამარჯობა ხალხო!
მოკლედ,ვიცი რომ ბევრი არ არის და ისიც ვიცი რომ მეტისმეტად დიდი შუალედი გამოვიდა მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ქალაქიდან გასვლა მომიწია. შესაბამისად არ მინდოდა დღ ისე გასულიყო რომ საერთოდ არ ამეტვირთა თავი,ხვალ საღამოს იმედი მაქვს ორჯერ დიდ თავს დავდებ.
მადლობა იმ ორ მომხმარებელს რომელმაც კომენტარი დატოვა და განსაკუთრებით მარის, რომელმაც არ დაიზარა და პირად შეტყობინებაშიც მომწერა.
ველი თქვენს შენიშვნებს და ვარაუდებს ანდრეს ცოლთან დაკავშირებით :3



№1  offline წევრი Indigo

მომწონს ეს ისტორია, მომწონს ის რომ ზრდასრული ადამიანების ცხოვრებაზეა და არა პატარა ღლაპებზე როლებმაც სიყვარული არც კი იციან რა არის.
P.S. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent