შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (XIV თავი)


13-08-2016, 22:49
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 690

დღეები ერთმანეთს მისდევდნენ განუზომელი სისწრაფით, ისე რომ განვლილთათვის თვალის გადავლებას ვერ მოასწრებდი. დროს ვერ შეაჩერებ, ვერც შეანელებ. ოდესმე ყველაფერი დამთავრდება. შენ კი მხოლოდ ის შეგიძლია, რომ განვლილი პერიოდი მაქსიმალურად შეიგრძნო, ბოლომდე დაიჭირო წამი, რათა შემდეგ უაზროდ განვლილი წუთები სანანებლად არ გექცეს. სწორედ ამ იდეით შეპყორბილნი ცდილობდნენ მაქსიმალურად შეეგრძნოთ ის ბედნიერება, რასაც სიყვარული და ერთად ყოფნა ჰქვია.
უკვე აგვისტოს მიწურული იყო და სიცხეები პიკს აღწევდა ქალაქში. გოგონა ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ტროტუარს და ჩამავალ მზის სხივებს გასცქეროდა შიგადაშიგ. ხალხმრავლობის მიუხედავად უცნაური შეგრძნება თან დაჰყვებოდა და არ ასვენებდა. გარემოს და ადამიანებს დიდი სიფრთხილით აკვირდებოდა, თუმცა საეჭვო ვერაფერი შეემჩნია. ამ ყოველივეს მიუხედავად არ ტოვებდა უცნაური შეგრძნება, თითქოს უკან ვიღაც მოჰყვებოდა. რამოდენიმეჯერ ისიც იფიქრა მამაჩემმა ან მერაბმა ხომ არ მოგვაგნოო, თუმცა ეს აზრი მალევე ამოიგდო თავიდან და ყველაფერი უაზრო შიშს მიაწერა, შეუჩვეველი სიმშვიდის გამო გამოწვეულს. სახლში მარტო ყოფნა უწევდა, რადგან ლაშას ცვლა დღეს გვიან მთავრდებოდა, ამიტომ სწრაფად აირბინა კიბეები და ოთახში შესაულმა შემოსასვლელი კარი ეგრევე საიმედოდ ჩაკეტა. სამზარეულოში გავარდა და ცივი წყალი ხელისკანკალით მოსვა ცოტათი დასამშვიდებლად. წყლიანი ჭიქა მაგიდაზე დადო და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სავარძელს. მასზე მოწყვეტით დაეშვა და ტელევიზორის უაზროდ ყურება დაიწყო; თუმცა მთელი მისი ყურედღება დღევანდელი უცნაური შემთხვევისკენ იყო მიმართული, როდესაც კაფეში ერთი უსიამოვნო შესახედაობის მამაკაცი შემოვიდა და საკმაოდ დიდი ხანი არ დაუტოვრბია იქაურობა. ამასობაში კი სალომეს დიდი ყურედღებით აკვირდებოდა და საეჭვო მზერით გადმოხედავდა ხოლმე. შემდეგ იგივე მამაკაცი კაფიდან გამოსულმაც შეამჩნია, რომელიც იქვე პარკში, ხესთან ატუზულიყო და გოგონას კვლავ დაჟინებით შესცქეროდა. გოგონა თითქმის დარწმუნებული იყო რომ ამ საღამოსაც სწორედ ის მოჰყვებოდა უკან. ზარის ხმაზე გოგონა მოულოდნელად შეხტა და ფიქრებიდან გამოვიდა. ნელა წამოდგა და კარს ფრთხილად მიუახლოვდა. სათვალთვალოში გახედვის შემდეგ კი, როდესაც იქ მყოფში ლაშა შეიცნო, შვებით ამოისუნთქა და კარი გააღო. მაშინვე მიეკრა მთელი დღის მონატრებულ სხეულს და ჩაილაპარაკა:
-რა კარგია, რომ შენ ხარ. აქამდე სად იყავი? ძალიან შემეშინდა. ვინმე ხომ არ მოგყვებოდა უკან? რაიმე საეჭვო ხომ არ შეგიმჩნევია?
-რა მოხდა პატარავ? ვინმემ ხომ არ შეგაშინა? - შეშფოთებულმა იკითხა ლაშამ.
-არაფერი, მომეჩვენა, რომ დღეს ვიღაც უკან მომყვებოდა და მითვალთვალებდა, კაფეშიც და ქუჩაშიც.
-რა?! კი მაგრამ რატომ მაშინვე არ დამირეკე? ან როგორ გამოიყურებოდა ის ტიპი? - შეშფოთებული ხმით იკითხა ლაშამ, გოგონა გულში ჩაიკრა და თავზე ნაზად აკოცა.
-კი მაგრამ, შენ მუშაობდი და არ გეცლებოდა. - საწყალი თვალებით ამოხედა ქვემოდან.
-მისმინე, შენზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინ და არაფერია და მეორეჯერ გაითვალისწინე. როგორც კი მსგავს შემთხვევას გადააწყდები, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დამირეკე კარგი?!
-კარგი.
-ახლა კი მოდი რამე მოვამზადოთ, მაცივარში რა გვაქვს? - გოგონასთან ერთად სამზარეულოში გაემართა. მსუბუქი ვახშამი მოამზადეს და დაღლილებმა ერთმანეთზე აკრულებმა დაიძინეს. დილით მწველმა მზის სხივებმა გააღვიძეს, ნელა წამოსქია თავი და გვერდით მშვიდად მძნარე ლაშას მოავლო თვალი და ისე საყვარელი მოეჩვენა მის ბალიშზე ჩახუტებული მფშვინავი ბიჭი, სურვილი გაუჩნდა მთელი სახე დაეკოცნა მისთვის. დაიხარა და ნაზად შეახო ბაგეები ცხვირზე, შემდეგ ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზე, ნიკაპზე და როდესაც ტუჩებზე გადავიდა, მაშინვე იგრძნო საპასუხო რეაქცია. ლაშამ უცებ მოხვია ხელი და ზემოდან მოექცა.
-ასე რომ არ უნდა გამაღვიძო არ იცი? ხოდა კეთილი ინებე და ახლა დააგვიანე სამსახურში. უჩურჩულა დაბოხებული ხმით და მისი სხეულიდან ტანსაცმლის მოშორებას საკმაოდ მშვიდად შეუდგა. რამოდენიმე წუთში გათანგული, ოფლის წვეთებით დაცვარული სხეულებით ერთმანეთს ეკვროდნენ და ღრმად სუნთქვადნენ. ცოტა ხნის შემდეგ კი ისევ სალომე წამოდგა პირველი და სააბაზანოს მიაშურა. მოწესრიგებას საკმაო ხანი მოანდომა. როდესაც გამოვიდა ლაშას საუზმე უკვე გამზადებული ჰქონდა და მას ელოდა. ერთად მიირთვეს და სალომემ სახლი ლაშაზე ადრე დატოვა, ვინიდან პირველ ცვლაში მუშაობდა, ლაშა კი მეორეში, ამიტომ მათი დროები ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს.
დღემ ორივე მათგანისთვის ჩვეულებრივად ჩაიარა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. არც უცნაურ გრძნობას შეუწუხებიათ, თთქოს ვინმე აეკიდა და არც ანერვიულებული დაბრუნებულა სახლში. საღამოს როგორც ყოველთვის ერთმანეთის გვერდიგვერდ მოკალათებულები ბატიბუტს შეექცეოდნენ და ტელევიზორში რაღაც კომედიას უყურებდნენ, რომელიც მათდა სამწუხაროდ სრული უაზრობა აღმოჩნდა. მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა, რამაც ორივე შეაშფოთა.
-ამ დროს ვინ უნდა იყოს? -იკითხა სალომემ
-წავალ, გავაღებ და ვნახავ. -ლაშა წამოდგა, თუმცა სალომეს ხელმა დააკავა.
-არ გინდა გთხოვ, მეშინია.
-კი მაგრამ სალო, ასე ხომ არ ვიქნებით ... - ამ დროს კიდევ გაისმა კარზე ზარი. ბიჭი ნელა მიუახლოვდა და ფრთხილად შეაღო კარი.
-რომელი ხა... -თქმა არ დასცალდა, ისე შემოგლიჯა კარები სამმა უცნობა ადამიანმა და ლაშას ამავე დროს სახეში მარედ მოხვდა მუშტი. წაბარბაცდა, თუმცა თავის შეკავება სცადა. ამასობაში ერთ-ერთი უცნობი სალომესთან მივარდა და პირზე ხელი ააფარა, სანამ შოკირებული გოგონა ყვირილის დაწყებას მოისაზრებდა. ორმა მათგანმა კი იარაღი ამოიღო და მათი მიმართულებით დაუმიზნა.
- განძრევა არ გაბედოთ, თორემ არ გაცოცხლებთ. სულ მცირეოდენი ხნის შემდეგ ორივე დივანზე იჯდა სამი შეიარაღებული ნიღბიანით გარშემორტყმული და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. სალომემ ერთ-ერთ მათგანში ის უცნობი ამოიცნო, რომელიც წინადღით დაჰყვებოდა კაფეში და ქუჩაში. ახლა უფრო გაუმძაფრდა ეჭვები, რომ ისინი შალვას, ან მერაბის გამოგზავნილები იყვნენ.
-ჩვენგან რა გინდათ? ვინ გამოგგზავნათ? - დიდი ხნის შემდეგ ხმის ამოღება გაბედა ლაშამ.
-ხმა ჩაიგდე და მალე გაიგებთ.
მალე კარში სალომესთვის კარგად ნაცნობი მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. ოთახში შალვა ერისთავი შემოვიდა.
-ამათ ვის ვხედავ, ჩემი ძვირფასი შვილიკო და ჩემი ცოლის მკვლელის შვილი ერთად. - ირონიულად ჩაიცინა. - ჩემი შვილიკო, რომელმაც მამის გაფრთხილება არაფრად ჩააგდო და მაინც იმ ნაბიჭვართან ერთად გაიქცა. მთელი თვეების განმავლობაშ კი თვალში ნაცარს გვაყრიდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ერთადერთი ახლობელი იყო მისთვის. მითხარი ამ ყველაფრის შემდეგ, ასეთი დამცირების შემდეგ რა უნდა გიყო?!- მთელი ხმით იღრიალა. მე ვიცი, როგორ უნდა მოგიარო. სახლში წამოეთრვევი და ამ ახვარს ვეღარასოდეს იხილავ. ისედაც გათელე ჩემი ღირსება და მეტის უფლებას არ მოგცემ!
-სალომეს ვერსად წაიყვანთ. ის ფაქტი, რომ მისი მამა ხართ მასზე მთლიან ძალაუფლებას და ბატონობის საშუალებას არ გაძლევთ.
-საინტერესოა და ვინ შემიშლის ამაში ხელს, შენ ? - მიმართა მთელი სარკაზმით.
-მე პირველ რიგში შეგიშლით. - კბილებში გამოსცრა ლაშამ.
-ამასაც ვნახავთ. გოგონას მკლავში ჩაავლო ხელი და ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად მაგრად გამოქაჩა.
-ხელი გაუშვი, იღრიალა ლაშამ და სალომესკენ გაიწია, თუმცა ორმა ახმახმა შეაჩერა, ძირს დააგდო და ცემა დაუწყო, შემდეგ კი შალვას ნიშნაზე ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და ორი ტყვია დაახალა ძირს დაგდებულ ნაცემ სხეულს.
-სალომე კი მთელი ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ პირზე ჰქონდა ხელი აფარებული, მთელი ხმით ცდილობდა ეკივლა და დახმარება მოეთხოვა. ცრემლები კი ნიაღვარივით მოედინებოდნენ მისი აწითლებული თვალებიდან. ბოლოს მთელი ძალა მოიკრიბა, მამამისს ხელებიდან დაუსხლტა, წამებში გაჩნდა ლაშასთან და მუხლებზე დაემხო საყვარელი სხეულის წინაშე, რომელიც სისხლისგან იცლებოდა.
-ლაშა, გთხოვ გამაგრდი, არ მიმატოვო. ნუ დამტოვებ. ხომ იცი, რომ უშენოდ ვერ ვიცოცხლებ... ლაშა... ლაშა -ბოლოს განწირული მის სახელს ყვიროდა, როდესაც უცებ მივარდნენ, წამოაყენეს და ძალით, კვლავ პირზე ხელაფარებული „გაიტანეს“ ოთახიდან. მანქანაში იქ მცხოვრებლებისგან შეუმჩნევლად ჩატენეს და სასწრაფოდ მოშორდნენ იქაურობას. სალომე მთელი გზის განმავლობაში წყევლიდა ყველას ვინც ლაშა ასეთ დღეში ჩააგდო, მამამისის ჩათვლით, შემდეგ კი ევედრებოდა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და ბიჭი გადაერჩინათ, თუმცა ამაოდ. ბოლოს კი ამდენი ემოციისა და ნერვიულობისგან თვალთ დაუბნელდა და მალე გამოეთიშა ამ სამყაროს.
ამასობაში კი ოთახის შუაგულში, სისხლში, ახალგაზრდა ბიჭის სხეული ცურავდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Oo ra aris es.imedia lashas ar moklav
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი etiko

ar moklalasha gtxov dges wavikitxe yvela tavi da momewona

 


№3 სტუმარი mtvaro svani

vaime ra sazizgari kacia ra.gtxov ar mokla tore mere azri ar eqneba gagrzelebas

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

La-Na
Oo ra aris es.imedia lashas ar moklav

etiko
ar moklalasha gtxov dges wavikitxe yvela tavi da momewona

mtvaro svani
vaime ra sazizgari kacia ra.gtxov ar mokla tore mere azri ar eqneba gagrzelebas


როგორც უკვე ვთქვი წინა კომენტარებში, ისტორია უკვე დასრულებული მაქვს და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. მგონი საბოლოოდ იმედი არ გაგიცრუვდებათ winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent