შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავის პარანოია (6)


7-07-2016, 21:02
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 973

დახუჭე თვალები, დახუჭე სამუდამოდ.
სამყარო ისეთი მახინჯია,
ძვირფასო,
შეიძლება შენი სილამაზეც გააცამტვეროს.

888

ცოტა ხანი ჩუმად იყვნენ, პლედებმოხვეულნი ისხდნენკოცონთან და ხის ტოტების ტკაცატკუცს უსმენდნენ. ბოლოს მობეზრდათ ამდენი ფიქრი სიკვდილზე და შიშზე, გამოფხიზლდნენ.
_ ახლა გადავნაწილდეთ..._ თქვა სალომ, თმები ყურზე გადაიწია და ხელები მუხლებზე დაიწყო.
_ მე და მარიამი ერთად _ ლიკამ რათქმაუნდა მარიამთან არჩია ძილი, რადგან იცოდა რომ სოფი და ლაშა ერთად დაწვებოდნენ, სანდროსთან ძილს კი არ აპირებდა.
_ არა, მაგას სჯობს გოგოები და ბიჭები, ანუ როგორც მე და კოკა ერთად მაგალითად, ისე გაიყეთ ყველა _ იდეა წამოჭრა სალომემ.
_ ჩვენ ერთად და თქვენ კისერიც გიტეხიათ _ გაეცინა ლაშას და სოფის პლედი გაუსწორა.
_ რათქმაუნდა, თქვენი დამშორებელი არ მოიძებნება _ გადმოხედა სანდრომ და თვალები აატრიალა, როცა სოფიმ ენა გამოუყო.
_ მაშინ, მე... ჯანდაბა, სანდრო _ დაუღრინა მარიამმა სიცილისგან მუცელატკიებულ ბიჭს და თავი ხელებში ჩარგო.
_ მე? _ დაიბნა ლიკა. მაქსიმეს, ანდროს და სანდროს შეხედა და ამოიოხრა.
_ გამონაკლისი რომ დავუშვათ, და მე და მარიმ ერთად დავიძინოთ? _ თქვა ნიამ, ბიჭებს გადახედა და ცეცხლს ხელისგულით წაეთამაშა.
_ კარგი, მაშინ მე და ანდრო ერთად და მაქსიმე რჩება მარტო _ უპასუხა სანდრომ. მაქსიმემ უბრალოდ თვალი ჩაუკრა, წამოდგა და პლედს დაავლო ხელი.
_ კარგი, დავიძინოთ ახლა, ტკბილი ძილი _ კოკამ სალოს ხელი მოხვია და ყველანი კარვებისკენ გაემართნენ.

8888

_ ვერ ვიძინებ ლაშა _ დაიჩურჩულა გოგონამ და წამოჯდა. ლაშამ თვალები გაახილა, სოფის გაუღიმა და იგივენაირად მოთავსდა მის გვერდით.
_ სიგარეტი გაქვს?
_ კი, ასანთი გაქვს?
_ მაქვს _ უპასუხა ლაშამ და გოგონამ პარლამენტის კოლოფიდან ორი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა. ჯერ ლაშას მოუკიდა, ლაშამ ღრმად მოქაჩა და სოფიმ თავისი სიგარეტი მიაწვდინა ასანთებლად.
_ აზრზე არ ვარ, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ _ ბიჭს გაეცინა და ნერვიულად აიჩეჩა თმები.
_ მე ვიცი, რომ რაღაც ცუდი მოხდება. აი ვიცი რა
_ ნელა სოფი, დაგარჩხობს. დღესვე რომ გავიქცეთ აქედან?
_ ვერ წავალთ. ხომ იცი, აზრი არ აქვს. ჯერ ერთი, გზა არ ვიცით. მერე მეორე, საწვავი არ გვაქვს ლაშა და ჩვენ შორს ვართ წამოსული
_ ეს ყვავები კიდე...
_ ყვავები მინიშნებაა ან სიმბოლო. იმ დარბაზში რომ ვიყავით,
_ რამე დაინახე? _ ბიჭმა ყველაფერი იცოდა სოფის მოჩვენებების შესახებ. იცოდა, წარსულში როგორ არ ასვენებდა გარდაცვლილი ადამიანების სულები და მხოლოდ მარიამს, ლაშას და ლუკას უამბო ამის შესახებ.
_ კი. ჩვენი მძღოლი... ის კარებიც მან მიხურა, ყვიროდა, დარჩითო, მაგრამ არაფერი გითხარით. არავინ დამიჯერებდა და მარიამს შევაშინებდი ძალიან _ აუმბო მომხდარი, რომელიც არ ასვენებდა და ტუჩზე იკვნიტა.
_ დაგვე^რხა. ეგენი თუ მკვდრები არიან, უეჭველი დაგვერხა _ სასოწარკვეთილმა ნათქვამი რომ გაიზრა, სოფის მოხვია ხელები და ჩაეხუტა. სოფი მიხვდა, რომ ბიჭს მისი სჯეროდა და ესეც საკმარისი იყო მისთვის, სრულიად საკმარისი...
_ ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის _ გაეცინა სოფის.
_ ხო, მთავარია ერთად ვართ _ თქვა ლაშამ და გოგონამ იფიქრა, რომ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო მათ შორის. რაღაც ისეთი, რაც რადიკალურად შეცვლიდა თითოეულს და ეს რაღაც შიში იყო.
დაწვნენ და სოფი შეეცადა, ცოტა ხნით მაინც ჩაძინებოდა. ლაშა ღრმა ძილში იყო, ლაითად მოეხვია სოფისთვის ხელი და მის თმებში ჩაერგო თავი. გოგონა წამოდგა, პლედი კარგად გადააფარა და კარვიდან გავიდა. კოცონი ჯერაც ენთო და მას მიუჯდა. იფიქრა, კარგი იქნებოდა, ახლა რომელიმე გამოსულიყო-ო. დამლაპარაკებელი სჭირდებოდა, ისეთი, ვინც დაჯდებოდა და მოუსმენდა. უბრალოდ, სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც მოუსმენდა...
ჩუმი ნაბიჯებით მივიდა მაქსიმეს კარავთან. რამდენიმე წუთი იდგა ასე, ბოლოს ხელით გადაწია და “კარები” და კარავში შევიდა. ბიჭს არ ეძინა, სიგარეტს ეწეოდა და სოფიმ უხერხულად გაუღიმა. ინანა, საერთოდ რომ მივიდა მასთან.
_ არ ვიცი, აქ რამ მომიყვანა. ლაპარაკი მინდოდა _ ტუჩზე იკვნიტა, ხმა რომ არ აკანკალებოდა.
_ კარგი _ მხრები აიჩეჩა მაქსიმემ და ანიშნა, მის გვერდით ჩამომჯდარიყო. მერე, იჯდა სოფი, ხელები მუხლებზე მოეხვია, თავი მაქსიმეს მხარზე დაედო, და საუბრობდა. საუბრობდა ბევრს, საუბრობდა ყველაფეზე, საუბრობდა იმაზეც, ცხარე უყვარდა და არა, ისიც უთხრა ბიჭს, რამდენი კოვზი შაქარი უყვარდა ჩაიში. ისიც, რომ არ სვამდა ყავას. უთხრა ლუკას შესახებ, უთხრა თავისი მშობლების შესახებ... ლაპარაკობდა გაუჩერებლად, რადგან მაქსიმეს არც უცდია, გაეჩერებინა. ის იყო, რომ უსმენდა. ისე უსმენდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს საუბრობდა გოგონა. მაგრამ სოფისთან ყოფილიყავი და მისთვის არ მოგესმინა, წარმოუდგენელი იყო. იმდენს ინახავდა ეს გოგონა...
_ შეყვარებულიც მყავდა იცი? _ გაიცინა _ დათო ერქვა. ძაან მაგარი ბიჭი იყო უბანში და იმიტომ მომეწონა. მეც თავქარიანი ვიყავი მეთქი ვერ ვიტყვი, მარა ძაან ვაფრენდი. 15 წლის ვიყავი და ნუ რას მიხვდები. ხოდა, ფეხბურთელი იყო, დინამოში. კარგად თამაშობდა სხვათაშორის, მაგრამ მე მის არცერთ თამაშზე არ ვიყავი. დავდიოდი, როგორ არა, მაგრამ არ ვუყურებდი, იმიტომ რომ არ მომწონდა. მერე დავშორდით ამის გამო, თუ შენ ჩემი საქმე არ მოგწონს, დაახვიეო მითხრა. მიყვარხარ მეთქი და ფეხებ*ზე შენი სიყვარულიო, მთავარი ბურთი და მოედანია ჩემთვისო. აუ, როგორ გამიტყდა იცი, თან ხალხში მითხრა და თავისი ძმაკაცები კაი ხანი დამცინოდნენ. მერე ფეხი მოიტეხა _ გაჩერდა, ამოიოხრა და თვალები ძირს დახარა _ ორ თვეში.. უთხრეს, ვეღარ ითამაშებო და მემგონი, ეს მე რომ მითხრეს, მასზე მაგრად მეწყინა და მეტკინა. ერთი კვირა არ გამოვსულვარ ოთახიდან, მინდოდა მასთან მისვლა და არ მივდიოდი ჯიუტად. ვერ ვპატიობდი დამცირებას და გადავლას. ხომ გესმის, სულში ჩამაფურთხა. იდეალისტი არ ვარ, იდეაურებს არ ვეძებ მაგრამ შეცდომებს არ ვპატიობ. შანსი არაა, არავის არ ვაპატიებ არასდროს
_ ლაშას არასდროს დაუშვია შეცდომა? _ გააწყვეტინა ბიჭმა.
_ არა, ლაშა ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელთა პატიებაც იოლია. ლაშა კეთილია, თბილი და მზრუნველი. თან, ისეთი კარგია... ძალიან მიყვარს ლაშა. იცი, მაინც წავედი დათოსთან სახლში. იწვა, თურმე არც ამდგარა საწოლიდან იმის მერე. ძაან გაუკვირდა ჩემი მისვლა. მე ჩამოვჯექი მის საწოლთან და თუ გამოიცნობ, რა ვუთხარი. ვერ გამოიცნობ, იმიტომ რომ ალბათ კეთილი გგონივარ. ძაან ცდები, ხოდა. ფეხბურთს ვერ ითამაშებ და აღარც მე აღარ გყავარ, შე ახვარო მეთქი და გამოვედი. აუ, რა მაგრად მეტკინა მისი ცრემლიანი თვალები. მაგრამ მიხვდება ალბათ, რომ არ უნდა ატკინოს მათ, ვისაც უყვართ. ხოდა, ასე, იმის მერე არც მინახავს. არ ვიცი, რატომ გამახსენდა ახლა ეს _ გაეცინა კვლავ, თვალები მილულა და სანამ მოყვებოდა, როგორ გაიცნო მარიამი, ჩაეძინა. მაქსიმეს მხარზე.

გათენდა. თვალები რომ გაახილა და ლაშა დაინახა, რომელიც ზედას იცვამდა, ჩათვალა რომ სიზმარი ნახა. წამოდგა და უსიტყვოდ აკოცა ლოყაზე, მერე სპორტული მოიცვა და სიგარეტი და სანთებელა ჯიბეში ჩაიდო.
_ ცუდი გოგო ხარ შენ, ისე რომ იცოდე _ უთხრა ლაშამ, სანამ კარვიდან გავიდოდნენ და გოგონას სიცილი აუტყდა. მანქანასთან შეკრებილი ბავშვებისკენ წავიდნენ და ნიას შეშინებულ, გაფითრებულ სახეზე შიშმა დაუარა ტანში სოფის.
_ რა გჭირს ნია?
_ ორი გვამი ვნახეთ ტყეში, თქვენ გელოდებოდით, წავიდეთ _ უთხრა მარიამმა და ყველანი უკან მიყვნენ გოგონებს. არც ისე შორს, ხის ძირას, ერთმანეთზე გადაწყობილი ორი აჩეხილი სხეული ეგდო. ლიკამ წამოიკივლა და თვალებზე ხელები აიფარა. ორი გვამი სისხლში ცურავდა, როგორც ჩანს, ახლახანს და აქ მოკლულნი იყვნენ. ყველაზე საზარელი სანახავი ის იყო, რომ გვამებს თავები წაცლილი ქონდა და გვერდით ეგდო. სოფის მოუნდა შეემოწმებინა, როდის მოკლეს და დაიხარა. ნიას ცრემლები სდიოდა ღაპა-ღუპით და როცა სოფიმ ერთ-ერთი გვამის მკლავს შეახო თითები, წამოიყვირა და ადგილზე ჩაიკეცა. გვამი თბილი იყო. შეშინებული გოგონა უკან-უკან იხევდა და თვალებს ირგვლივ აცეცებდა.
_ სოფი, კარგად ხარ? _ მხარზე ხელი მოუჭირა კოკამ.
_ აქ არიან... სადმე აქ არიან... ჩვენთან ახლოს არიან, უეჭველი ვიცი, ვიცი _ ჩურჩულით უთხრა და თვალებში ჩახედა. კოკამ ხელი გაუშვა და სახეზე მოისვა აკანკალებული თითები.
_ ხოდა, გამოდით, თქვე ნაბიჭვრ*ებო _ დაიღრიალა ანდრომ და ტყუპმაც მიბაძა
_ თქვენი დედაც, გამოდით, ვინ ხართ _ ფეხი ხეს მაგრად მიარტყა სანდრომ. ხე წაბარბაცდა და ისტერიულად გაეცინა სოფის.
_ მოიცა, ხე შეარყიე ? _ ჰკითხა მაქსიმემ სანდროს და ხესთან ახლოს მივიდა, თუმცა გვამებისგან შორს. ყველანი ირგვლივ მოიყარნენ და სალომემ ხესთან პატარა, ოთხუთხედივით გამოხრული ადგილი შენიშნა. ორი თითი შეაცურა, რაღაცას გამოსდო და როცა ხე გვერდით ნელ-ნელა გადაიწია, შეშინებულებმა უკან დაიხიეს. სოფის ფეხი აუცდა და ანდრომ დაიჭირა, რომ არ წაქცეულიყო.
_ ეს რა ჯანდაბაა! _ თქვა ლაშამ. ძირს კიბეებით ჩასასვლელი მიწისქვეშეთი ელოდათ... სოფის გააჟრიალა და ამოიოხრა.
_ უნდა ჩავიდეთ _ თქვა სანდრომ, ფრთხილად დააბიჯა ფეხი პირველ საფეხურზე და ჩავიდა. რიგ-რიგობით ჩავიდნენ ქვემოთ, მხოლოდ მარიამი დარჩა ზემოთ, დარაჯად. თანაც, ძალიან ეშინოდა და არც თვითონ უნდოდა იქ ჩასვლა.
_ ფანრები ვიპოვე _ დაიჩურჩულა ნიამ და ანდროს, სალომეს და სოფის მიაწოდა. გოგონებმა ფანრები აანთეს და ოთახში მიანათეს იქით-აქეთ. აქაურობა სულაც არ ჩანდა საშიში. ირგვლივ ყველაფერი სუფთა იყო, მხოლოდ პატარა თარო იდგა, სადაც ეს ფანრები იდო და რაღაც პატარა კაფსულა. მხოლოდ სოფიმ შენიშნა ეს კაფსულა და შეუმჩნევლად აიღო თაროდან, ჯიბეში ჩაასრიალა და ფანარი იატაკზე დაანათა. დაიკივლა, ფანარს ხელი გაუშვა და ძირს დააგდო. კივილს ვერ წყვეტდა გაოგნებული და თავზარდაცემული, სანამ გოგონებმა არ მიანათეს და სალო გულწასული არ მიესვენა ლაშას მკლავებში. ძირს გვამები ეყარა, არა ერთი და ორი, ათამდე გვამი იქნებოდა, თანაც საშინლად თეთრი და სისხლშემხმარი.

888

ათი დღით გემშვიდობებით.
ბახმარო, არა ინტერნეტს და...
მაპატიეთ.
ძალიან გთხოვთ, ძალიან დიდი ბოდიში მართლა.
ვიცი, მკითხველს დავკარგავ, უკვე დავკარგე ეგ კი არა და.
უამრავი, ვინც მკითხულობდა, აღარ მკითხულობს
და უზარმაზარი მადლობა მაინც,
ვინც მიძლებთ.
ბოდიში კიდევ ერთხელ, დამიჯერეთ, თავს უსაზიზღრესად ვრძნობ
ამის გამო.



№1  offline წევრი ნინა❤

დიდუ 10დღე რა მოითბენს აუუუ

 


№2  offline მოდერი sopiko

შენ რა გინდა, რომ საბოლოოდ შემშალო ჭკუიდან?
ისედაც, რა არსებობს, მე რომ არ მეშინოდეს... სიბნელეო, სისხლიო, ლიფტიო, სიზმარიო, მარტოობაო, სიჩუმეო...
და დიადი ელენიკო კიდევ მიმატებს lol
მაგრამ ეს ხომ მე გთხოვე love
ძალიან, ძალიან საშიშია, იდუმალია, ჩამთრევია, საინტერესოა, მეგობრულია request
მომწონს, მომწონს, მომწონს!
სად სოფო და სად ნია, მაგრამ ამ გოგოს ვგავარ მართლა!
ჩემნაირი გულჩვილი, მშიშარა და თან ცნობისმოყვარეა... ისე, სალომეც ჩემნაირი პანიკიორია თითქმის, მაგრამ... ნუ, არ ვიცი!
იმედია ათი დღე მალე გავა.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ love

 


№3  offline წევრი ХуЛиГаНка

ათი დღე გავიდა wink მალე დადებ? love
აიი ძააან მაგარიაა! love

 


№4  offline წევრი Metalhead

15 დღე გავიდა აღარ დებ ახალ თავს ? :((((

 


№5  offline წევრი ნინა❤

როდის დადებ ახალ თავს

 


№6  offline მოდერი Eleniko13

ბავშვებო, უდიდესი ბოდიში, კომპიუტერთან წვდომა არ მაქვს და
ახალი თავები იქ მიწერია.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ განვიცდი:(
ნინა❤
როდის დადებ ახალ თავს

Metalhead
15 დღე გავიდა აღარ დებ ახალ თავს ? :((((

ХуЛиГаНка
ათი დღე გავიდა wink მალე დადებ? love
აიი ძააან მაგარიაა! love

sopiko
შენ რა გინდა, რომ საბოლოოდ შემშალო ჭკუიდან?
ისედაც, რა არსებობს, მე რომ არ მეშინოდეს... სიბნელეო, სისხლიო, ლიფტიო, სიზმარიო, მარტოობაო, სიჩუმეო...
და დიადი ელენიკო კიდევ მიმატებს lol
მაგრამ ეს ხომ მე გთხოვე love
ძალიან, ძალიან საშიშია, იდუმალია, ჩამთრევია, საინტერესოა, მეგობრულია request
მომწონს, მომწონს, მომწონს!
სად სოფო და სად ნია, მაგრამ ამ გოგოს ვგავარ მართლა!
ჩემნაირი გულჩვილი, მშიშარა და თან ცნობისმოყვარეა... ისე, სალომეც ჩემნაირი პანიკიორია თითქმის, მაგრამ... ნუ, არ ვიცი!
იმედია ათი დღე მალე გავა.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებ love

okay
კალენდარზე მოვნიშნავ ათ დღეს.
და დღის ბოლოს თითოს გადავხაზავ.

ნინა❤
დიდუ 10დღე რა მოითბენს აუუუ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent