შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი ვარდნა 4


14-08-2016, 15:43
ავტორი Taammoo_G
ნანახია 1 758

შეტყობინება წავიკითხე თუ არა ჩემ შიგნით ყველაფერი დატრიალდა, სუნთქვა შემეკრა და სული წამლეკავად ამიჩქარდა. არ ვიცოდი პასუხი გამეცა თუ არა, ან თუ გავცემდი საერთოდ რა უნდა მიმეწერა. მიუხედავად ამისა, არ მინდოდა ეს ყველაფერი დამტყობოდა, მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და მიწერა გადავწყვიტე, როდესაც მეორე შეტყობინებამ არ დააყოვნა :
- რა მაგარი პროფილის ფოტო გაქვს.
ეს ბიჭი თვით ირონია იყო, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მესიამოვნა, რადგან მივხვდი, რომ ჩემი ფეისბუქ გვერდი უკვე გადაქექილი ჰქონდა. მეც იგივე ტონით მივწერე :
- ჰო არა? მეც მომწონს.
- არ უნდა მოგწონდეს.
უკეთეს პასუხს არც ველოდი, არც იმას რომ კითხვაზე მიპასუხებდა, მაგრამ მაინც ვცადე და ვკითხე :
- რატომ?
- მოსკოვს ვკითხოთ...
ღმერთო ჩემო, ეს ბიჭი გიჟია. ჯერ მწერს, თავი დიდი ვინმე ჰგონია და მერე ირონიის დამალვას არც კი ცდილობს. აშკარად ჩემ ნერვებზე თამაშობს, მაგრამ ეგ არაფერი, ნერვების მოშლა ხომ ჩემი მოგონილია.
- რო ჩახვალ ჰკითხე, არჩილ.
- კარგი, ნინო.
იცის, რომ ამ სახელს ვერ ვიტან. მაგრამ თავისას არ იშლის. პრინციპში, თვითონაც მშვენივრად იცის, რომ ვერ ვიტან და ზუსტად ამ მიზეზით აკერია სულ პირზე ... პასუხი არ მიმიწერია, ან კარგიზე რა პასუხი უნდა გამეცა. ცოტა ხანი ტელეფონს ჩაშტერებით ვუყურებდი, მერე შეტყობინება რამდენჯერმე ავათვალიერე, მაგრამ მოწერის არსს მაინც ვერ მივხვდი. პირსახოცი ავიღე და აბაზანაში შევედი. რა უნდა ამ ბიჭს? ვიცი, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ჩემგან რას ითხოვს?, ალბათ სიამოვნებს რომ ნერვებს მიშლის... ჰო რა თქმა უნდა, ის ხომ თვით ირონიასთან ერთად მაზოხისტიცაა. არც მიკვირს, იმ ბიჭს ხელი ისე კრა, თვალიც არ დაუხამხამებია. ნეტავ როგორ არის? ან საერთოდ ვინ იყო ის ბიჭი? ფიქრებმა ახლა იმ ბიჭისკენ წამიღო და იმ წამს ძალიან მომინდა მისი ვინაობა და მდგობარეობა გამეგო. აბაზანიდან გამოვედი თუ არა ტელეფონი ავიღე და თეკოს დავურეკე.

- თეკო რასშვები?
- რავი ნინა, დავალებას ვწერდი აკადემიურში. დაწერე შენ?
როგორც ჩანს ისე გავერთე აჩიზე და იმ უცნობზე ფიქრში, რომ დავალებები არც მახსოვდა.
- ვაახ, კიდე კაი რო გამახსენე.
- რა გჭირს შენ, რა დაბნეული ხარ?
- გოგო არაფერი, იცი რა მაინტერესებდა? აი ის ბიჭი გახსოვს ელენეს დაბადების დღეზე აუზს რო თავი ჩამოარტყა?
- კი როგორ არ მახსოვს, რა იყო რა გაინტერესებს?
- ვინ არის ან რა უბნელია ხო არ იცი?
- ჰაა რა იყო ნინა? შენ ისე არ მკითხავდი.
- რა უნდა იყოს გოგო, უბრალოდ მაინტერესებს.
- უბრალოდ?
მივხვდი, რომ მეც სულელური პასუხი გავეცი. რას ნიშნავს უბრალოდ? მეც ხომ მშვემივრად ვიცოდი, რომ ეს უბრალო კითხვა არა მაგრამ დიდი ინტერესი იყო მისდამი. არ ვიცი რატომ, მაგრამ საოცრად მაინტერესებდა მისი ვინაობა და მდგომარეობა, ამიტომ თეკოსგან თუ არა სხვისგან მაინც გავიგებდი. ჩემი გეგმები თეკოსთვის არ გამიმხელია და შეუმჩნევლად მოკლე პასუხი გავეცი.
- უბრალოდ ჰო უბრალოდ, რა კითხვები დამაყარა, დაკითხვაზე ვარ?
- კაი გოგო რა ავარდი. ზუსტად არ ვიცი, უბანში ყური მოვკარი „ჭაბუკა“-თი მოიხსენიეს. ამბობდნენ მაგრად გადარჩა და ეხლა სახლში წევს, ექიმმა წოლითი რეჟიმი გამოუწერაო.
- „ჭაბუკა“? ვაა არც მეცნობა. კაი, მადლობა.
- თუ რამეს გავიგებ გეტყვი, ბევრს ნუ იფიქრებ მაინც. - იცინის
- რა იდიოტი ხარ, წავედი მე, დავწერ დავალებას.
- კაი მიდი და ხვალაც ნუ დააგვიანებ ლექციაზე.
თეკოს გავუთიშე თუ არა ნოუთბუქი გავხსენი, ფეუსბუქზე შევედი და ლევანის მეგობრებში ვინმე „ჭაბუკას“ ძებნა დავიწყე. მსგავსი მეტსახელით არავინ იყო, არც ლევანის ფოტოებში აღმოჩნდა და არც მონიშნულებში. დავიჯერო ისეთი გოიმია, რომ ფეისბუქი არ აქვს? რატო გოიმი? - საკუთარ თავს დავუწყე შეწინააღმდეგება. იქნებ იმდენად „სვეცკია“, რომ მხოლოდ ინსტაგრამი და ტვიტერი აქვს. უაზრო სიცილი ამიტყდა, ვერც კი ვხვდებოდი უცნობს რატომ ვეძებდი და სამზარეულოში გავედი. სახლში არავინ იყო, ასე რომ დავალებასაც მშვიდად დავწერდი. მოიცა რა უნდა დავწერო? ბლოკნოტი გავხსენი და დიდი ასოებით მეწერა. თემა - „ნარკომანია, როგორც მავნე ჩვევა თუ როგორც ავადმყოფობა“?. მმმ, საინტერესო თემაა. კალამი მოვიმარჯვე და წერა დავიწყე. ჯანდაბა, რა გინდა აჩი? თვალებიდან მისი სახე არ ამომდიოდა. ალბათ იმიტომ, რომ ასე ვერ ვიტან, ან იმიტომ რომ მამამისის ამბავმა ასე გამაკვირვა და იმოქმედა ჩემზე.
- რასშვები?
ფიქრი დასრულებული არ მქონდა, ტელეფონი ისევ განათდა და ეკრანზე ისევ მისი ნომერი დაეწერა. ჩემდაუნებურად გამეღიმა და არც დავფიქრებულვარ ისე მივწერე.
- რავი, სახლში ვარ მარტო. შენ რასსშვები?
- რავი მეც სახლში ვარ. მეცადინეობ?
- ჰო ვმეცადინეობდი, უფრო სწორად თემის დაწერას ვაპირებდი...
- კარგია. მარტო რატომ ხარ?
შეტყობინება შეტყობინებაზე მოდიოდა, მეც წამის მეასედებში ვუბრუნებდი პასუხს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით, თან იმ წამს მსიამოვნებდა და სულ არ ვფიქრობდი რომ ეს ბიჭი სულ ცოტა ხნის წინ მძულდა.
- ჩემები სადღაც წავიდნენ და მე მარტო დამტოვეს.
- როგორ გაგიმეტეს.
ჩვეული ირონია ვერ დამალა და პასუხიც შესაბამისი გამცა. მეც არ ჩამოვრჩი და ვუპასუხე :
- შეგეცოდე?
- კი მეთქი, რომ გითხრა რა რეაქცია გექნება?
რამდენიმე წუთით დავფიქრდი, მსგავს კითხვას არ ველოდი. ეს ჰო ის ტიპია, სხვისი აზრი რომ არ აინტერესებს. ან თუ მოისმენს, პასუხი მაინც ირონიური ან სარკასტული იქნება. მიუხედავად ამისა, ვეცადე გამომეცადა და ვუპასუხე:
- ცუდი მეთქი, რომ გითხრა მომატყუებ და მეტყვი არაო, ან პირიქით?
- როდესმე მომიტყუებიხარ?
- როდესმე? მეხუმრები? მე ხომ სულ 3 დღის წინ გაგიცანი.
- მაგ 3 დღის განმავლობაში, მომიტყუებიხარ?
- მგონი არა.
- მგონი?
კითხვა ლოგიკური იყო. მე ის მხოლოდ ორჯერ ვნახე, მოტყუება როდისღა უნდა მოესწრო. ვხვდებოდი, რომ სულელურ პასუხებს ვცემდი, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ პასუხს საკმაო ხანს ვუგვიანებდი. მის აზრს ჩემთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს? ჩემს თავს ყოველ შეტყობინებაზე ამ კითხვას ვუსვამდი.
- სერიოზული ტყუილი არ გითქვამს.
- საცოდავი ხარ ნინა?
ამ კითხვამ გამაღიზიანა, ეხლა დაფიქრების გარეშე ავიღე ტელეფონი და დიდი ტექსტი გავამზადე, რომ გამელანძღა. ვცდილობდი, ისეთი რაღაც მეთქვა, რომ მიწასთან გამესწორებინა, მაგრამ იქნებ მე გავიგე სხვანაირად კითხვა და სხვა რამ იგულისხმა, მე ხომ მას ნორმალურად არც ვიცნობ. სასაცილოა არა? ამდენი ფიქრის შემდეგ , მხოლოდ ამ პასუხის მიწერა მოვახერხე.
- არანაირად.
- და რატომ უნდა შემცოდებოდი?
უუფ ამოვისუნთქე. კიდევ კარგი, რომ არ შემომელანძღა, მერე ჩემ საქციელს აუცილებლად ვინანებდი.
- არ უნდა შეგცოდებოდი. - ვუპასუხე და ჩემდაუნებურად გამეღიმა. წყალი დავისხი და ცოტა მოვსვი, მივხვდი რაღაც კარგად ვერ ვიყავი. არაფერი მჭირდა, უბრალოდ მიკვირდა, რომ ტელეფონზე აჩის ვწერდი და თან მის ყოველ შეტყობინებაზე მეღიმებოდა. ის პასუხებს წამის ინტერვალებში მწერდა.
- არც შემცოდებიხარ. რომ შემცოდებოდი, ახლა მანდ ვიქნებოდი.
ეს რა პასუხია. ეს ბიჭი მოულოდნელობებით არის სავსე. თითქოს პირდაპირია, მაგრამ უხეში. ირონიული, მაგრამ თან ძალიან გულწრფელი. მეღადავება? ანუ ჩემი ნახვა უნდა? სად არიან ახლა ჩემი გოგოები? ვბუტბუტებდი ჩემთვის და თან ვფიქრობდი რა პასუხი გამეცა. ბოლოს ძლივს დავიწყე წერა...
- მაშინ ცუდი არ იქნებოდა შეგცოდებოდი.
დაიცა ნინა ეს რა იყო? გამოიწვიე? შენ სულ გაგიჟდი? ღირსი ხარ გითხრას, შენგან უკეთესს შემოთავაზებას არ ველოდიო. ისე იქცევი თითქოს ბიჭი არასდროს გინახავს, თითქოს ვინმეს პირველად წერ... პასუხმაც არ დააყოვნა :
- ანუ?
- ანუ გითხარი უკვე.
- მე მოსაწვევის გარეშე არსად დავდივარ.
ჰო რა თქმა უნდა. ეს ხომ აჩი გიორგაძეა. გოგონებს კი არ თხოვს შეხვედრას, პირიქით გოგონები თხოვენ მას. ყოჩაღ ნინა, ეს აპლოდისმენტები შენ. სხვებისგან არაფრით განსხვავდები. ტიპს პირდაპირ უთხარი, მარტო ვარ და მოდი მნახეო. სახლშიც ხო არ ამოიპატიჟებდი? რა ცუდია, რომ სახლში შამპანური არ გაქვს, თორე გავხსნიდი. იმ მომენტში საკუთარ თავს ერთი-ორს გავულაწუნებდი, რომ გამოვფხიზლებულიყავი, მაგრამ ვერც ამისთვის გავიმეტე. ამ დროს ტელეფონი ისევ განათდა :
- მოდი პირდაპირ გეტყვი, არ მინდა ჩემმა მანდ მოსვლამ რაიმე უხერხულობა ან გამოხმაურება გამოიწვიოს.
მივხვდი, რომ აჩი მართლა მოვიდოდა და ეხლა უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, მინდოდა თუ არა მისი ნახვა. შეტყობინებაზე, რომ არ ვუპასუხე დამირეკა და მეც ერთიანად დავიძაბე.
- რა იყო?
- გეძინება?
მის ხმაში სერიოზული ტონი იგრძნობოდა.
- რაზე შემატყვე?
- ისე ზოგადად. მაინტერესებს ჩვენი შეხვედრა რამდენ ხანს გასტანს.
ჩემი პროგნოზი სავარაუდოდ მართლებოდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. გავჩუმდი და რამდენიმე წამით ხმა არ ამომიღია.
- ნინა.
- რა?
- ნახევარ საათში გამოვალ და რა წამოგიღო?
მის ყოველ კითხვაზე ეჭვები მღრღნიდა. მართლა აინტერესებდა, თუ უბრალოდ ისევ ირონიით მეკითხებოდა, იქნებ ფეხებზე ეკიდა და უბრალოდ მცდიდა, ამ ყველაფრის შემდეგ კი გემრიელად დამცინებდა...
- არაფრის წამოღება არ არის საჭირო.
ჯანდაბა, ხმაც კი ამიკანკალდა.
- მითხარი, რა ბავშვივით იქცევი.
- მართლა არაფერი მინდა.
- კარგი მაშინ მე რაც მინდა იმას წამოვიღებ.
აჩიმ ტელეფონი გათიშა. ზუსტად ნახევარ საათში დამირეკა და მითხრა, რომ სადარბაზოსთან მელოდებოდა.



№1 სტუმარი ელა-1996

მომწონს სიუჟეტი,კარგი თავი იყო,,
ველოდები შემდეგს :*

 


№2  offline წევრი Taammoo_G

ელა-1996
მომწონს სიუჟეტი,კარგი თავი იყო,,
ველოდები შემდეგს :*


მიხარია <3 მადლობა.

 


№3 სტუმარი sofia

Dzaan magaria momewona kaia
Male Dade shendegi <3

 


№4  offline წევრი Taammoo_G

sofia
Dzaan magaria momewona kaia
Male Dade shendegi <3


მიხარია, რომ მოგწონს <3 ხვალ დავდებ აუცილებლად.

 


№5  offline მოდერი Behandice

მომეწონა მომეწონა..გაგითვალისწინებია და ნინას ფიქრებიც ჩართე დიალოგებში კარგია..ხომ უნდა ვიცოდეთ რას ფიქრობს wink love კარგი იყო ველოდები მომდევნო თავსს love

 


№6  offline წევრი Taammoo_G

Behandice
მომეწონა მომეწონა..გაგითვალისწინებია და ნინას ფიქრებიც ჩართე დიალოგებში კარგია..ხომ უნდა ვიცოდეთ რას ფიქრობს wink love კარგი იყო ველოდები მომდევნო თავსს love


მადლობა, მადლობა <3 მე კიდევ შენს კომენტარებს და რჩევებს ველოდები ჩემს ახალ თავებზე... <3

 


№7  offline წევრი რიტა

კარგი იყო მომეწონა რაღაც უცნაურია და ჩამთრევი თითქოს ვერც კი მიხვდები რა უნდათ ამ პერსონაჟებს ერთმანეთისგან და ყველაზე მეტად ეს ქმნის დაბნეულობის მიზეზ. მაინტერესებს რაღაცნაირად და ველოდები შემდეგ თავს მალე დადე წარმატებები.

 


№8 სტუმარი ketis

მეც მომწონს და რაგანაირიაა დზ მაინტერესებს ეს აცჰ რაგაცას იზამს მგონია ამ ნახვაზე აუ დადე რა მალე ახალი თავი

 


№9  offline წევრი Taammoo_G

რიტა
კარგი იყო მომეწონა რაღაც უცნაურია და ჩამთრევი თითქოს ვერც კი მიხვდები რა უნდათ ამ პერსონაჟებს ერთმანეთისგან და ყველაზე მეტად ეს ქმნის დაბნეულობის მიზეზ. მაინტერესებს რაღაცნაირად და ველოდები შემდეგ თავს მალე დადე წარმატებები.



მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის love შემდეგ თავს დღეს დავდებ აუცილებლად.

ketis
მეც მომწონს და რაგანაირიაა დზ მაინტერესებს ეს აცჰ რაგაცას იზამს მგონია ამ ნახვაზე აუ დადე რა მალე ახალი თავი


მადლობა <3 დღეს დავდებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent