შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (8)


14-08-2016, 23:13
ავტორი Genius))
ნანახია 1 922

ვიდექი და უაზროდ ვიყურებოდი
ველოდებოდი როდის გამოვიდოდა ის ადამიანი რომელიც "მე მეგონა" იოანე დევდარიანი და იმის გაცნობიერებაც არ მინდოდა რომ შეცდი
რომ წინ მედგა და მას საერთოდ არ ვიცნობდი
ჩემი თავი მრცხვენოდა!
მთელი კვირები ვუყურებდი ადამიანს რომელსაც მეგონა ვიცნობდი , მასაც ვაჯერებდი ამას და სინამდვილეში მისი სახელიც არ ვიცოდი!
მადლობას ვიხდიდი რომ მისთვის სახელი არ დამიძახია თორემ საშინელ მდგომარობაში აღმოვჩნდებოდი
ეხლა კი უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა...
-ბებიამ გამოგგზავნა? ვჭირდები? - მკითხა ნამდვილმა დევდარიანმა და თბილად გამიღიმა
-არა იცით - დაბნეულობისგან სიტყვებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს - მე და... - გავჩერდი რადგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა
-გეგაზე გინდა რამის თქმა? - სიცილით მკითხა გიორგიმ და სირცხვილისგან მიხსნა
-ხო მე და გეგა ერთად რომ ვიყავით მისი ჟაკეტი გამყვა და მოვიტანე - შევეცადე გამეღიმა , მაგრამ ორივეს ეტყობოდა რომ ჩემს დაბნეულობას ვერ ვფარავდი
-ანო კარგად ხარ? - მკითხა გიორგიმ და ჟაკეტი გამომართვა
-კი კარგად ვარ - გავუღიმე და სახლისკენ მოვტრილადი
გიორგიმ ჭიშკარი გამოაღო და ჩემსკენ გამოიქცა
-ერთი წამი დამელოდე - შემაჩერა და ხელი ჩამჭიდა
-რა ხდება? - გავუღიმე
-შენ და გეგას ხომ არ გიჩხუბიათ? - სახე დაუსერიოზულდა და ჩემს პასუხს დაელოდა
-არა საიდან მოიტანე ? - მე კი სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი და ეს მაწამებდა
-ის გაბრაზებულია , შენ დაბნეული და რავი ცოტახნის წინ ერთად იყავით - ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა
-არა გიორგი არაფერი არ მომხდარა - რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი - წავალ რა მეძინება - ვიცრუე და მის პასუხს დაველოდე , პირდაპირ წასვლა უხერხული იქნებოდა
-კარგი , ძილინებისა
არაფერი მითქვამს უბრალოდ გავუღიმე და სახლისკენ გავიქეცი
************************
არ ვიყავი კარგად!
სირცხვილის გრძნობამ იმდენად შემომიტია რომ სისულელეებზე დავიწყე ფიქრი
ყველაფრის დალაგებას ვცდილობდი
ანუ რა გამოდიოდა?
ადანიანს რომელთანაც კვირებს ვატარებდი არვიცოდი ვინ იყო
ვინცობდი შინაგანად მაგრამ სასაცილოა ის ფაქტი რომ სახელსაც ვერ ვიტყოდი
ხოლო იოანე რომელიც ნინის მოსწონდა გამოდის ჩემი დილის სტუმარი
ეს კარგია.
ამ ყველაფრის გამო დარწყმუნებული ვარ მე და გეგას ურთიერთობა არ გაგვიფუჭდება მაგრამ მე ვიქნები მასთან განსხვავებული , როდესაც მას სახელს დავუძახებ სირცხვილი მომაწვება და იდიოტივით დავიწყებ მოქცევას
მაგრამ ამის გადამტანიც ვარ
მე ის ადამიანი მომეწონა და არა მისი სახელი და გვარი
მე მომეწონა გეგა! და არა იოანე რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ
ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი , მხოლოდ და მხოლოდ! ისევ და ისევ ნინი იყო ჩემი საფიქრალი და ამასთან ერთად უნდა მეკონტროლებინა საკუთარი თავი , რაც მიჭირდა
**************************
ვერ ვისვენებდი , ვცდილობდი დამეძინა მაგრამ ის არ მაკარებოდა , მგონი ვიღაცას უნდოდა გამეთენებინა
რა აღარ ვცადე მაგრამ ამაოდ , თავში მხოლოდ ერთი ფიქრი ტრიალებდა და სიზმრებში წასვლის უფლებას არ მაძლევდა
თითქოს ვიღაც ჩამძახო ჯერ შენს თავში გაერკვიე და მერე დაიძინეო
მაგრამ ამაშინ ხელს მიშლიდნენ
ბევრი ფაქტორი მეღობებოდა წინ...
ბოლოს ვეღარ გავძელი და დედაჩემის ოთახისკენ გავეშურე.
კარი რომ შევაღე მას ეძინა , შუქი არ ამინტია , საწოლისკენ გავიქეცი და პლედში შევიფუთე
-დედი - ჩუმად ვიჩურჩულე და მანაც იგრძნო ჩემი იქ ყოფნა , თავი ნელა მოატრიალა და გაეღიმა
-გისმენ დე - თბილად მიპასუხა და ხელები მომხვია რომ გავეთბე
-იცი იოანე დევდარიანი სულ სხვა ბიჭია! - ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე და მის რეაქციას დაველოდე
-აი თუმრე რატომ მიკვირდა ესე რამ შეცვალათქო - ისე ჩაილაპარაკა ვითომც არაფერიო და გაეცინა
ამან უფრო მეტად მომიშალა ნერვები და გაბრაზებულმა გავხედე , მან შუქი აანთო და დაქალივით წინ ჩამომიჯდა , მარტო მზერით მეუბნებოდა ეხლავე ყველაფერი მომიყევიო , მე ეს ყველაფერი ღიმილს მგვრიდა და პრობლემებს მავიწყებდა
-შეგეძლო გეთქვა და ეჭვი მაინც გამიჩნდებოდა! - მოულოდნელად დედაჩემს დავაბრალე ყველაფერი და ჩემი თავისგან გამიკვირდა
-ანანო შენ თუ იმ Bიჭს სახელი არ კითხე ეგ შენი პრობლემა და შენი ბრალია - სახით მანიშნა მეორეჯერ მსგავსი რამის თქმა არ გაბედოო
-მე იოანე მეგონა - თავი დავხარე და ბალიშს ჩავეხუტე
-რა სულელი ხარ ჩემო პატარა! აზრებით არ უნდა იცხოვრო , თუ ზუსტად არ იცი მაშინ არ უნდა ილაპარაკო - დაიწყო მარიმმა ფილოსოფოსობა და ვერ ხვდებოდა რომ საერთოდ არ მეხმარებოდა
-მე ვიცოდი რომ იმ სახლში მხოლოდ ერთი ბიჭი ცხოვრობდა და მას იოანე ერქვა , მეორე დღეს ვხედავ როგორ გამოდის ზუსტად იმ სახლიდან ბიჭი და შენ იფიქრებდი რომ შეიძლებოდა ეს მისი ძმაკაცი ყოფილიყო? - ყველაფერს ვამბობდი რაც პირზე მომადგებოდა , პასუხს დედაჩემში ვეძებდი
-მაგრამ შენ ხომ მარტო არ გინახია ის? შეგეძლო გეფიქრა რომ მეორე იყო იოანე - მარიამი რეალობას აღმიწერდა და ჯერ მხოლოდ იმას ცდილობდა ყველაფერი შემეშვა ტვინში , გამოსავალს მხოლოდ მერე მაპოვნინებდა
რა ვქნათ ესეთი დედა მყავდა...
-მაგრამ არ ვიფიქრე - ბოლოს დავნებდი და მივხვდი რომ ყველაფერი ჩემსგან მოდიოდა
-და ამაზე საერთოდ რატომ დარდობ დე? უთხარი და ერთად გაიცინებთ - როგორც იქნა დაიწყო ის საუბარი რის გამოც აქ შემოვიპარე
-და რომ გაუტყდეს? - დაბნეულობა ჯერაც ვერ მომეშორებინა
-რატომ უნდა გაუტყდეს? კაი მაშინ არ უთხრა - უკვე დამცინოდა მარიამი
-დედა როგორ მეხმარები - ირონიულად ჩავილაპარაკე და ხელები გადავაჯვარედინე , გაბუტვის ნიშნად
-გეუბნები უთხარი და ერთად იცინებთთქო , შენ უბრალოდ სახელი შეგეშალა მეტი ხო არაფერი , ცუდი ხომ არაფერი გაგიკეთებია რომ ვერ გაპატიოს - გამიღიმა
ის მართალი იყო , მე გეგასთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია , უბრალოდ იოანე მეგონა და ამაზე თვითონაც ბევრს დამცინებს
-დედი როგორ გავიგო ის მომწონს თუ არა ? - ძლივს დავსვი ეს კითხვა და თვალები დავხუჭე რომ მისი სახე არ მენახა
-გგონია რომ მოგწონს? - მშვიდად მიპასუხა მარიამმა და თვალები გავახილე , ამის შემდეგ მას გაეღიმა და თავი გააქნია
-მგონია - გადავწყვიტე მასთან ბოლომდე გახსნილი ვყოფილიყავი
-ანუ მოგწონს - მოკლე პასუხი მივიღე მისგან და ეს გამიკვირდა
-მოიცა მეტს არაფერს მეტყვი? არ მეტყვი რომ სისულელეა და ეს ესე არ უნდა იყოს?
-ძალიან სულელი ბავშვი ხარ! - სიცილი დაიწყო მარიმმა - ადამიანს არასდროს არ უყვარდება ის ვინც უნდა ან არ უნდა , როდესაც ცდილობ არ შეიყვარო ზუსტად მაშინ იწყება ყველაფერი - ლოყაზე მიჩქმიტა
-შენ მამა არ მოგწონდა? - უეცრად მოვინდომე მათზე კიდევ უფრო მეტი გამეგო
-მამაშენი? - ნაღვლიანად გაეღიმა მარიამს - ის შენ შენს ასაკში გენახა შეიძულებდი , იმდენად უყვარდა საკუთარი თავი ვერ წარმოიდგენ , მაგრამ როდესაც მე გავიცანი სულ სხვანაირი გახდა , მე არ მომწონდა მაგრამ მას უკვე ვუყვარდი და ყველანაირად ცდილობდა შემყვარებოდა
-და შეგიყვარდა
-რათქმაუნდა , მე მასში იმას ვხედავდი რასაც სხვა ვერასდროს ვერ შეამჩნევდა , უსიტყვოდ ვუგებდი და ბოლოს მაინც მაღიარებინა ჩემი გრძნობები
-დედი შენ მითხარი რომ მამას გამო ყველაფერი დათმე , რას ნიშნავდა ეს ? - ვიცოდი მას გულს ვტკენდი ამ ყველაფრის გახსენებით მაგრამ მინდოდა მცოდნოდა
-მამაშენი ბიჭობის პერიოდში კარგი არ იყო , ბაბუაშენს კი არ უყვარდა მისნაირი ბიჭები , მაშინ დედი ყველა ტიპობდა და ყველა წამალზე იჯდა , ოღონდ გოგოებისთვის თავი მოეწონებინათ და ყველაფერს აკეთებდნენ , მამაშენი სხვებს არ გავდა მაგრამ ისიც უმაქნისი იყო - გაეცინა - წამალმა მიჩვევა იცის და ისიც მიეჩვია , ყველაფერს ანიავებდა და მეზობლებიც ენას არ აჩერებდნენ , მათ ეგონათ რომ მე სანდრო დამღუპავდა და არჩევნის წინაშე დამაყენეს - თავი დახარა
-ან ჩვენ ან სანდროო - მისი სიტყვები მე დავასრულე და თითქოს ის ტკივილი განვიცადე რასაც მარიამი იმ წამს
-კი - შეეცადა გაეღიმა - მე მსგავს რამეს არ გავაკეთებ , მაგრამ შენ უკვე გიწევს არჩევნის გაკეთება
-მე ნინის ვირჩევ - დარწყმუნებულმა ჩავილაპარაკე
-არა არ ირჩევ - ჩაეცინა მარიამს - რომ ირჩევდე მაშინ დღეს ამ თემაზე არ ვისაუბრებდით
-მას გონია რომ გეგასაც მოსწონს მაგრამ ესე არა , რომ გაიგოს სინამდვილეში რა ხდება დავკარგავ
-შეიძლება , ამ შემთხვევაში შენ სწორად იქცევი მაგრამ თუ ნინიმ ყველაფერი გაიგო ის შენთან უნდა მოვიდეს და გეგასთან ურთიერთობა არ უნდა დაგიშალოს
-ის ვერ გაიგებს რომ გეგას მე... - სიტყვა აღარ დავამთავრე
-გეგა ისეთი ბიჭი არ ჩანს რომ ასე ადვილად დანებდეს - შუქი ჩააქრო მარიამმა და საწოლში შემოწვა - დაიძინე დე - დარწყმუნდა რომ არ შემცივდებოდა და თვალები დახუჭა
******************************
რომ გავიღიძე დედა ოთახში აღარ იყო , მეძინებოდა მარამ ძილს ვერ შემოვიბრნებდი ამიტომ წამოვდექი და მოწესრიგებას შევუდექი , წყალი გადავივლე გამოვიცავლე და ქვემოთ ჩავედი
ახლა სამზარეულოში ერთი ქალის მაგივრად ორი ტრიალებდა და სიცილის ხმა გამოდოდა , დედა თავი საქმეს აკეთებდა ხოლო ლიაკო მომენტებში არაფერს არ თმობდა , თითქოს ამბობდა აქაურობის მეფე მე ვარო
ჩემთვის გამზადებულ საჭმელს დავსწვდი და ნინისთან გავიქეცი , თავის ოთახში იყო და ეძინა , თავზე დავახტი და შიშიგან ყვირილი დაიწყო , მე კი სიცილი ამიტყდა
ცოატახანი მიყურებდა და არ ინძრეოდა
-არანორმალური ხარ! - ზიზღით ჩაიალაპარაკა და ისევ დაწვა
-იოანე იცი ვინაა? - ვუთხარი და მეგონა რომ ამ ამბით გავაკვირვებდი
-არა მე გეგა მაინტერესებს - მაგრამ გაკვირვებული მხოლოდ მე დავრჩი
-რა? შენ იცოდი? - ხმას ავუწიე
-რა? - გაკვირვებულმა მკითხა
-რომ იოანე... გეგა... - არვიცოდი რა მეთქვა ყველაფერი სულელურად გამოდიოდა
-თავიდან მეც იოანე მეგონა მაგრამ მერე დამცინა - გაიცინა ნინიმ - გეგაა ჩარქსელიანი , კი მითხრა რომ არ მეთქვა შენთვის მაგრამ - ჩაიცინა
-მოიცა ანუ რა გამოდის? - ყველაფერი რომ გადავხარშე ყვირილი მომინდა
-ის იოანედ თამაშობს თავს , შენთან - ნინი სიცილს არ წყვეტდა
-ფუ იდიოტი! - ჩუმად ჩავიალაპარაკე და საწოლში კომფორტულად მოვეწყვე
-გუშინ რა ქენით? ჩემზე გითხრა რამე?
-არა რა უნდა ეთქვა? - გაბრაზებულმა ვუთხარი და შემდეგ მივხვდი რომ ტონი ცუდად შევარჩიე
-ჰო რავი - წყენა შევატყვე ნინის
-ზუკაზე ვილაპარაკათ მერე გავისეირნეთ და მოვედით - ყველაფრის მოყოლა საჭიროდ არ ჩავთვალე
-შენ გეგა ჩემამდე გყავდა ნანახი ხო? - მკითხა ნინიმ და ის დღე გამახსენა როდესაც მასთან შეჯიბრი მომინდა
-კი - დაუფიქრებლად ვუპასუხე
-და რატომ არ მითხარი?
-რავი , იმ დღეს აღარ გითხარ და მერე დამავიწყდა - მოტყუება დავიწყე
-კაი რა - ბალიში გამომიქანა და გამიცინა - აუ ისე მიყვარხარ ვერც გიბრაზდები - ჩამეხუტა და ხელები მაგრად მომხვიდა
-ნინი გამჭ....თ - სიცილით ვუთხარი და მისი თავიდან მოშორება ვცადე
მაგრამ ხელები მაინც ვერ გავაშვებინე
და როგორ გინდა ეხლა ამ ადამიანს გაუკეთო ისეთი რამე რითაც თავს შეაძულებ?
ყველაზე არასწორი ვიქნები....
*********************************************
დრო გადის მაგრამ ზოგჯერ არაფერი იცვლება...
*********************************************
ასე გავიდა ორი კვირა , მე ჩემს აზრზე ვერ მოვედი , ვერ გამეგო რა მინდოდა და ჩემს თავს ყოველთვის ვკიცხავდი
გეგასთან ერთად მარტო აღარსად აღარ წავსულვარ , თან სულ ნინი მახლდა
მართალია გეგას არ სიამოვნებდა ეს მაგრამ ცდილობდა აეტანა , შეეგუა რომ მე ის არ მაინტერესებდა და იმას აკეთებდა რასაც ვთხოვდი , ცდილობდა ნინისთან კარგი ურთიერთობა ქონოდა მაგრამ მისი თქმით უჭირდა როდესაც მე იქვე ახლოს ვიყავი
მისი მსგავსი სიტყვების გაგების შემდეგ ისიც კი მავიწყდებოდა ვინ ვიყავი და ისევ ახლიდან იწყებოდა ჩემს თავთან ბრძოლა
ყველაფერს ვაკეთებდი მისი და ნინის დასაახლოვებლად მაგრამ ჩემი გული ამას ხელს უშლიდა
აი ეხლაც მათთან ერთდ უნდა წავსულიყავი სასეირნოდ , გეგა ჩემს გვერდით იდგა და ნინის ველოდებოდით , მაგრამ უეცრად ხელი ჩამავლო და სადღაც სირბილით წამიყვანა
ვცდილობდი მის მოშორებას მაგრამ არ გამომდიოდა , არ მქონდა პატარა გოგოს იმის ძალას რომ გოლიათი მომეშორებინა და ბოლოს მაინც გაყოლა მომიწია
-გაგიჟდი? ნინი? - დავუწყე ჩხუბი როდესაც გაჩერდა მაგრამ არ მაცადა და უეცრად მაკოცა
მე კი როგორი სვანი ვარ პასუხად სილა რომ არ დამებრუნებინა
-გაგიჟებულხარ! - გაბრაზებულმა ვუყვირე და სახლისკენ დავიწყე სიარული
გამომეკიდა და შემაჩერა
-არ შეგიძლია ერთხელ მაინც ნორმალურად დამელაპარაკო? თუ აუცილებელია ყოველდღე ნინი მტენო? - მანაც აუწია ხმას
-შენ შეგიძლია ჩვენთან ერთად არ იყო ხოლმე! მე არავის არ გტენი იოანე! - სახელს ხაზი გავუსვი რადგან ამ როი კვირის განმავლობაში ის ისევ მეთამაშებოდა
-იოანე არა გეგა , და მხოლოდ ირონიისთვის ნუ გამოიყენებ მაგ სახელს , დებილი არ გეგონო ვიცი რომ იცი ვინ ვარ თან კარგად - ეტყობოდა რომ ძალიან გაბრაზებული იყო
-გეგა თავი დამანებე!
-ეგ მართლა გინდა? - ისე მელაპარაკებოდა თითქოს ვუყვარდი და ჩემი გაშვება უჭირდა
-რა გინდა მითხარი რა გინდა? - ტირილი მომინდა
-გამომყევი! - ხელი ჩამკიდა მაგრამ ძალით არ წავუყვანივარ , დამელოდა სანამ დავთანხმდებოდი
გავყევი და ერთ მდელოზე აღმოვჩნდი , იქვე უზარმაზარი ქვა იდგა და იქ ჩამომსვა თვითონ კი წინ დამიჯდა , ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და იქვე ჩამოდო ხელი რომ არ შეეშალა
-რატომ არ შეგიძლია გაიგო რომ მართლა მინდა შენთან მეტი დრო გავატარო? მე ნინი არ მომწონს და არც არასდროს მომეწონება! - ახნა დაიწყო
-მე შეყვარებული მყავს და ეს ნათქვამი მაქს შენთვის - ისე ვუპასუხე თითქოს არაფერიო
-იცი როდესაც რაღაც მინდა ყველა იმ ადამიანის მოშორება მიადვილდება ვინც გზაზე მეღობება
-ვერ გავიგე? - მისი სიტყვები ძალიან საშიშად ჟღერდა
-რომ შეგიყვარდე არ დაშორდები? - ჩაიცინა და თვალებში ჩამაშტერდა
-არა! - დაუფიქრებლად გავეცი პასუხი და ზუსტად ამიტომ იყო სისულელე
-შენ ის რომ გიყვარდეს ეხლა ჩემთან არ იქნებოდი , ჩემს დანახვაზე სულელივით არ მოიქცეოდი ხოლმე და არც ჩემს მოსაშორებლად გააკეთებდი უაზრობებსს რომელიც მაინც არ გამოგდის
-მე შენ არ მჭირდები! - ვუყვირე
-ნინის გამო ხო? - მან სიცილი დაიწყო მაგრამ აშკარად ნერვიულობდა
-ნინი არაფერ შუაშია!
-ნინი თავშია! შენ უბრალოდ დაქალობას ცდილობ! მე როდესაც ვუთხარი ნინის ანო მომწონსთქო რა გააკეთა? დაგიკიდა! შენ კი მაინც დაქალი ხარ , საუკეთესო ადამიანი ხარ მაგრამ საქმე იმაში რომ მე შენ მჭირდები!
-რა სისულელეა - სიცილი დავიწყე და ამას ცრემლებიც მოყვა
ჩემი ცრემლების დანახვისას გეგას გამომეტყველება შეეცავალა და ფეხზე წამოდგა
-არ იტირო! ოღონდ ეგ არა გევედრები! - თვალებს ვერ მისწორებდა
-მე ნინის ვერ დავკარგავ! - ტირილს ვუმატე და თავი ხელებში ჩავრგე
-და ის თუ გკარგავს შენ?
-მე ვერ დავკარგავ გეგა მე! - ვუყვირე
-მითხარი რამეს გრძნობ? -მუხლებთან დამეჩოქა და ცრემლები მომწმინდა
ვაპირებდი მეთქვა სიმართლე მაგრამ ამ დროს ტელეფონიტ ზარი გაისმა
გეგას ურეკავდენენ
-მითხარი დაიკიდე ეგ - ტელეფონს ყურადღება არ მიაქცია და ფეხზე წამოდგა , ჩემს პასუხს ელოდა
მე ვერაფერ ვთქვი
მის ტელეფონს დავსწვდი და ვუპასუხე
-რა ქენი შე*ემა ნიზლავი მოიგე? დაკერე ის გოგო თუ მომიტან წაგებულს? - გაისმა დამცინავი ხმა
თველბიდან ცრემლებმა უფრო მეტად იწყო დენა , დავმუნჯდი და ვერაფერს ვამბობდი , ის ვიღაც კი სიცილს აგრძელებდა და უფრო ცუდად მხდიდა
-დაკერა - ძლივს ამოვიღე ხმა და ტელეფონი გავუთიშე
ამ სიტყვის გაგონებაზე გეგამ ჩემსკენ შემოიხედა და გაკვირვებული მომაჩერდა
-მეზიზღები! - გავეცი გეგას პასუხი კითხვაზე , ტელეფონი ვესროლე და გამოვიქეცი...

*******************************
თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს...



№1  offline წევრი yviteli minioni

ძალიანმომეწონაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent