შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უპირობოდ (მე-4 თავი)


14-08-2016, 14:16
ავტორი AndyGL
ნანახია 1 224

ჩემი და ჩემზე 8 წლით უფროსია, რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს, მისმა ჩამოსვლამ გამაკვირვა, რადგან მხოლოდ დღესასწაულებზე ჩამოდის. ახლა კი იმისთვის ჩამოვიდა რომ გვერდზე დამიდგეს, სანამ დედაჩემი დღითი დღე უფრო მანადგურებს თავისი ჩემდამი გამოხატული აგრესიით.

-ლიზა, რა მოხდა, აქ რატომ ხარ? -კითხა დედაჩემმა.
- რამდენიმე თავისუფალი დღე გამომიჩნდა და ჩამოვედი. - უთხრა და ჩაეხუტა.- მომიყევით აბა რა ხდებოდა სანამ წასული ვიყავი. -თვალი ჩამიკრა და დედაჩემს სამზარეულოსკენ გაყვა.
მე არ შევსულვარ. არ მინდოდა მომესმინა როგორ უყვებოდა დედაჩემი ჩემს დას თუ რა საშინელება ვიყავი.
ჩემ ოთახში შევედი, რომელიც სამზარეულოს პირდაპირაა. ღია კარის გვერდით იატაკზე დავჯექი, თავიდან არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა მალე ხმის ტონს აუწიეს და უკვე კარგად მესმოდა.

-ლიზა როგორ ელოდები რომ ასეთი რაღაცის მიმართ კარგად ვიქნები განწყობილი? ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი? თითქოს ჯოჯოხეთში ვარ. არ ვიცი რა ვქნა. არ მესმის როგორ მიკეთებს ამას შენი ძმა.

-დაუჯერებელია! გიკეთებს? როგორ ახერხებ ამის შენს თავზე შემობრუნებას? მართლა ვერ ხვდები რომ თვითონ უარესადაა? მას ხომ არაფერი დაუშავებია? ის არის ვინც არის და მორჩა, ეს მისი ცხოვრებაა, დედა, არა შენი, რა უფლებით ეუბნები ვინ უყვარდეს? შენთვის რაც არ უნდა რთული იყოს ეს ყველაფერი გახსოვდეს რომ სანდროსთვის მილიონჯერ უფრო რთულია, გონია რომ გძულს და ამ გარემოში სადაც უამრავი მის წინააღმდეგ იქნება გინდა რომ მათ რიცხვს შეუერთდე?

- ვიცი რომ გაუჭირდება.... უბრალოდ არ მინდა რომ ჩემი შვილი ასეთი იყოს, ეს არასწორია.

-სიყვარულში არ არის სწორი და არასწორი დედა.. მოდი გითხრა რა მიხდება თუ ასე გააგრძელებ, ავიღოთ ხუთ წლიანი გეგმა... მალე სანდრო სკოლას დაამთავრებს, წავა სასწავლებლად, დაიწყებს მუშაობას, ექნება თავისი შემოსავალი, შენ კი მის ცხოვრებაში არ იქნები,რადგან მას არ ენდომება თავის ცხოვრებაში ადამიანები,რომლებიც მას არ მიიღებენ, ასე რომ დაფიქრდი , გიღირს თუ არა შენი რელიგიური ჩაციკვლები შვილის დაკარგვად.

-რელიგიური ჩაციკვლები რა შუაშია? უბრალოდ ეს ყველაფერი არასწორია, კი მე ღმერთი მეუბნება რომ ეს საშინელი ცოდვაა, ელემენტარულად რომ წარმოიდგინო....

-სერიოზულად დედა? ღმერთი გეუბნება? ახლა გინდა საწოლშიც ჩაუძვრე ხალხს? შენი აზრით ეს ყველაფერი გარყვნილებაა ხო? არაბუნებრივი? მოდი გაგაკვირვებ და გეტყვი რომ გეი ხალხს მხოლოდ სექსი არ ამოძრავებს. გაგიკვირდა ხო? საოცრება - მათაც უყვართ ერთმანეთი, რასაც შენ გარყვნილებას ეძახი შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გააკეთოს მიუხედავად სქესის ასაკისა და ორიენტაციისა, მოდი ყველამ თავის საწოლს მიხედოს. თუ შენთვის "გარყვნილება" უფრო გამართლებულია როცა მას გამრავლების ინსტინქტი ამოძრავებს? რაც შეეხება რელიგიას, შენ კარგად იცი რომ ჩემთვის რელიგია არც ისე დიდი არგუმენტია, რადგან კი, წერია კარგი რაღაცეებიც, თუმცა ძალიან ბევრი რამ სისულელეა, რომელიც ასობით წლის წინ მოიგონეს. ასე რომ ან რამე დამაჯერებელი არგუმენტი მომიყვანე ან აღიარე რომ ცდები.

მეტის მოსმენა აღარ შემეძლო. ამ დღეების განმავლობაში იმდენად დავიღალე ერთი და იმავეს მოსმენით, ლაპარაკით რომ ხუთვის და პანიკის გრძნობა დამეუფლა. ზურგჩანთაში რამდენიმე საჭირო ნივთი და ტანსაცმელი ჩავყარე, მხრებზე მოვიკიდე და გავედი. უკვე ძალიან ბნელოდა, გაზაფხულის თბილი საღამო იყო. ნიკას მივწერე.
" შენ სახლთან მოვალ 15 წუთში გამო"
"ანდრეასთან მოდი აქ ვარ"
"კაი"

სიგარეტს მოვუკიდე და ღრმად შევისუნთქე მომაკვდინებელი ბოლი. ყურსასმენები გავიკეთე და წავედი. ისე ჩქარა მივდიოდი რომ ფეხები მტკიოდა. მაგრამ ვიცოდი რომ გავჩერებულიყავი ფიქრის დრო მექნებოდა, რაც არანაირად არ მაწყობდა.
15 ის მაგივრად 7 წუთში მივედი და ნიკას დავურეკე. არ უპასუხია, მაგრამ გამოვიდა. ანდრეას ხელი დაუქნია, მე მზერით მოვუბოდიშე რომ ვერ ვახერხებდი მის ნახვას და ახლაც ვერ ვნახულობდი. ანდრეამ კი თავისი საფირმო "შენ იდიოტი ხომ არ ხარ" მზერა მესროლა, ჩვენი უსიტყვო საუბარი ნიკამ შეწყვიტა, რომელმაც ხელი ჩამკიდა და კორპუსის უკან გამიყვანა, სადაც არავინ იქნებოდა ამ დროს.
-როგორ ხარ? რა მოხდა? სანდრო, გამოგაგდეს?- გაკვირვებულმა შეხედა ჩემს გატენილ ზურგჩანთას
-არა, არა, უბრალოდ იქ გაჩერება აღარ შემძლო, ნიკ, მგონია რომ გავაფრენ! - სიგარეტს მოვუკიდე - მამაჩემს აშკარად კიდია, დედაჩემი ვერ გარკვეულა რა უნდა, ჩემი და ჩამოვიდა. და სულ მაგაზე კამათობენ, ძაან მადლობელი ვარ ჩემი დის, მაგრამ იქ გაჩერება აღარ მინდოდა და არც შემეძლო. -
-მესმის. ისევ ეწევი?
ჩამეცინა და განახევრებული სიგარეტი ჩავაწვი.
მივხვდი რომ რამდენიც არ უნდა მელაპარაკა მაინც ვერ გადმოვცემდი სწორად ყველაფერს. ამიტომ უბრალოდ ვაკოცე. ეს კოცნა არ იყო ვნებიანი, ან უბრალოდ მყუდრო კოცნა. ეს იყო კოცნა რომელიც ორგანულად მჭირდებოდა რომ მეფუნქციონირა, კოცნა რომელიც ძალას და იმედს მაძლევდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. შემდეგ ჩავეხუტე და სანამ მკლავები ქონდა შემოხვეული ჩამჩურჩულებდა რომ ვუყვარდი და მპირდებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მეც დავიჯერე.

ჩემი ძველი მეგობრის ცარიელ სახლში მივედი. ადრეც დავრჩენილვარ აქ და გასაღები მქონდა. სახლში მისვლას არ ვაპირებდი, რამეს ვიზამდი, სამუშაოზე ფიქრი დავიწყე, ბოლოსდაბოლოს ყოველთვის შემიძლია ფოტოგრაფად ვიმუშაო, როგორც წინა ზაფხულს. რამეს ვიზამ, იქ მისვლა აღარ მინდა.
ტელეფონი რეკავს.
-ხო ლიზ.
- ს ა დ ხ ა რ?
-მე მაგ სახლში აღარ დავბრუნდები, არა სანამ ასეა....
-სანდრო ნუ ხარ იდიოტი, მოდი, ყველაფერს მოვაგვარებთ..
-ძალიან დავიღალე უკვე ლიზ. მეტი აღარ შემიძლია.
-სად ხარ სანდრო? რამე სისულელე არ გააკეთო- ჩემი დის ხმაში პანიკა ამოვიკითხე და მივხვდი რომ ჩემი ხმა ზედმეტად უიმედო იყო, სიტყვები კი ამის ფონზე ორაზროვანი.
-ნუ გეშინია, ლიზ, კარგად ვარ, უბრალოდ სახლიდან წამოსვლა მჭირდებოდა. მისამართს მოგწერ და მოდი. არავის არ უთხრა ოღონდ სად ვარ.
-კაი.

ლიზა ყოველ დღე მოდიოდა, საჭმელი მოქონდა და მელაპარაკებოდა. რამდენიმე დღეში უკან უნდა წასულიყო და ნერვიულობდა. მეც ვიცოდი რომ გამიჭირდებოდა მის გარეშე. ნიკასაც ყოველ დღე ვნახულობდი და გეგმებს ვადგენდით რა უნდა გვექნა თუ მისი ოჯახიც გაიგებდა, რაც მილიონჯერ უარესი იქნებოდა, ჩემს ოჯახში ანგელოზები იყვნენ ნიკას მშობლებთან შედარებით, მას არც ლიზასნაირი და ჰყავდა. ასე რომ ვცდილობდით მეტ-ნაკლებად მზად ვყოფილიყავით.
სკოლაში არ დავდიოდი. იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს სკოლა უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა ყველაფრის ფონზე, თითქოს სხვა სამყაროში იყო.

ხუთი დღის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა, ლიზა ან ნიკა მეგონა და კარი ისე გავაღე არც გამიხედავს. კართან დედაჩემი იდგა.
-აქ რა გინდა?
-შენმა დამ მითხრა რომ აქ იქნებოდი.
-ეს ჩემს კითხვას არ პასუხობს.
-სალაპარაკო გვაქვს.
ტახტზე დავჯექი, დედაც დაჯდა.
-გისმენ.
-სახლში უნდა დაბრუნდე... ვიცი რომ ეს ბოლო პერიოდი ყველასთვის რთული იყო, თუმცა არ მინდა რომ ამის გამო ერთმანეთი დავკარგოთ... მაპატიე, სანდრო, რომ ბოლომდე მაინც ძნელია ჩემთვის ამ ყველაფრის მიღება და გააზრება, ვიცი ორივემ ვთქვით ცუდი რაღაცეები, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენი და მუდმივად ამაზე მესაუბრებოდა და რაღაც მომენტში მივხვდი რომ არც მესმოდა რატომ ვიყავი ასე ცუდად განწყობილი ამ საკითხის მიმართ. გპირდები რომ ვეცდები გაგიგო, ვეცდები რომ ეს რთული არ იყოს ჩემთვის, ვეცდები უკეთ მოგექცე. მიუხედავად ყველაფრისა ჩემი შვილი ხარ და მიყვარხარ, ყოველთვის მეყვარები.-
არც ვიცოდი რა მეთქვა ან რა მექნა, ამიტომ უბრალოდ ჩავეხუტე და ასე ვტიროდით ცოტა ხანს.. შემდეგ ჩემი ნივთები ავკრიფე და სახლში წავედით.
ყველაფერი უკეთ იყო, ლიზა წავიდა და დრო იყო სკოლაში დავბრუნებულიყავი. ნიკას ორი დღე არ შევხმიანებივარ, იმდენად დაკავებული ვიყავი ახალი რეალობით.
სკოლაში მივედი თუ არა ანდრეა ჩემსკენ წამოვიდა.
-წამო ფანჯარასთან, რაღაც უნდა გითხრა.
-ხო, მმ...ვიცი რომ საშინელი მეგობარი ვარ რომ არ გეხმიანებოდი მაგრამ უნდა გამიგო...
-რა სისულელეა, ნიკამ ყველაფერი მომიყვა.
-აბა რა ხდება.
-თუ მათქმევინებ გაიგებ. მოკლედ გუშინ იმ დამპალმა მიკრობმა, ვიღაცეებს მოუყვა თქვენზე და ნიკა მმმ.... ცემეს... ორმა ბიჭმა,მაგრად. ხოო. მაგრამ მერე იმ ბიჭების საცემრად წავიდნენ ჩვენები და უკვე ნაცემები დახვდათ, პროსტა მაინც ორნი იყვნენ და მოერიეს... და გარჩევები მიდიოდა და ბიჭური იდიოტობები მოკლედ. საბოლოოდ ხმას აღარ ამოიღებენ მაგ თემაზე.
- აქამდე რატომ არ მითხარი?
-ნიკამ მთხოვა... დაძაბული სიტუაცია აქ ისედაცო, მე რომ არ დავუმატოო. ისე რომ იცოდე კლასში ყველას კიდია, და ერთადერთი ვინც ეზიზღებათ ანანოა.
-აქედან უნდა გავიდე.
-ხო იცი რომ ვერ გახვალ რომ შემოხვალ. კარი დაიკეტებოდა უკვე. თან საავადმყოფოდან გამოიყვანეს უკვე.
-საავადმყოფოში იყო?
-საშინლად ჩალურჯებული იყო და დასისხლიანებული, მაგრამ ექიმმა თქვა უარესად ჩანს ვიდრე არისო.- თანაგრძნობის ნიშნად მკლავზე ხელს მისვამდა.
-და ახლა უნდა ვიჯდე და გაკვეთილებს ვუსმინო? გუშინვე უნდა გეთქვა.
ზარი დაირეკა და კლასში შევედი რამდენიმე წამი ზოგი მაშტერდებოდა, მაგრამ არა ზიზღით ან რამე მსგავსი, უბრალოდ ინტერესით, ჩემი მეგობრები ჩვეულებრივად მომესალმნენ. ანდრეას გვერდით დავჯექი. ანანო რომ დავინახე გამიკვირდა, რადგან მიუხედავად უამრავი ფენა მაკიაჟისა, ჩალურჯებული თვალი მაინც კარგად ეტყობოდა.
-ამას რაღა ჭირს? -ვკითხე ანდრეას, რომელმაც საპასუხოდ ოდნავ დალურჯებული მუშტი გაშალა და ჩაიცინა.
-შენი აზრით ჩემი ორი უსაყვარლესი მეგობრის ასეთ დღეში ჩაგდებას შევარჩენდი?- ზიზღით ჩაილაპარაკა და ანანოს თვალი გააყოლა.
გამეცინა, მაგრამ ანანო მაინც მეცოდებოდა რაღაცნაირად, კლასში ვერავინ ვერ იტანდა იმის გამო რაც გააკეთა და ამასთან ერთად ჩალურჯებული თვალი ქონდა. ვცადე ყურადღება გაკვეთილზე გადამეტანა. ცოტა მიშველა. მალე შევამჩნიე რომ თავიდან ყველა ცოტა დაძაბული იყო ჩემთან ლაპარაკისას მაგრამ მალევე მოეშვნენ და ყველაფერი ძველებურად იყო. გაკვეთილები მორჩა თუ არა ნიკასთან წავედი. კარი დედამისმა გამიღო.
-სანდრო, რამდენი ხანია აღარ მოსულხარ? შემოდი, ნიკას გაუხარდება რომ მოხვედი. ექიმმა გვითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ რამდენიმე დღე ჯობია არ დაიტვირთოს. - ოთახამდე მიმაცილა და გავიდა. კარი მივხურე და შევედი. ნიკა რომ დავინახე შევკრთი. მთელი სახე დასიებული ქონდა, მუშტები ჩაწითლებული და კანგადამძვრალი, ნეკნებთან დალურჯებული. გრძელი თმა აბურდული იყო, ლურჯი თვალები ნახევრად გახელილი ქონდა, წელს ქვრმოთ პლედი ეფარა.
-შენ ისინი უნდა გენახა - თქვა ხრინწიანი ხმით როცა დაინახა რა სახით ვათვალიერებდი.
-საერთოდ არაა სასაცილო. -მის საწოლზე ჩამოვჯექი და ფრთხილად ვაკოცე რომ არაფერი ტკენოდა. შემდეგ თმაზე მოვეფერე და ხელი ჩავკიდე.
-ძალიან გტკივა?
-უკვე აღარ. რაღაც გამაყუჩებელი მომცეს.- მისი თვალები დანახვა სუნთქვას მიკრავდა.
-თუ ამის გაგება დაგეხმარება ანდრეამ ანანოს სახეში მუშტი თხლიშა - ორივეს გაგვეცინა.
-გაიჩალიჩა. თუმცა არც ისე უკეთ ვგრძნობ თავს. მეცოდება. დარწმუნებული ვარ არ უნდოდა რომ ეს მომხდარიყო.
-გთხოვ შენი პოზიტივი ვინმე სხვისკენ მიმართე. მშვენივრად იცოდა რასაც აკეთებდა.
-მაშინ ისიც ეყოფა რომ საკუთარი თავთან ცხოვრება უწევს. მომიყევი რა ხდება სახლში.
-ყველაფერი კარგადაა. დედაჩემი ცდილობს რომ შეეგუოს და რაღაც მომენტში თითქოს უფრო დავახლოვდით. შენ მომიყევი რა ხდებოდა ამ დღეებში. რას აკეთებდი....

მთელი კვირები მასთან გავატარე, როცა სკოლაში არ ვიყავი. ფილმებს ვუყურებდით ვიცინოდით და უბრალოდ ვერთობოდით, მის კანზე დალურჯებული ადგილები ნელ ნელა უფერული ღია ყვითელი და იისფერი გახდა, მალე კი საერთოდ გაქრა. ნელ-ნელა ზაფხული მოდიოდა და ნიკასთვის ახალი ამბავი მქონდა.
-ჰეეი, როგორ ხარ? -ვკითხე ოთახში შესულმა.
-ახლა უკვე კარგად. - ვაკოცე და საწოლზე მის გვერდით დავწექი.
-მისმინე, რაღაც პროგრამაა, ფოტოგრაფიის პონტში, მთელი ივლისით მივდივარ სამხრეთ ამერიკაში, ფულს არ მიხდიან მაგრამ წასვლას, დარჩენას და ყველაფერს მიფინანსებენ.
-მაგარია, ისაა ცუდი რომ ვერ გნახავ მთელი თვე...
-თუ, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად არ წამოხვალ..
-სერიოზულად?
-კი, მარტო ბილეთის ფული გინდა და სახარჯო... წესით მოგცემენ მაგდენს შენები..
-კი სავარაუდოდ. არ მჯერა!
-დილაობით ვიმუშავებ კვირაში რამდენიმე დღე, დანარჩენ დროს ერთად გავატარებთ, ყველაფერს ვნახავთ, პლიაჟზე ვისეირნებთ და მაგრად გავერთობით, რაც მთავარია იქ არავინ გვიცნობს და დამალვა არ მოგვიწევს. - ვუთხარი და ყურზე ვიკბინე. თვალებში შემომხედა.
- მიყვარხარ.
- მიყვარხარ - ვუპასუხე და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent