ჯანდაბას ყველაფერი...
მომენატრეთ ჩემოოო ლამაზებო,ჩემო საყვარლებო და ჩემო თბილებო.ძალიან დიდი პაუზა კი გამომივიდა მაგრამ რა ვქნა.მუზა ყოველთვის არ მყავს ხოლმეე :) იმედია მოგეწონებათ ჩემი ახალი ისტორია.პირველად ვწერ მამაკაცის ენით და დიდი იმედი მაქვს არ ჩავიჭრები :) სრულად მინდოდა ამეტვირთა მაგრამ გულმა აღარ მომითმინა.. მიყვარხართ და ძალიან მომენატრეთ ყველააა <3 ----------------------- სახლიდან წამოვედი...წამოვედი და ეს ყველაზე მტკივნეულია ჩემთვის,რადგან სულერთი არ არის ის რომ ჩემი ერთადერთი სიყვარული მივატოვე,მაგრამ სხვა გზაც არ მქონდა.ასე დიდხანს ვეღარ გავაგრძელედი.ვცდილობ ისე არ მტკიოდეს, ისე არ განვიცდიდე როგორც ეხლა განვიცდი მაგრამ არ გამომდის.იქ მარცხნივ, კუთხეში ისე მწარე ჩხვლეტას ვგრძნობ რომ საშინლად მტკივა.სუნთქვა მეკვრის და ჰაერს ხარბად ვისუნთქავს.ვგრძნობ რომ სადაცაა თავს დავკარგავ და ეს ყველაზე ნაკლებად მჭირდება ეხლა,რადგან ვიცი თავი თუ არ მოვთოკე აუცილებლად დავბრუნდები უკან,ეს კი არც ისე სახარბიელო საქციელი იქნება ჩემი მხრიდან. ამდენი წლის მერე ეს ნაბიჯი გადავდგი და უკან აღარ უნდა დავიხიო,ბოლომდე გავყვები ამ გზას,უკვე დროა დასრულდეს ყოველდღიური ტანჯვა. მეც მაქვს ბედნიერების უფლება.მინდა ეს ტკივილი გულიდან ამოვიგლიჯო და სადმე შორს მოვისროლო,მაგრამ თავს არა და არ მანებებს.ისე მაგრად მიჭერს თავის მარწუხებს რომ სუნთქვასაც კი მინელებს,თვალებიდან ობოლი ცრემლი მცვივა და მთელი ჩემი ტანჯვა წამება სააშკარაოზე გამოაქვს.არასოდეს მრცხვენოდა ცრემლის,ის ხომ ყველაზე წმინდაა და იმას გადმოსცემს რასაც სინამდვილეში ვგრძნობ.ეხლა სწორედ რომ იმ სიტუაციაში ვარ ცრემლის გარდა სხვა საშველი არსად რომ მეგულება.ვგრძნობ როგორ მისველდება ჯერ მარცხენა ლოყა,შემდეგ მარჯვენა, ბოლოს კი მთლიანად სახეს მინამავს ეს მლაშე სითხე,ისე მოეედინება ნაკადულებივით ლოყებზე რომ არც კი მეკითხება მიზეზს.ცაზე ერთი გაიელვა და საშინელმა გრუხუნმა გააყრუა არემარე.ცოტა ხანში ისეთი თქეში წამოვიდა ყველაფერი წამებში დაასველა.ყველა ნორმალური ადამიანი სადმე თავს შეაფარებდა,მე კი არ ვჩერდები.ასე დაუსრულებლად მივდივარ,მხოლოდ არ ვიცი სად. წასასვლელი ნამდვილად ბევრგან მაქვს მაგრამ ჩემს გულს ეხლა არსად არ მიუწევს.უგზოუკლოდ დავხეტიალობ ამ საშინელ ამინდში.ვგრძნობ რომ ეს აუტანელი ტკივილი საბოლოოდ გამანადგურებს და შემიწირავს,მაგრამ მეტი აღარ შემეძლო, ვერ ვუყურებდი მის გაუბედურებულ სახეს,ვითომ ღიმილის უკან თავის ტანჯვას მალავს და ჩემი მოსვლით გამხიარულებული თავს მაჩვენებს რომ ყველაფერი რიგზეა.უკვე რამდენი წელია ასეა,ვერა და ვერ დასძლია ის საშინელი გრძნობა,ის საშინელი შიში რაც მაშინ მთელი სხეულით და სულით შეიგრძნო, მაშინვე უკან აედევნა და მთელი ცხოვრებაა ყველაფერს ამჩნევს თავის კვალს. მის სულს კი ყველაზე დიდი დაღი დაადო.ყოველ დღე ვცდილობდი მისთვის ის ავბედითი ღამე დამევიწყებინა,მაგრამ ალბათ ღმერთს არ უნდოდა ასე, ამიტომ დღემდე ვერ შევძელი იმ სიყვარულის ნახევარი მაინც დამემტკიცებინა მისთვის, რაც ჩემს გულში ჩვენი პირველი შეხვედრისთანავე ვიგრძენი.იქვე ახლო-მახლოს ღია ბარი დავინახე და პირდაპირ მისკენ წავედი.ეხლა მხოლოდ დალევა თუ მიშველიდა.ბარში სიმშვიდეა,მეც ეს მინდა.ნამდვილად არ მაქვს ხმაურის და ღრიანცელის თავი.ბართან ვჯდები და ბარმენს ერთ ბოთლ ვისკს ვუკვეთავ, ყინულის გარეშე.ახალგაზრდა ბარმენი მაშინვე ასრულებს ჩემს შეკვეთას და მალევე სავსე ბოთლს ჭიქასთან ერთად წინ მიდგამს.ცარიელ ჭიქაში ამ მათრობელა სითხეს ვასხამ და დაუფიქრებლად ბოლომდე ვსამ.მაშინვე მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა და გულში ენით აუღწერელი სითბო მეღვრება. ... ბოლო კურსი უნდა დავხურო,მხოლოდ ერთი წელი მრჩება რომ ჩემს მიზანს მივაღწიო,გავხდე ყველაზე ცნობილი არქიტექტორი ჩემი არაორდინალური შენობების აგების წყალობით.ამის დიდი იმედი მაქვს რადგან კურსზე ყველაზე საუკეთესო სტუდენტი ვარ და ლექტორიც წარმატებულ კარიერას მიწინასწარმეტყველებს.მხოლოდ ისღა დამრჩენია რომ მისი იმედები გავამართლო და სადიპლომო წარმატებით ჩავაბარო.მხოლოდ ერთი წელი და მერე უკვე ყველაფერი შეიცვლება.ამ ფიქრებით ისე ვუახლოვდები უნივერსიტეტს რომ თვითონაც ვერ ვხვდები.მანქანიდან გადმოვდივარ და პირდაპირ მეგობრებისკენ მივდივარ.ისინი უკვე მოსულან და მე მელოდებიან.უეცრად ვიღაცას ისე შევეჯახე რომ გოგონამ წამოიკივლა და ძირს დაეცა.ძირს დავიხედე და დავინახე პატარა გოგო,რომელიც მუხლებზე დაცემულიყო და წამოდგომას ცდილობდა. -უკაცრავად,ვერ შეგამჩნიეთ.-ბოდიში მოვუხდე და ხელი გავუწოდე რომ წამოდგომაში მივშველებოდი. -არაუშავს,ჩემი ბრალია.წინ არ გამიხედავს სად მივდიოდი.-ჩემს ხელს თავისი ხელი შეაშველა და ფეხზე წამოდგა.ისეთი ნაზი ხმა აქვს რომ ანგელოზის გალობას გავს მისი საუბარი.ამხელა ბიჭი გაშტერებული ვუყურებ გოგოს და იმასაც კი არ ვცდილობ რომ ეს მოურიდებელი და დაჟინებული მზერა მოვაცილო.გოგონა უხერხულად შეიშმუშნა და მივხვდი რომ უკვე ზედმეტი მომივიდა.არასოდეს არ მჩვეოდა ასეთი საქციელი,მაგრამ მისმა ბავშურმა სახემ და წკრიალა ხმამ,ჩემი გონება წამებში მოამწყვდია მის გარშემო. -კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.-კიდევ ერთხელ მოვუხადე ბოდიში და მეგობრებისკენ წავედი.უკნიდან კი ისევ ეს წკრიალა ხმა მესმოდა.წამით ერთ ადგილას შევჩერდი და ყური დავუგდე. ,,რა ჯანდაბა გჭირს ლილუ,სწავლის პირველ დღესვე მოასწარი და ვიღაცას დაეჯახე,კარგად დაიწყე პირველი დღე და იმედია ასე აღარ გააგრძელებ.სულელი ხარ,ნამდვილი სულელი.''გოგონა საკუთარი თავის ლანძღვით ისე იყო გართული და სულ არ მოუქცევია ჩემთვის ყურადღება,მე კი ვიდექი და მას ვუსმენდი. თითქოს დრო ერთ ადგილას გაჩერდა და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით.მხოლოდ მისი წკრიალა ხმა აღწევდა ჩემს გონებაში და მხოლოდ მისით ვარსებობდი მთელი ამდენი წელი.ის იყო ვისაც ველოდი და აი გამოჩნდა კიდეც,ასე უცნაურად გამოჩნდა ჩემს მშვიდ და ზედმეტად მშვიდ ცხოვრებაში.ამ პატარა გოგოს დანახვაზე რაღაც ისეთი ვიგრძენი რაც ჩემს გულს მხოლოდ ბიჭობის დროს თუ უგრძვნია.ბიჭობის დროს ვამბობ იმიტომ რომ თინეიჯერობის პერიოდს მაშინ ასე ვეძახდი.როდესაც მეგონა ნამდვილი სიყვარული ვიპოვა,როდესაც მხოლოდ მისით მინდოდა ცხოვრება და მხოლოდ მასთან,სწორედ მაშინ შევცდი და მწრედ მეტკინა გული.მის მერე გოგოებისკენ ისე აღარ გამიხედავს როგორც საჭირო იყო.თავიდან ბოლომდე სწავლაში ჩავერთე და კარიერისკენ მივისწრაფოდი.ამ დღემდე ამ ყველაფერს პირნათლად ვასრულებდი,მაგრამ მისმა გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალი დაატრიალა რომელიც დღემდე ვერა და ვერ ჩავაცხრე.მის დანახვაზე გული რაღაცნაირად შემიქანდა და ბედნიერებით ამევსო.იქ ღრმად სადღაც კუნჭულში ჩხვლეტა ისე აშკარად ვიგრძენი რომ მეტკინა კიდეც.ბიჭების ხმა ისევ მომესმა და ფიქრებიდან რეალობას დავუბრუნდი. -როგორ ხარ დაკარგულო?-დაჩი როგორც ყოველთვის მხიარულ ტალღაზეა და მის მხიარულებას ყველას უზიარებს. -კარგად,თქვენ როგორ ხართ?ხომ კარგად დაისვენეთ?-ვეკითხები მეგობრებს და მზერა ისევ ლილუსკენ გამირბის,რომელიც იქვე მდგარ გოგონებს რაღაცას ეკითხება.ისინიც მხიარულად პასუხობენ და გოგონა შენობისკენ მიდის. ბიჭები ერთმანეთის მოვიკითხეთ და აუდიტორიისკენ წავედით.სადაც ლექცია უნდა ჩაგვტარებოდა.დღემ უაზროდ ჩაიარა.ლექტორი მხოლოდ საუბრით შემოიფარგლა და ლექცია შემდეგი დღისთვის შემოინახა.დილის მერე ლილუსთვის თვალი არ მომიკრავს და თითქოს რაღაც მაწუხებებს.შენობიდან გამოვედი და მანქანისკენ წავედი.ის იყო მანქანა უნდა დამეძრა რომ წინ ვიღაცამ გადამირბინა.გზა მალევე გადაკვეთა და დაძრულ ავტობუსს ბედზე მიუსწრო. სახეზე მხიარული ღიმილი გამომესახა,რადგან დავინახე ლილუს წარმატებული ,,ასკუპება'' ავტობუსში.მანქანა დავძარი და სახლში წამოვედი.მთელი დღე ლილუზე ფიქრები არ მშორდებოდა თავიდან.დედამაც შემატყო ეს ცვლილება მაგრამ არ ჩამძიებია.იცოდა რომ ადრე თუ გვიან მას მაინც გავუმხელდი ყველაფერს.ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი იყო,ისევე როგორც ბიძაჩემი. ... ვზივარ ისევ ბარში და ვიხსენებ იმ ლამაზ დღეებს,რაც მის გვერდით მაქვს გატარებული.შეიძლება სხვისთვის სულაც არ იყო ლამაზი მაგრამ ჩემთვის ყოველი დღე განსაკუთრებული იყო.დღემდე მჯეროდა რომ ბოლომდე განსაკუთრებულად დარჩებოდა მაგრამ ვერა,ვეღარ გავუძელი მის ტანჯვას,ამიტომ ავდექი და წამოვიდე.ფიქრებიდან ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამომიყვანა.მობეზრებულად გავიქნიე თავი და ტელეფონი ამოვიღე,ის იყო გათიშვას ვაპირებდი რომ ეკრანს დავხედე და გაოცებისგან ენა ჩამივარდა.ტელეფონზე ლილუ მირეკავდა.აქამდე ჩემთვის ყველაზე ახლობელი,ეხლა კი ყველაზე შორეული ლილუ.ხმის ტემბრი მოვიწესრიგე,არ მინდოდა სიმთვრალე და სევდა შეენიშნა ჩემს ხმაში.სახე ავაწყე ისე თითქოს დამინახავდა და სერიოზულად ვუპასუხე. -გისმენ ლილუ.-თავს ვიკავებ არ მინდა ლილუ მიხვდეს რომ ნასვამი ვარ,მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი. -სად ხარ ჯაბა?-ლილუს ხმაზევე ეტყობა რომ განერვიულებულია. -მეგობართან.მოხდა რამე?-მისი ხმა ცოტა არ იყოს მაფიქრებს. -სახლში არ მოხვალ?-ისე მეკითხება ლილუ თითქოს სულ რამდენიმე საათის წინ ის სიტყვები არ მეთქვას მისთვის.სულ რამდენიმე საათის წინ სახლიდან არ წამოვსულიყავი და სამუდამოდ არ მიმეტოვებინოს ჩემი სიყვარული. -მოხდა რამე?შენ ხომ კარგად ხარ?-შემეშინდა მისი ხმის გაგონებისთანავე და შუბლი ნერვულად მოვისრისე. -მე კარგად ვარ მაგრამ,არ მინდა ასე რომ წახვიდე ჯაბა.-პირველად ამდენი წლის თანაცხოვრების მერე,პირველად დამიძახა მან ასე თბილად და გული მეტკინა. მეტკინა იმიტომ რომ ეს აქამდე არ მომხდარა.სანამ სახლიდან არ წამოვედი იქამდე არც არასოდეს მიგრძვნია მისგან ცოტაოდენი სითბო მაინც,რაც მასთან ყოფნას გადამაწყვეტინებდა.მე მხოლოდ მის ტანჯულ სახეს და ყოველ ღამე ცრემლებით დასველებულ ბალიშს ვხედავდი.სწორედ ეს გახდა ჩემი ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი. -მე უკვე წავედი ლილუ,შენ კი შეგიძლია მშვიდად იყო.აღარ მოგიწევს ჩემს გვერდით ერთ საწოლში წოლა და მთელი ღამე ტირილში გატარება.ჩემს დანახვაზე ყალბი ღიმილის გამსახვა სახეზე და ბედნიერი ადამიანის როლის თამაში. ბედნიერებას გისურვებ ლილუ.-ისე სწრაფად ვუთხარი ეს ყველაფერი რომ შემეშინდა მისი ხმის კიდევ ერთხელ გაგონებაზე არ გადამეფიქრებინა და უკან არ დავბრუნებულიყავი.მაშინვე გავუთიშე.მისი ბოლო სიტყვები კი მაინც მისწვდა ჩემს ყურთასმენას. -არ წახვიდე ჯაბა.-მაგრამ უკვე გვიან იყო.ჯაბას ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ეხლა უკვე ვისკის მეორე ბოთლს აცარიელებდა ბარის თაროზე შემოდებული სასმელებიდან. მიყვარს მთელი გულით მიყვარს და მინდა რომ ბედნიერი იყოს.მეტად ვერ დავუნგრევ ცხოვრებას.მეტად ვეღარ ვაწამებ ჩემთან ყოფნით. დრო იყო და ყველაფერი დავასრულე კიდეც.ამის შემდეგ მინდა რომ ბედნიერება იპოვოს და იცხოვროს ისე როგორც მის გულს სურს.ის ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას,არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემს გარეშე იქნება თუ ჩემთან ერთად.შანსი უნდა მივცე რომ იყოს ისეთი როგორიც მას სურს და სულაც არ დაიტანჯოს მთელი ცხოვრება. ... -არ მომისმინა.ისე გამითიშა საერთოდ არ აინტერესებდა რას ვეტყოდი.-ოთახში ბოლთას სცემდა ერთი პატარა,ლამაზი გოგონა.რომლის ნათელ თვალებს ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა და სულაც არ ცდილობდა მათ შეჩერებას. -აბა რა გეგონა,მთელი ცხოვრება შენთან იქნებოდა?მითხარი ასე ფიქრობდი?ქვაც კი შენზე თბილია,შენ კი ქვაზე უარესი იყავი მასთან ცხოვრებისას.რამდენჯერ მინახავს როგორ უცდია შენი გულის მოგება.მხოლოდ შენი ერთი გაღიმებისთვის რას არ აკეთებდა,შენ კიდევ გსიამოვნებდა მისი ტანჯვა-წამება.ერთხელაც კი არ გიგრძნობინებია მისთვის რომ რამეს ნიშნავდა მისი ეს მცდელობები და სიყვარული ეხლა ნუღარ ტირი,რადგან რასაც დასთეს იმას მოიმკიო ნათქვამია,შენ კი შენს დათესილს მწარედ იმკი.-ლილუს საქციელით გაბრაზებულმა ლიკამ ყველაფერი პირში მიახალა დაქალს და ნერვიულად მოსვა უკვე გაყინული ყავა. იცოდა რომ მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა ლილუს გულზე მწარედ მოხვდებოდა და ეტკინებოდა კიდეც,მაგრამ დრო იყო ყველაფერი რეალურად დაენახა რაც მის ირგვლივ ხდებოდა და შეეფასებინა სიტუაცია რომელშიც თავისი თავშეკავებულობის გამო აღმოჩნდა. -ხო,მაგრამ არ მეგონა ასე უბრალოდ თუ ადგებოდა და წავიდოდა.მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა.,,მე მივდივარ'' და წავიდა.ისიც კი არ ვიცი სად წავიდა ან ეხლა როგორაა.ის მაინც ვიცოდე რომ კარგადაა და სხვა არაფერი არ მაინტერესებს.-თავისთვის საუბრობდა ლილუ და სიარულს არ წყვეტდა. -დაჯექი რა შენი ყურებით თავბრუ დამეხვა.-შეუტია ლიკამ და ხელით სავარძლისკენ დაქაჩა.-შენი აზრით ეხლა კარგად იქნება?-თვალები მოჭუტა და ისე ჰკითხა დაქალს.-შენ მის მდგომარეობაში კარგად იქნებოდი?მიპასუხე კარგად იქნებოდი?როდესაც შენს ერთადერთ სიყვარულს ასე უაზროდ დაკარგავ და თან სამუდამოდ,კარგად იქნებოდი?-ლიკას ხმაში გაბრაზება იგრძნობოდა და ლილუ ხვდებოდა რომ ის მართალი იყო.ჯაბა სახლიდან წასვლით არასოდეს იქნებოდა კარგად.ის ეხლა ყველაზე საშინელ მდგომარეობაში იყო.ლილუზე საშინელ მდგომარეობაშიც კი.რადგან მას გაასმაგებულად სტკიოდა ეს სიშორე.ის ხომ ამ 5 წლის მანძილზე ყოველ დღე ცდილობდა გაეფერადებინა თითოეული დილა და დღე.ყოველთვის მხიარულად და მხნედ გამოიყურებოდა რაც არ უნდა დაღლილი და ცუდად ყოფილიყო,ყოველთვის ცდილობდა ლილუსთვის თავი არ მოებეზრებინა.ერთხელაც კი არ შეხებია მას ზედმეტად.უყვარდა ასე ახლოს და თან ასე შორიდან.მაგრამ ერთხელაც კი არ შეუწუხებია მის სიყვარულს.ყველამ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ რადგან ისინი არავისთან არ თამაშობდნენ.ჯაბას მშობლებთანაც კი.ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ მანანას და გელას,ჯაბას მშობლებს ის გულწრფელად უყვარდათ და ერთხელაც კი არ უსაყვედურიათ ,,ჩვენი შვილი რატომ არ გიყვარსო.''სწორედ ეს მოსწონდა და უყვარდა ლილუსაც მათში.ისინი ძალიან თბილები და მოსიყვარულები იყვნენ ისევე როგორც ჯაბა. არასოდეს იფიქრებდა იმას რომ ჯაბა მიატოვებდა.ის მისი თავშესაფარი,მისი დამცველი და მისი მომავალი იყო.მაგრამ ეს ხმამაღლა არასოდეს უღიარებია.არც არასოდეს უფიქრია ამის თქმის საჭიროებაზე და სწორედ ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა.ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოიყვანა.კარზე ვიღაც გამუდმებით რეკავდა,ლიკა კი ადგომას და გაღებას ნამდვილად არ აპირებდა,რადგან ისე ჰქონდა ლილუს უჭკუობის გამო ნერვები მოშლილი არავის დანახვა არ უნდოდა.ისევ ლილუ ადგა და კარი გააღო.სახლში შეშინებული და ანერვიულებული დაჩი შემოვარდა.სახეზე ფერი არ ედო.მთელი სახლი შემოირინა და როცა დარწმუნდა ვისაც ეძებდა ის აქ არ იყო,ისევ წასვლა დააპირა.გოგოები გაოგნებულები უყურებდნენ მის ქცევას და ხმას ვერ იღებდნენ,როცა დაჩი ისევ კარისკენ წავიდა ლილუმ ხელი მოჰკიდა და შეაჩერა. -რა ხდება დაჩი?რამეს ეძებ?-როგორც იქნა სათქმელს თავი მოაბა და რაღაც მაინც ჰკითხა ბიჭს. -რამეს არა ვინმეს.-კბილებში გამოსცრა დაჩიმ და გაბრაზებულმა შეხედა მასზე ერთი თავით დაბალ გოგოს. -ჯაბას ეძებ?რამე მოხდა?გამაგებინე დაჩი რა ხდება?-უკვე ყვირილზე გადავიდა გოგო. -ამაზე იქამდე უნდა გეფიქრა სანამ ბიჭს ამ მდგომარეობამდე მიიყვანდი.5 წელია აჩრდილივით უკან დაგდევს,რას არ აკეთებდა შენი გულის მოსაგებად მაგრამ შენ ყინულის დედოფალივით ყინულის გული აღმოგაჩნდა და ამით შეიწირე მისი სიყვარული.-იმდენად ცივი და უხეში იყო დაჩი ლილუს მიმართ რომ ცრემლები თავისით წამოუვიდა გოგოს თვალებიდან.ამდენი წლის მანძილზე ის პირველად ხედავდა ასეთ გაბრაზებულ და განადგურებულ ბიჭს.გეგონებოდა ყველაფერი მის თავს ხდებოდა,იმდენად განიცდიდა ძმაკაცის მდგომარეობას. -დაჩი,გთხოვ მითხარი სადაა ჯაბა?-მის ხმას აშკარად ეტყობოდა რომ კანკალებდა და ეს არც დაჩის გამოპარვია.მაგრამ ისე იყო გაბრაზებული ამისთვის დიდი ყურადღება არ მოიქცევია. -არ ვიცი და რომც ვიცოდე მაინც არ გეტყოდი.აღარ მინდა შენს გვერდით ჩემი ძმაკაცი ისევ უბედური იყოს და იტანჯებოდეს.მასაც აქვს გული და გრძნობები. შენ კი ყველაფერს გადაუარე,ყველაფერი წმინდა წაართვი და გაანადგურე.ის შენგან ამას ნამდვილად არ იმსახურებდა ლილუ.-არ უნდოდა დაჩის ლილუსთან ასეთი მკაცრი ყოფილიყო,მაგრამ იმდენად სტკიოდა ჯაბას ტკივილი თავი ვეღარ შეიკავა და ყველაფერი პირში მიახალა.ლილუს ხმა აღარ ამოუღია,მხოლოდ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სავარძლის გვერდით ტირილით მოიკუნტა.ცრემლები დაუკითხავად გადმოსცვივდა მის თაფლისფერ თვალებს და იატაკზე ნაკადულები შექმნეს.ამის დანახვაზე ლიკას და დაჩის ენა ჩაუვარდათ და ასე გაშეშებულები ,გაუნძრევლად უყურებდნენ მტირალ გოგოს.ასეთ მდგომარეობაში ლილუ იმ ღამის შემდეგ არავის უნახავს,ლიკასაც კი.ეხლა კი ეტყობოდა რომ დაჩის სიტყვებმა საბოლოოდ გატეხეს მისი თავშეკავებულობა და ეს აშკარა იყო.ბიჭს უნდოდა მისულიყო,როგორმე დაემშვიდებინა მაგრამ მაშინვე ჯაბას ტაჯვა გაახსენდა და ყველაფერი დაივიწყა.სახლიდან ისე გიჟივით გამოვარდა,რომ უკანაც კი არ მიუხედავს.რამდენიმე კიბეს ერთად ახტებოდა და ცდილობდა გაეხსენებინა სად შეიძლებოდა კიდევ წასულიყო ჯაბა.ლიკა როგორც იქნა ტირილისგან ისტერიკაში ჩავარდნილ დაქალთან ჩაიმუხლა და მაგრად მოეხვია.სიტყვები აქ უკვე ზედმეტი იყო.ლილუს თავი უნდა გაენთავისუფლებინა და ამდენი ხნის დაგროვილი ცრემლებისთვის გზა საბოლოოდ უნდა გაეხსნა.დიდხანს რომ ვეღარ დააწყნარა დამამშვიდებელი მისცა და საძინებელში შეიყვანა.ლილუმ კარადიდან ჯაბას მაისური გამოიღო,ყველფერი გაიხადა და ტანზე გადაიცვა,ჯაბას მხარეს საბანი გადასწია და ჩაწვა.ეხლა მხოლოდ ძილი თუ უშველიდა.ლიკამ ნათურა ჩააქრო და მისაღებში გავიდა.თავისი ტელეფონი მოძებნა და ჯაბას ნომერი აკრიფა. .... მე ისევ ვზივარ ბარში და არ ვიცი რა ვქნა.არც ლილუს მიტოვება მინდა და არც სახლში დაბრუნება,როგორმე უნდა ვისწავლო მის გარეშე ცხოვრება.უნდა შევეგუო იმ აზრს რომ ჩემი ნებით მივატოვე და უკან დახევას აზრი არ აქვს.ლილუ მაინც ვერ შემიყვარებს და მე კი ასე მუდმივი ტანჯვისთვის არ ვარ მზად.ისევ ფიქრებში მივდივარ და ჩვენი სტუდენტობის წლები მახსენდება. ლილუ ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო ყოველ დღე,რომ თვალს ვერ ვაცილებდი. ერთმანეთს მხოლოდ გამარჯობას ვეუბნებოდით.როდესაც მისი წკრიალა ხმა მესმოდა მაშინვე ყველაფერი მავიწყდებოდა და ერთი სული მქონდა მოვხვეოდი. ერთხელ ჩვენთან ჩვენი ჯგუფელი ბიჭი დათო მოვიდა და საუბარი გაგვიბა.ხშირად ვხედავდი მას ლილუსთან ერთად და ეს ძალიან მაფიქრებდა.ისე მხიარულად საუბრობდნენ ერთად რომ სულ მიკვირდა რა ჰქონდათ საერთო.დილით ერთად მოდიოდნენ და ერთად მიდიოდნენ.ეს ცოტა საეჭვო იყო,მაგრამ მათ ურთიერთობაში ის კი ნამდვილად აშკარა იყო რომ შეყვარებულები არ იყვნენ და უბრალოდ მეგობრობდნენ.სულ მიკვირდა რა ნახა ასეთმა ლამაზმა და ნაზმა გოგომ დათოში ისეთი რომ ემეგობრებოდა.ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ იყო მაგრამ გონება მასზე ფიქრს მაინც ვერ წყვეტდა.ასე გავიდა რამდენიმე თვე. ლილუსთან საუბრის თემა არა და არ მომეცა.არა და ძალიან მინდოდა მისი ახლოს გაცნობა. -როგორ ხართ ბიჭებო?-ყველა მოგვიკითხა და მოურიდებლად ჩამოგვიჯდა მაგიდასთან. -კარგად დათო შენ?-იცოდა დაჩიმ რომ არასოდეს მომწონდა ეს ბიჭი და ისევ მან მოიკითხა.რატომღაც პირველივე ნახვის შემდეგ ამოვიღე ეს ბიჭი თვალიდან.ისეთი ცივი დ ამაზრზენი გამოხედვა ჰქონდა რომ ვგრძნობდი კეთილი ფიქრები ნამდვილად არ ამოძრავებდა არავის მიმართ.თან ისიც ვიცოდი რომ რაღაც ბანდაში იყო გარეული და ეს სულაც არ მომწონდა.რამდენჯერმე სცადა ჩვენთან დამეგობრება და ჩვენი ჩათრევაც ბანდაში,მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ყველა შორს ვიჭერდით მისგან თავს. -რავი მეც კარგად.ბიჭო თვითმართველობა რაღაც წვეულბას მართავს და არ წამოხვალთ?-ისე იკითხა თითქოს ძალიან აინტერესებდა ჩვენი იქ ყოფნა. -კი რატომაც არა,წამოვალთ.-დაეთანხმა რეზი და ჩვენ შემოგვხედა.ამის წინააღმდეგები არცერთი არ ვიყავით და ამიტომ არაფერი გვითქვამს. -დათო ლილუს საიდან იცნობ?-ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვკითხე და პასუხს დაველოდე. -რომელ ლილუს?-ვითომ ვერ მიხვდა და გასახსენებლად თავი მოიქექა. -პირველ კურსელ ლილუს.-მაშინვე გახსენებაში მივეხმარე და მანაც უცებ გაიღიმა. -ააა,გამახსენდა ხო ლილუ,ლილუ.რავი აბა ჩემი უბნელია,გვერდი-გვერდ კორპუსში ვცხოვრობთ და შენ რაში გაინტერესებს?-გამომცდელი თვალებით შემომხედა. -მაინტერესებს რამე ინტერესი ხომ არ გაქვს მის მიმართ?-მის კითხვას თავი ავარიდე და ისევ მე დავუსვი შეკითხვა. -შენ რა დაკითხვაზე გყავარ ტოოო..-გაიცინა და მხიარულად დამარტყა მხარზე ხელი,მე კი სულაც არ მეცინებოდა. -არა.-ცივად მივუგე და პასუხს დაველოდე. -არა ტო,რა ინტერესი უბრალოდ მეზობელია და ვაცილებ ხოლმე რა ვინმემ ზედმეტი რომ არ უთხრას.არავინ ჰყავს ისეთი ვინც მიხედავს და მაგ პონტში რა.- რაღაც ძალიან გულახდილი მომეჩვენა დათო. -რას ჰქვია არავინ ჰყავს?-მინდოდა მისგან ლილუზე უფრო მეტი გამეგო. -რა და ძმა სულ რამდენიმე წლის წინ დაეღუპა,ჩემი ნაცნობი იყო რა,რომ გითხრა ვმეგობრობდი თქო არა უბრალოდ კარგად ვიცნობდი.ამის მერე მარტო დედა დარჩა და ისიც შვილზე ნერვიულობას მალევე გადაჰყვა.დარჩა მარტო ლილუ.- ისე სევდიანად ჰყვებოდა დათო ამ ყველაფერს ეჭვს ვერ შეიტანდი რომ არ განიცდიდა. უცებ გული საშინლად მეტკინა,წრმოვიდგინე ამ პატარა გოგოს გულში რამხელა ტკივილი ცხოვრობდა და გული ყელში მომებჯინა.მაგრამ კიდევ ბევრი რამ მინდოდა გამეგო მისი ცხოვრების შესახებ ამიტომ გაჩუმება და მოსმენა ვამჯობინე. -და ძმა როგორ დაეღუპა?-ეხლა დაჩიმ იკითხა.ბიჭებმა იცოდნენ რომ ლილუ მომწონდა და ისინიც ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი გაეგოთ დათოსგან. -რავი ტო,ზოგი ამბობს მოკლესო,ზოგმა უბედური შემთხვევა იყოვო.ნუ საქმე უბედური შემთხვევისკენ უფრო მიდიოდა და ამიტომ პოლიციამ ზედმეტად თავი აღარ შეიწუხა და საქმე ამ მუხლით დახურეს.-დათო ცოტა ხანს შეჩერდა ლილუს ხელი აუწია და ისევ განაგრძო საუბარი.-საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ,ლილუს ძმას,გიას თავისი ბიზნესი ჰქონდა და მაგრადაც მისდიოდა საქმე.ზოგი ამბობდა რომ რომელიღაც კომპანია გადაეკიდა და იმათ მოიშორეს თავიდანო,მაგრამ ზუსტად არავინ არაფერი იცის.მანქანა დაჯახებია როდესაც ავტოსადგომზე მანქანისკენ მიდიოდა და ადგილზევე გარდაცვლილა.მის ბიზნესს ბიძამისი უძღვება ეხლა.ლილუმ ყველაფერზე უარი თქვა იქამდე სანამ სწავლას არ დაამთავრებს და თვითონ არ შეძლებს მის მართვას.-დათოსგან იმაზე მეტი გავიგე ვიდრე მაინტერესებდა.ეხლა ყველაზე ძალიან ლილუსთან დაახლოვება და მისი ახლოს გაცნობა მინდოდა. -ეხლა შენ მიპასუხე რაში გაინტერესებდა ლილუზე ეს ყველაფერი?-კითხვით მომიბრუნდა დათო.დამალვას აზრი არ ჰქონდა რადგან ეტყობოდა რომ სხვა მიზანი ნამდვილად არ ჰქონდა მას და ჯობდა ყველაფერი მეთქვა. -მომწონს და მინდა მისი ახლოს გაცნობა.უბრალოდ აქამდე ისეთი მომენტი არ ყოფილა რომ ეს გამეკეთებინა.-მეც გულწრფელად ავუხსენი ყველაფერი. -სერიოზულად ფიქრობ?-ისე დასერიოზულდა დათო გეგონებოდა მის დაზე იყო საუბარი. -არ ვარ დათო ლაწირაკი ბიჭი გოგოსთან გასართობად რომ ვიჭერდე საქმეს.ეგ რომ მდომოდა აქამდე გავაკეთებდი.-ნერვებმა მიმტყუნა და ხმამაღლა მომივიდა ბოლო სიტყვების წარმოთქმა,რამაც დათო ჩემს სიტყვებში უფრო დაარწმუნა. -კარგი ტო,საწყენად კი არ მითქვამს.უბრალოდ არ მინდა გული ეტკინოს.აქაც იმიტომ ვარ მუდამ მის გვერდით ვინმემ ზედმეტი რომ არ აკადროს.-მსიამოვნებდა დათო ასე რომ იცავდა ლილუს ყველასგან,მგრამ ეხლა მე მინდოდა მისი დაცვა. -ხო,მეც ზედმეტი მომივიდა.უბრალოდ თავი ვერ შევიკავე.-დავრწმუნდი რომ არც ისე ცუდი ბიჭი იყო დათო როგორც მეგონა. -გაგაცნობ გინდა?-ისე მოულოდნელად მკითხა ცოტა არ იყოს ვერ მივხვდი აზრს.-ლილუს გაგაცნობ მეთქი.-ჩემი დბნეულობა შეამჩნია და გაეცინა. -ასე პირდაპირ არ მინდა.მოვა ამის დროც.რაც მთავარია იქამდე შენ მიხედე.-მხოლოდ ეს ვუთხარი და გავეცალე ბიჭებს.ეხლა ფიქრი მჭირდებოდა.მისი ამბავი გულს ისე მიღრღნიდა რომ ცუდად მხდიდა.მე კიდევ არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ვინმეს ვენახე.ეხლა ვინმესთან საუბარი მინდოდა და გულის გადაშლა,ასეთი კი მხოლოდ ან დედაჩემი იყო ან ბიძაჩემი. ფიქრებიდან ისევ ტელეფნის ზარმა გამომიყვანა.ტელეფონს დავხედე და ლიკას ნომერი დავინახე.გულში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი,მეგონა ეს ტკივილი გამგუდავდა.ვისკით სავსე ჭიქა ბოლომდე მოვსვი და ტელეფონს ისევ დავხედე. ლიკა ისევ რეკავდა და როგორც ეტყობოდა არც აპირებდა რეკვის შეწყვეტას.მაშინვე ლილუ გამახსენდა და ვიგრძენი როგორ მოწყდა ჩემს თვალებს კიდევ ერთი ცრემლი.მეგონა მას რამე შეემთხვა,რადგან სხვა შემთხვევაში ლიკა არასოდეს დამირეკავდა. -გისმენ ლიკა.-ისეთი ხმა მქონდა მე თვითონ შემეშინდა. -სად ხარ ჯაბა?-მაშინვე მკითხა ლიკამ. -მეგობართან,მოხდა რამე?ლილუ ხომ კარგადაა?-მისი პასუხის მოლოდინში გული მომეწურა. -ცუდათაა,ძალიან ცუდად.დამამშვიდებელი მივეცი და ძლივს ჩაეძინა.-ისეთი სევდიანი ხმა ჰქონდა ლიკას მაშინვე მივხვდი რომ ჩვენს მდგომარეობას ძალიან განიცდიდა. -რატომ რა მოხდა?-ისე ვკითხე არც კი დავფიქრებულვარ. -შენ წახვედი ჯაბა,მეტი რა უნდა მომხდარიყო?თან აქ დაჩი იყო მოსული გეძებდა და ლილუს ძალიან ცივად ელაპარაკა,თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.იმ ღამის მერე პირველად ვნახე ჯაბა ლილუ ამ მდგომარეობაში.-ეს სიტყვები ჩემთვის უკვე პიკი იყო,თავი ვეღარ შევიკავე და მაშინვე გამოვედი ბარიდან. -მანდ იყავი ლიკა.მეც მალე მოვალ.-ეს ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე.სამი ბოთლი ვისკი მქონდა დალეული და ფეხზე ძლივს ვიდექი.გარეთ ისევ საშინლად წვიმდა.მაგრამ ისევ ფეხით მივდიოდი.მინდოდა ცოტა გამოვფხიზლებულიყავი და გონს მოვსულიყავი.სახლში სულ სველი მივედი.კარი ლიკამ გამიღო.პირდაპირ ოთახისკენ მიმანიშნა და თვითონ სახლიდან წავიდა.ისევ დავრჩით მე და ლილუ მარტოები.ფეხსაცმელები გავიხადე და ოთახისკენ წავედი.კარი ფრთხილად შევაღე და პატარა ნათურა ავანთე,ისე რომ ლილუს არ გაღვიძებოდა.მის წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და მძინარეს დავხედე.რამდენჯერ მიყურებია მისთვის ასე,რამდენი დღე და საათი ვმჯდარვარ გაუნძრევლად რომ მისთვის ძილი არ დამეფრთხო. მენატრებოდა ის ძველი ლამაზი და მხიარული ლილუ,რომელიც უნივერსიტეტში გავიცანი.იმის შემდეგ კი უკვე 6 წელი იყო გასული.სახეზე ჩამოყრილი თმა ნელა გადავუწიე და მისი ლამაზი სახე უფრო აშკარად გამოჩნდა.როგორ მინდოდა ეხლა ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ არასოდეს მდომებია მისი მიტოვება,მაგრამ ამის უფლება არ მქონდა.ლილუ უცებ შეიშმუშნა და გვერდი იცვალა.საბანი გადაეხადა და დავინახე რომ ჩემი მაისური ეცვა.ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ თვალი ვერ მოვაშორე მის ნახევრად შიშველ სხეულს,რომელსაც ჩემი მაისური ნახევრად უფარავდა.კარგად ჩანდა გამოყვანილი წელი და შიშველი ფეხები,საბანი გვერდიდან ფრთხილად გამოვაცალე და დავაფარე.ამის ყურება დიდხანს არ შემეძლო.ისიც მაფიქრებდა ჩემი მაისური რომ ეცვა.ნეტავ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?სკამე ვიჯექი და ისევ ნანახზე ვფიქრობდი.ეს რატომ გააკეთა ლილუმ? უცებ ისევ ჩემსკენ გადმობრუნდა და გაიღვიძა.რომ დამინახა სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა,უცებ წამოხტა საწოლიდან და ჩამეხუტა.ეს ისეთი მოულოდნელი და ამავდროულად ბედნიერი მომენტი იყო ჩემთვის სულ დავიბენი,არ ვიცოდი რა უნდა მექნა.ინსტიქტურად ხელები მის წვრილ წელზე შემოვხვიე და გულში ჩავიკარი.პირველად მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად ვიგრძენი ეს სითბო.არ მინდოდა ჩემგან წასულიყო.არ მინდოდა ეს წუთები დასრულებულიყო.მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული.ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა.ჩემი მკერდიდან თავი ფრთხილად ასწია და თვალებში შემომხედა.მაბნევდა მისი ეს მზერა.ასეთი ლილუ ამ წლების მანძილზე პირველად ვნახე და ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვუყურებდი. -ჯაბა შენ რა სველი ხარ?-ისეთი მზრუნველი ხმა ჰქონდა ცუდად ვხდებოდი მის ყოველ სიტყვაზე და მოქმედებაზე. -გარეთ წვიმდა და დავსველდი.-ვუთხარი გაუაზრებლად. -ფეხით მოდიოდი?-მკითხა ისევ. -ხო.-მის წინ იმდენად სუსტი ვხდებოდა მოტყუება არ შემეძლო. -ადექი და გამოიცვალე.-მაშინვე პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო და ეს მართლაც რომ ყველაფრის დასასრული იყო.ლილუ ცხოვრებაში ასეთი არ მენახა,მისი მზრუნველობა,მისი სითბო თავბრუს მახვევდა და ყველაფერს მწყვიტავდა.ნელ ნელა მიუყვებოდა ღილებს დაბლა და სულაც არ ცდილობდა გაჩერებას,არც მე არ შემეძლო მისი შეჩერება.პერანგი ძირს დავარდა და მისი გავარვარებული ხელები ჩემს გაყინულ სხეულს შეეხო.ტანში ცხელმა ჭრუანტელმა დამიარა და მთელი ჩემი გონება მოიცვა ამ შეგრძნებამ.ხელები მისი სხეულისკენ წავიღე და შევეხე კიდეც. არც გაწეულა და არც შეშინებია,ეს რაღაც ახალი იყო,რადგან მასთან ასეთი სიახლოვე არასოდეს მქონია.მისი მაისურის ქვეშ შევაცურე ხელები და შევიგრძენი მისი სურნელი,ისეთი ნაზი და თბილი სხეული ჰქონდა გონება საბოლოოდ დამიბინდა,სასმელიც საკმაოდ მოქმემედებდა ჩემზე და სითამამეს მმატებდა. ხელში ავიყვანე და საწოლზე ფრთხილად გადავაწვინე.არ გამძალიანებია პირიქით დამნებდა,მთლიანად მომენდო.სველი შარვალი სხეულიდან მოვიშორე და მეც მის გვერდით მოვთავსდი.მაისური ნელა გადავაძრე და მთლიანად სხეულზე ავიკარი მისი სიფრიფანა სხეული.მესიამოვნა ის სიმხურვალე რაც მისგან მოდიოდა და უფრო მაგიჟებდა.მის წითელ ტუჩებს გაუცნობიერებლად დავეწაფე და მთლიანად ვნებამ მოიცვა ჩემი გული,გონება და მთელი არსება.მისი სხეულის სურნელი მაგიჟებდა და ის რომ ასეთი ნაზი იყო.თმაში ხელები შემიცურა და უფრო მაგრად მომქაჩა თავისკენ.მისი შიშველი სხეული მთლიანად შევიგრძენი,ეხლა ნამდვილად ვგრძნობდი რომ მისი მიტოვება არ შემეძლო.გონება შეჩერებას მთხოვდა გული კი ამ ალერსის გაგრძელებას.ბოლოს ისევ გულის ხმამ აჯობა გონებისას და მოხდა ის რაც ამ დროს უნდა მომხდარიყო.მისი სიამოვნების ამოძახილები უფრო მახელებდა და მაგრძნობინებდა იმას რომ მისთვის ეს ყველაფერი ძალზედ სასიამოვნო იყო.ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა თვალიდან ცრემლი და მის მკერდზე ნელა ჩაცურდა.შეხტა,არ ელოდა ჩემს ცრემლს,მაშინვე სახეზე მომისვა ხელი და სისველე შეიგრძნო.მაგრამ არაფერი უთქვამს,გულში მაგრად ჩამეხუტა და ხელები წელზე შემომხვია.არც ერთი სიტყვა არ ყოფილა ამ ღამით ჩვენ შორის.ეს ისეთი სიტუაცია იყო სადაც სიტყვები ზედმეტია.მხოლოდ გული ამბობს თავის სათქმელს და ამით ყველაფერი გასაგებია.მთელი ღამის მანძილზე ჩემს მკერდზე ედო თავი და მშვიდად ეძინა.მე კი თვალი არ მომიხუჭავს.ვფიქრობდი ამ ღამეზე და გონებაში ათასი აზრი იჭრებოდა.გონების ხმა მეუბნებოდა რომ ეს ყველაფერი არასწორი იყო,გულის კი საპირისპიროს მიმტკიცებდა.მეც ვგრძნობდი რომ ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო,არ იმსახურებდა ლილუ ჩემგან ასეთ მოქცევას.ნასვამი ვიყავი და თავი ვეღარ შევიკავე.მაგრამ მე ის მიყვარს და მინდა რომ ბედნიერი იყო,მაგრამ ეს ჩემთან ნამდვილად არ იქნება.მას თავისუფლება სჭირდება.ჯერ კიდევ ღამე იყო.თავი გვერდზე გადავაწევინე და ნელა ავდექი სწოლიდან.სააბაზანოში ერთი საათით ჩავიკეტე,ეხლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო,რაც ჩემს ცხოვრებას საბოლოოდ შეცვლიდა.სააბაზანოდან გამოსული კარადასთან მივედი,ტანსაცმელი ჩავიცვი და სპორტული ჩანთა გამოვიღე.აუცილებელი ნივთები ჩავაწყე და ლილუს დავხედე.მას ისევ მშვიდად ეძინა.შუბლზე ოდნავ შევახე ტუჩები და ოთახი დავტოვე.მისაღებში ცოტა ხანს დავჯექი.ბოლოს კალამი და ფურცელი ავიღე.რაღაც მაინც უნდა მეთქვა და ჩემი წასვლის მიზეზი მაინც უნდა ამეხსნა,თუნდც ასეთი ფორმით.არ იმსახურებდა ლილუ ასე გაურკვევლობაში ყოფნას.წერილი დავუწერე და ბოდიში მოვუხადე. ვხვდებოდი რომ ეს არაკაცული საქციელი იყო,ეს გაქცევა ლაჩრობაში მეთვლებოდა მაგრამ სხვანაირად აღარ შემეძლო.საკმარისი იყო ის 5 ნატანჯი წელი რაც ჩემს გვერდით გაატარა.მობილური და მანქანის გასაღები ავიღე, კარები გამოვიხურე და კიბეებზე დავეშვი.მაშინვე დაჩის ზარი შემოვიდა ტელეფონზე. -სად ხარ ბიჭო?მთელი ქალაქი ფეხზე დავაყენე შენს ძებნაში.-ეტყობოდა რომ დარბოდა ისე გახშირებულად სუნთქავდა. -სახში ვიყავი.-ვუთხარი აუღელვებლად. -საად?-ისე გაუკვირდა რომ მე მეგონა რაღაც ისე ვერ ვთქვი მეთქი. -სახლში ვიყავი.ჩემი ნივთები წამოვიღე. -ლილუ ნახე?-მკითხა ისევ დაჩიმ. -კი ვნახე.-მანქანის კარები გამოვაღე და ჩანთა უკან დავაგდე.მერე საჭეს მივუჯექი და დავქოქე. -ეხლა სად მიდიხარ?-მაშინვე მიხვდა დაჩი რომ მივდიოდი. -არ ვიცი,ჯერ ცოტა ხანს ფიქრი მჭირდება.კაი წავედი დაჩი და მერე დაგირეკავ.-პასუხის დაბრუნება არ ვაცადე ისე გავუთიშე ტელეფონი. ასე არ უნდა წამოვსულიყავი.ასე არ უნდა მოვქცეოდი ლილუს, მაგრამ არც მასთან დარჩენა შემეძლო.ეს რატომ გააკეთა,რად უნდოდა ჩემთან ეს სიახლოვე?მას ხომ არ ვუყვარვარ,ან იქნებ ვუყვარვარ?არა ეს შეუძლებელია.ის მუდამ ისეთი ცივი და თავშეკავებული იყო,ეს გამორიცხულია.მალე ბიძაჩემის სახლს მივადექი და ჭიშკარი გავაღე.მანქანა ეზოში შევიყვანე.უკვე შუაღამე იყო.ალბათ ნიკას უკვე ეძინა. ჩანთა მანქანიდან გადმოვიღე.ჩემი გასაღებით გავაღე კარი და სახლში შევედი. პირდაპირ ჩემი ოთახისკენ მივაშურე.საწოლზე გაუხდელად მივწექი და მაშინვე ჩამეძინა.მთელი დღის გადაღლილს და ნასვამს ტკბილად მეძინა. სიზმარშიც კი მხოლოდ ლილუს ვხედავდი.მახსენდებოდა ის მხიარული და ბედნიერი ერთი წელი რაც ლილუსთან ერთად გავატარე,დანარჩენი ხუთი წლისგან განსხვავებით.ის ისეთივე ლაღი და მხიარული იყო,ისევ უხაროდა ცხოვრება და ისევ ყველას ბედნიერებას ანიჭებდა.უცებ რაღაც ხმაურმა გამომაღვიძა,რომელიც მისაღები ოთახიდან მოდიოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.