შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (7)


15-08-2016, 20:20
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 798

წყვდიადი მეფობს
და დემონებს ეცინებათ
ადამიანთა უსუსურობაზე.

888

_ ლაშა წამიყვანე აქედან _ სოფი მთელი სხეულით კანკალებდა და ოთახის კუთხისკენ იყურებოდა გაშტერებული.
_ მალე წავალთ, დამშვიდდი _ ბიჭმა შეხება სცადა, მკლავზე მოხვია ხელი მაგრამ სოფიმ დაიკივლა, ოთხად მოიკეცა და სახეზე ხელები აიფარა.
_ სოფი, აქ ვართ _ მის წინ ჩაიმუხა კოკა და გოგონა ძალით მიიხუტა. სოფიმ უფრო დაიკივლა, ბიჭის მოშორება სცადა და მუშტების რტყმა დაუწყო.
_ მოშორდი, დროზე _ კბილებში გამოცრა მაქსიმეს. გაბრაზებულს ყელზე ძარღვი ისე აუთამაშდა, კოკა სწრაფად მოშორდა გოგონას და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
_ ცუდად არის, დამშვიდება სჭირდება _ გონზე მოსულმა შეუღრინა მაქსიმეს. მარიამი სოფის მივარდა. გოგონა ჯერ კიდევ კანკალებდა მთელი სხეულით, შიშისგან ხმა ჩავარდნოდა და იქით-აქით ირწეოდა.
_ სოფი, ძალიან გთხოვ, ნუ მაშინებ. ახლა აქედან წავალთ და ყველაფერი კარგად იქნება _ ლაშა დაიხარა, ხელში აიტაცა და მიიხუტა. სოფი უფრო მეტად აკანკალდა, მთელი სხეული გაყინული ჰქონდა.
_ რა ჯანდაბა ხდება, მეშინია ამხელა კაცს _ ანდრო ტყუპთან ერთად ავიდა მაღლა და გვამების ოთახი დატოვა. სალო სოფისთან მივიდა, სახიდან ხელები ჩამოაღებინა და შუბლზე აკოცა. იცოდა როგორ აწყნარებდა ეს ჟესტი სოფის. გოგონა თითქოს ოდნავ მოეშვა. კოკაც მაღლა ავიდა და მხოლოდ ნია, მაქსიმე, სანდრო და ლაშა დარჩნენ.
_ ლაშა, კარგად ვარ _ დაიჩურჩულა და ლაშამ ძირს დასვა. მთელი სხეული მაინც გაყინული ჰქონდა და ხელები მოიხვია.
_ აქ რაღაც არის _ სანდრო ძირს ჩამუხლულიყო და ერთ-ერთ გვამს უყურებდა. გვამს ყელზე ნიშანი “ > ‘’ ეხატა შავად. ყველა გვამს სათითაოდ შემოუარეს და იგივე ნიშანი უპოვეს.
_ ახლა წავიდეთ რა

8888

მაღლა ასულებმა, კოცონი დაანთეს კვლავ. ნაწილი მანქანაში ასულიყო, ნაწილი კოცონს მიუჯდა და თბებოდა. სოფის ერთი სული ჰქონდა, როდის განმარტოვდებოდა ლაშასთან, რომ ყველაფერი მოეყოლა მისთვის. მჭიდროდ შემოხვეულ პლედში თბებოდა და მაინც გრძნობდა, როგორი ცივი იყო და როგორ ეცემოდა მისი სხეულის ტემპერატურა.
_ ლაშა, უნდა გელაპარაკო _ გადახედა ბიჭს და წამოდგა.
_ მიდი და მოვალ მალე _ თავი დაუქნია და ისევ მაქსიმეს მიუბრუნდა. ვერ გაიგო, რაზე საუბრობდნენ და თავისი კარვისკენ წავიდა. მარიამიც წამოდგა და სოფის უკან მიყვა.
_ ახლა არა რა, მარიკუნა
_ არა სოფი, უნდა ვილაპარაკოთ.
კარავში შევიდნენ, ელვა დაკეტეს და სოფიმ მაშინვე მოუკიდა სიგარეტს.
_ ფუ, სუნი იქნება საშინელი, გარეთ მოწიე
_ გარეთ დამინახავენ _ უპასუხა და მაგრად მოქაჩა.
_ გოგო, მე ხო გარეთ დავრჩი რა... _ სოფიმ თავი დაუქნია, გააგრძელეო _ ხოდა რაღაც დავინახე. მაშინ, მანქანაშიც ეგ დავინახე...
_ რა დაინახე? _ დაინტერესდა და მომდევნო ღერზე ხველება აუტყდა.
_ ჩაწვი, ხომ ხედავ, იხრჩობი. კონკრეტული არაფერი, უბრალოდ, აი რაღაცნაირად მაშინებს. რეალურია ოღონდ, შენს მოჩვნებებს არ გავს _ უთხრა და ანერვიულებულმა მოისვა ხელები სახეზე.
_ ხო, ჩემს მოჩვენებებს არ ჰგავს _ თავისთვის ჩაილაპარაკა და სიგარეტი მაინც არ ჩააქრო.
_ შენ ვიცი რომ დაინახე. მესმოდა როგორ კიოდი. სოფი, რა დაინახე?
_ ჩვენი მძღოლი...
_ ჰა?
_ მაშინაც დავინახე, იმ სახლში რომ ვიყავით შესულები
_ მართლა?
_ ხო. დღეს კიდევ, იდგა და მე მიყურებდა, მერე... მერე უცებ მის გვერდით ლუკა დავინახე და მაგრად შემეშინდა.
_ შენ ხომ მხოლოდ მკვდრებს ხედავ? _ ნერწყვი ძლივს ჩაყლაპა მარიამმა. შიშისგან გაფითრდა სოფი.
_ არა, ლუკა ცოცხალია. მარი, რას ამბობ ხვდები? ჩემი ძმა ცოცხალია _ ცივი, მკაცრი ხმით უპასუხა და თავი დახარა.
_ ვიცი, არ ინერვიულო რა, გთხოვ. ისედაც შეშინებული ვარ, ღამე შენ წარმოიდგინე სანდროს ისე ვეხუტები, ტიპს ძვლები ვატკინე _ გაეცინა და ორივემ ეჭვის თვალით გადახედეს ერთმანეთს.
_ წარმოვიდგინე შენ და სანდრო ერთად
_ ეე, ნუ წარმოოდგინე, მაგ ნერვების ჭიასთან მე? შანსი არაა _ სოფის სიგარეტი გამოართვა და გადაიკისკისა. კარავი მთლიანად სიგარეტის ბოლში იყო გახვეული.
_ მომკლავს ლაშა _ გაეცინა სოფის და ხელების ქნევა დაიწყო ბოლის გასაფანტად.
_ რა ლაშა, მაქსიმე რაღაც უცნაურად იქცევა იცი?
_ რატო?
_ ყველა შიშისგან ვიფსამთ და რეაქცია არ აქვს. გვამი დაინახა, გაყინული სახე, სისხლი დაინახა, გაყინული სახე. სახლი დაინახა, გაყინული სახე.
_ აბა თბილი სახე უნდა ჰქონოდა? _ გაეცინა სოფის.
_ არა, ვერ მიმიხვდი. არ ეშინია?
_ სხვანაირი ვიღაცაა, ერთი შეხედვით საშიშია მისი სიმშვიდე, მაგრამ ჩვენს შორის ყველაზე საიმედო იქნება დაგიფიცებ _ გაუმხილა თავისი ფიქრები, თავი დაუქნია და მარიამი კარვიდან გავიდა. უკან მიყვა სოფიც და გზად ლაშას შეეჩეხა.
_ აბა ლაპარაკი მინდაო? _ გაუღიმა ბიჭმა და გვერდით დაუდგა.
_ მერე იყოს, დავიღალე ძაან

ისევ იმ სახლის დასათვალიერებლად უნდა წასულიყვნენ, მაგრამ მანამდე ჭამა გადაწყვტეს. როგორც ყოველთვის, სოფიმ შოკოლადი შეჭამა და წვენი დააყოლა, სხვებმა კი ხილი და სოსისი, რომელიც პიკნიკისთვის გამზადებულ საჭმელს ამოაკლეს. მარაგი მალე დაელეოდათ.
_ მაგ ვაშლს ჭია ეყოლება _ სანდრომ მარიამს ანიშნა ვაშლისკენ, რომელიც გოგონას პირისკენ მიჰქონდა.
_ ყველგან შენ ვერ იქნები სანდრო _ თვალი ჩაუკრა და ჩაკბიჩა.
_ რა მაგრად მითხარი
_ კაი, თეთრ მანდილს ვაგდებ _ ტყუპმა სანდრომ გაუცინა ორივეს და პური მოიტეხა.
_ სოფი, კუჭი არ გიხმება? _ ჰკითხა ნიამ გოგონას. სოფიმ გაუღიმა და თავი გააქნია.
_ არა, რატომ?
_ ძაან სუსტი ხარ გოგო _ სალომ აათვალიერა _ მეც მინდა შენს ვიდზე ვიყო
_ ეს გოგოშკური თემები მერე განიხილეთ რა _ კოკამ სალოს აკოცა
_ თვალები დახუჭეთ _ თვალებზე ხელი ააფარა ლაშამ სოფის და გაეცინათ.
_ არ ვარ სუსტი და სხვათაშორის, ძაან მაგარ ვიდზე ხარ _ უთხრა სოფიმ სალომეს და შოკოლადის უკანასკნელ ნატეხს დააჩერდა.
_ მე მქონდა ანორექსია? _ მხარი მიარტყა ლაშამ.
_ არა, როდის? _ გაიკვირვა გოგონამ, თითქოს ვერ მიუხვდაო.
_ აუ სოფაჩკა, ხო იცი როგორ მიყვარხარ?
_ მარი ეს შოკოლადი ჩემია _ გაუცინა და ხელში აათამაშა
_ ფუ, აი რას ნიშნავს იყო დამპალი!
_ მომაკბეჩინე მაინც, ღორო _ არ თმობდა პოზოციებს. სოფიმ პირისკენ წაიღო და სიცილი აუტყდა, ლაშა რომ დაიხარა და შეუჭამა.
_ ნაგლებო _ ჩაიდუდღუნა სალომ _ ისე, მეც მინდა ერთი ლაშა, მართლა

სახლთან მიახლოებულებს, შიშის გრძნობა უვლიდათ ტანში და შესვლას არ ჩქარობდნენ. მაინც შევიდნენ. გასაოცარი იყო, რომ განათებული იყო იქაურობა და ისე მოწესრიგებული, ერთ ობობის ქსელსაც ვერ მოკრავდით თვალს. უზარმაზარი ჰოლი, ყველსდა გასაკვირად თანამედროვე ტექნიკით. ხმას ვერც ერთი იღებდა, უმისამართოდ დადიაოდნენ და ხანდახან ამოიოხრებდნენ.
_ მაღლა ავიდეთ აბა _ თქვა ანდრომ და კიბეებს აუყვა. დანარჩენებიც მიყვნენ და გრძელ დერედანში გაჩერდნენ. ოთახები ჩამწკრივებულიყო, კარებზე ნომრები ეწერა და საგიჟეთის პალატებს მოგაგონებდათ.
_ ახლა შეიძლება მომკლათ, მაგრამ რაღაც იდეამ გამიელვა თავში _ თქვა ნიამ.
_ აბა, რამ გაგიელვა?
_ აქ უნდა გადმოვსახლდეთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამისთვის განაახლეს ეს სახლი. რაც არ უნდა იყოს, მათ რაღაც აქვთ ჩაფიქრებული
_ გაგიჟდი გოგო? აქ არ ვიცხოვრებ, მალე წავალთ ამ ტყიდან _ დაიღრინა სანდრომ.
_ მართალი ხარ ნია _ დაეთანხმა სოფი და გაკვირვებული მიაჩერდნენ გოგონებს.
_ თქვენ გააფრინეთ? _ ლაშამ გადმოხედა, იმედია ხუმრობო.
_ არა და მე ნიასთან ერთად აქ გადმოვალ. თქვენ ისევ კარვებში, თუ გინდათ _ მხრები უდარდელად აიჩეჩა და ოთახს, ნომერ სამს მიუახლოვდა. ყველაზე ოთახს ჰქონა გასაღები მიმაგრებული.
_ ჯანდაბა, ხომ იცი რომ არ დაგტოვებ? მეც ვრჩები _ წარბები შეკრა ლაშამ
_ მაშინ მეც _ მარიამმა მიუხედავად დიდი შიშისა, საუკეთესო მეგობარს ვერ გადააბიჯა. ტყუპებმაც დარჩენა გადაწყვიტეს, მერე მაქსიმეც დაეთანხმა მათ. კოკა და სალოც და საბოლოო ჯამში, ნიამ და სოფიმ საწადელს მიაღწიეს და დაითანხმეს.

ვერ დაიძინა და რამდენჯერმე იცვალა გვერდი. ახლა ის და ლაშა ცალ-ცალკე ოთახებში წვანან და გოგონა ვერ ისვენებს მის გარეშე. ხელი ბალიშის ქვეშ შეაცურა და დანის ტარს ჩასჭიდა.
“ _ ლუკა, რა უნდა ვქნა, თუ მკლავენ და დანის გარდა არაფერი მაქვს?
_ რა სულელი ხარ, სოფ _ ეცინება ბიჭს
_ მითხარი რა, კიდევ მითხარი რა
_ დანა უნდა ამოაძრო და პირდაპირ გულში დაარჭო
_ და რა მოხდება, თუ გულში ვერა?
_ აუცილებლად გულში სოფი. მერე მუცელში. თავი უნდა დაიზღვიო
_ მამამ რომ მითხრა, დანას ხელი არ მოკიდოო?
_ სოფი, შენ პატარა ხარ და ჯერ კიდევ არ იცი, რას ძვირფასია სიცოცხლე. და ჩემთვის, შენი სიცოცხლე უფრო ძვირფასია, ვიდრე ჩემი გესმის? არასდროს მისცე თავს უფლება რამე დაგემართოს თორემ მოვკვდები.
_ ამას რატომ მეუბნები ლუკა?
_ ყველაფერი კარგად იქნება სოფ. ჩემი ხომ გჯერა? სანამ დრო მოვა, მე ყველაფერს გასწავლი ჩემო ლამაზო.
_ რა დრო ლუკა?
_ დაიძინე _ ხელით გაუსწორა საბანი, ღიმილით დაიხარა მისკენ და შუბლზე აკოცა. რამდენი ხანია, ასე არ მოქცეულა... “

თვალები დახუჭა მაგრამ ძილი მაინც ვერ მოახერხა, ოთახში გამეფებული სიჩუმე ნერვებს უშლიდა და ნესტის სუნი საოცრად უსიამოვნო გრძნობას უჩენდა. ინანა, რომ აქ დაწოლა არჩია და ლაშას წინადადებას, რომ კვლავ ერთად დაეძინათ, სასტიკი უარი განუცხადა.
_ ჯანდაბა _ საწოლიდან წამოიწია. უცებ ყველაფერი დატრიალდა მის ირგვლივ, მთელი სხეულით აცახცახდა და სახეზე ხელები აიფარა. ძირს დაყრილი თოჯინები, დამახინჯებული თოჯინები, სისხლიანი თოჯინები... ირგვლივ ყველგან ეყარა ეს საშინელებები, სოფი კი კანკალებდა და ყელიდან ხმა არ ამოსდიოდა, რომ დაეკივლა. ფანჯარა გამოღებული იყო, ქარი წუილით ქროდა და ღია ცისფერ ფარდას აფრიალებდა. წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
_ თქვენი დედაც, გიპოვი გესმის? ყველას გიპოვით. განანებთ, ასე არ შეგარჩენთ, მე ამას ასე არ შეგარჩენთ _ ყვირილი უნდოდა, მაგრამ ყელში გაჩხერილი ბურთი იზრდებოდა და ტირილი დაიწყო. მთელი სხეულით გადახრილს უნდოდა აქედან სადმე შორს წასულიყო, ოთახიდან უნდოდა გამქრალიყო და უცებ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა. ძლიერად ჩააფრინდა რაფას, მაგრამ გვიან. ძირს გადავარდა და მტკივნეულად დაეცა ბალახებში. ტკივილი ფეხის თითებიდან ააცოცდა, მუხლებში ძალა წაართვა და მერე მუცელში გაიფანტა ათას ნაწილად, გულში ჩაეღვარა, მერე ყელში და თავში დაარტყა, ყველაფერი ტკიოდა, სხეულის ყველა წერტილი, თვალები დახუჭა და წამოიკვნესა. ბუნდოვნად ესმოდა ვიღაცის ყვირილი, მერე ვიღაცეების. სხეულზე ცივი ხელების შეხება იგრძნო და ტკივილმა ისე წამოუარა, ხმამაღლა დაიყვირა.

888

გაეღვიძა. გაახსენდა წინა ღამეს მომხდარი ამბები და საწოლიდან წამოწევა სცადა. საოცარია, მაგრამ არაფერი ტკენია ხელის გარდა, რომელიც თაბაშირში ჰქონდა და ისიც შეუმჩნევლად ტკიოდა. მიმოიხედა, მაგრამ თოჯინები ვერსად დაინახა და შვებით ამოისუნთქა, ისე რომ ტირილიც კი მოუნდა.
_ სოფ, როგორ ხარ? _ საწოლის თავთან ეჯდა მარიამი და შეშინებული უყურებდა.
_ თავი მტკივა ცოტა, ისე არაფერი მჭირს _ ახედა და გაუღიმა
_ ძალიან შეგვეშინდა... დაისვენე და შემოვალთ, სალაპარაკო აქვთ ბავშვებს _ უცნაურად გაუღიმა მარიამმაც და წამოდგა.
_ მარიშკა, ხდება რამე? _ დააეჭვა მისი ხმის ტონმა და ხელი მაჯაზე მოუჭირა.
_ გეფიცები მე მჯერა შენი _ თვალები ცრემლებით აევსო, ხელი გამოგლიჯა და ოთახიდან გავიდა. გაუკვირდა სოფის, ხელი ბალიშის ქვეშ შეაცურა და დანა ვერსად იპოვა. გაფითრებულმა სცადა წამომდგარიყო, მაგრამ მაშინვე შეაწუხა მიძინებულმა ფეხის ტკივილმა და ადგილზე დარჩა. მთელს საწოლში აცეცა ხელები, დანა კი ვერსად იპოვა.
_ ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა _ თვალები ბრაზით ავესო და ტირილი დაიწყო. ლუკას ნაჩუქარი დანა... რამდენად ძვირფასია მისთვის, შეიძლება თავისი ძმა ვეღარ ნახოს, მისი მხოლოდ ეს დანა და ჯვარი აქვს და ამასაც ვერ მოუფრთხილდა.

ცოტა წაუძინა და რომ გაიღვიძა, ყველანი მასთან შეკრებილიყვნენ, ოთახში. დაბნეულმა მოძებნა თვალებით ლაშა, მაგრამ ის მისგან შორს, ლიკას გვერდით იჯდა სკამზე და სოფის არ უყურებდა.
_ თავს როგორ გრძნობ? _ იცნო ანდროს ღიმილში რაღაც სხვა, დამცინავი.
_ კარგად, მადლობა _ მაინც გაუღიმა თვითონაც და ამჯერად კოკას შეხედა. ბიჭი მტრულ მზერას არ აშორებდა.

...
დავბრუნდი.
თუ გინდათ, თორმეტის მერე დავდებ,
დაწერილი მაქვს ახალი თავი.
ბოდიში...



№1 სტუმარი Nini

Kargi midi dade ra 12 mere torem davberdi am istoriis lodinshi

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia.at velodi tu gaagrdzelebdi
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent