მიჯაჭვული (XV თავი)
გონს როცა მოვიდა, თავი საოცრად ცუდად იგრძნო. თვალების გახელისას საკმაოდ ნაცნობ ოთახში ამოყო თავი და მიხვდა რომ წესით აქ არ უნდა ყოფილიყო. მიხვდა, რომ ეს ყველაფერი არა საშინელი სიზმარი, არამედ რეალობა იყო და უცებ მკერდის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო. დაუკითხავად გადმოსცვივდა თვალებიდან ცრემლები. მისი ლაშა აღარ იყო, მისი ბიჭი, მისი ნავთსაყუდელი, რომელიც ზღვის ტალღების მსგავსად სულიერი სიმშვიდის მომტანი იყო მისთვის. ეტკინა? არა, ეს ტკივილზე ბევრად მეტი იყო. ამას სასოწარკვეთაც აღარ ერქვა. ყველაფერი დაკარგა. ახლა ვინ ჩაეხუტებოდა ასე ძლიერ და გაყინულ ძვლებსა და მასთან ერთად გაყინულ სულს გაუთბობდა? ვინ მოგვრიდა შვებას? ვინ აკოცებდა ისეთი გრძნობითა და ვნებით? ვინ გაუღმებდა მის მსგავსად? ყველა კითხვაზე პასუხი ერთი იყო არავინ. თუმცა ყველაზე საშინელი კი ის ფაქტი იყო, რომ ლაშა იმ ადამიანმა წაართვა, რომელიც ერთი პერიოდის განმვლობაში მისთვის უძვირფასესი იყო, მისი კეპრი, მისი მამა, რომელსაც ბავშვობაში აღმერთებდა და რა მოხდა? ერთმა სიყვარულმა მეორე წაართვა და გასწირა სამუდამო ტანჯვისთვის. თუმცა რა გიკვირთ. ცხოვრება ხომ ასეთია. ისეთ სიმწარეს განახებთ, რომ მისი ამოშლა ცნობიერებიდან შეუძლებელი იქნება. მისავათებულმა წმამოწია თავი საწოლიდან და ჩახლეჩილი ხმით ნანუს დაუძახა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... და როდესაც მის ძახილზე არანაირი რეაქცია არ იყო, წამოდგა და ნელი ნაბიჯით წავიდა სამზარეულოსაკენ. ნანუ იქაც ვერ იპოვა და ვერც მთელს სახლში. ბოლოს გადაწყვიტა კაბინეტის კარიც შეეღო და იქ შესვლისთანავე გამომეტყველება წამიერად შეეცვალა. სახეზე საოცარი ზიზღი აესახა. -ოჰ, გაუღვიძია ქალბატონს! -... -რა იყო, ჩემს დანახვაზე ენა ჩაგივარდა?! -... -თუ იმ ნაბიჭვარს გლოვობ? -... -როდემდე იქნები ასე?!- იღრიალა მთელს ხმაზე. -მეზიზღები. - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა თქვა, რომელიც იმ წამს მასში გაბატონებულ ყველაზე დიდ გრძნობას ასახავდა და კაბინეტი ხმაურიანად, კარის მთელი ძალით მიჯახუნებით დატოვა. მამაკაცი მიწყვეტით ჩაეშვა სავარძელში და ღრმად ამოისუნთქა. რამოდენიმე წამის შემდეგ კი ჩუმად ამოილაპარაკა. -შენ მაიძულე ამის გაკეთება... შენ. იმ დღეს სალომე ოთახიდან არ გამოსულა, არც მომდევნო დღეს, და არც შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში. იჯდა ფანჯრის რაფაზე და ჩამავალ მზეს გაჰყურებდა საღამოობით. დღისით კი განუწყვეტლივ ტიროდა. ერთი კვირის თავზე მისი ოთახის კარები ნანუმ შემოაღო და ატირებული გოგონა გულში ჩაიკრა. -რა მოხდა ჩემო გოგონა? დამშვიდდი, ნუ ტირი. შალვამ მითხრა რომ სახლში დაბრუნდი და საოცრად გამიხარდა. მაშინვე წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ თვიანი შვებულება ავიღე. რა გამაჩერებდა სხვაგან. როდესაც გავიგე, რომ ჩემი გოგო დაბრუნდა? სალომე კი კვლავ განუწყვეტლივ ტიროდა თავის ძიძაზე სუროსავით შეოხვეული. -სალომე, მომისმინე. - თავი მაღლა ააწევინა და ცრემლიანი სახე შეუმშრალა. - არავინ არ ღრს შენს ცრემლებად. შალვასგან გავიგე, რომ იმ ბიჭს მიუტოვებიხარ. ასეთები არ იმსახურებენ შენს ცრემლებს. -შალვამ ასე გითხრა?! - გაოგნებულმა წამოყო თავი სალომემ. -კი შვილო, ყველაფერი მომიყვა. როგორ გიპოვა ერთ პატარა ბინაში მარტო, მხოლოდ შენი თავის ანაბარა. მითხრა განადგურებული იყოო და მხოლოდ შენ შეგიძლია მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანაო. ის ბიჭი კი.. -არ გაბედოთ მასზე საუბარი!... - მთელი ხმით იღრიალა სალომემ. - არცერთმა არ გაბედოთ ლაშაზე საუბარი! ახლა კი გადი ჩემი ოთახიდან! -სალომე, ჩემო გოგო, ვეღარ გცნობ... - ცრემლები წამოუვიდა ნანუს. -რამდენჯერ უნდა გავიმეორო, გადი! ნანუმ უხმოდ დატოვა ოთახი. სალომე კი კარგა ხანს შეჰყურებდა კარს და სინანულს გრძნობდა, რადგან ერთადერთ ადამიანს აწყენინა, რომელსაც მასზე გული მართლა შესტკიოდა. მაგრამ ლაშაზე ცუდის თქმის უფლებას ვერავის ვერ მისცემდა. დღეები ნელა მიიზლაზნებოდა, სალომე კი სულ ოთახშ იყო გამოკეტილი. მთელი ამ დრიოს განმავლობაში მხოლოდ წყალს თუ დალევდა. საჭმელს პირს არ აკარებდა. არც ჰქონდა სურვილი. საოცრად გახდა და ჩამოხმა. ნანუ გაგიჟებული იყო მისი მდგომარეობით და ვერაფერს შველოდა. ერთი დადებითი მხარე ამ ყველაფერს ის ჰქონდა, რომ შალვას ვერ ნახულობდა. მამაკაცი ისე წავიდოდა სახლიდან და მოვიდოდა, სალომეს ერთხელაც არ ნახავდა. თითქოს არც კი არსებობდაო. ერთხელაც მორიგი წარუმატებელი ბრძოლის მოლოდინში მყოფი ნანუ ( ბრძოლა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ გოგონას როგორმე საკვები მიეღო) ოთახში შევიდა და მაშინვე გაისმა მისი შემზარავი კივილის ხმა. სალომე უგონოდ ეგდო იატაკზე. მაშინვე სასწრაფოს და შალვას დაურეკა. ორივე მალევე გაჩნდა სახლში. გონს რომ მოვიდა, ვერ გაიაზრა სად იმყოფებოდა. შემდეგ კი წვეთოვანის დანახვისას, რომელიც მის ხელზე იყო მორგებული, გაიაზრა, რომ საავადმყოფოში იმყოფებოდა. თავზე კი ნანუ ადგა. მოშორებით კუთხეში შალვა იდგა. -აქ რა მინდა? -ძლივს ამოიხავლა. -გონება დაკარგე ჩემო გოგონა. რამდენჯერ გითხარი რომ საჭმელი გეჭამა. ასე როგორ შეიძლება?! აი შედეგიც სახეზეა. ამიერიდან ხელიდან ვეღარ დამისხლტები და აღარც შეგეშვები. - საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართა და თითიც დაუქნია. სალომეს კი ასეთი ნანუს დანახვაზე გაეცინა და ბავშვობა გაახსენდა. „მაშინაც სწორედ ასე მიბრაზდებოდა“. ამასობაში პალატის კარი გაიღო და თეთრ ხალათში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი შემოვიდა. -აბა, როგორ არის ჩვენი პაციენტი. თავბრუ ხომ არ გეხვევა? -არა ექიმო, ყველაფერი კარგადაა. -კარგია, თუ ყველაფერი კარგადაა. თქვენს მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლება და პირველ რიგში კარგად უნდა იკვებოთ. -რა მდგომარეობაში? - ანერვიულებულმა იკითხა გოგონამ. - გილოცავთ. თქვენ სამი კვირის ორსული ხართ. ვიტამინებს გამოგიწერთ, რომელიც უნდა მიიღოთ. გინეკოლოგთან გაგგზავნით და აღრიცხვაზე აგიყვანთ. სალომე გაოცებული უსმენდა ექიმს და ვერ იჯერებდა, რომ მასში ახალი სიციცხლე ზრდებოდა, მისი და ლაშას შვილი. ასეთი ტანჯვის შემდეგ ამაზე კარგი რა საჩუქარი უნდა გამოეგზავნა ღმერთს მისთვის. გადახედა ნანუს გაოცებულ და შალვას შეშფოთებულ სახეებს და სახე ღიმილისგან გაებადრა. -ეს ბავშვი არ გაჩნდება. - დიდი ხნის დუმილის შემდეგ როგორც იქნა ამოთქვა მისაღებში, დივანზე მჯდომმა შალვამ. -გაჩნდება. -მაშინ ამ სახლიდან წახვალ. -წავალ. მაშინვე წამოდგა და თავის ოთახს მიაშურა. ყველაზე საჭირო ნივთებისა და საბუთების ჩალაგება დაიწყო ერთ ჩანთაში. როდესაც დაამთავრა კარი გაიღო და ატირებული ნანუ შემოვიდა. სალომე მაგრად ჩაიკრა გულში. -გახსოვდეს ჩემო გოგონა, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები რაც არ უნდა მოხდეს. ყოველთვის შეგიძლია დამიკავშირდე და დახმარება მთხოვო. ძალიან მიყვარხარ. რას არ გავიღებდი, ოღონდ ეს ყველაფერი არ გადაგეტანა. -მეც ძალიან მიყვარხარ. - სალომეც მოეხვია ატირებულ ნანუს და თვითონაც გადმოსცვივდა ცრემლები. -სად უნდა წახვიდე? სად უნდა იცხოვრო? -არ ვიცი, ალბათ ანას ვთხოვ ცოტა ხნით შემიფაროს. შემდეგ სამუშაოს ვიშოვი. მოკლედ რამეს მოვახერხებ. -კარგი ჩემო გოგონა. ოღონდ იცოდე ყოველდღე უნდა დამიკავშირდე. -კარგი ნანუ. - კიდევ ერთხელ გადაეხვია ძიძას და აცრემლებული ოთახში მარტო დატოვა. კიბეებს ნელა ჩაუყვა და ახლა მისაღებ ოთახში ვისკის ჭიქით ხელში უჟმური სახით მჯდომარე შალვას ზიზღით სავსე მზერა ესროლა და სახლი დატოვა. ტელეფონი ამოიღო და ანას ნომერი აკრიფა. ზუმერის შემდეგ მალევე გაისმა მისი ერთადერთი მეგობრის ხმა. -ანა. როგორ ხარ? -სალომე, ღმერთო გოგო. შენზე როგორ ვნერვიულობდი. სად დაიკარგე? -დავბრუნდი ანა. შეიძლება რამოდენიმე დღ შენთან დავრჩე? -საწყლად ამოიკნავლა სალომემ. -ღმერთო ჩემო რა ხმა გაქვს. როგორ არა, სასწრაფოდ მოდი. გელოდები. რამოდენიმე წუთის შემდეგ ორივე სამზარეულოში იჯდა. ანა გაოცებული უსმენდა სალომეს თავგადასავალს. დროდადრო კი გაოცებისგან წამოძახილებს ჰქონდა ადგილი. -რამდენი რამე გადაგიტანია. - ბოლოს ცრემლმორეულმა ამოიტირა და მეგობარს ძლიერ მოეხვია. რამდენი ხანიც გინდა დარჩი. შენ და შენს პატარასაც შევეცდები კარგი მასპინძლობა გავუწიო. დედაჩემი საზღვარგერეთ გაემგზავრა სამუშაოდ და სახლში მარტო დავრჩი . ძალიან ნერვიულობდა. ახლა აღარ ექნება სანერვიულო, იმიტომ, რომ შენც ჩემთან იქნები. ღმერთო როგორ მიხარია. -ამ ვალს ვერასოდეს გადაგიხდი. -რას ამბობ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ ამაზე არ იფიქრო. -ხვალიდან სამუშაოს ძებნა უნდა დავიწყო. -და სწავლა? ამდენი ხანი რისთვის ეწვალებოდი? არც იფიქრო რომ თავის დანებების უფლებას მოგცემ. პროფესია ხომ უნდა გქონდეს. მომავალში განვითარების შესაძლებლობა ხომ უნდა გქონდეს? რამოდენიმე დღეში სწავლა იწყება. ერთ უნივერსიტეტში მოვხვდით და ამიტომ ერთად წავალთ. რას შეეხება სამუშაოს, მეც უნდა დავიწყო. შენ კი ასეთ მდგომარეობაში არც კი იფიქრო, რომ ამის ნებს მოგცემ. -კი მაგრამ ანა, ასე არ შემიძლია. ისედაც გაწუხებ, შენს სახლში ჩავსახლდი გაურკვეველი დროით და შენს კმაყოფაზე ვიყო? არა, ეს გამორიცხულია. მეც ვიწყებ მუშაობას. -კარგი, ვიცი როგორი ჯიუტიც ხარ. რამე რომ ჩაიფიქრო ვეღარავინ გადაგათქმევინებს. ოღონდ გაფრთხილებ. არ მოგცემ მძიმე სამუშაოს დაწყების უფლებას, რაც შენი და ჩემი მომავალი ნათლულის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. შევთანხმდით? -შევთანხმდით. - გაუღიმა სალომემ მეგობარს და ძლიერად გადაეხვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.