შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 11.


31-03-2016, 07:53
ავტორი Supreme
ნანახია 3 277

-რა იყო, რამ გამოგაშტერა.-დამცინავი მზერა არ უქრებოდა.
-არ მეგონა თუ ოდესღაც ისევ გნახავდი...
-რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება, ბოდიში რომ საბოლოოდ არ გავქრი.-იმდენად აუტანელი ხმით მელაპარაკებოდა, მინდოდა გამერტყა.
-რა გჭირს?
-ჰაჰა, კიდე მე რა მჭირს?
-იოანე!-ხმას მოვუმატე.
  მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. იმდენად მიმზიდველად მიყურებდა, მინდოდა მივკრობოდი და მაგრად მეკოცნა. ისე მენატრებოდა მისი ხმა, მისი შეხება, მისი სუნი...მისი ყველაფერი მენატრებოდა, ტკივილამდე, ტირილამდე. მაგრამ ახლა ვუყურებ და ვხვდები რომ ძალიან შეცვლილია.
-აღარ გამირბიხარ?-წელზე მომხვია ხელი და ნაგლად გამიღიმა.
-რატომ მექცევი ასე?-ხმა ამიკანკალდა.
-არ ვიცი.-გაიცინა.
  ყველაფერი გაქრა ძველი იოანესგან, მაგრამ სიცილი იგივე ჰქონდა, ისევ ისეთი ღვთაებრივი. მოშიშვლებულ ზურგის ნაწილზე ნაზად ამისვა თავისი ცივი თითები. შემაჟრჟოლა.
-დღეს საოცრად სექსუალური ხარ.-ცალყბად გამიღიმა.-არ გინდა ღამე ჩემთან ამოხვიდე?-ამ დამცინავ კითხვაზე ტვინში ამასხა და იოანე მთელი ჩემი არსებული ძალით მოვიშორე.
-რა გჭირს?-ვკითხე თითქმის ყვირილით.-როგორ იქცევი?
-როგორც ჩემნაირ მექალთანეს ახასიათებს, ისე.-მშვიდი და გაწონასწორებული ხმის ტონი ოდნავაც არ შეცვლოდა.
-არ იყავი ასეთი...-ჩავილაპარაკე იმედგაცრუებულმა.
-არა, მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, უბრალოდ შენს დასაკერად ვთამაშობდი საყვარელი ბიჭის როლს.
-რატომ მატყუებ?
-ჯერ კიდევ გჯერა იანვრის ზღაპრის? სასაცილო ხარ.
-შენი დანახვა აღარ მინდა!-ვუთხარი გამწარებულმა და სასწრაფოდ დავბრუნდი მოედანზე.
  რა დაემართა? არ იყო ასეთი. სად გაქრა ძველი იოანე?
-ანუკი, რა გჭირს?-ნუცას ჩემი უხასიათობა არ გამორჩენია.
-არაფერი, ცოტა დავიღალე. 
-კარგი რა, ჯერ მარტო 11 საათია.-გაიცინა.
-ჰო, ადრეა. იმ ბიჭს რა უქენი?
-ნიკას?-საყვარლად ჩაიცინა.-სასმელზე გავიდა.
-დაკერე?
-შემთხვევით შემომეკერა.-გაგვეცინა.
  საინტერესოა, ნუცა როგორ გადაიტანდა იოანესთან შეხვედრას? დიდი ხანია არ გვილაპარაკია ამაზე. ისევ უყვარს?
-ესეც შენი უალკოჰოლო სასმელი.-ნიკამ ნუცას გაუღიმა და ჭიქა გაუწოდა.
-უალკოჰოლო?-დაიბღვირა.-პატარა ბავშვი კი არ ვარ.
-აბა რა ხარ.-ბიჭს გაეცინა.
  ახალი ნაცნობობა მეც არ ამცდენია. სანამ ნუცა ნიკას ელაპარაკებოდა, ჩემთან ვიღაც ბიჭი მოვიდა.
-შეიძლება შენი გაცნობა?-თვალისმომერელად გამიღიმა.
-რატომაც არა.-მიმზიდველად ავხედე.
-დემეტრე.-ცალყბად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.-შენ?
-ანუკა.-შევეცადე მაქსიმალურად მოკრძალებულად ჩამომერთვა ხელი.
-უზომოდ ლამაზი ხარ.-მიმზიდველი ღიმილი არ უქრებოდა, მისი ღია ნაცრისფერი თვალების უზომოდ დიდი ვნება კი გულს მიჩქარებდა.
-მადლობა.-ვუთხარი დაბალი, დამშვიდებული ტონით.
-არ გინდა გავისეირნოთ? აქ ზედმეტად ბევრი ხალხია.
-კარგი იდეაა.-სკამიდან წამოვდექი და დემეტრეს გვერდზე ამოვუდექი.
  ხალხი ირეოდა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ნუცას მივწერე და გავაფრთხილე, რომ გავივლიდი.
  მივუყვებოდით ბათუმის განათებულ ქუჩებს და მე ვტკბებოდი უზომოდ ლამაზი ცით.
-რამდენი წლის ხარ?-მკითხა, როცა მოვშორდით მოედანს.
-17-ის, შენ?
-18-ის. უფრო დიდი მეგონე.-გაეცინა.
-შენ წარმოიდგინე, მეც.
-ფესტივალზე მარტო მოხვედი?
-არა, მეგობართან და დეიდამისთან ერთად.-ასე მეგონა პატარა ბავშვი ვიყავი, რომელსაც დაკითხვას უწყობდნენ.
-კარგია.
-ძალიან შორს გავედით.-ოდნავ ავნერვიულდი.
-მანიაკი გგონივარ?-გაეცინა.
-სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
-არ ვარ, დამშვიდდი.-თბილად გამიღიმა.-წამოდი უკან გავბრუნდეთ, თუ ასე გეშინია.
-მადლობა.-შვებით ამოვისუნთქე.
  მშვიდად მივსეირნობდით უკან.
-უცებ გაგიცანი და ასევე უცებ უნდა დაგემშვიდობო?-ოდნავ სევდიანი თვალებით გამომხედა.
-ვერ ვხედავ სამუდამოდ დამშვიდობების აუცილებლობას.-შეტევაზე გადავედი.
-გამოდის, რამე რომ იყოს ისევ შემხვდებოდი?-გაეღიმა.
-სიამოვნებით.
-თავისუფლად იქცევი, მაგრამ არა გამომწვევად, მომწონს შენი ეს მხარე.-ოდნავ გავწითლდი, მას კი ჩაეცინა.-ხვალ მნახავ?
-ხვალ?-დავფიქრდი.-კარგი.
-მშვენიერია, მაშინ საღამოს 8 საათზე შერატონთან დაგელოდები.
-ასე გვიან?
-დილით ცხელა.-გაიცინა.
-ო, კარგი ჰო.
  დემეტრეს დავემშვიდობე და ნუცას ძებნას შევუდექი.
-სად იყავი?-მკითხა გაკვირვებულმა, როცა შევხვდი.
-მოგიყვები სახლში რომ მივალთ.-ჩამეცინა და სახეზე ოდნავ ავხურდი.
-რამე მოხდა?-თვალები აუციმციმდა.
-კი, ძალიან მაგარი რაღაცა.
-აუ, რა მოითმენს სახლამდე. დეიდაჩემი, სანამ არ დასრულდსბა ფესტივალი, იქამდე აქედან ფეხის გამომდგმელი არაა, არადა ძალიან დავიღალე.
-ჩვენ რომ წავიდეთ?
-ეგეც კარგი ვარიანტია.
-ნინო სად არის?
-მეგობრებს შეხვდა.
-ანუ კიდე დიდხანს არ გვეღირსება მაგის დაბრუნება.-გამეცინა.
-ჰო და დარწმუნებული ვარ ფესტივალის მერეც სადმე კლუბში წავლენ გასართობად.
-წავიდეთ მაშინ ჩვენ, ბიჭები უკვე აგდებულები არიან.
-ები?-გაიკვირვა.-როდის მოასწარი?
-აი, სწორედ მაგაზე უნდა მოგიყვე, ოღონდ მშვიდ გარემოში, თან ტანსაცმელი უნდა ამარჩევინო.
-დროზე დავახვიეთ სახლში.-გაიცინა.
  საბოლოოდ დეიდამისს დავურეკეთ და სახლში წამოვედით. გზაში გაგვიწვიმდა. თავიდან ფეხებამდე დავსველდით. მე და ნუცა პატარა ბავშვებივით დავრბოდით წვიმის ქვეშ. რაღაც მომენტში თავს უბედნიერესად ვგრძნობდი.
  როცა მივედით, მაშინვე გადავივლეთ ტანზე, კომფორტულად გამოვეწყვეთ და ოთახში შევედით. მთელი საღამო მაღალ ქუსლებზე სიარულით დაღლილები, პირდაპირ ლოგინზე დავეგდეთ.
-ჰა ახლა, მომიყევი, ნუ მაწამებ.-ნუცა პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა.
-ერთი ბიჭი გავიცანი, დემეტრე...
-ჯაზ.ფესტზე?
-დიახ.-თვალები სასაცილოდ დავახამხამე.
-კარგი, კარგი და სიმპატიურია?
-კი, თან ძალიან, ნაცრისფერი თვალები აქვს და საკაიფო ტუჩები, კოცნას მოგანდომებს.-ქვედა ტუჩზე ვიკბინე.
-აუ, არ მჯერა, რა მაგარია.-სიხარულისგან კივილი დაიწყო, მაგრამ უცებ გაჩუმდა.-კაკი?
-რა კაკი?
-აღარ მოგწონს?
-რამდენი ხანი გავიდა.
-ანუ აღარ?
-არ მგონია, რავიცი, მხოლოდ მეგობრად აღვიქვამ.
-ეჰ, არადა რა იმედებს ვამყარებდი თქვენს წყვილზე.-სასაცილოდ გაიქნია თავი "სინანულით".
  ნუცას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ზედმეტად გაუხარდა. მეც მოუთმენლად ველოდებოდი შეხვედრას. იოანეზე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა, როგორ უნდა მეთქვა, არ ვიცი.
  ნინო სახლში დილის 5 საათისთვის მოვიდა და ჩვენც ლაპარაკით დაღლილებმა ტკბილად დავიძინეთ. როცა მახსენდება, როგორ ვერ ვიძინებდი იოანეს გამო, მიკვირს. არ მჯერა, რომ იმ ადამიანისთვის ვათენებდი ღამეებს, რომელიც ასე უბრალოდ, მეთამაშებოდა. არა, რატომ დავიჯერე? რატომ მივეცი ჩემს თავს იმის უფლება, რომ ოდნავ მაინც ამჩქარებოდა გული ასეთი იდიოტის გამო? ამდენი ხნის მერე შევხვდი და როგორ დასრულდა ყველაფერი? არ მინდა გახსენება...
  გათენდა. დილით ადრე გამეღვიძა, 7 საათისთვის. სამზარეულოში გავედი და ყავა გავიკეთე. ჟაკეტი მოვიცვი და აივანზე გავედი. მოღრუბლული იყო და გრილოდა. ვუყურებდი აღელვებულ ზღვას და თავს უაზროდ ვგრძნობდი.
-რატომ შეიცვალა ასე ძალიან?-ჩავილაპარაკე ჩემთვის და უზომოდ დიდი იმედგაცრუებისგან გულში საშინელმა ტკივილმა გამიარა.
  ცუდი ამინდი იყო, ამიტომ პლიაჟზე აღარ გავსულვართ. სახლში ვიყავით და ნუცასთან ერთად ტანსაცმელს ვარჩევდი საღამოსთვის.
-ეს რომ ჩაიცვა?-ნუცამ შავ მაისურზე მიმითითა.
-არა, მგონი ეს ჯობია, თან უზომოდ მიყვარს.
-აუ, ჰო, ძალიან ლამაზია.
  მოკლედ, გადავწყვიტე. გვერდებამოღებული მოიასამნისფრო გალაქტიკის მაისური, შავი, მოკლე შორტები და კედები ჩავიცვი. თმა ავიწიე.
-აბა, როგორ გამოვიყურები?-ნუცას წინ მოდელივით გავიარე.
-ჩვეულებრივად, ლამაზად, კომფორტულად.-გაიცინა.-მოეწონები.
-ვიცი.-გახარებული ვიყავი.
  8 საათისთვის შერატონთან ვიდექი და დემეტრეს ველოდებოდი.
-რატომ ცივა...-ცუდი ამინდი არ გავითვალისწინე, ზედმეტად თხლად მეცვა.
  ოდნავ კანკალი დავიწყე. ცას ავხეხე. ნებისმიერ დროს შეიძლება გაწვიმებულიყო. უცებ მხრებზე სითბო ვიგრძენი, თავზე ვიღაცის ჟაკეტის კაპიუშონი ჩამომეფარა.
-არ გაცივდე.-მაშინვე ვიცანი იოანეს ხმა.
  როცა ჟაკეტი თავიდან მოვიშორე, ძებნა დავუწყე. დავინახე როგორ მიუყვებოდა ტროტუარს, თავისთვის მშვიდად. ჟაკეტი მოვიცვი და თბილად გამეღიმა. მისი სუნი თავბრუს მხვევდა. თავი ვეღარ შევიკავე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ, უკვე გასაქცევად ვემზადებოდი. მინდოდა მივვარდნოდი და მაგრად ჩავხუტებოდი, მაგრამ ისევ გავიგე ახლადნაცნობი ხმა.
-ბოდიში, დიდხანს გალოდინე?-დემეტრემ თბილად გამიღიმა.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargii magram mee demetrestvis ar memetebaa es gogoo... ioanesiaa da sxva aravisii :D <3
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი elo123

gvanciii kereselidze
Kargii magram mee demetrestvis ar memetebaa es gogoo... ioanesiaa da sxva aravisii :D <3

მართალია.. იოანესია :D

 


კარგიბრა იოანე მინდა მე..აი მაგასთან ერთად იყოს რა არ მინდა დემეტრე
--------------------
romantikosi mwerali

 


№4 სტუმარი N. M

Kargia magram ioanestan ertad iyos

 


№5 სტუმარი Daigruze

Auu ioanesia chveni gogo:D demetre agar minda

 


№6 სტუმარი Uhuu

Auu dzaan momcoons gaagrdzelee gtxooov

 


№7  offline წევრი Supreme

მადლობა დიდი ყველას, ვინც კითხულობთ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent