შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (მეათე თავი)


15-08-2016, 09:02
ავტორი kaxelii
ნანახია 3 173

*******10*******
ბავშვებთან აღარ დავბრუნებულვართ, ჩვენ ჩვენთვის დავდიოდით.
-ეე ჩემია ეს!- ვიყვირე როცა შევამჩნიე რომ ბამბის ნაყინს მპარავდა და ზურგს უკან დავმალე.
- ვიცი. -უდარდელად მიპასუხა.
-მერე რატო მიჭამ?
-ეგ ბამბის ნაყინი შენია ესეიგი ჩემი ცოლის და თუ ჩემი ცოლისაა ესეიგი ჩემიცაა.
-კი აბა.
-აუ მაჭამე რაა არ გეცოდები? -ისეთი საცოდავი თვალებით შემომხედა გული დამეწვა, მაგრამ ვიცოდი ეს უბრალოდ ნაყინის გამო რომ იყო.
-აჰა ჭამე - ნაყინი მისკენ გავწიე და სანამ ხელს წაავლებდა უკანმოუხედავად გავიქეცი. - ჭამე აბა. -სიცილით მოვაძახე ერთ ადგილზე გაშეშებულ გიოს.
-დაგიჭერ გვანციი და შენც შეგჭამ და ნაყინსაც დაგაყოლებ. - უცებ მოწყდა ადგილიდან და გამომეკიდა. ცოტა ხანს მომდევდა და მალევე დამიჭირა. - ხომ გითხარი დაგიჭერ და შეგჭამთ-მეთქი! -უკნიდან მუცელზე შემომხვია ერთი ხელი მეორეთ თავი მისკენ მიმატრიალებინა და ტუჩებზე დამეწაფა. უცებ ხელიდან ბამბის ნაყინი წამართვა და მართლა შემიჭამა.
-აუუ რა საზიზღარი ხარ.- ვითომ ძალიან მინდოდა და შემიჭამა. არადა ისეთი ტკბილი იყო ვეღარ ვჭამდი, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა თავი დამნაშავეთ ეგრძნო. თავი ისე დავიჭირე თითქოს მეტირებოდა. ამან გაამრათლა.
-კაი რაა თუ ასე გეწყინებოდა არ ვიცოდი. წამო ახალს გიყიდი უფრო დიდს. - თავზე ხელი გადაისვა და დამნაშავის თვალებით შემომხედა. -მაპატიე რაა.
- კარგი რა იყო გეხუმრე. -გავუცინე. ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე მაგრამ რატომღაც მომინდა რომ მეკოცნა. მანაც ხელები შემომხვია და ყურთან ახლოს მითხრა.- წამო მანქანებზე დავსხდეთ.
-კაი წამო. -გამიხარდა რადგან ძალიან მიყვარდა ეს ატრაქციონი.
ორი ბილეთი აიღო და ჩვენ რიგს დაველოდეთ. როგორც ყოველთვის უამრავი ხალხი იყო და ერთმანეთზე აკრულები ვიდექით. როგორც იქნა შიგნით შევაღწიეთ. სულ მე მეჯახებოდა. სულ თან დამდევდა. მეც იგივეს ვაკეთებდი და ძალიან კარგად ვერთობოდით. სამჯერ კიდევ დავსხედით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით. ისეთ ხასიათზე დავდექით მთელ პარკში ისმოდა მგონი ჩვენი ხითხითი.
ნაყინები ვიყიდეთ და სულ ერთმანეთს წავუსვით. სულ ნაყინიანები ვიყავით.
-მოიცა. -უცებ გამაჩერა და ტუჩის კუთხეზე მაკოცა. - გაკვირვებული თვალებით ვუყურებდი. არ მოველოდი მართლა.
-ნაყინი გესვა - მხრები აიჩეჩა და ხელი გადამხვია. ესე ვსეირნობდით კარგა ხანს, სანამ გიოს ტელეფონი არ ახმაურდა.
-რა გინდა - გაღიზიანებულმა ჩასძახა და სახე მოეღრიცა.
-.......
- არ მაცადოთ რაა.
-.......
- კარგი ხოო. ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა. - სანდრო იყო . წამოდით შესასვლელში გელოდებითო.
სიცილით მივედით ბავშვებამდე. ძალიან გამიკვირდა სანდრომ მწარე კომენტარი რომ არ გაგვიკეთა მაგრამ....
პარკთან ახლოს პიკნიკის მოწყობა გვქონდა გადაწყეტილი და ასეც მოვიქეცით. მე და ლიკამ პატარა სუფრა გავშალეთ. ბიჭებმა კოცონი დაანთეს და მწვადი შეწვეს. სახლიდანაც გვქონდა წამოღებული რაღაცეები.
მოკლედ კარგად ვიმხიარულეთ. საღამოს კი სახლში მისულებს გემრიელად დაგვეძინა.
.....
დილით როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა. ყველას ეძინა. საჭმლის გაკეთება გადავწყვიტე მაგრამ მაცივარში არანაირი პროდუქტი არ იყო. გარეთ გავედი იმის იმედით რომ სადმე ახლო-მახლო მარკეტი იქნებოდა. კარგა ხანს ვიწანწალე და როგორც იქნა მივაგენი. საჭირო პროდუქტები ვიყიდე და უკან დავბრუნდი. სახლში რომ შევედი გაგიჟებული გიო დამხვდა.
- გვანცი სად ხარ გოგო იცი როგორ ვინერვიულე - მეხუტებოდა და თავზე ხელს მისვამდა .
-მარკეტში ვიყავი პროდუქტის ამოსატანად. - დამნაშავესავით ამოვიბუტბუტე - მაპატიე რა - ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. დამნაშავედ ვიგრძენი თავი რომ ვანერვიულე. ხომ შემეძლო სხვა თუ არაფერი წერილი დამეტოვებინა.
-კარგი არაუშავრს პატარავ. უბრალოდ ძალიან ვინერვიულე. შენ რომ რამე დაგმართნოდა.- პარკები ხელიდან გამომართვა და სამზარეულოში შმატანინა. მაგიდას ხელებით დაეყრდნო და გამიღიმა.
- რის მომზადებას აპირებ?
- რამოდენიმე სალათის და კარკადეს ჩაის.
- დაგეხმარები კარგი? თვალები დამებრიცა, არ მოველოდი თუ ამას შემომთავაზებდა. -რა იყო გიკვირს არა? შენ ჯერ არ იცი რა კარრგი ქმარი გყავს - ეტყობა სახეზე შემატყო რასაც ვფიქრობდი და წარბები ამითამაშა.
-კარგი, აბა ვნახოთ რა შეგიძლია. - სიცილით ავიღე საჭრელი დაფა და დანა.
ჩვენს ურთიერთობაზე გუშინდელმა დღემ მართლა კარგად იმოქმედა. უფრო დათბა ჩვენს შორის ყველაფერი.
დანა ხელიდან გამომართვა და ბულგარული წიწაკის დაჭრას შეუდა. ისე ოსტატურად ჭრიდა გამოცდილი კულინარი გეგონებოდათ.
- გიო შენ დღეს მუშაობ ხო?
-კი ვმუშაობ. სკოლაში დაგტოვებ და წავალ მეც სამსახურში. - სკოლაში დაგტოვებო ძალიან გამიკვირდა რომ მითხრა. რატომღაც მეგონა აღარ გამაგრძელებინებდა და უკვე შეგუებულიც ვიყავი.
-სკოლაში?
-ხო რა იყო? არ გინდა?
-იცი მინდა მაგრამ.... მე ხომ წიგნები სახლში მაქვს თან გაკვეთილებიც არ ვიცი.
-გუშინ შენს ძმას ვუთხარი და წიგნები, რვეულები და ყველაფერი ის რაც სკოლაში გჭირდება მოიტანა. სხვათაშორის დღევანდელი წიგნებიც ჩალაგებულია და პატრონს ელოდება. - ღიმილით მიმითითა ჩამთაზე რომელიც დივანზე იდო.
-მართლა? ძალიან დიდი მადლობა გიო. - ემოციები ვერ დავმალე და კისერზე ხელები მოვხვიე მან კი მთელი ძალით ამიტაცა ხელში და დამატრიალა. დიდხანს მეხუტებოდა ბოლოს ხელი გამიშვა.
-მოდი ვჭამოთ თორე დაგვაგვიანდება.- სუფრა თვითონ გააწყო მე ხელი არ გამატოკებინა.
ვჭამეთ და მომზადება დავიწყეთ. ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოში შევიდა. მე ჩემი კაბა გამოვიღე და სწრაფად გადავიცვი. არ მინდოდა შიშველი ვენახე. მალევე გამოვიდა.
-გინდა თმებს ისევ მე გაგიკეთებ. - კარგი შემოთავაზება იყო. არასოდეს მიყვარდა თმის გაკეთება.
-თუ შენ გინდა.
თმები მაღლა კოსად ამიწია, ლამაზი თმის სამაგრებით დაამაგრა და თმის მუსი წამისვა.
-გადაამოწმე მაინც რამე ხომ არ აკლია.- ჩანთაზე მიმანიშნა და თვითონ ისევ სამზარეულოში შევიდა.
-აუუ კიი. მათემატიკის რვეული ბოლომდე დაწერილია და ვეღარ დაეტევა ვერაფერი.
-წამო და ვიყიდოთ.
მანქანის კარი გამიღო და წინ დავჯექი. თვითონ მოუარა და საჭესთან მოთავსდა. ჩუმად მივდიოდით სანამ სიმღერები არ ჩართო. აქა-იქ თვითონაც ჰყვებოდა. ისეთი საყვარელი იყო, თან რომ იცინოდა ლოყები ეკეცებოდა. რვეული მიყიდა და თან შოკოლადიც მოაყოლა.
სკოლასთან მალე მივედით. როგორც ყოველთვის ბევრი ბავშვი ირეოდა. მანქანაში ველოდებოდით სანამ ხატია გამონდებოდა, მალევე მოვიდა და რომ დაგვინახა ისიც მანქანაში ჩახტა.
-სალამი სიძე. სალამი ჩემო კრასავიცა.
-სალამი ცოლის და. აბა როგორი განწყობით ხარ.
-ისეთ მაგარ განწყობაზე ვარ თინიკოს თავი მაგიდაზე უნდა ვარტყმევინო. -ბოროტულად ჩაიხითხითან ხატიამ.
-თინიკო ვინ არი კლასელი?
-თინიკო არა თინათინი. ჩვენი დამრიგებელია რომელსაც სკოლაში ვერავინ ვერ იტანს.-მოკლედ ვუთხარი დამრიგებლის ამბავი.
-ოჰოო, რა დიდი გეგმები გქონია. აბა შენ იცი წარმატებები და ხო, გვანცას მიმიხედე თუ ვინმემ აწყენინა ხო იცი რაც უნდა ქნა.
-მინიმუმ ტვინი გავასხმევინო. - ხელით იარაღის ფონმა გააკეთა შულთან მიიტანა იარაღის ხმას დააჯავრა და უკანა სკამზე გადავარდა.
-ხო კარგი ხარ. ეხლა წადით თორე დაგაგვიანდებათ. -ლოყაზე მაკოცა და ჩანთა მომაწოდა. მანქანიდან გადავედით და სკოლის ეზოში მყოფ ბავშვებს შევუერთლით. მალევე ზარი დაირეკა და კალსში ავედით. ბავშვები ისე მიყურებდნენ გეგონება მოჩვენება ნახესო. არადა სულ რაღაც ორი კვირის წინ საერთოდაც არ მიმჩნევდნენ. თითქოსდა აქ არ ვიყავი.


*******
მგონი არაა პატარა თავი. მადლობა ვინც კომენტარს ტოვებთ.



№1  offline წევრი უბრალოდ გიჟი

ძაალიან კარგია ჩემო შოკოლადო love love

 


№2  offline წევრი lamazmani

kaia male dade veli axals

 


№3  offline წევრი kaxelii

უბრალოდ გიჟი
ძაალიან კარგია ჩემო შოკოლადო love love

მადლობაა ტკბილო love

lamazmani
kaia male dade veli axals

თუ შევძელი თორმეტის სემდეგ დავდებ თუ არა და დილით და მოდერაციას დააბრალეთ ხუთიბსაათით გვიან რომ იდება

 


№4  offline წევრი isterichka123

კაია გაგრძელე

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia.momewona
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი kaxelii

isterichka123
კაია გაგრძელე

La-Na
Kargia.momewona

smile

 


№7  offline მოდერი Behandice

ვგიჟდები მე ამათზეე და შენზეც! love

 


№8 სტუმარი keke1

Momwons dzalian.koveltvis ar mkofnis,koveltvis minda,rom rogorc "droebiti sacole"-shi aris tavebis moculoba,aqac egeti tavebis moculoba damxvdes,Cudad ar miigo,rom shevadare moculobit.Piriqit unda gixarodes,radgan ar gvkofnis sheni istoriis moculoba da ufro da ufro meti gvinda.Warmatebebi^^

 


№9  offline წევრი kaxelii

keke1
Momwons dzalian.koveltvis ar mkofnis,koveltvis minda,rom rogorc "droebiti sacole"-shi aris tavebis moculoba,aqac egeti tavebis moculoba damxvdes,Cudad ar miigo,rom shevadare moculobit.Piriqit unda gixarodes,radgan ar gvkofnis sheni istoriis moculoba da ufro da ufro meti gvinda.Warmatebebi^^

მესმის რასაც იძახი. ვერ ვახერხებ უბრალოდ. ეხლაც ორ საათში მეთერთმეტე თავი უნდა ავტვირთო და აზრზე აე ვარ რა უნდა დავწერო. არაფერი არ მაქ ჯერ დაწერილი. მიხარია რომ მოგწონს.

Behandice
ვგიჟდები მე ამათზეე და შენზეც! love

მე კიდე შენზე ვგიჟდები love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent