შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამო არაფერია (თავი 4)


15-08-2016, 02:46
ავტორი Angel Girl
ნანახია 1 510

ეს დღეც დადგა, არვიცი სიხარულის თუ სიმწრის ცრემლები დავღვარო. რადგანაც ორივეს მიზეზი მაქვს. 1 ოქტომერი დღე რომელიც მაბედნიერებს და რომელიც მამწუხრებს, თან მაიძულებს რომ ვიყო ბედნიერი, თან კი უნდა რომ ვიტირო. არასდროს ვყოფილვარ ესეთ მდგომარეობაში. ჯერ კიდევ მესიზმრება მისი თვალები რომელშიც ვიკარგები, აი ის თვალები რომელშიც კარგად ვხედავ ათამაშებულ ჭინკებს. მაგრამ ახლა არა, ახლა მისი თვალები სულ სხვა გრძნობას გადმომცემს, სევდას, თუმცა ამასთან ერთად სიყვარულს. რაც არ უნდა გაბრაზებული, ნაწყენი, და თუნდაც სიხარულით სავსე თვალები ჰქონდეს, მასში ყოველთვის ვამჩნევ სიყვარულს, რომელიც მათბობს და იმის საშუალებასაც კი არ მაძლევს რომ მასზე გავბრაზდე. მისი თლილი თითებით ჩემ ლოყას ეხება, აი იმ ადგილას სადაც ლოყა მეჩხვლიტება. მიყვარს როდესაც ამ ადგილს ეხება, იმისდა მიუხედავად რომ ყოველთვის ვწითლდები. მეორე ხელი წელზე აქვს შემოხვეული და ელოდება როდის დავდნები მის მკლავებში, დიახ ეს უნდა რომ გამაგიჯოს ისედაც არ ვგავარ ადამიანს ამ ბოლო დროს. კოცნის მოლოდინში თვალებს ვხუჭავ, ხოლო როდესაც ვახელ ის აღარ არის, ხან აქეთ ვიხედები ხან იქით, არსად არის. შემდეგ კი ვგრძნობ თუ როგორ მკოცნის ვიღაც შუბლზე, ვგრძნობ თუმცა ვერავის ვხედავ. უცბად მეღვიძება და ოთახში არავინაა, სწრაფადვე ვდგები და გარემოს ვათვალიერებ. გასვლას ვაპირებ როდესაც მის სუნამოს ვგრძნობ რომელზეც მაკანკალებს. ვხვდები რომ ის იყო, აქ იყო. თუმცა ფიქრს ვინ გაცდის, ისევ როგორ იცის ქოთქოთით შემოდის ჩემი და ოთახში. ისევ ნერვიულობს, ხან რა ახსენდება სანერვიულოდ ხარ რა ბოლოს რომ ვიღლები ხელში ვწვდები და ლოგინზე ძალით ვაჯენ.
-სესსს მომისმინე. დღეს შენი ქორწილის დღეა, ტყუილად ნერვიუობ, ყველაფერი კარგად იქნება აი დამიჯერე. ტყუილად იშლი ნერვებს წვრილმანებზე, არაფერი დაშავდება თუ შენი კლასელი რომელიც ექვსი წელი არ გინახია ვერ მოვა რადგან გერმანიაშია, არაფერი დაშავდება თუ სკამები მორთალ მოკაზმული არ იქნება, და მითუმეტეს არაფერი მოხდება თუ ანდრია არ მოვა, სხვა დროს გაგიმართლებს. - ბოლოს მაინც წავკბინე და რომ გამოექანა კინაღამ გული გამისკდა, მეორე სართული რომ შემოვირბნეთ, ქვემოთ გადავწყვიტე ჩასვლა როდესაც დედა დავინახეთ კიბეებიდან ამოსული ალმაცერად რომ გვიყურებდა მაშინ გავჩერდით. არ შევიმჩნიე და სესის ხელი გადავდე:
-ხოდა არ უნდა ინერვიულო. - ისეთი როჯა დავკერე თითქოს ორი წუთის წინ მე არ შემოვირბინე მთელი სართული.
-ხო მართალი ხარ მარიამ. - ჩემი დაც ამყვა და თითქოსდა ეხლა დავნახეთ დედა
-დედა როდის ამოხვედი? არდაგვინახიხარ. დილამშვიდობისა. - მაგრად მოვეხვიე
-ნეტა როდის გეშველებათ ან ერთს ან მეორეს. მემეგონა პირველი დაჭკვიანდა ბოლოსდაბოლოს თხოვდება მეთქი მარა... - ხელი ჩაიქნია და ოთახში შევიდა. მედა სესიმ ერთმანეთს გადავხედეთ და ბოლო ხმაზე ავხარხარდით. ის იყო დავწყნარდი, სესილიმ რომ გამომხედა მზერით „ ნუ გიხარია ის არ დამვიწყებიაო“ ხო გავიქეცი. იმას ხო ვერ ჩამოიცილებ რა ჩემზე სწრაფად დარბის. ბოლოს სამზარეულოში შევაფარე თავი კარი უცბად გადავკეტე, თვალები დავხუჭე, რომ ამოვისუნთქე ხო დამემართა ინფარქტი:
-მარიამ.
-ვაიმე მამა გული გამისკდა.
-ოჰ მე ბოდიში. და რას კეტავ მაგ კარებს მაინც შემოვა დედამისთან ერთად ხოიცი.
-ხო ისე ეგ დამავიწყდა. რა ჭირი ვქნა ახლა მომკლავს ის დასაწვავი. ან ქორწილი არ აქვს დღეს მე რას დამსდევს.
-შენი ამბავი რო ვიცი ისე წაკბენდი დაავიწყდებოდა ქორწილი აბა რა იქნებოდა.
-კარგი რა მამა ეგეთიც არ ვარ ეხლა აჭარბებ.
-მე ვაჭარბებ? აბა ის ვინ იყო... - რომ დაიწყო ჩემი ცოდვების გახსენება ხომარ დაამთავრა, ან ყველაფერი რანაირად ახსოვს ამ კაცს. გეუბნებით ასაკი არაფერს შველის მეთქი. ბოლოს ვიფიქრე მეთქი ამდენი ხანი არ იქნება სესო მომზადებას დაიწყებსთქო. გავაღე კარი, გავიხედე იქეთ, გამოვიხედე აქეთ და ხომ მოცკვი ადგილზე. ვაიმე ეს ბავშვი გადამრევს.
-სესილი ჯაჭვლიანო შენი ქორწილის დღე არიყოს კარგად იცის რასაც გიზამდი. - გაბრაზებული და გაწუწული ავქანდი ოთახში, მაინც ვერ გადავაჩვიე ეს წუწაობა ამხელა გოგოს. კიარ ესმის რომ გააბრაზო შუა იანვარშიც იგივეს გააკეთებს. აბაზანაში გავექანე, უცბად გადავივლე. თავი მოვიწესრიგე. და გავექანე ჩემ დასთან:
-კარგია უკვე თუ ჩაიცვი, ეხლავე გავედით, ჯერ სალონში დაგტოვებ გაიკეთე იქ ყველანაირ პროცედურას, და აარჩევ იმედია როგორ გინდა თმები, მე კი მანამდე ჩემთვის კაბას ავარჩევ. და რამე მაღალქუსლიანი მათხოვე მერე.
-კარგი მაგრამ ვერანაირად ვერ წარმომიდგენიხარ მაღალქუსლიანით, კაბით და თან მაკიაჟიტ. - ალბათ კდევ გააგრძელებდა ჩემზე ნერვების მოშლას, ხელი რომ არ დამევლო და მანქანაში რომ არ ჩამეგდო. ბოლოს მივაღწიე სალონს დავტოვე და გადავრეკე :
-თათ. სად ხარ?
-სახლში შენ?
-მანქანით ვარ, გოგო გამოგივლი და კაბა ამარჩევინე რა
-შენ და კაბა?
-თათა.
-კარგი მიდი. რომ მოხვალ მომწერე ჩამოვალ.
გავუთიშე, მივდიოდი და ვფიქრობდი, ვერაფრით ვაღწევდი თავს ამ ფიქრებს, რომელიც გულს მიღრღნის. გაუაზრებლად რომ მოვედი თათას სახლთან უცბად მივწერე. ისიც ჩამობრძანდა და ჩაჯდა.
-წავედით?
-წავედით. - ვაიმე რომ დაიწყო და რომ შემოიარა ყველა მაღაზია, ყველგან მიმათრევდა. მაგრამ მაინც არ მომწონდა არცერთი კაბა. ვერვიტანდი კაბებს, ბევრი ბოდიალის შემდეგ ძლივს ამარჩევინა. მართლაც მომეწონა, თან ზუსტად ჩემთვის იყო. ღია ცისფერი ფერის, მუხლს აცდენილი და ზურგი ლამაზად ამოღებული. რომ ვიყიდეთ „კლატშიც“ მივაყოლეთ. და დავადექით თათას სახლის გზას. მანქანაში ხმა არ ამომიღია, სულ მასზე ვფიქრობიდ ხოლო თათა რას ლაპარაკობდა არც კი მესმოდა, ბოლოს ყურადღეა რომ არ მივაქციე, შემანჯღია.
-ჰეი აქ ხარ?
-კი. უბრალოდ ჩავფიქრდი.
-ისევ მასზ ფიქრობ?
- ....
-დღეს მიდის?
- არმინდა თათ ამაზე ლაპარაკი.
-კარგი როგორც გინდა. - მითხრა და მივედით კიდეც.
-კარგად მარიამ, გნახავ ქორწილში.
-აჰამმ. - დავემშბიდობე და გავედი სალონში. ჩემი და თმას იკეთებდა რომ ჩამოვჯექი.
-აარჩიე კაბა?
-კი სახლში გაჩვენებ.
-შენ არ იკეთებ თმას?
-არა.
-აუ მიდი რა ძაან სადად გაგიკეთებ შენ რომ გიყვარს.
-კარგი შენი ხათრით. - ბოლოს იმდენი ქნა მაკიაჟიც გამაკეთებინა. სახლში რომ მივედით, ორივემ ჩვენ ჩვენ ოთახებში შევვარდით. მე ჩემი კაბა ჩავიცვი, და მის ოთახში შევედი:
-სესსს ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მომე რა დღეს რომ გეუბნებოდი.
-მიდი აიღე კარადაში დევს ქვემოთ. - ისე მიპასუხა არც შემობრუნებულა. უვბად მოვიზომე და სესის დავუდექი წინ. საოცრად ლამაზი იყო, ყოველთვის ავღნიშნავდი მის სილამაზეს თუმცა ესეთს პირველად ვხედავდი. მისი გრძელი სადედოფლო კაბა ძალზედ ამშვენებდა.
-ულამაზესი ხარ დაიკო. - გადავეხვი
-შენც ჩემო ლამაზო. - ამ დროს დედა შემოვიდა ორივე ესე რომ დაგვინახა კინაღამ აეტირა. ისიც უკვე გამოწყობილი იყო. ორივეს მოგვეხვია და ბევრი გაფრთხილების მიუხედავად მაინც ატირდა.
-დე არიტირო რა.
-დე არიტირო. - ორივე ვეხვეოდით და ვამხნევებდით. ბოლოს რომ დამშვიდდა მაკიაჟი გაისწორა და ჩავიდა. მე ჩემ ოთახში დავბრუნდი და სარკეში ჩემ ანარეკლს ვუყურებდი, თითქოსდა ვერ ვიცანი ჩემი თავი. სულ სხვა ვიყავი, კაბაში და მაკიაჟით. გავიღიმე და ქვემოთ ჩავედი.მამამ რომ შემომხედა ჯერ მის თვალებში გაოცება შევნიშენე, თუმცა ბოლოს მაინც გამიღიმა და მომეხვია. სესის ველოდებოდით ის კი იგვიენბდა როგორც ყოველთვის და ანერვიულებულ მამას ვუმზერდი, ძლივს ვიკავებდი სიცილს. ბოლოს ისიც ჩამოვიდა. ყველანი ჩავჯექით მანქანაში და დავადექით გზას. მალევე მივედით ეკლესიაში, ჯერ დედა და მამა შევიდა, შემდეგ მე დავიკავე ჩემი ადგილი, თუმცა მაინც ვგრძნობდი ბევრის გაოცებულ, გაღიმებულ და ბოღმიან მზერას. რათქმუნდა არ შევიმჩნიე და ანდრიას გავხედე. საშინლად ნერვიულობდა. პირველად ვნახე ესეთი ანერვიულებული. ხან იქეთ იხედებოდა ხან აქეთ. ბოლოს ჩემი დაც გამოჩნდა ყვავილებით ხელში, გაღიმებული. დედოფალივით მოდიოდა და ყველანაირი ბედნიერება მას მოყვებოდა. მაშინ უდა გენახათ ანდრიას სახე, აი ამაზე კი მაინც ჩამეცინა. ჯვარი რომ დაიწეეს რეტორანში გადავინაცვლეთ, ვმხიარულობდით, ვიცინოდი სხვასაც ვაცინებდი როგორც ვიცოდი ჩემ ამპულაში ვიყავი. წამიერად თითქოსდა დამავიწყა თუმცა როგორც კი თვალი მოვკარი ისევ გამცრა ტანში, ისევ დამიარა ჟრუანტელმა, ისევ ამიფორიაქა და ამიჩქარა გული როგორც იცოდა. მის მზერას ვგრძნობდი, თუმცა სპეციალურად არ ვიხედებოდი, არ მინდოდა მისი დანახვა. თუმცა გატყუებთ განა დადგება ის დრო როცა მისი დანახვა არ მომინდება? არა. არასდროს. ყოველთვის მომინდება მის თვალებში ჩაძირვა, მის მკლავებში დადნობა, და იმის თქმა თუ როგორ მიყვარს. ვიცი რომ უნდა წავიდეს, მაგრამ ის მაინც ეგოისტურად მიყვარს, მიყვარს და მეშინია, მეშინია რომ დამივიწყებს, რომ აღარ ვეყვარები, რომ სხვას შეიყვარებს, ეს შიში კი მკლავს. იმის გაფიქრებაზეც კი ცუდად ვხვდები რომ ამდენი ხანი ვერ ვნახავ. ჩაფიქრებული ხელზე ვგრძნობ შეხებას, და ვინ იქნება ის თუარა ალექსანდრე კანდელაკი რომლის შეხებაც მწვავს.
-ვიცეკვოთ? - თავს ვუქნევ და მივყვები. ჩემს ხელს მის ხელში მალავს ხოლო მეორეთი წელზე მეხვევა. მის სუნთქვას პირთან ვგრძნობ, თავი ჩახრილი მაქვს, ტირილი მინდება, თუმცა არა. არ გავტყდები, ძლიერი უნდა ვიყო, არმივცემ ჩემს თავს ტირილის უფლებას. ლამაზი მელოდია ჟღერს, აი ისეთი ჩვენ რომ გვიყვარს, დიახ ჩვენ მე და ალექს. ვგრძნობ როგორ მიყურებს და როგორ მეფერება, თითქოსდა ახლოს თუმცა ამავე დროს შორს. ხელს ნიკაპზე მადებს და თავს მაწევინებს. შემდეგ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს და ხმას არ ვცემთ. იქნებდა გვეშინია, დიახ გვეშინია რამის თქმის, გვეშინია რომ თითოეული ჩვენი სიტყვა გულს გვატკენს, ან აგვატირებს. ალბათ ამიტომაც არ ვიღებთ ხმას და ამითაც კი ვანადგურებთ ერთმანეთს. ბოლოს უხერხულ სიჩუმეს როგორც ყოველთვის მე ვაღვევ.
-ბარგი ჩაალაგე?
-კი
-რომელზე მიფრინავ?
-ორ საათში. - ამ სიტყვების გაგონებისას, ფეხები მეკვეთება, მათ ვერ ვგრძნობ, თუმცა მაინც ვაიძულებ საკუთარ თავს რომ არ ჭავიქცე, არ დავანახო მას ჩემი ცრემლები. რადგანაც ვიცი რომ გადაიფიქრებს, და აღარ წავა. მაგრამ არ მინდა, არ მინდა რომ ჩემს გამო დარჩეს, თუმცა ვხვდები რომ გულის სიღრმეში მაინც ეგოისტად ვრჩები. ორივე ხელს ყელზე ვხვევ და მის ყელში ვიმალები, ორივე მელოდიას ვყვებით, არცერთს გვინდა რომ ეს დასრულდეს, ვგრძნობ თუ რამდენად არ უნდა ჩემი დატოვება. თუმცა მელოდია მალევე მთავრდეა და მეც ვტოვებ საცეკვაო მოედანს. აივანზე გავდივარ და ხარბად ვისრუტავს ჰაერს. უცბად და ვიწმინდავ მაინც ვერ შეჩერებულ ცრემლებს და უკვე ვგრძნობ მის ხელებს ჩემ წელზე. უცბად მაბრუნებს და მიყურებს.
-მარიამ
-გთხოვ, არაფერი თქვა უბრალოდ ჩამეხუტე. - უცბად მხვევს ხელებს და როგორც ყოველთვის მის მკლავებში მეტირება. ვქვითინებ, აი თურმე რა მჭირდებოდა რომ ცოტა ტკივილი მაინც გასულიყო. ხელებს უფრო მაგრად მხვევს და გაშვების ეშინია.
-მიყვარხარ. და ყოველთვის მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს ეს დაიმახსოვრე. - ამასღა ამბობს და ისევ ვგრძნობ მის ბაგეებს. კოცნაში ვყვები და ხელს თმაში ვუცურებ. ბოლოს ბოლოს ხელებს ვუშვებ და გავრბივარ. იქედან მივდივარ თუმცა არც კი ვიცი სად. მანქანაში ვჯდები და მანქანას მთელი სისწრაფით მივაქანებ. არ ვიცი სად მივდივარ უბრალოდ ტირილი მინდა, უბრალოდ მინდა რომ ტკივილი აღარ ვიგრძნო ან პირიქით. არვიცი ამქვეყნად არაფერი ვიცი იმის გარდა რომ ის მიყვარს. ვერაფერზე ვფიქრობ. ტირილით თავს რომ ვიჯერებ, ვხედავ უკვე რომ ქალაქიდან გასული ვარ. საათს ვუყურებ, სულ ცოტა დრო მრჩება, ვიცი უნდა ვნახო, არ მიყვარს გამომშვიდობება, თუმცა ეს მისთვის უნდა გავაკეთო, ესჩემთვის უნდა გავაკეთო. მანქანას ვაბრუნებ და აეროპორტში მივექანები. მთელი სისწრაფით, რამოდენიმე წუთი რჩება, არა უნდა მივასწრო, უნდა ვუთხრა რომ დაველოდები და მიყვარს, ეს უნდა ვუთხრა. თუმცა რაღაც ტკივილს ვგრძნობ და ყველაფერი ნისლში ირევა....



№1 სტუმარი კნოპკა

Auuuechveli dade shemdegi tavi dzaanmainterese s ramoxdrba

 


№2  offline წევრი (((end)))

ავარიაში მოყვა და ეტლს მიეჯაჭვება recourse

 


№3  offline წევრი yviteli minioni

მაგარია !! ♥

 


№4  offline წევრი lanukk

საინტერესოა, გააგრძელეე love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent