შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


15-08-2016, 19:56
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 895

თავი 12

საყვარელი ადამიანებისგან წყენა, მათგან მოყენებული შეურაწყოფის გადატანა ყველაზე მტკივნეულია. მითუმეტეს როცა ოჯახის წევრებს შეაქვთ შენს პატიოსნებაში ეჭვი ეს უფრო მეტად მძიმე. როცა იმას გაბრალებენ რაც არ ხარ, რაც არ ჩაგიდენია. როცა უსამართლოდ გექცევიან. ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება....
რამდენიმე დღე შოკირებული იყო ქეთი იმით რაც მას დააბრალეს. თანაც ვინ? მშობლებმა. საკუთარმა სისხლმა და ხორცმა. ვერ გაეგო რა უფრო სტკიოდა- ის რომ მას არ დაუჯერეს, თუ ის რომ დათო მასზე წინ დააყენეს.
დაბნეული და გონებაგაფანტული დადიოდა. მადლობა ღმერთს რომ ალექსი რამდენიმე დღე წასული იყო და ამას ვერ ნახავდა. ის აუცილებლად მიხვდებოდა რაღაც რომ მოხდა და ამას შეიძლებოდა ცუდი შედეგიც მოჰყოლოდა. გულის სიღრმეში უხაროდა რომ მისგან შორს იყო და უამრავ შეკითხვას თავს აარიდებდა. მის ჩამოსვლამდე კი დამშვიდებას შეძლებდა. სამსახურმა ცოტა უშველა. მათესთან ყოფნა გულს უხარებდა და ახალისებდა. ბავშმა გადაატანინა პირველი დღეები. პატარა ძალიან შეეჩვია მას. თუმცა ისეთი ენერგიული იყო რომ ძალიან იღლებოდა მასთან თამაშით. არც წიგნები ავიწყდებოდა და მისგან დაბრუნებული გვიანობამდე მეცადინეობდა...რამდენიმე დღე ისეთი სიმშვიდე იყო ქარიშხლის წინ რომ იცის ხოლმე. ელოდა რომ კიდევ რაღაც მოხდებოდა. და მართალიც იყო. ...
საღამოს ნანას დაემშვიდობა და გაჩერებაზე სამარშუტო ტაქსში ჩაჯდა. მოწყენილი იყო. ალექსიც ენატრებოდა და განიცდიდა მის გარეშე ყოფნას. მაგრამ იცოდა რომ ის მალე ჩამოვიდოდა.
გულდამძიმებულმა აიარა კიბეები და სახლში შევიდა. სინათლე ანთებული იყო . გაურკვირდა. მაგრამ უფრო მეტად გაკვირევბული დარჩა. როცა სახლში მშობლები დაინახა.
-აქ რა გინდათ? მე ხომ თქვენთვის აღარ ვარსებობ და არც თქვენ არსებობთ ჩემთვის.
-დაჯექი და მომისმინე. მკაცრად უთხრა მამამ
-არ ვაპირებ თქვენი სისულელეების მოსმენას.
-შენთან მოსალაპარაკებლად მოვედით.
-მოსალაპარაკებლად? ზავი გინდათ დავდოთ?-ირონია გაურია ქეთიმ და მამის წინ ჩამოჯდა სავარძელში
-მოკლედ ასე. ჩვენ გადავწყვიტეთ დავივიწყოთ და ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ. შენ კი სანაცვლოდ დათოს გაყვები ცოლად. ის ბიჭი თანახმაა ყველაფერზე. მზადაა ყველაფრისთვის
-თქვენ ნამდვილად გაგიჟდით? არ მესმის ასეთი რამის როგორ გჯერათ?ნუთუ გჯერათ რომ დათო ყველაფერს უანგაროდ აკეთებს? ნუთუ გჯერათ რომ ის არაფერს ელოდება და გულწრფელად ვუყვარვარ?გაახილეთ თვალები. თუ მართლა უსინდისო და გზასაცდენილივარ რაში ვჭირდები ასეთი ქალი ცოლად?დაფიქრდით
-როგორც ჩანს იმდენად უყვარხარ რომ თანახმაა ყველაფერზე.
-მე სრულწლოვანი ვარ და ვერ მაიძულებთ მისი ცოლი გავხდე. ან რომელი საუკუნეა? დღეს ოცდამეერთე საუკუნეში ვინმეს ნუთუ აძალებენ კიდევ იძულებით გათხოვებას? არ მჯერა არაა მისი. ხალხო რამ დაგაბრმავათ ასე?
-ნუ ყვირიხარ და ხმას ნუ უწევ. უკვე ყელში ამომივიდა შენი თავნებობა. მოკლედ ასე. ერთ თვეს გაძლევ დროს, დაფიქრდები და ისე იტყვი თანხმობას. ამასობაში კი ქორწილისთვის დავიწყებთ მზადებას.
-არა,- იკივლა ქეთიმ და გამწარებულმა მაგიდაზე მდგარ ჭიქებს დასწვდა. იატაკზე დაცემის ხმა გაისმა და ჭიქები ნამსხვრევებად იქცა.
-მე რომ ვთქვი არა ესეგი არა. სხვა მიყვარს სხვა.
-ესეგი ამიტომაც არ ხარ თანახმა? ის ადამიანია ხომ ვისზეც ამდენს ლაპარკობენ? დაივიწყებ, იმ ადამიანს დაივიწყებ და მორჩა
-თავს რატომ ისულელებთ? რატომ გინდათ იმ არაკაცს მიმათხოვოთ და მას ჩაუგდოთ ხელში ჩემი თავი? მან უნდა მიყიდოს ხომ?კარგად იცის რომ ფული და უზრუნველი ცხოვრება არ მოაკლდება და ამიტომ გამოიდო თავი.
-თუ არ დათანხმდები ყველანაირ დახმარებას შეგიწყვიტავ. ფულს ვეღარ მიიღებ, ვერც ამ ბინაში იცხოვრებ,- დაემუქრა მამა იქნებ ამან გაჭრასო, მაგრამ ქეთი შეუვალ ციხესიმაგრედ ქცეულიყო
-მე არ მჭირდება თქვენი დახმარება. არც თქვენი ფული. საბედნიეროდ მივხვდი რომ ფულით ბედნიერებას ვერ ვიყიდი და ამიტომაც ვარ ბედნიერი რომ ისეთი ადამინები მყავს გვერდით ვინც ამ ყველაფერს არ აქცევს ყურადღებას. რაც შეეხება სახლის დატოვებას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ ერთი კარგი აზრი მომივიდა თავში
-შენი აზრები არ მაინტერესებს, ამ სახლიდან წახვალ
-ამ სახლიდან თუ ვინმე წავა ეს თქვენ ხართ
-რას ბედავ?რას ამბობ შვილო?-ჰკითხა დედამ რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა რა ამოუღია და ჩუმად უსმენდა მამა-შვილის საუბარს.
-რასაც ვამბობ. ეს სახლი მე მეკუთვნოის. ვიცი რომ ჩემს სახელზეა გაფორმებული. მე მეკუთვნის იუირიდიულად ამიტომ თუ არ წახვალთ პოლიციას გამოვიძახებ და იძულებით დაგატოვებინებთ აქაურობას
-რას ბედავ შე უძრდელო. შე კახ...
-ხო თქვი მამა დაასრულე . კახპა გგონივარ ხო?დაიჯერე ხო მისი? ხოდა ასე მოვიქცევი მეც, გაეთრიეთ აქედან,- იკივლა ქეთიმ. მამამისს მოთმინების ფიალა ამოეწურა და თმაში სწვდა. ქეთიმ წინააღმდეგობა გაუწია და ხელზე დაეკიდა.კაცს უნდა დაერტყა, როცა ბრძანება მოესმა ზურგს უკან
-თუ ქეთის ხელს არ გაუშვებთ გეფიცებით გესვრით.- სამზარეულოს შემოსასვლელში ეკა იდგა იარაღით ხელში და მზად იყო ესროლა.
-აი მეორე კახპაც მოვიდა. აბა შენც იმავეს ხომ არ აკეთებ რასაც ის?თუმცა აბა რას იზავ.
-გირჩევნიათ შეურაწყოფას მორჩეთ და ხელი გაუშვათ.
კაცმა ხელი გაუშვა. გინება და ყვირილი განაგრძო
-აი შენი ნამდვილი სახე . ბიზნესმენის, რომელსაც თავი წესიერ და ზრდილობიან ადამიანად მოაქვს. არადა სატანა ხარ, ნამდვილი ტირანი.
-სახლი დატოვეთ და ქეთის არ მიეკაროთ, ხომ იცით მაქვს იმის უფლება რომ ძალადობაზე დაგაპატიმროთ?
-ახლა წავალ, მაგრამ იცოდე ერთი თვე გაქვს ვადა დაფიქრდი. ერთ თვეში შენს თანხმობას ველოდები.მიუბრუნდა ქეთის და გასასვლელისკენ წავიდა.
-არასოდეს აღარ მოხვიდე აქ. თქვენ შვილი აღარ გყავთ, მოკვდა.- მიაძახა ქეთიმ და ატირებული ჩამოჯდა დივამზე.
-დაწყნარდი გთხოვ, ნუ ტირიხარ. კარგად იქნები. კიდევ კარგი დროზე მოვედი. ჩაეხუტა ეკა მეგობრს.
-ეკა მაპატიე რომ ამ სცენას შეესწარი და ასეთი რაღაც გითხრა.
-დამშვიდდი მეგობარო გთხოვ არ ინერვიულო რაა. ყველაფერი მოგვრდება . მთავარია ალექსი გყავს და ერთად ბედნიერები იქნებით
-მადლობა ღმერთს რომ ის მაინც მყავს, როგორ მინდა ახლა მისი ჩახუტება მომენატრა.
-მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი, რამდენჯერმე დაგირეკე და რომ არ მიპასუხე მივხვდი რაღაც ვერ იყო რიგზე და მაშინვე შემოვირბინე სახლში.
-ტელეფონს ხმა გავითიშე დაძინებას ვაპირბდი.შენ რაა ნუთუ მართლა აპირებდი სროლას?
-გეფიცები მეგობარო შენს გამო რას არ გავაკეთებდი. გახსოვს იმ დღეს შენ სიცოცხლე მაჩუქე,იმ დღეს რამე რომ მომხდარიყო ადამიანი აღარ ვიქნებოდი. სრულფასოვანი ქალი არ ვიქნებოდი გესმის? ხელახლა დავიბადე და შენს გამო თავს შევწირავდი ყველას, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამჯდომოდა
-არა მეგობარო მაშინ უფალმა დაგვიფარა ორივე.
-წავალ ყავას მოვამზადებ,- ორივემ მივირთავთ და მერე სამსახურში უნდა დავბრუნდე თორემ გამომიშვებენ იქიდან.
მალე ეკა ორი ჭიქა ყავით დაბრუნდა. ერთი ქეთის მიაწოდა ერთი კი ტთვითონ დაიდგა. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ქეთი ხმას არ იღებდა ეკასაც არ შეუწუხებია. ორივე ფიქრებში გადაეშვა. ის საშინელი დღე გაახსენდათ....

.... იმ ზაფხულს ორივე თოთხმეტი წლის იყო. სკოლაში კარგი სწავლისთვის დაჯილდოვდნენ და საზაფხულო ბანაკში გაუშვეს ორი კვირით. უხაროდათ. ბავშვები იყვნენ და ჯერ კიდევ არ იცოდნენ თუ რა სასტიკი და ულმობელი იყო ცხოვრება და ადამიანები. არც კი იცოდნენ ვის უნდა მორიდებოდნენ და ვისთან ემეგობრათ. არც სასიყვარულო გამოცდილება ჰქონდათ. ბანაკში ადვილად შეეჩვიივნენ ბავშვებს, ადვილად გამონახეს მათთან საერთო ენა. არც ის იყო გასაკვირი რომ რამდენიმე ბიჭს მოეწონათ. განსაკუთრებით ერთი აკიდათ და ვერ იშორებდნენ. ამიტომ ცოტა გაუსაძლისი გახდა მათი იქ ყოფნა. ერთ ღამეს როგორც იქნა ბიჭმა დაიმარტოხელა ეკა. სააბაზანოდან თავის ოთახში ბრუნდებოდა. პირზე ხელი ააფარა რომ არ ეყვირა და ტყისკენ წაიყვანა.ის ფართხალებდა, ცდილობდა მისგან თავი დაეღწია, მაგრამ ამაოდ. ბიჭი მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და მასზე ბევრად ძლიერიც. უკვე შორს ჩანდა ბანაკი. აზრადაც არავის მოსვლია რომ ეკა ასეთ დღეში იყო. ხეზე მიაბა და ნელ-ნელა ტანსცმლის შემოხევა დაუწყო.
ქეთი ოთახში იყო და წიგნს კითხულობდა. საათს დახედა. ეკა საეჭვოდ აგვიანებდა.ერთ საათზე მეტი იყო გასული. მის მოსაძებნად წავიდა. სააბაზანოში არ დახვდა. არც იქ არ ჩანდა სადმე. ხმამაღლა დაძახებასაც ვერ ბედავდა იცოდა რომ ამისთვის დასჯიდნენ რადგან გვიანი იყო და უნდა სძინებოდათ. მობილურზე დაურეკა ზარი გადიოდა, ის კი არ პასუხობდა. ბანაკის მეორე ბოლოსკენ წავიდა თან ისევ რეკავდა გამუდმებით. ეკას მობილურის ხმა ბანაკის გასასვლელთან გაიგონა და ჭიშკრის იქით გაიხედა.მობილური ბალახებში იპოვა. მიხვდა რომ მეგობარს რაღაც ცუდი შემთხვეოდა და მასინვე ისეთი ამბავი ატეხა იქ მთელი ბანაკი ფეხზე დააყენა. ამისთვის შეიძლება ისიც დაესაჯათ მაგრამ ახლა მეგობრის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა. უფროსებმა ყველა ბავშვი გააღვიძეს და ეზოში გამოიყვანეს. გვარები ამოიკითხეს.ყველა ადგილზე იყო.იმ ბიწის და ეკას გარდა. აქ კი მიხვდა რაშიც იყო საქმე და საშინლად იკივლა
-ის იქნებოდა ნამდვილად. იმან წაიყვანაა
-რა მოხდა დამშვიდდი?ვინ იმან?-ჰკითხა ბანაკის ხელმძღვანელმა.
ქეთი მოკლედ მოუყვა თუ როგორ ემუქრებოდა ეკას ბიჭი და როგორ უნდოდა დაეთანხმებინა მასთან შეხვედრებზე.
აქ კი ატყდა ამბავი და პოლიცია გამოძახეს მაგრამ მის მოსვლამდე ქეთი ყველას გაუსხლტა და ტყისკენ გავარდა. მირბოდა და ეძებდა სიბნელეში მეგობარს. ეძახდა სიბნელე და შიში სულ დავიწყებოდა. რამდენჯერ დაეცა სიბნელეში და მუხლები გადაიხეხა. ჯიუტად მიიწევდა წინ. და მეგობარს ეძებდა. ტელეფონით ანათებდა გზას...ამხელა ტყეში სად უნდა ეპოვა?მაგრამ იმედს არ კარგავდა. ლოცულობდა რომ ორივე გადარჩენილიყო.... მოულოდნელად ხმაური შემოესმა. სუსტი ხმა იყო მაგრამ აშკარად ვიღაც დახმარებას ითხოვდა. იქით წავიდა საიდანაც ხმა ისმოდა. და დაინახა. ის არაკაცი ეკას სცემდა და მასთან ურთიერთობის დათანხმებაზე ელაპარაკებოდა, დროდადრო ისტერიკულად იცინოდა ხან ბრაზობდა და ბრაზის დროს ეკას ურტყავდა. თვითონაც არ იცოდა საიდან მიეცა ამდენი ძალა. ჩუმად დაიხარა. იქვე დავარდნილი სქელი ხის ჯოხი აიღო მათკენ წავიდა. ამას აკეთებდა გაუცნობიერებლად . სიფრთხილეს და შიშს ვეღარ გრძნობდა. ჩუმად მიუახლოვდა.როცა ბიჭს უკვე ყველაფერი მობეზრებოდა და თავის ბინძური ხელების ფათური დაუწყო ეკას,მაშინ ქეთიმ ზურგიდან ძლიერად ჩაარტყა თავში. ბიჭი დაეცა თუმცა გონება არ დაუკაგავს, ისევ მოუქნია ახლა ძირს დაცემულს და კიდევ დაარტყდა... კიდევ...კიდევ.... ..ეკას თოკები ახსნა და გასაქცევად მოემზადნენ. ისე იყო შოკირებული და შეშინებული რომ მეგობარიც ვერ იცნო და ხელი ჰკრა..
-დამშვიდდი მეგობარო მე ვარ ქეთი. შემომხედე, შემომხედე გესმის მე ვარ,- ეკა ისტერიკაში იყო და ნერვული შეტევა დაეწყო....ქეთიმ ხელი მოჰკიდა და თითქმის ზურგზე აკიდებული მიჰყავდა .შეიძლებოდა ის გონს მოსულიყო. და მერე ვერც ერთს ვეღარავინ იხსნიდა. ჩქარა ვერ მიდიდოდა. რამდენიმე მეტრი გაიარეს. ეკა ჩაიკეცა. მის გვერდით დაჯდა და ჩაეხუტა, ამშვიდებდა.
-ყველაფერი კარაგ იქნება მეგობარო გადარჩი ცოცხალი ხარ არაფერი მომხდარა, არაფერი მოგისწარი. მადლობა ღმერთს. უფალო გადაგვარჩინე, უფალო გთხოვ გვიშველე, დაგვეხმარე.... ამ დროს ბიჭი თავზე წამოადგათ, გონს მოსულიყო ბარბაცებდა და დამცინავი ღიმილით უყუებდა ორივეს....მოუსწრეს პოლიციამ იყოჩაღა და ადგილზევე დააკავეს. გაქცევა არც უცდია აზრი არ ჰქონდა მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა.... ეკა საავამდყოფოში გადაიყვანეს... რამდენიმე თვე დასჭირდა მის გამოჯანმრთელებას, მეგობრები გვერდით ედგნენ განსაკუთრებით ქეთი. ეხვეწებოდა ემუდარებოდა. ეკა დუმდა ხმას ვერ იღებდა შიშისგან, ერთ წერტილს მისჩერებოდა მუდმივად. ძალით აჭმევდნენ საჭმელს. მაშინ გადაწყვიტა ქეთიმ რომ ექიმი უნდა გამხდარიყო რომ ხალხს დახმარებდდოდა...წამლებმა თავისი ქნა და რამდენიმე თვის შემდეგ ეკაც გამოჯანმრთელდა. ნელ-ნელა დაუბრუნდა ცხოვრებას. შეეცვალა შეხედულებები ყველაფერზე. მისთვის მამაკაცები აღარ არსებობდნენ. დაიფიცა რომ არავის არ მისცემდა უფლებას შეხებოდა ასე და შეეცდებოდა ასეთი მანიაკებისგან ქალაქი გაეწმინდა.ამიტომ პროფესია შეცვალა და იურიდიულზე ჩააბარა.. ამ დღემ მათ ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა და კიდევ უფო დაახლოვა მეგობრები...

**********
რატომღაც ორივეს ეს დღე გაახსენდათ. დღესაც საშიშროება ელოდა მათ მაგრამ დღეს უცხოსგან კი არა ამჯერად ოჯახის წევრებისგან. თუმცა მნიშვნელობა არ ჰქონდა საფრთხე საფრთხე იყო და ამას ვერ განასხვავებდი.
-ქეთი წავედი მე და გვიან დავბრუნდები, იცოდე თავს გაუფრთხილდი და არ ინერვიულო მპირდები?
-კი გპირდები ამჯერადაც ავიყვან თავს ხელში. მაგრამ გული მაინც ცუდს მიგრძნობს.
-მოიშორე ეგ უარყოფითი აზრები და თავი დაარწმუნე რომ ყველაფერი კარგად იქნება.
საუბარში იყვნენ გართულები როცა ქეთის ტელეფონმა დარეკა. ალექსი ეგონა და სწრაფად დასწვდა მობილურს.
-გამარჯობა მეგობარო როგორ ხარ?
-კარგად ანა შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. რამდენიმე დღეა არ დაგირეკავთ არც ერთს და ხო მშვიდობა გაქვთ?
-კი ანა რატომ მეკითხები?-გაუკვირდა ქეთის
-არაფერს მიმალავთ? შენ და ალექსი ხომ ისევ კარგად ხართ ერთმანეთთან?
-ანაა მეტყვი რა ხდება?
-არაფერი....
-ვიცი რომ ისე არ დარეკავდი და რაღაც მოხდა მითხარი.
-მეგობარო არ ვიცი როგორ გითხრა მიჭირს ამ თემაზე საუბარი.
-ანა პირაპირ მითხარი.
-შენ და ალექსი დაქორწინებას როდის აპირებთ?
-ჯერ არა ალბათ შემოდგომაზე?
-ქალაქში ყველა ლაპააკობს რომ ალექსს ცოლი მოჰყავს, მალე ქორწილი ექნებათ. მეგონა თქვენზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ახლა შენი პასუხის მერე ვხვდები რომ ასე არაა
-რააა?-ქეთის ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დაბნეულმა შეხედა ეკას. ბოლომდე დაწყნარებული არ იყო. ახლა ყველაფერმა ერთად ამოხეთქა და ბღაოდა კი არტიროდა. ისე ცუდად იყო.
-რა ხდება ადამიანო გამაგებინე? რა გითხრა ?
-მიღალატა ეკა ტყულად მჯეროდა მისი და მისი სიყვარულის ღრიალებდა ქეთი. ისტერიკული შეტევა ამჯერად მას დაემართა.ეკა ტლეფონს დასწვდა
-ანა რა მოხდა რა უთხარი ასეთი?-რომ გაიგო რაშიც იყო საქმე ახლა ის გადაირია და მაშინვე თორნიკეს დაურეკა მაგრამ მასაც გამორთული ჰქონდა ტელეფონი. დასაწყისიც კოშმარული იყო და დასასრულიც ამ დღის. სასწრაფო გამოიძახა ეკამ. დამამშვიდებელი გააკეთებინა და დილამდე გვერდით არ მოშორებია მეგობარს...
დილა მზიანი გათენდა თუმცა არც ერთს არ ანაღვლებდა ეს. ახლა მათთვის სხვა რამ იყო მთავარი..
-როგორ ხარ მეგობარო?
-ამას ყოფნა არ ჰქვია ეკა რასაც ახლა განვიცდი.
-იქნებ ტყუილია ყველაფერი?მოდი დავურეკოთ?მის ჩამოსვლას მაინც დაველოდოთ?
-არა მისი ხმის გაგონებაც არ მინდა
-ნუ ხარ ჯიუტი უნდა მოუსმინო
-ეკა....გაჩუმდი გთხოვ და მასზე არაფერი აღარ მითხრა. რა დავაშავე რათომ ვისჯები ასე? მოსთქვამდა ქეთი
-არაფერი არ დაგიშავებია შენ ყველაზე ძვირფასი და ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ამ ქვეყანაზე.
-ხოდა ამით როგორ სარგებლობენ ხედავ?
-იცი რა მიკვირს ყველაზე მეტად? თორნიკეც რომ არ ჩანს და მასაც რომ გამორთული აქვს ტელეფონი.რაღაც მოხდებოდა ალბათ.
-არაფერი ცუდი არ მომხდარა დამიჯერე. ახლა ალბათ ალექსის ქორწილისთვის ემზადებიან და რომ არ შეწუხდნენ ამიტომ აქვთ გამორთული.
-არ იქნება ეგ სიმართლე. მოდი ცხელ გულზე ნუ ვილაპარაკებთ და ცუდს ნუ ვიფიქრებთ. ადექი წადი სამსახურში თორემ სახლში გაგიჯდები ამდენი ფიქრებისგან.
-დღეს ვისვენებ.
-მაშინ წამო მე და შენ სადმე გავისეირნოთ სუფთა ჰაერზე ნახე რა კარგგი ამინდია
-არ მინდა
-ადექი,- ეკამ თითქმის ძალით წამოაყენა მეგობარი. სააბაზანოში შეიყვანა და შხაპი მოუშვა
-ცივია
-ვიცი მაგრამ გამოფხიზლდი . გახსოვს შენ როგორ მომიყვანე აზრზე მაშინ? როგორ მედექი გვერდით? არ მოგცემ იმის უფლებას რომ დეპრესიაში ჩავარდე.
-კარგი კარგი მოვემზადები და სადმე გავიდეთ....
ნახევარ საათში უკვე ქუჩაში მისეირნობდნენ. თავიდან უხმოდ მიდიოდნენ. მერე ნელ-ნელა ბავშვობა გაიხსენეს და ბავშვობის დროინდელი თავგადასავლები... ცოტა ხნით ყველაფერი გადაავიწყდათ.
-მოდი იცი რა ვქნათ სადმე კაფეში ჩამოვსხდეთ და თაკოს დავურეკოთ?
-კარგი თან გავიგებთ ქორწილის სამზადისი როგორ მიდის, მაგრამ დათოზე არაფერი არ წამოგცდეს
-კარგი ქეთი ხომ იცი სამარე ვარ.-გაეცინა მას....
თაკომ გვიან უპასუხა ტელეფონს. ხმამაღალ რეჟიმზე ჩართეს და ორივე ერთად ესაუბრებოდა
-ჩემო გოგოებო როგორ მომენატერთ. როგორ დაიკარგეთ,
-ხო რავიცი ასე მოხდა. შენ რას შვები?
-ჩვენ რას ვშვებით და ჩემთან იყო მოსული სახლში. მამაჩემს დაელაპარაკა. კარგად გაუგეს ერთმანეთს. კი მეშინოდა წინააღმდეგი არ წასულყიყო მაგრამ მშვიდად შეხვდა ამ ყველაფერს.
-ძალიან მიხარია შენ მაინც რომ ხარ ბედნერი
-და შენ რატომ არ ხარ?
ქეთი დაიბნა მაინც წამოსცდა
-არა არაფერი უბრალოდ ალექსი აქ არ არის და მენატრება. ვერ ვუკავშირდები
-მალე ერთად იქნებით, ნუ დარდობ მეგობარო
-შენ თუ იყავი მასთან სახლში?
-კი ეკა თავის მშობლები გავიცანი.ისე თბილად მიმიღეს მგონი დედამთილებზე რასაც ამბობენ ბოროტი რძლების მოგონილია ეგ.
თაკოს ხალისი და განწყობა მათაც გადმოედოთ და გულიანად იცინოდნენ.
-ორი კვირა დარჩა ქორწილამდე და ძალიან ვნერვიულობ გოგოებო.
-დამშვიდდი ნუ ნერვიულობ ,ნუღელავ ყველაფერი კარგად ჩაივლის....
-დიდი ქორწილი არ მინდოდა მაგრამ მაინც ასე მოხდა და ამიტომ ვნერვიულობ
-ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით თაკო.
-გოგოებო ახლა კაბის ასარჩევად მივდივარ და მოგვიანებ ითდაგირეკავთ.
-კარგი დროებით თაკო გვიყვარხარ.- ერთხმად ჩასძახეს ყურმილში....
-წამო საჩუქარი ვუყიდოთ მაინც დრო გვაქვს
-წავიდეთ თან კაბებსაც შევარჩევთ და მზად ვიქნებით.
გოგოები მხიარულად გაუყვნენ მაღაზიებისკენ მიმავალ გზას...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent