შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (XVI თავი)


16-08-2016, 00:04
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 654

დღეები მშვიდად გადიოდა. გოგონები კი განუწყვეტლივ ეძებდნენ სამსახურს. სალომემ კონსულტანტის თანამდებობა იშოვა ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ანა კი მიმტანად მოეწყო საკმაოდ მყუდრო და ლამაზ კაფეში. ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა სალომეს რაღაც არ ასვენებდა, რაღაც შეგრძნება სტანჯავდა, თთქოს ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. თითქოს რაღაც სხვა ხდებოდა. რამოდენიმეჯერ მოეჩვენა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, თუმცა კვლავ მამამისის მიგზავნილ ხელქვეითად მიიჩნია, და დიდი ყურადღება არ მიუქცევია. ამასობაში უნივერსიტეტში სიარულიც დაიწყეს, ახლი ნაცნობები შეიძინეს, ახალი მეგობრები. ეს ყველაფერი სალომეს ყურედღების გადატანაში დაეხმარა, თუმცა ღამ-ღამობით, როდესაც მარტო რჩებოდა საკუთარ თავთან, სწორედ მაშინ წამოიშლებოდნენ ხოლმე ფიქრები წარსულზე, ლაშაზე. საოცარ მონატრებას გრძნობდა მის მიმართ, მაგრამ თითქოს ვერ იაზრებდა იმას, რომ ლაშა ცოცხალი აღარ იყო, აღარ არსებობდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სადღაც შორს იყო წასული და მალე უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან ერთად საკუთარ თავს ძალას ატანდა, რომ არ ეტირა, რადგან ეს ბავშვისთვის საზიანო იყო და საკუთარ თავს ვერ აპატიებდა მის გამო რამე არასწორად რომ. ყოველთვის მიაჩნდა, რომ დედობა უდიდესი ჯილდო და საჩუქარი იყო, რაც კი ქალს შეიძლება მიეღო ღმერთისგან და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ ზრუნავდა ასე თავის პატარაზე. ღამღამობით ხშირად ეფერებოდა ოდნავ წამოზრდილ მუცელს და მამის შესახებ უყვებოდა. ხშირად წამოსვლია ცრემლები ამ დროს, მაგრამ ისევ ბავშვის კეთილდღეობისთვის მაშინვე შეწყვეტდა ტირილს. დაიძინებდა და მომდევნო რუტინული დღისათვის იწყებდა მზადებას. რამოდენიმეჯერ ნანუსაც შეხვდა. ატირებული ქალი ძლიერად ჩაიკრავდა ხოლმე გულში და რამოდენიმე წუთი ტკიპასავით მიწებებული იყო თავის გოგოზე. მოფერებით რომ გულს იჯერებდა, გამოკითხავდა მის ამბებს და როდესაც გაიგებდა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ცოტათი გულდამშვიდებული ბრუნდებოდა ხოლმე სახლში. აი სალომე კი საერთოდ არ ეკითხებოდა არაფერს სახლის ამბების შესახებ. აქ კი ერთადერთი ადამიანი იგულისხმებოდა-შალვა, რომელიც დიდი ხანია ამოშალა თავისი ცხოვრებიდან. რაც შეეხება სალომესა და ანას, ერთმანეთს შესანიშნავად შეეწყვნენ. მათი თანაცხოვრება საკმაოდ სასიამოვნო გამოდგა, რადგან ერთმანეთს კარგად უგებდნენ. ხშირად საუბრობდნენ მათ ბავშვობაზე, ოცნებებზე და სამომავლო გეგმებზე. კიდევ უფრო დაახლოვდნენ და სალომე მიხვდა რომ ახლა უფრო მეტად ძლიერი იყო, რადგან გვერდით ანა ჰყავდა, მისი ერთგული მეგობარი, რომელიც ყველაფერში დაეხმარებოდა.
ამასობაში დრო სწრაფად მიჰქროდა. უკვე ნოემბერი იყო, მათი თვე. კვლავ ნაცრისფერი, მაგრამ სალომესთვის უცნაურად თბილი ნაცრისფერი დღეებით სავსე. თითქოს ამ დღეებში უფრო მეტად გრძნობდა მის სიახლოვეს და ამ ფაქტს ლამისაა გაეგიჟებინა. მას შემდეგ რაც მათ სახლში იატაკზე სისხლში მოცურავე დატოვა, მის შესახებ არაფერი გაუგია და ეს ფაქტი კიდევ უფრო აშოთებდა. მაინც, სადღაც გულის სიღრმეში გაჰკრავდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ლაშა შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო, თუმცა აქვე უარყოფდა თავის აზრებს, რადგან ლაშა რომ ცოცხალი ყოფილიყო აუცილებლად მოძებნიდა, სალომეს არ გაუშვებდა მისი ცხოვრებიდან. ყოველდღე მიდიოდა მათი შეხვედრის ადგილზე, გულში იმედით, რომ რაიმე ახალს აღმოჩენდა, თუმცა მისი ყოველი მისვლა ამაო იყო.
-სალო, მე გავედი აბა და საღამოს დავბრუნდები. საჭმელი გავაკეთე და მაცივარშია. პაკაა. - დაიძახა ანამ.
-კარგი, გმადლობ ან.
მალე კარის ხმა გაისმა და ოთახში მარტო დარჩა. თითქმის მთელი დღე ტელევიზორს უყურებდა, შემდეგ მაცივრიდან საჭმელი გამიოღო, გემრიელად მიირთვა და გასეირნება გადაწყვიტა. ისარგებლებდა იმით, რომ დღეს დასვენება იყო და საღამოს პატარასთან ერთად სუფთა ჰაერს ჩაყლაპავდა. თბილი დუტის ჟილეტი ჩაიცვა და იქვე, მათ სახლთან ახლოს მდებარე პარკში გავიდა. საკმაოდ დიდხანს ისეირნა, ვერც კი მიხვდა უცებ როგორ შემოაღამდა. სახლში წასვლა გადაწყვიტა, თუმცა იქამდე მაღაზიაში შესვლას აპირებდა, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს იყო. საშინლად მოუნდა ბანანი. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გადასასვლელს და წამით შედგა. ჯერ წითელი იყო ანთებული. ამასობაში თვალი მაღაზიის შესასვლელისკე გააპარა, სადაც ნაცნობი სილუეტი შენიშნა. კი, ეს ნამდვილად ნიკა იყო, თავისი მოტოთი, რომელიც აშკარად ვიღაცას ელოდა. გაუხარდა მისი ნახვა. გაუხარდა, რომ ვიღაც შეხვდა ლაშას ცხოვრებიდან. მასთან დაკავშირებით ყველასა და ყველაფრის ნახვა საოცარ შვებას გვრიდა. ის ის იყო უნდა დაეძახა მისთვის, რომ უცებ ადგილზე გაშეშდა. საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა. ეს კი ნამდვილად ლაშა იყო. „როგორ, ნუთუ ცოცხალია. ნუთუ არ მომძებნა ამდენი ხნის მანძილზე. არა, ამას ვერ დავიჯერებ. ჩემი ლაშა ასე სასტიკად არ მომექცეოდა. იქნებ ვძულვარ იმის გამო, რაც მამაჩემმა გაუკეთა? არ ვიცი, უნდა ვნახო, უნდა დაველაპარაკო.“ ამ ფიქრებში იყო, როდესაც ნიკა და მის უკან კი ლაშა უკვე მოტოზე იყვნენ მოთავსებულები და წასვლას გეგმავდნენ. გაუაზრებლად გადადგა მათკენ ერთი ნაბიჯი, ისე, რომ შუქნიშნისთვის ყურედღება არ მიუქცევია და უცებ მანქანის ფარებმა გაანათეს და გამწარებული პიპინის ხმა შემოესმა. მაშინვე უკან გახტა და შვებით ამოისუნთქა, როდესაც გააცნობიერა, რომ ავარის გადაურჩა, მაგრამ, როდესაც მიიხედა. ისინი უკვე წასულები იყვნენ. სახლში არეული ნაბიჯებით დაბრუნდა. არც ანერვიულებული ანას კითხვებისთვის მიუქცევია ყურედღება იმის შესახებ, თუ აქამდე სად იყო. მაშინვე თავის ოთახს მიაშურა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. მთელი ღამე ფიქრობდა და ვერ იაზრებდა იმას რაც მის თავს ხდებოდა. რადგან ნიკას აღარც ნომერი ჰქონდა და არც მისამართი იცოდა, გადაწყვიტა პირდაპირ ლაშას სახლში წასულიყო. არ შეშინებია იმის, რომ მშობლიურ ქუჩაზე დაბრუნებული შალვას შეხვდებოდა, ან მერაბს გადაეყრებოდა. მთავარი იყო სიმართლე გაეგო. მეორე დღით ამ მიზნით გაიღვიძა. სასწრაფოდ დარეკა სამსახურში და ცვლა გადაცვალა. ანისთვის კვლავ არაფერი აუხსნია, ისე წავიდა.
კარზე ზარი ხელისკანკალით დარეკა. კარი შუა ასაკს მიტანებულმა ქალმა გაუღო, რომელიც მოსამსახურის ფორმაში იყო ჩაცმული.
-ლაშა სახლშია? - იკითხა ხმისკანკალით.
-მარინა, ვინ არის? - გაისმა საძულველი ხმა. მალე კართან მერაბი გამოჩნდა და მის დანახვაზე სახე დაეღმიჭა. - კარგი მარინა წადი, ამას მე მივხედავ. -ქალმაც მაშინვე დატოვა ისინი.
-აქ რა ჯანდაბა გინდა პატარა ძუკნა? არ გეყო რაც ჩემს შვილს დამართეთ შენ და შენმა ნაძირალა მამამ?!
-ლაშას ნახვა მინდა.
კაცმა მის სიტყვებზე ხმამაღლა გადაიხარხარა. - შენ რა გგონია, ლაშას უნდა შენი ნახვა? საერთოდ ფიქრობ რომ უყვარდი? უბრალოდ გიყენებდა. საერთოდ დაგივიწყა უკვე და სხვა ჰყავს.
-თქვენი მონაჩმახის არ მჯერა და არც დავიჯერებ. ლაშას დაუძახეთ თუ შეიძლება.
-ლაშა აქ არ ცხოვრობს. თუ გინდა მისამართს მოგცემ და საკუთარი თვალით ნახე, დარწმუნდი, რომ ფეხებზე ჰკიდიხარ. - პატარა ფურცლის ნაგლეჯი მიუგდო და კარი მთელი ძალით ცხვირწინ მიუხურა.
გოგონა დაბნეული დაიხარა და ფურცლის ნაგლეჯი აიღო, სადაც მისამართი ეწერა. თავიდან იფიქრა, რომ ყველაფერი მახე იყო, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაინც წასულიყო იმ ადგილას. ერთ საათში უკვე კართან იდგა და ვერ გადაეწყვიტა დაეკაკუნებინა, თუ არა. ბოლოს გამბედაობა მოიკრიფა და კარზე სამჯერ დაჰკრა ძლიერად შეკრული მუშტი. მალე სახლის კარი გაიღო და ზღურბლზე ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა, რომელსაც მხოლოდ კაცის პერანგი ჰქონდა შემოხვეული და გოგონას ამრეზით უყურებდა.
-შენ ვინ ხარ? ... ჰეი, დაყრუვდი?
-მე ლაშას ვეძებ. - ძლივს ამოიჩურჩულა სალომემ.
-საყვარელო ერთი წუთით მოდი. - გაისმა სალომესთვის კარგად ნაცნობი ხმა და წამით გაშეშდა.
-ახლავე მოვალთ. - ჩაილაპარაკა გოგონამ და სახლში შებრუნდა.
„აქედან უნდა წავიდე“ გაიფიქრა და მაშინვე გაეცალა ზღურბლს. სასწრაფოდ გადაჭრა ქუჩა და საკმაოდ მოშორებით გაზონზე მდგარ ხეს ამოეფარა. კარისკენ გაიხედა სადაც ლაშა და ის გოგონა კვლავ გამოჩნდნენ. რაღაცაზე საუბრობდნენ და ლაშა ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს. ბოლოს გოგონას მიუბრუნდა, მის ტუჩებს წაეტანა და სახლის კარი მიხურა. სალომე კი ვერ გრძნობდა ვერაფერს. ერთ ადგილას გაქვავებული იდგა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ბოლოს დამძიმებული სხეული აათრია და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა. სამსახურშიც მთელი დღე საშინლად დაბნეული იყო და რამოდენიმე შენიშვნა მიიღო ერთ დღეში. სახლში მისავათებული დაბრუნდა და მისი ასეთ დღეში ნახვით გაოგნებულ ანის მაგრად მოეხვია. მთელი ღამე მის კალთაში თავჩარგული დღევანდელი დღის თავგადასავლებს ყვებოდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა.



№1 სტუმარი Guest natalia

auu ragac xdeba ho? intrigaa :d
gaagrdzele da ar shegviwyvito :3

 


№2 სტუმარი mtvaro svani

vaime gavgijdebi.ar mjera lasha tavisi nebit ase ar moiqceoda.an iqneb amnezia aqvs?.magram mashin vin utvaltvalebs?vaime male dade tore gavrekav.gtxov

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ცოტა გაადიდე რა თავები .

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

Guest natalia
auu ragac xdeba ho? intrigaa :d
gaagrdzele da ar shegviwyvito :3

mtvaro svani
vaime gavgijdebi.ar mjera lasha tavisi nebit ase ar moiqceoda.an iqneb amnezia aqvs?.magram mashin vin utvaltvalebs?vaime male dade tore gavrekav.gtxov

lalita
ცოტა გაადიდე რა თავები .


უკვე დავდე ახალი თავი, თუმცა რეალურ მიზეზს ჯერ ვერ გაიგებთ. გმადლობთ რომ კითხულობთ და აკომენტარებთ. blush მეც შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent