მე შენ სიცოცხლე გაჩუქე (თავი 3)
ერეკლე მთელი დღე არ გამოჩენილა, ბანკში დარბოდა გიჟივით სანამ ანკასსთვის დამამშვიდებელი ჰქონდა მიცემული და წყნეთში ეძინა. არ უნდოდა ენერვიულა. როგორც იქნა შეაგროა საკმარისი თანხა და გადაიხადა ფული. სახლში ნიათი ხელში დაბრუნდა. ანკასთან ოთახში შევიდა. ნია სამანქანო სკამში ჩასვა. ანკა ხელში აიყვანა და ორივე მანქანაში ჩასვა. მათი ბარგი ჩაალაგა. ნია წინ დაისვა გვერდით და ანკა უკან სკამებზე დააწვინა. სახლში ისე მიიყვანა რომ არ გაღვიძებია. დააწვინა ლოგინში, მაკას დაემშვიდობა და წავიდა. ანკამ გაიღვიძა -დე, აქ ხარ? დეე? აღარ დაგტოვებ გეფიცები შენ თავს. ჩემო ცხოვრება-ანკა კოცნიდა და ეხუტებოდა . მაკა ახალი წასული იყო, ყავა დაუტოვა მაგიდაზე ანკას. ანკამ აიყვანა ნია ხელში და სამზარეულოში გავიდა. ნია თავის სკამში ჩასვა, ყავა აიღო და დალევა დაიწყო. ერეკლეს დაურეკა, მაგრამ ის არ იღებდა. ნათია და სანდრო წყნეთში იყვნენ ერთად(ბიძაშვილები არიან). ამიტომ ივას დაურეკა. 15წუთში ივა მასთან მივიდა. ნია აიყვანა ხელში. -რას შვები -რავი არაფერს. ნიამ ყველაფერი მოუყვა ერეკლეზე გარდა მისი წარსულისა და ნიას გატაცების ამბავზე. -ანუ გიყვარს? -ხო, რაღაც ეგრე. -რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ რაღაცას მიმალავ? -არაფერს არ გიმალავ. -ნია, ეხლა ივა ბიძია წაგიყვანს მაღაზიაში სანამ დედიკო მოწესრიგდება. რაღაცეები მქონდა საყიდელი ბავშვს გავიყვან და შენ მანამდე დაალაგე აზრები. -კაი მარა 2სათში მოიყვანე, უნდა დაიძინოს. ბოთლიც წაიგე და მანქანის სკამი ჩემ ოთახში დევს. -არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება-ივამ გადაკოცნა ანკა, აიღო სკამი და წავიდა. ანკამ კიდე ერთხელ დაურეკა ერეკლეს, როდესაც არ აიღო გადაწყვიტა თავი დაენებებინა. ჩაიცვა და ისიც საყიდლებზე გავიდა. იქიდან სასაფლაოზე გიორგისთან. -გიო, გავიცანი ბიჭი ერეკლე. მართლა ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ, შენ სულ მეუბნებოდი როდესაც საფრთხე დაემუქრება ნიას, ყველა ადამიანი უკლებლივ უნდა მოიშორო ვინც მას ემუქრებაო. არ შემილია, ის მიყვარს. მასში რაღაც იდუმალია გესმის? ნიასაც უყვარს. მირჩიე რა ვქნა... გიორგი რატო დამტოვე? ნიას ჭირდებოდი, მე მჭირდებოდი. კარგი, ივა მალე მოიყვანს ნიას. ისე შენ გგავს. თვალები შენნაირი აქვს. მალე მოგიყვან. ეხლა უნდა წავიდე. ანკამ ყვავილები დადო და წავიდა სახლში, იქ ივა, სანდრო და ნათია იყვნენ ნიასთან ერთად. -ეეე, თქვენ აქ რა გინდათ?(ანკა) -დღეს უნდა ჩამოვსულიყავით, თან ივამ ანრვიულბულმა დაგვირეკა. (ნათია) -ერეკლე გაიცანი ხომ?(სანდრო) -ხო. -მაგ ბიჭს ცუდი წარსული აქვს ანა. გეხვეწები თავი დააანებე(სანდრო) -მიყვარს. ვიცი მისი წარსულის შესახებ -ანკა გეხვეწები არ გინდა. დაანებე მაგას თავი(სანდრო) -სანდრო მიხარია რომ ჩემზე ზრუნვს ცდილობ მაგრამ არ მჭირდება ამ დროს ნიამ ტირილი დაიწყო.ანკამ ნათიას გამოართვა ბავშვი და დასაძინებლად გაიყვანა. -რა ვქნათ(ნათია) -თუ მასთან უნდა ყოფნა იყოს(ივა) -რას ლაპარაკობ ივა, ამ გოგოს აღარავინ ჰყავს ნია რომ დაკარგოს სულ თავს მოიკლავს.(სანდრო) -მემგონი მართალს ამბობს. ერეკლე არც ისე კარგი მეორე ნახევარია მისთვის. -რამეს მოვიფიქრებ(სანდრო) -სანდრო დაანებე მეთქი თავი(ივა) სანდროს ხმა აღარ ამოუღია.ანკა გამოვიდა ოთახიდან. -სადმე ხო არ წავიდეთ? გოდოს დღეს კიდე აქვს ფართი -წავიდეთ(ნათია) -მე ვერ წამოვალ(ივა) -რატო(ნათია) -მეგობარს უნდა შევხვდე(ივა) -როგორც გინდა. სანდრექს შენ?(ნათია) -კი. ნიას ვის უტოვებ(სანდრო) -მაკას. ან ბოლოს და ბოლოს ხანდახან ბაგა-ბაღში წავიყვან. არანაირ ძიძას არ ვანდობ ნიას. -კარგი. ბიჭები წავიდნენ. -ანკა რა დაუმალე ბიჭებს -არაფერი, ნათ მართლა. წამო ეხლა გამოვიცვალოთ. გოგოებმა მალევე გამოიცვალეს და წავიდნენ გოდოს ფართიზე. ანკა 15წუთის შემდეგ გამოვიდა იქიდან ისევ იმედი ჰქონდა რომ იპოვიდა ერეკლეს. იგივე გზაზე წავიდა, გზაში სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, დიდიხანი არ მოუწევია. პირში ჩაიდო, როდესაც მოქაჩა ხველება დაეწყო, მაგრამ მალე მიეჩვია. გზა გააგრძელა და მართლაც დაინახა ერეკლე, ვიღაც 2ბიჭთან და ერთ გოგოსთან, სკამზე იჯდნენ და იცინოდნენ. ანკა მაშინვე გატრიალდა მაგრამ ერეკლე დაეწია. ანკა მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ ერეკლეზე ძალიან გაბრაზებული იყო და არ უნდოდა მასთან საუბარი. -ანკა? კიდე დაიკარგე?-ერეკლე შეშინებული თვალებით უყურებდა -არა. უბრალოდ ვსეირნობ -ბოდიშს გიხდი იმის გამო რაც ნიას მოუვიდა -ხო. -ანკა.... -არა, გავიგე რომ წარსული ცუდი გაქვს. ვიცი რომ სახიფათო ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა მაგრამ მე და შენ ერთად დავიცავთ ნიას, უბრალოდ აღარაფერი დამიმალო ნია გუშინ დიდ საფრთხეში იყო და მე უბრალოდ მინდოდა მომეკალი ამისთვის მაგრამ შენ გამოასწორე ყველაფერი, როგორც შენ თქვი უამრავი მეგობარი მეხმარება ნიასთან ამიტომ ისინიც იცავენ. -მარტო ნიაზე არ ვნერვიულობ შენ? -მე როგორც აქამდე მივხედე ჩემ თავს ისე მივხედავ ახლაც. -უკან ჩემი 2ძმაკაცი დადა და გიგი ზიან, ის გოგო კი ლიკაა, ისიც ჩემი მეგობარია. წამოდი გაგაცნობ. ერეკლემ ანკა ყველას გააცნო. -სად გვიმალავდი ამდენ ხანს ამ გოგოს ერეკლე?-დადამ სიგარეტი ჩაიდო პირში და წარბები შეიკრა -დადა გეყო რა-ერეკლე გაწითლდა -მართალს ამბობს. ანკა მოგვიყევი შენზე-გიგი ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდა -მე ვარ 19ის, აკადემიური მაქვს აღებული და მყავს 2 თვის შვილი. -არ გაგვაცნობ?-საუბარში ლიკა ჩაერთო ანკას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მას ეგონა რომ ყველა მასზე ცუდს იფიქრებდა რადგან ესეთ ასაკში შვილი ჰყავდა. ერეკლეს და მისი მეგობრების ენთუზიაზმისგან და მათან წამოსული სითბოსგან ანკას აჟრჟოლებდა. -თუნდაც ეხლა. ოღონდ სიგარეტის გარეშე-ანკამ გაუღიმა -აბა რა-ლიკას მოეწონა ანკა ყველანი ანკასთან ავიდნენ. მაკა გაუშვა და ნია ხელში აიყვანა. -რა საყვარელია. არ ვიცი რამდენად ადეკვატურია ამ კითხვის დასმა მაგრამ... მამამისი სად არის? -გარდაიცვალა ავარიაში. არაუშავს. -ცუდია. შეილება დავიჭირო?-ლიკა არ ცხრებოდა და სახეზე სულ ღიმილი ჰქონდა -ეე, იქნებ დაგივარდეს-ერეკლემ იეჭვიანა -ეჭვიანობ? -ქრეშ მოიცა რა-გიგიმ ორივე გააჩუმა ლიკამ ნია აიყვანა ხელში, ნიამ ყველას გაუღიმა თითქოს არავისი არ რცხვენოდა პირიქით იპრანჭებოდა. დიდხანს ეთამაშებოდნენ ნიას მერე დააძინა ანკამ და გამოვიდა. -ქრეშს რატომ გეძახიან?(ანკა) -უბრალოდ ესეთი ზედმეტსახელი შემარქვეს უბანში -ქრეში უხდება-გაიცინა დადამ -ყველა ქრეშს ეძახის-გიგიმ სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა -ნია საყვარელია, როცა დაგჭირდება მისი ვინმესთან დატოვება პირველი ჩემზე იფიქრე გთხოვ-ლიკა -და ჩემზე-ერეკლე -ოჰო, მე კიდე ბაგა ბაღში ვაპირებდი მის წაყვანას -არა ჩვენთან დატოვე ხოლმე, ქრეშს ეხერხება ბავშვების მოვლა-დადამ ანკას გადახედა -ხო -ანკა შენ და ქრეშს რა ტიპის ურთიერთობა გაქვთ?-გიგის აინტერესებდა ერეკლეს რეაქცია ამ კითხვაზე მხოლოდ ამ კითხვით მიხვდებოდა ევასებოდა თუ არა მის ძმაკაცს ეს გოგო. მაგრამ რადგან ის ესე ეხმარებოდა ნიასთან ფაქტი იყო რომ ევასებოდა. -მე და ქრეშს მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, რადგან მას უნდა ეს-ანკას სახეზე ცოტათი გაბრაზება დაეტყო -არ გვინდა ჩვენი ურთიერთობის გარჩევა აქ-ერეკლეც ცუდ ხასიათზე დადგა -ხასიათის განსამუხტად მოდი ხვალ ნია ერთად გავასეირნოთ ენი-ლიკას ისევ ის ღიმილი ეკრა სახეზე -ენი?-გიგის გაეცინა -ხო, მე ყველას უნდა შევარქვა სახელები -რათქმაუნდა ამ დროს ივამ ლამის შემოამტვრია კარი და ყველამ მას გახედა -ანკა მერამდენეჯერ გვიკეთებ ამას-სულს ძლივს ითქვამდა ივა და თან უხაროდა რომ იპოვა-ჩვენ გვეგონა რაღაცაში გაეხვიე გეყო ესე მოქცევა თორემ მალე ინფაქტი დამარტყამს -ეს სიმპატიური ბიჭი ვინ არის?-ლიკა დასერიოზულდა -ჩემი მეგობარი, ბოდისი ივა ხომ იცი დიდხანს ვერ ვჩერდები ხმაურში. მაპატიე ბუ.-ანკამ აკოცა ივას. -თქვენ რა ერთად ხართ?-ერეკლე ცოტაც და ალბათ აფეთქდებოდა -არა, ის ჩემი მეგობარია. ნიას აღზრდაში ყველაზე მეტად მეხმარება. ძმასავით მყავს. -ძალიან კარგი. მე დადა -გიგი -ივა, სასიამოვნოა. ანკა, გავიყვან რა ჩემთან ნიას დღეს. -კაი, მოვამზადებ -მოიცა ბავშვს შენ იტოვებ ხოლმე?-ერეკლე კიდე უფრო გაბრაზდა -ხო. ანკას როცა არ ცალია და როცა მე შემილია. -ანკა მე დაგეხმარები დატოვე ნია -არა რატო. ნიას უყვარს ივასთან დარჩენა -მემგონი სჯობს წავიდეთ-დადა მიხვდა რომ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდებოდა -ხო მართალი ხარ დადა. აი ჩემი ნომერი ენ, ხვალ აუცილებლად დამირეკე. ერეკლეს არც დააცადეს ანკასთან დამშვიდობება რომ წაიყვანეს. -ზედმეტად ეჭვიანი ხომ არ არის? -რავი მე. მზად არის-მძინარე ნია მიუყვანა და მისი ჩანთაც მიცა -ხვალ შუადღეს გამოვუვლი(ანკა) -მე მოგიყვან -კარგი, მადლობა ივა და უთხარი ნათიას და სანდროს რომ კარგად ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.