შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული? ის ხომ ბრმაა - თავი 7


15-08-2016, 17:52
ავტორი sophiaa
ნანახია 2 271

სიმართლე გითხრათ გული არც მტკენია. მიჩვეული ვიყავი იმედგაცრუებას. ნელ-ნელა ვაცნობიერებდი რომ ამ წყეულ სკამს ვერასდროს მოვშორდებოდი.
-ექიმო კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება როდის შეიძლება?
თოკოს ხმაში იმედგაცრუება იგრძნობოდა. მე ხომ მისი ცოლი არ გავხდებოდი, არასდროს
-დავიღალე.....გესმით? დავიღალე. აღარ მინდა ამდენი ოპერაცია, აღარ მინდა ამდენი იმედგაცრუება. შეეგუეთ იმას რომ ვერასდროს გავივლი და საერთოდ დამღალეთ უკვე.
-მომისმინე ანი შენც ხომ იცი რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მდგომარეობაში იქნები გთხოვ გამომყევი ცოლად
-თორნიკე შენ არ გესმის რომ მე ვერასდროს გავივლი, ვერც ბავშვს გავაჩენ. ჩემი ძიძობა გინდა? თუ ასე ძალიან გინდა ვინმეს მოუარო ადექი და ძაღლი იყიდე. მორჩეს ოპერაციებზე და დაქორწინებაზე საუბარი. როგორც ვხედავ არცერთი არ მოხდება არასდროს
თორნიკე ცოტა ხანი გაბრაზებული მიყურებდა, შემდეგ სწრაფად წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ვერ ვიტან ამ დრამებს. როგორ დავიღალე რომ იცოდეთ, როგორ.... ხანდახან მინდა რომ უბრალოდ ავდგე და თავი მოვიკლა. მაგრამ ეს ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა ჩემს ისედაც სულელურ ცხოვრებაში.
-მოკლედ ახლა ანის დასვენება სჭირდება, აქედან დაახლოებით ორ კვირაში გაგწერთ. ფსიქოლოგის კონსულტაციასაც დაგინიშნავ.
ისევ მარტო დამტოვეს ჩემს ფიქრებთან. საშინელებაა მხოლოდ ერთხელ იბადებოდე და ისიც ეტლზე ჯდომაში გაატარო. მერჩივნა მეც მომკვდარიყავი. ასეთ ცხოვრებას რა აზრი აქვს ვერ ვხვდები? საერთოდ რატომ შევხვდი თოკო და საბას? რატომ? რატომ უნდა დავუნგრიო ცხოვრება ორივეს? პალატის კარები გაიღო და ოთახში ეკა შემოვიდა
-ანა როგორ ხარ?
-ნორმალურად ეკა შენ?
-რავი, საბას დავურეკე და შენ ოპერაციაზე მითხრა. როგორ ჩაიარა?
-უშედეგოდ, ისევ ვერ გავივლი
სახე შეეცვალა. ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა თანაგრძნობის ნიშნად
-ეგ არაფერია, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო
-გისმემ
საინტერესოა რა უნდა ეთქვა ჩემთვის. სანამ ის საჭირო სიტყვებს ეძებდა სათქმელად მანამდე ნერვიულად თითების წვალება დავიწყე.
-მოკლედ ვიცი რომ თოკომ ცოლობა გთხოვა.....
აი თურმე რა. ალბათ არ უნდა რომ თოკოს გავყვე ცოლად. მესმის მისი რეაქცია ის ხომ მისი ყოფილი ცოლია. ბრაზილიური სერიალია რაა
-მერე?
-ისიც ვიცი რომ უარი უთხარი.
-ხო ჩვენ შევთანხმდით რომ თუ გავივლიდი იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი
-ანი თოკო ძალიან ცუდადაა, განიცდის, ხომ გესმის შეუყვარდი. ვხვდები რომ არც შენ ხარ მის მიმართ გულგრილი. შენი გადასაწყვეტია რას იზავ მაგრამ მე როგორც მეგობარი გირჩევ რომ დათანხმდე
-ეკა არ ვიცი, არ მინდა თოკო გავაუბედურო. არ მინდა იმედი გავუცრუოა. მირჩევნია ეხლა ეტკინოს ვიდრე მერე ინანოს.
-კაო შენ იფიქრე მაინც, დამიჯერე ის შესანიშნავი ქმარია. მთავარია დააფასო და გაუფრთხილდე. კარგი წავედი მე და შემოგივლი კიდე
დავთანხმდე? თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? არა არ შემიძლია რაა. მე საქორწინო კაბას ეტლში არ ჩავიცმევ, საკურთხევლამდე მინდა ჩემი ფეხით მივიდე და არა მივგორდე. ჯანდაბა ამას არ მინდა გათხოვება, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ცოლის ამპულაში. არა არა არა

******თოკო*****
საავადმყოფოს კაფეტერიაში ვიჯექი და ანის პასუხზე ვფიქრობდი. რატომ მომექცა ასე? მე ხომ ის მიყვარს. საკუთარ თავს სულ ვეკითხები მიყვარს თუ მეცოდება მაგრამ რასაც მე მის მიმართ ვგრძნობ ეს შეცოდა არ არის. მესიზმრება, მელანდება, 24 საათი მასზე ვფიქრობ. უკვე დავსახე გეგმა სად ვიცხოვრებდით, პირველ შვილს რას დავარქმევდით. მინდოდა თაფლობის თვე რიოში გაგვეტარებინა. მაგრამ ბრახ და ყველა ჩემი ოცნება დაინგრა.არასდროს არაფერში არ მიმართლებს. პირველმა ცოლმა მიღალატა მეორე საცოლემ უარი მითხრა. საერთოდ მგონი ჩემთვის ოჯახური ბედნიერება არ არსებობს. არ შემიძლია ახლა ავდგე ანისთან პალატაში ავიდე და დავამშვიდო. არ შემიძლია ვუთხრა რომ ყველაფერი კარგადაა, არ შემიძლია რადგან ასე არაა. რას მიკეთებ ანი? რას?
-თოკო ანი მარტოა პალატაში, ადი და დაელაპარაკე
-კაი რა საბა, აზრი არ აქვს ლაპარაკს. უარი მითხრა, არ ვუყვარვარ. ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ. მისთვის არაფერს წარმოვადგენ
-3დღეა გიცნობს, ოპერაციის ფული შენ გადაუხადე, ცოლობა თხოვე. უბრალოდ შოკშია. შეიძლება უნდა შენთან ურთიერთობა უბრალოდ ეშინია.
-დედამ დამირეკა. რომელ საავადმყოფოში წევს ჩემი მომავალი სარძლოო. ავუხსენი ყველაფერი მაგრამ მაიმც უნდა მოვიდე და გავიცნოო
-მერე რა გაიცნოს. იქნებ დედამ დაარწმუნოს და დაგთანხმდეს
-არ ვიცი რაა, გავგიჟდი უკვე ამხელა კაცი
მთელი დღეა დალევა მინდა ამის მაგივრად კი ამ სულელურ ადგილას ვზივარ და ყავას ვსვავ. ჩემი ანი, ჩემი პატარა გოგო როგორ დაიტანჯა. არ მესმის რატომ არ უნდა ბედნიერება? ყველაფერს მოვაგვარებდით. ბოლო-ბოლო ბავშვს ვიშვილებდით. ანდაც სულ არ მინდა შვილი მთავარია ის იყოს ჩემს გვერდით. გული ძალიან მტკივა, სიმართლე რომ გითხართ ანი მიცნობს 3 დღეა თორემ მე ის ადრეც ბევრჯერ მყავს ნანახი. ანი პირველად ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეზე ვნახე. აი იმის ვის ქორწილშიც ვიყავით. მახსოვს ლურჯი კაბა ეცვა. ისეთი ლამაზი იყო, ყველა მას უყურებდა. შემდეგ ქუჩაში დავინახე მტრედებს პურს რომ უყრიდა. მაშინ როდესაც საბასთან ვნახე ვერ ვიცანი, ძალიან შეცვლილი იყო. რლდესაც ეტლზე დაჯდა მაშინ გამახსენდა მისი ლამაზი სახე. ის სიტყვები იმ წამსვე ვინანე და ბოდიში მოვუხადე. მხარზე შეხება ვიგრძენი
-დედა? აქ რა გინდა?
-ხომ გითხარი უნდა მოვიდე და გავიხნოთქო. მითხარი მისი პალატა სად არის?
-ოხ დედა არ გინდა გთხოვ
-თორნიკე მე უფრო კარგად ვიცი რა მინდა, ახლა კი დროზე მითხარი
-მეორე სართულზეა ქირურგიის განყოფილებაში, მეხუთე პალატაა მისი
-კარგი იცოდე სანამ იქ ვიქნები არ ამოხვიდე, მინდა მარტო დაველაპარაკო
სანამ რამეს ვიტყოდი წავიდა, ოხ დედა. ვიცი რომ ანის ახლა ძალიან შერცხვება.

****ანი*****
ჭერს ვუყურებდი როდესაც ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. ძალიან დახვეწილი ქალი იყო. შავი კაბა ეცვა მუხლს ქვევით. მის იდეალურ სხეულს უფრო ლამაზად აჩენდა.
-გამარჯობა ანი, მე ქეთი მქვია. საბას და თოკოს დედა ვარ
რააა??? ახლა რომ სიარული შემძლებოდა ალბათ ფანჯრიდან გადავხტებოდი. ნერვიულობისგან ტუჩები ამიკანკალდა
-გამა.... გამარჯობათ
-როგორ ხარ? ბიჭები შენზე ბევრს მიყვებოდნენ მაგრამ რეალობაში ბევრჯერ უფრო ლამაზი ყოფილხარ
-დიდი მადლობა, თქვენც ძალიან ლამაზი ბრძანდებით
-გთხოვ თქვენობით ნუ მელაპარაკები. საბამ მითხრა შოკოლადები უყვარსო
-დიდი მადლობა, რატომ შეწუხდით
ვერ ვიტან ამ ფორმალურ საუბრებს. ცოტაც და ყვირილს ავტეხავდი. ასეთი ქალის გვერდით მე ნამდვილი საფრთხობელა ვიყავი
-ანი ვიცი რომ თოკოს უყვარხარ. არც მე, არც თოკოს, არც საბას, არც ჩემს მეუღლეს ლაშას აინტერესებს შენ შეგიძლია თუ არა სიარული. ჩვენთვის მთავარი პიროვნებაა. ვიცი და მეც ვხვდები რომ არაჩვეულებრივი გოგო ხარ. ულამაზესი. ნამდვილად ჩემი ბიჭის შესაფერისი.
-ძალიან დიდი მადლიბა, არაჩვეულებრივი ადამიანი ბრძანდებით
-შვილო ანი, მე შენ ისე გიყურებ როგორც ჩემს პატარა გოგოს. დამიჯერე ისე მოგივლი როგორც დედა უნდა უვლიდეს შვილს. ძალიან შემიყვარდი, ბიჭები ისე თბილად ლაპარაკობენ შენზე. მოკლედ მე ძალიან მინდა რომ ჩემი შვილის ცოლი გახდე
არ ვიცოდი რა მეთქვა. ამ ქალის სიტყვებმა გული გამიჩერა. ღმერთო აი თურმე ვის გავს თოკო და საბა. ეს ქალი ნამდვილად ქალღმერთია. გარეგნობითაც და შინაგანადაც. სანამ რამეს ვიტყოდი ოთახში საბა შემოვიდა
-აბა როგორ არის ჩვენი ბარბი?
საბა საწოლზე ჩამოჯდა. დაჯდომის დროს შემთხვევით ფეხზე დამაწვა
-აუუ საბა მეტკინა ფეხი
-რა გეტკინა გოგო?


ავტორი: ვიცი რომ სამი დღეა არ დამიდია ამიტომ დიდი თავი დავწერე. იმედია მოგწონთ და ძაან ზღაპარი არ გამომდის. დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და მოგწონთ. თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოთხრობას დაახლოებით კიდევ 5-6 თავი აქვს ან შეიძლება მეტიც ჯერ არ ვიცი.



№1 სტუმარი ანაბელ

აუ ძაან მაგარია...ზუსტადვიცი რო ანი გაივლის..:-დ გთხოვ მალე დადე რა ახალი თავი.სულმოუთქმელად ველოდები

 


№2  offline წევრი უბრალოდ გიჟი

აიძაან მაგარია <3 კიდედადერაა დღეს :* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent